კორეის მიტროპოლიტ ამბროსის საშობაო ეპისტოლე

 

მსოფლიო საპატრიარქოს კორეის მიტროპოლიტისა და იაპონიის ეგზარქოსის, მისი მეუფების, ამბროსის (ზოგრაფოსი)

 

საშობაო ეპისტოლე

 

უფლისმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,

გამოხსნა! ამ სიტყვას, რომელიც მარადიულობის სიმძიმეს იტვირთავს, ჩვენ ვუკავშირებთ ქრისტეშობის დიდი და დიდებული დღესასწაულის მნიშვნელობას. ადამიანთა მოდგმა მთელ მსოფლიოში მადლიანად ისმენს ამ იმედით სავსე სიტყვას, რამდენადაც ყოველი ჩვენგანი - ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, საჭიროებს და მოელის გამოხსნას.


მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

 

პატრიარქის საშობაო გზავნილი 2019

 

† ბართლომეოსი, ღვთის წყალობით კონსტანტინოპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი. ეკლესიის მთელ სისავსეს- მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი მაცხოვარ ქრისტეს მიერ

 

* * *

ყოვლადუსამღვდელოესნო, ღვთივდაცულნო ძმანო და დანო,

უფლისმიერ საყვარელო შვილებო,

 


უკურეაქცია მოსკოვს - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება

 

8 ნოემბერს ალექსანდრიის პატრიარქმა წირვისას დიპტიხში მოიხსენია კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე, რაც ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით ახალი ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას ნიშნავს. მოგვიანებით, ქადაგებისას კი თავად პატრიარქმა თეოდორემ აუწყა მრევლს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ[i].

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2018 წლის სექტემბრის ბოლოს ალექსანდრიის პატრიარქი იმყოფებოდა ოდესაში, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქიის მიწვევით, სადაც მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ეგზარქოს ონუფრეს [ii]. შესაბამისად საეკლესიო წრეებისათვის სავსებით მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის ეკლესიას აღიარება ალექსანდრიის საპატრიარქოს მხრიდან. 


ალექსანდრე ჯინჭარაძე

 

დაიბადა 1994 წლის 24 თებერვალს. 2012 წელს დაამთავრა ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა.

2012 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

2016 წელს, თსუ-ს დამთავრების შემდეგ, ჩააბარა მაგისტრატურაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

 


გიორგი ლელუაშვილი

 

დაიბადა 1994 წლის 1 დეკემბერს.

 

2013 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავის  #5 საჯარო სკოლა.

 

2015 წელს ჩააბარა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე.


ცენტრის მილოცვა

 

წმიდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს დავით ნებიერიძესა და ნიკო ღონღაძეს, ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის წარჩინებით დასრულებას 


ვლადიმერ წითლიძე

 

დაიბადა 1988 წელს.

2005 წელს დაამთავრა ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლა.

2013 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია- თეოლოგიის ბაკალავრი.

2016 წელს დაამთავრა ილიას უნივერსიტეტი- ფილოსოფიის მაგისტრი. სამაგისტრო თემა- ,,ჰიუმის ეთიკის ანალიზი ინტელექტუალიზმთა მიმართებაში და მისი შედეგები."


 

ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი

 

ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი  (ლამბრინიდისი) 1967 წელს თურქეთში დაიბადა. სწავლობდა თესალონიკის (საბერძნეთი) უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სამოძღვრო განყოფილებაზე, რომელიც 1991 წელს წარჩინებით დაასრულა.  

1993 წელს, ბონის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიურ ფაკულტეტზე სამაგისტრო დისერტაცია წარმატებით დაიცვა (თემა ,,ძმები იოანე და ნიკოლოზ მესარიტები’’). 1994 წელს მიერ ხელი დაესხა დიაკვნად და მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდში მუშაობა დაიწყო.

 


გიორგი ნადირაშვილი 

 

დაიბადა 1993 წლის 6 მაისს.

 

2011 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის კერძო სკოლა ,,რუსთველი.''

2011-2015 წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.

 


თორნიკე ჩიტაძე

 

დაიბადა ქ. თბილისში, 1996 წლის 1 მარტს.

 

2014 წელს დაამთავრა თბილისის 83-ე საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, თეოლოგიის ფაკულტეტზე.

 

2018 წელს, სემინარიის დასრულების შემდეგ გადის ბერძნული ენის შემსწავლელ კურსებს ათენის უნივერსიტეტში


ცენტრის მილოცვა

 

2018 წლის 25 დეკემბერს, შვეიცარიის მიტროპოლიტმა და ევროპის ეგზარქმა მაქსიმემ (პოთოსი), შამბეზის წმინდა პავლეს ტაძარში (ჟენევა, შვეიცარია) ხელი დაასხა დიაკვნად, წმინდა გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველების ცენტრის წევრ მონაზონ გაბრიელს (ნოდარ ბარათაშვილს). 


ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის საშობაო ეპისტოლე

 

+ ანასტასიოსი მთავარეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთისა

 

დაუცველობის გრძნობის გადაჭრის საშუალება

 

„ქრისტეს შობასა, ვადიდებდეთ...

ქრისტესა ჩუენ ქუეყანისანი აღვამაღლებდეთ“

(ქრისტეშობის ძლისპირი)

 

     ადვილი შესამჩნევია დაუცველობის გრძნობა თანამედროვე სამყაროში, რომელიც შემაშფოთებელი შედეგების გამომწვევია. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, რომ ამ პრობლემას გაუმკლავდეს  მატერიალური საშუალების გამოყენებით. ზოგიერთი კი ცდილობს ამ პრობლემასთან საბრძოლველად გამოიყენოს შეძლებული მეგობრები, პოლიტიკოსები და ეკონომიკური ფაქტორები. მრავალი ადამიანი კი დასახმარებლად მიმართავს აზიური წარმომავლობის რელიგიურ იდეოლოგიებს. მრავალი ფაქტორი მიუთითებს ადამიანთა დაუცველობაზე.


მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე-2021

 

+ ბართლომეოსი

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა,

ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის მთელ სისავსეს

მადლი, წყალობა და მშვიდობა

ბეთლმეში შობილი მხსნელი იესო ქრისტეს მიერ

 

 

ღირსეულნო ძმანო და ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო,

დაუსაბამო სიტყვის „საიდუმლოდ შობად“ მიმავალ წმიდა ღვთისმშობელთან ერთად თანამივეახლებით და ვუჭვრეტთ ბეთლემს, რომელიც საღმრთო ჩვილის მისარქმევად ემზადება.


        მსოფლიო პატრიარქის ჰომილია სიყვარულის მწუხრზე

 

 პასექის კვირიაკე, 2020 წლის 19 აპრილი

                              ქრისტე აღდგა!

     ახლა, როდესაც აღვასრულებთ სიყვარულის მწუხრს, როდესაც ყოველივე საღმრთო შესაქმეში აღდგომის სურნელს აფრქვევს, კვლავინდებურად ვგრძნობ შინაგან სწრაფვას, რომ ყოველ თქვენგანს გამამხნევებელი სიტყვით მოგმართოთ, კურთხეულნო მსმენელნო და ტელემაყურებელნო, რომლებიც პანდემიის შიშის გამო, თქვენდა უნებურად, თქვენი ნების გარეშე, „დახშულ ბჭეთა მიღმა“, ეკლესიების გარეთ აღნიშნავთ პასექს.


მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე 

 

ტირანის და სრულიად ალბანეთის

მთავარეპისკოპოსი  ანასტასიოსი

 

აღდგომა 2020

უშიშება

 

     „ნუ გეშინინ“ (მათ. 28:10.)

     მთავარი ძღვენი, რომელიც მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა მოგვანიჭა, ხაზგასმულია  საპასექო პერიოდის ჰიმნში: „დახშულ კარებში, წარმოუდეგ მაცხოვარ მოციქულთა შენთა და მიჰმადლე მათ უშიშება და მშვიდობა“. ამ ძალამ, რომელიც უშიშებამ მიანიჭა მოციქულთ, თავდაპირველად „ჰურიათა შიშისთვის“ დამალულებს, ისინი გარდაქმნა უშიშ მოციქულებად, რათა წასულიყვნენ და მოემოწაფებინათ „წარმართნი“ და დაემოწმებინათ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა.


მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ბართლომეოსი არქიეპისკოპოსი

კონსტანტინოპოლისა - ახალი რომის

და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის სრულ სისავსეს მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტეს მიერ 

 


ინტერვიუ კორეის მართლმადიდებელ მიტროპოლიტთან

 

The Orthodox World-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით.

 

თქვენო მეუფებავ, მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსათვის. მედიის საშუალებით შევიტყვეთ, რომ მოსკოვის საპატრიარქომ ახლახან დააფუძნა „სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ეპარქია“. რა კომენტარს გააკეთებდით მომხდარის შესახებ?

 

მადლობა თქვენც ასევე, ბატონო სოტიროპულოს, ამ შესაძლებლობისათვის. სამწუხაროა, რომ ჩვენმა რუსმა ძმებმა არ შეისმინეს ჩვენი პროტესტის ხმა, რომელიც დიდი გულისტკივილით რამდენჯერმე გავაკეთეთ, არ დაერღვიათ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურობა კორეაში. დიდად სამწუხარო და განსაცვიფრებელია ადგილობრივი მორწმუნეებისათვის, რომ მსოფლიო საპატრიარქოსთან უთანხმოების ქვეტექსტით, რომელიც შეეხებოდა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს, მოსკოვის საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში, შორეულ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ აზიის შუაგულში დააფუძნა საეგზარქოსო და ეპარქია.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე 

 

†ბართლომეოსი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი

 

ეკლესიის მთელ სისავსეს მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტეს მიერ,

 

წმიდა და ღვთისმოყვარე ძმანო უფლის მიერ საყვარელო შვილნო, ვადიდებთ ყოვლადწმინდა და ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომ ღირსნი გავხდით წელსაც შევეგებოთ ქრისტეშობის ამ ბრწყინვალე დღეს, ღმერთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის განკაცების დღესასწაულს „ჩვენთვის კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის“.


 მთავარეპისკოპოსი იობ გეჩა- Job Getcha

 

მისი მაღალყოვლადუსაღმდელოესობა ტელმესოს მთავარეპისკოპოსი იობი (ერისკაცობაში იგორ გეჩა) დაიბადა მონრეალში, (კუბეკში, კანადა) 1974 წელს, უკარინული წარმომავლობის ოჯახში.  საშუალო განათლების დასრულების შემდეგ მანიტოვას უნივერსიტეტში სწავლა ჰუმანიტარული განხრით გააგრძელა, შემდეგ თეოლოგიას სწავლობდა წმინდა ადრიას კოლეჯში (ვინიპეგი) და პარიზის წმინდა სერგის ინსტიტუტში. ამავე ინსტიტუტში 1998 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი. 2003 წელს კი წმინდა სერგის ინსტიტუტისა და პარიზის კათოლიკური  უნივერსტიტის  თანამშრომლობით (კოოპერაციით) თეოლოგიის დოქტორი გახდა. 2012 წლიდან ლოენის უნივერსიტეტში (მეცა) თეოლოგიის დოქტორი ჰაბილიტანტია.

 


ლეონიდე (ლონგინოზ) ოქროპირიძის წერილი ბიძას (ეპისკოპოს ალექსანდრეს)

 

1884-1888 წლებში, ლეონიდე (ლონგინოზ) ოქროპირიძე კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. 1887 წლის ივნისში იგი ბერად უნდა აღკვეცილიყო, რასაც წერილით აუწებს საკუთარ ბიძას- ეპისკოპოს ალექსანდრეს. წერილის ერთ ნაწილში საუბარია რუსი ეპისკოპოსების ყოფა-ცხოვრებაზე. სწორედ ამ მონაკვეთზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

 

,,სანატრელო, ბიძავ ბატონო!...

საზოგადოთ რუსის ეპისკოპოსები ძალიან მედიდურობენ და სიტყვით გამოუთქმელ განსცხრომითი ცხოვრებას ატარებენ. ისინი სცხოვრობენ მეფურათ სასახლეებში, მათი სასახლის კარები თუ არ გამოჩენილ პირს არავის გაეღება; ეპისკოპოზის მოსამსახურე იმნაირ ფრაკშია გამოკვანწული, რომ უბრალო კაცს ნება-უნებლიეთ რცხვება და წითლდება თავის უბრალო, თუმც კი საკადრის ტანისამოსზედ:


ინტერვიუ მიტროპოლიტ მაკარი მალეტიჩთან

 

მიტროპოლიტი მაკარი ლეტიჩი: ,,ადგილობრივ ეკლესიებს ხელდასხმებთან დაკავშირებით ეჭვები არ უნდა ჰქონდეთ"

ინტერვიუ მიტროპოლიტ მაკარი ლეტიჩთან

ჟურნალისტები: ტატიანა დერკაჩი (Tatiana Derkatch) და დმიტრო ჰორევოი (Dmytro Horyevoy)

 

მიტროპოლიტი მაკარი მალეტიჩი იმ ორიდან ერთი ეკლესიის (,,უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია") წინამძღოლი იყო, რომელიც საბოლოოდ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაერთიანდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო ერთი საეკლესიო სხეულის წინამძღოლი, უარი განაცხადა პიროვნულ დიდებისმოყვარეობაზე და ძალაუფლების საკუთარ თავზე აღება არ უცდია. წინამდებარე შეხვედრისას მიტროპოლიტი მაკარი საუბრობს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზე, მასში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების შესვლაზე, ავტოკეფალიისათვის უცხოელი დიპლომატების როლზე, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა ხელდასხმაზე და გარკვეულ დეტალებზე, რომლებიც გამაერთიანებელი სინოდის კულისებში ხდებოდა.

. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შინაგანი ერთობისა და მასში სამრევლოთა გაწევრიანების შესახებ.

ტატიანა დერკაჩი: როგორ აფასებთ თქვენ ახლა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განმტკიცების პროცესს? არსებობს დაპირისპირებები თუ ყველა პროცესი ნორმალურად ვითარდება? გაერთიანების პროცესი გრძელდება თუ ყველაფერი გაიყინა?

 


 ევქარისტია  და  კათოლიკობა

 

`ნურვინ იგლოვებს თვის სიღატაკეს, რადგან საერთო სამეფო მოგვევლინება. იოანე ოქროპირის სააღდგომო ჰომილიიდან.

 

I

წმიდა ევქარისტია ქრისტეს მოსახსენებლად აღესრულება, პირველ ყოვლისა საიდუმლო სერობის მოსახსენებლად, როდესაც მაცხოვარმა დააწესა და პირველად თვითონვე აღასრულა ახალი აღთქმის უწმიდესი საიდუმლო თავის მოწაფეებთან ერთად, და დაგვიტოვა მცნება: `ამას იქმოდეთ ჩემს მოსასნებელად... მაგრამ ეს მარტოოდენ მოხსენიება არ არის. მოიხსენიებენ ხოლმე ყოფილსა და გარდასულს, იმას, რაც ოდესღაც მოხდა, და უკვე აღარ არის. ხოლო საიდუმლო სერობა არათუ ოდესღაც ერთგზის აღსრულდა, არამედ დღესაც საიდუმლოდ გრძელდება მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე... სწორედ ამას ვადასტურებთ ყოველ ჯერზე, როცა კი საზიარებლად ბარძიმს მივეახლებით: `სერობასა საიდუმლოსა შენისასა ზიარებად შემიწყნარე, ძეო ღმრთისაო... სერობა გრძელდება, და არ მეორდება.

რადგან ერთია მსხვერპლი, ერთია შესაწირავი, ერთია მღვდელი– მწირველი და შეწირული. `და დღესაც იგივე ქრისტეა ჩვენთან; ვინც მოამზადა ის სერობა, იგივე გვიმზადებს ამას დღესაც–   ამბობს ოქროპირი და დასძენს:


 

 

განღმრთობის შესახებ სწავლება ქრისტიანულ ტრადიციაში

 

რისტიანულ ღვთისმეტყველებაში უდიდესი ადგილი უჭირავს ანღმრთობის შესახებ სწავლებას, რადგან მართლმადიდებლისათვის ღმერთში თანამკვიდრობა უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ბიბლიის თანახმად, ადამიანი უფლის ხატად და მსგავსად არის შექმნილი (დაბ. 1:26-27) და მას ძალუძს, ღმერთი გახდეს მადლისმიერად, რაც ონტოლოგიურად ჩვენს გარდაქმნას არ გულისხმობს. ეს სწავლება ეყრდნობა როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის მუხლებს (ფსალმ. 82:6; იოან. 10:34; II პეტრ. 1:4).განღმრთობა არის საღვთო მოქმედებით ჩვენი მდგომარეობის გარდაქმნა (ტრანსფორმაცია). ტერმინები θέωσις და θεοποιώ წმინდა წერილში არ გვხვდება, თუმცა ბერძენი მამები ამ სიტყვებით გამოხატავდნენ იმ უდიდეს სულიერ მიზანს, რომელიც ღვთის შემწეობით უნდა აღსრულდეს.

 


მსოფლიო პატრიარქის პასუხი ალბანეთის მთავარეპისკოპოსს

 

ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსო, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო ძმაო და თანამსახურო  ანასტასი.  ქრისტეს მიერ ძმურად გეამბორებით და  მოკითხვას ვუგზავნით თქვენს უნეტარესობას.

მივიღეთ და გულდასმით წავიკითხეთ 14 იანვარს თქვენს მიერ ჩვენდამი გამოგზავნილი წერილი, 24 დეკემბერს თქვენდამი გამოგზავნილი  ჩვენი წერილის საპასუხოდ,  უკრაინაში ჩვენს  კანონიკურ ქმედებებთან  დაკავშირებით.  პასუხად ვაცხადებთ,  რომ ჭეშმარიტი სწავლების თანახმად კონსტანტინოპოლის,  ახალი რომის  მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს წმიდა  ძმათა წინაშე აკისრია გარკვეული ვალდებულებანი, რომელთა დაკავშირებითაც  შეგახსენებთ შემდეგს:

წმიდა მამებმა საღმრთო და წმიდა კანონებით კონსტანტინეს ქალაქის  საყდარს მიანიჭეს ყველასათვის კარგად ცნობილი, საკუთარ საზღვრებს გარეთ მოქმედების პასუხისმგებლობა, მსახურებისა და არა პრივილეგიის სახით. მათ საღმრთო სულით წინასწარ განჭვრიტეს ადგილობრივ ეკლესიებში წარმოქმნილი იმ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა, რომელთა გადაჭრასაც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ეს ეკლესიები.    

 


ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის - იერონიმეს

საშობაო ეპისტოლე

 

უფლის მიერ საყვარელო ჩემო ძმებო და სულიერო შვილებო: „ღმერთი ხორცით გამოჩნდა“ და ყრმა ახალი იშვა ჩვენთვის.

    ქრისტეს შობის დღესასწაული, სამყაროში ღმერთის ხორცით გამოჩენის დღესასწაულია.

  ადამიანი პოულობს თავის სისავსეს, აღწევს მას და ხორცს ისხამს მისი (ადამიანის) შექმნის მიზანი, ვინაიდან უერთდება და ხვდება ღმერთს ახალი ყრმის, ბეთლების ჩვილის პიროვნებაში.

    ეს შემაძრწუნებელი მოვლენა უზომო და უთვალავ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანს, შესაძლებლობებს, რომლებიც ადამიანური მყოფობის უკიდურეს ნაწილებში აღწევენ, სადაც სიკვდილია ჩასაფრებული.


ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის საშობაო ეპისტოლე

 

+ ანასტასიოსი მთავარეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთისა

 

დაუცველობის გრძნობის გადაჭრის საშუალება

 

„ქრისტეს შობასა, ვადიდებდეთ...

ქრისტესა ჩუენ ქუეყანისანი აღვამაღლებდეთ“

(ქრისტეშობის ძლისპირი)

 

     ადვილი შესამჩნევია დაუცველობის გრძნობა თანამედროვე სამყაროში, რომელიც შემაშფოთებელი შედეგების გამომწვევია. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, რომ ამ პრობლემას გაუმკლავდეს  მატერიალური საშუალების გამოყენებით. ზოგიერთი კი ცდილობს ამ პრობლემასთან საბრძოლველად გამოიყენოს შეძლებული მეგობრები, პოლიტიკოსები და ეკონომიკური ფაქტორები. მრავალი ადამიანი კი დასახმარებლად მიმართავს აზიური წარმომავლობის რელიგიურ იდეოლოგიებს. მრავალი ფაქტორი მიუთითებს ადამიანთა დაუცველობაზე.


ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა? სოციალური ეთიკა მართლმადიდებელი თეოლოგიის ინტერესთა გზაგასაყარზე-ათანასიოს ვლეცისი

  

რეზიუმე

წინამდებარე სტატიაში მიუნხენში მცხოვრები პროფესორი, ათანასიოს ფლეცისი, რომელიც „International Journal of Orthodox Theology“-ის წევრი და კონსულტანტია, მართლმადიდებლური ეთიკის ძირითად ასპექტებს წარმოადგენს. ის ასევე ეკლესიის, სახელმწიფოსა და საზოგადო დამოკიდებულებათა ისტორიულ რეკონსტრუქციას გვთავაზობს და ხაზს უსვამს ორთოდოქსული სოციალური ეთიკის ესქატოლოგიურ მხარეს. დასკვნის სახით მკითხველი გაეცნობა ეკუმენური სოციალური ეთიკის მნიშვნელობას: „ ჩვენს სამყაროში მარტირიასა და დიაკონიაზე არსებულმა საერთო მონდომების დინამიკამ შეიძლება ერთობლივი ლიტურგიის აღნიშვნასა და მის აღსრულების დაჩქარებას შეასხას ფრთები. ამისათვის ეკლესიის სოციალური ეთიკის მხარემ შეიძლება დღევანდელობამდე გაუთვალისწინებელი, მრავალფეროვანი დინამიკა განავითაროს.

 


ქართულ-უკრაინული ავტოკეფალია:

პარალელები ასი წლის შემდეგ

 

 

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

 

  

წინამდებარე ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიის დეტალებში შესვლა, რამდენადაც ამ თემაზე გასული წლების განმავლობაში, საზოგადოებისთვის დიდწილად ხელმისაწვდომი, უამრავი ლიტერატურა შეიქმნა. გვსურს მკითხველს შევახსენოთ ზოგიერთი პარალელი, ასი წლის წინანდელ საქართველოს ისტორიასა და უკრაინის თანამედროვეობას შორის.

რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, დროსა და სივრცეში დაშორებულ ამ ორ ისტორიას ერთი ისეთი რეალობა აერთიანებს, რომელიც ევოლუციას არ ექვემდებარება არც დროში და არც სივრცეში -  საუბარი გვაქვს რუსულ ლოგიკაზე. დღემდე, ეს ლოგიკა, რუსულ რელიგიურ და სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და მისი გამოვლენის ყველა ფორმაში, ზუსტად ისეთი პრიმიტიული და ძალმომრეობითია, როგორიც იყო დაახლოებით ხუთასი წლის წინ, როდესაც, კირიონ მეორის სიტყვებით, „უსაქმური მჯღაბნელები“[i] ქმნიდნენ ნოვგოროდულ ლეგენდას თეთრი ბარტყულის შესახებ, რომელსაც ვერ გაუფრთხილდა რომი, რომელიც დაკარგა ახალმა რომმა და მთელმა ამ სიწმინდემ რუსეთში დაივანა.

დაახლოებით ასი წლის წინ, 1906 წელს მღვდელი კორნელი კეკელიძე წერდა: „ბოლო დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის თემა ღვარძლიანი განხილვის საგნად იქცა. საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტის აუცილებლობამ გამოიწვია მისი ყოველმხრივი სამეცნიერო შესწავლის მოთხოვნა, რისი წყალობითაც შეიქმნა მთელი ლიტერატურა ამ მიმართულებით“.[ii] 


ცოდვით დაცემა

 

რეზიუმეს წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით გავაკეთებ. ღმერთი ეუბნება ადამიანს: შეხედე ადამ, მე მოგეცი შენ შესანიშნავი სხეული, მაგრამ მე გაძლევ შენ ძალაუფლებას, რომ შექმნა რაღაც უკეთესი, შეიქმენი შენთვის შესანიშნავი სული, აი ეს არის ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს საკუთარი შრომით. ამიტომ, როდესაც ადამი იგზავნება ედემში, მას ეძლევა სამი მცნება, სამი და არა ერთი. პირველი მცნება: „დაამუშავე ედემის ბაღი“. ეს გახლავთ მცნება შრომის შესახებ, სამყაროს ფერიცვალების შესახებ. ნუ დაიჯერებთ ათეიზმის პროპაგანდის ზღაპრებს, როდესაც თქვენ გეუბნებიან, რომ ღმერთმა შრომით დასაჯა ადამიანი ცოდვით დაცემის  გამო, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ცოდვით დაცემამდე, ადამიანის მიმართ თქმული პირველი მცნება შრომას შეეხება.


 რეაქციები საბერძნეთის სინოდის დადგენილებაზე - ერთი ხელწერა?

 

ამა წლის 12 ოქტომბერს, ათენში, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ კანონიკურად სცნო მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალური სტატუსის მინიჭება [i]. ამ აღიარებამ კიდევ ერთხელ დააბრუნა საზოგადოების დღის წესრიგში უკრაინის ეკლესიის თემა.

ქართველ თეოლოგთა შორის გამოითქვა აზრი, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს შანსი, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით, შესაბამისად მოსკოვის საპატრიარქოს მარტო დატოვებით, გახდეს მართლმადიდებელთა ერთობის შემამტკიცებელი და საკუთარ საზოგადოებასაც დაუმტკიცოს რუსული გავლენებისაგან თავისუფლება[ii]. 


“მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახი” - მოსკოვური ეკლესიოლოგიის კრიზისი

 

მღვდელ-მონოზონი ლეონიდე ებრალიძე

 

მოსკოვის საპატრიარქომ ქ. მინსკში გამართულ 15 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება სრულად შეწყვიტოს ევქარისტიული კავშირი კონტანტინოპოლის დედა ეკლესიასთან[1]. ამასთანავე სინოდის სხდომის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა მსოფლიო საპატრიარქოსთან მიმართებაში კიდევ ერთხელ იხმარა ისეთი ტექნიკური ტერმინი, როგორიც არის “ერესი”[2].

 


დიაკონ ანდრეი კურაევის პასუხი მამა გიორგი მაქსიმოვს, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით

 

(ქვეყნდება მცირედი შემოკლებით)

 

  მადლობა მამა გიორგი მაქსიმოვს, მისი ვიდეორგოლის - „კონსტანტინოპოლი და კურაევი“ გამო, ვინაიდან მომცა საბაბი, რომ კვლავინდებურად განვმარტო ჩემი პოზიცია, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით.

   მოდით, აუჩქარებლად მოვუსმინოთ მამა გიორგის.[1]

1.      საუბარი, ავტოკეფალიის მინიჭებაზე კი არ მიდის, არამედ განხეთქილების ლეგალიზაციაზე“.

  ჯერ ერთი, უკანასკნელი ოთხასი წლის მანძილზე, კონსტანტინოპოლის (და მოსკოვის) მიერ, ყოველი ავტოკეფალიის გამოცხადება, პრაქტიკულად სქიზმების ლეგალიზაციას წარმოადგენდა, რომელნიც შედარებით ადრე წარმოიქმნენ. გამონაკლისს არც კონსტანტინოპოლის მიერ, თავად მოსკოვის ავტოკეფალიის გამოცხადების ფაქტი წარმოადგენს.  

   ისტორიაში არ იყო შემთხვევა, როდესაც ცენტრალური საეკლესიო ხელისუფლება კეთილი ნებით თმობდა უკვე მის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიას. ყოველთვის მხოლოდ იმ მიწებს თმობდნენ, რომლებიც აღარ იყო მათ განმგებლობაში. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფორს-მაჟორული სიტუაცია იქმნებოდა, მაშინ „კეთილ ნებას“ გამოხატავდნენ და „საჩუქრად გასცემდნენ“ იმას, რისი შენარჩუნებაც უკვე აღარ შეეძლოთ.


გიორგი გველესიანი

 

დაიბადა 1989 

წლის1  სექტემბერს.

2006 წელს დაამთავრა ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე საშუალო სკოლა

2006-2010 წწ. სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (ბაკალავრზე)

2010-2013 წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში (მაგისტრატურაზე).


უკურეაქცია მოსკოვს - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება

 

8 ნოემბერს ალექსანდრიის პატრიარქმა წირვისას დიპტიხში მოიხსენია კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე, რაც ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით ახალი ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას ნიშნავს. მოგვიანებით, ქადაგებისას კი თავად პატრიარქმა თეოდორემ აუწყა მრევლს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ[i].

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2018 წლის სექტემბრის ბოლოს ალექსანდრიის პატრიარქი იმყოფებოდა ოდესაში, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქიის მიწვევით, სადაც მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ეგზარქოს ონუფრეს [ii]. შესაბამისად საეკლესიო წრეებისათვის სავსებით მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის ეკლესიას აღიარება ალექსანდრიის საპატრიარქოს მხრიდან. 


გიორგი ხუბულური 

 

დაიბადა 1994 წლის 20 მაისს.

 

2000-2012 წლებში სწავლობდა თბილისის 214-ე საჯარო სკოლაში.

 

2012-2016 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

 

 

2018 წელს სწავლა  განაგრძო შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში (institut de'etudes superieures en theologie orthodoxe- შვეიცარია),


ცენტრის მილოცვა

 

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის წევრმა საბა კევლიშვილმა, ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაულტეტზე წარმატებით დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია.

ცენტრი ულოცავს საბას ამ მნიშვნელოვან მოვლენას, უსურვებს წინსვლასა და წარმატებას, როგორც პირად, ასევე საღვთისმეტყველო სფეროში.


 

ანასტასიოსი მთავარეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთისა

 

ქრისტეშობა 2019

შერიგება

 

ქრისტეშობა, დიდი დღესასწაული ღვთის სიტყვისა და ძის მოსვლისა ადამიანურ მოდგმასთან, ვდღესასწაულობთ მამა ღმერთის...


მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) მისასალმებელი სიტყვა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისადმი

 

ყოვლადუწმინდესო მეუფეო,

ამ განსაკუთრებულ და ისტორიულ საღამოს, "დასვლასა ოდენ მზისასა", როდესაც მართლმადიდებლური სამყარო ემზადება სამოთხიდან ადამის გამოდევნის გასახსენებლად, ჩვენ აქ ახალ იერუსალიმში, ანუ ჭეშმარიტ დედა ეკლესიაში, კონსტანტინოპოლში და კერძოდ ფანარში მყოფნი, განსაკუთრებულად განვიცდით თქვენი საპატრიარქო გულის სიხარულს, გულის რომელიც ზუსტად 80 წელია ფეთქავს, გულის, რომელმაც იცის მხოლოდ უყვარდეს და სამართალს სჯიდეს.


ქრისტეს ხორციელი არსასრული

 

 

შინაარსი

1-შესავალი

2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია

3-იესოს გვემა

4-ჯვარცმა

5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ

6-ჯვარცმულის საყრდენის – კადონის შესახებ

7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ

8-წარწერა ჯვარზე

9-ძმრის მიწოდება იესოსთვის

10-იესოსადმი , შუბის ძგერება

11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები

ა ) ასფიქსია; ბ)ტეტანუსი და სეფსისი; გ )თრომბოზი – თრომბოემბოლია;

12-იესო ქრისტეს სასამართლო პროცესი

13- გამოყენებული ლიტერატურა

 


 აღდგომის სახარება--‘’და აღვიდა ცაში...’’

(ნაწყვეტი) 

პროტოპრესვიტერი , პროფესორი გიორგი ფლოროვსკი

 

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

 

ბერძნულ აზროვნებას ყოველთვის ძალიან სძულდა ხორცი: ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში უბრალო ბერძენის მოქმედებები პლატონური ან ორფული[1] იდეების ძლიერ გავლენას განიცდიდა. საერთო აზრის მიხედვით, სხეული იყო ‘’საპყრობილის’’ მსგავსი რამ, რაშიც დაცემული სული დაპატიმრებული და შემოსაზღვრული იყო: ბერძნები უფრო მეტად წარმოისახავდნენ სრულ და საბოლოო განუკაცებლობას (disincarnation). მომავალ აღდგომაზე ქრისტიანულ რწმენას ბერძნული აზროვნების მხოლოდ შეეცბუნება და შეშინება შეეძლო. ეს უბრალოდ ნიშნავდა, რომ საპყრობილე მუდმივი იქნებოდა, რომ დაპატიმრება ხელახლა და მუდმივად განახლდებოდა: სხეულებრივი აღდგომის მოლოდინი უფრო მეტად ადგებოდა კელსუსის[2] მლიქვნელურ მოსაზრებას, რომელიც საერთო აზრის სახელით დასცინოდა ამ სწავლებას. მან ქრისტიანებს შეარქვა ‘’φιλοσωμάτων γένος’’, ‘’სხეულისმოყვარული კრებული (ap. Origen, Contra Celsum, V:14 and VII:36).


ქრისტეს სასამართლო პროცესი: იურიდიული ანალიზი

ავტორი: ხრისტოს დერმოსიანიდისი (მოსამართლე)

 

  ქრისტეს უდანაშაულობაში დარწმუნებულმა პილატემ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა, მაგრამ  იუდეველები ყვიროდნენ: „ჩუენ სჯული გუაქუს,და სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი,რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.“ ეს არის  ებრაელების დღევანდელი პოზიციაც. ისინი ირწმუნებიან, რომ ქრისტემ ნამდვილად დაარღვია მოსეს რჯული და სამართლიანად დაისაჯა სიკვდილით. მაგრამ შესაძლოა ...


ათენაგორა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი

 

1917 წლამედ შეერთებულ შტატებში მხოლოდ  რუსული იერარქია არსებობდა. მოგვიანებით, მართლმადიდებელ ემიგრანტთა ჯგუფებ საკუთარი საეპისკოპოსო იურისდიქციის მოსაპოვებლად მუშაობას იწყებენ. მათგან პირველად, 1918 წელს, ბერძნებმა შეძლეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს დაფუძნება, რაც ათენის ეპისკოპოს  მელეტიოს მეტაქსაკისის შრომის შედეგი გახლდათ.   

1930 წლის 30 აგვისტოს ათენაგორა სპირუ მსოფლიო პატრიარქ ფოტიოს II ის მიერ  საეპისკოპოსო კათედრაზე დადგინდა. ათენაგორა 1931 წლის თებერვლიდან 1948 წლის დეკემბრამდე ამერიკაში, მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსი გახლდათ. ის ნიუ-იორკში აღსაყრდდა, თავდაპირველი რეზიდენცია კი კუნძულ ისლანდიაზე, ასტორიის წმინდა  დიმიტრის სამრევლოში მდებარეობდა.


ორიგენეს კოსმოლოგია

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

ორიგენეს შემთხვევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ისიც ონტოლოგიურ და კოსმოლოგიურ ასპექტებს ერთმანეთში ურევდა. როგორც ბოლოტოვი[1] გარკვევით აღნიშნავს: ,,ძის შობასა და სამყაროს არსებობას შორის ლოგიკური კავშირი ორიგენეს შრომებში არ გაწყვეტილა“. [2] შეიძლება დამტკიცდეს კიდეც, რომ ორიგენეს აზროვნებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბმა მტკიცედ შეინიშნებოდა. ორიგენე, უპირველესად, კითხულობდა: ,,დასაშვებია კი, რომ ღმერთზე ვიფიქროთ და იგი შემოქმედად არ მოვიაზროთ“? ორიგენესთვის, მისი გულწრფელობიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა, რომ ღმერთი შემოქმედად არ მოგვეაზრებინა. საწინააღმდეგო ვარაუდი ღვთისგმობა გამოდის, რადგან შეუძლებელია, ღმერთი ოდესმე გახდეს ის, რაც ყოველთვის არ ყოფილა. ‘’პოტენცია’’ ღმერთის არსებაში უბრალოდ არ არსებობს და მასში არსებული ყველანაირი შესაძლებლობა არის კიდეც ჭეშმარიტი.


კითხვა-პასუხი კრეტის წმინდა და დიდი კრების შესახებ

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

 

წინამდებარე პუბლიკაციაში შემოგთავაზებთ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ კითხვა-პასუხს, რომელიც კრეტის 2016 წლის წმინდა და დიდ კრებას ეხება. თავად კითხვარი დაახლოებით 80 გვერდიანია, მოცულობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ მათგან ამოგვეღო ის ნაწილები (17 კითხვა-პასუხი), რომლებიც ქართველი მკითხველისათვის აქტუალური და საინტერესო იქნება. აქვე დავძენთ, რომ წიგნაკზე საავტორო უფლებები რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის და მისი ქართულენოვანი თარგმანი უნეტარეს დანიელთან შეთანხმებით განხორციელდა.

 

1.    როგორ  განისაზღვრება ეკლესია კრეტის კრების დოკუმენტებში? (1)

კრეტის კრების დოკუმენტების მიხედვით: ,,ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არის წმინდა სამების ხატისებრი ღმერთ-კაცობრივი თანაზიარება, წინასწარი მოლოდინი და გამოცდილება უკანასკნელი ჟამისა წმინდა ევქარისტიაში და გამოცხადება მომავალ საქმეთა დიდებისა, როგორც განგრძობადობა სულთმოფენობისა. იგი არის საწინასწარმეტყველო ხმა ამქვეყნად, რომელიც არ შეიძლება დადუმდეს, ღვთის სასუფევლის მყოფობა და მოწმობა მომავალისა ძალითა (შდრ. მარკ. 9.1). (წმინდა და დიდი კრების ენციკლიკა, I, 1).[1]

ამ დამოწმებით ჩვენ ნათლად ვიაზრებთ, რომ წმინდა და დიდი კრება ეკლესიის შინაარსსა და მისიას ხელახლა ადასტურებს მოციქულთა, წმინდა მამათა, შვიდ მსოფლიო კრებათა და მათ მსოფლიო ავტორიტეტის მქონე მართლმადიდებლური კრებების (879-880; 1341, 1351; 1368; 1484; 1638; 1642; 1691) სწავლებათა მიხედვით.


იოანე ოქროპირი, წერილები დიაკონისა ოლიმპიადას

                                                    წერილი მეშვიდე

. კაეშნის წყლულს მოგკვეთ და ზრახვებს განგიქარვებ, სევდის ღრუბელი რომ მოუვლენიათ შენზე. რა გიშფოთებს გონებას? ის, რომ ეკლესიაზე მოწეული ქარიშხალი მძვინვარე და ბნელია და ყოველივე დააბნელა, ვითარცა უმთვარო ღამე და ყოველდღიურად იზრდება, დანთქმას გვიპირებს და ქვეყნიერებას საზარელი მარცხის დღე უდგას? ეს მეც ვიცი და ამას ვერავინ ეწინააღმდეგება. თუ გსურს, აღგიწერ, რაც ხდება, რომ ტრაგედიის სურათი უკეთ წარმოგიდგინო. ყველგან მძვინვარე ზღვას ვხედავ, რომელიც  რომელიც  ქვემოთ, თავის უფსკრულებიკენ მიექაჩება წყალზე მოტივტივე თუ ჩაძრულ ზღვაოსანთ. ვხედავ ხომალდთა დამსხვრეულ ფიცრებს, დაფხრეწილ იალქნებს, ვხედავ ნაოსანთა ხელთაგან დაყრილ ნიჩბებს, ვხედავ კაპიტნებს, რომელნიც, იმის ნაცვლად, რომ შტურვალთან იდგნენ, მუხლებზე ხელებშემოჭდობილნი გემბანზე სხედან და ყოველივე იმის შემხედვარენი, რაც ხდება, უილაჯობისგან მოთქმით ჰგოდებენ. არც ცა ჩანს და არც _ მიწა, ყველგან წყვდიადს დაუსადგურებია, მრუმეს, უმთვაროსა და საზარელს, მახლობელ საგანთა გარჩევასაც რომ არ აცდის თვალს, ტალღების მძლავრი ხმაური და ზღვის მხეცნი  წამომართულან მგზავრთა წინაღმდეგ. 


ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა 

 

"დაინთქა სიკვდილი ძლევითა!" (ფს. 25.8) 

 

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 

 ქრისტე აღდგა!  


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სააღდგომო ეპისტოლე

 

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის მთელ სისავსეს, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი იესო ქრისტეს მიერ

 

ძმანო, და ქრისტესმიერსაყვარელნო შვილნო!

 

იესო ქრისტეს აღდგომა და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება ჩვენი რწმენის, მსახურების, კულტურისა და წეს-ჩვეულებების საფუძველია. მართლმადიდებელ მორწმუნეთა ცხოვრება მის ყველა გამოხატულებებსა და მაშტაბებში მთლიანადაა განმსჭვალული აღდგომის რწმენით და იგი ქრიტიანსთვის ყოველდღიურ აღდგომას წარმოადგენს. ამგვარი საპასექო გამოცდილება არ არის უბრალოდ უფლის აღდგომის  გახსენება, არამედ ჩვენი განახლებისა და ყოველივეს ესქატოლოგიური განსრულების ურყევ დამოწმებას წარმოადგენს.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლე

 

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

,,მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი განქარდა, მოდით და ნახეთ აკლდამა, სადაც დადგინდა ჩვენი აღდგომის წესი; ადგილი, რომელიც უხრწნელების დასაბამად იქცა და სიხარულით აღმოთქვით: ,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი; სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“.


 მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე- 2019

 

პროტოკოლის ნომერი 315

 

კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბარათლომეოსი.

 

 მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტესაგან.

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და ღვთისმოყვარე შვილნო:

ლოცვითა და მარხვით განვასრულეთ წმინდა და დიდი მარხვა, მივეახლეთ  ქრისტე ღმერთის მაცხოვნებელ ვნებასაც, დღეს კი მისი დიდებული აღდგომის სიხარულის მოზიარენი ვხდებით.


ინტერვიუ თომას იოანიდისთან

 

ათენის კაპოდისტრიასის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ბატონი თომას იოანიდისი სტუდენტების ერთ-ერთი საყვარელი პედაგოგია, რომელიც ლექციებს ახალი აღთქმის საგნებში კითხულობს. გარდა ფართო თეოლოგიური და ფილოლოგიური განათლებისა, მას მუდმივად აქვს კავშირი სხვა ევროპელ მკვლევარებთან, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც რეგენსბურგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და სადაც ძველი და ახალი აღთქმის შესავლისა  და ძველი ეკლესიის ისტორიის შესწავლით გახლდათ დაკავებული. ფლობს გერმანულს, ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურსა და ბულგარულ ენებს. გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, იგი წევრი გახლავთ რამდენიმე სამეცნიერო საზოგადეობისა. 2007 წელს, მას კასტორიის ეპარქიამ წმინდა დიდმოწამე და საკვირველთმოქმედი მინას სახელობის ჯილდო გადასცა. დღეს იგი ქართველი სტუდენტებისთვის ისაუბრებს უნივერსიტეტის ისტორიისა და მისი სამომავლო გეგმების, აგრეთვე, იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც თანამედროვე საღვთისმეტყველო მეცნიერება დგას:


მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სააღდგომო გზავნილი სამწყსოსადმი

 

/ფოთი - 28.04.2019./

 

 

 

ნათლობის ემბაზში შობილნო და ღვთიური მადლით ცხებულნო, ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო, გილოცავთ უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!


აბიდოსის ეპისკოპისი კირილე (კატერელოსი)

 

დაიბადა 1956 წელს ლამიაში (საბერძნეთი).

ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს, ფილოლოგიასა და თეოლოგიას.  

არის სტრასბურგის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის მაგისტრი, ასევე თესალონიკის (საბერძნეთი) და ფრაიბურგის (გერმანია) უნივესიტეტების დოქტორი.

პარალელურად მოღვაწეობს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორად.

დიაკვანად და მღვდლად ხელდასხმა ნიკოპოლის და პრევეზის მიტროპოლიტ მელეტიოსისაგან მიიღო. 

 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი საბერძნეთში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო

 

მის უნეტარესობას, იერონიმე II,

 

 

მთავარეპისკოპოსს ათენისა და სრულიად ელადისა

 

თქვენო უნეტარესობავ,

სრულიად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას საბერძნეთში, ათენის მიმდებარედ, გაჩენილი ხანძრის გამო, რომელმაც ათობით ადამიანის სიცცხლე შეიწირა და დიდი ზიანი მიაყენა როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ისე ქვეყანას.

 

თქვენთან ერთად ვლოცულობთ გარდაცვლილი სულების  საოხად და შევთხოვთ უფალს, დააცხროს ეს სტიქიური უბედურება და მოგმადლოთ მშვიდობა და წყალობა თვისი.

 

გამოვთქვამთ მედს, რომ საბერძნეთის მოსახლეობა, ღვთის შეწევნით, ღირსეულად გაუმკლავდება ამ დიდ განსაცდელს და ყველას აჩვენებთ მხნეობასა და სიმტკიცის მაგალითს.

