ცენტრის მილოცვა

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის წევრი გიორგი ლელუაშვილი, სწავლას ჰოლი ქროსის ბერძნულ კოლეჯში (მასაჩუსეტსის შტატი, აშშ) აგრძელებს. 

 

“აღსანიშნავია პროფესორების მაღალი აკადემიური დონე და გადამდები ენთუზიაზმი, რომელიც მათ  სწავლების პროცესში გააჩნიათ. აქ წაკითხულ სალექციო კურსებს აქვთ მასტიმულირებელი და შთამაგონებელი ხასიათი, რაც მნიშვნელოვნად აღრმავებს სტუდენტის მიერ თეოლოგიის გაგების შესაძლებლობას და იძლევა საკითხის სიღრმისეულად გააზრების უნარს.

ამერიკელი სტუდენტების უმრავლესობა გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით და ყოველთვის მზად არიან მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, შეუძლიათ გულწრფელად გაიზიარონ სხვისი მცირე წარმატებაც კი.

კამპუსში ცხოვრების აკადემიური და სოციალური ასპექტების გარდა, იმართება მრავალი კულტურული ღონისძიება და სპორტული აქტივობა, რომლებიც იძლევიან სულიერი და ფიზიკური განვითარების შესაძლებლობებს.“ - გიორგი ლელუაშვილი.