საღვთო ლიტურგიაში მდუღარების წესის გამოყენების მოკლე ისტორია და სიმბოლიკა

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

I – შესავალი

II – ქართულ ენაზე არსებული წყაროები

III – უცხოური წყაროები

   ა) პროფესორი , არქიმანდრიტი  კიპრიანე კერნი

   ბ) პროფესორი , არქიმანდრიტი რობერტ ტაფტი 

IV-საკითხის სამართლებრივი კუთხე

V-დასკვნა

                                                      VI-გამოყენებული ლიტერატურა 

 I – შესავალი

 

 რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელიეკლესიის წევრთა ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომლის თანახმადაც ღვთისმსახურებაში მდუღარებისგამოყენებას  წმინდა პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია და მისი წესად დამკვიდრება უკავშირდება სლავურ ტრადიციას, რაც იმან გამოიწვია რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში არსებული ძლიერი ყინვის გამო , შესაძლებელი იყო ბარძიმში შეზავებული წყლისა და ღვინის  გაყინვა , ამისგან თავდასაცავად კი დაიწყეს მასში მდუღარების შერევა. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ ერთი შეხედვით ლოგიკურ აზრზს , არანაერი საერთო არ გააჩნია ისტორიულ რეალობასთან . იგი მტკნარი სიცრუეა და ნებით თუ უნებლიედ, მრევლში არასწორი აზრის გავრცელებას ემსახურება. ,,სლავურმა ტრადიციამ ‘’ ნამდვილად დააზარალა საქართველოს ეკლესია, განსაკუთრებით კი მისი ლიტურგიკული მხარე, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს დავაბრალოთ ის, რაც მას არ ჩაუდენია.

წინამდებარე თემაში შევეცდებით  აღნიშნული აზრის, არგუმენტირებულად დასაბუთებას.

 

II – ქართულ ენაზე არსებული წყაროები

 

საკითხის განხილვას დავიწყებთ ქართული წყაროებით,  . უპირველესად გავიგოთ, თუ როგორ განიმარტება თავად ტერმინი  ,,მდუღარება‘’ – მდუღარე წყალი, რომელი ტარიგის განტეხისა დაბარძიმში ჩასვენებისას ჩაისხმის ჯვრის სახით. მდუღარებას მოამზადებს მნათე და მიართმევს დიაკონს .დიაკონი  აკურთხებინებს მღვდელს და ჩაასხამს ბარძიმში . ამ დროს ითქმის : ,,მდუღარებასარწმუნოებისა აღვსებულ არს სულითა წმიდითა , ამინ .‘’

მდუღარება ჩაისხმის ბარძიმში ზიარების მთლიანად მიღების შემდეგაც ღვინოსთან ერთად, ბარძიმისგარეცხვის მიზნით, რათა შიგ არ დარჩეს ზიარების უმცირესი ნაწილიც კი. ამ ღვინოსა და წყალსაცმწირველი მღვდელი ან მისი თანამწირველი დიაკონი მიიღებს . იგი მომასწავებელია მორწმუნეთასულერი მდუღარებისა (რომ.12,11) .‘’[1]

მკვლევარი გარკვევით აღნიშნავს , რომ გარდა წმიდა პრაქტიკული დანიშნულებისა (წმ.ნაწილების ბარძიმზე დარჩენის საშიშროებისა და არა ღვინისა და წყლის ნაზავის გაყინვის) , მდუღარებას ალეგორიული განმარტებაც აქვს და ესაა სულიერი მდგომარეობის გამოხატულება.

გავაგრძელოთ განხილვა და წმ.გერმანე კონსტანტინოპოლელს მოვუსმინოთ: ,,წყალი“  მოასწავებს იმწყალს, რომელიც ქრისტეს გვერდიდან გადმოედინა. მისი მხურვალება (θερμοτής) ასაჩინოებს მდუღარებასანუ მგზნებარებას სულიწმიდისას, ხოლო სითეთრე – შეუბლალავ სარწმუნოებას.’’ [2]

ვფიქრობთ პატრიარქი სათქმელს ნათლად გადმოცემს. ჩვენ კი გავაგრძელოთ საკითხის განხილვა. შესაძლებელია ვიღაცისთვის არ აღმოჩნდეს დამაკმაყოფილებელი რომ დასახელებულ წყაროში, მერვე საუკუნის მოღვაწე ასაბუთებს საეკლესიო პოზიციას. რის გამოც ახლა ვციტირებთ თანამედროვე მეცნიერის, ჰიუ უაიბრუს წიგნიდან–‘’ ბიზანტიური წესის ევქარისტიული ღვთისმსახურებისგანვითარება ‘’  : ,,VII  საუკუნის დასაწყისისთვის დამკვიდრდა ახალი ჩვეულება. ზიარების მიღების წინსამღვდელოება ასრულებდა ეგრეთ წოდებულ მდუღარების ცერემონიას ( ზეონი, რომლის მიხედვითნაკურთხ ღვინოს ასხამდნენ ცოტაოდენ თბილ წყალს. ‘’[3]ჰიუ უაიბრუ აქვე დასძენს :  შესაძლებელია კურთხევამდე ღვინოს ასხამდნენ ცივ წყალს, ხოლო კურთხევის შემდეგ ცხელს. თუ ცივი წყალი ქრისტესსიკვდილს განასახიერებდა , მაშინ ცხელი წყალი , შეიძლება , მისი ამაღლების შემდგომი ცხოვრებისსიმბოლო ყოფილიყო . ‘’[4]

,,არსებობდა კიდევ ერთი ვარაუდი, რომ ამ ჩვეულებას საფუძველი ჩაუყარა აფთარტოდოკეტების სწავლებამ. ეს იყო მონოფიზიტების უდიდესი ჯგუფი, რომლისკენაც, როგორც ამბობენ იხრებოდა იუსტინიანე თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში. მათი მოძღვრების მიხედვით, ქრისტეს გვერდიდან გადმოსული სისხლი თბილი იყო, რამდენადაც ქრისტე – ღმერთი სინამდვილეში მკვდარი არ იყო. ‘’ [5]

გთავაზობთ ლიტურგიკის რუსული სახელმძღვანელოდან თარგმნილ შრომას, რომელიც შესრულებულია1952 წელს , მღვდელ – გრიგოლ  ცამციევის  ( იგივე ცამციშვილის) მიერ: ,,უკანასკნელ მოიტანების მდუღარება , ესე იგი, მდუღარე წყალი , რაითამცა მდუღარებამან ამან ეგრეთუე აწარმოვოს ბაგეთა ჩუენთაგრძნობა, რომელ განვიცდით თვით ჭეშმარიტსა სისხლსა ქრისტესსა . მღუდელი, აკურთხებს რა მას,იტყვის : კურთხეულ არს მდუღარება წმიდათა შენთა ; რომლისა მიერ აკურთხებს მხურვალესასარწმუნოებასა მიახლებულთა წმიდისა ზიარებისადმი ქრისტიანეთა; ხოლო დიაკონი შთაასხამს რა მასბარძიმსა შინა, ჰსწამებს მით, რომელ სიმხურვალე სარწმუნოებისა ჩუენ შორის აღეტყინების სულითაწმიდითა . მდუღარება სარწმუნოებისა აღუსება სულისა წმიდისა.‘’ [6]

როგორც ნახეთ , რუსი ავტორი – მამა გრიგოლ მანსვეტოვი  არ ამბობს , რომ ამ ტრადიციის დანერგვა მისქვეყანას უკავშირდება . პირიქით, ახალ ალეგორიას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც მდუღარებით გამთბარი ღვინო უფრო მეტად ჰგავს სისხლს, რადგან ამ ნივთიერების ერთ-ერთი ბუნებრივი თვისება სითბოცაა. გარდა ამისა, მამა გრიგოლი  გარკვევით მიუთითებს, რომ ეს რიტუალი გამოხატავს სიმბოლურად  ჩვენს სულიერ სიმხურვალეს .

 

III – უცხოური წყაროები

 

ა ) პროფესორი, არქიმანდრიტი კიპრიანე კერნი

 

 პროფესორი, არქიმანდრიტი კიპრიან კერნი წერს : მკვლევარი :  ,,ნიკოლოზ კაბასილა წმინდა სიმბოლიზმამდე მიდის , მისთვის ,,მდუღარება’’ ეკლესიაზე სულიწმინდის მოფენის ალეგორიას წარმოადგენს .

 

სვიმეონ თესალონიკელი (XV ს. ) ამბობს : ,,მდუღარება’’ მოწმობს , ადასტურებს , რომ უფლის სხეული , თუმცა მოკვდა სულის გასვლის შემდეგ  , ის მაინც ცხოველმყოფლად დარჩა (ζωοποιόν) , ღმრთაებასთან განუყრელად და სულიწმინდის მოქმედებისაგან განუშორებლად . იგივეს იმეორებს პენტაპოლისის ეპისკოპოს გაბრიელისადმი 58-ე კითხვაზე გაცემულ პასუხშიც .როგორც ვხედავთ , შემდგომ დროინდელ კოდექსებში მდუღარების კურთხევის ფორმულა იცვლება . ნაცვლად ,, მდუღარება სულისა წმიდისა’’ მკვიდრდება ,,მდუღარება სარწმუნოებისა , აღვსება სულისა წმიდისა’’. მიუხედავად ამისა , ეს ორიგინალური ლიტურგიკული წეს-ჩვეულება უფლის სხეულის უხრწნელობის შესახებ ეკლესიურ სწავლებას ამოწმებს . ‘’ [7]

 

 ბ)  პროფესორი , არქიმანდრიტი რობერტ ტაფტი 

 

 საკითხთან დაკავშირებით ცალკე გამოვყოფდით თანამედროვეობის უთვალსაჩინოესი ლიტურგისტის, არქიმანდრიტ რობერტ ტაფტის წიგნს ,, A HISTORY  OF  THE  LITURGY  OF  ST. JOHN  CHRYSOSTOM ‘’ , რომელშიც ზედმიწევნით სრულყოფილადაა გადმოცემული მდუღარების საკითხი შესახებ არსებული ყველა ნიუანსი, იქნება ეს თეოლოგიური, ფილოლოგიური, ისტორიული თუ სხვა კუთხით განხილული. თუკი ვინმეს , სამეცნიერო მიმართულებით დააინტერესებს მდუღარების თემა,  ვურჩევთ რომ გადახედოს  ამ გამორჩეული თეოლოგის ნაშრომს. ჩვენ კი შევეცდებით , მაქსიმალურად შემოკლებულად გადმოვცეთ ის სამეცნიერო კვლევა, რომელსაც ვხვდებით რობერტ ტაფტის ზემოთ დასახელებულ წიგნში .

 

არქიმანდრიტი საუბარს იმის განხილვით იწყებს, რომ ანტიკური ხანის მკვიდრნი ძირითადად , წყლით განზავებულ ღვინოს სვამდნენ. ამის შემდეგ კი უკვე  ბარძიმში წყლით განზავებულ ღვინის საკითხს განიხილავს და ამბობს, რომ ამ მოქმედებას ეკლესიის ძველ პერიოდში აქვს სათავე. მოსაზრების განსამტკიცებლად კი მოჰყავს ისეთი ავტორიტეტების აზრი , როგორებიც არიან– იუსტინე ფილოსოფოსი, ირინეოს ლიონელი, კვიპრიანე კართაგენელი, გერმანე I, ანასტასი ბიბლიოთეკარი და სხვა თვალსაჩინო მამები .

 

ხსენებული საკითხის ზედმიწევნით განხილვის შემდეგ  რობერტ ტაფტი  უშუალოდ მდუღარების წესს ეხება. ერთ-ერთი პირველი წყარო რომელსაც იგი ასახელებს, არის ანსელმ ჰაველბერგელისა და ნიკიტა ნიკომედიელს შორის არსებული დიალოგი, რომელიც მეთორმეტე საუკუნეს განეკუთვნება. ხსენებულ წყაროში გარკვევით დასტურდება, რომ ბარძიმს  კურთხევის შემდეგ  ემატება მდუღარება. [8]

 

შემდეგი წყარო , რომელიც უნდა განვიხილოთ  , გახლავთ ედესის ეპისკოპოსის რაბულას (411/12 – 435/6 )  წერილი  პერჰას ეპისკოპოს გამელინიუსისადმი (411 – 435 ). წყარო მოგვითხრობს, რომ პერჰას გარშემო მცხოვრები  ბერები  ღვინიან ბარძიმში ურევდნენ მდუღარე წყალს, მიიღებდა ერთ-ერთი მათგანი სიწმინდეს, აავსებდა და აწვდიდა მომდევნოს   და.ა.შ. [9]

 

მომდევნო არგუმენტი გახლავთ ნიკითა სტითატის (? 1005 – 1090 ) მოწმობა, რომელშიც სიმბოლურ მხარეზეა გამახვილებული ყურადღება. ეს წყარო გვიჩვენებს, რომ ქრისტეს გვერდიდან გადმოდინებული სისხლი და წყალი იყო თბილი, ნიშნად მისი ცხოველმყოფელობისა და რომ სწორედ ამ მომენტის სიმბოლურ სახედ არის დაწესებული ბარძიმში მდურარების ჩამატება . [10]

 

უფრო  შორსაც მიდის ლიტურგისტი და მეხუთე საუკუნის წყაროს გვთავაზობს . ესაა იპოლიტეს ქადაგება წმიდა აღდგომის დღესასწაულზე, რომლის ბერძნული ტექსტიც მეხუთე საუკუნით თარიღდება: ,,იკვებეთ პურით ზეციურით და სვით სასიხარულო ბარძიმიდან  მდუღარება და დამწველი სისხლი სულიწმინდაში, ზემოდან მხურვალებით დაბეჭდული.[11]

 

ვაგრძელებთ საუბარს და ახლა შემოგთავაზებთ  გერმანეს (Medieval Germanus)  (XII-XIII სს)  აზრზს მოცემულ საკითხზე: ,,ისევე როგორც სისხლი და თბილი წყალი გადმოდინდებიან ქრისტეს ღვთაებრივი გვერდიდან , ასევე ბარძიმში ჩასხმული ცხელი  წყალი ზიარების დროს , შეადგენს საიდუმლოს სახეს , რომელსაც მაზიარებლები იღებენ , როდესაც მათი ბაგეები ეხება ბარძიმს , როგორც მაცხოვრის სიცოცხლისმომნიჭებელ  გვერდს.‘’ (,, αυτο το ζεον και εμπυρον αιμα μεν  δη ανωθευ θερμω τυπωθευ πνευματι ‘’ ) [12]

 

შემდეგი მოღვაწე, რომლის აზრიც მოტანილია რობერტ ტაფტის მიერ   გახლავთ სვიმეონ თესალონიკელი ( XV ს.) : ,,შემდეგ ის [ ეპისკოპოსი] ასევე ჩაასხამს ცხელ წყალს ბარძიმში . ის ამას მოქმედებს იმის დასტურად , რომ თუნდაც მაშინ , როდესაც უფლის სხეული იყო მკვდარი , ღვთაებრიობა არ იყო განშორებული მისგან , თუმა სულის ყველა ენერგიები კი განშორებულნი იყვნენ . აქედან მოყოლებული , თბილი წყალი წარმოაჩენს სიცოცხლის სურათს და ეს დამატებულია ზიარების დროს . ასე რომ , ბარძიმის ბაგეებით შეხების და ზიარებისას სისხლის მიღები, ჩვენ შეიძლება განწყობილნი ვიყოთ , როგორც განმაცხოველებლის მკერდიდან ,  ძღვენის შესმით . იმის შეგრძნებით და შეცნობით , რომ ღვთაებრიობა არ წასულა სხვაგა . ამიტომაც არის დაწერილი ,რომ ჩვენი ღმერთი არის ცეცხლი . ‘’ [13]

 

საკითხზე სხვადასხვა კუთხით ჩატარებულ სერიოზულ გამოკვლევების შემდეგ , რობერტ ტაფტი გვთავაზობს შემდეგნაირ დასკვნას : ,,მეთერთმეტე საუკუნიდან ლიტურგიის ბიზანტიელი  კომენტატორები თანმიმდევრულნი არიან თავიანთ მისტაგოგიებში მდუღარების შესახებ : ცხელი წყალი ემატება ბარძიმს იმის საჩვენებლად , რომ ჩვენ ვიღებთ ზიარებისას არა ცივ ხორცს და სისხლს გვამისას , არამედ ჩვენი გამომსყიდველის თბილ და სიცოცხლისმომნიჭებელ ხორცს და სისხლს . ‘’ [14]

 

IV-საკითხის სამართლებრივი კუთხე

 

გავაგრძელოთ საკითხის განხილვა, გადავხედოთ სჯულისკანონს და მის მართლმადიდებელ განმმარტებლებს .

 

ხსენებულ საკითხზე სომხეთის მონოფიზიტური ეკლესიის იერარქსაც არაერთხელ დაუფიქსირებია  საკუთარი მკაფიო პოზიცია . ვნახოთ, თუ რას ამბობს  ამის შესახებ , ხსენებული ლიტურგისტი – ჰიუ უაიბრუ : ,,ჩვეულებრივ ფიქრობდნენ , რომ სწორედ ამ ჩვეულებაზე (მდუღარების . გ.ლ.)მიუთითებდა დაცინვით სომეხთა კათალიკოსი მოვსეს II  როდესაც უარი შეუთვალა იმპერატორ მავრიკს ( 582-602) , რომელიც იწვევდა  მას კონსტანტინოპოლში საღვთისმეტყველო დისკუსიებზე , ამბობენ , მან ასე უპასუხა : ‘’ მე არასოდეს გადავკვეთავ მდინარე აზატს , არასოდეს შევჭამ ღუმელში გამომცხვარ პურს და არ დავლევ იმას , რაც თბილია . ‘’ ეს ის დრო იყო , როდესაც დაობდნენ , რა სახის პური გამოეყენებინათ ევქარისტიისათვის და შეერიათ თუ არა ღვინისთვის წყალი . სომხები უპირატესობას ანიჭებდნენ უსაფუარო პურისა და წყალგაურეველი ღვინის გამოყენებას . ბიზანტიელები კი ამას აღიქვამდნენ უარის თქმად ქრისტეს ორბუნებოვნობაზე , რამდენადაც საფუარი და წყალი , მათი შეხედულებით , მისი კაცებრივი ბუნების სიმბოლოები იყო რადგანაც სომხები ცივ წყალსაც არ ურევდნენ ღვინოში . მით უმეტეს არ მოეწონებოდათ ცხელი წყლის დამატება . როგორც ჩანს, წყალგაურეველ ღვინოს ისინი მიიჩნევდნენ ქრისტეს მარადიული ცხოვრების სიმბოლოდ , რომელიც თავისუფალი იყო ყოველგვარი ხრწნისაგან . ხრწნის სიმბოლო  კი მათთვის წყალი და საფუარი იყო . ბიზანტიელებისთვის კი წყლის შერევა ღვინოში ნიშნავდა იმას , რომ წმიდა საიდუმლო , როგორც მას შეჰფერის , წარმოადგენს არა მხოლოდ უფლის აღდგომას , არამედ მის სიკვდილსაც . ‘’ [15]

 

მეტი სიცხადე შემოაქვს ტრულის კრების 32-ე კანონს და მისი მართლმადიდებლურ განმარტებას :  ,,შევიტყვეთ, რომ სომეხთა ქვეყანაში უსისხლო მსხვერპლის შემწირველნი წმინდა ტრაპეზზე მხოლოდ ღვინოს სწირავენ, არ აზავებენ მას წყლით და თავიანთი ქმედების გასამართლებლად ეკლესიის მოძღვრას, იოანე ოქროპირს იმოწმებენ, რომელიც მათესაგან სახარების განმარტებაში ასე ამბობს: “რატომ წყალი არ შესვა მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა, არამედ ღვინო? იმის გამო, რომ ძირიანად აღმოეფხვრა უწმინდური მწვალებლობა, რადგან არიან ისეთები, რომლებიც საიდუმლოში მხოლოდ წყალს იყენებენ, წმინდა იოანემ მიუთითა, რომ უფალმა ღვინო გამოიყენა მაშინ, როცა მოწაფეებს საიდუმლოს გადასცემდა და, აღდგომის შემდეგაც, როცა საიდუმლოს გარეშე უბრალო ტრაპეზს სთავაზობდა მათ და, აღნიშნავს რა ამას, ამბობს: “…ნაყოფისაგან ამისა ვენაჴისა…” (მთ. 26.29), ყურძნის ვენახი კი ღვინოს წარმოშობს და არა წყალს“. აქედან გამოჰყავთ, თითქოს ეს მოძღვარი უარყოფს წყლის შეზავებას წმინდა შესაწირავთან [ღვინოსთან]. იმისათვის, რომ ისინი ამიერიდან აღარ იყვნენ უმეცრებით შეპყრობილნი, ჩვენ განვმარტავთ ამ მამის მართლმადიდებლურ შემეცნებას: რადგანაც არსებობდა ჰიდროპარასტატების უძველესი ბოროტი მწვალებლობა, სხვაგვარად – წყლის შემწირველები (водоприносители), რომლებიც მსხვერპლშეწირვისას ღვინის ნაცვლად მხოლოდ წყალს იყენებდნენ, ამიტომაც ამ ღმერთშემოსილმა კაცმა, უარსაყოფად ასეთი მწვალებლების უსჯულო სწავლებისა და გამოსაჩენად იმისა, რომ იგი მოციქულთა გადმოცემების პირდაპირ საწინააღმდეგოა, წარმოთქვა ზემოთ მოყვანილი სიტყვები; ხოლო მან თვითონ, თავის ეკლესიაში, რომელზედაც მას მწყემსმთავრული მმართველობის რწმუნება ჰქონდა, ღვინისა და წყლის შეზავება დააწესა, როცა უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღესრულება, და ამით ჩვენი გამომხსნელისა და მაცხოვრის, ქრისტე ღმერთის უხრწნელი გვერდიდან გამომდინარე სისხლისა და წყლის შეერთება წარმოაჩინა – განსაცხოველებლად ყოველი სოფლისა და ცოდვებისაგან ყოველთა გამოსასყიდელად; და ყველა ეკლესიაში, სადაც კი ბრწყინავდნენ სულიერი მნათობნი, სწორედ ეს ღვთივმოცემული წესი შეიწყნარებოდა. აგრეთვე, იაკობიც, ქრისტე ღმერთის ხორციელი ძმა, რომელსაც პირველს ჩაებარა იერუსალიმის ეკლესიის საყდარი, და ბასილი დიდი, კესარიის მთავარეპისკოპოსი, რომლის დიდება მთელ მსოფლიოს გადასწვდა, წერილობით გადმოგვცემენ სამღვდელო მოქმედების საიდუმლოს და წესად ადგენენ, რომ საღვთო ლიტურგიისას წყალი და ღვინო შეზავდეს წმინდა ბარძიმში; და კართაგენში შეკრებილმა ღირსმა მამებმაც ზუსტად ეს სიტყვები წარმოთქვეს: “წმინდა საიდუმლოში მხოლოდ ხორცი და სისხლი შეიწირება და სხვა არაფერი, რამეთუ ეს თვით უფლისაგან გადმოგვეცა, ანუ პური და ღვინო წყლით განზავებული“. თუ ვინმე ეპისკოპოსთაგან, ან მღვდელთაგან ყოვლადწმიდა მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს სხვანაირად აღასრულებს – არა მოციქულთა გადმოცემულ წესისამებრ – და წყალს ღვინოსთან არ განაზავებს, განკვეთილ იქნეს, როგორც საიდუმლოს არასრულად მქადაგებელი და სიახლის შემოღებით წმინდა გადმოცემის დამზიანებელი.’’ (ტრულის კრება ; 32-ე კანონი )

 

ეპისკოპისი ნიკოდიმ მილაში კანონის კომენტირებისას აღნიშნავს : ,,მათ წინააღმდეგ ( სომეხ მონოფიზიტთა . გ.ლ.)  ჩვეულებრივ შემდეგ პუნქტებს წარადგენენ : 1) ისინი მონოფიზიტობას აღმსარებლობენ და არ აღიარებენ ბოლო ოთხ მსოფლიო კრებას ( IV , V , VI ,  და VII ) ;   2 ) მისდევენ აფტარტოდოკეტების სწავლებას ( INCORRUPTICOLAE ) ან სხვაგვარად – ფანტაზიელების , რომლებიც ამტკიცებენ , რომ ქრისტეს მხოლოდ მოჩვენებითი სხეული ჰქონდა , რომელიც ამის გამო არ შეიძლებოდა ხრწნადობას დაქვემდებარებოდა  (φορα) ; 3) სამწმიდასთან დამატების შეტანით იზიარებენ თეოპასქიტების ანუ საბელიოსიანელების სწავლებას ; 4) არ ხმარობენ წყალს ღვინოსთან წმინდა ზიარებაში ; 5) არ აღიარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრ დღესასწაულს ; 6) წმიდა წერილის მრავალს ადგილს უარყოფენ ; 7) უარყოფენ ზეთისცხებას ნათლისღებისას ; 8) არ ამზადებენ სწავლების შესაბამისად წმინდა მირონს და სხვა .

 

ტრულის მამები ყურადღებას მიაპყრობენ სომეხთა ჩვეულებას , რომლისთანახმადაც უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას ისინი მხოლოდ ღვინოს იყენებენ , არ აზავებენ მას წყლით და თანაც თავის გასამართლებლად ეყრდნობიან იოანე ოქროპირს მათესგან სახარების განმარტებაში (26,29) . სწორედ ამ ჩვეულების წინააღმდეგ ილაშქრებენ  ტრულის მამები 32-ე კანონში და ამ საკითხის შესახებ თავიანთ მართლმადიდებლურ სწავლებას გადმოგვცემენ . ისინი აღნიშნავენ  , რომ ოქროპირმა გამოიყენა დასახელებული გამოთქმა ჰიდროპარასტატების უარსაყოფად ( II საუკუნის გნოსტიკოსის , ტატიანეს მიმდევრები , რომელიც სხვათა შორის , ასწავლიდა , აგრეთვე , რომ ქრისტიანები მაგარ სასმელებს უნდა გაურბოდნენ და ამიტომაც ევქარისტია ღვინის ნაცვლად წყალზე უნდა შესრულდესო ) და , შესაბამისად , აღარ აქვს აზრი  ოქროპირზე დაყრდნობას იმის დასამტკიცებლად , რომ უმართებულოა ევქარისტიაში წყლის გამოყენებაც . შემდგომ ამისა , მამები აღნიშნავენ , რომ თვით ოქროპირი  ბრძანებს ევქარისტიის აღსრულებას პურსა და ღვინოზე ( წყალში განზავებულზე) და რომ ამასვე მოითხოვენ თავიანთი ლიტურგიის წესებში იაკობი , იერუსალიმის პირველეპისკოპოსი და ბასილი დიდი ; ზუსტად ასევე , კართაგენის კრების მამებიც თავიანთ 37-ე კანონში ; დაბოლოს , ამ გადმოცემას იმარხავს მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია . მოიყვანეს რა ეს მტკიცებულებანი , ტრულის კრების მამებმა განაჩინეს , რომ სასულიერო წოდება უნდა ჩამოერთვას ყველა იმ ეპისკოპოსსა და მღვდელს , რომელიც გაბედავს წმინდა მსხვერპლის შეწირვას მხოლოდ ღვინოზე , წყლის გარეშე , რადგან ამით ის საიდუმლოს არასრულად აღსრულებას და საეკლესიო გადმოცემაში სიახლე ( καινιζωω, innovans ) შემოაქვს . ‘’[16]

 

ჩვენთვის საინტერესო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას ამ კანონის განმარტებისას ბალსამონი , იგი ამბობს ქართველების შესახებ , რომ ქართველები მდუღარებას არ ურევდნენ წმიდა ბარძიმში , ხოლო ამის მიზეზად კი მოჰყავდათ ის საეკლესიო ტრადიცია , რომლის მიმდევრების ჩვენ ვიყავით . თუმცა , როდესაც  ქართველებმა გაიგეს რომ აუცილებელი იყო , მათი ,,ძველი ტრადიციის’’ შეცვლა , ჩვეულებრივად დაიწყეს მდუღარების წესის გამოყენება ისევე , როგორც ამას საეკლესიო წესი და კანონი მოითხოვდა.[17]

 

თუ რატომ არ იყენებდნენ ქართველები გარკვეული პერიოდის მანძილზე მდურარებას , ეს ცალკე განხილვის საკითხია , მთავარია სამართლებრივადაც დასტურდება რომ ამ ტრადიციის რუსული წარმომავლობის შესახებ გამოთქმული აზრი აბსურდულია.

 

V-დასკვნა

 

თემაში ერთად გავეცანით სხვადასხვა წყაროებს ქართულ თუ უცხოურ ენებზე და ყველა მათგანი უკლებლივ ადასტურებს , რომ  მდუღარების ტრადიციის შემოტანა საღვთო ლიტურგიაში , უკავშირდება პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიას და მას გააჩნდა როგორც პრაქტიკული , ასევე ალეგორიული დანიშნულება .

 

წინამდებარე თემაში წარმოდგენილი წყაროებიდან , ვფიქრობთ,  ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა ,რომ რეალობას არ შეესაბამება აზრი , რომლის მიხედვითაც მდუღარების ტრადიციის შემოტანა , დაკავშირებულია რუსეთის ეკლესიასთან  , ხოლო ზოგადად წესის დანერგვა კი განაპირობა იმან , რომ ბარძიმში არ  გაყინულიყო წყალი და ღვინო . მოსაზრების აბსურდულობა კი დასტურდება ისტორიული , სიმბოლური და კანონიკური კუთხით  .

 

 VI – გამოყენებული ლიტერატურა

 

1-გაბიძაშვილი ენრიკო – ,,ლიტურგიკა – ჰიმნოგრაფია ; ტომი – 5 ; თბილისი – 2011 წელი

 

2-  ნიკოდიმის  მილაში  ; მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები; ტომი I ; 2007 წელი

 

3-მოკლე განმარტება ლიტურღიისა შეკრებული გრიგოლ მანსვეტოვის მიერ ; (გადმოთარგმნილ არს რუსულისგან ქართულსა ენასა ზედა , ტფილისის საკათედრო სიონის სობოროს მღვდლის – გრიგოლ ცამციევის ( იგივე ცამციშვილის )   მიერ ) თფილისი 1952 წელი

 

4-ჰიუ უაიბრუ ; ბიზანტიური წესის ევქარისტიული ღვთისმსახურების განვითარება ; თბილისი 2004

 

5 -ROBERT F. TAFT- ,, A HISTORY  OF  THE  LITURGY  OF  ST. JOHN  CHRYSOSTOM ‘’ ( Volume V ; THE PRECOMMUNION RITES; PONTIFICIO INSTITUTO OF ORIENTALE ; ROMA 2005 )

 

ინტერნეტ რესურსები :

 

6-http://www.agioskanon.ru

 

7-http://azbyka.ru

 

8-http://library.church.ge

 

სქოლიოები :

 

[1] -გაბიძაშვილი ე. – ,,ლიტურგიკა – ჰიმნოგრაფია ; ტომი – 5 ; თბილისი – 2011 წელი . გვ. 64

 

2-http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=208%3A2010-04-27-10-46-04&catid=36%3A2009-12-29-11-31-45&Itemid=57&lang=ka

 

[3] –  ჰიუ უაიბრუ ; ბიზანტიური წესის ევქარისტიული ღვთისმსახურების განვითარება ; თბილისი 2004 ; გვ.118

 

[4] -იქვე

 

[5] -ჰიუ უაიბრუ ; ბიზანტიური წესის ევქარისტიული ღვთისმსახურების განვითარება ; თბილისი 2004 ; გვ.118

 

[6] -მოკლე განმარტება ლიტურღიისა შეკრებული გრიგოლ მანსვეტოვის მიერ ; თფილისი 1952 წელი . გვ .72-63

 

[7] – Профессор Архимандрит Киприан (Керн);  ЕВХАРИСТИЯ ; http://azbyka.ru/tserkov/duhovnaya_zhizn/sem_tserkovnyh_tainstv/prichaschenie/kiprian_evkharistiia21-all.shtml

 

[8]  -(იხ.დასახ.ნაშრომი  ; გვ.450 ).

 

[9] -შეად :,,The chalice of the blood one of them mixes , when possible , with hot water , like [ ordinary ] mixed wine , and drinks it , then fills it again and gives it to his companion…’’ it is clear that these monks were adding hot water to the already consecrated Eucharistic chalice.’’ pg.452

 

[10] -შეად : ,, … when a small kettle of  hot water poured in at the time of communion complete the perfect type , just as they [ blood and water ] came forth from the living divine side , both filled   with warmth , with those communicating from the very life-giving  side [ of jesus pierced on the cross ] ‘’ pg.453

[11] -შეად :  დასახ. ნაშრომი –  გვ.485

 

[12] -შეად : დასახ. ნაშრომი – გვ.488

 

[13] -შეად: დასახ. ნაშრომი – გვ.488

 

 

[14] – შეად : ROBERT F. TAFT ; A HISTORY  OF  THE  LITURGY  OF  ST. JOHN  CHRYSOSTOM ‘’ ( Volume V ; THE PRECOMMUNION RITES; PONTIFICIO INSTITUTO OF ORIENTALE ; ROMA 2005 ) ; PG. 485

 

[15] -ჰიუ უაიბრუ ; ბიზანტიური წესის ევქარისტიული ღვთისმსახურების განვითარება ; თბილისი 2004 ; გვ.119

 

[16] –  ნიკოდიმის  მილაში  ; მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები; ტომი I ; 2007 წელი ; გვ. 480-481

 

[17] -შეად :,, Но иверские священники не вливают теплоты во святую чашу, пребывая православнейшими и при этом. И как некогда они спрошены были собором: почему это делают; то сказали, что никогда ни один житель Иверии при питии вина не употреблял теплой воды по давнему местному обычаю, и что поэтому они не употребляют теплоты и во святых тайнах. Но по изъяснении силы таинства, им было предписано непременно вливать во святую чашу теплоту во время святого причащения.’’  Вальсамон. http://www.agioskanon.ru/vsobor/006.htm#32