,,თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება’’- დიაკონი ანდრეი კურაევი

 

გვიანდელ ანტიკურ აზროვნებაში არსებობდა აზრი, რომ სული  იქმნება სადღაც ღმერთების სამყაროში, შემდეგ ეს სული შედის სხეულში და მზის სისტემის გავლით, ორბიტის საშუალებით  გადადის პლანეტებზე, პლანეტები კი ღმერთები გახლავთ. ამ სულისათვის გაღებული წყალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ახლოს არიან ეს პლანეტები და ღმერთები ამ სულის მოძრაობის ტრაექტორიასთან, საუბარია ვენერას, მერკურის, მარსის, იუპიტერის, მთვარის და სხვა პლანეტების წყალობაზე და ბეჭედზე, რომელსაც ისინი უბოძებენ ადამიანის სულს. შესაბამისად ეს კოსმიური ბეჭდები, გნოსტიკოსებისთვის ბოროტებას წარმოადგენს და უკანა გზაზე, როდესაც ადამიანი კვდება და სული ბრუნდება დიადი ღმერთების სამყაროში, იგი უნდა განხორციელდეს ამ ღმერთებთან. ამ კონტექსტში ასეთი იდეა სავსებით გასაგებია, მაგრამ როდესაც შეეცადნენ, რომ ეს იდეა ქრისტიანულ ლიტერატურაში გადმოეღოთ, კერძოდ ვასილი ახლის ცხოვრებაში, ანუ თეოდორას ხილვებში, მაშინ უკვე გაჩნდა საკითხი, რომ აქ ქრისტეს ადგილი აღარ რჩება. თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება და ისე გამოდის, რომ ეშმაკები განმსჯიან მე ჩემი ცოდვების გამო და არა ქრისტე და თუკი ჩემი სული შეძლებს გაიაროს საზვერეები, მაშინ ქრისტეს ისღა რჩება დაამტკიცოს განაჩენი, რომელიც ეშმაკებმა გამოიტანეს.

ახლახანს მოსკოვში საინტერესო წიგნი გამოსცეს, რომელიც მიეძღვნა იმ წიგნებს, რომლებიც აკრძალული იყო ძველ რუსეთში და აღმოჩნდა, რომ ძველად, რუსეთში არსებულ დიდ მონასტრებში არსებობდა სპეციალური რვეულები ბიბლიოთეკარებისთვის, სადაც მკაცრად იყო განსაზღვრული, თუ რომელი წიგნები უნდა გამოეცათ და რომელი შეენახათ ბიბლიოთეკის სპეციალურ საცავში. აღსანიშნავია, რომ თეოდორას საზვერეები რუსულ მონასტრებში, სპეციალურ საცავებში ინახებოდა, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ლიტერატურა ძალზედ საზიანო და სახიფათო იყო. მე ვიცი უტყუარი ინფორმაცია რუსული წიგნებიდან, კერძოდ XIX საუკუნის ,,საეკლესიო ცენზორებისაგან,’’ რომელთაც ძალზედ დიდ თანხას უხდიდნენ საერო გამომცემელნი, თეოდორას ხილვების გამოსაცემი უფლების მოსაპოვებლად, მაგრამ ,,საეკლესიო ცენზორებმა’’ არ დართეს მათ ამ წიგნის გამოსაცემი ნება, მაგრამ დღევანდელ უცენზურო ეპოქაში, ძალიან ბევრი მონასტერი აწარმოებს ბიზნესს და შოულობს დიდ ფულს, ასეთი სახის ლიტერატურის გამოცემით.

 

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

 

მსგავსი სტატიები:

რატომ არის თეოლოგია მთელ მსოფლიოში მეცნიერება, ხოლო რუსეთში - არა

თომა კემპიელის „ქრისტეს მიბაძვა“ და ეგნატე ბრიანჩანინოვის „ასკეტური გამოცდილებანი“

რუსული მითები ბერძნული მართლმადიდებლობის შესახებ

 

რუსული მითები წმინდა სერაფიმე საროველის შესახებ 

ევროპული და რუსული ინკვიზიციის შესახებ