 

ქრისტესმიერი სიყვარულით,

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

 

25.07.2018


ანტიოქიის ეკლესიის სინოდის განცხადება და მამა ანდრეი კურაევის კომენტარი 

 

მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული სიტუაციის განხილვის შემდეგ, სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ანტიოქიის ეკლესია დიდად სწუხს იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესიის გეოგრაფიულ ცვლილებებთან მივყავართ და თვლის, რომ ისტორიის მხოლოდ ერთი კუთხით განხილვა მართლმადიდებლურ ერთობას კი არ ემსახურება, არამედ პირიქით, სიძულვილს აღვივებს და ერთი ეკლესიის შვილების განყოფისკენ მიგვიძღვის. მათ (ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპოსებმა ი.შ.) განაჩინეს, რომ ანტიოქიის ეკლესია უკუაგდებს უკვე არსებული საპატრიარქოების, ან ავტოკეფალიური ეკლესიების კანონიკური საზღვრების ფარგლებში, ახალი ეკლესიის დამტკიცების პრინციპებს, როგორც კონფლიქტებზე გამომწვევ, ან მართლმადიდებელ სამყაროში Ipso Facto- საფრთხეს. ანტიოქიის ეკლესია, მისი მამების ბაგეებით ამტკიცებს, რომ ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც კონკრეტული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას ეხება, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა და კონსესუსის პრინციპების თანახმად უნდა ხდებოდეს, რაც ადრე ყველა ეკლესიის მოქმედებით მიიღწეოდა, ანუ დედაეკლესიასთან შეთანხმებით, ან ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების თანხმობით.


კონსტანტინოპოლის მსოფლიოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინება            

მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით,  2018 წლის 9 ოქტომბერს წმინდა სინოდის რეგულარული სესია გაიმართა,

1- 


 ამერიკის მთავარეპისკოპოსი დიმიტრიოსი საშობაო ეპისტოლე

 

25 დეკემბერი, 2018

 

,,და ჰრქჳან სახელი მისი...მთავარი მშვიდობისა’’  (ეს. 9,6)

 

ღრმად პატივცემულო იერარქებო, კეთილმსახურო მღვდლებო და დიაკვნებო, ბერ-მონაზვნებო, ბერძნული მართლმადიდებლური თემების ხელმძღვანელებო და წევრებო, დღის, შუადღისა და საეკლესიო სკოლებო, საქველმოქმედო გაერთიანებებო, ახალგაზრდებო, ბერძნულო ორგანიზაციებო და ამერიკის სრულიად მართლმადიდებლურო ოჯახო. 

 

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,

 


მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტი და აფხაზეთის რეაქცია უკრაინის ავტოკეფალიაზე 

 

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

 

უკრაინის საკითხზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა 2018 წლის აპრილის შემდეგ რამდენიმე ტურნე მოაწყო აღმოსავლეთის პატრიარქებთან. ბოლო პერიოდში, 15 ნოემბერს სტუმრობდა ალექსანდრიის ეკლესიას[i],  17 ნოემბერს ანტიოქიას,[ii] 19 ნოემბერს კვიპროსს[iii]. 29 ნოემბერს ანტიოქიის საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქომ გაუგზავნა ფულადი დახმარება, სირიის ომისას დანგრეული ტაძრების აღსადგენად[iv]. მოსკოვის საპატრიარქოს თანამშრომლები 7 ნოემბერს სტუმრობდნენ ბულგარეთის ეკლესიას[v], 15 ნოემბერს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას [vi], 23 ნოემბერს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას[vii]


ცენტრის განცხადება

 

თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სამეცნიერო საბჭომ სასწავლებლიდან თეოლოგიის დოქტორი, გოჩა ბარნოვი გაანთავისუფლა. სამეცნიერო საბჭოს განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ბატონი გოჩა ბარნოვის მიერ ბოლო დროს საკუთარ ფეისბუქ გვერდსა და მედია სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ვფიქრობთ, რომ საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით შეზღუდა ნებისმიერი ადამიანისთვის ფუნდამენტური, აზრის გამოხატვის თავისუფლება. გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო ცენტრი სრულ თანადგომას უცხადებს ბატონ გოჩა ბარნოვს


ზეცა არ არის ქრისტიანთა იმედი 

ნიკოლა თომას ვრაითი 

 

როდესაც ქრისტიანები საუბრობენ იმედზე, ხშირია გაურკვევლობა.

თუ თქვენ შეეკითხებით ჩვეულებრივ ქრისტიანებს, რა არის მათი იმედი, დიდი ალბათობით უმრავლესობა გიპასუხოებთ, რომ ეს იმედი არის ზეცაში, სამოთხეში წასვლა, ან იტყვიან, მკვდრეთით აღდგომა.

რა არის აღდგომა ან სად არის სამოთხე? რაზე ვსაუბრობთ? - ეს არის რწმენის საკითხი და შეგვიძლია გვწამდეს სამოთხეც და აღდგომაც, მაგრამ მაინც, ჩვენს იმედს რა კავშირი აქვს დედამიწასთან, ვიმეორებ დედამიწასთან, ღვთის შექმნილ სამყაროსთან, აქ და ახლა?

 

 


მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე- 2019

 

პროტოკოლის ნომერი 315

 

კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბარათლომეოსი.

 

 მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტესაგან.

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და ღვთისმოყვარე შვილნო:

ლოცვითა და მარხვით განვასრულეთ წმინდა და დიდი მარხვა, მივეახლეთ  ქრისტე ღმერთის მაცხოვნებელ ვნებასაც, დღეს კი მისი დიდებული აღდგომის სიხარულის მოზიარენი ვხდებით.


 

 23 ივნისი, 2019 წელი.

/ბრწყინვალე აღდგომის ფოთის საკათედრო ტაძარი/

 

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

პატიოსანო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, ძვირფასო სულიერნო შვილნო, დღეს ეკლესია აღასრულებს ხსენებას ღირსისა თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილისა), მღვდელმოწამისა ტომოთესი - პრუსიელი ეპისკოპოსისა, მოწამეთა ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა, ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა, ღირსი დედისა პანსემნისა და ბასიანესი - ლაოდიკიელ ეპისკოპოსისა; ჩვენ ლოცვით მივმართავთ მათ, რათა მეოხ გვეყონ წინაშე უფლისა, რათა გარდამოგვივლინოს ყოვლადმოწყალე ღმერთმან საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.


''ავტოკეფალიის საკითხი ჩვენთვის უკვე გადაწყვეტილია და ვაგრძელებთ სვლას''

 

ცოტა ხნის წინ ფანარში (მსოფლიო საპატრიარქო), მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა დასრულდა. არსებული ინფორმაციის თანახმად დიალოგი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და მას გალიის მიტროპოლიტი ემანუელი და ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი ესწრებოდნენ. Romfea.gr სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოსკოვის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს სამეცნიერო კომისიის შექმნა ურჩია, რომელიც უკრანის ავტოკეფალიის შესახებ არსებულ დოკუმენტებსა და ტექსტებს გამოიკვლევს.


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე 

 

†ბართლომეოსი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი

 

ეკლესიის მთელ სისავსეს მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტეს მიერ,

 

წმიდა და ღვთისმოყვარე ძმანო უფლის მიერ საყვარელო შვილნო, ვადიდებთ ყოვლადწმინდა და ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომ ღირსნი გავხდით წელსაც შევეგებოთ ქრისტეშობის ამ ბრწყინვალე დღეს, ღმერთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის განკაცების დღესასწაულს „ჩვენთვის კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის“.


ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის - იერონიმეს

საშობაო ეპისტოლე

 

უფლის მიერ საყვარელო ჩემო ძმებო და სულიერო შვილებო: „ღმერთი ხორცით გამოჩნდა“ და ყრმა ახალი იშვა ჩვენთვის.

    ქრისტეს შობის დღესასწაული, სამყაროში ღმერთის ხორცით გამოჩენის დღესასწაულია.


პატრიარქის 2019 წლის საშობაო ეპისტოლე 

 

"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: 


მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის საკვირაო ქადაგება ბრწყინვალე აღდგომის ფოთის საკათედრო ტაძარი

13 იანვარი, 2019 წელი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთნ არს ღმერთი! დღეს ქრისტეს შობის შემდგომი დღესასწაულია! გილოცავთ ამ დიდებულ მოვლენას! დღევანდელი სიხარულის განცდას აძლიერებს წმიდა ზიარების საიდუმლო და მასში ჩვენი მონაწილეობა. ამ დროს ზეცაშიც და ადამიანის გულშიც, დიდი სულიერი სიხარული სუფევს. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში; მე გირჩევდით, რომ ხშირად მივიღოთ მონაწილეობა ევქარისტიის საიდუმლოში; ნუ გადავდებთ ამ საქმეს სამომავლოდ. ...და საერთოდ, როგორც კი კარგი აზრი დაგებადებათ გონებაში, ეცადეთ, უმალ შეუდგეთ მის განხორციელებას, არ გადადოთ სამომავლოდ, ხოლო ის სურვილები, რაც გულში იბადება წყენისა თუ მრისხანების, მოწყინებისა თუ დეპრესიის ჟამს, ნუ იჩქარებთ მის სისრულეში მოყვანას, მისი გადადება უმჯობესია; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ისეთი რამ მოიმოქმედოთ, რაც შემდეგ სანანებლად გექცევათ, ან საერთოდაც ტრაგიკული შეიძლება აღმოჩნდეს.


მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის

საკვირაო ქადაგება განრღვეულის კვირიაკეს

 

19 მაისი, 2019 წელი.

ფოთის საკათედრო ტაძარი 

 

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა,

ქრისტე აღდგა!

ჩვენთნ არს ღმერთი!

ბრწყინვალე აღდგომის მადლი შეგეწიოთ თქვენ,სრულიად საქართველოს და მთელ სამყაროს!

იესო ქრისტეს ქვეყნად მოვლინებით, მისი ჯვარცმითა და ბრწყინვალე აღდგომით, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაში დაიწყო ახალი ერა; ეს ურთიერთობა იმდენად უშუალოა, რომ მას (ღმერთს), ვითარცა შემწეს და მაცხოვნებელს, გულის კარს ვუღებთ და ჩვენს შინაგან სამყაროში ვეპატიჟებით! მას ჩვენ მივმართავთ შენობით, რაც მიუთითებს ღმერთსა და ჩვენს შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებულ ხარისხზე; ის პირადად შენია, ის ჩემიც არის, ის ჩვენია! შენი ურთიერთობა ძალიან ორიგინალურია, და პიროვნული, შენი -  მასთან და მისი - შენთან.


სულიწმინდის მაცხოვნებელი და მაკურთხეველი მოქმედება, ღვთისმსახურებასა და საიდუმლოებებში

 

 

თარგმნა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

 

 

მორწმუნე ადამიანისათვის, დამოუკიდებლად მისი რელიგიური შეგნებისა და წარმოდგენებისა, არსებითია ლოცვა, რომელშიც ის, მიწიერი ყოფის საზღვრებს მიღმა,  სულიერად მაღლდება მის მიმართ, ვისაც  ატარებს გულით და  უწოდებს ღმერთს. ამიტომ, ყველა რელიგიისთვის არის დამახასიათებელი ღვთისმსახურება, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ზეცად მიმართული გონებითა და სუფთა გულით გაერთიანებული სიმრავლის სოლიდური მიმართვა ღვთისადმი. ეს ყოველივე, შეიძლება ითქვას როგორც მონოთეისტურ, ასევე პოლითეისტურ რელიგიებზე, მაგრამ საკმარისი არა არის ქრისტიანული ღვთისმსახურების დასახასიათებლად.

ქრისტიანული ღვთისმსახურება არ წარმოადგენს მხოლოდ ამაღლებული გონებითა და გულით გაერთიანებული ხალხის მიმართვას ღვთისადმი, რადგან,ამასთან ერთად, ის არის ქრისტიანის მადლისმიერი კურთხევის აქტიც, რომელიც დაიწყო ეკლესიის დაარსებიდან და გრძელდება დღემდე. 


ქრისტეს ხორციელი არსასრული

 

 

შინაარსი

1-შესავალი

2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია

3-იესოს გვემა

4-ჯვარცმა

5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ

6-ჯვარცმულის საყრდენის – კადონის შესახებ

7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ

8-წარწერა ჯვარზე

9-ძმრის მიწოდება იესოსთვის

10-იესოსადმი , შუბის ძგერება

11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები

ა ) ასფიქსია; ბ)ტეტანუსი და სეფსისი; გ )თრომბოზი – თრომბოემბოლია;

12-იესო ქრისტეს სასამართლო პროცესი

13- გამოყენებული ლიტერატურა

 


 

მიტროპოლიტ გრიგოლის

საკვირაო ქადაგება  (24.06.2018.)  

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმრთის მადლი, წყალობა, კურთხევა არ მოგკლებოდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს, მთელს მსოფლიოს, რადგან ღმერთის გარეშე სამყაროს სულიერი გამყინვარება მოიცავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც კი, როდესაც სულიწმიდა აღავსებს და ათბობს სამყაროს, ადამიანთა საზოგადოებას, როგორ დაუმძიმდება ხოლმე ადამიანს ცხოვრება; ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფალთან ვიყოთ და უფალი ჩვენთან იყოს. ადამიანის აზროვნებას განსხვავებული სიღრმეები აქვს; არ შეიძლება ჩვენ მაინცდამაინც მატერიალიზება მოვახდინოთ ჩვენი რწმენისა, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ უფალთან ჩვენი სიახლოვის ხარისხი. როდესაც ვამბობთ, რომ „უფალთან ახლოს ვართ“, ან „უფალთან შორს ვართ“, ეს არ ნიშნავს ფიზიკურ განზომილებაში ახლოს და შორს ყოფნას. ადამიანი შეიძლება ღვთის ტაძარშიც იყოს, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე წმიდა ხატებს ეამბორებოდეს და ამავდროულად ღმერთისგან შორს იყოს. ღმერთი სულია და სულს სულით უნდა გრძნობდე. სამარიტელ დედაკაცთან საუბარში სწორედ ამას აღნიშნავს იესო ქრისტე: ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (ინ. 4,24).


ქადაგება წმინდათა თავთა მოციქულთა, პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერნო შვილნო! გილოცავთ წმიდათა თავთა მოციქულთა, პეტრეს და პავლეს დღესასწაულს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ცხოვრებას და მოღვაწეობას ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთა, რომელნიც, თითოეული, თავის მხრივ, გამორჩეული ნიშან-თვისების მატარებელია და უდაოდ ბევრი შეიძლება ითქვას იმის შესახებ, თუ როგორი თავდადებული, მდიდარი სულიერი ღვაწლით და მოწამეობით დატვირთული ცხოვრება განვლეს მათ, მაგრამ არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ღრმად გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს და რას გვაძლევს დღევანდელობაში მათი გახსენება, რა იმპულსები უნდა მივიღოთ ამ წმიდა მოღვაწეთაგან.


 

მიტროპოლიტ გრიგოლის ქადაგება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მოსახსენებელ პანაშვიდზე

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

პატიოსანო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო  და დანო ჩვენნო!

ქალაქ ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელნო.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ მძიმე და ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განვითარდა საქართველოში. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, მაგრამ  მიღებული ჭრილობები ჯერ არ მოშუშებულა და ტკივილი არ განელებულა. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მოსახსენებლად  და უფალს ვავედრებთ მათ უკვდავ სულებს, რომელნიც ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებს ეწირებოდნენ სხვადასხვა დროს.

 


08-04.08.2018

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

 

 

პატიოსანო მამანო, ჩვენო ძვირფასო სამწყსოვ! დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. ჩვენი ეპარქიისთვის, უშუალოდ ამ ტაძრისთვის, საგანგებოდ დაიწერა ბრწყინვალე აღდგომის ხატი; მოგეხსენებათ, ეს ტაძარი იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელზეა ნაკურთხი და ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არის ყველა დღესასწაულზე აღმატებული მოვლენა, 


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება ფერისცვალების საზეიმო მსახურებაზე

 

(ფოთის საკათედრო ტაძარი, 19 აგვისტო, 2018 წელი)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

 

ჩვენთან არს ღმერთი! პატიოსანო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერნო შვილნო, გილოცავთ დღესასწაულს! დღეს ჩვენ ვიხსენებთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამსოფლიური მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც მრავლის მეტყველია; ეს არის ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი;

 

 


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სიტყვა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

 

ფოთის საკათედრო ტაძარი. 2018 წელი, 25 თებერვალი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს კეთილდღეობისათვის, ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, საუკუნეთა განმავლობაში შრომობდა, იბრძოდა და თავისი სიცოცხლის მთავარ ვალდებულებად თვლიდა ერის სამსახურს. ღმერთმა საუკუნო ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები!

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 1921 წლის 25 თებერვალს და იმ მოვლენებს, რომლებიც მას წინ უძღოდა. 1921 წელს, დღეის სწორს, საქართველოს თავზე წითელი დროშა აფრიალდა. აქედან მოყოლებული, ეს დღე ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა საბჭოთა საქართველოში და მას გასაბჭოების დღე ეწოდებოდა. ასე გრძელდებოდა 80-იანი წლების მიწურულამდე, ვიდრე დაიწყებოდა იმის გაცნობიერება, თუ რაოდენი ტრაგიზმით არის აღსავსე მდგომარეობა იმ ქვეყნისა, სადაც მისი მკვიდრნი დღესასწაულობენ საკუთარი ეროვნული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასრულებას.


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის

სიტყვა მრევლისადმი

 

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

პატიოსანნო მამანო, ძვირფასო სულიერნო შვილნო, შეგეწიოთ კვირის მადლი.

დიდმარხვის მესამე კვირაა დღეს და ყველა მოქმედ ტაძარში დაბრძანებულია პატიოსანი ჯვარი; იგი ყვავილებით არის შემკული და მის მიმართ აღესრულება საყოველთაო თაყვანისცემა. ამით ეკლესია ყველას, ვინც მარხვის ღვაწლშია და არა მხოლოდ მათ, გვახსენებს ჯვრის გამომხსნელობითი მნიშვნელობის შესახებ, რათა გავძლიერდეთ და განვმტკიცდეთ არჩეული გზისადმი ერთგულებაში. ჯვარი ხომ ცოდვათაგან კაცთა მოდგმის გამოხსნის, სიმდაბლის, გადარჩენისა და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. ჯვარი მიგვანიშნებს იმ გზაზე, რომელიც წუთისოფელში განვლო ჩვენთვის განკაცებულმა იესომ. იგი ხომ ყოველთა ქრისტიანეთა წინამძღვარია; შესაბამისად, ჩვენი მოძღვარია. ჰოდა, რაგინდ მოუძლურდე, თუნდაც ჩაიმუხლო ან წაიქცე კიდეც, მიაპყარი შენი მზერა, ფიზიკური და სულიერი, ჯვარზე ამაღლებულ მაცხოვარს და წაქცეულს - წამოდგომის ძალა მოგეცემა, სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფი - იმედით აღივსები, უსამართლოდ დევნილი -გამხნევდები, დაღლილ-დაქანცულს - ახალი სუნთქვა გაგეხსნება. მართალია თითოეულ ადამიანს თავისი გოლგოთა აქვს გასავლელი და აქ გვერდის ასაქცევი გზები არ არსებობს, მაგრამ არ შეგაშინოს გზის სიძნელემ. გახსოვდეს: „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარკ. 9,23). ჭეშმარიტ მორწმუნეებს განსაკუთრებით გამოარჩევს ჩვენი დიდი მეუფისა და მაცხოვრის - იესო ქრისტეს გზისადმი ერთგულება. დღეს, გამორჩეული სიმძაფრით ჩაგვესმის ჩვენი მოძღვრის, იესო ქრისტეს სიტყვები: „თუ ვინმეს სურს, რომ მე მომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე“ (მკ. 8,34.). დღეს ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა არათუ ფიქრის, არამედ მოქმედების დროა. განვაგდოთ უიმედობა, მოწყენილობა, შიში და იმედით შევხედოთ ხვალინდელ დღეს; გავძლიერდეთ სულიერად, რწმენით შევხედოთ ჯვარცმულ იესოს და „გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს“ (1 პტ. 4,13.), გიხაროდეთ, რადგან „თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი“ (ლკ. 10,20).


Πασχάλιο μήνυμα του μητρολίτου Πότι Γρηγορίου προς το ποίμνιο της επαρχίας του

 

Αγαπητοί ἐν Χριστώ αδερφοί, και δια της χάριτος του Αγίου Πνεύματος αναγεννηθέν ποίμνιο, Χριστός Ἀνέστη. Ας πλημμυρίσουν οι καρδίες και ο νούς σας με την  χαρά  που προσφέρει η βίωση  του γεγονότος αυτού, για να αισθανθήτε τον πλούτο της αγαθωσύνης, την οποία προσφέρει η σημερινή ημέρα. 

Χριστός εγήγερται εκ νεκρών, απαρχή των κεκοιμημένων εγένετο!

Πέρασαν οι μέρες της Σαρακοστής, κατά την οποία η Εκκλησία μας προετοίμαζε για την μεγάλη αυτή ημέρα. Ήρθε η ώρα της αγαλλίασης και της ευφροσύνης. Αγαλλιάσθε άπαντες εν Κυρίω. Μην σας καταλάβουν οι αμφιβολίες, μην φοβηθείτε, φιλάνθρωπος είναι ο Κύριός μας. Μην θλίβεστε: 

 


მაღალყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლის მიერ ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე წარმოთქმული სიტყვა

 

(1) განვლილი 27 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, არაერთ განსაცდელთან მოუწია შერკინება ქართულ სახელმწიფოს. დრომ დაგვანახა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად მთელი რიგი პოლიტიკური და სოციალური რყევებისა, ეკლესია იყო ერთადერთი (შედარებით) მყარი ინსტიტუცია და ასეთად რჩება დღემდე. შესაბამისად, მისკენ არის მიპყრობილი ხალხის (და არამარტო მრევლის) მოლოდინით და იმედით აღსავსე მზერა.


 

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება

ყოველთა წმიდათა კვირიაკეს

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,

ჩვენთან არს ღმერთი!

პატიოსანო მამანო, ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო!

კვირის მადლი შეგეწიოთ, ბრწყინვალე აღგდომის მადლი, რამეთუ სწორედ ბრწყინვალე აღდგომამ აღავსო განსაკუთრებული შინაარსით ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კაცობრიობის ცხოვრება; რადგან ბრწყინვალე აღდგომამ ჩაუსახა ადამიანებს საოცარი რწმენა და იმედი მომავალი აღდგომისა.

წუთისოფელი, რაოდენ კარგადაც არ უნდა მოაწყო ადამიანმა, არ არის მაინც სრულყოფილი. აქ ერთმანეთშია გადაჯაჭვული ტკივილი და სიხარული, ბედნიერება და უბედურება; კაცს რომ ჰგონია, აი, ახლა მიაღწია ბედნიერებას, საოცარი მოულოდნელობების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ აქ ხედავს და ხვდება, თუ რა მძიმე მდგომარეობა ელოდება წინ. 

 


ცენტრის მილოცვა

 

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს რომის აღმოსავლეთმცოდნეობის პონტიფიკალურ ინსტიტუტის მაგისტრს, ამავე სასწავლებლის დოქტორანტ ლეონიდე ებრალიძეს მღვდლად ხელდასხმას, უსურვებს სამომავლო წინსვლასა და წარმატებას საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

 

აქსიოს!


ბექა ჭიჭინაძე

 

დაიბადა 1997 წელს, ქალაქი სენაკში.

2016 წელს დაასრულა სოფელ ნოსირის საშუალო სკოლა.

 

2016-2020 წლებში სწავლობდა სოხუმის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.

2021 - წელს მოიპოვა ,,კულტურული თანამშრომლობის კომიტეტის" სტიპენდია პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში, სადაც სწავლას განაგრძობს სამაგისტრო პროგრამაზე (ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტზე). 


ცენტრის მილოცვა

 

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის წევრმა ვლადიმერ წითლიძემ ბოსეს ეკუმენურ ინსტიტუტში (შვეიცარია, ჟენევის უნივერსიტეტი, პროტესტანტული თეოლოგიის ფაკულტეტი, ბოსეს ეკუმენური ინსტიტუტი, Ecumenical Institute at Château de Bossey, Switzerland)  წარმატებით დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე- ,,მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების წვლილი ეუმენურ ეკო-თეოლოგიაში."

 


დროა შევზღუდოთ ფუნდამეტალიზმის სასიკვდილო ვირუსი

 

არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი

 

დღეს, COVID-19_თან ერთად მართლმადიდებელ ეკლესიას ფუნდამენტალიზმის პანდემისაც ებრძვის. ეკლესიისთვის ფუნდამენტალიზმი პოპულიზმის ნაირსახეობაა. იგი ეფუძნება პოსტ-სიმართლესა (post-truth) და შეთქმულების თეორიებს. ამავე დროს თავს წარმოაჩენს პიეტისტურად, სინამდვილეში კი სეკულარული მოვლენაა. ფუნდამენტალიზმის აღსანიშნავად გამოვიყენებდი დიტრიხ ბონჰოფერის მიერ შემოღებულ ტერმინს: „იაფი მადლი“. ფუდამენტალიზმი, იაფი სულიერება და ნამდვილი საეკლესიო მყოფობის იაფი ჩანაცვლებაა.  


მსოფლიო საპატრიარქო არავის არ ემუქრება და არც ვინმეს მუქარას იღებს!’’

 

მოსკოვის პატრიარქი კირილე ფანარიდან გაემგზავრა, როგორც ჩანს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი გადაწყვეტილია. როგორც კი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით დიალოგი დასრულდა,  მოსკოვის პატრიარქი კირილე და მისი დელეგაცია მსოფლიო საპატრიარქოდან გაემგზავრა. მოსკოვის პატრიარქი ისე წავიდა ფანარიდან, რომ მასმედიასთან მცირე განცხადებაც კი არ გაუკეთებია. რუსეთის პატრიარქი ცარიელი ხელებით წავიდა. ერთადერთი, რისი წაღებაც შეძლო, არის უწყება იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს.


რუმინეთის ეკლესიამ 2018 წელს ქველმოქმედებისთვის 27 მილიონი დოლარი გაიღო

 

2019 წლის 19 თებერვალს, ბუქარესტში, რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდზე არაერთ საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის ეკლესიის მიერ 2018 წელს გაწეული ქველმოქმედების შესახებ დ შეაჯამეს მიღწეული შედეგები. როგორც გაირკვა, 2018 წელს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სხვადასხვა სახის საქმველმოქმედო საქმიანობისთვის 27 


“უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენი”(ინ.14:15)

 

რთულია სიტყვების მოძებნა როდესაც მსოფლიოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით 537017 დაინფიცერებული ყავს, საქმე კი სულაც არ ეხება მაგალითად ისეთ კატასტროფას როგორიც ბირთვული ომია, ყველაფერი, უჯრედზე მცირე ზომის ცოცხალი ორგანიზმის, ახალი “COVID-19” ვირუსის შედეგია, სამწუხაროდ ვითარება ძალიან რთულია, და ამ სირთულის ფონზე, რასაც დღეს ვირუსის გავრცელება ქვია, ჩნდება უამრავი იდეა, ვერსია ან ვარაუდი, რომელიც ეხმარება ან ხელს უშლის ქრისტიანს ამ სულიერ და ხორციელ კრიზისს გაუმკლავდეს.