ავტოკეფალია არის დიდი ძალა და მადლი
”მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით. პირველად აღნიშნავს საქართველო სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა. ავტოკეფალია არის დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ავტოკეფალიის გარეშე. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, ეკლესია. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომლებიც აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ 100 წლისთავს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”,
საქართველოს კათოლიოს-პატრიარქმა აღნიშნული სიტყვა თბილისში, საქართველოს პარლამენტში სტუმრობისას წარმოთქვა, სადაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. უწმინდესისა და უნეტარესის გარდა ღინისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, წმინდა სინოდის წევრები და მაღალი რანგის სხვა პირები ესწრებოდნენ.
25.03.2017