შამბეზის მართლმადიდებლური ცენტრი 50 წლისაა

 

მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრი შამბეზში, 2017 წლის 22-24 აპრილს გამართავს  კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის აღსაყდრების  25 წლის იუბილესთან, ასევე ცენტრის დაარსების 50_ე და ცენტრთან არსებული ინსტიტუტის მე-20 წლისთავთან.

მართლმადიდებლური ცენტრი დაარსებულია 1966 წელს და ფუნქციონირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულეს ქრისტიანთა შორის ურთიერთობებში  და მოლაპარაკებებში. იგი იღწვის რათა რაც შეიძლება ახლოს გააცნო მართლმადიდებლური სულიერი კულტურა და გამოცდილება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ცენტრთან დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს როგორც ბერძნულენოვანი ასევე ფრანგულენოვანი ტაძრები სადაც ადგილობრივ მორწმუნეებს ეძლევათ საშუალება საკუთარ ენაზე მოისმინონ და მიიღონ მონაწილეობა წმინდა ლიტურგიაში

ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი წვლილი წმინდა და დიდი კრების მომზადების საქმეში. წინა საკრებო  შეხვედრები, სწორედ ამ ცენტრში იმართებოდა.

ცენტრთან ასევე მოქმედებს უმაღლესი თეოლოგიის სკოლა, რომელმაც თავისი ოც წლიანი არსებობის პერიოდში ბევრი ღირსეული მოღვაწე შესძინა ეკლისას. მისი კურსდამთავრებულები წარმატებით იღვწიან როგორც სასულიერო ასევე სამეცნიერო დარგებში.

 

 

შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის მაგისტრანტი- საბა კევლიშვილი

Download
შამბეზის მართლმადიდებლური ცენტრის იუბილე
Adobe Acrobat Document 121.0 KB