წმინდა და დიდი კრების IX, X, XI
კოლიმბარი, კრეტა, საბერძნეთი
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მეოთხე დღეს, ღონიის სტავროპიგიალურ მონასტერში საღვთო ლიტურგია აღავლინა რუმინეთის საპატრიარქოს დელეგაციამ, რის შემდეგაც იერარქებმა გააგრძელეს გეგმიური მუშაობა კრების IX, X და XI სესიებზე. კრების IX სესიაზე განახლდა საუბრები მარხვის მნიშვნელობისა და თანამედროვე ცხოვრებაში მის შენახვის წესზე, ხოლო რაც შეეხება X და XI სესიებს, მათი მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა ქორწინების საიდუმლოსა და მის დამაბრკოლებელ მიზეზებზე. დღის წესრიგში განსახილველი ორი საკითხის ირგვლივ დაწყებულ ვრცელ და გახსნილი დისკუსიათა დროს, რომელზეც განიხილებოდა თემების პასტორალური და კანონიკური პერსპექტივები, მეთაურებმა და ადგილობრივ ეკლესიათა ცალკეულმა იერარქებმა გამოთქვეს სხვადასხვა სახის შემოთავაზებები და განმარტებები. კრებაში მონაწილე იერარქებმა ხმა მისცეს და მიიღეს საბოლოო ტექსტები ავტონომიის და მის მინიჭების წესზე, ასევე მართლმადიდებლური დიასპორის შესახებ. მომდევნო დღეებში კი მათ მიიღეს დადგენილება დღევანდელ ცხოვრებაში მარხვის შენახვის წესზე, ასევე თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებელი ეკლესიის მისიაზე და მის როლზე. დღის დასკვნით სესიაზე, წაკითხულ იქნა სხვა ეკლესიებთან ურთიერთობის შესახებ არსებული პუნქტი, რომელიც თავის მხრივ განიხილეს პლენარულ სხდომაზე, რასაც მოჰყვა ღია დისკუსიები. კრების მსვლელობისას, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ამცნო იერარქებს რუსეთის საზაფხულო ბანაკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რომელსაც 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. კრების მონაწილე იერარქები შეთანხმდნენ, რომ სრულიად რუსეთის პატრიარქ უნეტარეს კირილისადმი გაეგზავნათ სამძიმრის წერილი. გარდა ამისა მსოფლიო პატრიარქმა წაიკითხა მთავარეპისკოპოს იოსების (კურთცი) მისასალმებელი წერილი (იხ. https://www.orthodoxcouncil.org/-/usccb-president-archbishop-kurtz-sends-letter-to-ecumenical-patriarch-on-eve-of-historic-council ) დასახელებული პიროვნება გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსთა საბჭოს ხელმძღვანელი. აღნიშნულ წერილში კათოლიკე იერარქები გულითადად მოიკითხავენ წმინდა და დიდ კრებას და იმედს გამოთქვამენ რომ მისი დასრულების შემდეგ ქრისტიანულ სამყაროში სიტუაცია დადებითად შეიცვლება. ნაშუადღევს, მსოფლიო საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა, მთავარეპისკოპოსმა იობმა (გეჩა), ჟურნალისტებს გააცნო წმინდა და დიდი კრების ოფიციალური სიახლეები, რის შემდეგაც ალექსანდრიის საპატრიარქოს, სერბეთის, რუმინეთის, კვიპროსის და საბერძნეთის ეკლესიების წარმომადგენლებმა ჩაატარეს გეგმიური პრეს-ბრიფინგი და უპასუხეს ჟურნალისტთა შეკითხვებს.
მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა
წყაროები: https://www.orthodoxcouncil.org/-/holy-and-great-council-discusses-fasting-marriage-in-fourth-day?inheritRedirect=true&redirect=%2Fupdates-from-the-council https://www.holycouncil.org/
http://www.kreba2016.ge/