უნეტარესმა დანიელმა საქართველოს ელჩი ანთიმოზ ივერიელის ორდენით დააჯილდოვა

 

რუმინეთის პატრიაქმა უნეტარესმა დანიელმა, საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა რუმინეთში საქართველოს ელჩ ბატონ ილია გიორგაძეს და გამოემშვიდობა.

საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა პატრიარქის იმ საქმიანობებისადმი, რომლებიც უკანასკნელი ხუთწლინახევრის მანძილზე განხორციელდა.

თავის მხრივ უნეტარესმა დანიელმა დადებითად შეაფასა ბატონი ელჩის აქტივობები, რომლებიც ორი ქვეყნისა და და ეკლესიის დაახლოებისკენ იყო მიმართული.

შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა ელჩს უსახსოვრა ანთიმოზ ივერიელის ორდენი, რომელიც რუმინეთის ეკლესიის მხრიდან საერო პირებისთვის განკუთვნილი უმაღლეს ჯილდოა.

 

წყარო-

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა