პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
(17.02.1926-22.07.1992)
მამა იოანე მეიენდორფი დაიბადა 1926 წლის 17 თებერვალს ქალაქ ნეილიში (საფრანგეთი), რუსი ემიგრანების ოჯახში. მამა გიორგი ფლოროვსკისთან ერთად სწავლობდა პარიზში წმინდა სერგის სახელობის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში და სორბორნის უნივერსიტეტში.
1950 წელს ცოლად შეირთო მარიე მოიავსკი, ვისგანაც შეეძინა ოთხი შვილი. იოანე მეიენდორფმა გაიარა ერთწლიანი სამხედრო სამსახური და 1958 წელს სორბორნის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია წმინდა გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო შეხედულებების შესახებ. მღვდლად კურთხევის შემდეგ იმავე წელს- მამა იოანე მიიწვიეს ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სასულიერო აკადემიაში ეკლესიის ისტორიის და პატროლოგიის პედაგოგად. ასევე ის ასწავლიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰარვარდის, კოლუმბიის, ფორდამის უნივერსიტეტებში. 1977 წელს მამა იოანე არჩეული იქნა ბრიტანეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ის იყო ნოტრ-დამის (ინდიანა, აშშ) უნივერსტეტის, ნიუ-იორკის საეპისკოპოსო ეკლესიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის და სანკტ-პეტერბურგის მართლმადიდებლური სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორი.
მამა იოანე მეიენდორფი დიდი ხნის მანძილზე სათავეში ედგა ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას. ის იყო ამ ადგილობრივი ეკლესიის კანონიკური ორგანიზაციის (ორგანიზაცია ჯერ კიდევ 1794 წელს ალიასკაზე რუსული მისიის მიერ იქნა დაფიქსირებული) შექმნეს ერთ-ერთი ინიციატორი, რომელსაც 1971 წელს მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალია მიენიჭა. 1971-1976 წლებში მამა იოანე სათავეში ედგა მსოფლიო ეკლესიების საბჭოს "რწმენა და (საკლესიო) მოწყობა", ამავე დროს ის იყო ამ ორგანიზაციის კომიტეტის წევრი. 1953 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა- მართლმადიდებელი ახალგაზრდობის ფედერაცია ე. წ. "სინდესმოსი". 1992 წლის მაისიდან მამა იოანე მეიენდორფი იყო წმინდა ვლადიმირის სასულიერო აკადემიის რექტორი. მოგვიანებით პროტოპრესვიტერმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ადმინისტრაციული საქმიანობა და საკუთარი თავი მთლიანად სამეცნიერო კვლევა-ძიებებისთვის დაეთმო, თუმცა უეცარმა და მძიმე ავადმყოფობამ ამმის საშუალება არ მისცა. პროტოპრესვიტერი 66 წლის ასაკში მონრეალში (კანადა) მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. პატრისტიკისა და ბიზანტიის ისტორიის მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი, ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი იოანე მეიენდორფი თავის ბოლო გზაზე გააცილა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, ვაშინგტონის მიტროპოლიტმა თეოდოსიმ, წესი აუგეს ქალაქ კრესტვუდში (ნიუ-იორკი, აშშ) წმინდა ვლადიმირის სასულიერო აკადემიის სამლოცველოში.
სამეცნიერო ნაშრომები და პუბლიკაციები
მამა იოანე მეიენდორფის ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს 15 ენაზე, მის კალამს ეკუთვნის ისეთი კვლევები, როგორიც არის "წმინდა გრიგოლ პალამას სწავლების შესავალი" (1969), "წმინდა გრიგოლ პალამა და მართლმადიდებლური მისტიკა" (1959), თარგმანი და კრიტიკული გამოცემა "ტრიადები, თქმული წმინდა მემყუდროეთა დასაცავად"(2 ტომად, ლუვენ, 1959), "მართლმადიდებელი ეკლესია გუშინ და დღეს" (1960, 2-ე გამ.1969), "მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი" (1965), "ქრისტე ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაში" (სერფი, 1975), "ქორწინება: მისი პერსპექტივა მართლმადიდებლობაში" (YMCA-Press, 1986) და სხვა უამრავი სტატია. ინგლისურ ენაზე გამოვიდა წიგნები "ბიზანტია და რუსეთის აღმასვლა: გამოკვლევა ეძღვნება ბიზანტია-რუსეთის ურთიერთობებს XVI საუკუნეში" (Harvard University Press, 1980), "მართლმადიდებელი ეკლესიის ბიზანტიური მემკვიდრეობა" (წმინდა ვლადიმერის სემინარიის გამომცემლობა, 1981), "იმპერიის ერთიანობა და ეკლესიის გაყოფა. ეკლესია 450-680 წლებში"(წმინდა ვლადიმერის სემინარიის გამომცემლობა, 1981), ასევე წმინდა ვლადიმერის სასულიერო აკადემიის მიერ გამოცემული სტატიათა კრებულები: "ცოცხალი გადმოცემა" (1978), "საყოველთაოოობა და ეკლესია" (1983), "მშვიდობის მტკიცებულება" (1987) და სხვა.
მიჩნეულია რომ მამა იოანეს სადოქტორო დისერტაცია წმ. გრიგოლ პალამას შესახებ, ცვლის პალამიზმის შესახებ დასავლეთის ეკლესიის აზრზს.
პროტოპრესვიტერ იოანე მეიენდორფის ბიბლიოგრაფია ინგლისურად:
“Byzantine Hesychasm: Historical, Theological and Social Problems: Collected Studies” (London : Variorum Reprints, 1974).
“The Byzantine Legacy in the Orthodox Church” (Crestwood, NY : SVS Press, 1982).
“Byzantine Theology” (New York : Fordham University Press, 1976).
“The Byzantine Legacy in the Orthodox Church” (Crestwood, NY : SVS Press, 1982).
“Byzantine Theology: Historical Trends and Doctrinal Themes” (London : Mowbrays, 1975) ; 2nd ed. with revisions by Fordham University Press, NY, 1979 & 1983.
“Byzantium and the Rise of Russia: A Study of Byzantino-Russian Relations in the Fourteenth Century” (Crestwood, NY : SVS Press, 1989) ; reprint of Cambridge ed. of 1981.
“Catholicity and the Church” (Crestwood, NY : SVS Press, 1983).
“Christ in Eastern Christian Thought” (Washington, DC : Corpus Books, 1969) and (Crestwood, NY : SVS Press, 1975) ; trans. of “Le Christ dans la théologie byzantine”.
‘Christian Spirituality (Volume II): High Middle Ages and Reformation’ in “World Spirituality” series : eds. J. Raitt, B. McGinn & J. Meyendorff (New York : Crossroad Publishing Co., 1987).
‘Christian Spirituality (Volume I): Origins to the Twelfth Century’, in “World Spirituality” series : eds. B. McGinn, J. Leclerq & J. Meyendorff (New York : Crossroad Publishing Co., 1985).
‘Christian Spirituality (Volume III): Post-Reformation and Modern’, in “World Spirituality” series : eds. L. Dupé, Don E. Saliers & J. Meyendorff (New York : Crossroad Publishing Co., 1989).
“Imperial Unity and Christian Divisions: The Church 450–680 AD” (Crestwood, NY : SVS Press, 1989). “A Legacy of Excellence”, eds. Vladimir Borichevsky and William Schneirla (Crestwood, NY : SVS Press, 1988).
“The Legacy of St Vladimir”, eds. John Breck, J. Meyendorff & Eleana Silk (Crestwood, NY : SVS Press, 1990), ISBN : 978-0-881-41078-5.
“Living Tradition” (Crestwood, NY : SVS Press, 1997), ISBN-13 : 978-0913836484.
“Marriage, an Orthodox Perspective”, 2nd ed. expanded (Crestwood, NY : SVS Press, 1975). ISBN-13 : 978-0913836057.
“The New Man: An Orthodox and Reformed Dialogue”, eds. J. McLelland & J. Meyendorff (Baltimore, MD : Agora Books, 1973).
“The Orthodox”, Ecumenical Series (New York : Paulist Press, 1966) ; reprinted by “Light & Life” (Minneapolis, MN, 1966).
“Orthodoxy and Catholicity” (New York : Sheed & Ward, 1966) ; trans. of “Orthodoxie et Catholicité”. ISBN-13 : 978-0881410063.
“The Orthodox Church”, 3rd rev. ed., (Crestwood, NY : SVS Press, 1981).
“The Orthodox Church: its Past and its Role in the World Today” (London : Darton, Longman & Todd/New York : Pantheon Books, 1962) ; trans. of “L’Église Orthodoxe : hier et aujourd’hui”.
“The Orthodox Church: Yesterday and Today” (London : Darton-Longman, 1964).
“The Primacy of Peter: Essays in Ecclesiology and the Early Church”, 2nd ed. Leighton Buzzard (Bedfordshire : Faith Press, 1973 & rev. ed. Crestwood, NY : SVS Press, 1992) ; trans. of “La primauté de Pierre dans l'Église orthodoxe”.
"Rome, Constantinople, Moscow: Historical and Theological Studies" (Crestwood, NY : SVS Press, 1996), ISBN-13: 978-0881411348.
“The Sacrament of Holy Matrimony” (New York : Dept. of Religious Education, Orthodox Church in America, 1975) ; reprinted 1978).
“St Gregory Palamas and Orthodox Spirituality” (Crestwood, NY : SVS Press, 2002) & (Bedfordshire : Faith Press, 1974), ISBN -13 : 978-0913836118.
“A Study of Gregory Palamas”, 2nd ed. (London : The Faith Press, 1964) and (Crestwood, NY : SVS Press, 1974 ; new ed. 1998), ISBN-13 : 978-0913836149. Trans. of “Introduction à l’étude de Grégoire Palamas”.
“The Triads: Gregory Palamas”, ed. with introduction (New York : Paulist Press, 1983 ; new ed. 2002), ISBN-13 : 978-0809124473.
“Trinitarian Theology East and West: St Thomas Aquinas-St Gregory Palamas”, with Michael Fahey (Brookline, MA : Holy Cross Orthodox Press, 1977 & 1986), ISBN-13 : 978-0916586188.
“Vision of Unity” (Crestwood, NY : SVS Press, 1987 & 2002), ISBN-13 : 978-0881410686.
“Witness to the World” (Crestwood, NY : SVS Press, 1987), ISBN-13 : 978-0881410693.
ფრანგულად:
“Le Christ dans la théologie byzantine”, Bibliothèque œcuménique, 2, série orthodoxe (Paris : Éditions du Cerf, 1969).
“Défense des saints hésychastes”, 2e éd. (Louvain : Spicilegium sacrum lovaniense, 1973).
“L’Église orthodoxe : hier et aujourd’hui”, 2e éd., rev (Paris : Éditions du Seuil, 1969).
“Grégoire Palamas. Défense des saints hésychastes : Introduction, texte critique, traduction, et notes” (Louvain : Spicilegium sacrum lovaniense, 1959).
“Initiation a la théologie byzantine: L'histoire et la doctrine” (Paris : Éditions du Cerf, 1975).
‘Introduction a l'étude de Grégoire Palamas’, « Patristica Sorbonensia », vol. 3 (Paris : Éditions du Seuil, 1959).
“Le Mariage dans la perspective orthodoxe” (Paris : YMCA Press, 1986).
“Orthodoxie et Catholicité” (Paris : Éditions du Seuil, 1965).
‘La Primauté de Pierre dans l'Église orthodoxe’ (avec Nicolas Afanassieff et autres),
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა იეროდიაკონმა სტეფანე თინიკაშვილმა