პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

         (Archpriest Georges Florovsky)

           

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი (1893 წლის 9 სექტემბერი -1979 წლის 11 აგვისტო) ელიზავეტგრადში (Єлисаветград, შემდგომში- კიროვოგრადი, Кропивницький, უკრაინა), მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში დაიბადა, რომელიც მალევე ოდესაში გადავიდა საცხოვრებლად. ფლოროვსკი სკოლის პერიოდშივე სწავლობდა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ლათინურ, ბერძნულ და ებრაულ ენებს. თვრამეტი წლისამ ფილოსოფიისა და ისტორიის აკადემიურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა.

          1919 წელს ახალგაზრდა ფლოროვსკიმ ოდესის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ამგვარად, ფლოროვსკი გახდა იმ რუსული ინტელიგენციის ემიგრაციის ნაწილი, რომელშიც სხვადასხვა დროს შედიოდნენ: ნიკოლაი ბერდიაევი, სერგი ბულგაკოვი, ნიკოლოზ ლოსკი, ვლადიმერ ლოსკი, სიმეონ ფრანკი, ლევ კარსავინი, ანტონ კარტაშევი, წმ. მარია სკობცოვა, ალექსანდრ შმემანი, იოანე მეიენდორფი და სხვანი.

     1921 წლის დეკემბერში ფლოროვსკიმ ჩეხეთ-სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდია მიიღო. მალევე მან კარლის უნივერსიტეტში (ჩეხეთი, Charles University), ასევე რუსულ და სლავურ ინსტიტუტებში დაიწყო მუშაობა.

         1926-1939 და 1945-1948 წლებში ფლოროვსკი პარიზში მოღვაწეობდა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი ბელგრადში იმყოფებოდა, სადაც კაპელანთა სკოლაში ასწავლიდა. 1932 წელს ხელი დაესხა მღვდლად, ამ პერიოდიდანვე აქტიურად ერთვება ეკუმენურ დიალოგში.

       საფრანგეთში ფლოროვსკი წმინდა სერგის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ინსტიტუტის (პარიზი) პატრისტიკის პროფესორი გახდა. მისთვის აღნიშნული დარგი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების, ეგზეგეტიკისა  და ეკუმენური მოძრაობის შესახებ თავისი მრავალი სტატიისა და კრიტიკის წყაროდ იქცა. მართალია, ფლოროვსკის ღვთისმეტყველის აკადემიური ხარისხი არ ჰქონია (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საპატიო ხარისხს, რომელიც მოგვიანებით მიიღო), თუმცა, მთელი თავისი ცხოვრება ცნობილ საღვთისმეტყველო ინსტიტუტებში ასწავლიდა.

        1930 წელს მამა გიორგიმ ევროპულ ბიბლიოთეკებში მასშტაბური კვლევები დაიწყო და თავისი უმნიშვნელოვანესი შრომა - ,,რუსული ღვთისმეტყველების გზები“ (Ways of Rusian Theology) დაწერა, რომელშიც საუბრობს დასავლური სქოლასტიზმის, პიეტიზმისა და იდეალიზმის იმ გავლენებზე, რომლებიც რუსულ ღვთისმეტყველებაზე აისახა. ნაშრომმა დაფასებაცა და განსჯაც დაიმსახურა.

 1949 წელს ფლოროვსკი ნიუ-იორკში გადავიდა და წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლური სემინარიის დეკანი გახდა, მისი წვლილი ამ სასწავლებლის განვითარებისთვის განუზომელია. 1955 წელს მამა გიორგი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. პროტოპრესვიტერი ბოსტონის საღვთისმეტყველო სკოლებში და ნიუ-იორკში 1956 წლამდე ასწავლიდა, რის შემდეგაც ჰარვარდის (დიდი ბრიტანეთი) საღვთისმეტყველო სკოლაში პატრისტიკაში, რუსეთის კულტურასა და ისტორიაში ლექციებს კითხულობდა. 1964 წლის შემოდგომაზე ფლოროვსკიმ პრინსტონის უნივერსიტეტში (Princeton University) განაგრძო მოღვაწეობა, სადაც სლავურ ენებსა და რელიგიას ასწავლიდა. 1979 წლის 11 აგვისტოს პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი 80 წლის ასაკში პრინსტონში (ნიუ ჯერსი, Princeton, New Jersey) გარდაიცვალა.

 

შრომები:

(ინგლისურად)

1. Eastern Fathers of the Fourth Century (1931. Paris)

2. The Ways of Russian Theology                                                        

3. The Catholicity of the Church

4. The Lost Scriptural Mind

5. On Church and Tradition: An Eastern Orthodox View

6. St. John Chrysostom. The Prophet of Charity

7. The Ascetic Ideal and the New Testament. Reflections on the Critique of the Theology of the Reformation

8. The Limits of the Church, Church Quarterly Review, 1933

9. Following the Holy Fathers (Excerpt of The Collected Works of Georges Florovsky Vol. IV, "Patristic Theology and the Ethos of the Orthodox Church," Part II, p. 15-22)

10. St Gregory Palamas and the Tradition of the Fathers, 1961

11. Revelation and Interpretation

12.  Scripture and Tradition: an Orthodox View

13. The Work of the Holy Spirit in Revelation

14. Holy Icons

15. Collected works published 1972-1979 (vol. 1-5) in Belmont, Mass. by Nordland Pub., and 1987-1989 (vol.

       6-  14) in Vaduz, Europa by Büchervertriebsanstalt. 

16. Collected Works. Volume 1: Bible, Church, Tradition

17. Collected Works. Volume 2: Christianity and Culture excerpts online

18. Collected Works. Volume 3: Creation and Redemption [excerpts online]

19. Collected Works. Volume 4: Aspects of Church History excerpts online    

20. Collected Works. Volume 5: Ways of Russian Theology, Part I

21. Collected Works. Volume 6: Ways of Russian Theology, Part II     

22. Collected Works. Volume 7: Eastern Fathers of the Fourth Century           

23. Collected Works. Volume 8: Byzantine Fathers of the Fifth Century

24. Collected Works. Volume 9: Byzantine Fathers of the Sixth to Eight Centuries

25. Collected Works. Volume 10: Byzantine Ascetic and Spiritual Fathers

26. Collected Works. Volume 11: Theology and Literature        

27. Collected Works. Volume 12: Philosophy      

28. Collected Works. Volume 13: Ecumenism I: A Doctrinal Approach

29. Collected Works. Volume 14: Ecumenism II: An Historical Approach

 

(რუსულად)

1.(30) Достоевский и Европа. — София, 1922.

2. (31). На путях: Утверждение евразийцев: Кн. 2. — М., Берлин: Геликон, 1922. Один из авторов сборника.

3.(32). Россия и латинство. — Берлин, 1923. Один из авторов сборника.

4.(33). Жил ли Христос? Исторические свидетельства о Христе. — Париж: YMCA-PRESS; Добро, 1929.

5.(34). Восточные Отцы IV века. — Париж, 1931; 2-е издание (репринт) — Париж: YMCA-Press, 1990; 3-е издание (репринт) — М.: Паломник, 1992; 4-е издание — Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1999.

6.(35). Византийские Отцы V—VIII вв.: Из чтений в Православном богословском институте в Париже. — Париж, 1933; 2-е издание (репринт) — Париж: YMCA-Press, 1990; 3-е издание (репринт) — М.: Паломник, 1992.

7.(36). Переселение душ: Проблема бессмертия в оккультизме и христианстве: Сборник статей. — Paris: YMCA-Press, 1935. Один из авторов сборника.

8.(37). Пути русского богословия. — Париж, 1937; 2-е издание (репринт) — Париж: YMCA-Press, 1983; 3-е издание (репринт) — Вильнюс, 1991; 4-е издание (репринт) — Киев: Путь к истине, 1991.

9.(38). Флоровский Г. В. Вера и культура

10.(39). Флоровский Г. В. Оправдание знания

11.(40). Флоровский Г. В. Смысл истории и смысл жизни

12. (41). Отцы первых веков. — Кировоград, 1993.

13. (42). Из прошлого русской мысли: Сборник статей. — М.: Аграф, 1998.

14. (43). Избранные богословские работы. — М.: Пробел, 2000.

 

44. Bible, Church, Tradition. — Belmont, 1972.

 

 

საიტზე განთავსებულა პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის:

 

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი  (Archpriest Georges Florovsky- ბიოგრაფია)

ეკლესიის საზღვრების შესახებ

დაკარგული ბიბლიური გონება

წმინდა გრიგოლ პალამა და მამათა ტრადიციები ნაწილი 1 

ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა

გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია

მართლმადიდებლური სწავლება  ღვთისმშობლის შესახებ 

 აღდგომის სახარება--‘’და აღვიდა ცაში...’’

Cur Deus Homo? განკაცების მოტივი

ორიგენეს კოსმოლოგია 

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა