სტატია დაიბეჭდა ჟურნალში ,,ორბელიანი," N4, გვ. 31-67, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021.
გერმანულიდან თარგმნა მღვდელ-მონაზონმა ნიკოლოზ ღონღაძემ**
1. შესავალი
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის პერიოდში მან დაკარგა თავისი გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო საბჭოთა სახელმ-წიფოს რეპრესიებით, ნაწილობრივ კი - საბჭოთა ხელისუფლებასთან მისი თანამშრომლობით. ქრისტიანული მართლმადიდებლური რელიგია, სოციალური ინსტიტუტის მნიშვნელობის დაკარგვის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს მოსახლეობაში, არა როგორც ღრმა ღვთისმოსაობის სიმბოლო, არამედ როგორც საბჭოთა სისტემაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საშუალება. ამგვარი წარსულის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1991), განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, კვლავ დაიბრუნა მზარდი სოციალური და პოლიტიკური აქტუალობა. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის მნიშვნელობა საქართველოში ნაციონალიზმთან და რელიგიასთან არის შერწყმული.
ნაციონალიზმმა, რომელმაც ქართულ მართლმადიდებლურ რელიგიაში ჰპოვა გა- მოვლინება, დიდად შეუწყო ხელი ქართველთა მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას 1980-იანი წლების ბოლოს და ეროვნული ოპოზიცია 1990 წლის ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში საბჭოთა ძალების წინააღმდეგ გამარჯებამდე მიიყვანა, რაც 1991 წელს საბოლოოდ სახელმწიფოებრიობის მოპოვებით დაგვირგვინდა. მან ასევე დიდი როლი ითამაშა პოლიტიკური თავისუფლებისა და დემოკრატიული გარდატეხის შეტანაში. თუმცა, მეორე მხრივ, ნაციონალიზმისა და რელიგიის შერწყმამ (დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში მართლმადიდებელმა ეკლესიამ ნელ-ნელა კვლავ მოიპოვა სოციალური ინსტიტუტის სტატუსი) მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი სახელმწიფოსა და ერის ჩამოყალიბების ჯერ კიდევ დაუსრულებელ პროცესს, რაც ეთნიკური ნიშნით მიმდინარეობდა და ხელს უშლიდა საზოგადოების ყველა ნაწილის ინტეგრაციას. ქვეყნის ღია დემოკრატიის გარდამტეხი პერიოდის და მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი მახასიათებელია ქართველი
* თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Pamela Jawad, Oliver Reisner, Die Nationalisierung der Religion in der Orthodoxen Apostolischen Kirche Georgiens – Begünstigung oder Hindernis im Demokratisierungsprozess?, Religiöse Akteure in Demokratisierungsprozessen Konstruktiv, destruktiv und obstruktiv, Julia Leininger (Hrsg.), Deutsches Institut für Entwicklungspolitik (DIE), Springer, 2013, 149-190.
** თეოლოგიის მაგისტრი. orcid.org/0000-0002-4869-5599
ერის წარსული სიდიადის მუდმივი შეხსენება, ანუ ე.წ. ოქროს ხანის - XII საუკუნიდან XIV საუკუნემდე. აღნიშნულზე დაფუძნებული სამომავლო გეგმები მჭიდროდ უკავ- შირდება ქართველთა ეროვნულ ერთობას. შედეგად, სეკულარიზაცია, ანუ საზო- გადოების გათავისუფლება ეკლესიის გავლენისგან, რომელიც მისტირის ქართული მონარქიის გაიდეალებულ წარსულს, შეუძლებელი გახდა1. მართლმადიდებელმა ეკლესიამ პოლიტიკური ელიტის სისუსტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მი- მართ უნდობლობის გამო კიდევ უფრო დიდი ძალა მოიპოვა საკუთარი მიზნების გან- სახორციელებლად. მთავრობის მიერ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კარგი ურ- თიერთობის მოპოვების მცდელობის გარდა, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზი- სების დროს, ეკლესიის მიერ დიდი გავლენის ფლობა ცხადი გახადა საქართველოს ახალის დროშის შემოღებამაც, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. დროშაზე სიმბო- ლურად ხუთი ჯვარია გამოსახული.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციაა, ეს ქვეყანა ისტორიულად არასოდეს ყო- ფილა მონორელიგიური. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი აყალიბებს არსებული რელიგიების ფართო სპექტრს. 1980-იანი წლების შუა ხანებიდან და განსაკუთრებით 1991 წელს დამოუკიდებლობის შემდეგ, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ღიად აღმსარებელი მართლმადიდებელი მორწმუნეების რიცხვი, ხოლო 1993 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 65% თავს ქართველ მართლმადიდებლად მიიჩნევდა. ეს პროცენტი კიდევ უფრო გაიზარდა და 2002 წლის იანვრის ბოლო აღ- წერით უკვე 78,2% მიიჩნევდა თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად. 2007 წლისთვის მან 87.8%-მდე მიაღწია. მართლმადიდებელი ეკლესია ქართველი მოსახლეობის მხრიდან სარგებლობდა იმგვარი ნდობით, რაც აკლდა სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამგვარად, იგი ავსებდა იმ სიცარიელეს, რაც გამოწვეული იყო სახელმწიფოს სისუს- ტით. ამ სტატიაში გავაანალიზებთ, რამდენად მართებულად მოირგო ეკლესიამ ეს როლი; ხელი შუწყო, თუ პირიქით, - შეაფერხა ქვეყნის დემოკრატიზაციის რთული პროცესი.
ქვემოთ განხილულია, თუ როგორ მოახერხა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გასული ოცი წლის განმავლობაში, სულიერების საფარველ ქვეშ, გა- მხდარიყო სახელმწიფო და პოლიტიკურ ელიტაზე რელიგიური და პოლიტიკური გავ- ლენის მქონე აქტორი. წინამდებარე სტატიაში საქართველოში მოქმედ ძალებს შო- რის ურთიერთობის განხილვა სხვადასხვა პერიოდში საქართველოს არამდგრადი დემოკრატიზაციის პროცესის გათვალიწინებით მოხდება (მოვლენების მიმოხილვა იხილეთ ქვემოთ, ცხრილი 8). 1980-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასა- წყისში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სხვა რელიგიური და პოლი- ტიკური აქტორების მსგავსად, თავისუფლების გარდამავალი ეტაპის (1987-1991
1 სეკულარიზაციის კონცეფციის შესახებ იხილეთ წინამდებარე ანთოლოგიის შესავალში. (სტატია ანთოლოგიის ნაწილია, შესაბამისად, ცხრილების, დიაგრამებისა და სურათების ნუ- მერაცია სწორედ ანთოლოგიის ერთიანი დანომვრის ფარგლებშია და თარგმანშიც უცვლე- ლადაა მითითებული).
წლამდე) და გარდაქმნების გამკლავების გამოწვევის წინაშე დადგა. დამოუკიდებ- ლობის პირველ წლებში შეიარაღებული კონფლიქტების დროს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ პატრიარქის მეთაურობით ვერ ითამაშა კონსტრუქციული როლი და კონფლიქტების ნაციონალისტური ხასიათის მიღებას შეუწყო ხელი. ეკლესიაში სხვადასხვა ფრაქციის ფორმირება, რომელთაგან იმ დროს ვერავინ ახერხებდა დომინირებას, მოხდა ედუარდის შევარდნაძის ხელმძღვანელობით, ამ ახალგაზრდა სახელმწიფოს გარკვეულწილად სტაბილიზაციის შემდეგ (1991 წლიდან 1995 წლამდე). საქართველოს ახალ კონსტიტუციაში დემოკრატიული პრინციპების შე- ტანის პარალელულად დაწყებული კონსოლიდაციის ფაზა ღია დისკუსიის თემა გახ- და, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხებოდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთი- ერთობას, ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს და მოსახლე- ობის დამოკიდებულებას რელიგიური პლურალიზმის მიმართ (1995 წლიდან 2003 წლამდე). 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ მიხე- ილ სააკაშვილის მეთაურობით „ახალგაზრდა რეფორმატორების“ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, რელიგიური პლურალიზმის საკითხის გარშემო დაპირისპირება და- ცხრა, თუმცა მაინც ეჭვქვეშ იდგა ქართული საზოგადოების ტოლერანტობისა და ინტეგრაციის საკითხი. რა როლი ითამაშა მართლმადიდებელმა ეკლესიამ თითოეულ ამ საკითხში, ქვემოთ იქნება გაანალიზებული. უპირველეს ყოვლისა, მოკლედ წარ- მოგიდგენთ ისტორიულ კონტექსტს.
2. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული როლი გასაბჭოებამდელ საქართველოში
IV საუკუნეში საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ ჩამოყალიბდა საქარ- თველოს მართლმადიდებელი ეკლესია, „აღმოსავლური სამყაროს“ სხვა მართლმადი- დებლური ეკლესიების მსგავსად. ეს ყველაფერი მოხდა „ეროვნული ეკლესიების“ ჩამოყალიბებამდე, რამაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა თანამედროვე ერების ჩა- მოყალიბებაში. V-VI საუკუნეებში ბიბლიის ქართულად თარგმნით მართლმადიდე- ბელმა ეკლესიამ ჩამოყალიბა საკუთარი სამწერლობო და სამეტყველო ენა, რელი- გიური და სალიტერატურო ტრადიცია, რომლებმაც გაუძლეს ნატურალურ რელიგი- ებსა და ზოროასტრულ რწმენა-წარმოდგენებს, ხოლო VII-X საუკუნეებში არაბ და- მპყრობლებს2. მე-9 საუკუნის შემდეგ მღვდლები და ბერები მხარს უჭერენ ბაგრა- ტიონებს, როგორც მეფეთა მოდგმას, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა რეგი- ონი ერთი პიროვნების ქვეშ გააერთიანა. „ოქროს ხანაში“ (XII-XIV საუკუნეები) ადგი- ლობრივი ეკლესიის მეთაურნი ისეთ მმართველებს, როგორებიც იყვნენ - დავით აღ- მაშენებელი და თამარ მეფე - ქრიტესსწორად მოიხსენიებენ და ამგვარად, „სიმფო-
2 Fähnrich, Geschichte Georgiens von den Anfängen bis zur Mongolenherrschaft, (1993), 76 – 82; Heiser, Die georgische orthodoxe Kirche und ihr Glaubenszeugnis, (1989), 16 – 65; Tarchnišvili und Assfalg, Geschichte der kirchlichen georgischen Literatur, auf Grund des ersten Bandes der georgischen Literaturgeschichte von K. Kekelidse bearbeitet xvii, (1955); Suny, The Making of the Georgian Nation, (1994), 20 – 41; Shatirishvili, Una Sancta da natsionalizmi, (2005), 187 – 190; Esbroeck, Von welcher Kirche hängt die georgische Kirche geschichtlich ab ?, (1996).
ნიის“ ბიზანტიურ ტრადიციას, რაც ნიშნავს ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკ- ლესიის მიწიერ ხელისუფლებასთან ჰარმონიულ არსებობას, წარმატებული ადაპტი- რებით საფუძველი დაუდეს „ცეზაროპაპიზმს“ საქართველოში. ბაგრატიონთა სა- გვარეულოდან და სხვა დიდგვაროვანი ოჯახებიდან ხშირად ხდებოდა ეკლესიაში სა- ეკლესიო მოხელეთა რეკრუტირება, რომლებიც, თავის მხრივ, მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაში. 1801 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიისა და ბაგრატი- ონების მონარქიის გაუქმების შემდეგ, მეფის რუსეთის იმპერიის მართლმადიდე- ბელი ეკლესიის ადმინისტრაციულმა ორგანომ, წმინდა სინოდმა, 1811 წელს სა- ქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ იურიდიქციაში მიიერთა რო- გორც საეგზარქოსო, ანუ როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეპარქია დიას- პორაში. 1817-დან 1917 წლამდე საქართველოს საეგზარქოსო მხოლოდ რუსი ეგზარ- ქოსების (ე.ი. თითოეული ეპარქიის ან სამიტროპოლიტოს მეთაური დიასპორაში) მი- ერ იმართებოდა. ავტოკეფალიის გარეშე დარჩენის და მძლავრი „რუსიფიკაციის“ შე- დეგად, ეკლესიამ დაკარგა თავისი მნიშვნელოვანი ადგილი დეგრადაციის გზაზე მყოფ ფეოდალურ წყობილებაში3.
მეფის რუსეთის მიერ ქართველთა „გაკეთილშობილების“ მისიას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში წინ აღუდგა „თერგდალეულთა“ ახალგაზრდა, ეროვნული ინტე- ლიგენცია, ილია ჭავჭავაძის (იხ. ქვემოთ) მეთაურობით, რომელიც 1987 წელს საქარ- თველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. რუსეთში განათლე- ბამიღებულ ქართველ დიდებულთა ამ ჯგუფმა ქართულ მართლმადიდებლობას, რუსული მართლმადიდებლობის საპირისპიროდ, ახლებური ინტერპრეტაცია მისცა და ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად დასახა4. სწორედ ამგვარად მოხდა ნაციონალიზმისა და რელიგიის ერთმანეთთან აღრევა საქართველოში.
3. ეკლესია, როგორც სახელმწიფო და პარტიული ინსტრუმენტი საბჭოთა საქართველოში - რელიგია, როგორც ნაციონალიზმის გამოვლინება (1921-1987)
მეფის რუსეთის დაშლის შემდეგ, 1918 წელს, საქართველოს ჰქონდა დამოუკი- დებლობის მოკლე, სამწლიანი პერიოდი. საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ლეგიტიმურობა, დღესაც ამ პერიოდს უკავშირდება. ქართულმა ეკ- ლესიამ დამოუკიდებლობა პირველად სწორედ ამ პერიოდში დაიბრუნა, როდესაც ქვეყანას, „პირველ სოციალ-დემოკრატიულ, გლეხთა რესპუბლიკას“, ქართველი მენ- შევიკები ხელმძღვანელობენ. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართვე- ლოს ანექსიას მოჰყვა საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს საეკლესიო იერარქიაში რამდენიმეჯერ „წმენდის“ ჩატარება და საეკლესიო ქონების მნიშვნელო-
3 Gvosdev, The Russian Empire and the Georgian Orthodox Church in the First Decades of Imperial Rule, 1801 – 1830, (1995).
4 უფრო დეტალური ინფორმაცია ქართველი ერის ფორმირების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Reisner-თან: Die Schule der georgischen Nation. Eine sozialhistorische Untersuchung der nationalen Bewegung in Georgien am Beispiel der‚ Gesellschaft zur Verbreitung der Lese- und Schreibkunde unter den Georgiern (1850-1917), (2004).
ვანი ნაწილის ნაციონალიზაცია. აღნიშნულმა ეკლესიას მოუშალა ეკონომიკური სა- ფუძველი და გაუნადგურა ინფრასტრუქტურა. მრავალი ეკლესია განადგურდა ან სა- ერო ნაგებობებად გადაკეთდა. მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევრობა იდევნებოდა მაშინ, როდესაც ბოლშევიკების მიერ მხარდაჭერილი „სინდისის თა- ვისუფლების“ იდეა პრაქტიკულად რელიგიური რწმენისგან იძულებით გათავისუფ- ლებას ნიშნავდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში ბოლშევიკებმა რელიგიური ძეგლები ეროვნულ კულტურულ ძეგლებად გამოაცხადეს5.
მეორე მსოფლიო ომში ვერმახტის წინააღმდეგ ბრძოლაში მორალის ასამაღ- ლებლად, საქართველოში დაბადებულმა იოსებ სტალინმა რელიგიურ თემებს რელი- გიური მოღვაწეობის უფლება მისცა. 1943 წელს, სტალინის ჩარევით, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქომ ავტოკეფალია აღუდგინა, ხოლო 1952 წელს კვლავ დაიბრუნა საკუთარი კათოლიკოს-პატრიარქის ყოლის უფლება6. 1959 წლის მარტში, საქართველოს კომუნისტური პარტიის XXI ყრილობიდან ცოტა ხნის შემდეგ, პარტიის იმჟამინდელმა ლიდერმა ვასილ მჟავა- ნაძემ გამოაცხადა ხრუშჩოვის ათეისტური კამპანიის დაწყება საქართველოში. სა- ხელმწიფო რეპრესიები და ეკლესიის ინსტრუმენტად გამოყენება ხელს უშლიდა მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებელ განვითარებას საქართველოში. უფ- რო მეტიც, საბჭოთა სახელმწიფო საქართველოს ეკლესიას იყენებდა ცივი ომის დროს საგარეო პოლიტიკაში, ისევე, როგორც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და ეკუ- მენურ მოძრაობაში7. ეკლესიას მხოლოდ სოციალური ინსტიტუტის ფუნქცია შერჩა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესია ინსტიტუციურად დაასუსტეს და საიდუმლო სამსახურების მეშვეობით შეძლეს მის შიგნით შეღწევა, პარტიის ხელ- მძღვანელობა მაინც წუხდა იმის გამო, რომ თვით კომუნისტები, „საბჭოთა საზეიმო და სამოქალაქო ახალ რიტუალებში“ მონაწილეობის ნაცვლად, ჯერ კიდევ რელი- გიურ ცერემონიებში მონაწილეობდნენ8. მართალია, უმეტესწილად მხოლოდ ხან- დაზმული ადამიანები ბედავდნენ, გვერდი აევლოთ სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცრებისთვის და ჯერ კიდევ ღია ეკლესიებში წასულიყვნენ, მაგრამ მოსახ- ლეობის უმეტესი ნაწილი დამოუკიდებლად ზრუნავდა საეკლესიო ტრადიციებისა და
5 საბჭოთა რუსეთში წმინდა სიმბოლოებისა და რიტუალების პოლიტიზირებისა და გარ- დაქმნის შესახებ იხილეთ: Kharkhordin, The Collective and the Individual in Russia: A Study of Practice, (1999).
6 ბენდელიანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX საუკუნის 30- 40-იან წლებში; Kistauri, Die Georgische Orthodoxe Kirche in den zwanziger und dreißiger Jahren des 20. Jahrhunderts, (2006); Papuašvili, Antireligiöse Hysterie und Verfolgung. Die Georgische Orthodoxe Kirche zwischen den beiden Weltkriegen, (1996); Kolarz, Religion in the Soviet Union, (1961), 97-106, bes. 104. ამ პერიოდის პატრიარქები იყვნენ მელქისედეკ III (1952-1960), ეფრემ II (1960-1972), დავით V (1972-1977) და ილია II (25.12.1977-დან დღემდე). საბჭოთა ხელისუფ-ლების დამყარებამდე არსებული 2 455 საეკლესიო ნაგებობიდან 1951 წელს დაახლოებით 100 ნაგებობა იყო ოფიციალურად გახსნილი, აქედან თერთმეტი თბილისში.
7 Jones, Soviet Religious Policy and the Georgian Church: From Khrushchev to Gorbachev, (1989), 295. Gerber, Georgien: Nationaler Dissens und kommunistische Herrschaft seit 1956, (1997), 103.
8 Gerber, Georgien: Nationaler Dissens und kommunistische Herrschaft seit 1956, (1997), 104.
წეს-ჩვეულებების შენარჩუნებაზე. ამგვარად, ქრისტიანული სარწმუნოების შინა- არსი იკარგებოდა და 60-იან და 70-იან წლებში ნელ-ნელა ეროვნულ თვიშეგნებას შეერწყა. ქართველი მორწმუნენი, ინტელექტუალები, სახელმწიფო მოხელენი თუ სოფლის მცხოვრებნი რელიგიურ პრაქტიკას „ქართულ ტრადიციებთან“ და ხშირად
„ქართულ ფოლკლორთან“ აიგივებდნენ, რომელთაც სტაბილურობისა და მორალის წყაროდ მიიჩნევდნენ9. სწორედ ამის გამო რელიგიამ ორგვარი - „მართლმადიდებ- ლური“ და „არამართლმადიდებლური“ ნაციონალიზმის სახე შეიძინა.
ნაციონალიზმის „მართლმადიდებლური“ ფორმის მიმართ კომუნისტური პარტია ტოლერანტული იყო. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მკვლევრების მიერ ნაციონა- ლიზმის „მართლმადიდებლური“ ფორმა ვლინდებოდა რელიგიური კულტურული მე- მკვიდრეობის, როგორც ეროვნული ისტორიისა და კულტურის განუყოფელ ნაწი- ლად, ინტერპრეტაციაში. „არამართლმადიდებლური“ ნაციონალიზმი იდევნებოდა10. დისიდენტური მოძრაობის სახით, იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მართლმა- დიდებელი ეკლესიის დეგრადაციას, მისი სახელმწიფოს, პარტიის და კგბ-ის (სა- ხელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის) უბრალო ინსტრუმენტად ქცევას. დისიდენ- ტური მოძრაობა ღიად აკრიტიკებდა კორუფციას საეკლესიო იერარქიაში, სხვაგვა- რად - „წითელ სამღვდელოებაში“, სამიზდატის ფორმით, ანუ სისტემის საწინააღ- მდეგო ლიტერატურის გავრცელებით არაოფიციალურ არხებზე, რითაც თავის სო- ციალურ და პოლიტიკურ უკმაყოფილებას გამოხატავდა11. 1974 წლის მარტში „მორ- წმუნე ქართველ ქრისტიანთა ჯგუფმა“ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის ავტო- რებიც მიიჩნევდნენ, რომ ქართულ ეკლესიას, ერთი მხრივ, საეკლესიო ნაგებობების განადგურებითა და წართმევით ემუქრებოდა სახელმწიფო, ხოლო, მეორე მხრივ, ავ- ტოკეფალიის წართმევით - რუსეთის ეკლესია12.
9 Dragadze, Rural Families in Soviet Georgia: A Case Study in Ratcha Province, (1988), 72 f.
10 განსხვავების შესახებ იხილეთ: Rakowska-Harmstone, The Dialectics of Nationalism in the USSR, (1974), 1 – 32.
11 მას შემდეგ, რაც დავით V ახალ პატრიარქად გამორჩევა მოხდა 1972 წელს, საპატრიარ- ქოდან საეკლესიო წმინდა ნივთების ქურდობით ინტერესდებიან სახელმწიფო უსაფრთხო- ების ორგანოები. დისიდენტთა ჯგუფმა დიდი ენთუზიაზმით მოითხოვა, პროკურორის მიერ ქურდობის გამოძიება. გამოძიება გავიდა კგბ-ზე, პარტიის მაღალი რანგის წევრებზე, სხვა- დასხვა სასულიერო პირზე და პარტიის ლიდერის მჟავანაძის მეუღლეზე. ასევე ცნობილი გახ- და, რომ დავით V არჩევა მოხდა კგბ-ის ჩარევით. გამომძიებელი პროკურორი ქორიძე დაპა- ტიმრებულ იქნა საიდუმლო სამსახურის მიერ, რომელიც ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც საქართველოს კომუნისტური პარტიის ახალი ხელმძღვა- ნელის პოსტზე დაწინაურდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან და რომელიც ბრეჟნევმა განამწესა ქვეყანაში არსებული მძლავრი კორუფციის წინააღმდეგ სა- ბრძოლველად, არ სურდა საქმის ბოლომდე გამოძიება. მას არ სურდა გამოეწვია კო- რუფციული სკანდალი და გამჟღავნებულიყო კგბ-სა და პარტიის მაღალ ეშელონებს შორის კავშირები.
12 Gerber, Georgien: Nationaler Dissens und kommunistische Herrschaft seit 1956, (1997), 105 f.; იხ. ასევე Suny, The Making of the Georgian Nation, (1994), 292 – 316. ცენტრალური ადგილი ეკავა აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული დავით გარეჯის მღვიმის სამონასტრო კომპლექ- სის მასიური განადგურებისაგან დაცვას, რომელიც მუზეუმად გადაკეთდა და რომლის მახ- ლობლად საბჭოთა არმია 1952 წლიდან სამხედრო წვრთნებს ატარებდა. ამიერკავკასიის სა- მხედრო ადმინისტრაციის მეთაურის და საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მიმართ
1975 წლის ბოლოს ედუარდ შევარდნაძე, იმდროინდელი საქართველოს კო- მუნისტური პარტიის ხელმძღვანელი, მზად იყო ეკლესიის მიმართ დათმობებზე წა- სულიყო, უმაღლეს დონეზე13. როდესაც 1977 წლის 25 დეკემბერს საეკლესიო საბ- ჭოს მიერ ილია მეორე არჩეულ იქნა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქუ- ლო ეკლესიის ახალ კათოლიკოს-პატრიარქად, მას „მართლმადიდებლური“ ნაციონა- ლიზმის ფარგლებში, უფრო მეტი თავისუფლება მიეცა, ვიდრე მის წინამორბედს. იმ დროისთვის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დაახლოებით 40 სასულიერო პირამდე იყო დასული, რომლებიც 48 მოქმედ ეკლესიას ემსახურებოდნენ. ამგვა- რად, მათმა რაოდენობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. კომუნისტურმა პარ- ტიამ ილია მეორეს უფლება მისცა, საკუთარი მოვალეობის შესრულების პირველივე წლებში ეწარმოებინა აქტიური კამპანია, შეევსო შვიდი ვაკანტური ეპისკოპოსის ადგილი და ამგვარად, 1980 წელს ქვეყნის მასშტაბით უკვე 15 ეპარქია არსებობდა და რეგულარული მსახურება 200-მდე ეკლესიაში აღესრულებოდა. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა და არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურების დამატებით, საპატრიარქოს პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა. პირველი დაკავებული იყო
ეკუმენური საკითხებით, ხოლო მეორე - უძველესი ეკლესიების რესტავრაციით. 1978 წელს პირველად გამოვიდა ექვსთვიანი საეკლესიო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ საეკლესიო კალენდართან ერთად. 1979 წელს სემინარიას უკვე 20 სემინარიელი ჰყავდა, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი რაოდენობა იყო. იმავე
წელს ილია მეორის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ექვსი თავმჯდომარიდან ერთ- ერთად არჩევამ ეს პროცესი საბოლოოდ დააგვირგვინა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ამ ღონისძიებებმა ოპოზიციური დისიდენტების შემართებაში ბზარი შეიტანა და პარტიული ინტერესებისთვის ეკლესიის შემდგომი ინსტრუმენტა- ლიზაცია კიდევ უფრო გააიოლა.
1975 წლის სექტემბერს გაგზავნილ წერილში დისიდენტმა და მოგვიანებით დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც იმ დროს მუშაობდა ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში, მოითხოვა აღნიშნული მოქმედებების შეწყვეტა და განა- ცხადა, რომ ეს „ქართული კულტურის უნიკალური ძეგლი“ იყო საფრთხის წინაშე. უარ- ყოფითი პასუხის შემდეგ, მან მიმართა „საბჭოთა კავშირის და მსოფლიო საზოგადოებას ემო- ქმედა (...) ვანდალიზმის წინააღმდეგ (...), რომელიც აბუჩად იგდებდა ხალხის კულტურულ ფასეულობებს“. 1976 წლის მარტში მან ღიად დაგმო ის, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მიმდინარეობდა კულტურული ძეგლების დასაცავად გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების მითვისება. შემდეგ მან გააკრიტიკა მილიციისა და სასამართლო სისტემის უმო- ქმედობა და დაასკვნა, რომ ქართული კულტურული ძეგლები საფრთხის ქვეშ იყვნენ „არა ცალკეული ინდივიდების დაუდევრობისა და კორუფციის გამო, არამედ ხელისუფლების მიზ- ნობრივი პოლიტიკის შედეგად, რომელიც მიმართული იყო ზოგადად ქრისტიანული რე- ლიგიის და ასევე საქართველოს ისტორიის წინააღმდეგ“. 1976 წლის აგვისტოში, ძეგლთა და- ცვის დეპარტამენტისა და მუზეუმის ხელმძღვანელებმა დავით გარეჯთან დაკავშირებით, სა- მხედროების წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანეს საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკუ- რატურაში, რომელისგანაც პასუხი არ მიუღიათ.
13 ძალაუფლების შენარჩუნების ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ შევარდნაძე ერთგვარი „რე- ფორმატორი“ გახადა სკკპ-ში და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მისი დანიშვნას საბჭოთა კავ- შირის საგარეო საქმეთა მინისტრად, პარტიის ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის დროს, 1985 წელს.
ამის მიუხედავად, იმ დროისთვის ეკლესიის თავისუფლება ჯერ კიდევ ძალზე შეზღუდულად კონტროლირებადი რჩებოდა, ხოლო პარტიის წევრებს ევალებოდათ, მკაცრად ებრძოლათ რელიგიური წეს-ჩვეულებების და რიტუალების წინააღმდეგ14. 1985 წლის მარტში მოსკოვმა საქართველოში პარტიის პირველ მდივნად დანიშნა ტექნოკრატი ჯუმბერ პატიაშვილი, რომელმაც შევარდნაძის თანამოაზრენი კომუ- ნისტურ პარტიაში უფრო რადიკალური კადრებით შეცვალა და დისიდენტებისა და უბრალო მორწმუნეების (მართლმადიდებელი ქრისტიანები) წინააღმდეგ მკაცრ რე- პრესიებს მიმართა15. რეფორმების ტალღა, რომელიც ძლიერდებოდა ბალტიის რეს- პუბლიკაში, არ დაწყებულა საქართველოს კომუნისტურ პარტიაში.
4. პოლიტიკური სისტემის მიერ კარის გაღება: ეკლესია ნაციონალიზმის ან სახელმწიფოს მხარდამჭერ ინსტიტუტად დარჩენის დილემის წინაშე (1987-1991)
საბჭოთა პერიოდში საქართველოში, სასულიერო პირებისა და დისიდენტების გარდა, სხვა რელიგიური ჯგუფები ან პოლიტიკური მოთამაშეები საზოგადოებაში არ გამოჩენილან. აპოლიტიკური, უკლასო და სოციალური ჯგუფებისგან იდეო- ლოგიურად გაწმენდილ საბჭოთა საზოგადოების წევრებს არ ჰქონდათ შესაძლებ- ლობა, რომელიმე სხვა სოციალური ჯგუფისთვის მიეკუთვნებინათ თავი. ამ ყველა- ფერს შედეგად მოჰყვა „სოციალური სტრუქტურის პრივატიზება“16.
საბჭოთა საქართველოში ქართული ეთნიკური წარმომავლობა და ძალაუფლე- ბასთან სიახლოვე სოციალური დაყოფის მთავარი მახასიათებელი იყო. ეს უკანასკ- ნელი კი ნომენკლატურის ნიშა იყო სახელმწიფო და პარტიულ აპარატში. იგი პრივი- ლეგირებულ ელიტად მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევდა, ჰქონდა საკუთარი ინტე- რესები და ამრიგად, ერთადერთი აქტორია, რომელსაც პოლიტიკური აქტიურობა შეეძლო. ამ ჯგუფის მიერ კანონების დარღვევამ, წესების ფეხქვეშ გათელვამ, კო- რუფციამ და პოლიტიკურმა მაქინაციებმა მისი ფართო მოსახლეობისგან იზოლაცია გამოიწვია. საკუთარი მოთხოვნების გარშემო გაერთიანებული ნომენკლატურის ერთ დროს არაფორმალური ორგანიზმი ოფიციალურ მმართველ სისტემად იქცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წევრების უკიდურესი დამოკიდებულება თა- ვიანთ ზემდგომებზე. საბჭოთა იდეოლოგიის მორალური კატასტროფის შემდეგ, ეთ- ნიკური კუთვნილება სოციალური ერთობის არსებითი მახასიათებელი გახდა და სა- ზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დაიმკვიდრა თავი, რომელიც ინტერნაციონალისტური რიტორიკის მიმართ მტრულად იყო განწყობილი. რელიგია,
14 იხილეთ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის რეზოლუცია
„მავნე ტრადიციებისა და ჩვეულებების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების ღონისძიებების შესახებ", 1975 წლის 25 ნოემბერი: Gerber, Georgien: Nationaler Dissens und kommunistische Herrschaft seit 1956, (1997), 261 f.
15 იქვე., 152 f.
16 Hanf und Nodia, Georgia Lurching to Democracy. From Agnostic Tolerance to Pious Jacobinism: Societal Change and Peoples’ Reactions, (2000), 44 – 46, Zitat 50.
როგორც ნაციონალობის ნიშანი, ეთნიკურ კუთვნილებას დაქვემდებარებული გახ- და17.
ამგვარად, 1970-იანი წლების ბოლოს, განსაკუთრებით კი 80-იან წლებში, ეკლე- სია ორგვარი გამოწვევის წინაშე იდგა. ერთი მხრივ, იგი იღებდა სახელმწიფო მხარ- დაჭერას, რათა „მართლმადიდებლური“ ნაციონალიზმის მეშვეობით შეევსო მზარდი იდეოლოგიური ვაკუუმი, მას ასევე ევალებოდა, დაესუსტებინა დისიდენტური მო- ძრაობა. დისიდენტები ცდილობდნენ, ეკლესია „არაორთოდოქსულ“ ნაციონალიზმ- თან დაეკავშირებინათ. დისიდენტები ეკლესიის მორალურ ავტორიტეტსა და ინ- ტეგრაციაზე აპელირებდნენ და სურდათ ეკლესია მძლავრი სახელმწიფო აპარა- ტისგან გაეთავისუფლებინათ18.
1987 წელი საქართველოში შეიძლება შეფასდეს „პერესტროიკის დასაწყისად“, რომელიც გეგმის მიხედვით, კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი რე- ფორმების პროცესი უნდა ყოფილიყო, თუმცა პოლიტიკური კონტრკულტურის ჩა- მოყალიბებასა და გავრცელებასთან ერთად, მას სახელმწიფო უკვე ვეღარ აკონტრო- ლებდა. დისიდენტური წრეებიდან და სტუდენტური მოძრაობიდან გამოჩნდნენ პო- ლიტიკური ლიდერები, რომლებმაც საქართველოში (პოლიტიკურ) პროცესს დინა- მიკა შემატეს, რაც 1991 წელს საბოლოდ გადაიზარდა სახელმწიფოს დამოუკიდებ- ლობაში. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დისიდენტი და ანთროპოსოფი ზვიად გამსახურდია19, იმედოვნებდა, რომ საბჭოთა მატერიალიზმის იდეოლოგიურ ვაკუუმს შეავსებდა ქართულ ქრისტიანობაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის მის- ტიციზმ-ეზოთერიზმის სინთეზით20. გამსახურდია თავის ტრაქტატში - „საქართვე- ლოს სულიერი მისია“, ქრისტიანობას მიიჩნევს „ერის დასაცავ საბრძოლო იდეოლო-
17 Wheatley, Georgia from National Awakening to Rose Revolution. Delayed Transition in the Former Soviet Union, (2005), 20 – 30; Brubaker, Nationalism Reframed: Nationhood and the National Question in the New Europe, (1996), 23 – 31.
18 Gerber, Georgien: Nationaler Dissens und kommunistische Herrschaft seit 1956, (1997), 111
– 113.
19 ცნობილი რომანისტის, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, ზვიად გამსახურდია (1939- 1993), როგორც დისიდენტი 1978 წელს ცენტრალურ ტელევიზიაში გაკეთებული „პატიების თხოვნით“ გაემიჯნა დისიდენტურ მოძრაობას. მხოლოდ მოგვიანებით უფრო პოპულარული დისიდენტის მერაბ კოსტავას დახმარების წყალობით მიიღეს იგი ეროვნულ მოძრაობაში და გადაიქცა ქარიზმატულ ლიდერად, შემდეგ კი გახდა დამოუკიდებელ საქართველოში პირ- ველი, თავისუფლად არჩეული პრეზიდენტი. გამსახურდია, გამოვედი თუ არა ცენტრალური ტელევიზიით 1978 წლის მასიში?, (1978), 61 – 72.
20 ეს იდეა საქართველოში არ არის ძალიან გავრცელებული, მაგრამ მეტაფიზიკური აზროვ- ნება ხშირად გვხვდება გამსახურდიას მტკიცე მომხრეებთან. ანთროპოსოფები იყვნენ გამსა- ხურდიას მთავარი მხარდამჭერები დასავლეთში. Gerber, Georgien: Nationaler Dissens und kommunistische Herrschaft seit 1956, (1997), 220 f., 277 – 279. გამსახურდიასა და პოპულიზმის ანალიზი იხ. Jones, Populism in Georgia: The Gamsakhurdia Phenomenon, (1994). Fazit: „The support for Gamsakhurdia did represent a revolt against the liberal technocratic elite of the Georgian establishment, but as so often happens, degenerated into a different sort of elitism. (…) the scapegoating of non-Georgian minorities and the emphasis on unity undermined participation and political diversity“ (141 f.)..
გიად” და საქართველოს, როგორც შუამავალს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შო- რის21.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისამდე მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც რელიგიურ ინსტიტუტს, რომელიც იმართებოდა კგბ-ის მიერ, მოუწია გადაეხედა საკუთარი ურთიერთობისთვის საბჭო- თა კავშირის სულ უფრო და უფრო არაპოპულარულ სახელმწიფო ხელისუფლე- ბასთან, ისევე, როგორც რადიკალიზებულ ოპოზიციურ, ნაციონალურ მოძრაობას- თან. ერთი მხრივ, ეკლესიის ხელმძღვანელობა ილია მეორის მეთაურობით ტრა- დიციულად „სახელმწიფოს მხარდამჭერის“ სახეს ინარჩუნებდა და წინააღმდეგობას უწევდა ოპოზიციური ეროვნული მოძრაობის მიერ მასზე დაუფლების მცდელობას. მოსკოვში პერესტროიკისა და საჯაროობის (Гласность), შიდა ეკონომიკური კრი- ზისისა და მზარდი ეროვნული მოძრაობის ფონზე, პარტია და სახელმწიფო აპარატი ეკლესიის მიმართ გარკვეულ დათმობებზე წავიდა, როგორიც იყო, მაგალითად, ახა- ლი ეკლესიების კურთხევის ან ძველი ეკლესიების გახსნის ნებართვა. მართლმადი- დებლურ ეკლესიას სახელმწიფოს გადასარჩენად უნდა შეევსო ის იდეოლოგიური ვა- კუუმი, რომელიც ქართულ საზოგადოებაში გაიზარდა მე-20 საუკუნის 80-იან წლებ- ში. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ხელმძღვანელობას საეკლესიო იერარქიასთან დალაგებული ურთიერთობა ჰქონდა, უბრალო რელიგიური მოსახლეობა მაინც გა- ნიცდიდა სხვადასხვა სახის რელიგიურ რეპრესიებს 1980-იან წლებში. მაგალითის- თვის, უთვალთვალებდნენ მათ, ვინც ეკლესიაში დადიოდა. რელიგიურობით უფრო მეტად და მეტად ინტერესდება ეროვნული მოძრაობა, რომელიც 1987 წლიდან უფ- რო და უფრო რადიკალურ სახეს იღებს. მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნულს უპასუხა 1987 წელს, 1907 წელს მოკლული თერგდალეულების ახალგაზრდა ეროვ- ნული ინტელიგენციის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვით. ამ ნაბი- ჯით მან ეროვნულ მოძრაობას საკუთარი კარი გაუღო. ჭავჭავაძეს პატივი მიაგეს მე-19 საუკუნის ბოლოს ქართველი ერის კულტურულ მოდერნიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ამრიგად, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ერთმანეთს შეარიგა
„მართლმადიდებლური“ ნაციონალიზმი, რომელსაც მანამდე იწყნარებდა სახელმწი- ფო და „არაორთოდოქსული“ ნაციონალიზმი, რომელის გამოც დისიდენტები იდევ- ნებოდნენ. ამგვარად, ჭავჭავაძე გახდა დასუსტებული კომუნისტური იდეოლოგიის ეროვნული ალტერნატივა. იმავე დროს, დისიდენტურ მოძრაობასა და კრიტიკულად განწყობილ ინტელექტუალურ ელიტას შორის არსებული ზღვარგამყოფი მოიშალა. დისიდენტებმა და პატიმრობიდან გათავისუფლებულმა სტუდენტების ლიდერებმა შემოდგომაზე დააარსეს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, როგორც პირველი „არა- ფორმალური დაჯგუფება“, რომელსაც მოკლე დროში უკვე რამდენიმე ათასი წევრი ჰყავდა და ამგვარად გახდა ოპოზიციური და ეროვნული მოძრაობის ძალების სტაბი- ლურად მზარდი ძალა22.
21 Gamsakhurdia (Hg.), The Spiritual Mission of Georgia. A Lecture Delivered at the IDRIART Festival in Tbilisi, 2 May 1990, (1991), 7 – 23.
22 აღნიშნული ეროვნული მოძრაობა ცუდად ორგანიზებული მასობრივი მოძრაობა იყო, რო- მელიც გადაიზარდა ფრაქციულ დაპირისპირებებში. არ გააჩნდა ინსტიტუციურად და პროგ- რამულად გამყარებული ოპოზიცია და ხასიათდებოდა რადიკალიზმით. ამ მოძრაობიდან
ცხრილი 1-ლი: ძირითადი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში 1921 წლიდან
1921 |
საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ანექსია; საქართველოს საეკ- ლესიო იერარქიის „წმენდა“ და მნიშვნელოვანი საეკლესიო ქონების ნაციონალიზაცია |
1943-45 |
სტალინი რელიგიურ თემებს რწმენის გამოხატვის უფლებას აძლევს; საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ აღიარებულია ავტოკეფალურად, 1943 წ. |
1959 |
საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერი იწყებს ხრუშჩოვის ათეიზმის კამპანიის წარმოებას საქართველოში; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტრუმენტალიზაცია საგარეო პო- ლიტიკაში |
1960 |
ქართული მართლმადიდებლური რელიგიის ეროვნულ შეგნებასთან შერწყმა |
1975 |
საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერი შევარდნაძე და- თმობაზე მიდის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან |
1985 |
კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის, ჯუმბერ პატიაშვილის, მეთაურობით ქართველებში მორწმუნეთა და დისიდენტთა მიმართ განახლდა სახელმწიფო რეპრესიები |
1980 |
ოპოზიციური ქართული ეროვნული მოძრაობის რადიკალიზაცია |
1989 |
9 აპრილის მასობრივი დემონსტრაციის ძალადობრივი ჩახშობა უმაღ- ლესი საბჭოს შენობის წინ (დღევანდელი პარლამენტი). |
1990 |
გარდამავალი პერიოდის დასაწყისი: ეროვნული ოპოზიციის გამარ- ჯვება ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით (87%), რომელმაც საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპარლამენტო არჩევნებში გა- იმარჯვა კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ |
1991 |
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება |
1991 |
დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ზვიად გამსახურდია |
1992 |
იანვარის გადატრიალება გამსახურდიას მთავრობის წინააღმდეგ, ანუ „ზამთრის ომი“ |
1992 |
ედუარდ შევარდნაძე ინიშნება საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ და ამრიგად, ფაქტობრივად სახელმწიფოს მეთაური ხდება |
განიდევნენ კომუნისტური პარტიის რეფორმის მსურველი ძალები და ამგვარად შეუძლებელი გახდა ფართო ფრონტის შექმნა, მაგალითად როგორც ეს მოხდა ბალტიის ქვეყნებში. ეს იყო ერთგვარი „ანტიორგანიზაციული“ მოძრაობა, რომელსაც არ შეეძლო რაიმე შეთანხმების მიღ-წევა სახელმწიფო ძალაუფლებასთან; იხ. Gerber, Georgien: Nationaler Dissens und kommunis-tische Herrschaft seit 1956, (1997), 160 – 163; Wheatley, Georgia from National Awakening to Rose Revolution. Delayed Transition in the Former Soviet Union, (2005), 32.
1995 |
საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღება, რომელიც ოფიციალუ- რად აყალიბებს მმართველობის დემოკრატიულ სისტემას |
1995 |
დემოკრატიზაციის დასაწყისი. კონსოლიდაცია კონსტიტუციური დე- მოკრატიის დამყარების შემდეგ: ედუარდ შევარდნაძის არჩევა დამო- უკიდებელი საქართველოს მეორე პრეზიდენტად (70%) |
1999- 2002 |
რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის საგანგაშო ტალღა. განსაკუთრებით აქტიურობს ჯგუფი, რომელსაც მართლმადიდებელი, ყოფილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი ხელმძღვანელობს |
2001 |
შევარდნაძესა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დადებული კონკორდატი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსა- კუთრებული სტატუსის შესახებ; კონსტიტუციის ტექსტში შედის 2001 წლის მარტის ჩანაწერი |
2003 |
„ვარდების რევოლუცია“: მასობრივი დემონსტრაციები საპარლა- მენტო არჩევნების მასიური გაყალბების წინააღმდეგ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შევარდნაძის გადადგომა |
2004 |
მიხეილ სააკაშვილის არჩევა დამოუკიდებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტად (96%) და ხუთჯვრიანი ახალი სახელმწიფო დროშის შემოღება |
2007 |
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მთავრობის წინააღმდეგ, დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სააკაშვილის გადადგომა |
2008 |
ახალი არჩევნები: პრეზიდენტად სააკაშვილის მეორედ და კონსტი- ტუციის თანახმად, უკანასკნელად არჩევა (53,47%) |
წყარო: ჩვენივე ნაკრები
მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელმა ეკლესიამ საკუთარი კარი გაუხსნა ეროვ- ნულ მოძრაობას, განსაკუთრებით გამძაფრდა ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებელობის მოსა- პოვებლად. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, როდესაც კომპარტია ემზადებოდა მასობრივი დემონსტრაციის დასაშლელად თბილისში უმაღლესი საბჭოს (დღევან- დელი პარლამენტის) შენობის წინ, ილია მეორემ პირადად სთხოვა დემონსტრანტებს წასულიყვნენ მასთან ერთად მიმდებარე ეკლესიაში სალოცავად, რათა თავიდან აცი- ლებულიყო სისხლისღვრა. ილია მეორემ ეკლესიაში წასვლაზე უარი მიიღო და ამის ნაცვლად მოედანზე „მამაო ჩვენოს“ ლოცვა დაიწყეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოყვანილმა სპეცრაზმმა პოზიციები დაიკავა, რათა მომიტინგეები მოედნიდან შხამიანი გაზითა და ნიჩბებით განედევ- ნათ. პანიკის დროს 20 მომიტინგე დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა. ამ მოვ- ლენამ დამოუკიდებლობის მოძრაობა კიდევ უფრო გააძლიერა და სრულიად ჩამო- შალა არა მხოლოდ საქართველოს კომუნისტური პარტია, არამედ მთლიანად სა-
ხელმწიფო ავტორიტეტი23. 1991 წელს ჯერ კიდევ სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ეროვნულმა ოპოზიციამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელო- ბით, მის მიერ დაარსებულ პარტიასთან, „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქარ- თველო“, 1990 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, რაც დემოკრატიული გარდამავალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავდა24, მიუხე- დავად ამისა, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს ხშირად თან ახლდა ძალადობა და ასევე ხშირი იყო უკან გადადგმული ნაბიჯებიც ამ მიმართულებით25.
5. ეკლესია, როგორც საერთო აზრის შემქნელი
ძალა გარდამავალი ეტაპის პირველ ეტაპზე (1991 - 1995)?
1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სა- ხელმწიფოებრიობის პირველი წლები ძალიან მღელვარე იყო და ხასიათდებოდა ძა- ლადობრივი დაპირისპირებებით. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს უფ- რო მეტი ავტონომიური ტერიტორიული ერთეული ჰქონდა, ვიდრე სხვა რომელიმე საბჭოთა რესპუბლიკას (რუსეთის გარდა)26. იმის გამო, რომ ამ ავტონომიურ ერ- თეულებს ახლა უკვე ეშინოდათ საკუთარი ავტონომიის დაკარგვის - განსაკუთ- რებით გამსახურდიას ქართული ნაციონალისტური პოლიტიკის ფონზე - დამოუკი- დებელ საქართველოს სერიოზული სირთულეები გაუჩნდა ტერიტორიული მთლი- ანობის უზრუნველყოფის კუთხით. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რეგიონში, ტერი- ტორიული კონტროლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ 1990 წლის ბოლოს გამძაფრდა27. სახელმწიფოს მართვაში გამოცდილების ნაკლებობის და პოლიტიკური უკომპრო- მისობის გარდა (რომლის საპირისპირო მაგალითია ბალტიისპირეთი), გადამწყვეტი როლი ითამაშა გამსახურდიას პირადმა, პოლარიზებადმა მართვის სტილმა, რომე- ლიც თავს ეროვნული მოძრაობის ლიდერად მიიჩნევდა. „...ეთნიკურად არაქარ- თველი უმცირესობების დადანაშაულებამ და ქართველთა ერთობის ხაზგასმამ შე- აფერხა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა და მისი მრავალფეროვნება“28. 1991 წელს, გამსახურდიას ხელმძღვანელობის ქვეშ, ქართველ და არაქართველ ელიტურ
23 1989 წლის 9 აპრილის შესახებ იხ.: Wheatley, Georgia from National Awakening to Rose Revolution. Delayed Transition in the Former Soviet Union, (2005), 177 – 186. თანამედროვე კრიტიკა იხ.: წიქარიშვილი, ჟამი ჭეშმარიტი (დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა), (2003), 59 – 73.
24 იხილეთ ამვე ტომის შესავალში გარდამავალი პერიოდის კონცეფცია, რომელიც მიჰყვება Schmitter/O’Donnell-ის გარდამავალი პერიოდის მოდელს. აქ ავტორიტარული რეჟიმის გარდაქმნისას ერთმანეთისაგან განირჩევა პოლიტიკური ელიტის ცვლილების და კონსოლიდაციის ფაზა, რომელიც როგორც წესი იწყება კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საკანონმდებლო პირველ პერიოდში.
25 იხ. ასევე Jawad, Democratic Consolidation in Georgia after the ‚Rose Revolution‘ ?, (2005), 1
f.
26 Slider, Democratization in Georgia, (1997), 169.
27 სამხრეთ ოსეთის კრიზისის შესახებ იხ. International Crisis Group, Georgia: Avoiding War in South Ossetia, (2004); International Crisis Group, Georgia – South Ossetia: Refugee Return the Path to Peace, (2005).
28 Jones, Populism in Georgia: The Gamsakhurdia Phenomenon, (1994), 141 f.
ჯგუფებს შორის დაიწყო დაპირისპირება შეზღუდული რესურსების გადასანაწი- ლებლად. ეროვნული მოძრაობის თავდაპირველი ერთიანობა ნელ-ნელა ქრებოდა პარტიკულარული ინტერესების მიზეზით29. პოლიცია და უსაფრთხოების ძალები სულ უფრო მეტად იძირებოდა კრიმინალურ სამყაროში, ჩრდილოვან ეკონომიკაში, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაში. ამით ისინი ხელს უწყობდნენ „ძალისმიერი ბიზნესის“ წარმოქმნას30. 1992 წლის იანვარში ე.წ. „ზამთრის ომის“ დროს საქარ- თველოს დედაქალაქ თბილისში, შეიარაღებულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა დაამხეს ყოფილი დისიდენტის, გამსახურდიას მთავრობა და აიძულეს საზღვარგარეთ გაქცე- ულიყო. გამსახურდიას მომხრეები ორ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ფრაქციად გაიყვნენ. 1992 წლის ზაფხულში აფხაზეთში დაძაბულობა ომში გადაიზარდა31.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევას უვნებელი გადაურჩა, რის შედეგადაც სოციალური ცვლილებების პროცესში საერო აზრის შემქმნელის და ეროვნული ღირებულებების მცველის სტატუსი მოიპოვა, მან კონსტრუქციულ როლი ვერ შეასრულა ამ ძალა- დობრივი კონფლიქტის პერიოდში. უფრო მეტიც, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სეპარატისტულ რეგიონებში ომის დროს, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გამოაცხადა, რომ ქართველის ყველა მკვლელის, როგორც ხალხის მოღალატის, სახელი, სპეციალურ წიგნში ჩაიწერებოდა და ამგვარად, სამუდამო დაწყევლილი იქნებოდა32. ამით მან ხელი შეუწყო აფხაზეთის კონფლიქტისთვის ეთნიკური ხასიათის მიცემას, რომელსაც თავდაპირველად უფრო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ხასიათი ჰქონდა33. ილია მეორის აღნიშნული განცხადება გან- საკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ოსები მართლმადიდებლები არიან, ისევე, როგორც აფხაზების ნახევარი. ეს განცხადება ნიშნავდა იმას, რომ საქარ- თველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ეთნიკური კუთვნილება უფრო მნიშვ- ნელოვანი იყო, ვიდრე სარწმუნოება. აქედანვე გამოჩნდა, რომ ეკლესიას განზრა- ხული ჰქონდა დამოუკიდებელ საქართველოში უფრო პოლიტიკური როლი ეთამაშა, ვიდრე რელიგიური.
1992 წლის იანვარში გამსახურდიას ძალადობრივი დამხობის შემდეგ, რომლის მონაწილეებმაც გამოიყენეს მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება რეჟიმის მი- მართ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე 1992 წლის მარტ- ში მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა და სახელდახელოდ შექმნილი სახელმ- წიფო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. ამგვარად, იგი, დემოკრა-
29 სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით და საქართველოს ტერიტორიული დაშლის შესახებ იხ. თავი 2-ე Jawad-თან, Europas Neue Nachbarschaft an der Schwelle zum Krieg: Zur Rolle der EU in Georgien, (2006).
30 Elwert, Intervention in Markets of Violence, (2003), 219 – 242.
31 აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ იხ., Coppieters, The Georgian-Abkhaz Conflict, (2004); Antonenko, Frozen Uncertainty: Russia and the Conflict over Abkhazia, (2005); Auch, Der Konflikt in Abchasien in historischer Perspektive, (2004).
32 გელაშვილი (გამომ.), ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება. საქართველო. XXI საუკუნის დასაწყისში, (2001), 5 – 10.
33 Antonenko, Frozen Uncertainty: Russia and the Conflict over Abkhazia, (2005), 206.
ტიული ლეგიტიმაციის გარეშე, გახდა სახელმწიფოს ფაქტობრივი მეთაური. ეს დე- მოკრატიზაციის პროცესის ადრეულ გარდამავალ ეტაპზე აშკარად უკან გადადგმუ- ლი ნაბიჯი იყო, რადგან 1995 წლის ნოემბრამდე არ მომხდარა მისი პრეზიდენტად არჩევა (იხ. ქვემოთ). 1992 წლის ზაფხულში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მწვავე შეიარაღებული კონფლიქტისა და 1992/93 წლებში „ზვიადისტების“ (გამსა- ხურდიას მომხრეების) მიერ ძალაუფლებაში დასაბრუნებლად ძალადობრივი მცდე- ლობების შედეგად, შევარდნაძე ახალგაზრდა სახელმწიფოს გარდაუვალი კოლაფ- სის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, მან ზურგი აქცია გამსახურდიას მიერ თავ- დაპირველად გატარებულ პოლიტიკას, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავდა რუსე- თის გავლენას საქართველოზე და 1993 წლის ბოლოს (საკუთარი ინტერესების კარნახით) რუსეთს უფლება მისცა, მშვიდობისმყოფელის როლი აეღო 34. ამასთან, როგორც სახელმწიფოს დე ფაქტო მეთაურმა და იმ პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც 24 პარტიად იყო დაყოფილი, მან წარმატებით მოახერხა სამხედრო მეთაურებისა და მათი შეიარაღებული ბანდების განადგურება, რითაც დაამყარა გარკვეული საზოგადოებრივი წესრიგი და სტაბილურობა ქვეყანაში35.
6. კონსოლიდაციის პროცესის შეფერხება და სოციალური ფრაგმენტაცია შევარდნაძის დროს: მართლმადიდებელი ეკლესია,
როგორც დემოკრატიზაციის პრობლემა? (1995-2003)
შევარდნაძის მიერ დამყარებული სტაბილურობის სისუსტე აჩვენა, სხვათა შორის, 1995 წლის 29 აგვისტოს უცნობი პირების მიერ მასზე თავდასხმამ, რო- მელსაც იგი მცირედი დაზიანების მიუხედავად გადაურჩა36. შევარდნაძემ ვერ შეძ- ლო37 ქვეყნაში მზარდი პოლიტიკური და კულტურული ფრაგმენტაციის შეჩერება. მაგრამ 1995 წლის აგვისტოში პარლამენტის მიერ ახალი კონსტიტუციის მიღებამ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა ქვეყნის სტაბილიზაციის გზაზე. საკონსტი- ტუციო კომისიის შიგნით არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების ფონზე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების დახმარებამ გადამწყვეტი კატა-
34 Jawad, Democratic Consolidation in Georgia after the ‘Rose Revolution’?, (2006), 9 f. რუსეთი ცდილობდა რამდენადაც შეეძლო შეენარჩუნებინა თავისი გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოებიდან გამოყოფის მომხრეები თავს ამ მიზნის მისაღწევ „ბერკეტად“ თვლიდნენ. ნეიტრალური სამშვიდობო როლის ნაცვლად, რუსეთი ატარებდა პოლიტიკას, რომელიც ხშირად იხსენიება, როგორც „კონტროლირებადი არასტაბილურობა“. Bielawski und Halbach, Der georgische Knoten – Die Südossetien-Krise im Kontext georgisch-russischer Beziehungen, (2004).
35 King, Potemkin Democracy: Four Myths about Post-Soviet Georgia, (2001), 96.
36 შევარდნაძეზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა 1998 წლის 9 თებერვალს, როდესაც მის შეჯავშნულ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებითა და ყუმბარმტყორცნებით.
37 Wheatley, Georgia from National Awakening to Rose Revolution. Delayed Transition in the Former Soviet Union, (2005), 41 – 66 und 67 – 102; Baev, Civil Wars in Georgia: Corruption Breeds Violence, (2003), 127 – 144; Gerber, Georgien: Nationaler Dissens und kommunistische Herrschaft seit 1956, (1997), 187 – 228; Gaul, Verfassungsgebung in Georgien – Ergebnisse internationaler rechtlicher Beratung in einem Transformationsstaat, (2001).
