ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი

 

ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი  (ლამბრინიდისი) 1967 წელს თურქეთში დაიბადა. სწავლობდა თესალონიკის (საბერძნეთი) უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სამოძღვრო განყოფილებაზე, რომელიც 1991 წელს წარჩინებით დაასრულა.  

1993 წელს, ბონის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიურ ფაკულტეტზე სამაგისტრო დისერტაცია წარმატებით დაიცვა (თემა ,,ძმები იოანე და ნიკოლოზ მესარიტები’’). 1994 წელს მიერ ხელი დაესხა დიაკვნად და მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდში მუშაობა დაიწყო.


მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა)

 

მისი მაღალყოვლადუსაღმდელოესობა ტელმისუს მთავარეპისკოპოსი იობი (ერისკაცობაში იგორ გეჩა) დაიბადა მონრეალში, (კვებეკი, კანადა) 1974 წელს, უკარინული წარმომავლობის ოჯახში.  საშუალო განათლების დასრულების შემდეგ სწავლა მანიტობას უნივერსიტეტში  გააგრძელა. ამას გარდა, იგი თეოლოგიას წმინდა ანდრიას კოლეჯში (ვინიპეგი) და პარიზის წმინდა სერგის ინსტიტუტში სწავლობდა. 1998 წელს ამავე ინსტიტუტიდან მაგისტრის დიპლომი მიიღო. 2003 წელს წმინდა სერგის ინსტიტუტისა და პარიზის კათოლიკური  უნივერსტიტის ერთობლივი პროგრამით თეოლოგიის დოქტორი გახდა, 2012 წელს კი ლორენის უნივერსიტეტის (მეცი, საფრანგეთი) ჰაბილიტანტი.


 პოლ ლ. გავრილიუკი Paul L. Gavrilyuk

 

   თომა აქვინელის (მინესოტა, აშშ.) უნივერსიტეტის თეოლოგიის განყოფილების, თეოლოგიისა და ფილოსოფიის მიმართულების ხელმძღვანელი. დაიბადა კიევში (უკრაინა), სწავლობდა ფიზიკისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (მოსკოვი, რუსეთი) ფიზიკს ფაკულტეტზე (1988-1993). ის იყო სსრ კავშირიდან აშშ-ში აკადემიური თეოლოგიის შესასწავლად ჩამოსული ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი. 2001 წლიდან არის Southern Methodist უნივერსიტეტის (დალასი, ტექსასი, აშშ.) პატრისტიკის დოქტორი.

დრ. გავრილიუკი ბერძნული პატრისტიკისა და თანამედროვე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების განხრით მუშაობს. ასევე დაინტერესებულია რელიგიის ფილოსოფიით, ლიტურგიკული და ეკუმენური კვლევებით.


აბიდოსის ეპისკოპისი კირილე (კატერელოსი)

 

დაიბადა 1956 წელს ლამიაში (საბერძნეთი).

ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს, ფილოლოგიასა და თეოლოგიას.  

არის სტრასბურგის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის მაგისტრი, ასევე თესალონიკის (საბერძნეთი) და ფრაიბურგის (გერმანია) უნივესიტეტების დოქტორი.

პარალელურად მოღვაწეობს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორად.

დიაკვანად და მღვდლად ხელდასხმა ნიკოპოლის და პრევეზის მიტროპოლიტ მელეტიოსისაგან მიიღო. 

 


მთავარდიაკონი იოანე ხრისავგისი

 (Archdeacon John Chryssavgis)

 

 დაიბადა ავსტრალიაში 1958 წელს, 1975 წელს აქვე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი (Scots College). ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1980 წელს დაიცვა დიპლომი თემაზე- Byzantine Music from the Greek Conservatory of Music, შემდეგ სწავლა აშშ-ში გააგრძელა, წმ. ვლადიმერის საღვთისმეტყველო სემინარიაში (ნიუ-იორკი), რომელიც 1982 წელს დაასრულა. სადოქტორო დისერტაცია კი 1983 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში, (დიდი ბრიტანეთი) პატრისტიკის განხრით დაიცვა.


 პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

         (Archpriest Georges Florovsky)

           

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი (1893 წლის 9 სექტემბერი -1979 წლის 11 აგვისტო) ელიზავეტგრადში (Єлисаветград, შემდგომში- კიროვოგრადი, Кропивницький, უკრაინა), მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში დაიბადა, რომელიც მალევე ოდესაში გადავიდა საცხოვრებლად. ფლოროვსკი სკოლის პერიოდშივე სწავლობდა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ლათინურ, ბერძნულ და ებრაულ ენებს. თვრამეტი წლისამ ფილოსოფიისა და ისტორიის აკადემიურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა.

          1919 წელს ახალგაზრდა ფლოროვსკიმ ოდესის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ამგვარად, ფლოროვსკი გახდა იმ რუსული ინტელიგენციის ემიგრაციის ნაწილი, რომელშიც სხვადასხვა დროს შედიოდნენ: ნიკოლაი ბერდიაევი, სერგი ბულგაკოვი, ნიკოლოზ ლოსკი, ვლადიმერ ლოსკი, სიმეონ ფრანკი, ლევ კარსავინი, ანტონ კარტაშევი, წმ. მარია სკობცოვა, ალექსანდრ შმემანი, იოანე მეიენდორფი და სხვანი.


 მიტროპოლიტი კალისტოს უერი

(Mitropolitan Kallistos Ware)

 

დიოკლიას მიტროპოლიტი კალისტოს უერი (ერისკაცობაში ტიმოთი უერი) გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მართმადიდებელი თეოლოგი

მიტროპოლიტი 1934 წელს დაიბადა ინგლისის ქალაქ ბათში (Bath,  Somester). თეოლოგიურთან ერთად ფილოსოფიური და კლასიკური (ანტიკური საბერძნეთის და რომის ისტორია) განათლება მიიღო ოქსფორდში, ვესტმნსტერის სკოლასა და მაგდალენის კოლეჯში. ანგლიკანთა ოჯახში დაბადებული და აღზრდილი მართლმადIდებლობას პირველად 1952 წელს გაეცნო, ხოლო 1958 წელს, 24 წლის ასაკში გახდა მართლმადიდებელი ქრისტიანი. 1965 წელს ხელდასხმულია დიაკვნად. 1966 წელს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, კუნძულ პატმოსზე (საბერძნეთი) აღიკვეცა ბერად და მიიღო სამღვდელო ხარისხი, რის შემდეგაც ეწოდა სახელი კალისტოს. იმავე წელს ოქსფორდში დაბრუნების შემდეგ, წინამძღვრობდა ბერნულ მართლმადიდებლურ სამრევლოს (მსოფლიო საპარიარქო), პარალელურად კი გახდა ოქსფორდის მართლმადიდებლური თეოლოგიის პროფესორი, (აღნიშნულ პოსტზე 35 წლის განმავლობაში იმყოფებოდა).  


ანასტასიოსი- ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი

(Archbishop Anastasios of Albania)

 

ანასტასიოს იანულატოსი (ბერძნ.Αναστάσιος Γιαννουλάτος) დაიბადა 1924 წლის 4 ნოემბერს პირეაში (საბერძნეთი Πειραιάς)  

 

განათლება

         სკოლის დასრულების შემდეგ 1947 წელს ჩააბარა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის ბაკალავრიატიც დაამთავრა 1952 წელს. რის შემდეგაც სწავლა გერმანიაში გააგრძელა, ჰამბურგისა და მარბურგის უნივერსიტეტებში რელიგიადმცოდნეობის, ეთნოოლოგიის, აფრიკანოლოგიისა და მისიოლოგიის განხრით, ხოლო  როგორც მკვლევარი მუშაობდა  Makerere University College-ში (კამბალა, უგანდა). 1970 წელს  სადოქტორო ხარისხი დაიცვა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე თემით-,,Summa cum laude.’’ 1952-1954 წწ. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ანასტასიოსი სხვადასხვა რელიგიებს სწავლობდა იქ, სადაც ისინი განვითარდნენ, შესაბამისად იმყოფებოდა ინდოეთში, ტაილანში, შრი ლანკაში, კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, კენიაში, უგანდაში, ტანზანიაში, ნიგერიაში, ბრაზილიაში, კარიბის ზღვისპირეთში, ლიბანში, სირიასა და ეგვიპტეში, რათა შეესწავლა- ინდუიზმი, ბუდიზმი, დაოიზმი, კონფუციონიზმი, აფრიკული რელიგიები და ისლამი.


პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

(17.02.1926-22.07.1992)

(protopresviter John Meyendorff)

 

მამა იოანე მეიენდორფი დაიბადა 1926 წლის 17 თებერვალს  ქალაქ ნეილიში (საფრანგეთი), რუსი ემიგრანების ოჯახში. მამა გიორგი ფლოროვსკისთან ერთად სწავლობდა პარიზში წმინდა სერგის სახელობის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში და სორბორნის უნივერსიტეტში.

1950 წელს ცოლად შეირთო მარიე მოიავსკი, ვისგანაც შეეძინა ოთხი შვილი. იოანე მეიენდორფმა გაიარა ერთწლიანი სამხედრო სამსახური და 1958 წელს სორბორნის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია წმინდა გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო შეხედულებების შესახებ. მღვდლად კურთხევის შემდეგ იმავე წელს- მამა იოანე მიიწვიეს ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სასულიერო აკადემიაში ეკლესიის ისტორიის და პატროლოგიის პედაგოგად. ასევე ის ასწავლიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰარვარდის, კოლუმბიის, ფორდამის უნივერსიტეტებში. 1977 წელს მამა იოანე არჩეული იქნა ბრიტანეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ის იყო ნოტრ-დამის (ინდიანა, აშშ) უნივერსტეტის, ნიუ-იორკის საეპისკოპოსო ეკლესიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის და სანკტ-პეტერბურგის მართლმადიდებლური სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორი.


მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი

(Metropolitan John Zizioulas)

 

ბიოგრაფია

   მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (ბერძნ. Ιωάννης Ζηζιούλας) დაიბადა 1931 წლის 10 იანვარს კოზანში (Κοζάνης; საბერძნეთი). 1950 წელს სწავლობდა თესალონიკისა და ათენის უნივერსიტეტებში (საბერძნეთი), 1955 წელს კი ბოსეს ინსტიტუტში (შვეიცარია, Bossey Ecumenical Institute ). 1960-1964 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე მამა გიორგი ფლოროვსკის ხელმძღვანელობით ამავდროულად საქმიანობდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკური კვლევების ცენტრში (Dumbarton Oaks Research Library and Collection is an institute in Washington). იოანე ზიზიულასს ათენის უნივერსიტეტმა 1965 წელს მიანიჭა დოქტორის ხარისხი, ამავე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ეკლესიის ისტორიის ასისტენტ პროფესორად მომდევნო 6 წლის მანძილზე. 

 


კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I

(1886 წლის 6 აპრილი- 1972 წლის 7 ივლისი)

(Patriarch Athenagoras I of Constantinople)

 

ბიოგრაფია

            პატრიარქი ათენაგორა (ბერძნ. არისტოკლის მატთეუ სპირუ; Αθηναγόρας Αʹ; Αριστοκλής Ματθαίου Σπύρου) დაიბადა 1886 წლის 6 აპრილს, სოფელ ცარაპლანაში, (Τσαραπλανά ,დღევანდელი  ვასილიკოში; იოანნინასთან ახლოს) მატთეუ ნ. სპირუსა და ელენა ს. მოკოროსის ბერძნულ ოჯახში. რელიგიისადმი სწრაფვა ბავშვობიდანვე დედამ და სოფლის მოძღვარმა ჩაუნერგა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 1906 წელს სწავლა განაგრძო წმ. სამების სახელობის ჰალკის საღვთისმეტყველო სკოლაში (სტამბულთან ახლოს), აქვე აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად ათენაგორა და ხელიდაესხა დიაკვნად. მსახურობდა პელაგონიის ეპარქიაში, 1918 წელს იგი ათონის წმინდა მთაზე მოღვაწეობდა, შემდეგ (1919 წლიდან) კი იყო ათენის მთავარეპისკოპოს მელეტიოსის (მეტახაკისი) მდივანი, რა დროსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა პენდაპოლეოს მიტროპოლიტ ნექტარიოსთან (წმ. ნექტარიოს ეგინელთან, Νεκταρίου Επισκόπου Πενταπόλεως)  1921 წელს დიაკვნობაშივე გამოარჩიეს კერკირას (Κέρκυρα) მიტროპოლიტად და 1922 წლის 22 ნოემბერს ხელიდაასხეს ეპისკოპოსად.