ეკლესიის მამათა სწავლება ადამიანში არსებული ღვთის  ხატისებრობისა და მსგავსებისებრობის შესახებ

 

 ადამიანის     პიროვნებით სხვადასხვა   დარგებია      დაინტერესებული. მისი შესწავლა ყველა რელიგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და სხვა მეცნიერებათა ამოცანაა. თითოეული მათგანი, რელიგიის გარდა, რომელიც მასში სულიერ საწყისს განჭვრეტს, ადამიანის პიროვნებას კონკრეტულ კონტექსტში განიხილავს, რაც მისთვის (მეცნიერებისთვის) საინტერესოა. ამიტომაც საკვლევ თემაში ვეცდებით, ამომწურავად შევეხოთ ჩვენ მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ გაიგება პატრისტიკულ ტრადიციაში ადამიანისთვის ღვთისაგან ბოძებული ხატისებრობისა და მსგავსებისებრობის საკითხი. 


ორიგენეს კოსმოლოგია

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

ორიგენეს შემთხვევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ისიც ონტოლოგიურ და კოსმოლოგიურ ასპექტებს ერთმანეთში ურევდა. როგორც ბოლოტოვი[1] გარკვევით აღნიშნავს: ,,ძის შობასა და სამყაროს არსებობას შორის ლოგიკური კავშირი ორიგენეს შრომებში არ გაწყვეტილა“. [2] შეიძლება დამტკიცდეს კიდეც, რომ ორიგენეს აზროვნებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბმა მტკიცედ შეინიშნებოდა. ორიგენე, უპირველესად, კითხულობდა: ,,დასაშვებია კი, რომ ღმერთზე ვიფიქროთ და იგი შემოქმედად არ მოვიაზროთ“? ორიგენესთვის, მისი გულწრფელობიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა, რომ ღმერთი შემოქმედად არ მოგვეაზრებინა. საწინააღმდეგო ვარაუდი ღვთისგმობა გამოდის, რადგან შეუძლებელია, ღმერთი ოდესმე გახდეს ის, რაც ყოველთვის არ ყოფილა. ‘’პოტენცია’’ ღმერთის არსებაში უბრალოდ არ არსებობს და მასში არსებული ყველანაირი შესაძლებლობა არის კიდეც ჭეშმარიტი.


მოციქულებრივი მამები- წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, წმ. პოლიკარპე სმირნელი, პაპიას იერაპოლელი

 

მოციქულებრივ მამებად ეკლესიაში მოიხსენიებენ კლიმენტი რომაელს, ეგნატე ღმერთშემოსილს, პოლიკარპე სმირნელს და კიდევ რამოდენიმე მამას, რომლებმაც გარდამოცემის მიხედვით ქრისტეს სარწმუნოება მოციქულებისგან მიიღეს და მათ პირდაპირ მემკვიდრეებად ითვლებიან.  

            წმ. ეგნატეზე (რომელიც ასევე ღმერთშემოსილად იწოდება) ჩვენ ევსევი კესარიელის ,,საეკლესიო ისტორიიდან’’ ვიღებთ ცნობებს. ის იყო ანტიოქიის მეორე ეპისკოპოსი ევოდიოსის შემდგომ და მოწამეობრივად აღესრულა რომში იმპერატორი ტრაიანეს ზეობისას (დაახ. 98 წლიდან 117 წლამდე პერიოდში).  ევსევი კესარიელის თანახმად იგი რომში გაგზავნეს და მხეცებს დააგლეჯინეს. დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე წმიდანმა რამდენიმე ეპისტოლე დაწერა, რომლებშიც იგი ამხნევებდა მცირე აზიის ქრისტიანულ კრებულებს. ჩვენამდე მოაღწია 7-მა ეპისტოლემ, რომლებიც კანონიკურად ითვლება. ესენია: რომაელთა, ეფესელთა, მაგნეზიელთა, ტრალიელთა, ფილადელფიელთა, სმირნელთა მიმართ ეპისტოლეები და ერთი კერძო ეპისტოლე წმ. პოლიკარპე სმირნელისადმი. ამ ეპისტოლეების დაწერის დროდ მიჩნეულია დაახლოებით 110-120 წლებს შორის არსებული პერიოდი, რადგან წმიდანი არაფერს არ გვეუბნება მარკიონის წვალებაზე, რომელიც 140 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება და ასევე ის, რომ მისი სიკვდილით დასჯის მეთოდი- გარეული მხეცების მიერ დაგლეჯვა, 117 წლამდე იყო პრაქტიკაში.  

 წმ. ეგნატეს ეპისტოლეები შეკრიბა და გამოსცა წმ. პოლიკარპე სმირნელმა. ასევე არსებობს წმ. ეგნატეს სახელით ცნობილი კიდევ ექვსი ეპისტოლე, რომლებიც ნაყალბევებად არიან მიჩნეულნი. ესენია: მარიამ კასობოლიელის ეპისტოლე ეგნატესადმი, მისი პასუხი ამ ეპისტოლეზე, ტარსელთა მიმართ ეპისტოლე,  ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლე, ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე და დიაკონი ერონის მიმართ ეპისტოლე. ზოგიერთ მეცნიერს ეს ნაწარმოებები აპოლინარისტულ ფალსიფიკაციად მიაჩნია.


,,მამებთან დაბრუნების’’ სირთულე

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

        

მეოცე საუკუნეში აშკარად გამოცოცხლდა ქრისტიანული თეოლოგიის სამი მიმართულება- კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული, რაც უკან, ქრისტიანულ წყაროებაზე მიბრუნებასა და ახალი აღთქმის წერილთან უშუალო  კავშირში გამოიხატა.

            რომის კათოლიკეებისათვის ახალი აღთქმის ავტორიტეტულ წყაროებზე მიბრუნების მიზანი 1930-1960 წწ. თვალნათლივ შეინიშნებოდა ბელგიელ, ფრანგ და გერმანელ თეოლოგებში, განსაკუთრებული გავლენა იგრძნობოდა ფრანგ დომინიკანელებსა და იეზუიტებს შორის La Saulchor (პარიზი) და Lyon Fourviere. მოძრაობის გამოცხადება იყო მძლავრი მოწოდება ლიტურგიკული და ბიბლეისტიკური განახლებისთვის და კათოლიციზმში[1] პატრისტიკული ,,გაახალგზარდავებისთვის.’’


 იოანე ოქროპირი, წერილები დიაკონისა ოლიმპიადას

                                                    წერილი მეშვიდე

ა. კაეშნის წყლულს მოგკვეთ და ზრახვებს განგიქარვებ, სევდის ღრუბელი რომ მოუვლენიათ შენზე. რა გიშფოთებს გონებას? ის, რომ ეკლესიაზე მოწეული ქარიშხალი მძვინვარე და ბნელია და ყოველივე დააბნელა, ვითარცა უმთვარო ღამე და ყოველდღიურად იზრდება, დანთქმას გვიპირებს და ქვეყნიერებას საზარელი მარცხის დღე უდგას? ეს მეც ვიცი და  ამას ვერავინ ეწინააღმდეგება. თუ გსურს, აღგიწერ, რაც ხდება, რომ ტრაგედიის სურათი უკეთ წარმოგიდგინო. ყველგან მძვინვარე ზღვას ვხედავ, რომელიც  რომელიც  ქვემოთ, თავის უფსკრულებიკენ მიექაჩება წყალზე მოტივტივე თუ ჩაძრულ ზღვაოსანთ. ვხედავ ხომალდთა დამსხვრეულ ფიცრებს, დაფხრეწილ იალქნებს, ვხედავ ნაოსანთა ხელთაგან დაყრილ ნიჩბებს, ვხედავ კაპიტნებს, რომელნიც, იმის ნაცვლად, რომ შტურვალთან იდგნენ, მუხლებზე ხელებშემოჭდობილნი გემბანზე სხედან და ყოველივე იმის შემხედვარენი, რაც ხდება, უილაჯობისგან მოთქმით ჰგოდებენ. არც ცა ჩანს და არც _ მიწა, ყველგან წყვდიადს დაუსადგურებია, მრუმეს, უმთვაროსა და საზარელს, მახლობელ საგანთა გარჩევასაც რომ არ აცდის თვალს, ტალღების მძლავრი ხმაური და ზღვის მხეცნი  წამომართულან მგზავრთა წინაღმდეგ. 


გონება და ნებელობა ნეტარი ავგუსტინესა და ბერძნული პატერიკული    გარდამოცემის მიხედვით*

გეორგიოს მარძელოსი

 

შესავალი

          ცნობილია, რომ შუა საუკუნეების    დასავლეთში როგორც  თეოლოგიური ასევე ფილოსოფიური აზროვნება ხასიათდება დიალექტიკური დაპირისპირებით გონებასა და ნებელობას შორის. ეს დაპირისპირება  ხშირად მათ სრულ განცალკევებამდე მიდის. დიალექტიკური დაპირისპირება გვხვდება  თეოლოგიის, ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის სფეროშიც კი,  ინტელექტუალიზმსა (Intellectualismus)  და ვოლუნტარიზმს (Voluntarismus)  შორის.  


 ტატიანე სირიელი

 

ტატიანე დაიბადა ,,ასირიელთა მიწაზე’’ დაახ. 120 წელს. ის წარმართი მშობლების შვილი იყო და  თავდაპირველად  წარმართული წარმოდგენების გარემოცვაში იზრდებოდა, სანამ არ შეიტყო თუ ,,რა არის ღმერთი და რა მისი ქმნილება’’, რის შემდეგაც რისტიანობაზე მოექცა.


ფსევდო-ბარნაბას ეპისტოლე

 

 ძველი ეპოქის მწერლები იცნობდნენ ამ ნაშრომს, მაგრამ ასე ვთქვათ თავშეკავებით ეკიდებოდნენ მას. ევსევი კესარიელი და ნეტარი იერონიმე ამ ეპისტოლეს სადაოს და ხანდახან ნაყალბევსაც კი უწოდებდნენ. კლიმენტი ალექსანდრიელი ეპისტოლეს ავტორად მოციქულ ბარნაბას მიიჩნევდა, პატივს სცემდა მას თავისი ალეგორიზმების გამო და თავის დაკარგულ ...


წმ. იუსტინე მოწამე და  ფილოსოფოსი

 

 წმ. იუსტინე ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პიროვნებაა აპოლოგეტებს შორის. მისი  მოღვწეობა განსაკუთრებით ვრცელი და ყოვლისმომცველია. იუსტინე თავისი პერიოდის მაღალკულტურულ წრეს მიეკუთვნებოდა და საკუთარ განათლებას სრულად ახმარდა ქრისტიანობის დაცვას. თავისი ფილოსოფიური განათლებით მან წინასწარ განჭვრიტა ის პრობლემები, რომლებიც


   ათენაგორა ათენელი

არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი)

                                      

 ისტორიული ცნობები აპოლოგეტ ათენაგორას შესახებ ჩვენ თითქმის არ გაგვაჩნია. მის ნაშრომებს ძველ დროში თითქმის არ ეყრდნობოდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი არაა საინტერესო საისტორიო მეცნიერებისთვის, კერძოდ კი ქრისტიანული მწერლობის განვითარებისათვის.

 პატრიარქი ფოტის მოწმობით, ალექსანდრიელმა ბოეციუსმა, თავისი ნაშრომი ,,პლატონის რთული გამონათქვამების შესახებ მიუძღვნა ვინმე ფილოსოფოს ათენაგორას. ცანის აზრით, შესაძლოა ...