უელსის პრინცის ვიზიტი რუმინეთის საპატრიარქოში
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობა დანიელმა 2017 წლის 30 მარტს საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა მის სამეფო უდიდებულესობას, უელსის პრინც ჩარლზს.
მისმა უნეტარესობამ გამოხატა სიხარული, რომ პრინცი ჩარლზი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა საპატრიარქოს და დაინტერესდა ქვეყნის სულიერი, კულტურული და ბუნებრივი მშვენიერებით და დაუმეგობრდა ქვეყანას, მის ერს.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ რუმინელი მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი მორწმუნე ცხოვრობს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილო ირლანდიაში, ნაწილი სწავლობს სხვები კი ბრიტანეთის საზოგადოებაში სხვადასხვა ადგილზე მუშაობენ. დასახელებულ ტერიტორიაზე ამჟამად 45 სამრევლოა, სადაც რუმინელი ეპისკოპოსი და 42 სასულიერო პირი მსახურობს, ისინი მადლიერნი არიან ინგლისის ეკლესიის მიმართ.
პრინცმა აღნიშნა ის ჰუმანიტარული საქმიანობანიც, რომელიც რუმინეთში ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით ფუნქციონირებს, თავის მხრივ პატრიარქმა გააცნო პრინცს საპატრიარქოს სოციალური პროგრამები როგორებიცაა: ‘’აირჩიე სკოლა!’’ რაც სკოლიდან გამოძევების საფრთხის წინაშე მდგომი ბავშვებისთვისაა, ‘’გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!’’ და ‘’ჯანმრთელობა სოფლისთვის’’, რომლებიც რუმინეთის სოფლებში მცხოვრებ მხცოვან და ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლადაა.
მისი სამეფო უდიდებულესობა მოიხიბლა რუმინეთის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობით, გადაწყდა რომ შეთანხმებულად იმოქმედონ რუმინეთს საპატრიარქომ, უელსის პრინცის ფონდმა და Pro Patrimonio ორგანიზაციებმა რუმინეთის კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დასაცავად. პატრიარქმა სიხარულით მიიღო ეს წინადადება და აღნიშნა, რომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ყურადღებას აქცევს ეროვნული მემკვიდრეობის დაცვას. ვიზიტის დასასრულს მისმა უნეტარესობა დანიელმა აჩუქა მის სამეფო უდიდებულესობას რუმინეთის მფარველის, წმ. ანდრეა მოციქულის მოზაიკური ხატი და მადლობა გადაუხადა პრინცს ვიზიტისთვის ხოლო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ს ჯანმრთელობა და უფლის შეწევნა უსურვა.
წყარო: http://basilica.ro
მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა