უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და სერბეთის ეკლესიის ბრალდებები
ტექსტის წყარო: ვლასიოს ფიდასი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით, გვ.94-101.
მთარგმნელები: დავით ნებიერიძე, ივანე შოშიაშვილი, მამა ნიკოლოზ ღონღაძე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა
1. სერბეთის ეკლესიის კანონიკური ხასიათის ბრალდებები
მისი უწმიდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართ სერბეთის უნეტარესი პატრიარქის, ირინეოსის საპასუხო წერილში საწინააღმდეგო პოზიციის მთავარ მიზეზად მოყვანილია სრულიად უსაფუძვლო და ცრუ შეხედულება, რისთვისაც „სასურველის უკვე დასაბუთებულად მიჩნევის” (petitio principii) ცნობილი მეთოდი არის გამოყენებული. ამ მცდარი შეხედულების თანახმად, მსოფლიო პატრიარქი მოქმედებდა ანტიკანონიკურად და მან უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიაც ანტიკანონიკურად გამოაცხადა. ასევე, აღნიშნულია, თითქოს ეს „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე“ მოხდა და თითქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია „დაფუძნდა და ავტოკეფალია მოიპოვა მას შემდეგ, რაც მოუნანიებელი სქიზმატები მოულოდნელად კანონიკურ ეპისკოპოსებად, მღვდლებად და მორწმუნეებად გადაიქცნენ.“
მსოფლიო საპატრიარქოს 1686 წლის ტომოსი უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით
საპატრიარქო და სინოდალური გადაწყვეტილება (1686)
სამოციქულო მოძღვრება გვასწავლის, რომ ყოველივე აღსაშენებელად იქმნებოდა, როდესაც რაიმეს ვიქმთ, ან ვმეტყველებთ, ჯერ არს, რათა ჩვენი მიზანი მოყვასის განმსამტკიცებლად და ძმათა სასიკეთოდ მოქმედება იყოს. საღმრთო მოციქული ყველას, მათ შორის ძმებს, დაუცხრომელად მოუწოდებს, ცდილობს მათ გამოსწორებას და არ აყოვნებს მიუთითოს, თუ რა არის საჭირო ცხონებისთვის.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი
საპატრიარქო და სინოდური ტომოსი უკრაინის
მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალური
სტატუსის მინიჭებისათვის
ბართლომეოსი, ღმრთის წყალობით კონსტანტინოპოლის, ახალი რომისა
და მსოფლიო პატრიარქი
„მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა... და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალჱმსა ზეცისასა, და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა... და ეკლესიასა პირმშოთასა“ (ებრ. 12,22-23). ასე მიმართავდა ყოველთა მორწმუნეთ წარმართთა ნეტარი მოციქული პავლე. მართლაცდა მთა არის ეკლესია − უტყუარია იგი, მტკიცე, ურყევი და უძლეველი. მართალია, ერთი მრევლია და ქრისტეს ერთი სხეულია იგი, იგი ღმრთის ეკლესიაა და ასეთი არის და ასე იწოდება კიდეც მას ყოველგან თავისი მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობით, სულიწმინდისმიერ საიდუმლოებათა ზიარებით და სამოციქულო მემკვიდრეობით. კანონიკური წესითაც ურყევია იგი, ჯერ კიდევ სამოციქულო დროიდანვე შედგენილი და თუმცა სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიათაგანაც შედგება, იგი საკუთარ წიაღში, შინაგანად თვითმმართველია − საკუთარ მწყემსით, ქრისტეს მოძღვართა და მსახურთაგანაც, ესე იგი თავისი, ადგილობრივი ეპისკოპოსების მიერაა შედგენილი − არა ოდენ ამა სოფლად მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, არამედ მის წიაღშივე წარმოცენებული სამრევლო საჭიროების გამო.
უკურეაქცია მოსკოვს - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება
8 ნოემბერს ალექსანდრიის პატრიარქმა წირვისას დიპტიხში მოიხსენია კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე, რაც ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით ახალი ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას ნიშნავს. მოგვიანებით, ქადაგებისას კი თავად პატრიარქმა თეოდორემ აუწყა მრევლს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ[i].
