სახარება ღმერთის სასუფევლის შესახებ

 

იოსებ რაცინგერი (პაპი ბენედიქტე XVI), იესო ნაზარეთიდან (ნაწყვეტი)

 

     “და შემდგომად მიცემისა იოვანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა  და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“ (მკ. 1, 14-15).


ცარიელი საფლავის საკითხის შესახებ

 

იოსებ რაცინგერი (პაპი ბენედიქტე XVI), იესო ნაზარეთიდან (ნაწყვეტი)

 

ცხადია, იესოს საფლავი ცნობილი გახლდათ და აქ ბუნებრივია ჩნდება კითხვა: იესო დარჩა საფლავში, თუ ცარიელი იყო საფლავი, როდესაც იგი აღდგა? 


,,ღმერთო ჩემო რაისათვის დამიტევე მე?”

 

იესოს დატევების შეძახილი

   

იოსებ რაცინგერი (პაპი ბენედიქტე XVI), იესო ნაზარეთიდან (ნაწყვეტი)

 

მათე და მარკოზი სრული ურთიერთთანხმობით მოგვითხრობენ, რომ მეცხრე ჟამზე იესომ ძლიერად შესძახა: ,,ილი, ილი ლიმა საბაქთანი, ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო რაისათვის დამიტევე მე? (მთ. 27, 46; მკ. 15, 34).  იესოს შეძახილს ებრაულისა და არამეულის შერწყმით (მიქსით) გადმოგვცემენ და შემდეგ მას ბერძნულად თარგმნიან. იესოს ეს ლოცვა,  ყოველთვის ბადებს შეკითხვებსა და დაფიქრების მოტივს ქრისტიანთა შორის: როგორ შეეძლო ღმერთის ძეს, რომ მამისაგან ყოფილიყო მიტოვებული? ზუსტად რას ნიშნავს ეს შეძახილი?


მეორედ მოსვლის შესახებ

 

იოსებ რაცინგერი (პაპი ბენედიქტე XVI), იესო ნაზარეთიდან (ნაწყვეტი)

 

   აპოკალიფსის წიგნი, უფლის დაბრუნების დაპირებით და ამ დაბრუნების განხორციელების თხოვნით მთავრდება: ,,იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!“ (22,20).


ისტორიული იესოს შესახებ კვლევაგანმანათლებლობიდან დღემდე

 

2020 წლის 26  ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა და წმ. გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო ცენტრის წევრმა გიორგი ლელუაშვილმა თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე წარმოადგინა და წარმატებით დაიცვა ნაშრომი თემაზე: „ისტორიული იესოს შესახებ კვლევა განმანათლებლობიდან დღემდე.“ ნაშრომი მიმოიხილავს განმანათლებლობის ეპოქიდან განვითარებულ ისტორიული იესოს შესახებ კვლევის ეტაპებს და წარმოაჩენს იესო ქრისტეს სარწმუნოებრივ და ისტორიული კვლევის სახეებს, როგორც ერთ პიროვნებას. 


ჰიპოთეზური მოსაზრება სიმონ კვირინელისა და სვიმეონ ნიგერის იდენტურობის შესახებ

 

ქრისტიანთათვის უმთავრესია ცოდნა არა მარტო იესო ქრისტეს მოძღვრების, ვნების, ჯვარცმისა და აღდგომის ისტორია, არამედ უშუალოდ ცნობები მაცხოვართან დაკავშირებულ ხალხთა შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ჯვრით მიმავალი მაცხოვრის განვლილი გზა გოლგოთამდე და ის პიროვნება, რომელიც ქრისტეს ტანჯვის გზაზე მიეხმარა.

„და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ[1]. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი“ (მათ. 27:32). 


ცოდვით დაცემა

 

რეზიუმეს წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით გავაკეთებ. ღმერთი ეუბნება ადამიანს: შეხედე ადამ, მე მოგეცი შენ შესანიშნავი სხეული, მაგრამ მე გაძლევ შენ ძალაუფლებას, რომ შექმნა რაღაც უკეთესი, შეიქმენი შენთვის შესანიშნავი სული, აი ეს არის ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს საკუთარი შრომით. ამიტომ, როდესაც ადამი იგზავნება ედემში, მას ეძლევა სამი მცნება, სამი და არა ერთი. პირველი მცნება: „დაამუშავე ედემის ბაღი“. ეს გახლავთ მცნება შრომის შესახებ, სამყაროს ფერიცვალების შესახებ. ნუ დაიჯერებთ ათეიზმის პროპაგანდის ზღაპრებს, როდესაც თქვენ გეუბნებიან, რომ ღმერთმა შრომით დასაჯა ადამიანი ცოდვით დაცემის  გამო, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ცოდვით დაცემამდე, ადამიანის მიმართ თქმული პირველი მცნება შრომას შეეხება.


ინტერვიუ თომას იოანიდისთან

 

ათენის კაპოდისტრიასის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ბატონი თომას იოანიდისი სტუდენტების ერთ-ერთი საყვარელი პედაგოგია, რომელიც ლექციებს ახალი აღთქმის საგნებში კითხულობს. გარდა ფართო თეოლოგიური და ფილოლოგიური განათლებისა, მას მუდმივად აქვს კავშირი სხვა ევროპელ მკვლევარებთან, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც რეგენსბურგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და სადაც ძველი და ახალი აღთქმის შესავლისა  და ძველი ეკლესიის ისტორიის შესწავლით გახლდათ დაკავებული. ფლობს გერმანულს, ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურსა და ბულგარულ ენებს. გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, იგი წევრი გახლავთ რამდენიმე სამეცნიერო საზოგადეობისა. 2007 წელს, მას კასტორიის ეპარქიამ წმინდა დიდმოწამე და საკვირველთმოქმედი მინას სახელობის ჯილდო გადასცა. დღეს იგი ქართველი სტუდენტებისთვის ისაუბრებს უნივერსიტეტის ისტორიისა და მისი სამომავლო გეგმების, აგრეთვე, იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც თანამედროვე საღვთისმეტყველო მეცნიერება დგას:


ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

 

ნეტარი ავგუსტინეს ცნობილი ფრაზით შეგვიძლია გამოვხატოთ მთელი პატრისტიკული დამოკიდებულება ძველი აღთქმისადმი.  Novum Testamentum in Verete latet. Vetus Testamentum in Novo patet. ახალი აღთქმა ძველის აღსრულებაა. იესო ქრისტე წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული მესიაა. მაში აღსრულდა ყველა დაპირება და მოლოდება. რჯული და სახარება ერთმანეთს ეკუთვნიან და არავის შეუძლია თავი მოსეს ჭეშმარიტ მიმდევრად მიიჩნიოს ვიდრე არ აღიარებს, რომ იესო უფალია. ის ვინც არ აღიარებს იესოს მესიად, უფლის ცხებულად, ამით თავად ძველ აღთქმასაც ღალატობს. ამჟამად მხოლოდ ქრისტეს ეკლესიას გააჩნია წერილებთან, წინასწარმეტყველებთან ჭეშმარიტი გასაღები, რადგან ეს ყველა წინასწარმეტყველება ქრისტეში აღსრულდა.


რას წერდა ქრისტე ქვიშაზე?

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

ვისაუბროთ ქრისტეს მემკვიდრეობის შესახებ. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ, რომ ქრისტე არასდროს არაფერს წერდა. ერთადერთი ადგილი სახარებაში, სადაც ქრისტე რაღაცას წერს, გახლავთ იოანეს სახარების მე-8 თავი, სადაც თხრობა მრუშობაში მხილებული დედაკაცის შესახებ. მეხუთე საუკუნის დასაწყისამდე, არცერთი წმიდა მამა არ უკეთებდა კომენტარს ამ სიუჟეტს, წმ. იოანე ოქროპირიც კი, რომელმაც დაგვიტოვა ვრცელი კომენტარები იოანეს სახარების შესახებ, ამ საინტერესო სიუჟეტის შესახებ არაფერს ამბობს. წმ. ეფრემ ასურიც, რომელმაც ასევე ოთხივე სახარება განმარტა დუმს. ჩვენი თემა საკმაოდ საინტერესოა და მისი განმარტებაც მოგვიანებით ხდება. მოდით დავაკვირდეთ, რას წერს იქ ქრისტე? რაღაცას წერს მიწაზე, მაგრამ რას? ყველაზე კარგი, საინტერესო და სარწმუნო განმარტება, რაც მე შემხვედრია, გახლავთ შემდეგი: როგორი ხალხი მივიდნენ ქრისტესთან? ფარისევლები. ფარისევლები ეს თქვენ ხართ, მე თქვენ შეურაცყოფას არ გაყენებთ, მე თქვენ გაქებთ, რადგან ფარისვლების არსებობა, წინასწარმეტყველთა ოცნება იყო. ისინი გახლდნენ ჩვეულებრივი ებრაელი ერისკაცები, რომლებიც ბოლოსდა ბოლოს დაინტერესდნენ, თუ რას ასწავლიდა მათ მოსე, წინასწარმეტყველები და .. ამის გამო მათ არავინ არ უხდიდა ფულს, არამედ ისინი ამას უანგაროთ აკეთებდნენ და უნდოდათ, რომ მათაც და მათ ერსაც ღვთის მცნებებით ეცხოვრათ. პირველ რიგში ფარისევლებმა იციან წმ. წერილი და წარმოიდგინეთ, ისინი მიდიან ქრისტესთან, ქრისტე კი მიწაზე რაღაცას წერს, რას?


დაკარგული ბიბლიური გონება

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

‘’ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა (ეფ. 4:21)

ქრისტიანი მისიონრები არ არიან მოწოდებულნი იმისათვის, რომ საკუთარი შეხედულებები იქადაგონ კათედრაზე. მქადაგებლები აღჭურვილნი და ხელდასხმულნი არიან ეკლესიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. მათ მინიჭებული აქვთ ზოგიერთი კონკრეტული ტერმინი, მაგალითად იესო ქრისტეს სახარება და ისინი მოვალენი არიან ამ ერთადერთი და მარადიული უწყებისადმი. უნდა გაავრცელონ და მხარი მისცენ. `იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა (იუდ. 1:3). რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვა ქმედითად უნდა იყოს ქადაგებული. მარადის უნდა იქნას გათვალისწინებული განჩინების ერთგულება ყოველ ახალ თაობასა და კონკრეტულ ჯგუფს შორის. ყოველ ახალ შემთხვევაში თუკი ვითარება მოითხოვს ხელახლა უნდა იქნას წარმოჩენილი, მაგრამ რაც ყველაზე აღმატებულია (სახარების) უწყებამ თავისი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს.  

ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას კი არ უქადაგებენ `უცხო სახარებას”, არამედ იმავე სახარებას, როგორც იყო გადმოცემული. ღვთის სიტყვა არ შეიძლება ადვილად მოერგოს წარმავალ ზნე-ჩვეულებებსა და კონკრეტული საუკუნის მიდგომებს, რაც ჩვენს ეპოქასაც მოიცავს. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვართ მიდრეკილი, რომ ღვთის სიტყვის საზომი ჩვენივე მიდგომით განვსაზღვროთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გონება ქრისტეს ფასეულობით გავზომოთ. `თანამედროვე გონება ასევე ღვთის სიტყვის განსჯის ქვეშ  დგას.

 

 


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

 

IV-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

 

 

თავი III

§3.1 სიკვდილი ელინურ ფილოსოფიაში

ანტიკურ საბერძნეთში ფიქრობდნენ, რომ ადამიანის არსებობა სიკვდილით არ მთავრდებოდა, არამედ გარდაცვლილი არსებობას განაგრძობდა ჰადესში. მიუხედავად ამგვარი შეხედულებისა, ჰადესში ყოფნა არ ითვლებოდა სიცოცხლედ. სიცოცხლე ითვლებოდა უდიდეს სიკეთედ.[1] ორფეოსისა და პითაგორას მიმდევართა რწმენით, სიკვდილი ესაა სხეულში დატყვევებული სულის გათავისუფლება (მათ ასევე სწამდათ სულის გადასახლების ანუ მეტემფსიქოზისა, სხვადასხვა სხეულში). ასევე არსებობდა თქმულება გმირთა კურთხეულ მიწებზე გადასახლების შესახებ. მიუხედავად ამისა, სიკვდილი ანტიკურ საბერძნეთში  სიცოცხლის დასასრულად და უდიდეს ტრაგედიად ითვლებოდა. არისტოტელეს თავის ნაშრომში მოჰყავს ფილოსოფოსი ქალის, საფოს, გამონათქვამი: „სიკვდილი ბოროტებაა, ღმერთებმა ასე გადაწყვიტეს, თორემ თვითონაც დაიხოცებოდნენ“[2].


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

III-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

 

§2.2 სჯული წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

წმინდა პავლე მოციქულის წერილებში სჯული უკავშირდება სიკვდილსა და ცოდვას, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში. სიკვდილი - ესაა საბოლოო ზღვარი, სანამდეც ცოდვას მიჰყავს ადამიანი. ცოდვა კი ძალას იღებს სწორედ სჯულისაგან (1 კორ. 15.56). სჯული ხშირად უარყოფით კონტექსტში განიხილება: „რამეთუ საქმეთაგან სჯულისათა არავინ განმართლდეს ყოველი ხორციელი წინაშე მისსა“ (რომ. 3.20); „რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწუნოებით თვინიერ საქმეთაგან სჯულისათა“ (რომ. 3.28); „რამეთუ სჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს სჯული, მუნ არცა სჯულისა გარდასვლაჲ“ (რომ. 4.15); „და ცოდვაჲ თქვენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ სჯულსა ქვეშე არამედ მადლსა“ (რომ. 6.14); „ხოლო განთავისუფლებულ ვართ სჯულისა მისგან“ (რომ. 7.6); „რამეთუ დასასრული სჯულისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10.4).  ასევე კორინთოელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (2 კორ. 3.6)


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

II-ნაწილი

ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

     §1.4 დაცემული მდგომარეობის შესახებ

 წმინდა პავლე მოციქული მნიშვნელოვან სხვაობას ხედავს ქრისტესშობამდელ პერიოდსა და იმ დროს შორის, როდესაც ქვეყანას განკაცებული ღმერთი მოევლინა. ქრისტემდე ადამიანმა დაკარგა ღმერთთან კავშირი, დარღვეული ურთიერთობა კი მისთვის სტატიკური მდგომარეობა არ ყოფილა; დრო გადიოდა, ადამიანი ნელ-ნელა შორდებოდა საკუთარ შემოქმედს და, შესაბამისად, იმ მდგომარეობასაც, რომელშიც ის ღმერთმა შექმნა. ბიბლიის კომენტატორთა განმარტებით, ადამიანში ღვთის ხატად შექმნილ სულს იმ შემთხვევაში აქვს უნარი მართოს სხეული, როდესაც ღმერთს უშუალოდ უკავშირდება,  მაგრამ როდესაც ეს კავშირი დაირღვა, ადამის ცოდვის შედეგად იმძლავრა ხორციელმა, სხეულებრივმა მიდრეკილებებმა, რამაც ადამიანი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო: მას დაეკარგა ძალა როგორც  ღვთისგან ბოძებული სჯულის დაცვისა, ისე ღვთისმიერვე ბუნებითად ჩანერგილი მორალური კანონების შესრულებისა. ადამიანი თითქოს მარტო დარჩა, მას თითქოს ღმერთი აღარ მფარველობდა, მათ შორის თითქოს გადაულახავი ზღუდე აღიმართა ცოდვის სახით.


სწავლება თავისუფლების შესახებ  წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

 

I-ნაწილი

 

 

 თავი I

                      §1.1  ცოდვის არსი წარმართულ ფილოსოფიაში

           

         მსჯელობანი ცოდვის შესახებ ქრისტიანულ მოძღვრებაში სიახლე არ არის, ამის შესახებ ქრისტეს შობამდეც ბევრი დაწერილა. სანამ უშუალოდ წმინდა პავლე მოციქულის სწავლებებს წარმოვადგენდეთ, ზოგადად შევეხებით ქრისტეს შობამდე მოღვაწე წარმართ მოაზროვნეთა შეხედულებებს ამ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შევიტყობთ, თუ როგორ შეიძლება ეფიქრათ მოციქულის ეპისტოლეთა ადრესატებს,  ანტიკური კულტურის  მემკვიდრეთ - პირველ ყოვლისა, თავად წმინდა პავლეს მიერ წარმართულ ქვეყნებში დაარსებული ქრისტეს ეკლესიების მრევლს, ახლადმოქცეულთ წარმართობიდან ქრისტიანობისკენ. ვფიქრობთ, რომ წმინდა პავლეს ამის გათვალიწინება  აუცილებლად მოუწევდა.


ქრისტეს სასამართლო პროცესი: იურიდიული ანალიზი

ავტორი: ხრისტოს დერმოსიანიდისი (მოსამართლე)

 

  ქრისტეს უდანაშაულობაში დარწმუნებულმა პილატემ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა, მაგრამ  იუდეველები ყვიროდნენ: „ჩუენ სჯული გუაქუს,და სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი,რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.“ ეს არის  ებრაელების დღევანდელი პოზიციაც. ისინი ირწმუნებიან, რომ ქრისტემ ნამდვილად დაარღვია მოსეს რჯული და სამართლიანად დაისაჯა სიკვდილით. მაგრამ შესაძლოა ...


ქრისტეს ხორციელი არსასრული

 

 

შინაარსი

1-შესავალი

2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია

3-იესოს გვემა

4-ჯვარცმა

5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ

6-ჯვარცმულის საყრდენის – კადონის შესახებ

7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ

8-წარწერა ჯვარზე

9-ძმრის მიწოდება იესოსთვის

10-იესოსადმი , შუბის ძგერება

11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები

ა ) ასფიქსია; ბ)ტეტანუსი და სეფსისი; გ )თრომბოზი – თრომბოემბოლია;

12-იესო ქრისტეს სასამართლო პროცესი

13- გამოყენებული ლიტერატურა

 


ადამიანის შექმნის შესახებ

 (დიაკონი ანდრეი კურაევი)

 

 ადამიანის შექმნა ბიბლიაში ერთობ უჩვეულოდ არის აღწერილი. რაც შეეხება საკუთრივ მის შექმნას, ადამიანი ჩნდება ორი ეტაპისაგან. თავდაპირველად ღმერთი მიწის მტვერისაგან ქმნის მის სხეულს, ხოლო ამის შემდგომ ხდება ადამიანისათვის სიცოცხლის სულის შთაბერვა. რას ნიშნავს, რომ ღმერთმა მიწის მტვერისაგან შექმნა ადამიანი?  წინა საუკუნის