მაცხოვრის საფლავზე აგებული სამლოცველოს რესტავრაცია

 

2017 წლის 21 მარტსიერუსალიმის პატრიარქ უნეტარეს თეოფილე III-ის მიწვევით, ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი, ქალკედონის მიტროპოლიტ ათანასესთან ერთად  მიემგზავრება წმინდა მიწაზე,  რათა მონაწილეობა მიიღოს მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოს რესტავრაციის დასრულებასთან დაკავშირებულ საზეიმო გახსნაში. ცერემონია გაიმართება 22 მარტს და მას ასევე ასევე დაესწრება რომის კათოლიკე ეკლესიის მეთაურის, პაპ ფრანცისკეს წარმომადგენელი. 


 

სარესტავრაციო სამუშაოები საბერძნეთიდან მოწვეულმა სპეციალისტების ჯგუფმა გასული წლის მაისში დაიწყო და დაგეგმილზე ადრე დასრულდა.რესტავრატორებმა მოხსნეს რკინის კონსტრუქცია, რომელიც ტაძრის ინტერიერს არ შეესაბამებოდა ასევე ჭვარტლის სქელი ფენისაგან გაასუფთავეს სამლოცველოს ფასადი, რომელიც მომლოცველთა მიერ დანთებული სანთლების ზემოქმედებით გროვდებოდა. 
სამლოცველოს შიგნით ჩამონტაჟდა ტიტანის საყრდენები, და გამაგრდა საფლავის სტრუქტურა. 



 

 

წყაროები:http://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-4332446/Historic-restoration-Jesus-burial-shrine-completed.html

https://www.patriarchate.org/-/ho-patriarches-eis-ta-hierosolyma-

 

მოამზადა იეროდიაკონმა სტეფანე თინიკაშვილმა

 

 

Download
მაცხოვრის ტაძრის სამლოცველოს რესტავრაცია
Adobe Acrobat Document 189.1 KB