რას წერდა ქრისტე ქვიშაზე?

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

ვისაუბროთ ქრისტეს მემკვიდრეობის შესახებ. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ, რომ ქრისტე არასდროს არაფერს წერდა. ერთადერთი ადგილი სახარებაში, სადაც ქრისტე რაღაცას წერს, გახლავთ იოანეს სახარების მე-8 თავი, სადაც თხრობა მრუშობაში მხილებული დედაკაცის შესახებ. მეხუთე საუკუნის დასაწყისამდე, არცერთი წმიდა მამა არ უკეთებდა კომენტარს ამ სიუჟეტს, წმ. იოანე ოქროპირიც კი, რომელმაც დაგვიტოვა ვრცელი კომენტარები იოანეს სახარების შესახებ, ამ საინტერესო სიუჟეტის შესახებ არაფერს ამბობს. წმ. ეფრემ ასურიც, რომელმაც ასევე ოთხივე სახარება განმარტა დუმს. ჩვენი თემა საკმაოდ საინტერესოა და მისი განმარტებაც მოგვიანებით ხდება. მოდით დავაკვირდეთ, რას წერს იქ ქრისტე? რაღაცას წერს მიწაზე, მაგრამ რას? ყველაზე კარგი, საინტერესო და სარწმუნო განმარტება, რაც მე შემხვედრია, გახლავთ შემდეგი: როგორი ხალხი მივიდნენ ქრისტესთან? ფარისევლები. ფარისევლები ეს თქვენ ხართ, მე თქვენ შეურაცყოფას არ გაყენებთ, მე თქვენ გაქებთ, რადგან ფარისვლების არსებობა, წინასწარმეტყველთა ოცნება იყო. ისინი გახლდნენ ჩვეულებრივი ებრაელი ერისკაცები, რომლებიც ბოლოსდა ბოლოს დაინტერესდნენ, თუ რას ასწავლიდა მათ მოსე, წინასწარმეტყველები და .. ამის გამო მათ არავინ არ უხდიდა ფულს, არამედ ისინი ამას უანგაროთ აკეთებდნენ და უნდოდათ, რომ მათაც და მათ ერსაც ღვთის მცნებებით ეცხოვრათ. პირველ რიგში ფარისევლებმა იციან წმ. წერილი და წარმოიდგინეთ, ისინი მიდიან ქრისტესთან, ქრისტე კი მიწაზე რაღაცას წერს, რას? ქრისტე ხვდება, რომ მასთან მივიდნენ ფარისევლები და იგი მიწაზე წერს ამ ფარისეველთა სახელებს. საქმე იმაშია, რომ ძველ აღთქმაში, ერთ-ერთ წინასწარმეტყველს აქვს ასეთი სიტყვები: "ცოდვილთა სახელები დაწერილია მიწაზე" არსებობს აღმოსავლური კულტურა, სადაც სახელი უთანაბრდება ბედს. თუკი ჩემი სახელი წერია ზეციურ წიგნში, მაშინ მე ვიარსებებ მარადიულად, ხოლო თუკი ჩემი სახელი წერია მიწაზე, მაშინ მოვა წვიმა და .. და იგი წაიშლება, გაქრება და აღარაფერი დარჩება, მაშასადამე მეც გავქრები. ფარისევლებმა ეს იციან და აი ქრისტე მათ სახელებს წერს. იგი დაიხარა და თავისი ბეჭებით ფარავს დაწერილს, ფარისევლები ვერ ხედავენ თუ რას წერს მაცხოვარი, ხოლო შემდეგ იგი დგება და ამბობს, ვინც თქვენს შორის უცოდველია, იმან ესროლოს ქვა ამ ქალს. ერთდროულად ხდება, რომ ფარისევლები ისმენენ ქრისტეს სიტყვებს და მაშინვე იგებენ მინიშნებას, კითხულობენ საკუთარ სახელებს და ხვდებიან, რომ ისინიც ცოდვილნი არიან, რადგან მათი სახელები მიწაზე წერია, ამიტომ ჩუმად მიდიან და ტოვებენ იქაურობას.

 

რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

 

საიტზე ასევე განთავსებულია დიაკონ ანდრეი კურაევის სხვა სტატიები:

 

ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი

ადამიანის შექმნის შესახებ

მარხვის წესებისა და სექსუალური ურთიერთობის შესახებ

ტიბეტი

"ცოლსა მას ეშინოდეს ქმრისა"