ეკლესიის საზღვრების შესახებ

 

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

 

არც თუ ისე ადვილია ზუსტი და მტკიცე განსაზღვრება მოვუძებნო განდგომილებას, ანუ სქიზმას (მკვეთრად ვასხვავებ ღვთისმეტყველურ განსაზღვრებას ჩვეულებრივი `კანონიკური აღწერისაგან”). საეკლესიო განხეთქილება ყოველთვის წინააღმდეგობრივი და არაბუნებრივია. ის პარდოქსი და გამოცანაა, რადგან ეკლესია თავად არის ერთობა. მთელი მისი ყოფიერება ამ მთლიანობასა და ერთიანობაში მიედინება, `რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ, ყოველთა, ერთისა მიმართ გუამისა ნათელვიღეთ (I კორ. 1:12-13). ამ მთლიანობის პირველსახე სამების ერთარსებაა, ხოლო საზომი კათოლიკეობა[1]. ასეთ დროს კერძო პირთა გონებრივი დახშულობა სუსტდება, თითქმის დაიძლევა კიდეც და მორწმუნეთა სრულ თანამოაზრეობასა და ერთსულოვნებაში გადაიზრდება: `ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთი (საქმ. 4:32).

განდგომილება კი, პირიქით, არის განმარტოება, განკერძოებულობა, დანაკარგი და საყოველთაოობის უარყოფა. განდგომილების სული სრულიად ეწინააღმდეგება ეკლესიურობას... საკითხი საეკლესიო გაყოფისა და განდგომილების ბუნებაზე, მის არსზე, მთელი სიმძაფრით დადგა ჯერ კიდევ III საუკუნეში, ნათლისღების თაობაზე ცნობილი დავების დროს. მაშინ წმ. კვიპრიანე კართაგანელმა გაბედულად და თანამიმდევრულად ჩამოაყალიბა შეხედულება ყოველგვარი განდგომილების, მადლის გარეშე დარჩენის შესახებ. მთელი მისი მსჯელობა და ლოგიკა ეყრდნობა იმ რწმენას, რომ საიდუმლოთა აღსრულების უფლება მიკუთვნებული აქვს მხოლოდ ეკლესიას, რომ ისინი მორწმუნეთა ერთად ყოფნის შემთხვევაში ეკლესიაში სრულდება და ყოველთვის ასე უნდა იყოს. ამიტომ ერთობისა და საყოველთაოობის წესებში ყოველგვარ დარღვევას მაშინვე მოჰყვებოდა ხოლმე ყველა საზღვრის უეცარი მოშლა და, საბოლოოდ, `გარეთ გასვლა.


მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი

 

ბიოგრაფია

   მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (ბერძნ. Ιωάννης Ζηζιούλας) დაიბადა 1931 წლის 10 იანვარს კოზანში (Κοζάνης; საბერძნეთი). 1950 წელს სწავლობდა თესალონიკისა და ათენის უნივერსიტეტებში (საბერძნეთი), 1955 წელს კი ბოსეს ინსტიტუტში (შვეიცარია, Bossey Ecumenical Institute ). 1960-1964 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე მამა გიორგი ფლოროვსკის ხელმძღვანელობით ამავდროულად საქმიანობდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკური კვლევების ცენტრში (Dumbarton Oaks Research Library and Collection is an institute in Washington). იოანე ზიზიულასს ათენის უნივერსიტეტმა 1965 წელს მიანიჭა დოქტორის ხარისხი, ამავე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ეკლესიის ისტორიის ასისტენტ პროფესორად მომდევნო 6 წლის მანძილზე. 1970-1973 წლებში იყო ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, შემდეგ გადავიდა გლაზგოს უნივერსიტეტში და 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სისტემურ თეოლოგიას ლონდონის კინგსის კოლეჯში ( King's College London). 1986 წელს აირჩიეს პერგამოს ტიტულარულ მიტროპოლიტად, ამავდროულად იწყებს მუშაობას თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე დოგმატიკის პროფესორად.

 

ღვთისმეტყველება

  მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის თეოლოგიური შრომები ფოკუსირებულია ეკლესიოლოგიასა და საღვთისმეტყველო ონტოლოგიაზე, ისინი შესამჩნევად განიცდიან რუსი ემიგრირებული თეოლოგების გავლენას (ნიკოლაი აფანასიევი, ვლადიმერ ლოსკი, გიორგი ფლოროვსკი)


,,მამებთან დაბრუნების’’ სირთულე

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

        

მეოცე საუკუნეში აშკარად გამოცოცხლდა ქრისტიანული თეოლოგიის სამი მიმართულება- კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული, რაც უკან, ქრისტიანულ წყაროებაზე მიბრუნებასა და ახალი აღთქმის წერილთან უშუალო  კავშირში გამოიხატა.

            რომის კათოლიკეებისათვის ახალი აღთქმის ავტორიტეტულ წყაროებზე მიბრუნების მიზანი 1930-1960 წწ. თვალნათლივ შეინიშნებოდა ბელგიელ, ფრანგ და გერმანელ თეოლოგებში, განსაკუთრებული გავლენა იგრძნობოდა ფრანგ დომინიკანელებსა და იეზუიტებს შორის La Saulchor (პარიზი) და Lyon Fourviere. მოძრაობის გამოცხადება იყო მძლავრი მოწოდება ლიტურგიკული და ბიბლეისტიკური განახლებისთვის და კათოლიციზმში[1] პატრისტიკული ,,გაახალგზარდავებისთვის.’’


პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

(17.02.1926-22.07.1992)

 

მამა იოანე მეიენდორფი დაიბადა 1926 წლის 17 თებერვალს  ქალაქ ნეილიში (საფრანგეთი), რუსი ემიგრანების ოჯახში. მამა გიორგი ფლოროვსკისთან ერთად სწავლობდა პარიზში წმინდა სერგის სახელობის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში და სორბორნის უნივერსიტეტში.

1950 წელს ცოლად შეირთო მარიე მოიავსკი, ვისგანაც შეეძინა ოთხი შვილი. იოანე მეიენდორფმა გაიარა ერთწლიანი სამხედრო სამსახური და 1958 წელს სორბორნის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია წმინდა გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო შეხედულებების შესახებ. მღვდლად კურთხევის შემდეგ იმავე წელს- მამა იოანე მიიწვიეს ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სასულიერო აკადემიაში ეკლესიის ისტორიის და პატროლოგიის პედაგოგად. ასევე ის ასწავლიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰარვარდის, კოლუმბიის, ფორდამის უნივერსიტეტებში. 1977 წელს მამა იოანე არჩეული იქნა ბრიტანეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ის იყო ნოტრ-დამის (ინდიანა, აშშ) უნივერსტეტის, ნიუ-იორკის საეპისკოპოსო ეკლესიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის და სანკტ-პეტერბურგის მართლმადიდებლური სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორი.


ეკლესია და ესქატა

 

ავტორი-  იოანე ზიზიულასი (პერგამოს მიტროპოლიტი)

 

            რა არის ეკლესია?  დღეს, ესაა მთავარი შეკითხვა თეოლოგიაში. ამ თემატიკის ყველაზე მარგინალურ განზომილებად ამ დრომდე ეკლესიის ესქატოლოგირი ბუნება რჩება. მოდერნის ეპოქის შემდეგ განსაკუთრებით დასავლეთში, მაგრამ ასევე „ჩვენს აღმოსავლეთშიც“ ანუ მართლმადიდებლობის ფარგლებში, არსებობს ძლიერი ტენდენცია რომ ეკლესია გახდეს ისტორიის ინსტრუმენტი ან მისი გაგრძელება. ამ ტენდენციას „სეკულარიზაციას“ უწოდებენ. მაშ,  საჭიროა ეკლესიისთვის იმის შეხსენება, რომ იგი თავის ჭეშმარიტ არსს ვერ მიიღებს მის ისტორიულ სიმდიდრესა და დიდებაში, ვერც მის სიტყვებსა და მოქმედებებში, არამედ მხოლოდ მომავალში, სამყაროს ისეთ ხედვაში როგორიც ის იქნება ისტორიის დასასრულს, და არა ისეთში როგორც ის იყო ან არის. ეს არ ნიშნავს  ისტორიაზე უარის თქმას, წარსულზე ან იმ აწმყოზე რომელშიც ვცხოვრობთ. უმთავრესად ეს იმ კრიტერიუმს შეეხება, რომლითაც ეკლესია იკავებს პოზიციას წარსულისა და აწმყოს, ანუ ისტორიისა და მსოფლიოს წინაშე.

 


ანასტასიოსი- ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი

 

ანასტასიოს იანულატოსი (ბერძნ. Αναστάσιος Γιαννουλάτος) დაიბადა 1924 წლის 4 ნოემბერს პირეაში (საბერძნეთი Πειραιάς)  

 

განათლება

         სკოლის დასრულების შემდეგ 1947 წელს ჩააბარა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის ბაკალავრიატიც დაამთავრა 1952 წელს. რის შემდეგაც სწავლა გერმანიაში გააგრძელა, ჰამბურგისა და მარბურგის უნივერსიტეტებში რელიგიადმცოდნეობის, ეთნოოლოგიის, აფრიკანოლოგიისა და მისიოლოგიის განხრით, ხოლო  როგორც მკვლევარი მუშაობდა  Makerere University College-ში (კამბალა, უგანდა). 1970 წელს  სადოქტორო ხარისხი დაიცვა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე თემით-,,Summa cum laude.’’ 1952-1954 წწ. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ანასტასიოსი სხვადასხვა რელიგიებს სწავლობდა იქ, სადაც ისინი განვითარდნენ, შესაბამისად იმყოფებოდა ინდოეთში, ტაილანში, შრი ლანკაში, კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, კენიაში, უგანდაში, ტანზანიაში, ნიგერიაში, ბრაზილიაში, კარიბის ზღვისპირეთში, ლიბანში, სირიასა და ეგვიპტეში, რათა შეესწავლა- ინდუიზმი, ბუდიზმი, დაოიზმი, კონფუციონიზმი, აფრიკული რელიგიები და ისლამი.

            მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი ფლობს: ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ,  იტალიურ, ესპანურ, ალბანურ, ლათინურ, ახალ და ძველი ბერძნულ, რუსულ და სუაჰილურ (აღმოსავლეთ აფრიკის საერთაშორისო ენა, ბანტუს ჯგუფის) ენებს.

 


რატომ არის თეოლოგია მთელ მსოფლიოში მეცნიერება, ხოლო რუსეთში - არა

 

რუსეთში  „თეოლოგია,“  როგორც სამეცნიერო სპეციალობა, ყველა სხვა ქვეყნებზე გვიან გამოჩნდა (2015 წელს), ხოლო თეოლოგიაში საკანდიდატო დისერტაციის პირველი დაცვა მხოლოდ 2017 წლის 1 ივნისს შესრულდა. იმის შესახებ, თუ რატომ ექვემდებარება რუსეთში სამეცნიერო თეოლოგია კრიტიკას და ეს კრიტიკა ხშირად რატომ  გახლავთ უჩვეულო, „პრავმირს“ ესაუბრა არქიმანდრიტი კირილე (ჰოვორუნი) - ღვთისმეტყველების კანდიდატი, ფილოსოფიის დოქტორი, სტოკჰოლმის თეოლოგიური სკოლის მასწავლებელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაკი.

 

რატომ არის თეოლოგია - მეცნიერება?

ღვთისმეტყველებაში ჩვენ განვასხვავებთ ღმერთის ცოდნას და ღმერთის შესახებ ცოდნას. პირველი მიიღება ღმერთთან ურთიერთობით მეორე პირში, ხოლო მეორე - სხვა ადამიანებთან ურთოერთობით, როდესაც ღმერთის შესახებ საუბრობენ მესამე პირში. საკუთრივ ღვთისმეტყველება ცოდნის მეორე სახედ ითვლება, რომელიც ეფუძნება პირველს და ამავდროულად ამოწმებს მას. ღმერთის არ ცოდნით, ღმერთის შესახებ ცოდნა ცარიელი ჰაერის ნაყვა გახლავთ, ხოლო ღმერთის ცოდნა, ღმერთის შესახებ არცოდნით ხშირად ღმერთის ცოდნის შერყვნას იწვევდა, რაც თავის მხრივ, საბოლოოდ ღმერთის შესახებ ცოდნასაც შერყვნის. ეს ხშირად ერესებს წარმოშობდა, რომლებიც არა მხოლოდ ლოგიკურ შეცდომებად ითვლებიან, არამედ წარმოადგენენ საფრთხეს, ქრისტიანის სულიერი განვითარებისათვის.  

 


წმინდა გრიგოლ პალამა და მამათა ტრადიციები ნაწილი 1 

 

ავტორი: პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი  გიორგი გველესიანის თარგმანი (ჟურნალი “გული გონიერი”)

 

შინაარსი:

მამათა კვალდაკვალ

მამათა სულისკვეთება პატრისტიკული თეოლოგიის ეგზისტენციალური ხასიათი მამათა ეპოქის მნიშვნელობა 

 

მამათა კვალდაკვალ

`მივსდიოთ წმინდა მამებს~… ჩვეულებრივ, ამ ფრაზით იწყებოდა უძველეს ეკლესიაში სხვადასხვა დოგმატური განმარტება. ეს სიტყვები უძღოდა წინ ქალკედონის კრების დოგმას. VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ უფრო დეტალურად განმარტა თავისი სწავლება: `მივსდიოთ ღვთივგანბრძნობილ წმინდა მამათა სწავლებებსა და კათოლიკე ეკლესიის ტრადიციას~. მამათა სწავლებებზე მითითება ჩვეულებრივი მოვლენაა საეკლესიო პრაქტიკაში. ეს იყო იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ `აპელირება სიძველისადმი~. ნამდვილად, ეკლესია დასაბამიდან ხაზს უსვამს სარწმუნოების უცვალებლობას თაობიდან თაობაში. ჩვენ გვწამს ის, რაც სწამდათ მოციქულებს, ეს არის ჭეშმარიტი რწმენის უტყუარი ნიშანი, რომელიც მარადიულად უცვლელია, თავისთავად სიძველე არ წარმოადგენს ჭეშმარიტების გარანტს. უფრო მეტიც, ქრისტიანობა იყო აშკარად გასაოცარი სიახლე `ანტიკური სამყაროსათვის~ და მოწოდება რადიკალური `განახლებისკენ.~ ძველი დასრულდა და ყველაფერი  `განახლდა~. 


ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი


ნეტარი ავგუსტინეს ცნობილი ფრაზით შეგვიძლია გამოვხატოთ მთელი პატრისტიკული დამოკიდებულება ძველი აღთქმისადმი.  Novum Testamentum in Verete latet. Vetus Testamentum in Novo patet. ახალი აღთქმა ძველის აღსრულებაა. იესო ქრისტე წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული მესიაა. მაში აღსრულდა ყველა დაპირება და მოლოდება. რჯული და სახარება ერთმანეთს ეკუთვნიან და არავის შეუძლია თავი მოსეს ჭეშმარიტ მიმდევრად მიიჩნიოს ვიდრე არ აღიარებს, რომ იესო უფალია. ის ვინც არ აღიარებს იესოს მესიად, უფლის ცხებულად, ამით თავად ძველ აღთქმასაც ღალატობს. ამჟამად მხოლოდ ქრისტეს ეკლესიას გააჩნია წერილებთან, წინასწარმეტყველებთან ჭეშმარიტი გასაღები, რადგან ეს ყველა წინასწარმეტყველება ქრისტეში აღსრულდა.


მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობლის შესახებ

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

 

დოგმატური სწავლება ჩვენი მეოხის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ მის ორ სახელში: ,,ღვთისმშობელსა“  (Theotokos) და მარადქალწულშია  (Aiparthenos) ასახული. ორივე ტერმინმა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მოიპოვა აღიარება. ეს დოგმატი ასევე საეკლესიო წმინდა გარდამოცემის განუყოფელი ნაწილია. მაცხოვრის ქალწულისაგან განკაცების შესახებ ახალი აღთქმა პირდაპირ მიგვითითებს. მრწამსში იესო ქრისტეს შესახებ წერია: „ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა“. ეს მხოლოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაცია არ არის, ეს სარწმუნოების პირდაპირი აღსარებაა. სახელი მარადქალწული“ V მსოფლიო კრებაზე (553 .) იქნა მიღებული და ღვთისმშობელი“ – უფრო მეტია, ვიდრე ქების ან რაიმე დიდების აღმნიშვნელი სიტყვა. ეს არის ქრისტიანობის ერთ სიტყვაში მოცემული დოგმატური შინაარსი. 431 წლამდე, ეფესოს კრებამდეც კი, ქრისტიანულ სამყაროში სიტყვა ღვთისმშობლის აღსარება, ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნიშანი იყო.


მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის სიტყვა

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო

24 აპრილი, 2017 წელი

 

თქვენო უსამღვდელოესობავ, თქვენო აღმატებულებავ,

საერთაშორისო ინსტიტუტების პატივცემულო წარმომადგენლებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

 

,, აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად!’’ (ფს.132:1)  ზუსტად ის გრძნობებია გამოხატული ფსალმუნთმგალობლის მიერ, რასაც განვიცდით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში სტუმრობისას. განსაკუთრებულია ჩვენი თითოეული ვიზიტი, როგორც საპატრიარქო ტახტზე არჩევიდან 25 წლის განმავლობაში, ასევე უფრო ადრეულიც  და ჩვენ სათუთად ვინახავთ ამ მოგონებებს. ჩვენთვის პირადად, ისევე როგორც მთლიანად ეკლესიისთვის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არაა უცხო, არამედ კარგად ნაცნობი ადგილი. ჭეშმარიტად, დაახლოებით 1 საუკუნის წინ მსოფლიო პატრიარქმა მოუწოდა ‘’ქრისტეს ყველა ეკლესიას ყველგან’’ და 1948 წლიდან გახდა ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი წევრი. აქედან მოყოლებული ჩვენი ეკლესია აქტიურად მონაწილეობს საბჭოში და მის ‘’რწმენისა და წესრიგის’’ კომისიაში. 1955 წლიდან მსოფლიო საპატრიარქომ შექმნა მუდმივმოქმედი დელეგაცია, როგორც განგრძობადი ურთიერთთანამშრომლობის ნიშანი. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლები   მსოფლიო ეკლესიათა საბჭოსა და ეკუმენიკური მოძრაობაში იყვნენ: მალტის ეპისკოპოსი იაკობი, მიტროპოლიტი ემილიანე ტიმიადისი, მსოფლიო საპატრიარქო ტახტის პრესვიტერი გიორგი ცეცისი, არქიმანდრიტი ბენედიქტე იოანუ, ბატონი გიორგი ლემოპულოსი, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს აჟამინდელი მდივანი და ახლა გახლავთ ტალმეოსის მთვარეპისკოპოსი იობი.


Cur Deus Homo?

განკაცების მოტივი

მღვდელი გიორგი ფლოროვსკი

,,მე ვარ ანი და ჰოე’’ (აპოკ. 1.8)

I

            ქრისტიანები საკმაოდ ადრეული დროიდანვე საუბრობენ გამოხსნის შესახებ, შესაბამისად ჩვენი უფალი უპირველესად მხსნელად მოიხსენიება, რომელმაც გამოისყიდა ადამიანები ცოდვის ტყვეობისა და მონებისაგან. ადრექრისტიანულ ღვთისმეტყველებაში  განკაცების უმნიშვნელოვანესი ფაქტი ხშირად განიხილებოდა გამოსყიდვის  მნიშვნელობით. ქრისტეს პიროვნების მცდარი კონცეპტი, რომლის თაობაზეც ადრეული ხანის ეკლესიაში  პაექრობდნენ,  გაკრიტიკდა  და ღიად უარყოფილ იქნა, რადგან იგი აზიანებდა ადამიანის გამოსყიდვის სინამდვილეს. გამოსყიდვის მართებულ მნიშვნელობას განიხილავდნენ როგორც ღმერთსა და ადამიანს შორის მჭიდრო კავშირის აღდგენას, შესაბამისად გაკეთდა დასკვნა, რომ თავად გამოსყიდვა ორივე მხარეს ეკუთვნოდა, ე.ი. თავიდან ერთად მოქმედებდა ღვთაებრიობა და ადამიანურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში   მათ შორის გაწყვეტილი კავშირი თავისით ვეღარ აღდგებოდა. ეს იყო სწორედ იმ მთავარი არგუმენტების მიმართულება, რომელსაც ვხვდებით წმ. ათანასეს არიოზელებთან პაექრობისას, გრიგოლ ნაზიანზელის მიერ აპოლინარიზმის დაგმობისას და IV ს-ის სხვა ავტორებთან. ‘’რაც უერთდება ღმერთს ის გამოიხსნება’’, ამბობს წმ. გრიგოლ ნაზიანზელი’’[1], განკაცების გამოსყიდვის ასპექტი და ბუნებათა  ნაცვალგება, ხაზგასმით იყო განსაზღვრული მამების მიერ,  განკაცების მიზანი და შედეგი ზუსტად განიმარტებოდა, როგორც კაცის გამოსყიდვა და მისი აღდგენა იმ პირვანდელ მდგომარეობამდე, რომელიც დაცემითა და ცოდვით დაიკარგა.  ცოდვა გაუქმდა  და განიდევნა მხოლოდ განკაცებულის მიერ, რადგან მარტო მას, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთად მქონეს შეეძლო ამის გაკეთება.

 



[1] ეპისტ. 101, AD Cledoniutn (M., P.G., 37, col. 118).


ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე

 

«და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით.» (რომ. 6, 4). იესო ქრისტეს აღდგომით მოპოვებული გამრჯვება ძალადობის, ცოდვის და სიკვდილის წინააღმდეგ, ასევე სამყაროს განსაახლებლად დაწყებული საქმის განსასრულებად. დღეს კიდევ ერთხელ ივსება ჩვენი გულები სიხარულით. ღვითისა და ადამიანის ძე იესო ქრისტე საშინელი სიკვდილით მოკვდა ჯვარზე, მაგრამ  მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით « დიდებულითა ძალითა მამისათა», იგი ჩვენთვის საუკუნოდ იქნება მკვდრეთით აღდგომილი უფალი. უფლის აღდგომა იესო ქრისტეს განსაკუთრებულებას უსვამს ხაზს. მილიარდობით ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან, მათგან ბევრმა შეძლო საკუთარი ტალანტითა და ენერგიით მასებზე შთაბეჭდილების მოხდენა, მაგრამ საბოოლოდ ყველა იძლია სიკვდილისაგან.   მხოლოდ ქრისტემ ნებსითი სიკვდილითა და აღდგომით დათრგუნა სიკვდილი და დაარღვია მისი მეუფება.  ქრისტეს მისტიური სხეული ეკლესია ცხოვრობს და მოქმედებს უფლის აღდგომის ნათელში. მართლმადიდებლები განსაკუთრებული სიხარულით ვზეიმობთ აღდგომას.


მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე-2017

 

კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბარათლომეოსი  მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტესაგან.

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და ღვთისმოყვარე შვილნო: ,,სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.“ (ინ.16,33.), უდასტურებს ადამიანის მოდგმას სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი. ქრისტე აღდგა! და ჩვენც ამ წმინდა ადგილიდან ვახარებთ ყველას ახლოსა თუ შორს მყოფთ, რომლებიც იგვემებიან ამქვეყნიური განსაცდელებისაგან, მაგრამ ამავდროულად განიცდიან აღდგომის სიხარულს, სამყაროს ამ კონსტანტინეს ქალქიდან, რომ „სიცოცხლემ გაიმარჯვა“, რომელიც თრგუნავს ყოველგვარ ხრწნილებას და თვით სიკვდილსაც.  განაგრძე კითხვა>>


პატრიარქი - ეს დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები

დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე განაცხადა.   ...


წმიდა მარკოზ მახარებლის ლიტურგია   

 

სარჩევი

 შესავალი

 ზოგადი ცნობები მარკოზ მახარებლისა და მისი ლიტურგიის შესახებ

მარკოზ მახარებლის წირვა

 სახარებით შესვლა

 საკითხავები

 დიდი კვერექსი

 კათაკმეველთა დატევება

 ძღვენის კურთხევა

 ძღვენის გარდაქცევა

 საკვირაო ლოცვა

 თავმოდრეკის ლოცვა

 ძღვენის გამოსვენება, ზიარება

 სამადლობელი

 დასკვნა

 გამოყენებული ლიტერატურა  და წყაროები   

 

შესავალი

 უძველეს ლიტურგიათა შორის მრავალმხრივ საყურადღებოა წმ.მარკოზ მახარებლის ალექსანდრიულ წირვა, რომელიც სხვაგვარად წმ.კირილე ალექსანდრიელის ლიტურგიადაც იწოდება. დასახელებული წირვა სისტემატურად აღესრულება კოპტურ ეკლესიაში, ხოლო წელიწადში რამდენჯერმე კი თითქმის ყველა ავტოკეფალურ-მართლმადიდებელ ეკლესიაში. წინამდებარე თემაში მკითხველი გაეცნობა წმ. მარკოზ მახარებლის წირვის ძირითად სტრუქტურას და შეეძლება მისი ცალკეული ეპიზოდები შეუდაროს ბერძნულ, ინგლისურ და რუსულენოვან ლიტურგიებს. დაინტერესებულ მკითხველს ხსენებული მსახურების ვიზუალურად ხილვა შეუძლია შემდეგ მისამართზე

Η Θεία Λειτουργία του Αγίου Αποστόλου Μάρκου  


 ორი სკოლა- რას ნიშნავს კრეტის კრება, მომავალი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისთვის

სერაფიმ დანქერთი- ამსტერდამის უნივერსიტეტის აღმოსავლური მართლმადიდებლობის   ცენტრი

 

უამრავმა მედია მომხსენებელმა და გამომცემელმა  აღწერა კრეტის წმინდა კრებამდე არსებული და მისი მსვლელობისას   დაფიქსირებული დაპირისპირებები.

ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ კრების სირთულეები გეოპოლიტიკური პროცესებიდან უფრო მეტად გამომდიარეობდა, ვიდრე ეკლესიოლოგიურიდან, რაც განპირობებული იყო რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობათა  და კულტურულ დაპირისპირებათაგან. სხვები მიიჩნევდნენ, რომ უთანხმოებანი გამოვლინდა ორ მხარეს შორის დაფიქსირებულ  ხედვებში. პირველს მიეკუთვნებიან ისინივისაც სურდა რომ საკრებო პროცესში ჩართულიყო მსოფლიოს დიდი ნაწილი, ხოლო მეორეს კი ისინი, რომლებსაც მიაჩნდათ რომ ეკლესიის შიდა ადმინისტრაციული განხილვები  იყო  უმთავრესი.


მართლმადიდებლობა, აფრიკელი დიაკონისები და განიავებული შესაძლებლობები

 ქერი სან ქირიქო- ვილიანოვას უნივერსიტეტი თეოლოგიის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  

 

           

 რუმინეთის საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: ,,ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე II-მ პირველად აღასრულა დიაკონისების კურთხევა.’’ ეს იყო ჩემი ფეისბუქის კედლის ძალიან სასიამოვნო და იმედისმომცემი  შეტყობინება. ჩვეულებისამებრ მოვიწონე აღნიშნული გვერდი და დავაკვირდი გამოთქმულ აზრებს. მსგავსი სიხლის გამოჩენისთანავე როგორც წესი,  ცხოველი ინტერესის მქონე ხალხი მის გაანალიზებას იწყებს. ,,ეს არაა ხელდასხმა, არამედ კურთხევა’’ წერია ერთგან, მეორე მკვლევარი წერს რომ: ,,არ არსებობს ქიროტონიას და ქიროტესიას შორის მკვეთრი განსხვავება,’’ სხვას ვიზუალური მასალა მოჰყავს იმის დასტურად, რომ ეს მსახურება სუბდიაკონთა ხელდასხმის მცირე განგების მსახურებას წააგავდა. ეს რიტუალი უმნიშვნელო შემთხვევაზე მეტი იყო? ზოგიერთს მთელი არსებით სურს რომ ასეც იყოს.   


მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის პრემიერ მინისტრს უმასპინძლა

ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს... კონსტანტინოპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’  (მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I)

  

 

მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა, საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელთან და სმირნის მიტროპოლიტ ბართლომეოსთან ერთად, 2017 წლის 15 მარტს, ეკუმენკური საპატრიარქოს რეზიდენციაში (სტამბული, ფანარი) უმასპინძლა უკრაინის პრემიერ მინისტრ ვლადიმერ გროისმანსა და მის თანმხლებ დელეგაციას.


,,თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება’’- დიაკონი ანდრეი კურაევი

 

გვიანდელ ანტიკურ აზროვნებაში არსებობდა აზრი, რომ სული  იქმნება სადღაც ღმერთების სამყაროში, შემდეგ ეს სული შედის სხეულში და მზის სისტემის გავლით, ორბიტის საშუალებით  გადადის პლანეტებზე, პლანეტები კი ღმერთები გახლავთ. ამ სულისათვის გაღებული წყალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ახლოს არიან ეს პლანეტები და ღმერთები ამ სულის მოძრაობის ტრაექტორიასთან, საუბარია ვენერას, მერკურის, მარსის, იუპიტერის, მთვარის და სხვა პლანეტების წყალობაზე და ბეჭედზე, რომელსაც ისინი უბოძებენ ადამიანის სულს. შესაბამისად ეს კოსმიური ბეჭდები, გნოსტიკოსებისთვის ბოროტებას წარმოადგენს და უკანა გზაზე, როდესაც ადამიანი კვდება და სული ბრუნდება დიადი ღმერთების სამყაროში, იგი უნდა განხორციელდეს ამ ღმერთებთან. ამ კონტექსტში ასეთი იდეა სავსებით გასაგებია, მაგრამ როდესაც შეეცადნენ, რომ ეს იდეა ქრისტიანულ ლიტერატურაში გადმოეღოთ, კერძოდ ვასილი ახლის ცხოვრებაში, ანუ თეოდორას ხილვებში, მაშინ აქ უკვე გაჩნდა საკითხი, რომ აქ ქრისტეს ადგილი აღარ რჩება. თუკი ყველაფერი საზვერეებში ხდება, მაშინ ღვთის სამსჯავროს ადგილი აღარ რჩება და ისე გამოდის, რომ ეშმაკები განმსჯიან მე ჩემი ცოდვების გამო და არა ქრისტე და თუკი ჩემი სული შეძლებს, რომ გაიაროს საზვერეები, მაშინ ქრისტეს ისღა რჩება, რომ დაამტკიცოს განაჩენი, რომელიც ეშმაკებმა გამოიტანეს.

 


კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა კოპტების პაპს უმასპინძლა

 

დღეს, 12 მაისს, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა იუსტინემ, ლამბერტის სასახლეში უმასპინძლა კოპტების ორთოდოქს პაპს, მის უწმინდესობა თეოდორე II-ს.

ეკლესიათა მეთაურებმა ისაუბრეს კოპტური ეკლესიის თანამედროვე ყოფაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ორ ეკლესიას შორის ურთიერთობებზე.

შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირებმა ვესტმინსტერის სააბატოში გადაინაცვლეს და ილოცეს, რაც ამ ორი ეკლესიის არსებობის ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენაა.

 


ადამიანის განღმრთობა  აღმოსავლეთის  პატრისტიკულ ტრადიციაში

(წმ. გრიგოლ ნაზიანზელის, წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა და წმ. გრიგოლ პალამას სწავლებებზე დაყრდნობით) [1]

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

განღმრთობის შესახებ სწავლება მართლმადიდებლური თეოლოგიის ასკეტიზმისა და მისტიციზმისათვის მთავარი თემაა. ის ბიბლიურ სწავლებას ეფუძნება, თუმცა მსგავს ანალოგიებს ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიაშიც ვხვდებით. ამ დოქტრინის ბერძნული ელემენტი მისსავე ლექსიკაში გვხვდება, როგორც ამას ი. ჰ. დალმაისი (Irenee Henri Dalmais) მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ის უცხოა ბიბლიისათვის. წმინდა წერილი ასწავლის ღვთის აბსოლუტურ ტრანსცედენტურობას [2], მაგრამ სახარებებსა და მოციქულთა ეპისტოლეებში არის მრავალი ადგილი, რომელიც განღმრთობის შესახებ სწავლების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ფაქტობრივად, ფსალმუნის 81(82).6 მუხლის მიხედვით, თავად იესო ქრისტე ადამიანებს „ღმერთებს“ უწოდებს (იოან. 10.34). იოანეს სახარებაში საუბარია ჩვენს შვილობაზე (adoption, τέκνα θεοῦ) (იოან. 1.12) და ღვთის მსგავსებაზე (1 იოან. 3.2). პეტრეს მეორე ეპისტოლეში მოციქული საუბრობს ადამიანზე, როგორც „ღმერთის ზიარზე” (1.4). პავლესთან ვხვდებით სწავლებას ღვთის ხატებასა და მსგავსებაზე (რომ. 8.29, 1 კორ. 15.49, 2 კორ. 3.18, კოლ. 3.10), ასევე საღვთო უკვდავების თანაზიარებაზე (1 კორ. 15.53) და ღვთის ძეობილობის იდეაზე (υἱοίθεοῦ, υἱοθεσία, გალ. 3.26, 4,5), ასევე ადამიანის ხატებაზე (εἰκὼν ἀνθρώπου, image of man), როგორც ღვთის ტაძარზე.

 


შამბეზის მართლმადიდებლური ცენტრის იუბილე

 

,,22 აპრილს შამბეზის მართლმადიდებლურ ცენტრში, მსოფლიო პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით კონფერენცია მოეწყო. მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები ჟენევისა და ფრიბურგის უნივერსიტეტებიდან. ღონისძიებები დაკავშირებული იყო პატრიარქ ბართლომეოსის აღსაყდრების 25-ე, ცენტრის დაარსების 50-ე და ცენტრთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის მე-20 წლისთავთან. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ შამბეზის ინსტიტუტის პროფესორები, ტელმეოსის მიტროპოლიტი იობი (გეჩა), სასწავლებლის რექტორი ვ. ფიდასი და პროფესორი კ. დელიკონსტანტისი. ასევე მოწვეული სტუმრები, რომელთაგანაც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ჟენევის უნივერსიტეტის, პროტესტანტული თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი ჰანს-ქრისტოფ ასკანი. მან თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა „შეხვედრის“ თემას, როგორც ასეთს. მისი შეფასებით შამბეზის ინსტიტუტის ერთ-ერთ მთავარი დამსახურებად სწორედ შეხვედრის ორგანიზება უნდა ჩაითვალოს, რადგან ეს სასწავლებელი საშუალებას აძლევს მართლმადიდებელ სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, ჩამოვიდნენ და მიიღონ გამოცდილება. ახლოს გაეცნონ კათოლიკურ თუ პროტესტანტულ შეხედულებებს, თავის მხრის ეს არის შანსი მართლმადიდებლობისთვი­ს კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინოს თავისი თავი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. 

 


ოთხი ივლისის სამთავარეპისკოპოსო ენციკლიკა, დამოუკიდებლობის დღე 

 (07/04/2017)

 

 

Protocol No. 98/17

4 ივლისი, 2017

დამოუკიდებლობის დღე

 

ღრმადპატივცემულო იერარქებო, კეთილმსახურო მღვდლებო, დიაკვნებო, ბერებო და მონაზვნებო, ბერძნული წესის მართლმადიდებლური თემების პრეზიდენტებო და წევრებო. დღის, შუადღის და საეკლესიო სკოლებო, საქველმოქმედო გაერთიანებებო, ახალგაზრდებო, ბერძნულო ორგანიზაციებო,  და ამერიკის სრულიად მართლმადიდებლურო ოჯახო.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმებო და დებო,

ჩვენი მხრიდან 4 ივლისის (აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის) ყოველწლიური აღნიშვნა, გვაძლევს საშუალებას ჩავფიქრდეთ თავისუფლების კურთხეულობაზე და გამოვხატოთ  მადლიერება ჩვენი წინაპრებისადმი, იმ თავისუფლებისთვის, რომელიც  მათ მოიპოვეს და შეინარჩუნეს ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე. ჩვენ გვაქვს და გვქონდა  რელიგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური არაერთი ფასეულობა, რომელსაც უმაღლესი იდეალების დაცვისათვის, მრავალი ადამიანი გაბედულად შეეწირა, ზოგი ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა გამოწვევებში, რათა  დებატებითა და გადაწყვეტილებებით მთავრობა და საზოგადოება ჩამოეყალიბებინათ, მრავალი ადამიანი სხვების უფლებების და ფასეულობების პატივისცემით სათუთად უვლიდა სანუკვარ ფასეულობებს.    

 


საღვთო ლიტურგიაში მდუღარების წესის გამოყენების მოკლე ისტორია და სიმბოლიკა

 

 I – შესავალი

 

 რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომლის თანახმადაც ღვთისმსახურებაში მდუღარებისგამოყენებას  წმინდა პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია და მისი წესად დამკვიდრება უკავშირდება სლავურ ტრადიციას, 


სააღდგომო ეპისტოლე- 2017 წელი

თეოდორე II

პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის

სამოციქულო და საპატრიარქო ტახტიდან ყველას გიძღვნით, ჩვენი აღდგომილი ღმერთისა  და მხსნელი იესო ქრისტეს  მადლსა და მშვიდობას 

,, და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.’’ (მთ 28: 20)

 

საყვარელო ძმებო და დებო,

            ამ სიტყვებით, ამ იმედისმომცემი დაპირებით, უფლის ძემ განასრულა თავისი გამომხსნელობითი მისია დედამიწაზე. მან, რომელიც ,,გარდამოხდა ზეცით’’ და მოევლინა მიწაზე რათა ჩვენთვის გამოხსნის საშუალება მოეცა. მან, რომელიც დამდაბლდა ჩვენთვის, მან ვინც  ჯვარზე ავიდა და ჩვენთვის მოკვდა. მან ვინც  ჩვენთვის დაიმარხა. ვინც  ჩვენთვის აღდგა  და  უკვდავება მოგვანიჭა.

            თუმცა, ამ ყოველივეს შეჯამება არ ყოფილა მხოლოდ სიტყვიერი, არც უბრალოდ ისტორიული. პირიქით, ის იყო დინამიკური და მარადიული. ეკლესია უფლის აღდგომით გახდა უცვლელი მოძრაობის მატარებელი, არა როგორც შემოსაზღვრული რელიგია, არამედ როგორც ქრისტეს სხეული, როგორც ცოდვილ ადამიანთა გახსნილი კავშირი, რომლებიც ეძებენ ხსნას. ადამიანთა, რომლებიც იღებენ ქრისტეს მოხმობას- ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.’’ (მთ. 11.28)

           


რუმინეთის პატრიარქ დანიელის სააღდგომო ეპისტოლე

2017 წელი

უფლის აღდგომის დღესასწაულს პასქაც ეწოდება, რაც  ქრისტეს ცოდვაზე, ჯოჯოხეთზე და სიკვდილზე გამარჯვებას წარმოაჩენს.

წმინდა პასქა არის ასევე  ყოვლადწმინდა სამების სიყვარულში მარადიული ცხოვრების, მუდმივი სინათლისა და სამარადისო სიხარულის დღესასწაული.

ამიტომაა რომ აღდგომის ღამის განმავლობაში და მომდევნო ორმოცი დღის მანძილზე ვგალობთ ტროპარს: ,,ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამრთგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.’’  აგრეთვე ვგალობთ: ,,დღეს ყოველი ქვეყანა აღივსების ნათლითა შენითა, ცანი და მიწანი და ადგილნი მისნი.’’  ან- ,,იხარებდინ ცანი და იშვებდინ ქვეყანა, რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავითა თვისითა უფალმან.’’

ჩვენ ამ დღეებს ბრწყინვალეს ვუწოდებთ, მშვიდობას და სიხარულს ვიღებთ უფალ ქრსტესაგან, რათა დაივანოს სინათლემ, მშვიდობამ და  სიხარულმა ჩვენ ოჯახებში და საზოგადოებაში, შეეწიოს ავადმყოფებს, ობლებს, მოხუცებს, გლახაკებს, მათ ვინც მარტოსულნი და მწუხარენი არიან. დაე ნუ დავივიწყებთ იმ რუმინელებსაც, რომლებიც უცხოეთში ბინადრობენ, დაე გვახსოვდეს ისინი ლოცვებსა და სიყვარულში.

წმინდა აღდგომის დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობასა და გამოხსნას, მშვიდობასა და სიხარულს, გიძღვნით სააღდგომო მისალოცს: ,,ქრისტე აღდგა!’’


შამბეზის მართლმადიდებლური ცენტრი 50 წლისაა

 

მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრი შამბეზში, 2017 წლის 22-24 აპრილს გამართავს  კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის აღსაყდრების  25 წლის იუბილესთან, ასევე ცენტრის დაარსების 50_ე და ცენტრთან არსებული ინსტიტუტის მე-20 წლისთავთან.

 


უნეტარესმა დანიელმა საქართველოს ელჩი ანთიმოზ ივერიელის ორდენით დააჯილდოვა

 

რუმინეთის პატრიაქმა უნეტარესმა დანიელმა, საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა რუმინეთში საქართველოს ელჩ ბატონ ილია გიორგაძეს და გამოემშვიდობა.

საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა პატრიარქის იმ საქმიანობებისადმი, რომლებიც უკანასკნელი ხუთწლინახევრის მანძილზე განხორციელდა.


ქრისტეს ხორციელი არსასრული

 

შინაარსი

1-შესავალი

2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია

3-იესოს გვემა

4-ჯვარცმა

5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ

6-ჯვარცმულის საყრდენის – კადონის შესახებ

 

7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ

8-წარწერა ჯვარზე

9-ძმრის მიწოდება იესოსთვის

10-იესოსადმი , შუბის ძგერება

11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები

ა ) ასფიქსია; ბ)ტეტანუსი და სეფსისი; გ )თრომბოზი – თრომბოემბოლია;

12-იესო ქრისტეს სასამართლო პროცესი

13- გამოყენებული ლიტერატურა

განაგრძე კითხვა>>


 მიტროპოლიტი კალისტოს უერი

 

დიოკლიას მიტროპოლიტი კალისტოს უერი (ერისკაცობაში ტიმოთი უერი) გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მართმადიდებელი თეოლოგი.

მიტროპოლიტი 1934 წელს დაიბადა ინგლისის ქალაქ ბათში (Bath,  Somester). თეოლოგიურთან ერთად ფილოსოფიური და კლასიკური (ანტიკური საბერძნეთის და რომის ისტორია) განათლება მიიღო ოქსფორდში, ვესტმნსტერის სკოლასა და მაგდალენის კოლეჯში. ანგლიკანთა ოჯახში დაბადებული და აღზრდილი მართლმადIდებლობას პირველად 1952 წელს გაეცნო, ხოლო 1958 წელს, 24 წლის ასაკში გახდა მართლმადიდებელი ქრისტიანი. 1965 წელს ხელდასხმულია დიაკვნად. 1966 წელს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, კუნძულ პატმოსზე (საბერძნეთი) აღიკვეცა ბერად და მიიღო სამღვდელო ხარისხი, რის შემდეგაც ეწოდა სახელი კალისტოს. იმავე წელს ოქსფორდში დაბრუნების შემდეგ, წინამძღვრობდა ბერნულ მართლმადიდებლურ სამრევლოს (მსოფლიო საპარიარქო), პარალელურად კი გახდა ოქსფორდის მართლმადიდებლური თეოლოგიის პროფესორი, (აღნიშნულ პოსტზე 35 წლის განმავლობაში იმყოფებოდა).  

 

1982 წელს მიტროპოლიტი გამოარჩიეს  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, თეატირისა და დიდი ბრიტანეთის ეპარქიის დამხმარე ეპისკოპოსად და მიიღო დიოკლიის ეპისკოპოსის ტიტული ამის მიუხედავად იგი დარჩა ოქსფორდში და განაგრძო საკუთარი მოვალეობის შესრულება როგორც ბერძნულ მართლმადიდებლურ სამრევლოში ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობაში. 2007 წელს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დიოკლიის ეპარქია გახდა სამიტროპოლიტო, ამდენად ეპისკოპოსი კალისტე გახდა ტიტულარული მიტროპოლიტი და მიიღი დიოკლიის მიტროპოლიტის წოდება.

 


მოციქულებრივი მამები- წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, წმ. პოლიკარპე სმირნელი, პაპიას იერაპოლელი

 

მოციქულებრივ მამებად ეკლესიაში მოიხსენიებენ კლიმენტი რომაელს, ეგნატე ღმერთშემოსილს, პოლიკარპე სმირნელს და კიდევ რამოდენიმე მამას, რომლებმაც გარდამოცემის მიხედვით ქრისტეს სარწმუნოება მოციქულებისგან მიიღეს და მათ პირდაპირ მემკვიდრეებად ითვლებიან.  

            წმ. ეგნატეზე (რომელიც ასევე ღმერთშემოსილად იწოდება) ჩვენ ევსევი კესარიელის ,,საეკლესიო ისტორიიდან’’ ვიღებთ ცნობებს. ის იყო ანტიოქიის მეორე ეპისკოპოსი ევოდიოსის შემდგომ და მოწამეობრივად აღესრულა რომში იმპერატორი ტრაიანეს ზეობისას (დაახ. 98 წლიდან 117 წლამდე პერიოდში).  ევსევი კესარიელის თანახმად იგი რომში გაგზავნეს და მხეცებს დააგლეჯინეს. დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე წმიდანმა რამდენიმე ეპისტოლე დაწერა, რომლებშიც იგი ამხნევებდა მცირე აზიის ქრისტიანულ კრებულებს. ჩვენამდე მოაღწია 7-მა ეპისტოლემ, რომლებიც კანონიკურად ითვლება. ესენია: რომაელთა, ეფესელთა, მაგნეზიელთა, ტრალიელთა, ფილადელფიელთა, სმირნელთა მიმართ ეპისტოლეები და ერთი კერძო ეპისტოლე წმ. პოლიკარპე სმირნელისადმი. ამ ეპისტოლეების დაწერის დროდ მიჩნეულია დაახლოებით 110-120 წლებს შორის არსებული პერიოდი, რადგან წმიდანი არაფერს არ გვეუბნება მარკიონის წვალებაზე, რომელიც 140 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება და ასევე ის, რომ მისი სიკვდილით დასჯის მეთოდი- გარეული მხეცების მიერ დაგლეჯვა, 117 წლამდე იყო პრაქტიკაში.  

 წმ. ეგნატეს ეპისტოლეები შეკრიბა და გამოსცა წმ. პოლიკარპე სმირნელმა. ასევე არსებობს წმ. ეგნატეს სახელით ცნობილი კიდევ ექვსი ეპისტოლე, რომლებიც ნაყალბევებად არიან მიჩნეულნი. ესენია: მარიამ კასობოლიელის ეპისტოლე ეგნატესადმი, მისი პასუხი ამ ეპისტოლეზე, ტარსელთა მიმართ ეპისტოლე,  ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლე, ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე და დიაკონი ერონის მიმართ ეპისტოლე. ზოგიერთ მეცნიერს ეს ნაწარმოებები აპოლინარისტულ ფალსიფიკაციად მიაჩნია.


დიალოგი მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის

 

ხუთშაბათს, 2017 წლის 30 მარტს, 17 საათზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ,,მსოფლიო-პატერიკულ'' ინსტიტუტში (ბარი, იტალია) დიდი და წმინდა კრების თაობაზე მართლმადიდებლებსა და რომაული წესის კათოლიკებს შორის გაიმართება საღვთისმეტყველო დისკუსია.


წმიდა იოანე შანხაელი

 XX საუკუნის უდიდესი წმინდანი-

            ეპისკოპოსი, ასკეტი, მლოცველი, სასწაულმოქმედი, მისიონერი

 

     სიწმიდე ძვირად უჯდება ადამიანს. წმინდანი სრულად უბოძებს საკუთარ თავს ღმერთს: მთელი თავისი აზრებით, გრძნობებით,  სურვილებით, ქმედებებით. იგი არაფერს არ იტოვებს საკუთარი თავისათვის, რადგან თავად ნებავს, რომ მხოლოდ ღვთაებრივი გააჩნდეს.

                                                

          უხერხული წმინდანი

    წმიდა იოანე შანხაელი (1896-1966)- ჩვენი თანამედროვე. არანაირი „სტარეცული გაჭაღარავებული დიდებული გარეგნობით“ იგი არ გამოირჩეოდა: დაბალი, შეუხედავი, სასაუბრო დეფექტით, ხშირად ფეხშიშველი. ზოგიერთი მის გარშემო მყოფი ადამიანი თავს უხერხულადაც კი გრძნობდა „ასეთი ეპისკოპოსის გამო“, ეპისკოპოსი ხომ მსხვილ ქალაქებში მსახურობდა: შანხაიში, პარიზში, ბრიუსელში, სან-ფრანცისკოში.

    იგი ხშირად ფეხშიშველი დადიოდა და ერთხელაც ზემდგომთაგან ბრძანება მიიღო, რომ ფეხსაცმელი ეტარებინა. ეპისკოპოსი ატარებდა მათ წელს უკან შეკრული თასმებით. მოვიდა ახალი ბრძანება: „ფეხზე ჩაცმის“, ეპისკოპოსი მორჩილი იყო და ჩაიცვა.

     წმიდა იოანე 30 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად. მას შემდეგ ლოცვა - ღმერთთან და წმინდანებთან კავშირი - მისთვის უფრო რეალური იყო, ვიდრე დანარჩენი საქმეები, ზრუნვა და განცდები მიწიერი ცხოვრებისა.

    წმინდანი ლოცვაში საღვთო ნებისყოფას ეძებდა, რომლითაც ყოველ მის ქმედებას ამოწმებდა. ლოცვა, როგორც ცოცხალი კავშირი ღმერთთან და წმინდანებთან გახლდათ წმიდა იოანეს  „სასწაულების“ წყარო: წმინდანი ლოცულობდა - ღმერთი უსმენდა მას.


წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი

III-ნაწილი

 

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე  (კატერელოსი)

 

          აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეგნატესა და ფოტიოსის პატრიარქობის დროს უარის ეთქვა პრიმატთან დაკავშირებულ პაპისტურ მოთხოვნებს. ასევე აუცილებელია აღინიშნოს  შემდეგი:

1. 861 წლის კრებამ (ამ კრების დროს პატრიარქი ეგნატე უკვე გადამდგარი იყო) კონსტანტინოპოლის კრების გადაწყვეტილება პატრიარქ ეგნატეს განკვეთის შესახებ საბოლოოდ და შეუცვლელ დადგენილებად მიიჩნია, მიუხედავად იმისა რომ ეს საკითხი რომს არ განუსჯია[1].

2. როდესაც პაპმა კრების შემდეგ თავის ეპისტოლეში ( Proposueramus) იმპერატორი მიქაელის (865) მიმართ[2]  ეჭვქვეშ დააყენა კონსტანტინოპოლის საყდრის საპატრიარქო უფლებები (რომლებიც ჰქონდათ მხოლოდ რომს, ალექსანდრიას, ანტიოქიას და იერუსალიმს[3]), განაცხადა, რომ აქვს უფლება ჩაერიოს კონსტანტინოპოლის საყდრის საქმეებში (რადგან მისი აზრით, არასოდეს არ განკვეთილა კონსტანტინოპოლის საყდრის პატრიარქი რომის ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე[4]) და როდესაც ეგნატესა და ფოტიოსს მოუწოდა რომში ჩასულიყვნენ განსასჯელად [5], აღშფოთებული აღმოსავლეთი უარს ეუბნება პაპისტურ პრეტენზიებს.


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

 

I-ნაწილი

 

 

 თავი I

                      §1.1  ცოდვის არსი წარმართულ ფილოსოფიაში

           

         მსჯელობანი ცოდვის შესახებ ქრისტიანულ მოძღვრებაში სიახლე არ არის, ამის შესახებ ქრისტეს შობამდეც ბევრი დაწერილა. სანამ უშუალოდ წმინდა პავლე მოციქულის სწავლებებს წარმოვადგენდეთ, ზოგადად შევეხებით ქრისტეს შობამდე მოღვაწე წარმართ მოაზროვნეთა შეხედულებებს ამ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შევიტყობთ, თუ როგორ შეიძლება ეფიქრათ მოციქულის ეპისტოლეთა ადრესატებს,  ანტიკური კულტურის  მემკვიდრეთ - პირველ ყოვლისა, თავად წმინდა პავლეს მიერ წარმართულ ქვეყნებში დაარსებული ქრისტეს ეკლესიების მრევლს, ახლადმოქცეულთ წარმართობიდან ქრისტიანობისკენ. ვფიქრობთ, რომ წმინდა პავლეს ამის გათვალიწინება  აუცილებლად მოუწევდა.


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

III-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

 

§2.2 სჯული წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

წმინდა პავლე მოციქულის წერილებში სჯული უკავშირდება სიკვდილსა და ცოდვას, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში. სიკვდილი - ესაა საბოლოო ზღვარი, სანამდეც ცოდვას მიჰყავს ადამიანი. ცოდვა კი ძალას იღებს სწორედ სჯულისაგან (1 კორ. 15.56). სჯული ხშირად უარყოფით კონტექსტში განიხილება: „რამეთუ საქმეთაგან სჯულისათა არავინ განმართლდეს ყოველი ხორციელი წინაშე მისსა“ (რომ. 3.20); „რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწუნოებით თვინიერ საქმეთაგან სჯულისათა“ (რომ. 3.28); „რამეთუ სჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს სჯული, მუნ არცა სჯულისა გარდასვლაჲ“ (რომ. 4.15); „და ცოდვაჲ თქვენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ სჯულსა ქვეშე არამედ მადლსა“ (რომ. 6.14); „ხოლო განთავისუფლებულ ვართ სჯულისა მისგან“ (რომ. 7.6); „რამეთუ დასასრული სჯულისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10.4).  ასევე კორინთოელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (2 კორ. 3.6)


წმიდა ფოტიოსი და რომის ეპისკოპოსის პრიმატი*

I-ნაწილი

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე  (კატერელოსი)

 

         მართლაც საოცარია, რომ იტალიის ქალაქ ბარში გამართულ IV გაფართოებულ შეხვედრაზე (1987 წ.),  კათოლიკური ეკლესიისა და მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის წარმოებული დიალოგების შერეული კომისიისაგან გამოქვეყნებულ ერთ-ერთი დოკუმენტის ბოლო პარაგრაფში აღინიშნა, რომ საიდუმლოებებში კავშირი შეუძლებელია  რწმენითი კავშირის გარეშე, შემდეგ კი ნახსენებია 879-880 წწ. კონსტანტინოპოლში ჩატარებული კრების მიერ მიღებული ერთ-ერთი გადაწყველება[1].   ამ კრებამ ეკლესიისთვის მძიმე პერიოდში წმიდა ფოტიოსი აღიარა მსოფლიომ პატრიარქად, აკრძალა სარწუნოების სიმბოლოში რაიმეს ჩამატება და სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად  განსაზღვრა, რომ თითოეულ საყდარს უფლება აქვს შეინარჩუნოს საკუთარი წესები და ტრადიციები[2].


ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკლესიაში   და 1054 წლის სქიზმა 

ნაწილი II  

 

აპოსტოლოს ნიკოლაიდისი              (ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი) 

               

       ძალაუფლებისთვის ბრძოლა სქიზმის შემდეგ

           რადგან იმ ეპოქაში არცერთ მხარეს არ ესმოდა ეკლესიის ერთიანი სხეულის გაყოფის  მთავარი მიზეზი, რასაც წარმოადგენს ძალაუფლებისა  და გავლენისთვის ბრძოლა. ან თუკი ესმოდათ როგორც ასეთის, არავის უცდია დაედასტურებინა რომ ამგვარ ქმედებებს არანარი კავშირი არ აქვთ ქრისტიანულ ჩვეულებებთან, მის ბუნებასა და ეკლესიის მიზნებთან ამ სამყაროში. ამგვარი ბრძოლა გაგრძელდა სქიზმის შემდეგაც აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ცალკეული ეკლესიების შიგნით, იმგვარად რომ ერთიანობის აღდგენის ყველა შესაძლებლობა მოიჭრა. თითოეულ  ეკლესიასთან დაკავშირებით მოკლედ  ვიტყვით შემდეგს:   


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

II-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

     §1.4 დაცემული მდგომარეობის შესახებ

 წმინდა პავლე მოციქული მნიშვნელოვან სხვაობას ხედავს ქრისტესშობამდელ პერიოდსა და იმ დროს შორის, როდესაც ქვეყანას განკაცებული ღმერთი მოევლინა. ქრისტემდე ადამიანმა დაკარგა ღმერთთან კავშირი, დარღვეული ურთიერთობა კი მისთვის სტატიკური მდგომარეობა არ ყოფილა; დრო გადიოდა, ადამიანი ნელ-ნელა შორდებოდა საკუთარ შემოქმედს და, შესაბამისად, იმ მდგომარეობასაც, რომელშიც ის ღმერთმა შექმნა. ბიბლიის კომენტატორთა განმარტებით, ადამიანში ღვთის ხატად შექმნილ სულს იმ შემთხვევაში აქვს უნარი მართოს სხეული, როდესაც ღმერთს უშუალოდ უკავშირდება,  მაგრამ როდესაც ეს კავშირი დაირღვა, ადამის ცოდვის შედეგად იმძლავრა ხორციელმა, სხეულებრივმა მიდრეკილებებმა, რამაც ადამიანი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო: მას დაეკარგა ძალა როგორც  ღვთისგან ბოძებული სჯულის დაცვისა, ისე ღვთისმიერვე ბუნებითად ჩანერგილი მორალური კანონების შესრულებისა. ადამიანი თითქოს მარტო დარჩა, მას თითქოს ღმერთი აღარ მფარველობდა, მათ შორის თითქოს გადაულახავი ზღუდე აღიმართა ცოდვის სახით.


რეფორმა – როგორც ტრადიციასთან დაბრუნება

 

მღვდელ-მონაზონი აბდუ ბადუი. 1960-იან წლებში ლიბანის მარონიტულ ეკლესიაში დაწყებული რეფორმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი

 

მამა აბდუ, სანამ შეკითხვებზე გადავალთ იქნებ საკუთარი თავი გაგვაცნოთ და მოგვიყვეთ მცირეოდენი თქვენს შესახებ.

-ჩემი სახელი აბდუ ბადუი გახლავთ. მე ვარ მონაზონი, მღდელი, პროფესორი, დოქტორი, თქვენ როგორც გნებავთ ისე მიუთითეთ, მაგრამ მე მიყვარს როდესაც უბრალოდ აბდუს მეძახიან. დავიბადე 1941 წელს ლიბანში სადაც ასევე გავიარე სწავლის ყველა საფეხური. მღვდლად კურთხევის შემდეგ მე გამგზავნეს რომში ხელოვნების ისტორიის შესასწავლად. სამი წლის შემდეგ რომშივე დავიცავი სამეცნიერო ხარისხი და დავბრუნდი უკან ლიბანში. ჩემი სამშობლოში დაბრუნება დაემთხვა პერიოდს, როდესაც ლიბანში საფუძველი ეყრებოდა დიდ ლიტურგიკულ რეფორმას. ჩვენ დავიწყეთ ლიბანური ლიგურგიკული ტექსტებიდან ლათინიზმების განდევნა. ეს საკმაოდ რთული სამუშაო გახლდათ. სამუშაო ჯგუფში ჩართული იყვნენ ხელოვნების თითქმის ყველა დარგის წარმომადგენლები. ჩვენ ვმუშაობდით არა მარტო საეკლესიო კულტურიდან ლათნიზმების განდევნაზე, არამედ ასევე მიზნად დავისახეთ სირიული ენის მოდერნიზება და უბრალო ხალხისათვის გასაგები ენით მიწოდება, ისე რომ არ დაგვეკარგა არც ტექსტთა პოეტური მხარე, არც მელოდიურობა და საერთო ჯამში შეგვენარჩუნებინა ავთენტური კულტურის ხაზი. საბოლოოდ ჩვენ ეს შევძელით.


მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიერ წარმოთქმული სიტყვა იერუსალიმის ტაძარში

(2017 წლის 22 მარტი)

 

         თქვენო უნეტარესობავ, იერუსალიმის წმინდა ქალაქის პატრიარქო თეოფილე, აქ შეკრებილო პატივცემულო იერარქებო, იერუსალიმის საპატრიარქოს სიონის მთაზე მდებარე მაცხოვრის საფლავის მუდმივდამცველო საძმო, აქ მყოფ მის უნეტარესობა სომეხთა პატრიარქთან, მაღალღირს ლათინ მცველთან და ყველა ღვთისმოსავ მომლოცველთან  ერთად ვიზიარებთ  ამ ისტორიული მომენტის დღესასწაულს.

            თქვენო აღმატებულებავ ბატონო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრო,

    იორდანიის სამეფოს, ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინის მთავრობის თქვენო აღმატებულო წარმომადგენელნო,

          უფლის საყვარელო ადამიანებო და ყველა ვინც აქ, იერუსალიმში მკვიდრობთ.


კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგებ

 

 2017 წლის 2 აპრილს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული ქადაგებისას, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა:

„უნდა ითქვას, რომ მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვივლენს, რათა უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას... „წმინდა მარიამ მეგვიპტელი ყოველ ჩვენგანშია და ყველას გვეხმარება. უპირველეს ყოვლისა, თავის თავთან ბრძოლაში. ადამიანი თუ არ ებრძოლა თავის სულს, თავის ცხოვრებას, ის ადამიანი ვერ გაიმარჯვებს სხვაზე. ადამიანმა ჯერ თავის თავზე უნდა გაიმარჯვოს, უნდა დაამარცხოს თავისი ვნებები და მერე იქნება გამარჯვებული"


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (16.04.2017)

 

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად,

განსაცდელისათვის გაამზადე თავი… ოქრო

ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი

კი,- მორჩილების  ქურაში“(ზირქ. 2,1,5.)

ქრისტე აღდგა!

გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:

ქრისტე აღდგა! განაგრძე კითხვა>>


,,პარიარქი იუსტინიან არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტეს მსახური. ‘’ 

(რუმინეთის პატრიარქი უნეტარესი დანიელი)

 

პატრიარქ იუსტინიანე მარინას გარდაცვალებიდან მეორმოცე წლისთავთან დაკავშირებით ბუქარესტში მდებარე რადუ-ვოდას მონასტერში აღევლინა საღმრთო ლიტურგია და მოსახსენებელი პანაშვიდი.  აღნიშნული ღვაწლმოსილი მწყემსმთავარი  სამი ათეული წლი განმავლობაში განაგებდა რუმინეთის ეკლესიას, სწორედ მაშინ, როდესაც კომუნიზმის ათეისტური რეჟიმი ულმობლად დევნიდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. იუსტინიანე მარინა გახლდათ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რიგით მესამე პატრიარქი, იგი დაიბადა 1901 წლის 22 თებერვალს, 1915 წელს სწავლა დაიწყო წმ. ნიკოლოზის საღვთისმეტყველო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1923 წელს, მალევე ეკურთხა მღვდლად, ხოლო 1925-1929 წლებში სწავლობდა ბუქარესტის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. 1945 წლ 30 ივლისს, რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ხელი დაასხა იაშის ეპარქიის დამხმარე მღვდელმთავრად, ორი წლის შემდეგ კი გამოირჩიეს იაშის მთავარეპისკოპოსად და მოლდოვა-სუჩევას მიტროპოლიტად. 1948 წლიდან იგი ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი და რუმინეთის პატრიარქია, მისი მოღვაწეობა მრავალმხრივია და უამრავ ასპექტს მოიცავს. პატრიარქი იუსტინიანე გარდაიცვალა ხოლო 1977 წლის 26 მარტს და თავისი სურვილისამებრ დაიკრძალა რადუ-ვოდას მონასტრის მთავარ ტაძარში


გონება და ნებელობა ნეტარი ავგუსტინესა და ბერძნული პატერიკული    გარდამოცემის მიხედვით*

გეორგიოს მარძელოსი

 

შესავალი

          ცნობილია, რომ შუა საუკუნეების    დასავლეთში როგორც  თეოლოგიური ასევე ფილოსოფიური აზროვნება ხასითდება დიალექტიკური დაპირისპირებით გონებასა და ნებელობას შორის. ეს დაპირისპირება  ხშირად მათ სრულ განცალკევებამდე აღწევს.  დიალექტიკური დაპირისპირება გვხვდება  თეოლოგიის, ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის სფეროშიც კი,  ინტელექტუალიზმსა (Intellectualismus)  და ვოლუნტარიზმს (Voluntarismus)  შორის.  