დაახლოებით ერთი წლის წინ, 2018 წლის სექტემბრის ბოლოს ალექსანდრიის პატრიარქი იმყოფებოდა ოდესაში, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქიის მიწვევით, სადაც მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ეგზარქოს ონუფრეს [ii]. შესაბამისად საეკლესიო წრეებისათვის სავსებით მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის ეკლესიას აღიარება ალექსანდრიის საპატრიარქოს მხრიდან.
რეაქციები საბერძნეთის სინოდის დადგენილებაზე - ერთი ხელწერა?
ამა წლის 12 ოქტომბერს, ათენში, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ კანონიკურად სცნო მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალური სტატუსის მინიჭება [i]. ამ აღიარებამ კიდევ ერთხელ დააბრუნა საზოგადოების დღის წესრიგში უკრაინის ეკლესიის თემა.
ქართველ თეოლოგთა შორის გამოითქვა აზრი, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს შანსი, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით, შესაბამისად მოსკოვის საპატრიარქოს მარტო დატოვებით, გახდეს მართლმადიდებელთა ერთობის შემამტკიცებელი და საკუთარ საზოგადოებასაც დაუმტკიცოს რუსული გავლენებისაგან თავისუფლება[ii].
ინტერვიუ მიტროპოლიტ მაკარი მალეტიჩთან
მიტროპოლიტი მაკარი მალეტიჩი: ,,ადგილობრივ ეკლესიებს ხელდასხმებთან დაკავშირებით ეჭვები არ უნდა ჰქონდეთ"
ინტერვიუ მიტროპოლიტ მაკარი მალეტიჩთან
ჟურნალისტები: ტატიანა დერკაჩი (Tatiana Derkatch) და დმიტრო ჰორევოი (Dmytro Horyevoy)
მიტროპოლიტი მაკარი მალეტიჩი იმ ორიდან ერთი ეკლესიის (,,უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია") წინამძღოლი იყო, რომელიც საბოლოოდ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაერთიანდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო ერთი საეკლესიო სხეულის წინამძღოლი, უარი განაცხადა პიროვნულ დიდებისმოყვარეობაზე და ძალაუფლების საკუთარ თავზე აღება არ უცდია. წინამდებარე შეხვედრისას მიტროპოლიტი მაკარი საუბრობს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზე, მასში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების შესვლაზე, ავტოკეფალიისათვის უცხოელი დიპლომატების როლზე, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა ხელდასხმაზე და გარკვეულ დეტალებზე, რომლებიც გამაერთიანებელი სინოდის კულისებში ხდებოდა.
ა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შინაგანი ერთობისა და მასში სამრევლოთა გაწევრიანების შესახებ.
ტატიანა დერკაჩი: როგორ აფასებთ თქვენ ახლა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განმტკიცების პროცესს? არსებობს დაპირისპირებები თუ ყველა პროცესი ნორმალურად ვითარდება? გაერთიანების პროცესი გრძელდება თუ ყველაფერი გაიყინა?
„ფილარეტის გარკვეულ ძალაუფლებრივ და პატივმოყვარე ვნებებს, უკრაინელი ხალხის მთელი იმედების გაცრუება სურთ“
(ქვეყნდება მცირედი შემოკლებით)
უკრაინის ემირეტუს პატრიარქ ფილარეტის მიერ, ავტოკეფალიის ტომოსის არაღიარებასთან დაკავშირებული განცხადებები, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ რადიო ,,ნოვოე ვრეამიაში'' შეაფასა.
ინტერვიუ კორეის მართლმადიდებელ მიტროპოლიტთან
The Orthodox World-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით.
თქვენო მეუფებავ, მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსათვის. მედიის საშუალებით შევიტყვეთ, რომ მოსკოვის საპატრიარქომ ახლახან დააფუძნა „სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ეპარქია“. რა კომენტარს გააკეთებდით მომხდარის შესახებ?
მადლობა თქვენც ასევე, ბატონო სოტიროპულოს, ამ შესაძლებლობისათვის. სამწუხაროა, რომ ჩვენმა რუსმა ძმებმა არ შეისმინეს ჩვენი პროტესტის ხმა, რომელიც დიდი გულისტკივილით რამდენჯერმე გავაკეთეთ, არ დაერღვიათ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურობა კორეაში. დიდად სამწუხარო და განსაცვიფრებელია ადგილობრივი მორწმუნეებისათვის, რომ მსოფლიო საპატრიარქოსთან უთანხმოების ქვეტექსტით, რომელიც შეეხებოდა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს, მოსკოვის საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში, შორეულ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ აზიის შუაგულში დააფუძნა საეგზარქოსო და ეპარქია.
განკვეთილი და სქიზმატი ეპისკოპოსისგან ხელთდასხმული
ქართულ საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები განკვეთილი ან სქიზმატი ეპისკოპოსების მიერ აღსრულებული ხელთდსხმების კანონიერების შესახებ. საკითხის ირგვლივ არსებული ეჭვებისა და მცდარი აზრების გასაფანტად, წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა გადაწყვიტა ქართულად ეთარგმნა და აეტვირთა ანქიალონის ეპისკოპოს ვასილის მიერ 1887 წელს შესრულებული შრომა, რომელიც, ისტორიულ და კანონიკურ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ განკვეთილი და სქიზმატი ეპისკოპოსისგან ხელთდასხმული სასულიერო პირი ეკლესიაში დაუბრკოლებლად, განმეორებითი ქიროტონიის აღსრულების გარეშე მიიღება.
© წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი
მსოფლიო პატრიარქის პასუხი ალბანეთის მთავარეპისკოპოსს
ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსო, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო ძმაო და თანამსახურო ანასტასი. ქრისტეს მიერ ძმურად გეამბორებით და მოკითხვას ვუგზავნით თქვენს უნეტარესობას.
მივიღეთ და გულდასმით წავიკითხეთ 14 იანვარს თქვენს მიერ ჩვენდამი გამოგზავნილი წერილი, 24 დეკემბერს თქვენდამი გამოგზავნილი ჩვენი წერილის საპასუხოდ, უკრაინაში ჩვენს კანონიკურ ქმედებებთან დაკავშირებით. პასუხად ვაცხადებთ, რომ ჭეშმარიტი სწავლების თანახმად კონსტანტინოპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს წმიდა ძმათა წინაშე აკისრია გარკვეული ვალდებულებანი, რომელთა დაკავშირებითაც შეგახსენებთ შემდეგს:
წმიდა მამებმა საღმრთო და წმიდა კანონებით კონსტანტინეს ქალაქის საყდარს მიანიჭეს ყველასათვის კარგად ცნობილი, საკუთარ საზღვრებს გარეთ მოქმედების პასუხისმგებლობა, მსახურებისა და არა პრივილეგიის სახით. მათ საღმრთო სულით წინასწარ განჭვრიტეს ადგილობრივ ეკლესიებში წარმოქმნილი იმ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა, რომელთა გადაჭრასაც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ეს ეკლესიები.
ინტერვიუ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესთან
მიტროპოლიტი ეპიფანე პუტინის, პოროშენკოს, არჩევნების, დაწყევლისა და თავსაფრების შესახებ მას სწამს, რომ როცა „ყველა მართლმადიდებელი უკრაინელი გაერთიანდება ერთიან უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაშინ დასრულდება ომი დონბასში და ყირიმი დაუბრუნდება უკრაინას“. ის ცდილობს ამოძირკვოს უფროსი თაობის ზოგიერთი წარმომადგენლის სურვილი, მუდმივად შენიშვნა მისცეს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს მათი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო. მას არ სჯერა დაწყევლის ძალის და ამბობს, რომ ეკლესიებში შეიძლება სკამების დადგმა. ის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, ეპიფანე. და ეს, რადიო თავისუფლებისთვის მიცემული მისი ეკსკლუზიური ინტერვიუა.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 27.02.2019, კონფერენცია - ''ავტოკეფალიის კანონიკური და პოლიტიკური ასპექტები''; გურამ ლურსმანაშვილი- ''უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი“; რა და რატომ წერია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გადაცემულ ტომოსში.
