დაკარგული ბიბლიური გონება

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

‘’ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა (ეფ. 4:21)

ქრისტიანი მისიონრები არ არიან მოწოდებულნი იმისათვის, რომ საკუთარი შეხედულებები იქადაგონ კათედრაზე. მქადაგებლები აღჭურვილნი და ხელდასხმულნი არიან ეკლესიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. მათ მინიჭებული აქვთ ზოგიერთი კონკრეტული ტერმინი, მაგალითად იესო ქრისტეს სახარება და ისინი მოვალენი არიან ამ ერთადერთი და მარადიული უწყებისადმი. უნდა გაავრცელონ და მხარი მისცენ. `იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა (იუდ. 1:3). რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვა ქმედითად უნდა იყოს ქადაგებული. მარადის უნდა იქნას გათვალისწინებული განჩინების ერთგულება ყოველ ახალ თაობასა და კონკრეტულ ჯგუფს შორის. ყოველ ახალ შემთხვევაში თუკი ვითარება მოითხოვს ხელახლა უნდა იქნას წარმოჩენილი, მაგრამ რაც ყველაზე აღმატებულია (სახარების) უწყებამ თავისი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს.  

ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას კი არ უქადაგებენ `უცხო სახარებას”, არამედ იმავე სახარებას, როგორც იყო გადმოცემული. ღვთის სიტყვა არ შეიძლება ადვილად მოერგოს წარმავალ ზნე-ჩვეულებებსა და კონკრეტული საუკუნის მიდგომებს, რაც ჩვენს ეპოქასაც მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვართ მიდრეკილი, რომ ღვთის სიტყვის საზომი ჩვენივე მიდგომით განვსაზღვროთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გონება ქრისტეს ფასეულობით გავზომოთ. `თანამედროვე გონება ასევე ღვთის სიტყვის განსჯის ქვეშ  დგას.

 

თანამედროვე ადამიანი და წმ. წერილი

მრავალ ჩვენთაგანს დღესდღეისობით დაკარგული აქვს წმ. წერილისეული გონების სიწმინდე, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიური ფრაზეოლოგიის რაღაც ნაწილი კვლავ შენარჩუნებულია. თანამედროვე ადამიანი ხშირად უჩივის, იმას რომ საღვთო ჭეშმარიტებას მას სთავაზობენ `არქაული იდიომით”, ანუ ბიბლიის ენით, რაც მისეული აღარ არის და ვერ გამოიყენებს თვითნებურად. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ რადიკალურად უნდა მოვახდინოთ წმ. წერილის `დემითოლოგიზაცია”, რაც გულისხმობს ანტიკურობისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ცვლილებას რაღაც თანამედროვეთი. თუმცაღა ერთ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით _ წმ. წერილის ენა მართლაც სხვა არაფერია თუ არა შემთხვევითი და გარეგანი საბურველი, რომელსაც გააჩნია `მარადიული იდეა”, რომელიც უნდა გამოიხატოს, ან შესაძლოა იყოს საღვთო უწყების მარადიული საშუალება, რომელიც ერთხელ გადმოგვეცა ნებისმიერი ეპოქისათვის?

ჩვენ ვიმყოფებით იმ საფრთხეში, რომ ღვთის სიტყვის უნიკალურობა ხელახალი განმარტების განგრძობადობის პროცესში დაიკარგოს. მაგრამ როგორ უნდა განიმარტოს ის, როდესაც ორიგინალური ენა დავიწყებას მიეცა? უფრო მეტად უსაფხთხო იქნება, რომ ბიბლიური ენის ჩვენი აზროვნება და მენტალური ჩვევები მივაკუთვნოთ წმ. წერილის იდიომების ხელახალ შესწავლას? არავის შეუძლია, მიიღოს სახარება, ვიდრე ის არ მოინანიებს, არ შეიცვლის აზროვნებას. სახარების ენაზე `სინანული (metanoeite)  არ ნიშნავს უბრალოდ ცოდვების გაცნობიერებასა და მონანიებას, არამედ, უფრო ზუსტად, `აზროვნების შეცვლას”, ადამიანის მენტალური და ემოციონალური მიდგომის სიღრმისეულ ცვლილებას, თავად ადამიანის სრულ განახლებას გულისხმობს, რომელიც იწყება საკუთარი თავის უარყოფით და სრულდება და აღიბეჭდება სულიწმინდის მიერ.  

