ავსტრალიის მართლმადიდებელი ეკლესიის სამთავარეპისკოპოსო
ენციკლიკა
საყვარელო ძმებო და დებო,
2013 წლის 28 მაისის ჩვენი ენციკლიკის გარდა, რომელიც სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ იმ კანონს ეხებოდა, მოქალაქეებს რომ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებისთვის მხდაჭრას სთხოვდა, კიდევ ერთხელ გვიწევს თქვენდამი მოწერა, რადგან ფედერალური პარლამენტი ძალიან მალე აპირებს ქორწინების საკითხის ახალი განსაზღვრებით შეცვლას.
ამრიგად გასაგებია, ამ ქმედების დაკანონება თუ რა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს ქორწინების ინსტიტუტისთვის და ასევე უმთავრესად ოჯახის ინსტიტუტისთვის.
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ვალდებულნი ვართ კიდევ ერთხელ, ყველაზე ეფექტურ საშუალებათა ფარგლებში გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, ამგვარი განაწესების დაკანონებაზე, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება ქორწინებისა და ოჯახის იმ სიწმინდესა და საიდუმლოს, რითაც საუკუნეებია განვისწავლებით ჩვენი წმინდა რწმენისა და საეკლესიო მამებისგან.
რა თქმა უპირველესად ჩვენი რეაქცია უნდა იყოს უფლისადმი ლოცვა. ამიტომ, ღვთისმშობლის მიძინების აგვისტოს სადღესასწაულო მარხვა, არის ყველაზე უფრო შესაფერისი პერიოდი ღვთისმშობლისადმი შესავედრებლად, რომელსაც მივმართავთ როგორც: ,,მხურვალე მფარველს და უბრძოლველ ზღუდეს... მოწყალების წყაროს და ქვეყნის თავშესაფარს,‘’ რათა დაიცვას ხალხი ამგვარი გადაცდომისაგან.
ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობის გასაუქმებლად ხელმოწერების საშუალებითაც გამოვთქვათ პროტესტი. ჩვენი პროტესტი შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი პეტიციების ხელმოწერით ან სამთავარეპისკოპოსოს ინტერნეტ გვერდზე, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას ჩვენი სასულიერო პირებისგან მიიღებთ.
იმედი გვაქვს არცერთი ჩვენგანი იქნება გულგრილი ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, გმადლობთ ამ საქმეში თანამშრომლობისთვის და ვლოცულობთ, რომ ღმერთის უხვი კურთხევა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამ წმინდა მარხვის პერიოდში.
სიდნეი, 17 ივლისი, 2015 წელი
მხურვალე მამობრივი ლოცვებით
მთავარეპისკოპოსი სტილიანოსი, ავსტრალიის ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი
წყარო- http://www.greekorthodox.org.au
სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა