არისტოკლის სპრუს გზა მსოფლიო პატრიარქობისაკენ 

(მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I)

 

მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I გახლდათ ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული და ღრმად პატივსაცემი მოვლენ, მასში გაერთიანებული იყო მოკრძალებული ბრწყინვალება და კეთილმოქმედი- დაუმახინჯებელი ღვთისმოსაობა, პიროვნულად კი- ძალიან ღრმა, უბრალო, შინაგანად მოძრავი  ადამიანურობა. ის გამოხატავდა ღვთის სიკეთესა და კაცთმოყვარეობას. ათენაგორას ყოველთვის სიხარულს ანიჭებდა ღვთის სიახლოვის ძიება, რომელსაც ის ადამიანებს უნაწილებდა და მათ თავმდაბლად ემსახურებოდა. თავის იდეებში ათენაგორა არწმუნებდა ხალხს მოცინარი სახით, პათოსის გარეშე, რომელი იდეებიც მას სისრულეში მოჰყავდა. მისი საერო სახელი გახლდათ არისტოკლის სპირუ.

არისტოკლისი დაიბადა 1886  წლის 25 მარტს ხარების დღესასწაულზე ქალაქ ცარაპლანაში (დღევანდელი ვასილიკო, იოანნინასთან ახლოს, ალბანეთის საზღვართან). მხარე, სადაც ათენაგორა დაიბადა, კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე ერთი საუკუნით  ადრე დაიპყრეს თურქებმა. ცარაპლანაში მცხოვრები ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, ათენაგორა იხსენებს დასახლების ერთადერთი პილიციელის- ალი ბეის სახელს, რომელსაც საქმე არ ჰქონდა, რადგან იქ არ იყო დავა, მუშტიკრივი და რთული პროცესები. ქრისტიანი და მუსლიმი  ბავშვები ერთად თამაშობდნენ. ქრისტიანები თავიანთ მუსლიმ მეგობრებს პატიჟობდნენ ნათლობისას, მუსლიმები კი წინდაცვეთისას. ეს იყო ბიბლიური ყოფა, რომელშიც ისინი აბრაამის შვილებად გრძნობდნენ თავს. მუსლიმები აბრაამის დღესასწაულზე ჭამდნენ მამალი ცხვრის ხორცს, ქრისტიანები კი  სააღდგომო კრავს. როდესაც ათენაგორას მშობლების მოძღვარი მოდიოდა სტუმრად ვინმეს სახლში, მას იგივე პატივისცემით ეპყრობოდნენ, როგორც ისლამური რელიგიის მსახურს. ისინი ზრუნავდნენ და ხელებს უკოცნიდნენ ამ მოძღვარს. დასახლებაში ასევე ექცეოდნენ დევრიშ კამილს, რომელიც იყო ძალიან მოსიყვარულე ბატონი. მხოლოდ მოგვიანებით ღვივდება არაადექვატური, რელიგიური ფანატიზმით გაჯერებული ნაციონალიზმი, რომელიც საშიშ ხასიათს და ფორმებს იღებს. მომავალი პატრიარქის სოფელში ამბობდნენ, რომ მისი მამა- ნიკოლაოს სპირუ სოფლის გამოჩენილი ექიმი იყო.  1908 წელს ის იმ  თურქებმა მოკლეს,  რომლებიც ბერძენი რევოლუციონერებისგან იცავდნენ თავს. ამ დროს ნიკოლაოს სპირუ მიიჩქაროდა ავადმყოფი ბავშვის მოსანახულებლად. ათენაგორას მამა იყო სამაგალითო ქრისტიანი, ინტელიგენტი და ძლიერი ნებისყოფის ადამიანი. ათენაგორამ ავისი დისციპლინის უმეტესი ნაწილი მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო. მიუხედავად ამისა, პატრიარქის ხასიათი მოგვიანებით მისი არისტოკრატი დედისგან გამოიწრთო, რომელიც არისტოკრატიული ინტელექტისა და ხოტბაშესხმული სილამაზის მიუხედავად, ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. ათენაგორა თქმით მას ძლიერი და აღმაფრთოვანებელი რწმენა ჰქონდა, ის ჩუქნიდა ღარიბებს თავის მშობლიური სახლის ქონებას, აწავლიდა თავის ორ ვაჟს და გოგონას, რომ სოციალური გაჭირვების მიუხედავად ღია თვალები და მოწყალე გული ჰქონოდათ. დედის ადრეული გარდაცვალება ათენაგორასთვის ძალიან მტკივნეული გამოდგა და მძიმედ განიცადა. ნავარაუდევია (თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით), რომ მან ამ დროს სულიერ ცხოვრებაში შესაბიჯებელი გადამწყვეტი იმპულსი მიიღო. თუმცა იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ  არისტოკლეს ბავშობიდანვე უყვარდა ბიბლია და მართლმადიდებლური წიგნები. მას შეეძლო საათობრივად ბუნების სიმშვიდეში ჩაფიქრებულიყო. არისტოკლისი მარტოვდებოდა სოფლის გორაზე მდგომ წმინდა ილიას ტაძარში, ღვთის ღრმა განცდისთვის. მას შემდეგ რაც ათენაგორამ ცარაპლანში და კონიცაში დაწყებითი და საშუალო სკოლა დიდი წარმატებით დაასრულა,   ის ტოვებს თავის სამშობლოს და მიდის იმ დროისთვის დიდი მნიშვნელობის საერთაშორისო ქალაქ- კონსტანტინოპოლში, სადაც ბერძნებს ჯერ კიდევ მშობლიური უფლებები ჰქონდათ.  შემოქმედებითი სიძლიერით სავსე ათენაგორა, დგამს ცხოვრებაში ახალ ნაბიჯს. 1903 წლიდან 1907 წლამდე ათენაგორა დადიოდა სკოლაში.  1907 წლიდან 1910 წლამდე ის სწავლობდა კუნძულ ხალკის მსოფლიო საპატრირქოს თეოლოგიურ სკოლაში, რომელიც პრინცის კუნძულებიდან ერთ-ერთზე მდებარეობს. კუნძულ ხალკის ელიტარული სკოლის საშუალებით, აღმოსავლეთის ეკლესიის ბევრი წამყვანი პიროვნება ჩამოყალიბდა. არისტოკლის სპირუ ხალკზე მიდის როგორც ღარიბი სტუდენტი, მას აქვს სტიპენტია და სწავლობს ბეჯითად. ძალიანაა დაინტერესებული ახალ აღთქმისეული ბიბლიური მეცნიერებით. ხალკის თეოლოგიური სკოლა არის მართლმადიდებლობის დიდი ციხე-სიმაგრე. უცხოეთში დაპროფესორებული პედაგოგების საშუალებით, იგი იძლეოდა ფარ და სოლიდურ ცოდნას. ამის გამო ათენაგორა თავს ვალდებულად გრძნობდა, რომ მადლობა ეთქვა, ამავდროულად ჰქონდა გარკვეული კრიტიკული მოსაზრებებიც: გაუყოფელი ეკლესიის დიდი საეკლესიო ტრადიციისგან ჩვენ ხალკზე  ცოტა რამ ვისწავლეთ. ამიტომ დავაარსე ახლახანს თესალონიკში პატრისტიკული კვლევების ინსტიტუტი. ჩვენთან ისწავლებოდა აბსტრაქტული, პოლემიკური თეოლოგია, რომელიც რა თქმა უნდა სახარებას არ შორდებოდა. ხალკზე სწავლის დროს დავგეგმე, რომ ყოველდღე სახარების ერთი თავი წამეკითხა. ასევე მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჩვენი ახალი აღთქმის ეგზეგეტიკის პროფესორი- ვასილიოს ანტონიადისი ამას მიხვედრილიყო, რის შემდეგაც მან სახარება უფრო დაგვიახლოვა. ეკლესიის ერთობისათვის მომავალ უშიშ მებრძოლს, ჰქონდა ადამინისთვის ძნელად აღსაქმელი მოსაზრებები: თეოლოგიურ სკოლებში პროფესორები საუბრობენ არა გაყოფილ ეკლესიაზე და იმაზე რაც ჩვენ ყოველ ეკლესიასთან საერთო გვაქვს, არამედ ერესებზე და იმაზე, რაზეც ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვდავობთ განსხვავებულობაზე, მწვალებლობაზე. მაგრამ არ არის საუბარი იმაზე, რაც ჩვენ გვაკავშირებს. მიუხედავად ამისა ათენაგორას აქვს ინიციატივა, რომელიც მოგვიანებით განახორციელა. ცნობილია, რომ ხალკის თეოლოგიური სკოლა (რომლი შესახებაც ცოტა რამაა თქმული), პატრიარქ ათენაგორასთნ ერთად იყო ეკუმენური მოძრაობის მებრძოლი.  1902 წლიდან ხალკის პროფესორები ავტორიტეული სტატუსით მონაწილეობდნენ პატრიარქ იოაკიმე III-ის ენციკლიკის შედგენაში. ხალკის პროფესორები აღმოსავლეთის ეკლესიას  სთავაზობდნენ  სხვდასხვა ქრისტიანულ საზოგადოებებთან ურთიერთობის შესახებ პოზიტიურ მოსაზრებებს. ქრისტიანი ძმების განმანთვისუფლებელი სიტყვა და  მსგავსი იდეები მოიპოვება 1920 წლის ენციკლიკაში ყველა ეკლესიებში არის ქრისტე. ეს იყო ათენაგორას და მისი პედაგოგის- გერმანოს სათყვანებელი სწავლება. ამ თხზულების დაწერის დროსაც წამყვან როლს ასრულებდნენ ხალკის პროფესორები. ათენაგორას შინაგანად ჰქონდა  მართველობის ნიჭი, ის ხდება სკოლის ხელმძღვანელი, ხოლო მოგვიანებით  კი მთავარეპისკოპოსი. ათენაგორას დი და უშიშარ იდეებს პოზიტიური გავლენა ჰქონდა სტუდენტებზე. თავისი წარმოდგენების გამოძახილი იყო პრობლემებისკენ მობრუნება. საყურადღებო და დიდად საინტერო არის ასევე ათენაგორას ინტერესები: ხალკზე მე დავიწყე დოსტოევსკის კითხვა. ეს არის ერთადერთი საკითხავი ლიტერატურა, რომელმაც მე გამომიწრთო. ძალიან შემზარავი სული! რასაც დოსტოევსკი ათეისტებში მიხვდა.  დოსტოევსკიმ  ზეადამიანურად განჭვრიტა და დაინახა უძღები შვილი, სიკვდილისგან დანგრეული და დაავადმყოფებული, ქრისტეს მიერ მოძებნილი, რათა იმ ჯოჯოხეთისგან გაენთავისუფლები, რომელშიც  თავად ჩაიკეტა! ქრისტეს მიაქვს მასთან ჭეშმარიტი თავისუფლება და სხვას არაფერს ითხოვს მისგან სიყვარულის, როგორც სამაგიერო ძღვენის გარდა.'' ათენაგორა კითხულობდა ასევე ფრანგულ ლიტერატურას: მე განსაკუთრებით მიყვარდა ვიქტორ ჰიუგო და მისი ნაწამოები <Les Miserables.> ამ წიგნში არის შეხედულება ერთი კარგი ეპისკოპოსის ბედზე, ერთ კაცზე, რომელმაც იცის რომ მას ლოცვა და სიყვარული ვალდებულებებს აკისრებენ. 1910 წელს არისტოკლის სპირუ გახდა ღვთისმეტყველების მაგისტრი. მან შეადგინა კონსტანტინოპოლის პატრიარქის არჩევნების დებულება, ათენაგორა ხალკის ოლოგიურ სკოლასთან მუდმივი ერთგულებითაა დაკავშირებული. საინტერესოა ისიც, რომ პატრიარქი თეოლოგიურ უნივერსიტეტში აძლევდა სწავლის საშუალებას ევანგელისტ და ანგლიკან ქრისტიანებს. ის ქმნის პანორთოდოქსულ ეკუმენურ ცენტრს, რომელიც ყველა დაინტერსებულისთვის ღია იყო. ათენაგორა სხვებთან ერთად ატარებდა ლექციებს ეკუმენური მოძრაობის ისტორიის შესახებ.

 

წყარო:  ” Der Ökumenische Patriarch  Athenagoras I; ein Friedensbringer aus dem Osten, 1986″,Payer, Alja.

 

თარგმნა  აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი გეგუჩაძე

 

საიტზე პატრიარქ ათენაგორას შესახებ განთავსებულია:

არისტოკლის სპრუს გზა მსოფლიო პატრიარქობისაკენ 

მართლმადიდებლობა ემიგრაციაში და პატრიარქი ათენაგორა I

უცნობი ფაქტები მსოფლიო პატრიარქ ათენაგორას შესახებ

ათენაგორა I-ის ინტრონიზაცია    

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I

ათენაგორა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსი

 

 

Download
გზა მსოფლო პატრიარქობამდე.pdf
Adobe Acrobat Document 251.4 KB