ამჟამად ჩვენ ინტელექტუალური ქაოსის ეპოქაში ვცხოვრობთ. შესაძლოა, თანამედროვე ადამიანს არ ჩამოუყალიბებია თავისი აზროვნება და მოსაზრებათა სიუხვე რჩება შეთანხმების იმედს მიღმა. შესაძლოა, მხოლოდ გზის მანიშნებელმა გვიწინამძღვროს ამ მენტალურ ბუნდოვანებაში, რაც თან ახლავს ჩვენს სასოწარკვეთილ ეპოქას. `იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა”, ამის შემდეგ ადრეული ეკლესიის ეს იდიომი, შესაძლოა, აღარ მოგვეჩვენოს მოძველებულად.

 

იქადაგეთ მრწამსები

რის ქადაგებას ვაპირებთ ჩვენ? ის, თუ რა უნდა ვუქადაგო ჩემს თანამედროვეებს `მსგავს დროში?” არ არის დაეჭვების დრო, მე ვაპირებ ვიქადაგო ჯვარცმულსა და აღდგომილ იესოზე. მე ვაპირებ, ვუქადაგო ყველა იმას, ვინც იქნება ხსნის უწყების ადრესატი, ისე, როგორც მე გადმომეცა ეს საყოველთაო ეკლესიის უწყვეტი ტრადიციით. მე არ გავემიჯნები ჩემს ეპოქას. არამედ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ვაპირებ, ვიქადაგო `მრწამსის დოქტრინა”.

მე სრულად ვაანალიზებ სიმბოლოებს, რომლებიც მრავალთათვის შებრკოლების ლოდია ჩვენს თაობაში. `მრწამსები არიან ღირსშესანიშნავი სიმბოლოები, როგორც დაძენძილი დროშები ეროვნულ ეკლესიებში; მაგრამ თანამედროვე დაპირისპირებათა ქარცეცხლში აზიაში, აფრიკაში, ევროპასა და ამერიკაში სიმბოლოები გაიგება, როგორც საბრძოლო იარაღი თანამედროვე მეომრის ხელში”. ეს დაწერა რამდენიმე წლის წინ გამოჩენილმა ბრიტანელმა მკვლევარმა, რომელიც გახლდათ რელიგიური მქადაგებელიც. შესაძლოა, მას ამჟამად ეს არც კი დაეწერა, თუმცაღა მრავალნი არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი გულით გააკეთებენ მსგავს თამამ განცხადებას. მოდით, დავიხსომოთ, რომ ადრეული სიმბოლოები ეყრდნობოდა წმინდა წერილს და აშკარაა, რომ მათი ბიბლიური ფრაზეოლოგიაც თანამედროვე ადამიანისთვის რთულია.

მაშასადამე, ჩვენ კვლავ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. რა უნდა შევთავაზოთ მას (.. თანამედროვე ადამიანს) წმინდა წერილის ნაცვლად. მე ვამჯობინებ ტრადიციის ენას, არა იმიტომ, რომ გამოუძიებლად მიენდოს `კონსერვატიზმს ან ბრმა მორჩილებით გარეგანი ავტორიტეტებისადმი ან თუნდაც იმიტომ, რომ ვერ ვეძიებდე უმჯობეს ფრაზეოლოგიას. მზად ვარ, ჩემი თავი წარმოვაჩინო `ანტიკურობის მიმდევრად და `ფუნდამენტალისტად და მე შევეწინააღმდეგები იმას, რომ მსგავსი განჩინება მცდარია. მე ვიცავ და ვემყარები მთელი გულით `მრწამსის დოქტრინებს”, რადგან ვიმეცნებ რწმენის მარადიულ შესატყვისსა და თანადროულობას ნებისმიერი ეპოქისა და სიტუაციისათვის, თუნდაც მოიცავდეს მსგავსს ხანას და მე მწამს, რომ `მრწამსის დოქტრინებს შეუძლიათ ჩვენს სასოწარკვეთილ თაობას აღუდგინოს ქრისტიანული სიმამაცე და ჭვრეტა.

 

ტრადიცია ცოცხლობს

`ეკლესია არ არის არც მკვდართა საუფლოს მუზეუმი და არც კვლევითი საზოგადოება”. წმინდა ირინეოსის თანახმად, საუფლო ცოცხალია _ depositum juvenescens.. მრწმასი არ არის წარსულის რელიქვია, არამედ იგია `სულიწმინდის მახვილი”. სამყაროს ქრისტიანობაზე მოსაქცევად ის არის, რასაც ჩვენ ვქადაგებთ დღევანდელობაში. ეს არის ერთადერთი გზა იმ საპყრობილედან გამოსაყვანად, რომელშიც სამყარო ჩაეფლო ქრისტიანთა მარცხის გამო. აშკარაა, რომ ქრისტიანული დოქტრინა არ პასუხობს ცხადად პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებს, არც ქრისტეს სახარება იძლევა პასუხს. თუმცაღა მისი გავლენა კაცობრიობის ისტორიაზე აღუწერელია. სახარებაშია გადმოცემული ადამიანური ღირსების შეცნობა, წყალობისა და სამართლიანობის უწყება. ახალი სამყარო შეიძლება აიგოს მხოლოდ ახალი კაცით.

 

ქალკედონის მნიშვნელობა

`და ის განკაცდა რა არის ამ მრწამსისეული პოზიციის დამატებითი საზრისი? ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინ იყო იესო, ქრისტე და უფალი? რას ნიშნავს ეს? ქალკედონის განსაზღვრებით იესო არის `სრულყოფილი კაცი და სრულყოფილი ღმერთი”. თუმცაღა ერთი და უნიკალური პიროვნება? `თანამედროვე ადამიანი ხშირად ძალიან კრიტიკულია ქალკედონის განსაზღვრებისადმი. უჭირს მისი მნიშვნელობის გაგება. ამ სიმბოლოს წარმოდგენა მათთვის სხვა არაფერია თუ არა პოეზიის ნაწილი ან საერთოდ უმნიშვნელო რამ. ჩემი აზრით, მიდგომა სრულიად მცდარია. ქალკედoნის `განსაზღვრება არ არის მეტაფიზიკური ფორმულირება და არასოდეს მიიჩნეოდა, რომ ასეთად ყოფილიყო განსაზღვრული. არც განკაცების მისტერიაა მხოლოდ `მეტაფიზიკური სასწაული”. ქალკედონის ფორმულა იყო სარწმუნოების უწყება და, მაშასადამე, არ შეიძლება იყოს გაგებული ეკლესიის სრული ემპირიის მიღმა. თუმცა ფაქტობრივად, ის არის ეგზისტენციალური `ფორმულირება. ქალკეოდნის ფორმულა წარმოადგენდა მისტერიის ინტელექტუალურ მონახაზს, რომელიც სარწმუნოებით მოგვენიჭა. ჩვენი მხსნელი არ არის ადამიანი, არამედ თავად ღმერთი. ამაში განფენილია უწყების ეგზისტენციალური მიმართება. ჩვენი მხსნელი არის ის, ვინც `გარდამოხდა და `განკაცდა მიაკუთვნა რა საკუთარი თავი ადამიანებს, კაცობრიობას, ჭეშმარიტად ადამიანური სიცოცხლითა და ბუნებით. არამხოლოდ მისი განზრახვა იყო საღვთო, არამედ ხსნის მეწინამძღვრეც იყო ღვთიური პიროვნება. ქრისტეს ადამიანური ბუნების სისავსე ნიშნავს შესაბამისობასა და მის გამომხსნელობით განზრახულებას. ღმერთი შემოდის ისტორიაში და ხდება ისტორიული პიროვნება.

ეს პარადოქსულად ჟღერს, თუმცაღა ამაში მდგომარეობს მისტერიაც: `და ამ დიადი განსხვავებულობის გარეშე არის ღვთისმოშიშების მისტერია; ღმერთი განხორციელდა”. მაგრამ ეს მისტერია იყო გამოცხადება, ღმერთის ჭეშმარიტი მახასიათებელი განკაცებაში დასრულდა. ღმერთი იმდენად იყო ფარულად დაინტერესებული ადამიანის ბედით, რომ სურდა ჩარეულიყო პიროვნების ქაოსსა და დაკარგულ ცხოვრებაში. საღვთო განზრახულება მაშასადამე არ არის მხოლოდ სამყაროს მართვა ყოვლადძლიერი დიადი დისტანციით საღვთო დიდებულებაში, არამედ ესაა კენოზისი, ღვთის დიდების `დამდაბლება”, როდესაც არსებობს პიროვნული ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის.

 

ეს ტრაგედია ახალი თვალთახედვით

კაცობრიობის ტრაგედია სრულად წარმოჩნდება ახალი თვალთახედვით. განკაცების მისტერია იყო საღვთო სიყვარულის მისტერია, დაკარგულ ადამიანთან საღვთო იდენტიფიკაცია. და განკაცების კულმინაცია იყო ჯვარი. ეს გახლავთ კაცობრიობის ბედის შემომაბრუნებელი წერტილი. მაგრამ ჯვრის საშინელი მისტერია გასაგებია მხოლოდ მთელი ქრისტოლოგიის ფართო პერსპექტივით; რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ თუკი გვწამს, რომ ჯვარცმული იყო ჭეშმარიტად `ძე ღვთისა ცხოველისა”, რაც ასევე მოიცავს ქრისტეს სიკვდილს, რომელიც იყო ღმერთის შემოსვლა ადამიანური სიკვდილის სატანჯველში, შთახვდომა ჰადესში, რაც ნიშნავდა სიკვდილის დასასრულსა და კაცობრიობისათვის მარადიული სიცოცხლის მინიჭებას. არსებობს გასაოცარი კავშირი ტრადიციული დოქტრინის კორპუსში, მაგრამ ეს შეგვიძლია გავიგოთ და შევიმეცნოთ მხოლოდ სარწმუნოების ცოცხალ კონტექსტში, რაშიც მე ვგულისხმობ პიროვნულ კავშირს პიროვნულ ღმერთთან. მხოლოდ სარწმუნოება ქმნის დამაჯერებელ ფორმულებს. მარტო სარწმუნოება აცოცხლებს ფორმულებს. `პარადოქსულად ჩანს სულიერ საგანთა დამკვირვებელთა გამოცდილება. ვერავინ სარგებლობს სახარებით მანამ, სანამ არ შეიყვარებს ქრისტეს”, რადგან ის არ არის მხოლოდ ტექსტი, არამედ ცოცხალი პიროვნება და ის მკვიდრობს თავის სხეულში, ეკლესიაში.

 

ახალი ნესტორიანიზმი

გაუგებარია თუ რატომ არ უნდა იქადაგოს ვინმემ ქალკედონის დოქტრინა `მსგავს ეპოქაში”. აშკარაა, რომ ეს დოქტრინა იმოწმებს ჭეშმარიტებას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთელი თანამედროვე ადამიანის სულიერი ხედვა. ის მიანიჭებს მას ჭეშმარიტ თავისუფლებას. ადამიანი არ არის ეული ამ სამყაროში და ღმერთი კაცობრიობის ისტორიულ მოვლენებში პიროვნულ ინტერესს წარმოაჩენს. ეს არის განკაცების კონცეფციის მთელი საზრისი. ეს ილუზიაა, რომ თითქოს წარსულის ქრისტოლოგიური დისპუტები უადგილოა თანამედროვე მდგომარეობისათვის, პირიქით, ისინი კვლავ განგრძობადი და განმეორებადი არიან თანამედროვე ეპოქის წინააღმდეგობებისათვის. თანამედროვე ადამიანი ქვეცნობიერად გამოიცდება ნესტორიანული უკიდურესობით. სხვაგვარად რომ ითქვას ის განკაცებას არ ღებულობს შესაბამისად. ის ვერ ბედავს ირწმუნოს, რომ ქრისტე არის საღვთო პიროვნება. მას სურს ჰყავდეს ადამიანი გამომხსნელი, რომელსაც ღმერთი შეეწეოდა. ის (.. თანამედროვე ადამიანი) უფრო მეტად დაინტერესებულია გამომხსნელის ადამიანის ფსიქოლოგიით, ვიდრე საღვთო სიყვარულის მისტერიით, რადგან საბოლოო ჯამში, მას ოპტიმისტურად სწამს ადამიანის ღირსებისა.

 

ახალი მონოფიზიტობა

მეორე უკიდურესობით დღესდღეისობით აღორძინდა `მონოფიზიტური ტენდენციები თეოლოგიასა და რელიგიაში. როდესაც ადამიანი დაემცრო სულიერად და გააჩნია სასოება და უსმენს მხოლოდ მსგავს წარმოდგენებს `ლიბერალიზმსა და `ნეომართლმადიდებლობას შორის, არის რა ძველი ქრისტოლოგიური დავების განახლებაში... კონფლიქტი ვერასოდეს გადაიჭრება მხოლოდ თეოლოგიით მანამ, სანამ ფართო ხედვა არ იქნება.

ადრეულ ეკელსიაში ქადაგება იყო ემფატიურად თეოლოგიური, ის არ იყო ფუჭი სპეკულაცია. თავად ახალი აღთქმაც საღვთისმეტყველო წიგნია. თეოლოგიის უგულებელყოფა წარმოადგენს თანამედროვე ეპოქაში იმ პიროვნული რელიგიისა და იმედგაცრუების განცდას, რაც ასე დომინირებს თანამედროვე განწყობილებაში. ის, რაც ჩვენ გვჭირდება `ასეთ ეპოქაში”. ნათლისღებაში არის აშკარად ეგზისტენციალური თეოლოგია. უდავოა, რომ ორივე, კლირიკოსებსაცა და ერისკაცებსაც სწყურიათ თეოლოგია და ხშირ შემთხვევაში ღვთისმეტყველება არ იქადაგება და ისინი იღებენ რაღაც `უცხო იდეოლოგიებს და მათ ტრადიციულ სწავლებებს ურევენ. `სახარების მოწინააღმდეგის სრული მიდგომა თანამედროვე ეპოქაში წარმოადგენს იმას, რომ ხალხს მიაწოდოს ფსევდო თეოლოგია და ფსევდო დოგმათა სისტემა. ეს ეგზისტენციალური ალტერნატივა, რომელსაც მრავალი სახე გააჩნია დღევანდელ ეპოქაში, სათანადოდ ჩამოაყალიბა ინგლისელმა თეოლოგმა, `დოგმა ან.... სიკვდილი”. დოგმატიზმისა და პრაგმატიზმის ხანა დასრულდა და, მაშასადამე, ეკლესიის მქადაგებლები ვალდებულნი არაინ კვლავ ღვთის სიტყვის დოქტრინები და დოგმები იქადაგონ.

 

თანამედროვე კრიზისი

თანამედროვე მქადაგებლის უმთავრესი საზრუნავია `სარწმუნოების რეკონსტრუქცია”. ეს არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში ინტელექტუალური მცდელობა, სარწმუნოება არის მხოლოდ ჭეშმარიტი სამყარო. თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად კონცენტრირებულია საკუთარ იდეებსა და რწმუნებებზე, თავის მიდგომებსა და რეაქციებზე. თანამედროვე კრიზისი ჰუმანიზმმა დააჩქარა (რაც უდავო ფაქტია), რომელმაც შემოიტანა ჭეშმარიტი სამყაროს ხელახალი აღმოჩენა, რომლისაც თავად გვწამს. ეკლესიის ხელახალი აღმოჩენა არის ყველაზე უფრო გადამწყვეტი ასპექტი ამ ახალი სულიერი რეალობისა. რეალობა აღარ არის მიმართული მხოლოდ ჩვენ იდეათა კედელზე. აღსანიშნავია, რომ ეკლესია არ არის მხოლოდ იდეათა ერთობლიობა, არამედ ის გახლავთ ქრისტეს სხეული. ესაა განზომილების ხელახალი აღმოჩენა, ღვთიური გამომხსნელის უწყვეტი მყოფობა თავის მორწმუნე სამწყსოს შორის. ეს აღმოჩენა გვანიჭებს ახალ ნათლისეულ საზრდოს ჩვენი დეზინტეგრაციული მყოფობის სატანჯველში. მრავალმა აღნიშნა, რომ ეს არის ჭეშმარიტი გადაწყვეტა ყველა იმ სოციალური პრობლემისა, რომელიც როგორღაც დგას ეკლესიის რეკონსტრუქციის საქმეში. `მსგავს ეპოქაში ადამიანმა უნდა იქადაგოს `სრული ქრისტე”, ქრისტე და ეკლესია შეგვიძლია ნეტარი ავგუსტინეს ცნობილი გამონათქვამი დავიმოწმოთ: `totus cristus, caput et corpus’’ შესაძლოა ეს ქადაგება კვლავ უჩვეულო მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს გახლავთ ერთადერთი გზა, რომ ღვთის სიტყვა იყოს ქადაგებული სწორედ მსგავსი უიმედო ეპოქის დროს.

 

მამათა დროულობა

როდესაც ვკითხულობ ადრეულ კლასიკურ ქრისტიანულ თეოლოგიას, ეკლესიის მამებს, მე მათში უფრო მეტ თანადროულობას ვხედავ ჩვენი დროისა, თანამედროვე თეოლოგების ნაღვაწთან შედარებით. მამები უპირისპირდბოდნენ ეგზისტენციალურ პრობლემებს და აცხადებდნენ იმ მარადიულ საკითხებს რომლებიც აღინუსხა და ჩაიწერა წმინდა წერილში. გავკადნიერდები და აღვნიშნავ, რომ წმ. ათანასე და წმ. ავგუსტინე არიან უფრო მეტად თანამედროვენი, ვიდრე ჩვენი დროის თეოლოგები. მიზეზი მარტივია ისინი იხილავდნენ საკითხებს და არა ცხრილს, ისინი მოწოდებულნი იყვნენ გადმოეცათ არა ის თუ რა სწამთ ადამიანებს, არამედ ის თუ რა აღასრულა ღმერთმა მათთვის. `მსგავს ეპოქაში უნდა გავაფართოვოთ ჩვენი პერსპექტივა ძველ მოძღვართა შემეცნებაში და მოვახდინოთ `ჩვენს ეპოქაში ქრისტიანული ემპირიის ეგზისტენციალური სინთეზი.

 

წყარო- Chapter I of Collected Works of Georges Florovsky, Vol. I: Bible, Church, Tradition: An Eastern Orthodox View (Büchervertriebsanstalt, Vaduz, Europa, 1987), pp. 9-16

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გიორგი გველესიანმა

 

საიტზე განთავსებულია პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის სხვა სტატიებიც:

ეკლესიის საზღვრების შესახებ

წმინდა გრიგოლ პალამა და მამათა ტრადიციები ნაწილი 1 

ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა

Cur Deus Homo? განკაცების მოტივი

მართლმადიდებლური სწავლება  ღვთისმშობლის შესახებ

Download
ფლოროვსკი- დაკარგული ბიბლიური....pdf
Adobe Acrobat Document 343.9 KB