,,რელიგია მეოცე საუკუნეში ძალაუფლების თავსმოხვევის ორგანოდ გადაიქცა'' -პატრიარქი ბართლომეოსი

 

       მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის კონფერენციამ (World Policy Conference) მაროკოში 3-5 ნოემბერს გასამართ ღონისძიებაზე მიიწვია,  სადაც წარმოდგენილი მხარეები განიხილავდნენ ცალკეული პოლიტიკური და ეკონომიკური მოქმედებების მთელ პლანეტაზე გამოწვეულ ზეგავლენას. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ბართლომეოსმა შეკრებილ საზოგადოებას ფრანგულ ენაზე ვრცელი სიტყვით მიმართა:

 ,,სამწუხაროდ, რელიგია მეოცე საუკუნეში ძალაუფლების თავსმოხვევის ორგანოდ გადაიქცა, რის გამოც, ფაქტობრივად, რელიგიის მოქმედების ბუნებაც აცდა თავის ხაზს, ანუ მშვიდობის, შერიგებისა და დიალოგის აღსრულების ხაზს.

     დღევანდელ მსოფლიოში მოვლენების მნიშვნელობის გასაგებად უნდა გავიხსენოთ რელიგიების როლი კაცობრიობის ისტორიაში. ისინი, რომელნიც ამბობენ „რელიგიასთან  მიბრუნებას“, ან „ღმერთთან მიბრუნებას“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კაცობრიობის არსებითი მასშტაბის ამოქმედება, რაც ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული იდენტურობასთან, მაგრამ არაა იმდენად იდენტობა, რამდენადაც მეტაფიზიკისა და სულიერების ადგილი.    

ამასთანავე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება, რომელიც 2016 წლის ივნისში გაიმართა, გვახსენებს რელიგიათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას, რომ გულწრფელი რელიგიათაშორისი დიალოგი ეხმარება ურთიერთნდობის განვითარებას, მშვიდობისა და ცვლილების მიღწევას.

   ჭეშმარიტი მშვიდობა არ მიიღწევა იარაღის ძალით, არამედ მხოლოდ სიყვარულის საშუალებით. ცნობილ რელიგიურ ინსტუტუტებს შორის კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო თავისი ისტორიით იკავებს განსაკუთრებულ ადგილს, რამდენადაც ის ორი ათასწლეულის განმავლობაში აგვარებდა იმ ღრმა კრიზისებსა და კონფლიქტებს, რომლებიც, ხშირად, მწვავე ფორმებით არსებობდა ისტორიაში. ჩვენი საპატრიარქო მუდამ ქმედითად რჩებოდა, ამტკიცებდა, რომ  საუკუნეთა მანძილზე შეუძლია იარსებოს და იყოს კულტურის (ცივილიზაციის) მატარებელი. თავისი არსებობით მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ აზრსა და იმედს აძლევს იმ მსოფლიოს, რომელიც შფოთავს, რომელიც დღესაც ეძებს საკუთარ გზას.’’

 

წყაროები: http://www.iefimerida.gr

                    https://www.youtube.com

 

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა