მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი- ,,კონსტანტინოპოლის ეკლესია არის უკრაინელი ხალხის დედა ეკლესია’’

 

დღეს, სიხარულით მივმართავთ უკრაინელ ხალხს უკრაინული მედიის საშუალებით. ჟურნალისტური პროფესიას დღევანდელ მსოფლიოში სწრაფი ურთიერთობებისათვის მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ჟურნალისტების როლია ადამიანებს რეალური ინფორმაცია გადასცენ, რათა მათ უკეთ გაიგონ ის სიტუაციები და გამოწვევები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ. ამ დიდად საპასუხისმგებლო ფუქციიდან გამომდინარე, მას შეიძლება თან ახლდეს მრავალი სახის ცდუნება.  

ღმერთის მადლით განვასრულეთ რა საპატრიარქო მსახურების 25 წელი, აუცილებელი არაა აღვწეროთ უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი სიყვარული. ძლიერი ემოციებით გვახსოვს ჩვენი 2008 წლის ვიზიტი უკრაინაში და კიევში განცდილი აბრაამისეული სტუმართმოყვარეობა, რომელიც სამუდამოდ დარჩა ჩვენს გულსა და გონებაში.

ჩვენი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში, მსოფლიო საპატრიარქოსა და უკრაინელ ხალხს შორის  უწყვეტი კონტაქტია, რაც გასაკვირი არცაა იმ სულიერი ურთიერთობებდან  გამომდინარე, რომელიც აერთიანებს დედა ეკლესიასა და უკრაინას და რომელიც  შეუძლებელია ოდესმე გაქრეს.  

უკრაინელმა ხალხმა კონსტანტინოპოლიდან მიიღო ქრისტიანული რწმენის ნათლობა,  კიევის წმინდა და დიდებული მთავრის- ვლადიმირის ეპოქაში, შემდეგ კი კონსტანტინოპოლის ეკლესია მუდმივად იყო უკრანელი ხალხის დედა ეკლესია და როგორც დედა ეკლესიას, მას არ შეუძლია ოდესმე დაივიწყოს თავისი სულიერი შვილები, განსაკუთრებით განსაცდელებისა და სირთულეების ჟამს. 

თქვენთან ახლოს ვართ, განსაკუთრებით ახლა, განსაცდელის დროს. ერთად ვართ ლოცვებითა და კურთხევებით. ვლოცულობთ უკრაინელი ხალხის ერთიანობისთვის და უკრაინაში მშვიდობისთვის. იმედი გვაქვს უსამართლო ომი შეწყდება. უკრაინის ისტორიას უნდა სწავლობდეს უკრაინელი ხალხი, რათა არ გაიმეორონ წარსულის შეცდომები.

 

ერთიანობა და მშვიდობა სასურველი და მნიშვნელოვანია უკრაინის ხალხისა და ეკლესიისთვის. ამიტომ, პავლე მოციქულის თანახმად მოგმართავთ იმ სიტყვებით, რომლითაც კორინთელთა განყოფილ ეკლესიას შეაგონა: ,,მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.’’ (1 კორ. 1; 10)

 

წყარო- http://www.romfea.gr

06. 07. 2017

 

სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა