ტორონტოს სამიტროპოლიტოს საღვთისმეტყველო აკადემია საპატრიარქო სასწავლებელი გახდა

                                     

,,მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა, 2017 წლის 24 მაისის მოკრძალებული წერილით, წმინდა და სასულიერო კრების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ცნო ჩვენი ოცწლიანი საღვთისმეტყველო აკადემიის საქმიანობა და  მას საპატრიარქო სტატუსი მიანიჭა.

ჩვენი საღვთისმეტყველო აკადამიისთვის დიდი პატივია ამ განუზომელი დაფასების მიღება,  პროფესორები, ხელმძღვანელობა, სამმართველო საბჭო და მისი თავმჯდომარე მიტროპოლიტი სოტირიოსი,   მოკრძალებულად გამოვხატავთ მადლიერებას და ვპირდებით ყოვლადუწმინდესს, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ არც ახლა და არც მომავალში, რომ ჩვენმა საღვთისმტყველო აკადემიამ  საკუთარი საქმიანობით ყოვლადუწმინდესის კურთხევის შესაფერისი საქმე აღასრულოს.

შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, რომ დალოცოს და გაახაროს ჩვენი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. მას ვუსურვებთ მუდმივ  სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რათა გააგრძელოს თავისი შესანიშნავი და ღვთივსათნო მოღვაწეობა მრავალი და მრავალი წელი. ყოვლადუწმინდესი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი,  მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!''