უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და სერბეთის ეკლესიის ბრალდებები

ტექსტის წყარო: ვლასიოს ფიდასი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით, გვ.94-101.

მთარგმნელები: დავით ნებიერიძე, ივანე შოშიაშვილი, მამა ნიკოლოზ ღონღაძე.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა

 

 

1. სერბეთის ეკლესიის კანონიკური ხასიათის ბრალდებები

 

მისი უწმიდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართ სერბეთის უნეტარესი პატრიარქის, ირინეოსის საპასუხო წერილში საწინააღმდეგო პოზიციის მთავარ მიზეზად მოყვანილია სრულიად უსაფუძვლო და ცრუ შეხედულება, რისთვისაც „სასურველის უკვე დასაბუთებულად მიჩნევის” (petitio principii) ცნობილი მეთოდი არის გამოყენებული. ამ მცდარი შეხედულების თანახმად, მსოფლიო პატრიარქი მოქმედებდა ანტიკანონიკურად და მან უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიაც ანტიკანონიკურად გამოაცხადა. ასევე, აღნიშნულია, თითქოს ეს „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე“ მოხდა და თითქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია „დაფუძნდა და ავტოკეფალია მოიპოვა მას შემდეგ, რაც მოუნანიებელი სქიზმატები მოულოდნელად კანონიკურ ეპისკოპოსებად, მღვდლებად და მორწმუნეებად გადაიქცნენ.“

სერბეთის ეკლესიის წმიდა სინოდის 2019 წლის 6 თებერვლის წერილის ავტორთა „ოთხი ბრალდება“ დაფუძნებულია თვითნებურ დასკვნაზე, უსაფუძვლო მსჯელობასა და ყალბ ვარაუდზე. ნათელია, რომ წერილის მთელი შინაარსი ემსახურება ამ სრულიად მიუღებელი და გამომწვევი სინოდალური ეპისტოლის შემდგენელთა კარგად ცნობილ ანგარებიან მოლოდინს. სწორედ ამიტომ ეს ყალბი შეხედულება ისე თავხედურად და შეუფერებლად არის გადმოცემული, „თითქოს მხოლოდ ამგვარად წყდებოდეს საეკლესიო საქმეები.“

ნათელია, რომ ეპისტოლის ავტორებს წარმოდგენა არ აქვთ ისტორიულ ფაქტებსა და შესაბამის წყაროებზე, რაც კიევის სამიტროპოლიტოსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის ბოლო ოთხი საუკუნის ურთიერთობაზე მიუთითებს. ასევე, არ იციან, თუ როგორია მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ურთიერთობა საეკლესიო სხეულიდან მოწყვეტილ მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან, მონაზვნებთან და ერისკაცებთან. ეს კანონიკური კრიტერიუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოყენების დროს, მითუმეტეს, მაშინ, როცა ისინი გამოეყვნენ ერთადერთი მიზეზით და არ დაემორჩილნენ მოსკოვის საპატრიარქოს ტირანულ პირობას, უკრაინის ისტორიულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უკან წაეღო კანონიკური მოთხოვნა საეკლესიო ავტოკეფალიის ოფიციალურ მიღებაზე მას შემდეგ, რაც უკრაინის სახელმწიფო საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა.

 

2. ოთხი საჩივრის კანონიკური შეფასება

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის საპასუხო წერილის ავტორებმა მისი უწმიდესობა მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ სცადეს, ჯერ არნახულად დაემახინჯებინათ პატრიარქ დიონისე IV-ის (1686) საპატრიარქო და სინოდალური დოკუმენტის ირვლივ განვითარებული, ყველასთვის კარგად ცნობილი მოვლენები. „პირველ ბრალდებაში“ სრულიად თვითნებურად და არამართებულად ამტკიცებენ, თითქოს კიევის სამიტროპოლიტო დღევნდელი „უკრაინის“ საზღვრებში შედიოდა და მას ათეულობით სხვა ეპარქია ექვემდებარებოდა; თითქოს კიევის სამიტროპოლიტო „1686 წელს გადაეცა მოსკოვის საპატრიარქოს, რაც მსოფლიო პა- ტრაიარქ დიონისეს მიერ გამოცემული დოკუმენტებით დასტურდება.“ ნათელია, რომ ეს დოკუმენტები მათ არ წაუკითხავთ.

ყველასთვის კარგად ცნობილი დიონისე IV-ის ეპისტოლეებით ამ საპასუხო წერილის ავტორთა ყალბი შეხედულება კი არ დასტურდება, არამედ, პირიქით, ბათილდება. ამ შეხედულებას უარყოფს მსოფლიო პატრიარქის ეპისტოლეები ახალგაზრდა იმპერატორების, იოანესა და პეტრეს, კაზაკების ატმან სამოილოვიჩის, მოსკოვის პატრიარქ იოაკიმეს, კიევის მიტროპოლიტის, სამღვდელოებისა და ერის მიმართ. როგორც ვიხილეთ, მოსკოვის საპატრიარქოს ზემოაღნიშნულ მცდარ პოზიციას უარყოფს ამ მეტად მნიშვნელოვან ეპისტოლეებში დაცული ცნობები, კერძოდ, კიევის მიტროპოლიტის მიერ მსოფლიო პატრიარქის მოხსენიების მკაცრად დადგენილი კანონიკური საზღვრები და მსოფლიო პატრიარქის მიერ მოსკოვის საპატრიარქოსთვის გადაცემული „ნებართვა,“ ხელი დაესხა კიევის მიტროპოლიტისთვის მას შემდეგ, რაც მას კიევის სამიტროპოლიტოს სამღვდელო და საერო კრება გამოარჩევდა.

ამგვარად, მსოფლიო პატრიარქის სინოდალური ტომოსით (1686) მოსკოვის პატრიარქ იოაკიმეს მიეცა „ნებართვა,“ მსოფლიო პატრიარქის სახელით მხოლოდ ხელი დაესხა და აღესაყდრებინა კიევის სამიტროპოლიტოს სამღვდელო და საერო კრებისგან გამორჩეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, მოსკოვის პატრიარქს არ მიუღია კიევის სამიტროპოლიტოს მართვა-გამგეობის უფლება და როცა ეს წერილობით მოითხოვა, მსოფლიო საპატრიარქოსგან მკაცრი უარი მიიღო. ამას აღიარებენ კიდეც საკუთარ ეპისტოლეებში ახალგაზრდა იმპერატორები, იოანე და პეტრე, ასევე, მოსკო- ვის პატრიარქი, იოაკიმე. ისინი აცნობიერებდნენ, რომ შეუძლებელი იყო, კიევის სამიტროპოლიტოზე მართვა-გამგეობის უფლება მოეთხოვათ, რადგან, ჯერ ერთი, მსოფლიო საპატრიარქო მათ ამის უფლებას არ მისცემდა და მეორეც, პოლონეთის დაქვემდებარებაში მყოფ კიევის სამიტროპოლიტოზე მოსკოვის საპატრიარქო თავის იურისდიქციას ვერ გაავრცელებდა.

ნათელია, რომ საპასუხო ეპისტოლის შემდგენლებს უკრაინის საკითხზე სრულიად უსაფუძვლო და მცდარი შეხედულება აქვთ. როგორც ვნახავთ, მათ არც კი უცდიათ, საჭირო ცნობები მოეპოვებინათ ჭეშმარიტად ისტორიულ ფაქტებზე, რომ თავიანთი შეხედულება ასე ადვილად უარსაყოფი არ გამხდარიყო. ამდენად, ისინი „სასურველის უკვე დასაბუთებულად მიჩნევის“ (petitio principii) ცრუ მეთოდით სრულიად თვითნებურად დაასკვნიან, იმის მიუხედავად, რომ მოსკოვის საპატრიარქოს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მაინც (25. დეკ. 1991), ოფიციალურად არასდროს განუცხადებია, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია როდესმე მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში კანონიკურ ტერიტორიად შედიოდა. მეტიც, მოსკოვის საპატრიარქომ, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერასდროს გამოიყენა მსოფლიო პატრიარქის მიერ გადაცემული „დროებითი ნებართვა,“ „ხელი დაესხა“ და „აღესაყდრებინა“ კიევის სამიტროპოლიტოს სამღვდელო და საერო კრებით გამორჩეული კანდიდატი.

ამასთან, საპასუხო ეპისტოლის შემდგენლები უნდა დაინტერესებულიყვნენ, ჰქონდა თუ არა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უფლება, მძიმე სასჯელები დაედო კიევის მიტროპოლიტ ფილარეტისთვის, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციაში შედიოდა და იყო თუ არა კანონიკური ეს თვითნებური და განუსჯელი სასჯელები. მათი დადების მთავრი მიზეზი იყო დამოუკიდებელი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის ოფიციალური მოთხოვნა მოსკოვის პატრიარქ ალექსისადმი, კანონიკური წესით მიემართა მსოფლიო პატრიარ- ქისთვის, რომ მას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია გამოეცხადებინა (1992). ასე მოიქცნენ ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნების ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიებიც, თუმცა ისინი მსგავს ანტიკანონიკურ ქმედებებს არ უმსხვერპლია. ეჭვგარეშეა, რომ მოსკოვის პატრიარქს მძიმე სასჯელების დაედების უფლება არ ჰქონდა, რადგან უკრაინის ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში არ შედიოდა.

სწორედ ამგვარად უნდა შეფასდეს სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის საპასუხო ეპისტოლის „მეორე ბრალდებაც,“ რომელშიც კვლავ უსაფუძვლოდ და თვითნებურად გმობენ „უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურად გამოცხადებას,“ თითქოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას „არ აქვს კანონიკური თვითმყოფადობა და ის ძალადობრივად შეიქმნა.“ კანონიკურად უსაფუძვლო და ასეთი თვითნებური არგუმენტებით ასაბუთებენ საკუთარ „ბრალდებას,“ თითქოს „სქიზმატები სქიზმატებად დარჩნენ,“ რადგან „ის, ვინც ერთხელ ხდება სქიზმატი, მუდამ სქიზმა- ტად რჩება.“ თუკი საეკლესიო თვალსაზრისით სრულიად წარმოუდგენელ ამგვარ მოსაზრებას მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიციის შუქზე განვიხილავთ, ბუნებრივად გამოაშკარავდება, რომ ავტორები ამპარტავნების ყოველგვარ გონივრულ ზღვარს სცდებიან. უდავოა ის ფაქტი, რომ მართლმადიდებლური ეკლესია განუწყვეტლივ იბრძვის და ნებისმიერი მსხვერპლისთვის არის მზად, რომ სქიზმატები ისევ საეკლესიო სხეულში დააბრუნოს.

ამგვარად, უკვე დამკვიდრებული მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიციით ნათელი ხდება, თუ როგორ გამართლდნენ მოსკოვის საპატრიარქოსგან განუსჯელად და არაკონონიკურად განკვეთილი ეპისკოპოსები მას შემდეგ, რაც მათმა მეთაურებ- მა, კიევის მიტროპოლიტ ფილარეტმა და მისმა თანამოაზრეებმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართ აპელაციის უფლება გამოიყენეს და მოსკოვის საპატრიარქოს ტირანულ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ხოლო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აპელაციის სინოდალური განხილვისა და შეფასების შემდეგ ისინი საეკლესიო ერთობაში მიიღო. საპასუხო ეპისტოლის შემდგენელთა საწინააღმდეგო აზრის მიუხედავად, სწორედ ასე დაბრუნდა საეკლესიო კავშირში მათი მიმდევარი ყველა იერარქი, მღვდელი, მონაზონი და ერისკაცი, რაც კანონიკური ტრადიციისა და მუდმივი საეკლესიო პრაქტიკის თანახმად მოხდა.

სრულიად უსაფუძვლოა ეგრეთ წოდებული სქიზმატების მიმართ გამოცხადებული ყალბი ანათემები, რადგან ეკლესიურად მი- ზანშეუწონელია. ეს ანათემები გაუმართლებელია, რადგან კანონიკურად უსაფუძვლოა და არ ემსახურება იმას, რასაც ეკლესიის საღმრთო დამფუძნებელი საკუარ ლოცვაში აცხადებს, „რათა ყველანი ერთ იყვნენ“ (ინ. 17,21). ბუნებრივია, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის საპასუხო ეპისტოლის შე- მდგენლები დანარჩენ ორ „ბრალდებაშიც“ საკუთარ სუბიექტურ მოსაზრებას გამოხატავენ და ზედმიწევნით იმეორებენ მოსკოვის საპატრიარქოს შესაბამის პრეტენზიებს, რითიც ეკლესიის მისიისთვის უცხო, პირად ან ანგარებიან მიზნებს ემსახურებიან.

ისინი ქედმაღლურად და სრულიად თვითნებურად აცხადებენ, რომ არ აღიარებენ „ეგრეთ წოდებულ გამაერთიანებელ კრებას, რომელზეც უკრაინის მართლმადიდებლური „კანონიკური ეკლესიის“ არცერთი მღვდელმთავარი არ მონაწილეობდა“ („მესამე ბრალდება“). ასევე, არ აღიარებენ „არც სქიზმატურ იერარქიას და არც სქიზმატ სამღვდელოებას მართლმადიდებლებად“ („მეოთხე ბრალდება“), რადგან სქიზმატური ჯგუფების ჩამოყალიბების გზა აირჩიეს. ამასთან, საპასუხო ეპისტოლის შემდგენლები „მესამე ბრალდებაში“ მიზანმიმართულად უგულვებელყოფენ იმ ფაქტს, რომ მსოფლიო პატრიარქმა „გამაერთიანებელ კრებაზე“ მიიწვია 82 რუსოფილი იერარქი და ავტოკეფალიის მომხრე 62 ეპისკოპოსი, მაგრამ რუსოფილი იერარქები, ცხადია, მოსკოვის საპატრიარქოს ბრძანებით, კრებაზე არ გამოცხადდნენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია არ ეღიარებინათ.

 

3. ცრუ ბრალდებების დასკვნითი შეფასება

ეს ცრუ და სრულიად უსაფუძვლო ოთხი „ბრალდება“ აშკარად მიუთითებს ეთნოფილეტურ მიდრეკილებასა და გარკვეულ ანგარებიან მიზნებზე, რასაც აუცილებლად დასჭირდებოდა კანონიკური საფუძველი. მართლაც, უგულვებელყოფილია ის ფაქტი, რომ ავტოკეფალიის მომხრე ეპისკოპოსების საბოლოო განდგომის შემდეგ (1996) 80 რუსოფილი ეპისკოპოსი, მოსკოვის სპატრიარქოს ძალისხმევით, ეტაპობრივად გამოარჩიეს, რაზეც მისი დიპტიქიც მეტყველებს. ამ ეპისკოპოსების მთავარი მისია იყო, გაეკონტროლებინათ უკრაინის ეკლესიის წმიდა სინოდი და აღეკვეთათ ავტოკეფალიის მოთხოვნის ნებისმიერი მცდელობა. მათ მოსკოვის საპატრიარქოს ბრძანებით უარი განაცხადეს, დასწრებოდნენ უკრაინის უკვე ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის გამაერთიანებელ კრებას, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაში იქნებოდნენ, რადგან კრებაზე დასწრებით უარყოფის ნაცვლად de facto დაეთანხმებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოსთვის არასასურველ ავტოკეფალიას.

ამგვარად, საპასუხო ეპისტოლის შემდგენლები „მეოთხე ბრალდებაში“ თვალს ხუჭავენ იმგვარ დასკვნაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქო ყოველგვარი განხილვის გარეშე და ჩვეული ყალბი არგუმენტებით ეწინააღმდეგებოდა უკრაინის მართლმადიდებ- ლური ეკლესიის ავტოკეფალიას. შედეგად, თვითნებურად და განუსჯელად სჯიდა ყველას, ვინც ავტოკეფალიის მოპოვებას მხარს უჭერდა, რადგან ისინი აბრკოლებდნენ სანუკვარი მიზნის განხორციელებაში, რომ სრულად მოექცია საკუთარ იურისდიქციაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, ყველა განმდგარი იერარქი, სამღვდელოება, მონაზვნები და მორწმუნენი, რომლებიც ორმოცმილიონიანი მართლმადიდებელი მორწმუნის, დაახლოებით, ოთხმოც პროცენტს შეადგენდა.

ავტორებმა თავიანთი სუბიექტური დასკვნებითა და კადნიერი თვითდაჯერებულობით ამ ეპისტოლეს განსაკუთრებულად გა- მომწვევი ფორმა მიანიჭეს. მათი არაკანონიკური და ყალბი მოსაზრებები მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხო, მოსკოვის საპატრიარქოს აკვიატებულ, ანგარებიან და უტოპიურ მიზნებს ემსახურება, რომ როგორმე მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიითვის კანონიკურად მინიჭებული ავტოკეფალია გააუქმოს. მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის არის დედა ეკლესია და ამავდროულად, მართლმადიდებლურ ეკლესიაში კანონიკური წესრიგის მუდმივი დარაჯია. ამდენად, ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს მხოლოდ ანგარებიანი და აკვიატებული იდეებით შეპყრობილი ავტორები იზიარებენ, აგრეთვე, ისინი, ვინც კარგად ცნობილ მიზეზთა გამო უპასუხისმგებლოდ და მზაკვრულად ებრძვის უკრაინის მართლმადიდებლური ეკელესიის ავტოკეფალიას.

რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი პანორთოდოქსულმა კრებამ განიხილოს, ანუ ირიბად ცდილობენ, გაუქმებულად გამოაცხადონ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გამოცემული საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი (იანვ. 2019), რომელიც კანონიკური წესის თანახმად ყველა ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას საკუთარი თა- ნხმობის დასადასტურებლად დაეგზავნა. უკრაინის მართლმადადებლური ეკლესია უკვე ავტოკეფალურია და ადრე თუ გვიან მას ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს, როგორც ეს ჩვენი დროის მართლმადიდებლური ეკლესიების მაგალითზე მოხდა. სხვა დანარჩენი დროის ფუჭად ფლანგვაა.

ზემოაღნიშნული ეკლესიების უსაფუძვლო და ყალბ „ბრლდებებს“ მართლმადიდებლურ საეკლესიო შეგნებაში დასაყრდენი არ გააჩნია, რადგან სრულიად უცხოა კანონიკური ტრადიციისა და მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო პრაქტიკისთვის. ასევე, ვერსად იპოვის დასაყრდენს მათი უარყოფითი პოზიცია მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი და წმიდა კრების (კრეტა, 16-27 ივნ. 2016) როგორც მოწვევის, ისე რატიფიცირების შესახებ. ეს კადნიერი ეპისტოლე არ გასცდება სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის არქივს და ამავე არქივში დარჩება აღნიშნული ეკლესიების დაგვიანებული ეპისტოლარული წინადადებები წმიდა და დიდი კრების, ვითომდა, პანორთოდოქსულად რატიფიცირების შესახებ. ამ ეპისტოლეებს შესაბამისი საეკლესიო ლიტერატურაც კი სრულიად უგულებელყოფს.