მღვდელი გიორგი მაქსიმოვი- კონსტანტინეპოლის პაპიზმის ერესი
წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა მოიპოვა მღვდელ გიორგი მაქსიმოვის წერილის-''კონსტანტინოპოლის პაპიზმის ერესი'' ქართულენოვანი თარგმანი. ჩვენი ინფორმაციით, ეს წერილი ვრცელდება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს შორის და არის საფრთხე, რომ მომავალ სხდომაზე (რომელმაც უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს) იგი განიხილონ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მისითაც იხელმძღვანელონ. ჩვენი ცენტრი ამ წერილში ხედავს რეალურ საფრთხეს, რომლის მიხედვითაც, სქიზმის გზაზე დამდგარი რუსეთის ეკლესია ცდილობს სხვა ეკლესიების ჩათრევას და არ გვსურს მათში საქართველოს ეკლესიაც აღმოჩნდეს. წერილი საკმაოდ ვრცელია და მასში გამოყენებულ არგუმენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ან არაადექვატურია ანაც დამახინჯებულად წარმოადგენს არსებულ რეალობას და ცალმხივად დგას კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკის სადარაჯოზე. ზემოთმოყვანილი საფრთხეებიდან გამომდინარე, წმ. გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უცვლელად გთავაზობთ ამ წერილს, რათა მისი გაცნობისას მკითხველი რეალურად დარწმუნდეს, თუ რაოდენ სერიოზული საფრთხის წინაშეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
წინამდებარე ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიის დეტალებში შესვლა, რამდენადაც ამ თემაზე გასული წლების განმავლობაში, საზოგადოებისთვის დიდწილად ხელმისაწვდომი, უამრავი ლიტერატურა შეიქმნა. გვსურს მკითხველს შევახსენოთ ზოგიერთი პარალელი, ასი წლის წინანდელ საქართველოს ისტორიასა და უკრაინის თანამედროვეობას შორის.
რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, დროსა და სივრცეში დაშორებულ ამ ორ ისტორიას ერთი ისეთი რეალობა აერთიანებს, რომელიც ევოლუციას არ ექვემდებარება არც დროში და არც სივრცეში - საუბარი გვაქვს რუსულ ლოგიკაზე. დღემდე, ეს ლოგიკა, რუსულ რელიგიურ და სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და მისი გამოვლენის ყველა ფორმაში, ზუსტად ისეთი პრიმიტიული და ძალმომრეობითია, როგორიც იყო დაახლოებით ხუთასი წლის წინ, როდესაც, კირიონ მეორის სიტყვებით, „უსაქმური მჯღაბნელები“[i] ქმნიდნენ ნოვგოროდულ ლეგენდას თეთრი ბარტყულის შესახებ, რომელსაც ვერ გაუფრთხილდა რომი, რომელიც დაკარგა ახალმა რომმა და მთელმა ამ სიწმინდემ რუსეთში დაივანა.
დაახლოებით ასი წლის წინ, 1906 წელს მღვდელი კორნელი კეკელიძე წერდა: „ბოლო დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის თემა ღვარძლიანი განხილვის საგნად იქცა. საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტის აუცილებლობამ გამოიწვია მისი ყოველმხრივი სამეცნიერო შესწავლის მოთხოვნა, რისი წყალობითაც შეიქმნა მთელი ლიტერატურა ამ მიმართულებით“.[ii]
კომენტარები კონსტანტინოპოლის 1686 წლის სინოდალურ სიგელზე
ამ სიგელების მიხედვით, კონსტანტინოპოლის ეკლესიის გარკვეული უფლებები კიევზე, მოსკოვის საპატრიარქოს გადაეცემა. ისინი (სიგელები, მთარგმნ.) 1686 წელს გამოიცა. გამოქვეყნებულია ვერა ჩენცოვას მიერ.
დოკუმენტში არსებობს მთელი რიგი საკვანძო სიტყვები, რომლებიც გვეხმარებიან უკეთ გავარკვიოთ მისი აზრი. კერძოდ, საკვანძოდ ითვლება ერთმანეთთან დაკავშირებული ორი სიტყვა - ὑποκείμενος და ὑπερκείμενος. პირველი სიტყვა დაქვემდებარებულ მდგომარეობას ნიშნავს და ტექსტში კიევის მიტროპოლიას მიემართება, ხოლო მეორე სიტყვა, ზემდგომობას, უპირატესობას ნიშნავს და მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიემართება. კონსტანტინოპოლი ὑπερκείμενος (ზემდგომი) რჩება კიევისთვისაც და მოსკოვისთვისაც.
მსოფლიო საყდრის ექსკლუზიური უფლება სადავო საკითხებთან დაკავშირებით
აბიდოსის ეპისკოპისი, თეოლოგიის დოქტორი, კირილე (კატერელოსი)
საჩივრის მიღება (აპელაცია) არის კონსტანტინოპოლის საყდრის [1] განსაკუთრებული უფლება. მხოლოდ და მხოლოდ მას აქვს უფლება, ჩაერიოს, განსაჯოს და გადაჭრას სადავო საკითხები, რომლებიც წარმოიქმნება მისი იურისდიქციის საზღვრებს მიღმა. ეს უფლება ემყარება როგორც წმინდა კანონებს, ასევე ეკლესიის ორათასწლოვან კანონიკურ ტრადიციას, რომელიც უტყუარად ადასტურებს და უცდომლად განმარტავს წმინდა კანონების სულს და შინაარსს. ასევე, ამ უფლების შესახებ მოწმობენ პოლიტიკური საკანონმდებლო დოკუმენტები და წმინდა კანონების ცნობილი განმმარტებლები. გარდა ამისა დასტურდება კანონიკურ პრაქტიკაში, როგორც ამას წყაროები მიუთითებენ. ამ კანონიკური პრაქტიკის შესახებ უწყვეტი დამოწმება უდაოს ხდის კონსტანტინოპილის საყდრის მიერ საჩივრის მიღების უფლების ქონას.
კონსტანტინოპოლის მსოფლიოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინება
მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 2018 წლის 9 ოქტომბერს წმინდა სინოდის რეგულარული სესია გაიმართა,
''ავტოკეფალიის საკითხი ჩვენთვის უკვე გადაწყვეტილია და ვაგრძელებთ სვლას''
ცოტა ხნის წინ ფანარში (მსოფლიო საპატრიარქო), მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა დასრულდა. არსებული ინფორმაციის თანახმად დიალოგი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და მას გალიის მიტროპოლიტი ემანუელი და ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი ესწრებოდნენ. Romfea.gr სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოსკოვის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს სამეცნიერო კომისიის შექმნა ურჩია, რომელიც უკრანის ავტოკეფალიის შესახებ არსებულ დოკუმენტებსა და ტექსტებს გამოიკვლევს.
“მსოფლიო საპატრიარქო არავის არ ემუქრება და არც ვინმეს მუქარას იღებს!’’
მოსკოვის პატრიარქი კირილე ფანარიდან გაემგზავრა, როგორც ჩანს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი გადაწყვეტილია. როგორც კი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით დიალოგი დასრულდა, მოსკოვის პატრიარქი კირილე და მისი დელეგაცია მსოფლიო საპატრიარქოდან გაემგზავრა. მოსკოვის პატრიარქი ისე წავიდა ფანარიდან, რომ მასმედიასთან მცირე განცხადებაც კი არ გაუკეთებია. რუსეთის პატრიარქი ცარიელი ხელებით წავიდა. ერთადერთი, რისი წაღებაც შეძლო, არის უწყება იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს.
ანტიოქიის ეკლესიის სინოდის განცხადება და მამა ანდრეი კურაევის კომენტარი
მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული სიტუაციის განხილვის შემდეგ, სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ანტიოქიის ეკლესია დიდად სწუხს იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესიის გეოგრაფიულ ცვლილებებთან მივყავართ და თვლის, რომ ისტორიის მხოლოდ ერთი კუთხით განხილვა მართლმადიდებლურ ერთობას კი არ ემსახურება, არამედ პირიქით, სიძულვილს აღვივებს და ერთი ეკლესიის შვილების განყოფისკენ მიგვიძღვის.
დიაკონ ანდრეი კურაევის პასუხი მამა გიორგი მაქსიმოვს, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით
(ქვეყნდება მცირედი შემოკლებით)
მადლობა მამა გიორგი მაქსიმოვს, მისი ვიდეორგოლის - „კონსტანტინოპოლი და კურაევი“ გამო, ვინაიდან მომცა საბაბი, რომ კვლავინდებურად განვმარტო ჩემი პოზიცია, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით.
მოდით, აუჩქარებლად მოვუსმინოთ მამა გიორგის.[1]
1. “საუბარი, ავტოკეფალიის მინიჭებაზე კი არ მიდის, არამედ განხეთქილების ლეგალიზაციაზე“.
ჯერ ერთი, უკანასკნელი ოთხასი წლის მანძილზე, კონსტანტინოპოლის (და მოსკოვის) მიერ, ყოველი ავტოკეფალიის გამოცხადება, პრაქტიკულად სქიზმების ლეგალიზაციას წარმოადგენდა, რომელნიც შედარებით ადრე წარმოიქმნენ. გამონაკლისს არც კონსტანტინოპოლის მიერ, თავად მოსკოვის ავტოკეფალიის გამოცხადების ფაქტი წარმოადგენს.
კიევში, უკრაინის ეკლესიის გაერთიანებულმა კრებამ მეთაური აირჩია
კიევის აია სოფიას ტაძარში 2018 წლის 15 დეკემბერს უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელი კრება გაიმართა, რომელშიც 200-მდე პირი მონაწილეობდა. უკრაინის ეკლესიის მეთაურად ხმათა უმრავლესობით პერეიასლავისა და ბელაცერკვის მიტროპოლიტი ეპიფანე გამოირჩიეს.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით მსოფილო საპატრიარქომ თავისი ეგზარქები უკრაინაში მიავლინა, ამის საწინააღმდეგოდ, მოსკოვის საპატრიარქომ მსახურება გაწყვიტა მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან, რაც ბოლო დროის უმთავრეს თემად იქცა, რომელიც უკრაინულ საზოგადობასა და მედიაში უყურადღებოდ არ რჩება. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ჭორი და არაკომპენტენტური კომენტარი. იმის გასარკევად თუ რა ხდება სინამდვილეში, ჩვენ აღმოვაჩინეთ ამ პროცესის უშუალო მონაწილე- ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იერარქი, ტელმესუს არქიეპისკოპოსი იობი (ჟენევა, შვეიცარია).
ინტერვიუ მთავარეპისკოპოს იობთან (გეჩა), უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების პროცესი უკვე პრაქტიკულ დონეზეა. ამან რუსეთის მართლმადიდებელი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლებში ბევრი უარყოფითი ემოცია გამოიწვია, მათ (ეკლესიებმა, ნ.ბ.), მსოფლიო საპატრიარქო და პატრიარქი ბართლომეოსი «პაპიზმის ერესში» და სხვა ადგილობრივი მართლამადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს, ამის გამო ახალი, შიდა მართლმადიდებლური სქიზმაც მწიფდება. მსგავსი აგრესიული ბრალდებები არ შეიძლება დედაეკლესიისაგან, მსოფლიო საპატრიარქოსაგან, უპასუხოდ დარჩეს. «ცერკვარიუმი» (Cerkvarium) მადლობას უხდის ტელმესუს არქიეპისკოპოს იობს (გეჩა), იმ მწვავე საკითხების განმარტებისათვის, რომელიც მორწმუნე მართლამადიდებელებს აშფოთებს.
პრუსის მიტროპოლიტი, ელპიდოფოროს ლამბრიანიდისი თესალონიკის უნივერსიტეტის
თეოლოგიის პროფესორი.
თარგმნა და შესავალი დაურთო მღვდელ-მონოზონმა ლეონიდე ებრალიძემ
2018 წლის 14 სექტემბრის სინოდის სხდომის N 69 ოქმით მოსკოვის საპატრიარქომ ოფიციალურად შეწყვიტა ლიტურგიისას მსოფლიო პატრიარქის მოხსენება, მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან თანამსახურება და იმ კომისიებში მონაწილეობა, რომლის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე მხარე მსოფლიო საპატრიარქოა (პარაგრაფი 1-3); ხოლო ამავე ოქმის მე-4 პარაგრაფის საფუძველზე შედგენილ სინოდალურ განცხადებაში, მოსკოვის საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქს ბრალს სდებს მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიური პრინციპების ღალატში.
საინტერესოა, რომ კიევის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრისას, მოსკოვის საპატრიარქო იმოწმებს კრეტის კრების მოსამზადებელ დოკუმენტებს თავისი პოზიციის გასამყარებლად, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ამ კრებაში (მიუხედავად ხელმოწერისა და დაპირებისა) მონაწილეობა არ მიუღია, მათ მიერ ხსენებული დოკუმენტი კი თავად კრებაზე საერთოდ არ განხილულა და ის პროექტად დარჩა (ისევ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოთქმული პრეტენზიის გამო).
“მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახი” - მოსკოვური ეკლესიოლოგიის კრიზისი
მღვდელ-მონოზონი ლეონიდე ებრალიძე
მოსკოვის საპატრიარქომ ქ. მინსკში გამართულ 15 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება სრულად შეწყვიტოს ევქარისტიული კავშირი კონტანტინოპოლის დედა ეკლესიასთან[1]. ამასთანავე სინოდის სხდომის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა მსოფლიო საპატრიარქოსთან მიმართებაში კიდევ ერთხელ იხმარა ისეთი ტექნიკური ტერმინი, როგორიც არის “ერესი”[2].
1996 წელს, მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, საქმე ეხებოდა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ თავისი კანონიკური ტერიტორიისათვის (ესტონეთის ეკლესიისთვის) ავტონომიური სტატუსის მინიჭებას. მოსკოვის საპატრიარქოს პროტესტის მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქომ ესტონელი მართლმადიდებელი ქრისტიანების თხოვნა მაინც დააკმაყოფილა და მათ ეკლესიას ტომოსი უბოძა. 1999 წლიდან დღემდე ეკლესიას მიტროპოლიტი სტეფანე ხელმძღვანელობს. გთავაზობთ წერილს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს, 1996 წლის 24 თებერვალს მიწერა (მთარგმნ.).
,,არ ხართ სამართლიანი უნეტარესო, როდესაც ესტონელებს ფილეტიზმის საბაბით კიცხავთ. მათ, როგორც ერს, წმინდა მოციქულთა 34-ე კანონის საფუძველზე უფლება აქვთ საკუთარი ეკლესია დააფუძნონ, საკუთარ ეკლესიაშივე ჰყავდეთ ეპისკოპოსები და მათგან (ეპისკოპოსებისგან, გ.ლ.), საკუთარი მოქალაქეებისგან, პირველი (უპირატესი, გ.ლ.) გამოარჩინონ, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ხალხი (ესტონელები, გ.ლ.) უკვე თავისუფალი ერია.[1]
მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტი და აფხაზეთის რეაქცია უკრაინის ავტოკეფალიაზე
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
უკრაინის საკითხზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა 2018 წლის აპრილის შემდეგ რამდენიმე ტურნე მოაწყო აღმოსავლეთის პატრიარქებთან. ბოლო პერიოდში, 15 ნოემბერს სტუმრობდა ალექსანდრიის ეკლესიას[i], 17 ნოემბერს ანტიოქიას,[ii] 19 ნოემბერს კვიპროსს[iii]. 29 ნოემბერს ანტიოქიის საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქომ გაუგზავნა ფულადი დახმარება, სირიის ომისას დანგრეული ტაძრების აღსადგენად[iv]. მოსკოვის საპატრიარქოს თანამშრომლები 7 ნოემბერს სტუმრობდნენ ბულგარეთის ეკლესიას[v], 15 ნოემბერს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას [vi], 23 ნოემბერს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას[vii].
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის კომუნიკე უკრაინის შესახებ
კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო (22.04.2018)
მსოფლიო საპატრიარქო, საღვთო და წმინდა კანონთა, ასევე ძველი საეკლესიო წეს-განგებისა და წმინდა ტრადიციათა მიხედვით, იცავს სრულიად-მართლმადიდებლურ ერთობას და ზრუნავს მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიებზე, განსაკუთრებით უკრაინის მართლმადიდებელ ერზე, რომელმაც ქრისტიანული რწმენა და ნათლისღება კონსტანტინოპოლისაგან მიიღო. შესაბამისად, როგორც დედა ეკლესია, იგი განიხილავს იმ შემთხვევებს, რაც უკრაინის საეკლესიო სიტუაციას მიემართება.
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის პრემიერ მინისტრს უმასპინძლა
,,ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს... კონსტანტინეპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’ (მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I)
მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა, საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელთან და სმირნის მიტროპოლიტ ბართლომეოსთან ერთად, 2017 წლის 15 მარტს, ეკუმენკური საპატრიარქოს რეზიდენციაში (სტამბული, ფანარი) უმასპინძლა უკრაინის პრემიერ მინისტრ ვლადიმერ გროისმანსა და მის თანმხლებ დელეგაციას.