მსოფლიო პატრიარქ დიმიტრი კონსტანტინოპოლელის ეპისტოლე ათონის მთის მონოზვნებს

 

გთავაზობთ ეპისტოლეს, რომლითაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრი პირველმა, 1988 წლის 4 მარტს უპასუხა 1987 წლის 11 დეკემბერს, ათონის მთიდან მისთვის გამოგზავნილ საპროტესტო ხასიათის  წერილს, რომელსაც ხელს აწერდა წმინდა მთის ოცი მონასტრის წარმომადგენელი, სადაც მკაცრად აკრიტიკებდნენ მსოფლიო პატრიარქ დიმიტრის ვიზიტს რომში, მართლმადიდებელი დელეგაციის  აქტიურ მონაწილეობას კათოლიკური ლიტურგიის ზოგიერთ ნაწილში,  “საერთო დეკლარაციას რომელსაც პაპმა და პატრიარქმა მოაწერეს ხელი  და ძალზედ მარტივად აცხადებედნენ რომ კათოლიკური ეკლესია არ არის ეკლესია და მისი მისი საიდუმლოებები არ არის მადლმოსილი.

 

ათონის მთის მონასტრების უწმინდეს წინამძღვრებსა და წარმომადგენლებს, ჩვენი სიმდაბლის ქრისტეში საყვარელ შვილებს, მადლი იყოს თქვენზე და ღმერთმა მოგანიჭოთ მშვიდობა!

 

ჩვენ სიყვარულითა და სათანადო ყურადღებით მივიღეთ და წმინდა სინოდის სხდომაზე განვიხილეთ თქვენი წერილი, დათარიღებული გასული წლის 11 დეკემბრით, პროტოკოლური ნომრით I/28/824, რომელშიც გსურდათ განგეხილათ ზოგიერთი იდეა და საუბრობდით ათონის მთაზე გავრცელებულ საწუხარზე, რომელიც ნამდვილად ნეგატიური ინფორმაციებიდან გამომდინარეობდა და აფასებდა ჩვენი ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესიის, იმ კონტაქტებსა და ურთიერთობებს რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს არამართლმადიდებლებთან (ჰეტეროდოქსებთან).   დედა ეკლესია და მასთან მთელი აღმოსავლეთის მართლმადიდებლები, გრძნობდნენ და გრძნობენ, პატივისცემასა და განასაკუთრებულ სიამაყეს, იმ დიდებული ბრძოლებისა და გმირული გამოცდილების მიმართ, რომელიც ათონის მთის წმინდა მამებმა, წმინდა მართლმადიდებელური რწმენის, სულიერი ღირებულებების, ზნეობის უმწიკვლოდ დასაცავად, ასევე ჩვენი ღვთისმოსავი ხალხისა და წმინდა უცვლელი გარდამოცემისათვის გადაიტანეს სწორედ ამის გამოა რომ იგი სულითა და გულით ყოველთვის ღვთისმშობლის ტახტრევანიკენაა მიმართული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით იგი, არა მხოლოდ უწმინდესი, სამოციქულო, მსოფლიო საპატრიარქო ტახტის მონასტრული ცხოვრების ძვირფასი ინსტრუმენტია, არამედ მართლმადიდებლობის დიდებულება და სულიერების უმაღლესი ადგილია დედამიწაზე.

სწორედ ამის გამოა რომ იგი (ეკლესია) აღელვებული ხარობს მთელი სულით, ხედავს რა ათონის მთას, მობილიზებულს მთელი გრძნობითა და ბრძოლისუნარიანობით, იმ საკითხებისადმი, რომლებიც შეეხება ჩვენს უმწიკვლო რწმენასა და წმინდა გარდამოცემას. ეკლესია უსმენს უდაბნოს მისტიურ და საკრალურ ხმას, რომელიც თავის თავში შემოიკრებს და მონაზვნობით გარდაქმნის ეკლესიის სულიერ ძალებს, ერთი მხრივ კურნავს საკუთარ სისუსტეებს, მეორე მხრივ კი მსოფლიოს წარუდგენს და სთავაზობს მართლმადიდებლობის უშრეტ საგანძურს ქრისტეში ერთობისა და ქრისტიანული სამყაროს მშვიდობის წმინდა მიზნისთვის მსახურად.  

