სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში დიაკონისად ხელდასხმა აღესრულა

 

24 წლის ანა-კრისტი მანველიანი, პროფესიით ანესთეზიოლოგი, დიაკონისის ხარისხში იქნა ხელდასხმული ირანში,  სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლის, მთავარეპისკოპოს სებუქ სარქისიანის მიერ.

    ხელდასხმა ჯერ კიდევ 2017 წლის 25 სექტემებერს შესრულდა თეირანის წმ. სარქისის სახელობის ტაძარში, თუმცა აღნიშნული ფაქტი ახალახანს, იანვრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.

    ერთ-ერთ ბლოგი (oxbridgepartners.com) იტყობინება, რომ ანა-კრისტი მანველიანი გახლდათ მრევლი და არ ეკუთვნოდა არც ერთ სამონაზვნო თემს. მიუხედავად იმისა, რომ სომხურ სამოციქულო ეკლესიას ოფიციალურად ჯერ არ აღუდგენია დიაკონისებად ხელდასხმის უძველესი ტრადიცია, ანა-კრისტის ხელდასხმა მაინც აღესრულა.

    „ის, რაც მე გავაკეთე, სრულ თანხმობაში მოდის საეკლესიო გარდამოცემასთან“ - განაცხადა მთავარეპისკოსმა სებუქ სარქისიანმა, რომლის ეპარქიაც კილიკიის საკათალიკოსოს შემადგენლობაში შედის. იერარქმა ასევე აღნიშნა, რომ მან ეს ქიროტონია (ხელდასხმა) იმიტომ აღასრულა, რომ „აქტუალიზება გაუწიოს ქალთა თანამონაწილეობას ლიტურგიკულ ცხოვრებაში“.

    მანამდე ალექსანდრიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღადგინა დიაკონისების ხელდასხმის ტრადიცია. აღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის ნოემბერში მიიღო ალექსანდრიის საპატრიარქომ. დასახელებული საკითხის შესწავლის მიზნით, სპეციალური კომისიაა შექმნილი.

 

თარგმნა ვანო შოშიაშვილმა  

 

 წყარო: http://www.blagovest-info.ru