მე მიყვარს მართლმადიდებლობა

კარდინალი ივ კონგარი

 

თავიდანვე მსურს მოგახსენოთ, რომ მე მიყვარს მართლმდიდებლობა და დიდ პატივს ვცემ მის ტრადიციას. მას კარგად ვიცნობ, პირველ რიგში, ჩემი მეგობრებსაგან, შემდეგ იმ პირადი ურთიერთობებიდან, რომელიც უამრავ კარგ და ახალ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთან დავამყარე, რომელიც სლავური და ბერძნული ტრადიციების შესწავლით დავასრულე. ვიცნობ მართლმადიდებლობას, აგრეთვე, ლიტურგიებითაც, რამდენადაც ყველას  თავისი ღვთისმსახურებით ესაუბრება, ლიტურგია მასთან ურთიერთობის, მისი არსების გაცნობის გზაა. სიტყვა “ორთოდოქსი” ხომ “სწორად დიდებას” ნიშნავს.

რაც მიყვარს მართლმადიდებლობაში, ტრადიციასთან მისი სიღრმისეული ერთობაა. იგი თავისდაუნებურად უერთებს ყველა ცენტრალურ ელემენტს გამოცხადებას, შემდეგ კი ეკლესიის მამების გენია. თუ მართლამდიდებლობა საუბრობს ევქარისტიის შესახებ, ის საუბრობს გამოსყიდვაზე და თუ მსჯელობს გამოცხადებაზე, მსჯელობს სამების შესახებ. ყველაფერი, რაც მის მიერაა განცხადებული, მათ შორის ცხოვრების ყველაზე კონკრეტული დეტალებიც კი, ყოველთვის სამებითაა შემოფარგლული და მისითაა განათებული. ეს ტრინიტალურობა მისი საიდუმლოების განუყფელია. მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის მისტერიების აღნიშნვა და მათი ჩატარება ტრინიტალური ცხოვრებით ხდება. ისინი ღრმად ცხოვრობენ სულიწმინდაში და ჯერათ, რომ სულიწმინდის მატარებელნი არიან. მათი და ჩვენი ეკლესიის საკრამენტალური კონცეპტი ერთიდაიგივეა და ჩვენ ღრმად ვართ მასში გაერთიანებულნი.

  

სურვილი, რომელიც გვაკლია

 შერიგება ჩვენ ორ ეკლესიას შორის დაიწყო თავისთავად ნაკლული, მაგრამ მნიშვლელოვანი,  გზით- ვატიკანის მეორე კრებით.    აღმოსავლეთის კათოლიკეები (რომთან ერთობაში მყოფნი)  მართალია, დიდი რაოდენობით არ იყვნენ წარმოდგენილები– სულ რამდენიმე პიროვნება, კრების 2500 -ზე მეტ მამაში, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისეთი პიროვნებების  წყალობით, როგორიც იყო  მაქსიმე IV, რომელზეც პატრიარქმა ათენაგორამ ორჯერ განაცხადა: “თქვენ ჩვენ გამოგვხატავთ, თქვენ ბრძანდებით ჩვენი ხმა კრებისათვის''. პატრიარქი მაქსიმეს სიტყვას ჭეშმარიტად აღმოსავლური ტრადიციის წამომადგენლად აფასებდა. ეს ხმა მოისმინეს. აშკარა იყო, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ვატიკანის მეორე კრებით ზოგიერთი ისეთი რამ აღმოაჩინა, რაც მის ლათინურ და დასავლურ პატივს აკლდა- აღმოსავლეთ ნაწილი, ეს იყო ის, რაც მას აკლდა.

სამწუხაროდ, მართლმადიდებლობაში მსგავსი აღმოჩენა ჯერ არ მომხდარა. ეჭვგარეშეა რომ ასეთი შეფასებისას,  რომლის მონაწილე და მსაჯული მეც ვარ, ვერ ვიქნები  ბოლომდე ობიექტური.

ვფიქრობ, მართლმადიდებლთა პაუზა რეალურ მიზეზებს ეფუძნება, ეს კი დიდი მწუხარებით მავსებს. ვთვლი, რომ მართლმადიდებლობის მხრიდან ასეთი დაუინტერესებლობა კათოლიკური და სრულიად ლათინური სამყაროს მიმართ, შემაძრწუნებელია. ეკლესიისათვის ეს არაბუნებრივია, თუმცა მასში ჭარბადაა. როგორც ჩანს, მართლმადიდებლობა არ განიცდის დასავლური ნაწილის იმ ეკლესიის საჭიროებას, რომელიც მას აკლია.

 

კათოლიკენი გრძნობენ იმ დადებით მხარეს,  რომ  მართლმადიდებლებს შეუძლიათ, თავიანთი ფორმებითა და გამოხატულებებით, კათოლიკეებს   სულიწმინდის სიცოცხლე მოუტანონ  იმ სიღრმისეული ფორმებით, რომლითაც ისინი რწმენის მისტიკას წვდებიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ უნდა შევამციროთ ჩვენი ავთენტური სულიერი და მისტიკური ტრადიციის არსებობაც. გრძნობენ კი მართლმადიდებლები, რომ ჩვენ შეგვიძლია მათ რაიმე შევძინოთ? -ეს ნაკლებად სარწმუნოა. ჩვენ, უფრო მეტად, ვიდრე ისინი, ვგრძნობთ ქრისტეს მსახურების ვალდებულებას, ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც მიწიერ სამყაროშია და რომელშიც ვცხოვრობთ- მიუხედავად ამისა, ლიბანში არის თავდადებული მართლმადიდებლობა, მაგრამ რთულად მოსაძებნი და სანახავია ისინი, ვინც ამ ურთიერთშეთანხმებას აცნობიერებენ.

 

ჩვენი ურთიერთობების განახლება

შედარებით იშვიათია მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, რომელიც ნეტარი ავგუსტინესა და ლათინური მამების კარგი მცოდნეა (არიან გამონაკლისებიც, მამა გიორგი ფლოროვსკი და მამა ბორის ბობრინკი). დასავლელ და აღმოსავლელ მამებს შორის საკმაოდ ღრმა ურთიერთობაა, სწორედ ამას უნდა დავაფუძნოთ ჩვენი იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, ფლორენციის 1439 წლის კრებაზე სწორედ ამ არგუმენტით შედგა გაერთიანება– და ეს მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, რომ კრება ცოტა ხანშივე დაიგმო. ზოგადად, ჩვენი მამები ერთმანეთან ერთობაში იყვნენ. სწავლება ფილიოქვეზე უკვე გვხვდება ნეტარ ავგუსტინესთან, თუნდაც ჯერ კიდევ განუსაზღვრელი ზუსტი ფორმულით, მაგრამ აღმოსავლელი მამები არ გამოყოფილან მისგან. ნეტარმა ავგუსტინემ იოანე ოქროპირი პელაგიანიზმის იმ ბრალდებებისაგან დაიცვა, რომელიც მის წინააღმდეგ იყო. მოგვიანებით, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ლეონის ეპოქაში, დასავლელ და აღმოსავლელ მამებს შორის ერთობა განსაკუთრებულად გაღრმავდა. 

საჭიროა, რომ მაქსიმალურად განვაახლოთ ჩვენი ეკლესიების ურთიერთობები. ვატიკანის მეორე კრება, ამ მხრივ, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ისტორიული შანსი, რომელიც ჩვენ თვალწინ განიავდა. ამ კრებაზე მართლმადიდებლები მოწვეულები იყვნენ და უნდა გამოეგზავნათ თავიანთი წარმომადგენლები, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. რატომ? იმიტომ რომ ისინი გაიყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით და მათმა განსხვავებულმა ეკლესიებმა ვერ შეაჯერეს განსხვავებული პოზიციები. ნიშანდობლივია ეს დაუინტერესებლობაც, რომელზეც ვწუხვარ. რეალურად, მოსკოვის ეკლესიამ კრების მეორე დღეს “გაარღვია” მართლმადიდებლური ერთობა და გამოაგზავნა ორი დამკვირვებელი. მაშინ პატრიარქმა ათენაგორამ, რომელიც ემიჯნებოდა კრებას, გამოაგზავნა პირადი დამკვირვებელი- მამა ანდრია სკრიმა. სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიც პირადი წამომადგენლებით დაუბრუნდნენ კრებას, მაგრამ ეს არ იყო ის დელეგაცია, რომელსაც შეეძლო კრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა სიტყვის პირდაპირი მიცემის არქონის შემთხვევაშიც კი, - ეს სამწუხაროა.

როგორ განვაახლოთ ჩვენი ღრმა ურთიერთობა? უპირველესად იმით, რასაც პატრიარქი ათენაგორა “სიყვარულის დიალოგს” უწოდებდა, რომელიც დღეს რეალურია. კრების განმავლობაში ის გამოიხატა ყველა ჟესტით, არა მხოლოდ ხილულად (ათენაგორასა და პავლე მეექვსეს ჩახუტებით ზეთიხილის მთაზე), არამედ ისტიტუციის განახლების საჭიროებითაც- მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის წმინდა რელიქვიურ ნაწილებს შორის (მაგ. რომის პაპმა პავლე VI-მ ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილები ვატიკანიდან ქალაქ პატრაში დაუბრუნა მართლმადიდებელ ეკლესიას).  უმარავი მეგობრული წერილია გაცვლილი პავლე მეექვსესა და აღმოსავლელ პატრიარქებს შორის, რომელშიც უხილავი ფორმები გამოიხატება.

ეს დიალოგი თეოლოგების ორმხრივი ვიზიტებით უნდა გაგრძელდეს. კონსტანტინოპოლში კარდინალ ბეას განსაკუთრებულად შეეგება მართლმადიდებელი მოსახლეობა. პატრიარქმა ათენაგორამ რომელიც მის გვერდით იყო, თქვა: “შეხედეთ, ერთობა აღიარებულია!”

 

წინააღმდეგობები  გადაულახავი არ არის

სინამდვილეში ვფიქრობ, რომ თუ მხოლოდ ხალხს მოვუსმენთ, გაერთიანება შესაძლებელი გახდება, მაგრამ ა ყველგან... ჩვენ წინ რთულადგადასალახი დაბრკოლებაა- დოგმატური სისტემა. არსებობს ფილიოქვეს საკითხი: ჩემი შეხედულება აბსოლტურად განსხვავებულია, ეჭვგარეშეა, რომ ეს საკითხი არაა ძირეული, არაა გადაულახავი. შესაძლებელია, ეკლესიაში ერთი საიდუმლოსადმი არსებობდეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა, მაგრამ ეს არ აშორებს ერთს მეორესგან. არ მოიცავს ერთმანეთს, მაგრამ არც გამორიცხავს მათ. ფილიოქვე ვერ იქნება ის გადაულახავი ბარიერი ერთობაში, რომელითაც შესაძლოა სქიზმის სული გაჩნდეს, ეს კი ისაა, რაც ჩემთვის მიუღებელია.

არსებობს, ასევე, სხვა ძალიან დელიკატური საკითხებიც, როგორიცაა კათოლიკური დოგმატი ქალწული მარიამის უბიწოდ ჩასახვაზე, რომელიც საკმაოდ რულია და, საბოლოოდ, ბუნებისა და მადლის ფორმების დახასიათებამდე მივყავართ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია, მარიამის ღვთისმშობლობის შესახებ ჩვენს საერთო თეოლოგიასთან შედარებით.

აშკარაა, რომ ყველაზე რთული საკითხი პაპის პრიმატია, რომელიც შორსაა გადაწყვეტისგან. არსებობს ინიციატივები, როგორიცაა, მართლმადიდებლების მხრიდან, მოძღვრების- შმემანისა და მეიენდორფის ბოლო წიგნები პეტრე მოციქულის პირველობის შესახებ. ეს შრომები არ ემთხვევა საკითხის კათოლიკურ ხედვას, მაგრამ ძველ მართლმადიდებლურ მიდგომებთან შედარებით ნაკლებად დაშორებულია პაპის პირველობის კათოლიკურ გააზრებასთან. ჩვენი მხრიდან ასეთია მამა ვრიეს წიგნი ეკლესიოლოგიასა და შვიდ მსოფლიო კრებაზე. ვატიკანის მეორე კრების კოლეგიალურობაში გამოხუტულმა დოგმატურ-საღვთისმეტყველო მიდგომამ, ვატიკანის პირველ კრებისთან შედარებით, ჩვენი მხრივ, მკაფიო პროგრესი აჩვენა. ეს მხოლოდ დასაწყისია. კოლეგიალურობა იქნება ის, რასაც პრაქტიკა გააკეთებს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია იმიტომ, რომ შეუძლებელია, გარკვეულ ღვთისმეტყველებაზე პასუხგაუცემლად გქონდეს პრაქტიკულობა.

პრაქტიკულობა ავალდებულებს ღვთისმეტყველებასაც. როდესაც პაპი იყენებს გამოთქმას- “და ეკლესიები” (Eglises Soeurs) მართლმადიდებელ ეკლესიაზე სასაუბროდ, როცა ის წერს კონსანტინოპოლის ან მოსკოვის პატრიარქს: ”სამწყსო, რომლის მწყემსიც ხართ” , ის ამ ფაქტებით ცნობს კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის ეკლესიიების ავთენტურობას. ნაბიჯ-ნაბიჯ ამგვარი ჟესტები თეოლოგიაშიც დასამკვიდრებელია. ერთობამდე მისაღწევი გზა ჯერ კიდევ ძალიან გრძელი და რთულია, მაგრამ ის უკვე დაწყებულია.

 

სპეციალურად საიტისთვის ფრანგულიდან თარგმნა ნოდარ ბარათაშვილმა