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ვიზიტი იერუსალიმის

ყოფილ პატრიარქ ირინეოსთან.

 

იერუსალიმის ყოფილ პატრიარქ ირინეოსს სტუმრად ეწვია მსოფლიო

პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც მანამდე იმყოფებოდა მაცხოვრის

ახლად რესტავრირებული საფლავის კურთხევაზე, აღდგომის ტაძარში.

მსოფლიო პატრიარქი სტუმრად ეწვია ყოფილ პატრიარქს მისსავე

საცხოვრებელში და მიეცათ შანსი პირადად ესაუბრათ.


 პროტოპრესვიტერ თეოდორე ზისისის პარასინაგოგე [1]

მართლმადიდებლობის ზეიმზე, კვირას, 2017 წლის 5 მარტს, პროტოპრესვიტერმა თეოდორე ზისისმა განაცხადა, რომ წყვეტს თესალონიკის მიტროპოლიტ, უნეტარეს ანთიმოზის მოხსენიებას. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად კი ასახელებს მიტროპოლიტის ეკუმენისტურ მიდრეკილებებს და ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ, კუნძულ კრეტაზე ჩატარებული კრების აღირებას.

სანაცვლოდ, თესალონიკის მიტროპოლიტმა უნეტარესმა ანთიმოზმა თავისი ეპარქიის ყველა ტაძარში, თეოდორე ზისისს აუკრძალა ღვთისმსახურების ჩატარება.


იოანე ოქროპირი, წერილები დიაკონისა ოლიმპიადას

                                                    წერილი მეშვიდე

. კაეშნის წყლულს მოგკვეთ და ზრახვებს განგიქარვებ, სევდის ღრუბელი რომ მოუვლენიათ შენზე. რა გიშფოთებს გონებას? ის, რომ ეკლესიაზე მოწეული ქარიშხალი მძვინვარე და ბნელია და ყოველივე დააბნელა, ვითარცა უმთვარო ღამე და ყოველდღიურად იზრდება, დანთქმას გვიპირებს და ქვეყნიერებას საზარელი მარცხის დღე უდგას? ეს მეც ვიცი და ამას ვერავინ ეწინააღმდეგება. თუ გსურს, აღგიწერ, რაც ხდება, რომ ტრაგედიის სურათი უკეთ წარმოგიდგინო. ყველგან მძვინვარე ზღვას ვხედავ, რომელიც  


მაცხოვრის საფლავზე აგებული სამლოცველოს რესტავრაცია

 

2017 წლის 21 მარტსიერუსალიმის პატრიარქუნეტარეს თეოფილე IIIის მიწვევით, ყოვლადუწმინდესი მსოფლიოპატრიარქი ბართოლომეოს, ქალკედონის მიტროპოლიტ ათანასესთან ერთად  მიემგზავრება წმინდა მიწაზე...


თანამედროვე მონობა - ერთობლივი დეკლარაცია

 

 ჩვენ, კონსტანტინეპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა და კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა, სრულიად ინგლისის პრიმატმა იუსტინემ, ფანარში, 2017 წლის 6-7 თებერვალს თანამედროვე მონობის შესახებ ერთობლივად მოვაწყვეთ სპეციალური საერთაშორისო ფორუმი- ,,ცოდვები ჩვენს თვალწინ.’’


ქრისტეს სასამართლო პროცესი: იურიდიული ანალიზი

ავტორი: ხრისტოს დერმოსიანიდისი (მოსამართლე)

 

ქრისტეს უდანაშაულობაში დარწმუნებულმა პილატემ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა, მაგრამ  იუდეველები ყვიროდნენ: „ჩუენ სჯული გუაქუს,და სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.“ ეს არის ებრაელების დღევანდელი პოზიციაც. ისინი ირწმუნებიან, რომ ქრისტემ ნამდვილად დაარღვია მოსეს რჯული და სამართლიანად დაისაჯა სიკვდილით. მაგრამ შესაძლოა ...


რომის პაპი ცელესტინე V (პიეტრო დი მურეონე)

პიეტრო დი მურეონე

 

 

  პიეტრო იყო ღარიბული წარმომავლობის. 17 წლისა გახდა ბენედიქტიანელთა ორდენის წევრი, 

ხოლო საბოლოოდ კი ეკურთხა რომში. მისი საყვარელი 

განმარტოებისათვის გაეშურა  მონტე მარონის უდაბნო არბუზში, მოგვიანებით კი 

მაიელას მთის უფრო ველურ გამოქვაბულში გადაინაცვლასაიდანაც მომდინარეობს 

კიდეც მისი გვარი მან აიღო საკუთარ იდეალად ...


მარხვის წესებისა და სექსუალური ურთიერთობის შესახებ

 

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

  მარხვის წესი ჯერ კიდევ ძველ აღთქმისეულ ეპოქაში იყო და შემდეგ რა თქმა უნდა ახალ აღთქმაშიც. გახსოვთ სახარებაში მოთხრობილია ფარისეველზე, რომელიც ამბობს, რომ ორჯერ იმარხავს კვირაში. იოანე ნათლისმცემელმა მარხვაში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. ქრისტემ 40 დღის მანძილზე ...


მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი იერუსალიმში. 

 

მიმდინარე წლის 21 მარტს, ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, იერუსალიმის პატრიარქ უნეტარეს თეოფილე ΙΙΙ-ს მიწვევით გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც მონაწილეობა მიიღო მაცხოვრის საფლავზე აგებული სამლოცველოს რესტავრაციის დასრულებისადმი მიძღვნილ გახსნის ცერემონიაზე. ცერემონია გაიმართა 22 მარტს, აღდგომის ტაძარში და მას ესწრებოდნენ როგორც მართლმადიდებელი, ასევე რომის კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო ლიდერები.


კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (25.06.2017)

 

,,სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმინდისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

„და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა…“

მართლაც საოცარია განგება ღვთისა; იგი აღამაღლებს რჩეულს ერისაგან თვისისა. ე.ი ერი უნდა იყოს ღვთისა, რომ მისგან აღამაღლოს უფალმა რჩეული ერისა თვისისა. ერი უნდა იყოს ღვთისა, ერი უნდა იყოს კეთილისმყოფელი, ერი უნდა იყოს მორწმუნე, რომ აღამაღლოს უფალმა თვისი რჩეული. ასეთი რჩეული იყო მამა იოანე _ თორნიკე _ ყოფილი მხედართმთავარი საქართველოს ჯარისა. და აი ამ მხედართმთავარმა გადაწყვიტა წასულიყო ათონის მთაზე და მიეღო ბერობა. ამ დროს ბარდა სკლიაროსმა, რომელიც იყო ბიძა კონსტანტინეპოლის მეფისა, მოინდომა კონსტანტინეპოლის სამეფო ტახტის უფლებების ხელში ჩაგდება. დედოფალმა  და მეფემ მიმართეს ქართველ ბერებს დახმარებისათვის; და ბერებმა გამოყვეს იოანე თორნიკყოფილი(ერისთავი); იგი ჩამოვიდა საქართველოში და წაიყვანა ჯარი და ფაქტიურად გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია.

 

 


ხალკის საღვთისმეტყველო კონფერენცია

 

2017 წლის 1-2 სექტემბერს, ხალკის ისტორიულ სემინარიაში გაიმართა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, ამერიკის მთავარეპისკოპოს მიქაელ კონსტანტინიდისის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ამერიკის მთავარეპისკოპოსი დემეტრეოსი, თეატირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი გრიგორიოსი, ბოსტონის ახლადგამორჩეული მთავარეპისკოპოსი მეთოდიუსი და მაღალი რანგის სხვა საერო თუ სასულიერო წარმომადგენლები.

სხდომა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა გახსნა, რომელმაც მოხსენების პირველ ნაწილში ქრისტიანული სამყაროსთვის ამერიკის სამიტროპოლიტოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, მეორეში კი ეკოლოგიურ პრობლემებს შეეხო, ხაზი გაუსვა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ დაწესებულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც პირველი სექტემბერი გარემოზე ზრუნვის დღედ დაწესდა, აღნიშნა რომის პაპ ფრანცისკესთან ერთად მიღებულ უახლეს რეზოლუციის მნიშვნელობა და საუბრის ბოლოს კიდევე ერთხელ მოუწოდა ადამიანებს ბუნებაზე ზრუნვისკენ.


1 2 3 4