შერეული საღვთისმეტყველო დიალოგი კუნძულ ლეროსზე
2017 წლის 5-9 სექტემბერს, კუნძულ ლეროსზე (საბერძნეთი) იმართება საერთაშორისო საღვთისმეტყველო დიალოგი მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიებს შორის. მსოფლიო საპატრიარქოდან დიალოგში მონაწილეობას იღებენ ტალმეოსის მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა), სასიმის მიტროპოლიტი გენადიოსი და სილივრიას მიტროპოლიტი მაქსიმე.
რომის კათოლიკე ეკლესიიდან მონაწილეობს ქრისტიანობის ხელშეწყობის საკითხებში პაპის საბჭოს პრეზიდენტი, კარდინალი კურტ კოხი. დიალოგში ჩართულები არიან იერუსალიმის, მოსკოვის, სერბეთის და რუმინეთის საპატრიარქოს დელეგაციები. ასევე კვიპროსის, საბერძნეთის, პოლონეთის და ალბანეთის ეკლესიათა წარმომადგენლები.
დიალოგის უმთავრესი განსახილველი თემაა- ,,რომის ეპისკოპოსის პრიმატი პირველ ათასწლეულში.''
წყარო- https://fanarion.blogspot.com.tr
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა