ივანე შოშიაშვილი
დაიბადა 1989 წლის 15 იანვარს.
დაამთავრა თბილისის 111-ე საშუალო სკოლა (1995-2006).
საშუალო განათლების მიღების შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში (2012-2016).
2015 წელს მონაწილეობდა კლუჟ-ნაპოკაში (რუმინეთი) გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ფესტივალზე (საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრი).
2016 წელს ასევე მონაწილეობდა ბუქარესტში (რუმინეთი) გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ფესტივალზე.
2016-2017 წლებში გაიარა ბერძნული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსები (ათენის უნივერსიტეტი)
არის ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.
„მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში:
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, სამეცნიერო კონფერენცია- ადგილობრივი ეკლესიების ავტოკეფალიის ისტორიული, კანონიკური, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ასპექტები, თბილისი 2019
მომხსენებელი თემაზე: „კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 1686 წლის ტომოსი“