საიდუმლო ეკლესიისა და საიდუმლო წმინდა სამებისა

 
იოანე ზიზიულასი

ინგლისურიდან თარგმნა გურამ პაპავამ


1. შესავალი

 

 

ბოლო ხანებში მართლმადიდებელ თეოლოგებშიც ეჭვის ქვეშ დგება ეკლესიის საიდუმლოს ყოველი კავშირი წმინდა სამების საიდუმლოსთან. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მართლმადიდებელ და რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას შორის თეოლოგიური დიალოგის კომისიაზე, ზოგიერთმა თეოლოგმა დაიჟინა, კომისიის საერთო ტექსტიდან ამოღებულიყო ტრიადოლოგიის ყოველი შეპირისპირება (დაკავშირება) ეკლესიოლოგიასთან.

მათი მთავარი არგუმენტი, რომელიც სერბი თეოლოგისგანაც გამოითქვა, იყო, რომ არ  შეიძლება წმინდა სამების თვისებები გადატანილი იყოს  განგებულებაში, ანუ ქმნილ სამყაროსა და ისტორიაში. ამ პოზიციის მიღმა  არის შეხედულება, რომ ღმერთი მხოლოდ მისი ენერგიებით არის დაკავშირებული სამყაროსთან და არა- მისი მყოფობის გზით; ანუ გზით, რომლითაც წმ. სამების სამი პირი ერთმანეთს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ამ თეოლოგთა მიხედვით, შეცდომაა, ვთქვათ, რომ ეკლესია მის არსებობასა და სტრუქტურაში საცნაურ-ყოფს და წარმოაჩენს წმ. სამებას. ეს პოზიცია, ჩემი აზრით, მცდარი და საშიშია.[1] მცდარია, რადგან ეკლესიის დიდი მამები, როგორც წმ. ეგნატე, წმ. მაქსიმე, აგრეთვე, ეკლესიის მთელი ღვთისმსახურება, ხატისებურად აკავშირებენ ეკლესიას ღმერთთან; საშიშია, რადგან დასავლური,  ძირითადად პროტესტანტული, და ამავდროულად, რომეო-კათოლიკური შეხედულებისკენაც მიემართება, რომ ეკლესია მის ბუნებაში არის ერთი ისტორიული ორგანიზმი, რომელიც გამოხსნის ისტორიის მხოლოდ ამჟამინდელ სტადიას ემსახურება და ესქატონისას ამოიწურება[2]. აქ მოკლედ განვიხილავთ შემდეგ შეკითხვებს: პირველი, შესაძლებელია წმ. სამების თვისებების  შესაქმეში  გამოსახვა? მეორე, შესაძლებელია, ეკლესიაში  წმ. სამების თვისებების გამოსახვა? მაგრამ სანამ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ, უნდა განვიხილოთ, რას ვგულისხმობთ ტერმინში გამოსახვა (საცნაურ-ყოფა), რადგან ამაზეა (ტერმინზე) დამოკიდებული ღმერთისა და სამყაროს კავშირის შესაძლებლობა. მაშ, რა არის გამოსახვა (საცნაურ-ყოფა)? 


საეკლესიო კანონები: ცვალებადნი თუ უცვალებელნი

ნიკოლაი აფანასიევი (Nicholas Afanasiev)

 

I

ეკლესია კლდეზეა დაარსებული, „რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ ეს სიტყვები ყველა კონფესიის საკათედრო ტაძრის შესასვლელში უნდა იყოს ამოტვიფრული,  რომის ეკლესიის ჩათვლით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ სიტყვების ლათინური ინტერპრეტაციის გარეშე. რწმენა იმისა, რომ ქრისტეს ეკლესია ურყევი და დაუმარცხებელია, წარმოადგენს ქრისტიანობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს.  


 მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური სწავლების დოკუმენტი

 

2020 წელს მსოფლიო საპატრიარქომ 12 სხვადასხვა ენაზე (მათ შორის ქართულად) მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის დოკუმენტი გამოაქვეყნა. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა ტექსტის ატვირთვის, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა კი მისი წიგნად გამოცემის საავტორო უფლებები მოიპოვა.

მთარგმნელი- გურამ ლურსმანაშვილი

რედაქტორი- გოჩა ბარნოვი

 


დროა შევზღუდოთ ფუნდამეტალიზმის სასიკვდილო ვირუსი

 

არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი

 

დღეს, COVID-19_თან ერთად მართლმადიდებელ ეკლესიას ფუნდამენტალიზმის პანდემისაც ებრძვის. ეკლესიისთვის ფუნდამენტალიზმი პოპულიზმის ნაირსახეობაა. იგი ეფუძნება პოსტ-სიმართლესა (post-truth) და შეთქმულების თეორიებს. ამავე დროს თავს წარმოაჩენს პიეტისტურად, სინამდვილეში კი სეკულარული მოვლენაა. ფუნდამენტალიზმის აღსანიშნავად გამოვიყენებდი დიტრიხ ბონჰოფერის მიერ შემოღებულ ტერმინს: „იაფი მადლი“. ფუდამენტალიზმი, იაფი სულიერება და ნამდვილი საეკლესიო მყოფობის იაფი ჩანაცვლებაა.  


 ინტერვიუ მთავარეპისკოპოს იობთან (გეჩა), უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ

 

         უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების პროცესი უკვე პრაქტიკულ დონეზეა. ამან რუსეთის მართლმადიდებელი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლებში ბევრი უარყოფითი ემოცია გამოიწვია, მათ (ეკლესიებმა, ნ.ბ.), მსოფლიო საპატრიარქო და პატრიარქი ბართლომეოსი «პაპიზმის ერესში» და სხვა ადგილობრივი მართლამადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს, ამის გამო ახალი, შიდა მართლმადიდებლური სქიზმაც  მწიფდება. მსგავსი აგრესიული ბრალდებები არ შეიძლება დედაეკლესიისაგან, მსოფლიო საპატრიარქოსაგან, უპასუხოდ დარჩეს. «ცერკვარიუმი»  (Cerkvarium)    მადლობას უხდის ტელმესუს არქიეპისკოპოს იობს (გეჩა), იმ მწვავე საკითხების განმარტებისათვის, რომელიც მორწმუნე მართლამადიდებელებს აშფოთებს.

 

                        მეუფე, მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ავტოკეფალიის მოთხოვნა მხოლოდ ეკლესიის კანონიკური პრეროგატივაა და ყველაფერი  დანარჩენი  “სქიზმის ლეგალიზაციაა”, მაგრამ ეკლესიათა ყველა ბოლო ავტოკეფალია კონსტანტინოპოლისგანაა მიღებული, რაც ძალინ რთული და მტკივნეული პროცესი იყო. არსებობს კი რამე აღიარებული კანონები ავტოკეფალიისათვის, ვინ ვის უნდა მიმართოს, როგორ და როდის ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხზე ყველაზე დიდი გამოცდილება კონსტანტინოპოლშია.          


Primus sine paribus

 

ელპიდოფოროს ლამბრიანიდისი                                  პრუსის მიტროპოლიტი,                                        თესალონიკის უნივერსიტეტის

თეოლოგიის პროფესორი.

 

თარგმნა და შესავალი დაურთო მღვდელ-მონოზონმა    ლეონიდე ებრალიძემ

  

2018 წლის 14 სექტემბრის სინოდის სხდომის N 69 ოქმით მოსკოვის საპატრიარქომ ოფიციალურად შეწყვიტა ლიტურგიისას მსოფლიო პატრიარქის მოხსენება, მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან თანამსახურება და იმ კომისიებში მონაწილეობა, რომლის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე მხარე მსოფლიო საპატრიარქოა (პარაგრაფი 1-3); ხოლო ამავე ოქმის მე-4 პარაგრაფის საფუძველზე შედგენილ სინოდალურ განცხადებაში, მოსკოვის საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქს ბრალს სდებს მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიური პრინციპების ღალატში. 

საინტერესოა, რომ კიევის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრისას, მოსკოვის საპატრიარქო იმოწმებს კრეტის კრების მოსამზადებელ დოკუმენტებს თავისი პოზიციის გასამყარებლად, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ამ კრებაში (მიუხედავად ხელმოწერისა და დაპირებისა) მონაწილეობა არ მიუღია, მათ მიერ ხსენებული დოკუმენტი კი თავად კრებაზე საერთოდ არ განხილულა და ის პროექტად დარჩა (ისევ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოთქმული პრეტენზიის გამო).

 

 


სექსი, ქორწინება და განღმრთობა

 

განღმრთობა და ადამიანი

მართლმადიდებელი ტრადიციისათვის განღმრთობა არა რაღაც შორეულის მოლოდინი, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გნხორციელების შესაძლებლობაა. განღმრთობაზე საუბრისას ეკლესიის მამები სულის განსხვავებულ - რაციონალურსა და გრძნობი - მხარეებს ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდნენ. რაციონალური კუთხით, განღმრთობა საღვთო სიბრძნისა და ჭეშმარიტების ხედვასთანაა დაკავშირებული, რომელიც შესაქმეში ვლინდება და საღვთო მჭვრეტელობით შეიმეცნება. სულის მეორე მხარე მგრძნობელობითია, რომელიც პიროვნულ სურვილსა და ნდომას უკავშირდება და ამასთანავე შიშის, სიბრაზისა და შურის გამოვლინების შესაძლებლობას ქმნის.


ავტოკეფალიის გამოცხადების ან აღდგენის მიზეზები მე-20 და 21-ე საუკუნეებში

 

 

ტალმეოსის მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა)

         

   მეოცე საუკუნეში მსოფლიოში მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობა  სრულიად შეიცვალა, რაც რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ, ან აღდგენამ გამოიწვია. ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიას, (რომლებსაც გასულ საუკუნეებში საპატიო საპატრიარქო სტატუსი  ჰქონდათ) გახდნენ რა ბიზანტიის იმპერიისგან დამუკიდებელნი, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალია და საპატრიარქო ეკლესიის სტატუსი მიენიჭათ,  მაგრამ იმ სახელმწიფო საზღვრებში, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ შემოსაზღვრულობას თანხვდება. შესაბამისად, სერბეთის ეკლესიას (1920), რუმინეთის (1885 ავტოკეფალიის აღდგენა და 1925 წელს საპატრიარქოს აღდგენა), ბულგარეთის (1953) და საქართველოს (1990) ეკლესიებს, ეს (ავტოკეფალიის გ.ლ.) სტატუსი მიენიჭათ. თითოეული მათგანისთვის ავტოკეფალიისა და საპატრიარქოს სტატუსის აღდგენის უმთავრესი მიზეზი ოსმალური იმპერიისგან (პირველი სამის შემთხვევაში) ან რუსეთის იმპერიისგან (საქართველოს ეკლესიის შემთხვევაში, 1917 წელს) მოპოვებული დამოუკიდებლობა გახლდათ. თუმცა, მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის გამოცხადება შესაბამის მოქმედებასა და ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს. 


კითხვა-პასუხი კრეტის წმინდა და დიდი კრების შესახებ

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

 

წინამდებარე პუბლიკაციაში შემოგთავაზებთ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ კითხვა-პასუხს, რომელიც კრეტის 2016 წლის წმინდა და დიდ კრებას ეხება. თავად კითხვარი დაახლოებით 80 გვერდიანია, მოცულობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ მათგან ამოგვეღო ის ნაწილები (17 კითხვა-პასუხი), რომლებიც ქართველი მკითხველისათვის აქტუალური და საინტერესო იქნება. აქვე დავძენთ, რომ წიგნაკზე საავტორო უფლებები რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის და მისი ქართულენოვანი თარგმანი უნეტარეს დანიელთან შეთანხმებით განხორციელდა.

 

1.    როგორ  განისაზღვრება ეკლესია კრეტის კრების დოკუმენტებში? (1)

კრეტის კრების დოკუმენტების მიხედვით: ,,ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არის წმინდა სამების ხატისებრი ღმერთ-კაცობრივი თანაზიარება, წინასწარი მოლოდინი და გამოცდილება უკანასკნელი ჟამისა წმინდა ევქარისტიაში და გამოცხადება მომავალ საქმეთა დიდებისა, როგორც განგრძობადობა სულთმოფენობისა. იგი არის საწინასწარმეტყველო ხმა ამქვეყნად, რომელიც არ შეიძლება დადუმდეს, ღვთის სასუფევლის მყოფობა და მოწმობა მომავალისა ძალითა (შდრ. მარკ. 9.1). (წმინდა და დიდი კრების ენციკლიკა, I, 1).[1]

ამ დამოწმებით ჩვენ ნათლად ვიაზრებთ, რომ წმინდა და დიდი კრება ეკლესიის შინაარსსა და მისიას ხელახლა ადასტურებს მოციქულთა, წმინდა მამათა, შვიდ მსოფლიო კრებათა და მათ მსოფლიო ავტორიტეტის მქონე მართლმადიდებლური კრებების (879-880; 1341, 1351; 1368; 1484; 1638; 1642; 1691) სწავლებათა მიხედვით.


ლიბანის მთების მიტროპოლიტი გიორგი ხოდრი მოწოდება ქრსტიანებს

  თარგმნა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

           

        თქვენ, მატარებელნი დიდი მოწოდებისა, ხართ დვრიტა ცხონებისა. ასეთებად იქეცით იმის წყალობით, ვის სახელსაც ატარებთ, ვისშიც მოინათლეთ. თუმცაღა, თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ რამეს წარმოადგენთ მის გარეშე. ასევე ცდებით თუ ფიქრობთ, რომ სხვებს არასდროს შეუძლიათ, შეიცვალონ უკეთესობისკენ, თითქოს მათ არ გააჩნდეთ არანაირი თავისთავადი ფასეულობა და თითქოს ქრისტეს არ შეეძლოს წყლით ან წყლის გარეშე მათი ღმერთში მონათვლა, ვისთვისაც ინებებს თავისი მადლის მინიჭებას. უეჭველია, ყველაფერი იმ მხსნელისგან მოდის, რომელსაც ვეთაყვანებით: ყოველგვარი ჭეშმარიტება, ყოველგვარი სიწმინდე, ყოველგვარი დიდებულება, ყოველგვარი იდეალი. ყოველი კეთილი, რაც ამ სამყაროში არსებობს, ასე თუ ისე, არის ქრისტეს ქმნილება, თუმცა ღმერთი მოქმედებს, სადაც მას ჰნებავს და თქვენ არ ძალგიძმთ, შემოსაზღვროთ მისი ქმედება. მან თქვენ აღგითქვათ აღვსება მადლით, მაგრამ არ აღუთქვამს, ექციეთ ამ მადლის ერთადერთ მფლობელებად. გაფიცებთ, „ნუ იქნებით იმაზე  დიდი როიალისტები ვიდრე თქვენი მეფეა, რომელსაც ძალუძს, „ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს“ (მთ. 3:9).

 


ფლოროვსკის ეკუმენიზმი

 

მართლმადიდებლური ეკუმენიზმი, როგორც მისიონერული საქმიანობა და ეკლესიის საზღვები

დრ. ბრენდონ გალაჰერი (Dr. Brandon Gallaher)[1]

           

            ფლოროვსკის ძირითადი ეკუმენური პოზიცია ჩამოყალიბდა 1930 წლებში, ბულგაკოვის[2] ეკუმენური მოსაზრებების საპირისპიროდ. ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ საეპისკოპოსო კურთხევის ჯაჭვის მქონე ეკლესიები (იგულისხმება უწყვეტი სამოციქულო ხელდასხმის მქონე ეკლესიები გ.ლ.) ერთიანობისკენ უნდა მიისწრაფვოდნენ

და რომ მართლმადიდებელი ეკლესია მართალია ყველაზე უფრო სრულად გამოხატავდა საეკლესიო ერთიანობას და არის Una Sancta (,,ერთი წმინდა’’, იგულისხმება მრწამსის ფრაზა- ,,ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია’’ გ.ლ.), მაგრამ საყოველთაო ეკლესია საკუთარი საზღვრებით არ იზღუდებოდა და როგორც ჭეშმარიტ ეკლესიებს, ისე მოიცავდა უფრო ნაკლები ხარისხის მქონე საეკლესიო სხეულებს.[3] ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ დაწერილ შრომაში ფლოროვსკი ღიად ამტკიცებს, რომ  მართლმადიდებელი ეკლესია არის ჭეშმარიტი და ერთადერთი ეკლესია, რომელიც მოწმდება არა ‘’საკუთარი ადგილობრივი ტრადიციით’’, არამედ ,,პატრისტიკული ტრადიციით’’ ან ,,კათოლიკე ეკლესიის საერთო მემკვიდრეობით’’.[4] ის ასევე ამბობს, რომ ყველა და ყველაფერი, რაც კი ოდესმე ეკლესიას ჰქონია არ იყო ,,საღვთო ჭეშმარიტება’’. ფლოროვსკის აზრით,  ყველა სხვა ეკლესიებს ჰქონდათ ნაკლულოვანება, რამდენადაც იყვნენ მართლმადიდებლობისგან, განუყოფელი ეკლესიის საერთო ტრადიციიდან განშორებულნი, ან ,,სქიზმატები’’ და აქედან გამომდინარე მოხმობილნი არიან, რომ დაუბრუნდნენ და მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობაში განიკურნონ (ე.ი. შეიცვალონ).[5] იმ მართლმადიდებელთა და არამართლმადიდებელთა ურთიერთკავშირი, რომელთა რწმენა და ცხოვრების წესი ძალიან რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ბუნებრივია რომ წარმოუდგენელი იყო და ამ ურთიერთკავშირის ერთიანობის მნიშვნელობით გაგება კი ის ,,ბუნდოვანი ხეივანი გახლავთ, რომლიდანაც თავისდაღწევა შეუძლებელია’’.[6] სამომავლო პროგრესი გაერთიანების გზაზე, მხოლოდ ‘’ეკუმენიზმის სივრცის’’ (ეკლესიათა შორის განსხვავებული შეთანხმებებისა და შეუთანხმებლობების  აღმოჩენისა და აღნიშვნის) ‘’დროული ეკუმენიზმით’’ ამოვსებით მიიღწევა, რაც არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მართლმადიდებლობაში, მათ საერთო ტრადიციაში დაბრუნებით გაერთიანება.[7] თუმცა, პროტოპრესვიტერი ცდილობდა, რომ საერთო ტრადიცია, ‘’აღმოსავლურ’’, ‘’ელინურ-ქრისტიანულ’’ და ‘’ბერძნულ’’ მახასიათებლებიდან განუყრელად დაენახა. ფლოროვსკის არ უკვირდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენურ მოძრაობაში ჩართვა, არამედ მას აღიქვავდა ‘’მისიონერული მოქმედების’’ [8], ან როგორც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების მსოფლიოს ყველა ქრისტიანისადმი დამოწმების საშუალებად: ‘’ხელახალი ქრისტიანული გაერთიანება არის მართლმადიდებლობის უბრალოდ საყოველთაო გარდაქმნა... რაც არის გარეთ [იგულისხმება განწესებანი და სარწმუნოების კანონების საეკლესიო ნორმები] უბრალოდ არასწორია. მაგრამ არასწორი შეიძლება არა მხოლოდ მხილებულიქნეს, არამედ გაიკურნოს. ამის დასამოწმებლად მართლმადიდებლობა მონაწილეობს ეკუმენურ მსჯელობაში, იმედით, რომ მისი მოწმობით ადამიანთა გულებსა და გონებაში საღვთო ჭეშმარიტება გაიმარჯვებს’’. [9] ფლოროვსკი, 1940 წლის მიწურულსა და 1950 წლის დასაწყისში გამართულ ემსს (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) წარმატებულ ეკუმენურ შეხვედრებში, ეკუმენიზმის საკუთარ ხედვას ღიად აცხადებდა. რის შემდეგაც ფლოროვსკის ეს თეოლოგია,  ეკუმენურ მოძრაობაში მართლმადიდებლური ჩართულობის დღევანდელი აზროვნების ბირთვი გახდა- ეკუმენიზმი, როგორც მდუმარე ევანგელიზაციის სახე.


მე მიყვარს მართლმადიდებლობა

კარდინალი ივ კონგარი

 

თავიდანვე მსურს მოგახსენოთ, რომ მე მიყვარს მართლმდიდებლობა და დიდ პატივს ვცემ მის ტრადიციას. მას კარგად ვიცნობ, პირველ რიგში, ჩემი მეგობრებსაგან, შემდეგ იმ პირადი ურთიერთობებიდან, რომელიც უამრავ კარგ და ახალ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთან დავამყარე, რომელიც სლავური და ბერძნული ტრადიციების შესწავლით დავასრულე. ვიცნობ მართლმადიდებლობას, აგრეთვე, ლიტურგიებითაც, რამდენადაც ყველას  თავისი ღვთისმსახურებით ესაუბრება, ლიტურგია მასთან ურთიერთობის, მისი არსების გაცნობის გზაა. სიტყვა “ორთოდოქსი” ხომ “სწორად დიდებას” ნიშნავს.

რაც მიყვარს მართლმადიდებლობაში, ტრადიციასთან მისი სიღრმისეული ერთობაა. იგი თავისდაუნებურად უერთებს ყველა ცენტრალურ ელემენტს გამოცხადებას, შემდეგ კი ეკლესიის მამების გენია. თუ მართლამდიდებლობა საუბრობს ევქარისტიის შესახებ, ის საუბრობს გამოსყიდვაზე და თუ მსჯელობს გამოცხადებაზე, მსჯელობს სამების შესახებ. ყველაფერი, რაც მის მიერაა განცხადებული, მათ შორის ცხოვრების ყველაზე კონკრეტული დეტალებიც კი, ყოველთვის სამებითაა შემოფარგლული და მისითაა განათებული. ეს ტრინიტალურობა მისი საიდუმლოების განუყფელია. მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის მისტერიების აღნიშნვა და მათი ჩატარება ტრინიტალური ცხოვრებით ხდება. ისინი ღრმად ცხოვრობენ სულიწმინდაში და ჯერათ, რომ სულიწმინდის მატარებელნი არიან. მათი და ჩვენი ეკლესიის საკრამენტალური კონცეპტი ერთიდაიგივეა და ჩვენ ღრმად ვართ მასში გაერთიანებულნი.


ენციკლიკა არამართლმადიდებლებთან დალოგის შესახებ

 

მართლმადიდებლობის კვირის საპატრიარქო და სინოდალური ენციკლიკა 

(თებერვალი 21, 2010)

 

ბართლომეოსი

უფლის მადლით კონსტანტინოპოლის-ახალი რომის

მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი

 

ეკლესიის სისავსეს, ჩვენი უფლისა და მაცხოვარი

იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა

 

         ჩვენი ყოვლადწმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზეიმობს საკუთარ დღესასწაულს და თავისი ისტორიული და წამებული მსოფლიო საპატრიარქოს საეპისკოპოსოდან- კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია მოაფენს კურთხევას, სიყვარულს და ზრუნვას მთელ მსოფლიოში გაბნეულ სულიერ შვილებს და მორწმუნეებს, რომლებსაც იწვევს დღესასწაულის ერთად აღსანიშნავად.

კურთხეულ არს უფლის სახელი! ვინც საუკუნეებია ცდილობენ, რომ  უამრავი ხილული თუ უხილავი დევნით ჩაახშონ ეკლესიის ხმა; ვინც შრიალებენ, რომ თავისი ერეტიკული სწავლებებით სიცრუე შეიტანონ ეკლესიაში; ვისაც  სურთ ეკლესიის დუმილი, თავისი ხმისა და დამოწმების წარმთმევით; ყველა მათი მცდელობა ამაოა! მოწამეთა მფარველობა, ასკეტთა ცრემლები, წმინდანთა ლოცვები, იცავენ ეკლესიის სულიერებას, სანამ ნუგეშინისმცემელი და სული ჭეშმარიტებისა მიუძღვის მას ჭეშმარიტების სისავსისკენ.

         მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობით, წინაღობებისა და პრობლემების მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქო, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საყდარი,  მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დასაცავად და გასამყარებლად ზრუნავს, რათა ერთითა პირითა და ერთითა გულითა შევძლოთ ჩვენი მამების მართლმადიდებლური რწმენის აღსარება ყველა დროში და ჩვენ პერიოდშიც. რამდენადაც მართლმადიდებლობა არაა სამუზეუმო  საუნჯე, რომელიც უნდა დავაკონსერვოთ; ისაა სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც უნდა გადავცეთ და შევმატოთ ხალხს. მართლმადიდებლობა მუდმივად თანამედროვეა, კვლავ თავმდაბლობით უნდა ავამაღლოთ და განვმარტოთ იგი იმ არსებული კითხვებისა და საჭიროებების შუქზე, რომელიც თითოეულ ისტორიულ პერიოდში და კულტურულ მდგომარეობაში კაცობრიობას აინტერესებს.

            ამ მიზნით, მართლმადიდებლობის განუწყვეტელ დიალოგში უნდა იყოს მსოფლიოსთან. მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეშინია დიალოგის, რადგან ჭეშმარიტებას დიალოგის არ ეშინია. საპირისპიროდ, თუკი მართლმადიდებლობა ჩაიკეტება თავის თავში და არ წარმართავს მის გარეთ დიალოგს, ეს იქნება თავისი მისიის ჩავარდნა და უფრო მეტხანს ვეღარ იქნება ‘’კათოლიკე’’ და ‘’მსოფლიო’’ ეკლესია. ამის ნაცვლად, ის გახდება საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი და თვითშემოზღუდული ჯგუფი, ‘’გეტო’’ისტორიათა მიჯნაზე. ამის გამო იყო, რომ ეკლესიის დიდ მამებს არასოდეს ეშინოდათ თავისი ეპოქის სულიერ კულტურებთან დიალოგის- თვით წარმართ კერპთაყვანისმცემლებთან და ფილოსოფოსებთანაც კი- ამგვარად მოახდინეს მათი დროის ცივილიზაციათა ფორმირებაზე გავლენა და მოიტანეს ჩვენამდე ჭეშმარიტი, მსოფლიო ეკლესია.


გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია

 

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

I. გამოცხადება

 რელიგიური ცოდნის ორი ასპექტი: გამოცხადება და ემპირია (გამოცდილება). გამოცხადება არის ღვთის ხმა ადამიანისადმი. ადამიანს ესმის მისი ხმა, უსმენს მას, იღებს ღვთის სიტყვას და იმეცნებს მას. სწორედ ამ განზრახზვით ესაუბრება ღმერთი ადამიანს და მან უნდა შეიმეცნოს მისი მოწოდება. გამოცხადებით სათანადო მნიშვნელობით ჩვენ გვესმის ღვთის ეს სიტყვა ისე, როგორც ჩვენ შევიმეცნეთ. წმინდა წერილი არის იმ გამოცხადების დაწერილი ნაკრები, რომელიც ჩვენ გვეუწყა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა წმინდა წერილის ხასიათი განიმარტოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლია წარმოგვიდგენს ღვთის ხმას, რომელიც ადამიანური ენითაა გადმოცემული. გამოცხადება არის თეოფანია. ღმერთი გარდამოდის ადამიანთან და ადამიანს უცხადებს საკუთარ თავს. ადამიანი ხედავს და იმეცნებს ღმერთს და ის აღწერს იმას, თუ რასაც ხედავს და ესმის. ის ამოწმებს იმას, რაც მას განეცხადა. ბიბლიის უდიდესი მისტერია და სასწაული მდგომარეოს იმ ფაქტში, რომ ღვთის სიტყვა არის ნაუწყები ადამიანური ენით. ადრეული ქრისტიანი განმმარტებლები ძველი აღთქმის ტექსტებში ხედავდნენ ღვთის განკაცების მოლოდინსა და პროტოტიპს. უკვე ძველ აღთქმაშივე საღვთო სიტყვა ხდება ადამიანური. ეს ამტკიცებს გამოცხადების ავთენტურ ანთროპომორფიზმს. ადამიანური ენა არ ამცრობს გამოცხადების აბსოლუტურობას, არც ღვთის სიტყვის ძალმოსილებას შემოსაზღვრავს. ღვთის სიტყვა შესაძლოა ადეკვატურად გამოიხატოს ადმიანური ენით, რადგანაც ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად. სწორედ ამ მიზნითაა, რომ ადამიანმა მიიღოს ღმერთი მისი ნაუწყები სიტყვის მიღებითა და დაცვით. ღვთის სიტყვა არ იქნება დამცრობილი ადამიანური ენით ხელახლა გამოხატვისას. ამის საწინააღმდეგოდ, ადამიანური სიტყვა გარდაიქმნება (ტრანსფორმირდება), რადგანაც ღმერთმა ინება საუბარი ადამიანური ენით. ადამიანს ძალუძს ღმერთი გულისხმაჰყოს, ჩაწვდეს, მიიღოს და დაიცვას ღვთის სიტყვა. ყოველ მიზეზგარეშე, წმ. წერილში გვესაუბრება არამხოლოდ ღმერთი, არამედ ადამიანიც. ამასთანავე, თავად ღმერთი გვესაუბრება გამოცხადებაში არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ადამიანზეც. ამგვარად ისტორიული გამოცხადება აღსრულებას პოულობს ღმეთისა და ადამიანის ურთიერთობაში. არამხოლოდ ძველ, არამედ ახალ აღთქმაშიც ვხედავთ არამხოლოდ ღმერთს, არამედ ადამიანსაც. ჩვენ ვწვდებით ღმერთს, რომელიც მოგვეახლება და გვეცხადება და ვხვდებით პიროვნებებს რომლებმაც შეიმეცნეს ღმერთი და მოწიწებით იმეცნებდნენ მის სიტყვას და უფრო მეტიც, მის მოწოდებას დაეთანხმნენ. წმ. წერილში ასევე გვესმის ადამიანის ხმაც, რომელიც პასუხობს ღმერთს ლოცვით ან სამადლობელის აღვლენით ან (უფლის) განდიდებით და ღმერთიც მოელის, სურს და მოითხოვს ამ პასუხს. ღმერთს სურს რომ ადამიანმა არამხოლოდ მოისმინოს მისი სიტყვები, არამედ უპასუხოს კიდეც მას. უფალს სურს ადამიანი ჩართოს ამ `დიალოგში”. ღმერთი გარდამოდის ადამიანთან, რათა აღამაღლოს ადამიანი თავისთან.


დაკარგული ბიბლიური გონება

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

‘’ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა (ეფ. 4:21)

ქრისტიანი მისიონრები არ არიან მოწოდებულნი იმისათვის, რომ საკუთარი შეხედულებები იქადაგონ კათედრაზე. მქადაგებლები აღჭურვილნი და ხელდასხმულნი არიან ეკლესიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. მათ მინიჭებული აქვთ ზოგიერთი კონკრეტული ტერმინი, მაგალითად იესო ქრისტეს სახარება და ისინი მოვალენი არიან ამ ერთადერთი და მარადიული უწყებისადმი. უნდა გაავრცელონ და მხარი მისცენ. `იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა (იუდ. 1:3). რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვა ქმედითად უნდა იყოს ქადაგებული. მარადის უნდა იქნას გათვალისწინებული განჩინების ერთგულება ყოველ ახალ თაობასა და კონკრეტულ ჯგუფს შორის. ყოველ ახალ შემთხვევაში თუკი ვითარება მოითხოვს ხელახლა უნდა იქნას წარმოჩენილი, მაგრამ რაც ყველაზე აღმატებულია (სახარების) უწყებამ თავისი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს.  

ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას კი არ უქადაგებენ `უცხო სახარებას”, არამედ იმავე სახარებას, როგორც იყო გადმოცემული. ღვთის სიტყვა არ შეიძლება ადვილად მოერგოს წარმავალ ზნე-ჩვეულებებსა და კონკრეტული საუკუნის მიდგომებს, რაც ჩვენს ეპოქასაც მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვართ მიდრეკილი, რომ ღვთის სიტყვის საზომი ჩვენივე მიდგომით განვსაზღვროთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გონება ქრისტეს ფასეულობით გავზომოთ. `თანამედროვე გონება ასევე ღვთის სიტყვის განსჯის ქვეშ  დგას.

 


რატომ არის თეოლოგია მთელ მსოფლიოში მეცნიერება, ხოლო რუსეთში - არა

 

რუსეთში  „თეოლოგია,“  როგორც სამეცნიერო სპეციალობა, ყველა სხვა ქვეყნებზე გვიან გამოჩნდა (2015 წელს), ხოლო თეოლოგიაში საკანდიდატო დისერტაციის პირველი დაცვა მხოლოდ 2017 წლის 1 ივნისს შესრულდა. იმის შესახებ, თუ რატომ ექვემდებარება რუსეთში სამეცნიერო თეოლოგია კრიტიკას და ეს კრიტიკა ხშირად რატომ  გახლავთ უჩვეულო, „პრავმირს“ ესაუბრა არქიმანდრიტი კირილე (ჰოვორუნი) - ღვთისმეტყველების კანდიდატი, ფილოსოფიის დოქტორი, სტოკჰოლმის თეოლოგიური სკოლის მასწავლებელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაკი.

 

რატომ არის თეოლოგია - მეცნიერება?

ღვთისმეტყველებაში ჩვენ განვასხვავებთ ღმერთის ცოდნას და ღმერთის შესახებ ცოდნას. პირველი მიიღება ღმერთთან ურთიერთობით მეორე პირში, ხოლო მეორე - სხვა ადამიანებთან ურთოერთობით, როდესაც ღმერთის შესახებ საუბრობენ მესამე პირში. საკუთრივ ღვთისმეტყველება ცოდნის მეორე სახედ ითვლება, რომელიც ეფუძნება პირველს და ამავდროულად ამოწმებს მას. ღმერთის არ ცოდნით, ღმერთის შესახებ ცოდნა ცარიელი ჰაერის ნაყვა გახლავთ, ხოლო ღმერთის ცოდნა, ღმერთის შესახებ არცოდნით ხშირად ღმერთის ცოდნის შერყვნას იწვევდა, რაც თავის მხრივ, საბოლოოდ ღმერთის შესახებ ცოდნასაც შერყვნის. ეს ხშირად ერესებს წარმოშობდა, რომლებიც არა მხოლოდ ლოგიკურ შეცდომებად ითვლებიან, არამედ წარმოადგენენ საფრთხეს, ქრისტიანის სულიერი განვითარებისათვის.  

 


ეკლესია და ესქატა

 

ავტორი-  იოანე ზიზიულასი (პერგამოს მიტროპოლიტი)

 

            რა არის ეკლესია?  დღეს, ესაა მთავარი შეკითხვა თეოლოგიაში. ამ თემატიკის ყველაზე მარგინალურ განზომილებად ამ დრომდე ეკლესიის ესქატოლოგირი ბუნება რჩება. მოდერნის ეპოქის შემდეგ განსაკუთრებით დასავლეთში, მაგრამ ასევე „ჩვენს აღმოსავლეთშიც“ ანუ მართლმადიდებლობის ფარგლებში, არსებობს ძლიერი ტენდენცია რომ ეკლესია გახდეს ისტორიის ინსტრუმენტი ან მისი გაგრძელება. ამ ტენდენციას „სეკულარიზაციას“ უწოდებენ. მაშ,  საჭიროა ეკლესიისთვის იმის შეხსენება, რომ იგი თავის ჭეშმარიტ არსს ვერ მიიღებს მის ისტორიულ სიმდიდრესა და დიდებაში, ვერც მის სიტყვებსა და მოქმედებებში, არამედ მხოლოდ მომავალში, სამყაროს ისეთ ხედვაში როგორიც ის იქნება ისტორიის დასასრულს, და არა ისეთში როგორც ის იყო ან არის. ეს არ ნიშნავს  ისტორიაზე უარის თქმას, წარსულზე ან იმ აწმყოზე რომელშიც ვცხოვრობთ. უმთავრესად ეს იმ კრიტერიუმს შეეხება, რომლითაც ეკლესია იკავებს პოზიციას წარსულისა და აწმყოს, ანუ ისტორიისა და მსოფლიოს წინაშე.


,,მამებთან დაბრუნების’’ სირთულე და გიორგი ფლოროვსკი

თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა

        

მეოცე საუკუნეში აშკარად გამოცოცხლდა ქრისტიანული თეოლოგიის სამი მიმართულება- კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული, რაც უკან, ქრისტიანულ წყაროებაზე მიბრუნებასა და ახალი აღთქმის წერილთან უშუალო  კავშირში გამოიხატა.

            რომის კათოლიკეებისათვის ახალი აღთქმის ავტორიტეტულ წყაროებზე მიბრუნების მიზანი 1930-1960 წწ. თვალნათლივ შეინიშნებოდა ბელგიელ, ფრანგ და გერმანელ თეოლოგებში, განსაკუთრებული გავლენა იგრძნობოდა ფრანგ დომინიკანელებსა და იეზუიტებს შორის La Saulchor (პარიზი) და Lyon Fourviere. მოძრაობის გამოცხადება იყო მძლავრი მოწოდება ლიტურგიკული და ბიბლეისტიკური განახლებისთვის და კათოლიციზმში[1] პატრისტიკული ,,გაახალგზარდავებისთვის.’’


ეკლესიის საზღვრების შესახებ

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

 

არც თუ ისე ადვილია ზუსტი და მტკიცე განსაზღვრება მოვუძებნო განდგომილებას, ანუ სქიზმას (მკვეთრად ვასხვავებ ღვთისმეტყველურ განსაზღვრებას ჩვეულებრივი `კანონიკური აღწერისაგან”). საეკლესიო განხეთქილება ყოველთვის წინააღმდეგობრივი და არაბუნებრივია. ის პარდოქსი და გამოცანაა, რადგან ეკლესია თავად არის ერთობა. მთელი მისი ყოფიერება ამ მთლიანობასა და ერთიანობაში მიედინება, `რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ, ყოველთა, ერთისა მიმართ გუამისა ნათელვიღეთ (I კორ. 1:12-13). ამ მთლიანობის პირველსახე სამების ერთარსებაა, ხოლო საზომი კათოლიკეობა[1]. ასეთ დროს კერძო პირთა გონებრივი დახშულობა სუსტდება, თითქმის დაიძლევა კიდეც და მორწმუნეთა სრულ თანამოაზრეობასა და ერთსულოვნებაში გადაიზრდება: `ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთი (საქმ. 4:32).

განდგომილება კი, პირიქით, არის განმარტოება, განკერძოებულობა, დანაკარგი და საყოველთაოობის უარყოფა. განდგომილების სული სრულიად ეწინააღმდეგება ეკლესიურობას... საკითხი საეკლესიო გაყოფისა და განდგომილების ბუნებაზე, მის არსზე, მთელი სიმძაფრით დადგა ჯერ კიდევ III საუკუნეში, ნათლისღების თაობაზე ცნობილი დავების დროს. მაშინ წმ. კვიპრიანე კართაგანელმა გაბედულად და თანამიმდევრულად ჩამოაყალიბა შეხედულება ყოველგვარი განდგომილების, მადლის გარეშე დარჩენის შესახებ. მთელი მისი მსჯელობა და ლოგიკა ეყრდნობა იმ რწმენას, რომ საიდუმლოთა აღსრულების უფლება მიკუთვნებული აქვს მხოლოდ ეკლესიას, რომ ისინი მორწმუნეთა ერთად ყოფნის შემთხვევაში ეკლესიაში სრულდება და ყოველთვის ასე უნდა იყოს. ამიტომ ერთობისა და საყოველთაოობის წესებში ყოველგვარ დარღვევას მაშინვე მოჰყვებოდა ხოლმე ყველა საზღვრის უეცარი მოშლა და, საბოლოოდ, `გარეთ გასვლა.


 ადამიანის განღმრთობა აღმოსავლეთის  პატრისტიკულ ტრადიციაში

 

(წმ. გრიგოლ ნაზიანზელის, წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა და წმ. გრიგოლ პალამას სწავლებებზე დაყრდნობით) [1]

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

 

 განღმრთობის შესახებ სწავლება მართლმადიდებლური თეოლოგიის ასკეტიზმისა და მისტიციზმისათვის მთავარი თემაა. ის ბიბლიურ სწავლებას ეფუძნება, თუმცა მსგავს ანალოგიებს ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიაშიც ვხვდებით. ამ დოქტრინის ბერძნული ელემენტი მისსავე ლექსიკაში გვხვდება, როგორც ამას ი. ჰ. დალმაისი (Irenee Henri Dalmais) მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ის უცხოა ბიბლიისათვის. წმინდა წერილი ასწავლის ღვთის აბსოლუტურ ტრანსცედენტურობას [2], მაგრამ სახარებებსა და მოციქულთა ეპისტოლეებში არის მრავალი ადგილი, რომელიც განღმრთობის შესახებ სწავლების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ფაქტობრივად, ფსალმუნის 81(82).6 მუხლის მიხედვით, თავად იესო ქრისტე ადამიანებს „ღმერთებს“ უწოდებს (იოან. 10.34). იოანეს სახარებაში საუბარია ჩვენს შვილობაზე (adoption, τέκνα θεοῦ) (იოან. 1.12) და ღვთის მსგავსებაზე (1 იოან. 3.2). პეტრეს მეორე ეპისტოლეში მოციქული საუბრობს ადამიანზე, როგორც „ღმერთის ზიარზე” (1.4). პავლესთან ვხვდებით სწავლებას ღვთის ხატებასა და მსგავსებაზე (რომ. 8.29, 1 კორ. 15.49, 2 კორ. 3.18, კოლ. 3.10), ასევე საღვთო უკვდავების თანაზიარებაზე (1 კორ. 15.53) და ღვთის ძეობილობის იდეაზე (υἱοίθεοῦ, υἱοθεσία, გალ. 3.26, 4,5), ასევე ადამიანის ხატებაზე (εἰκὼν ἀνθρώπου, image of man), როგორც ღვთის ტაძარზე.

 


წმინდა გრიგოლ პალამა და მამათა ტრადიციები ნაწილი 1 

 

ავტორი: პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი.  გიორგი გველესიანის თარგმანი (ჟურნალი “გული გონიერი”)

 

შინაარსი:

მამათა კვალდაკვალ

მამათა სულისკვეთება პატრისტიკული თეოლოგიის ეგზისტენციალური ხასიათი მამათა ეპოქის მნიშვნელობა 

 

მამათა კვალდაკვალ

`მივსდიოთ წმინდა მამებს~… ჩვეულებრივ, ამ ფრაზით იწყებოდა უძველეს ეკლესიაში სხვადასხვა დოგმატური განმარტება. ეს სიტყვები უძღოდა წინ ქალკედონის კრების დოგმას. VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ უფრო დეტალურად განმარტა თავისი სწავლება: `მივსდიოთ ღვთივგანბრძნობილ წმინდა მამათა სწავლებებსა და კათოლიკე ეკლესიის ტრადიციას~. მამათა სწავლებებზე მითითება ჩვეულებრივი მოვლენაა საეკლესიო პრაქტიკაში. ეს იყო იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ `აპელირება სიძველისადმი~. ნამდვილად, ეკლესია დასაბამიდან ხაზს უსვამს სარწმუნოების უცვალებლობას თაობიდან თაობაში. ჩვენ გვწამს ის, რაც სწამდათ მოციქულებს, ეს არის ჭეშმარიტი რწმენის უტყუარი ნიშანი, რომელიც მარადიულად უცვლელია, თავისთავად სიძველე არ წარმოადგენს ჭეშმარიტების გარანტს. უფრო მეტიც, ქრისტიანობა იყო აშკარად გასაოცარი სიახლე `ანტიკური სამყაროსათვის~ და მოწოდება რადიკალური `განახლებისკენ.~ ძველი დასრულდა და ყველაფერი  `განახლდა~. 


მართლმადიდებლური სწავლება  ღვთისმშობლის შესახებ

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

დოგმატური სწავლება ჩვენი მეოხის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ მის ორ სახელში: ,,ღვთისმშობელსა“  (Theotokos) და მარადქალწულშია  (Aiparthenos) ასახული. ორივე ტერმინმა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მოიპოვა აღიარება. ეს დოგმატი ასევე საეკლესიო წმინდა გარდამოცემის განუყოფელი ნაწილია. მაცხოვრის ქალწულისაგან განკაცების შესახებ ახალი აღთქმა პირდაპირ მიგვითითებს. მრწამსში იესო ქრისტეს შესახებ წერია: „ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა“. ეს მხოლოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაცია არ არის, ეს სარწმუნოების პირდაპირი აღსარებაა. სახელი მარადქალწული“ V მსოფლიო კრებაზე (553 .) იქნა მიღებული და ღვთისმშობელი“ – უფრო მეტია, ვიდრე ქების ან რაიმე დიდების აღმნიშვნელი სიტყვა. ეს არის ქრისტიანობის ერთ სიტყვაში მოცემული დოგმატური შინაარსი. 431 წლამდე, ეფესოს კრებამდეც კი, ქრისტიანულ სამყაროში სიტყვა ღვთისმშობლის აღსარება, ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნიშანი იყო.


ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

 

ნეტარი ავგუსტინეს ცნობილი ფრაზით შეგვიძლია გამოვხატოთ მთელი პატრისტიკული დამოკიდებულება ძველი აღთქმისადმი.  Novum Testamentum in Verete latet. Vetus Testamentum in Novo patet. ახალი აღთქმა ძველის აღსრულებაა. იესო ქრისტე წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული მესიაა. მაში აღსრულდა ყველა დაპირება და მოლოდება. რჯული და სახარება ერთმანეთს ეკუთვნიან და არავის შეუძლია თავი მოსეს ჭეშმარიტ მიმდევრად მიიჩნიოს ვიდრე არ აღიარებს, რომ იესო უფალია. ის ვინც არ აღიარებს იესოს მესიად, უფლის ცხებულად, ამით თავად ძველ აღთქმასაც ღალატობს. ამჟამად მხოლოდ ქრისტეს ეკლესიას გააჩნია წერილებთან, წინასწარმეტყველებთან ჭეშმარიტი გასაღები, რადგან ეს ყველა წინასწარმეტყველება ქრისტეში აღსრულდა.


Cur Deus Homo?

განკაცების მოტივი

მღვდელი გიორგი ფლოროვსკი

,,მე ვარ ანი და ჰოე’’ (აპოკ. 1.8)

I

            ქრისტიანები საკმაოდ ადრეული დროიდანვე საუბრობენ გამოხსნის შესახებ, შესაბამისად ჩვენი უფალი უპირველესად მხსნელად მოიხსენიება, რომელმაც გამოისყიდა ადამიანები ცოდვის ტყვეობისა და მონებისაგან. ადრექრისტიანულ ღვთისმეტყველებაში  განკაცების უმნიშვნელოვანესი ფაქტი ხშირად განიხილებოდა გამოსყიდვის  მნიშვნელობით. ქრისტეს პიროვნების მცდარი კონცეპტი, რომლის თაობაზეც ადრეული ხანის ეკლესიაში  პაექრობდნენ,  გაკრიტიკდა  და ღიად უარყოფილ იქნა, რადგან იგი აზიანებდა ადამიანის გამოსყიდვის სინამდვილეს. გამოსყიდვის მართებულ მნიშვნელობას განიხილავდნენ როგორც ღმერთსა და ადამიანს შორის მჭიდრო კავშირის აღდგენას, შესაბამისად გაკეთდა დასკვნა, რომ თავად გამოსყიდვა ორივე მხარეს ეკუთვნოდა, ე.ი. თავიდან ერთად მოქმედებდა ღვთაებრიობა და ადამიანურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში   მათ შორის გაწყვეტილი კავშირი თავისით ვეღარ აღდგებოდა. ეს იყო სწორედ იმ მთავარი არგუმენტების მიმართულება, რომელსაც ვხვდებით წმ. ათანასეს არიოზელებთან პაექრობისას, გრიგოლ ნაზიანზელის მიერ აპოლინარიზმის დაგმობისას და IV ს-ის სხვა ავტორებთან. ‘’რაც უერთდება ღმერთს ის გამოიხსნება’’, ამბობს წმ. გრიგოლ ნაზიანზელი’’[1], განკაცების გამოსყიდვის ასპექტი და ბუნებათა  ნაცვალგება, ხაზგასმით იყო განსაზღვრული მამების მიერ,  განკაცების მიზანი და შედეგი ზუსტად განიმარტებოდა, როგორც კაცის გამოსყიდვა და მისი აღდგენა იმ პირვანდელ მდგომარეობამდე, რომელიც დაცემითა და ცოდვით დაიკარგა.  ცოდვა გაუქმდა  და განიდევნა მხოლოდ განკაცებულის მიერ, რადგან მარტო მას, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთად მქონეს შეეძლო ამის გაკეთება.

 



[1] ეპისტ. 101, AD Cledoniutn (M., P.G., 37, col. 118).


ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკლესიაში   და 1054 წლის სქიზმა 

ნაწილი II      

 

აპოსტოლოს ნიკოლაიდისი              (ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი) 

               

       ძალაუფლებისთვის ბრძოლა სქიზმის შემდეგ

           რადგან იმ ეპოქაში არცერთ მხარეს არ ესმოდა ეკლესიის ერთიანი სხეულის გაყოფის  მთავარი მიზეზი, რასაც წარმოადგენს ძალაუფლებისა  და გავლენისთვის ბრძოლა. ან თუკი ესმოდათ როგორც ასეთის, არავის უცდია დაედასტურებინა რომ ამგვარ ქმედებებს არანარი კავშირი არ აქვთ ქრისტიანულ ჩვეულებებთან, მის ბუნებასა და ეკლესიის მიზნებთან ამ სამყაროში. ამგვარი ბრძოლა გაგრძელდა სქიზმის შემდეგაც აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ცალკეული ეკლესიების შიგნით, იმგვარად რომ ერთიანობის აღდგენის ყველა შესაძლებლობა მოიჭრა. თითოეულ  ეკლესიასთან დაკავშირებით მოკლედ  ვიტყვით შემდეგს:   


ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეკელესიაში   და 1054 წლის სქიზმა

 ნაწილი I

 აპოსტოლოს ნიკოლაიდისი    

 (ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი)                            

 

     შესავალი

 

   ტერმინოლოგიური განმარტებები

 

         ძალაუფლება, როგორც სხვაზე ბატონობის საშუალება, პიროვნულ ან ინსტიტუციურ დონეზე, არის ცოდვით დაცემის შემდეგდროინდელი მოვლენა და დაცემის შემდეგ ახასიათებს ადამიანის ქცევის თავისებურებას. იგი პიროვნულ საფეხურზე მიუთითებს სოციალურობის პრობლემაზე, ინსტიტუციურზე კი წარმოადგენს სოციალური წესრიგის მოთხოვნილების შედეგს. ამავე მიზეზით ხდება ძალაუფლების არსებობის აუცილებლობის არგუმენტირება საეკლესიო სხეულში, მაგრამ  ერთი მთავარი პირობით:


მართლმადიდებლური თეოლოგიის ამოცანა თანამედროვე ევროპაში

 

2015 წლის 4 ნოემბერს მიუნხენის (გერმანია) ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის მართლმადიდებლური თეოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან ოცდაათი წლის, ხოლო მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტის დაარსებიდან ოცი წლის იუბილე იქნა აღნიშნული. მართლმადიდებლური თეოლოგია უნივერსიტეტში კათოლიკური და ევანგელური თეოლოგიური ფაკულტეტების გვერდით ისწავლება. იუბილესთან დაკავშირებით მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი. სწორედ ამ დღეს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი  დაჯილდოვებულ იქნა ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხით.

 

მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტის იუბილეზე  მოსხენებით წარდგა თავად მიტროპოლიტი იოანე, რომელმაც  ისაუბრა მართლმადიდებლური თეოლოგიის ამოცანასა და მნიშვნელობაზე დღევანდელ ევროპაში. განაგრძე კითხვა>>


იოანე ზიზიულასი: მე ჩემი ღვთისმეტყველებით ვემსახურები ეკლესიას

 

ჟურნალ “Церковь и мир” – თან მიცემულ ინტერვიუში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი) საუბრობს თავის სულიერ მოძღვარ სოფრონ სახაროვზე, ეკუმენურ მოძრაობაზე,   თუ რა მიღწევები და პრობლემებია რომის კათოლიკე და  აღმოსავლეთის ქალკედონამდელ  ეკლესიებთან საღვთისმეტყველო დიალოგში. რა ნიშნავს მისთვის ღვთისმეტყველება და რომელმა თანამედროვე მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველებმა იქონიეს მასზე გავლენა. ასევე მიტროპოლიტი იოანე პასუხს სცემს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ეკუმენურ მოძრაობაში აქტიური ჩართულობის გამო და ბოლოს იყო თუ არა წმინდა მარკოზ ეფესელი თავისი დროის ეკუმენური მოღვაწე.

 

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, დღეს ხუთი წელი გავიდა მამა სოფრონის[1] გარდაცვალებიდან. რა შეგიძლიათ  გვითხრათ თქვენი მასთან ურთიერთობის შესახებ?

 

 


იოანე ზიზიულასი: ჩვენ გვჭირდება თეოლოგი ეპისკოპოსები და თეოლოგი მღვდლები

 

2004 წლის 5-10 ოქტომბერს . სოფიაში ჩატარდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლებს შორის საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება და თანამედროვე სამყარო “.

 

კონფერენციაზე  შეკრებილ იყვნენ სხვადასხვა  საღვთისმეტყველო სასწავლებლების ხელმძღვანელები და პროფესორები-მასწავლებლები, რომლებმაც თანამედროვე საზოგადოების მიერ ეკლესიის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე იმსჯელეს, აგრეთვე   ამ გამოწვევების  საღვთისმეტყველო გააზრების გზებზე.

 

 


adamTan erTad Secodebis SesaxebN

nawyveti wignidan ,,cecxlis mdinare’’

(aleqsandre kalomirosi)

 

         saRvTo samarTlianobis warmarTuli koncefcia, mudmivad iTxovs msxverplSewirvas, raTa dacxres RvTis risxva. Ees ki aSkarad ayalibebs RmerTs Cvens namdvil mtrad da iwvevs  yvelanair ubedurebas.  ufro metic, esaa samarTlianoba, romelic araa sruliad samarTliani, radgan sjis da iTxovs gamosyidvas im pirovnebisagan, romlebic winaprebis [1] codvebze ar arian pasuxismgebelni. sxva sityvebiT rom vTqvaT, rasac uwodeben samarTlianobas, ufro zustia Tu vuwodebT guliswyromas da yvelaze ufro saSineli saxis SurisZiebas. Tundac qristes siyvaruli da 


მართლმადიდებლობა, აფრიკელი დიაკონისები და განიავებული შესაძლებლობები

 ქერი სან ქირიქო- ვილიანოვას უნივერსიტეტი თეოლოგიის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი  

 

           

 რუმინეთის საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: ,,ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე II-მ პირველად აღასრულა დიაკონისების კურთხევა.’’ ეს იყო ჩემი ფეისბუქის კედლის ძალიან სასიამოვნო და იმედისმომცემი  შეტყობინება. ჩვეულებისამებრ მოვიწონე აღნიშნული გვერდი და დავაკვირდი გამოთქმულ აზრებს. მსგავსი სიხლის გამოჩენისთანავე როგორც წესი,  ცხოველი ინტერესის მქონე ხალხი მის გაანალიზებას იწყებს. ,,ეს არაა ხელდასხმა, არამედ კურთხევა’’ წერია ერთგან, მეორე მკვლევარი წერს რომ: ,,არ არსებობს ქიროტონიას და ქიროტესიას შორის მკვეთრი განსხვავება,’’ სხვას ვიზუალური მასალა მოჰყავს იმის დასტურად, რომ ეს მსახურება სუბდიაკონთა ხელდასხმის მცირე განგების მსახურებას წააგავდა. ეს რიტუალი უმნიშვნელო შემთხვევაზე მეტი იყო? ზოგიერთს მთელი არსებით სურს რომ ასეც იყოს.   


 ორი სკოლა- რას ნიშნავს კრეტის კრება, მომავალი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისთვის

სერაფიმ დანქერთი- ამსტერდამის უნივერსიტეტის აღმოსავლური მართლმადიდებლობის   ცენტრი

 

უამრავმა მედია მომხსენებელმა და გამომცემელმა  აღწერა კრეტის წმინდა კრებამდე არსებული და მისი მსვლელობისას   დაფიქსირებული დაპირისპირებები.

ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ კრების სირთულეები გეოპოლიტიკური პროცესებიდან უფრო მეტად გამომდიარეობდა, ვიდრე ეკლესიოლოგიურიდან, რაც განპირობებული იყო რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობათა  და კულტურულ დაპირისპირებათაგან. სხვები მიიჩნევდნენ, რომ უთანხმოებანი გამოვლინდა ორ მხარეს შორის დაფიქსირებულ  ხედვებში. პირველს მიეკუთვნებიან ისინივისაც სურდა რომ საკრებო პროცესში ჩართულიყო მსოფლიოს დიდი ნაწილი, ხოლო მეორეს კი ისინი, რომლებსაც მიაჩნდათ რომ ეკლესიის შიდა ადმინისტრაციული განხილვები  იყო  უმთავრესი.


გონება და ნებელობა ნეტარი ავგუსტინესა და ბერძნული პატერიკული   გარდამოცემის მიხედვით*

გეორგიოს მარძელოსი

 

შესავალი

          ცნობილია, რომ შუა საუკუნეების    დასავლეთში როგორც  თეოლოგიური ასევე ფილოსოფიური აზროვნება ხასითდება დიალექტიკური დაპირისპირებით გონებასა და ნებელობას შორის. ეს დაპირისპირება  ხშირად მათ სრულ განცალკევებამდე აღწევს.  დიალექტიკური დაპირისპირება გვხვდება  თეოლოგიის, ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის სფეროშიც კი,  ინტელექტუალიზმსა (Intellectualismus)  და ვოლუნტარიზმს (Voluntarismus)  შორის.  


წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილებები და მათი მიღების პრობლემა

მესინიის მიტროპოლიტი ხრიზოსტომოს სავატოსი

 

 

     სინოდალური გადაწყვეტილებების მიღების საკითხი, როგორც ადგილობრივ, ისე საყოველთაო დონეზე არის ეკლესიოლოგიური და თეოლოგიური თემა, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი სასამართლო გაგებასთან, სამართლებრივ მოქმედებასთან ან სტატისტიკურ შეფასებებთან.


მარხვის წესებისა და სექსუალური ურთიერთობის შესახებ

 (დიაკონი ანდრეი კურაევი)

 

  მარხვის წესი ჯერ კიდევ ძველ აღთქმისეულ ეპოქაში იყო და შემდეგ რა თქმა უნდა ახალ აღთქმაშიც. გახსოვთ სახარებაში მოთხრობილია ფარისეველზე, რომელიც ამბობს, რომ ორჯერ იმარხავს კვირაში. იოანე ნათლისმცემელმა მარხვაში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. ქრისტემ 40 დღის მანძილზე იმარხულა ...


ადამიანის შექმნის შესახებ

 (დიაკონი ანდრეი კურაევი)

 

 ადამიანის შექმნა ბიბლიაში ერთობ უჩვეულოდ არის აღწერილი. რაც შეეხება საკუთრივ მის შექმნას, ადამიანი ჩნდება ორი ეტაპისაგან. თავდაპირველად ღმერთი მიწის მტვერისაგან ქმნის მის სხეულს, ხოლო ამის შემდგომ ხდება ადამიანისათვის სიცოცხლის სულის შთაბერვა. რას ნიშნავს, რომ ღმერთმა მიწის მტვერისაგან შექმნა ადამიანი?  წინა საუკუნის ...


ტიბეტი

 (დიაკონი ანდრეი კურაევი)

 

ტიბეტში, ერთ-ერთ ბუდისტურ მონასტრეში ერთი ახალგაზრდა ადამიანი მივიდა. მან გარკვეული დროის განმავლობაში შეისწავლა ბუდისტური ფილოსოფია, მედიტაციების ტექნიკა, რიტუალები, იკონოგრაფია და ა.შ. შემდეგ დადგა ის მომენტი, როდესაც წინამძღვარმა დაიბარა იგი კელიაში და უთხრა, რომ მას ...