თუმცა, უდაბნოდან მომავალ ხმაზე მეტად, ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესია აგრეთვე უსმენს სხვა ხმასაც, ხმას რომელიც ნაკარნახევია ჩვენი, როგორც პირველი საყდრის პოზიციით, რაც გულისხმობს ჩვენს პასუხისმგებლობას ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობისა და მთელი ქრისტიანული სამყაროს ერთობისკენ მიმავალ სწორ გზაზე, რათა ეს ერთობა ჭეშმარიტებაზე იყოს დაფუძნებული, სხვაგვარადმადიდებლებთან ამ კონტაქტებითა და დიალოგებით, რადგან იგი (ეკლესია) მტკიცედაა დაიმედებული მასში, ვინც აცხადებს მშვიდობას ახლობელთა თუ შორებელთათვის, რათა ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით მასში მტრობის მოკვდინებით (ეფ. 2,16).

ეს არის მიზანი და აღსრულება როგორც ჩვენი, ასევე თქვენი მისიისაც, რომ შვეძლოთ ღვთისათვის სათნო კონსტრუქციული საქმის რეალიზება, განსაკუთრებით დღევანდელობაში, სულიერი და მორალური ღირებულებების კრიზისის, დაბნეულობის და სეკულარიზაციის ეპოქაში. ეპოქაში სადაც ანარქიაა გამეფებული ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა გამოვლინებაში.

მოგმართავთ რა მშობლიური სიყვარულით ნასაზრდოები სიტყვებით, გარწმუნებთ იმ სიმაღლიდან რომელიც მტკიცედ, უცვლელად და მარადიულად უპყრია დედა ეკლესიას, დამყარებულს რწმენის კლდეზე და სამოციქულო ტრადიციაზე, რომელიც იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე,” რომელიც ყოველთვის აცხადებს თავის ჭეშმარიტებას და სინათლეს საწყაოს ქვეშ არ მალავს, ფხიზელი მცველი, მოწმე და მსახური მართლმადიდებლობისა, ყოველივეს განმგებელი ღმერთის სადიდებლად და კაცთა საცხონებლად.

მშობლიურად მოგიწოებთ, ყოველივე იმის გათვალისწინებით და ყურადღებით გამოკვლევით რაც ზემოთ ითქვა, დარჩეთ მტკიცედ და შეურყევლად,” არ აღელდეთ და არ გადაუხვიოთ გზას, კეთილგანწყობით არ მიუგდოთ ყური უცხო ხმებს რომლებიც მოდიან წყვიდიადის ძლებიდან, ბოროტის ყოველგვარი ეშმაკობითა და მზაკვრობით.

ასევე, გვინდა იცოდეთ, რომ დედა ეკლესია გრძობს დიდ ტკვილსა და მწუხარებას ყოველთვის როცა ათონის მონასტრები ერევიან მის საქმეში და პასუხისმგებლობაში, ისევე როგორც სხვა და ეკლესიების პასუხისმგებლობაში, რომლებიც თავის მხრივ გამოხატავენ თავინათ დაბრკოლებასა თუ სამდურავს თქვენი ჩარევების გამო.

 

            დარწმუნებულები ვართ, რომ ათონის მთის  ერთობა გააგრძელებს ღვთისადმი  თხოვნასა და ვედრებას ჩვენი დედა ეკლესიისათვის და მართლმადიდებლებისათვის მთელ მსოფლიოში, ჩვენს მძიმე, წმინდა და საპასუხისმგებლო საქმიანობას სათანადოდ დაგვიფასებთ თქვენ იცით  ყველა ეს პირობა  და იმედია მის გაგარძელებაში გვანუგეშებთ, შევთხოვთ კეთილმოსურნე ღმერთს რათა აღგავსოთ წყალობითა და მოგანიჭოთ შემწყნარებლობა.

 

 

4 მარტი, 1988 .

 

დიმიტრიოს კონსტანტინოპოლელი

 

წყარო: LA DOCUMENTATION CATHOLIQUE • 7121 AOUT 1988 • N° 1965

სპეციალურად საიტისთვის ფრანგულიდან თარგმნა საბა კევლიშვილმა