მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართვა

 

გარემოსდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება

 

ვიოტია (Βοιωτία), 6 ივნისი 2017

 

            თქვენო აღმატებულებავ საბერძნეთის რესპუბლიკის ბატონო პრეზიდენტო, თქვენო უნეტარესობავ ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსო იერონიმე, ღრმად პატივცემული ძმა იერარქებო, თვენო აღმატებულებავ ბატონო გუბერნატორო!

ძვირფასო მეგობრებო და მონაწილეებო!

მთელი გულით გვიხარია  მსოფლიო გარემოსდაცვითი დღისთვის მიძღვნილ ამ ღონისძიებაზე საპატივსაცემო მოწვევა, უფრო მეტად იმიტომ, რადგან მოგვეცით შესაძლებლობა, ვწვეოდით მდინარე ასოპუს (Ἀσωποῦ) ეკოლოგიურ პრობლემებს, მისი შემთხვევა მოგვიწოდებს ყურადღება გავამახვილოთ რეგიონალურ გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოს აზიანებენ.

            25 წელზე მეტია ჩართულები ვართ ამ პრობლემების  მოგვარებაში. ეკოლოგიური კრიზისის გამოწვევები  (სოციალურ და ფინანსური უთანასწორობის პრობლემებთან ერთად), იწვევს მსოფლიო საპატრიარქოს სიფხიზლეს.  კონსტანტინოპოლის2 საპატრარქოს მიერ 1995 წლიდან მრავალი საერთაშორისო შეხვედრაა ორგანიზებული, მსოფლიოს სხვადასხვა ეკოლოგიურად კრიტიკული ადგილების შესახებ. ჩვენს ქვეყანაში ამგვარი ადგილების არსებობა გულს გვტკენს როგორც მხილველებს, მაგრამ უფრო მეტად, როგორც  ამ გასაჭირში მყოფი ადგილების მოსახლეებს. ყველა სიტუაციაში, გარემოსდაცვითი ნგრევა უკავშირდებოდა სოციალურ და ეკონომიკურ უკუსვლას, უმუშევრობას და სასიცოცხლო პირობების გაუარესებას.

            ეკლესიისთვის მსოფლიოში არსებული ბუნება არის ღმერთის შესაქმე. შესაბამისად, პლანეტის ყველა მატერიალური და ცოცხლი რეგიონი შეადგენს იმ მიწიერ სამფლობელოს, სადაც ღმერთის საკრალური ნება მჟღავნდება. ამ ყოველივეს მრავალი საუკუნის წინათ ამბობდნენ წმინდა მამები: ‘’ყველა საგანს ჭირდება ერთმანეთი და ყველაფერი ერთმანეთის ორმხრივი თანადგომით მტკიცდება.’’ (ანასტასი დიდი). («πάντα τῆς ἀλλήλων χρείας δέονται καί ταῖς παρ᾿ ἀλλήλων ἐπικουρίαις συνίστανται» ) უკვე მეოთხე საუკუნიდან, ეკლესიის მამებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ შესაქმის ყველა წევრი, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი არიან.

ესაა იმ ეკოლოგიური ბალანსის ზუსტი განსაზღვრება, რომელიც თანამედროვე გარემოსდაცვით მკვლევართაგანაა შემოთავაზებული. უდიდესი მნიშვნელობის აქვს, რომ დავიცვათ და უწყვეტად შევინარჩუნოთ ეს ბალანსი.

            ასოპუს მდინარის ეკოლოგიური კრიზისი აჩვენებს , რომ შესაქმეს ეფექტურად დაცვასთან დაკავშირებით საჭიროა ყველა ადამიანის  პასუხისმგებლობის გაზიარება, ხელისუფლების; კორპორაციების; აკადემიური მკვლევრების; სამოქალაქო საზოგადოების; ეკლესიის და რა თქმა უნდა ყველა მოქალაქის კეთილი ნება; ერთობლივად უნდა შეჯერდეს, ყველამ პირადად უნდა გაიაზროს და გაიზიაროს  ბუნებრივ სისტემათა მნიშვნელობა, რომელიც ეხმარება დედამიწაზე არსებულ ყველა ფორმას.

გარდა ამისა ასოპუს მდინარის კრიზისი, ასევე უჩვენებს მეცნიერ-მკვლევართა ღვაწლის მნიშვნელობას, იმ კრიტიკულ გამოწვევევათა განსაზღვრისა და გადაწყვეტისთვის, რასაც მრავალგვარი დაბინძურებისგან გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებს თან სდევს. მოკლედ რომ ვთქვათ, ასოპუ არის გლობალური ეკოლოგიური კრიზისის მიკროკოსმოსი, რაც უკავშირდება ტოქსიკური ნარჩენებისგან გამოწვეულ მომაკვდინებელ დასნებოვნებას.

            როგორც გამოქვეყნებული კვლევებიდან ირკვევა, ასოპუს მდინარე ითვლებოდა ძალიან დაბინძურებულ ადგილად, რასაც იწვევდა მაღალი ტოქსიკური ჰექსავალენტურობის მქონე ქრომისა და სხვა მეტალების მასში მოხვედრა, რომლებიც მნიშვნელოვნად განაპირობებდნენ მოსახლეობისადმი მავნე ფაქტორებს. გარემოსდაცვით საკითხებისა და ადამიანური ჯანმრთელობის შესახებ არსებობს ირიბი კავშირი, ასოპუს მდინარის თაობაზე ცნობილია ევროსაბჭოს სოციალურ უფლებათა მნიშვნელოვანი რეზოლუციებიც.  ამ მდინარის წყლის ბასეინის დაბინძურება  მკაფიოდ მიგვანიშნებს ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ სისტემური ნაკლულოვანებებზე, ასევე უძვირფასესი ეკოსისტემის დაბინძურებასთან დაკავშირებულ  მკაცრ კანონიერ რეგულაციებზე გვერდის ავლის შედეგებზე.

            მეცნიერება გვთავაზობს უტყუარ მონაცემებს, როგორც ეკოლოგიის დაცვის და და მისი განადგურების შემაკავებელ, ასევე ნაწილობრივ ზიანის ასანაზღაურებელ რეგულაციებს. თუმცა არც ტექნიკურ ან ტექნოლოგიური მიღწევებს არ შეუძლია საბოლოოდ ჩაწვდეს ეკოლოგიურ კრიზისის გამომწვევ ფესვებს, რომლებშიც მკაფიოდ იკვეთება კაცობრიობის ბუნებრივ გარემოსთან დაკავშირებული დანაშაული, რომელიც გამოიკვეთა ბუნებრივი ეკოსისტემებისა და წყაროების მწყობრიდან გამოყვანასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე პირდაპირაა დამოკიდებული  ჩვენი თანამედროვე ცხოვრების გახანგრძლივებაზე. უფრო რომ დავაზუსტოთ, ჩვენი საკუთარი ფინანსურად განვითარებული მსოფლიო, უკვე ტოვებს არამდგრად ნაკვალევს სამრეწველო საქონელის ხარბ წარმოებასა და გამოყენებით, დიდი რაოდენობით ნახშირბადოვანი გამონაბოლქვით, თანამედროვე სატრანსპორტო სისტემების უკონტროლო დაბინძურებით, ნაგვით, ინდუსტრიული ნარჩენებით და ბირთვული უბედური შემთხვევებით, რომლებიც განსაკუთრებულად უწყობენ ხელს გლობალურ დათბობას, კლიმატური ცვილების გამოუსწორებელ და შეუქცევადს განშტოებებს.      

            ამგვარად, ბუნების დაცვა არის ყველასათვის უმთავრესი და აუცილებელი. ყველა, ადგილობრივი თემები, ფერმერები, მეურნეები, ბიზნესმენები, პედაგოგები, სასულიერო პირები, ახალგზრდები და მოხუცები- ყველა ჩვენგანი შეიძლება მოვიაზრებოდეთ ბუნებრივი გარემოს მცველებად. თითოეულ ჩვენგანს აქვს მორალური მანდატი და პასუხისმგებლობა უფლის- და რა თქმა უნდა მთელი სამყაროს წინაშე, რომ იზრუნოს და დაიცვას შესაქმე. სუფთა ასოპუ ნიშნავს სუფთა მსოფლიოს, სუფთა გარემო ასახავს სუფთა საზოგადოებას და სუფთა ვაჭრობა კი სუფთა გულიდან  გამომდინარეობს.

            ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესია საუკეთესო სურვილებით ლოცავს და აკურთხებს ყველას, ვინც  იღწვის ბუნებრივი წესრიგის  აღდგენისთვის, ასევე გულით მადლობლები ვართ მისი უნეტარესობის, ჩვენი ძმის, მთავარეპისკოპოს იერონიმეს, ვიოტიას მოსახლეობის და მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, თებესა და ლევადიკის  მიტროპოლიტ გიორგის, წმინდა ეპარქიის ადგილობრივი იერარქის, ისევე როგორც ჩვენს ძვირფას გუბერნატორს, მის აღმატებულება ბატონ კონსტანტინის ბაკოიანნისისს აქ მოწვევისთვის.

ღმერთმა დაიფაროს    ვიოტია და სრულიად საბერძნეთი!

 

წყარო- https://www.patriarchate.org

 

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა