,,პარიარქი იუსტინიან არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტეს მსახური. ‘’  (რუმინეთის პატრიარქი უნეტარესი დანიელი)

 

პატრიარქ იუსტინიანე მარინას გარდაცვალებიდან მეორმოცე წლისთავთან დაკავშირებით ბუქარესტში მდებარე რადუ-ვოდას მონასტერში აღევლინა საღმრთო ლიტურგია და მოსახსენებელი პანაშვიდი.  აღნიშნული ღვაწლმოსილი მწყემსმთავარი  სამი ათეული წლი განმავლობაში განაგებდა რუმინეთის ეკლესიას, სწორედ მაშინ, როდესაც კომუნიზმის ათეისტური რეჟიმი ულმობლად დევნიდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. იუსტინიანე მარინა გახლდათ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რიგით მესამე პატრიარქი, იგი დაიბადა 1901 წლის 22 თებერვალს, 1915 წელს სწავლა დაიწყო წმ. ნიკოლოზის საღვთისმეტყველო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1923 წელს, მალევე ეკურთხა მღვდლად, ხოლო 1925-1929 წლებში სწავლობდა ბუქარესტის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. 1945 წლ 30 ივლისს, რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ხელი დაასხა იაშის ეპარქიის დამხმარე მღვდელმთავრად, ორი წლის შემდეგ კი გამოირჩიეს იაშის მთავარეპისკოპოსად და მოლდოვა-სუჩევას მიტროპოლიტად. 1948 წლიდან იგი ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი და რუმინეთის პატრიარქია, მისი მოღვაწეობა მრავალმხრივია და უამრავ ასპექტს მოიცავს. პატრიარქი იუსტინიანე გარდაიცვალა  1977 წლის 26 მარტს და თავისი სურვილისამებრ დაიკრძალა რადუ-ვოდას მონასტრის მთავარ ტაძარში.

რუმინეთის ეკლესიის მოქმედმა მწყემსმთავარმა, მისმა უნეტარესობა დანიელმა, პატრიარქ იუსტინიანეს გარდაცვალების მეორმოცე წლისთავთან დაკავშირებით, რადუ-ვოდას მონასტერში აღასრულად  სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, მსახურების ბოლოს კი მორწმუნეებს მიმართა, რა დროსაც ხაზი გაუსვა პატრიარქ იუსტინიანეს თავგანწირულ ცხოვრებას,  გაიხსენა მისი სათნოებები და მიღწევები, რაც წარმოაჩენს  ქრისტეს ეკლესიის მსახურთათვის მისაბაძ მაგალითს.

,,პატრიარქი იუსტინიანე ცდილობდა გაბედულად, გაწონასწორებულად, დიპლომატიურად და შეუპოვრად დაეცვა ეკლესია პოლიტიკური ძალების სისტემატიური ზეწოლისაგან. იგი სერიოზულად ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო პარტიას, რომელიც  ეკლესიის  თავისზე დაქვემდებარებულ ძლიერ ინსტიტუტად გადაქცევას ცდილობდა. ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას რუმინეთის ეკლესიაში  მისი დამსახურებისთვის, პატრიარქს უსაზღვროდ უყვარდა ქრისტეს ეკლესია,  ხოლო თავისი სიბრძნით   და თავდადებით შეძლო შეენარჩუნებინა და დაეცვა  ჩვენი სარწმუნოების მარადიული ფასეულობები. დღეს ჩვენთვის, იერარქებისთვის, მღვდელმსახურებისთვის და მორწმუნეებისთვის, მისი პასტორალური, მისიონერული კულტურული თუ სოციალური აქტივობები, რომლებიც რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასიკეთოდ გასწია, წარმოადგენს ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტესა და მისი ეკლესიის ერთგული მსახურის ნათელ მაგალითს”.

 

 

წყარო- http://basilica.ro/en/video-patriarch-justinian-is-a-luminous-model-of-ministry-in-christs-church-patriarch-daniel-says/

 

მოამზადა იეროდიაკონმა სტეფანე თინიკაშვილმა 

Download
პატრიარქი იუსტინიანე.pdf
Adobe Acrobat Document 225.7 KB