ანასტასიოსი- ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი

 

ანასტასიოს იანულატოსი (ბერძნ. Αναστάσιος Γιαννουλάτος) დაიბადა 1924 წლის 4 ნოემბერს პირეაში (საბერძნეთი Πειραιάς).  

 

განათლება

         სკოლის დასრულების შემდეგ, 1947 წელს, ჩააბარა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის ბაკალავრიატიც დაამთავრა 1952 წელს. რის შემდეგაც სწავლა გერმანიაში გააგრძელა, ჰამბურგისა და მარბურგის უნივერსიტეტებში რელიგიადმცოდნეობის, ეთნოოლოგიის, აფრიკანოლოგიისა და მისიოლოგიის განხრით,  როგორც მკვლევარი მუშაობდა  Makerere University College-ში (კამბალა, უგანდა). 1970 წელს  სადოქტორო ხარისხი დაიცვა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე თემაზე-,,Summa cum laude.’’ 1952-1954 წწ. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ანასტასიოსი სხვადასხვა რელიგიების შესასწავლად იმყოფებოდა: ინდოეთში, ტაილანში, შრი- ლანკაში, კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, კენიაში, უგანდაში, ტანზანიაში, ნიგერიაში, ბრაზილიაში, კარიბის ზღვისპირეთში, ლიბანში, სირიასა და ეგვიპტეში.

            მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა იცის: ფრანგული, გერმანული, ინგლისური,  იტალიური, ესპანური, ალბანური, ლათინური, ახალი და ძველი ბერძნული, რუსული და სუაჰილური (აღმოსავლეთ აფრიკის საერთაშორისო ენა, ბანტუს ჯგუფის) ენები.

 

საეკლესიო მსახურობა

დიაკვნად ხელდასხმა (7. 8. 1960); მღვდლად კურთხევა (24. 5.1964); ეპისკოპოსად ხელდასხმა (19. 11. 1972); ირინუპულოსის (კენია, უგანდა, ტანზანია) მთავარეპისკოპოსი (1981-1991); ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი 1992 წლის 24 ივნისიდან.

 

სამეცნიერო კარიერა

         ანასტასიოსი ხელმძღვანელობდა თაამედროვე ბერძნული ენისა და ფილოლოგიის სასწავლებელს მარბურგის უნივერსიტეტში (გერმანია, 1966-1969), ათენის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ,,სამისიონერო სწავლების ცენტრს’’ (1971-1976), იყო ათენის უნივერსიტეტის რელიგიების ისტორიის ასოცირებული პროფესორი (1972- 1976 წწ.), სრული პროფესორი 1997 წლიდან, რელიგიისა და სოციოლოგიის განყოფილებათა ხელმძღვანელი,  ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი (1983-1986) და უნივერსიტეტის სენატის წევრი. სტუდენტური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ათენის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის (1986-1990), ათენის ,,რელიგიათაშორისი  კვლევების ცენტრის’’ (საბერძნეთის ეკლესია), ხმელთაშუაზღვისპირეთისა და არაბისტიკის საბჭოს წევრი.

 

მთავარეპისკოპოს ანასტასიოსი არის მრავალი სასწავლებლის საპატიო დოქტორი, ესენია:

წმინდა ჯვრის საღვთისმეტყველო სკოლა (1989; The Theological School of the Holy Cross, Brookline, Ma, USA); არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტი (1995); წმ. ვლადიმირის საღვთისმეტყველო სემინარია (აშშ, 2003); კრაიოვას უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტი (2006, რუმინეთი); სამხრეთ იტალიის პონტიფიკალური უნივერსიტეტი (2009); მოსკოვის  თეოლოგიური აკადემიის საპატიო წევრი (1998); ბუქარესტის უნივერსიტეტი (2003).

 

მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სადოქტორო დისერტაციები:

იოანნინას უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიის, ფილოსოფიური ფაკულტეტი  (1996); ათენის აგრალური უნივერსიტეტი (1996);  ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პოლიტიკურ მეცნიერებათა, საჯარო ადმინისტრაციული სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ფილოსოფიური ფაკულტეტები (1998); პირეის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპულ სწავლებათა ფაკულტეტი (2001); კრეტის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი  (2002); პატრას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (2002); ბოსტონის უნივერსიტეტი (2004); თესალიის უნივერსიტეტის სამედიცინო და  სამეურნეო განყოფილება და ამავე უნივერსიტეტის ოქროს მედალი (2004); იონიის უნივერსიტეტის (კორფუ)  ისტორიის განყოფილება (2007); კორჩას (პოლონეთი) უნივერსიტეტი (2008); დემოკრიტეს უნივერსიტეტის ისტორიის, ეთნოლოგიის, ლინგვისტიკისა და კულტურის ფაკულტეტი (2009); კვიპროსის უნივერსიტეტის (2010);

 

ეკლესია და  სოციალური მსახურება  

        იყო ახალგაზრდებს შორის (განსაკუთრებით სტუდენტებში), კატეხიზატორული მქადაგებელი (Iεροκήρυξ); მართლმადიდებელთაშორისი მისიონერული ცენტრის  («Πορευθέντες»)  დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1961); დაარსა და ხელმძღვანელობდა საბერძნეთის ეკლესიის მართლმადიდებელთაშორის ცენტრს (1971-1974), რა დროშიც აწყობდა კონფერენციებს, სემინარებს და სხვა ეკლესიებთან ერთად ატარებდა სოციალურ ღონისძიებებს; გერმანიაში სწავლის დროს მუშაობდა საეკლესიო განათლებისა და რელიგიების კომიტეტში (1977-1982). ამის გარდა, იგი, ასევე, მოღვაწეობდა კვიპროსის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიასა  (1985-1991) და ალექსანდრე ონასისის ფონდის სტიპენდიათა განყოფილებაში (1974-1994).  

 

საერთაშორისო ეკლესიათაშორისი აქტივობები     

         ,,აღმსასრულებელი კომიტეტის საგარეო მისიის’’ მთავარი მდივანი (1958-1961) და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სინდესმოსის’’ ვიცე პრეზიდენტი (1964-1977); ემს-ს (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) ,,საერთაშორისო კომისიის სამისიონერო სწავლებათა’’ წევრი (1963-1969); ,,სამისიონერო კვლევისა და მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობების’’ მდივანი ემს-ს გენერალურ სამდივნოში  (1969-1971). ამათ გარდა, მთავარეპისკოპოსი იყო მრავალი საერთაშორისო კომიტეტის წევრი, როგორებიცაა: ,,Deutsche Gesellschaft für Missionswissenschaft’ და ,, მისიონერულ კვლევათა საერთაშორისო საზოგადოება.’’ ემს-ს ,,სხვა ეკლესიებთან და იდეოლოგიებთან დიალოგის  კომისიია’’ (1975-1983); ,,ევროპის მართლმადიდებელ ეკლესიათა შერეული კომისია’’ და ,, რომის კათოლიკე ეპისკოპოსების ასამბლეა.’’ ,,ისლამი ევროპაში’’, (1989-1991); ’’რელიგიისა და მშვიდობის მსოფლიო ასამბლეა’’ (1985-1994).

  1959 წლიდან მონაწილეობდა საერთაშორისო ქრისტიანთაშორის, მართლმადიდებელთაშორის და რელიგიათაშორის კონფერენციებსა და საეკლესიო შეკრებებში (რამდენჯერმე იყო მთავარი მომხსნენებელი), ეკლესიის წარმომადგენელი, ან უნივერსიტეტის საერთაშორისო ორგანიზატორი. მიტროპოლიტ ანასტასიოსს შეთავაზეს რამდენიმე ქვეყნის საუნივერსიტეტო ცენტრებისგან ქრისტიანული მოწმობის, რელიგიათაშორისი დიალოგის, მსოფლიო სოლიდარობისა და მშვიდობის  სალექციო კურსების კითხვა. იყო რომის კათოლიკე ინსტიტუტის კურატორიუმის საპატიო წევრი ,,Pro Oriente’’ (ვენა, 1989); მსოფლიო მისიის, კომისიისა და ევანგელიზაციის პრეზიდენტ-მოდერატორი (1984-1991); ემს-ს ცენტრალური კომიტეტის წევრი (1998-2006); კრეტის მართლმადიდებლური აკადემიის თანამშრომელი (2001); ათენის აკადემიის წევრი (1993-2005), რელიგიურ ლიდერთა ევროპული საბჭოს (რელიგიები მშვიდობისთვის) წევრი 2001, ევროპულ ეკლესიათა ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი -(2003-2008); მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს ერთ-ერთი პრეზიდენტი; ,,ასამბლეა რელიგიური მშვიდობისთვის‘’ საპატიო პრეზიდენტი (2006 წლიდან).   

 

აღმოსავლეთ აფრიკა

მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი ასრულებდა უმნიშვნელოვანეს მოვალეობას მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე საგარეო მისიის განახლებისთვის. 1981-1991 წწ. როგორც ირინუპოლისის წმ. საეპისკოპოსოს (აღმოსავლეთ აფრიკა- კენია, უგანდა, ტანზანია) მოქმედი ეპისკოპოსი, მან დაარსა  საპატრიარქო სკოლა- ,,კვიპროსის მთავარეპისკოპოსი მაკარიოსი,’’ რომელსაც იგი ათწლეულის მანძილზე ხელმძღვანელობდა; ხელი დაასხა აფრიკული 8 ტომიდან გამორჩეულ 62 სასულიერო პირს და 42 წიგნისმკითხველ-კატეხიზატორს. ამავდროულად თარგმნიდა საღვთო ლიტურგიას ოთხ აფრიკულ ენაზე, იტვირთა მართლმადიდებლურ 150 სამრევლოზე ზრუნვა და ათეულობით ტაძრის აღდგენა; ააგო მისიონერული შვიდი ცენტრი და მუშაობდა სკოლებისა და სამედიცინო სადგურების შექმნისთვის.

 

ალბანეთი   

ალბანეთის ეპისკოპოსად დადგენის შემდეგ, შეძლო საკუთარი ძალისხმევით აღედგინა ალბანეთის ეკლესია და 400 სამრევლოზე მეტი შეექმნა. მან დაარსა ,,აღდგომის’’ სახელობის საღვთისმეტყველო აკადემია დურესში Durrës (1992) და 2 საეკლესიო ლიცეუმი, განსწავლა და ხელი დაასხა 150 სასულიერო პირს. სხვადასხვა ქალაქებში დაარსა 50-მდე ახალგაზრდული ცენტრი. ზრუნავდა როგორც ლიტურგიკული, ასევე, სხვა სახის რელიგიური წიგნების თარგმნაზე; ააგო 150 ეკლესია, აღადგინა 70 და შეაკეთა 160-ზე მეტი, დაარსა საეკლესიო 45 ცენტრი (სამთავარეპისკოპოსო და სამიტროპოლიტო შენობები, სკოლები, სამედიცინო ცენტრები თავსესაფრები, ახალგაზრდული ბანაკები და.ა.შ.) საერთო ჯამში 425 შენობა-ნაგებობა. ანასტასიოსი ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, ეხმარებოდა გაჭირვებულებს საკვებით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით; დაარსა ყოველთვიური გაზეთი და სამი პერიოდული გამოცემა, ასევე, რადიო სადგური; ზრუნავდა ე.წ. ,,ვორკშოპების’’ ორგანიზებისთვის; მოაწყო საეკლესიო სტამბა; სანთლების საამქრო, ფარდაგების მაღაზიები, ჩაატარა ხატწერისა და რესტავრაციის ღონისძიებები. ამავდროულად, ანასტასიოსი ანვითარებდა განათლების, ჯანდაცვის, სოციალური ზრუნვის, სასკოლო-განვითარების, კულტურულ და ეკოლოგიურ პროგრამებს. მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა დაარსა სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი ტირანაში და სამი ცენტრი სხვა ქალაქებში; უნივერსიტეტი  “Logos” (ტირანა); ასევე ორი ინსტიტუტი; პროფესიული განათლების პროფესიული ლიცეუმი; სამი პირველდაწყებითი სკოლა; გოგონათა სკოლა-პანსიონი; საექთნო 17 სკოლა სხვადასხვა ქალაქებში. აქტიურად იყო ჩართული ხიდების, გზების, სარწყავი არხების, საჯარო სკოლების აგებაში და ა.შ. კოსოვოს კრიტიკული პერიოდის დროს (1999) ორგანიზება გაუწია დიდ ჰუმანიტარულ პროგრამას, რომელიც დაეხმარა 33 000 ლტოლვილს ალბანეთის რამდენიმე ნაწილში. ალბანეთის ეკლესია დაუკავშირა სხვადასხვა საერთაშორისო საეკლესიო ორგანიზაციებს. მთავარეპისკოპოსი გახლავთ შიდაეკლესიური ბიბლიური საზოგადოების დამაარსებელი და მოქმედი წევრია; ალბანეთსა და საბერძნეთს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დროს აქტიურად მონაწილეობდა კონფლიქტის უმტკივნეულოდ მოგვარებისთვის. მისი აქტივობების დამსახურებით ათასობით ადამიანი სერიოზულად მუშაობს ალბანეთის ეკლესიის სოციალურ საქმიანობაში, რაც განპირობებულია სხვადასხვა სოციალური ფაქტორებით; ამავდროულად, მთავარეპისკოპოსი აქტიურად იყო ჩართული ბალკანეთის კონფლიქტის დარეგულირებაში. 2000 წ. იგი წარადგინეს  ნობელის პრემიის ლაურეატად.

 

ჯილდოები

წმინდა მოციქულისა და მარკოზ მახარებლის პირველი ხარისხის ჯვარი (1985; ალექსანდრიის საპატრიარქო); წმ. ეკატერინეს სინას მთის მონასტრის ჯილდო (1985), კირილესა და მეთოდეს ჯილდო (ჩეხეთ-სლოვაკეთის ეკლესია; 1986); ათენის აკადემიის ვერცხლის მედალი მისიონერული თეოლოგიის განვითარებისთვის, (1994);  საბერძნეთის რესპუბლიკის ჯვარი (1997), უფლისწულ ვლადიმირის მედალი  (პირველი კლასი; რუსეთის ეკლესია; 1998); ანდრეა მოციქულის მედალი (მსოფლიო საპატრიარქო); წმ. საფლავის მართლმადიდებელ ჯვაროსანთა ჯვარი (2000); მთავარეპისკოპოსი ასევე დაჯილდოებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ათენაგორას სახელობის  ჯილდოთი (2001; ნიუ-იორკი); ,«Pro Humanitate», ევროპული კულტურული ინსტიუტის ჯილდოთი (ფრიბურგის, 2001); საბერძნეთის ეკლესიის საპატიო ჯვრის ორდენით (2001); ქალაქ თესალონიკის (2002) და ლამიას (2002) ოქროს გასაღები; პოლონეთის ჰუმანიტარული ჯილდო «Ecce Homo» (2003); პირეის მუნიციპალიტეტის პირველი კლასის  ოქროს მედალი (2005); ტირანისისა და კორჩას Korça საპატიო მოქალაქე (შესაბამისად 2005-2007); პრიზი  ,,ქრისტიანული ერების გაძლიერებისთვისა და მართლმადიდებლური ერთიანობისათვის გაწეული წვლილისთვის. (მოსკოვი 2006); იაროსლავ ბრძენს სახელობის (უკრაინა); ბარნაბა მოციქულის ოქროს მედალი (კვიპროსის ეკლესია; 2008); მოციქულ მარკოზის ჯვარი (ალექსანდრიისა და სრულიადაფრიკის საპატრიარქო);

 

მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი დამაარსებელი და რედაქტორია გამოცემების- ,,Πορευθέντες– Go Ye’’ (1960-1970); «Πάντα τα Έθνη» (1981-92), Kërkim და Ngjallja (აღდგომა) (ალბანურად). მისი ესეებიდან უამრავია გამოცემული გერმანულად, ფრანგულად, რუსულად,შვედურად, ფინურად, სერბულად, რუმინულად, იტალიურად, ესპანურად, და ალბანურად. მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი მიჩნეულია მართლმადიდებელ ეკლესიათა თანამედრვე სამისიონერო მოღვაწეობის პიონერად, გარდა იმისა რომ არის  რელიგიათა ისტორიის მკვლევარი და ინტერრელიგიური დიალოგის მონაწილე, ამავდროულად აქტიურად იღწვის ბალკანეთში მშვიდობის დასამყარებლად.

 

საიტზე განთავსებულია- მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე

მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის სააღდგომო ეპისტოლე 2020

ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის საშობაო ეპისტოლე

 

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა