წმიდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს მღვდელ ნიკოლოზ ღონღაძესა და დავით ნებიერიძეს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სამაგისტრო თემების წარჩინებით დაცვას. მღვდელ ნიკოლოზ ღონღაძის თემა პაპ პიუს IX-ს ერთ ეპისტოლეს, დავით ნებიერიძისა კი პატრიარქ კირილე ლუკარისის პიროვნებასა და მის თეოლოგიას ეხებოდა. ცენტრი ულოცავს მის ორივე წევრს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მათ სამომავლო წინსვლას უსურვებს.