ლიზატორული ეფექტი შექმნა კონსტიტუციის შემუშავების და მიღების პროცესში38. ახალმა კონსტიტუციამ საქართველოს დემოკრატიულ კონსტიტუციურ სახელმწი- ფოს მისცა პრეზიდენტი ფართო უფლებამოსილებით. მიუხედავა ამისა, შევარდნა- ძემ, რომელიც 1995 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხმების 70%-ით ქვეყნის ლეგიტიმური მეთაური გახდა, მანიპულაციის გზით დაარღვია ფორმალური დემოკრატიული ნორმები. მისი წინამორბედი გამსახურდიასგან გან- სხვავებით, შევარდნაძემ შეძლო საკუთარი პოზიციების გაძლიერება 1993 წელს სა- კუთარი პოლიტიკური პარტიის, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ დაარსების შედეგად39. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა მომხრე ძველი კომუნისტური ნომენკლატურის ნაწილი იყო, „მოქალაქეთა კავშირი“ თავისთავად არაერთფე- როვანი იყო. ამიტომ, მან თავისი მმართველობა დააფუძნა მოქნილ კორუფციულ კავშირებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარად მოხერხდა ქაოსისა და ძალადობის დაძლევა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. იღებდ- ნენ კანონებს, მაგრამ მათი შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ მათი შინაარსი ემთხვეოდა შესაბამისი ორგანოების პირად ინტერესებს40. ქვეყანაში არ- სებული საყოველთაო უკანონობა, ორგანიზებული დანაშაულის სიძლიერე და სა- მართალდამცავი ორგანოების უმართავი სისტემა კითხვის ნუშნის ქვეშ აყენებდა შევარდნაძის მთავრობის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედითობას და ზო- გადად მის სამართლებრივ ლეგიტიმურობას41. კორუფცია და ეკონომიკური სტაგ- ნაცია აფერხებდა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებას, რაც წარმატებული დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებე- ლი წინაპირობაა. ამრიგად, შევარდნაძემ საკუთარი პრეზიდენტობის პერიოდში შექმნა კონსტიტუციური დემოკრატიის ერთგარი ფასადი.
ყოველივე ზემოდ ნათქვამის ფონზე, რთულია საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესზე საუბარი. თუმცა, 1995 წელს ახალი კონსტიტუციის მი- ღებამ ამგვარი კონსოლიდაციის ფაზას ერთგვარი საწყისი მისცა, რამდენადაც არა- მდგრადი არ უნდა ყოფილიყო ის42. ამგვარად, ახალი კონსტიტუციით საქართვე- ლოში, მართალია, დემოკრატია დამყარდა, ანუ ახალ კონსტიტუციაში დემოკრატია დამტკიცდა როგორც მმართველობის ფორმა, მაგრამ პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების ქცევაში, ისევე როგორც მოსახლეობის წარმოდგენაში, დემოკრატი- ულმა ფასეულობებმა ძლიერად ვერ მოკიდეს ფეხი.
1995 წლის კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანასწო- რობას კანონის წინაშე, ხოლო მე-19 მუხლის პირველი პუნქტი იცავს თავისუფლე- ბებს, მათ შორის რელიგიის თავისუფლებას; მე -2 პუნქტი კრძალავს სიტყვის, აზრის,
38 Gaul, Verfassungsgebung in Georgien – Ergebnisse internationaler rechtlicher Beratung in einem Transformationsstaat, (2001), 106, 177 f; Allison et al., Problems of Democratization in the Republic of Georgia, (1996), 523 ff.
39 1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“ მიიღო ხმების 23,71%, 1999 წლის ოქტომბერში კი 41,8%.
40 Huber, State-Building in Georgia. Unfinished and at Risk ?, (2004), 47.
41 Jawad, Democratic Consolidation in Georgia after the ‘Rose Revolution’?, (2005), 16 f.
42 გარდამავალი პერიოდის კონცეფციის, გარდაქმნისა და კონსოლიდაციის ფაზების შესახებ იხილეთ ამავე ტომის შესავალში.
რელიგიის ან რწმენის საფუძველზე დევნას. მე-9 მუხლის პირველ პუნქტში გარან- ტირებულია „რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება“, მაგრამ აღიარე- ბულია „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლე- სიის განსაკუთრებულ როლი საქართველოს ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან”43. 1995 წლის კონსტიტუციაში წარმოდგენილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი წარმოადგენს კომპრ- ომისს მრავალი ქართველის მოთხოვნის მიმართ, რომ საბჭოთა რეჟიმის დაშლის შემდეგ მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი მინიჭებოდა საქარ- თველოს კანონმდებლობაში და აღიარებულიყო იგი როგორც სახელმწიფო ეკლესია და უფრო ლიბერალური ძალების მოთხოვნას შორის, რომ ეკლესია და სახელმწიფო განცალკევებული უნდა ყოფილიყვენენ და დაცული უნდა ყოფილიყო რელიგიური პლურალიზმი44.
შიდა საეკლესიო გადანაწილება
მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსთან და რელიგიური პლურალიზმის დაცვასთან დაკავშირებით არსებული ეს ურთიერთსაპირისპირო პოზიციები ეკლე- სიის შიგნითაც აქტუალური იყო, რამაც ეკლესიის შიგნით ორი ჯგუფის წარმოქნა გამოიწვია, რომლებიც დამოუკიდებლობის უკვე პირველივე წლებში გაჩნდა. თავდა- პირველად ვერცერთი ჯგუფი აერხებდა გაბატონებას, რადგან არც „ტრადი- ციონალისტებს“ და არც „რეფორმატორებს“ არ ჰქონდათ საკმარისი მხარდაჭერა არც საეკლესიო იერარქიაში და არც მართლმადიდებელ მორწმუნეთა შორის. თუმ- ცა, სულ უფრო და უფრო იზრდება „ტრადიციონალისტების“ გავლენა.
„ტრადიციონალისტები“ აცხადებდნენ, რომ მართლმადიდებლური რელიგია ტრადიციულ ჭეშმარიტ გზას უნდა დადგომოდა და ამიტომ მტრულად იყვნენ განწყობილნი სხვა აღმსარებლობების მიმართ და ცდილობდნენ საკუთარი შეხე- დულებები საზოგადოებისთვის მოეხვიათ თავს. მათ წიაღში წარმოიქმნენ ისეთი ასოციაციები, როგორიცაა „მძლეველები“ და „მართლმადიდებელ მშობელთა კავ- შირი“. ისინი მჭიდრო კავშირში იყვნენ სასულიერო პირებთან, რომლებიც იყენებდ- ნენ თავიანთ რელიგიურ ავტორიტეტს რათა თავიანთი მრევლი განემტკიცებინათ აბსოლუტური ჭეშმარიტების რწმენაში, იზოლაციონისტურ მენტალიტეტში, რაც მრევლს აყნებდა „ჩვენსა“ და „სხვებს“ არჩევანს შორის. ისინი ყველაფერში საფრთ- ხეს და მტრებს ხედავდნენ. საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ კონტროლის გარდა, ისინი „მართლმადიდებლური მაღაზიების“ მზარდ ქსელს ფლობდნენ, რომლის სა- შუალებითაც ავრცელებდნენ საკუთარ პრესას და ლიტერატურას. მათ ასევე კავში-
43 კონსტიტუცია, რომელიც მიღებულ იქნა 1995 წლის 24 აგვისტოს და ბოლოს შესწორდა 2006 წლის 27 დეკემბერს, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. იქ ასევე მითითებულია ცვლილებები. იხილეთ http://www.parliament.ge/files/68_1944_951190_CONSTIT_ 27_12.06.pdf [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის 13 ივნისს].
44 Nodia und Scholtbach, The Political Landscape of Georgia – Political Parties: Achievements, Challenges and Prospects, (2007), 70.
რი ჰქონდათ საბერძნეთში და რუსეთში მყოფ თანამოაზრეებთან. მათი ვიწრო მსოფლმხედველობა დიალოგს შეუძლებელს ხდიდა, რაც გვახსენებს მტრის სა- ბჭოურ წარმოდგენას, სადაც ასევე არსებობდა მკაცრი განყოფა „ჩვენსა“ და „სხვებს“ შორის და მასთან აბსოლუტურად იდენტური იყო ანტიდემოკრატიული და ანტი- დასავლური ორიენტაციის კუთხით45.
ამის საპირისპიროდ, „რეფორმატორები“, იგივე „პროგრესულები“ შიდა საეკ- ლესიო რეფორმების განხორცელებისთვის იბრძოდნენ, რაც ასევე გულისხმობდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეკუმენური იდეისთვისაც ბრძოლას. ისინი, ზოგადად, უფრო ღიანი იყვნენ დანარჩენი სამყაროს მიმართ, ჰქონდათ მჭიდ- რო კონტაქტი სხვა ქვეყნებთან და ძირითადად დაკომპლექტებულები იყვნენ სა- უნივერსიტეტო გარემოდან. ბევრ მათგანს მიღებული ჰქონდა თეოლოგიური განათ- ლება. თუმცა, ეს ჯგუფი იმდენად მარგინალიზებული იყო ეკლესიასა და საზოგა- დოებაში, რომ მათმა შეხედულებებმა შიდაეკლესიო დემოკრატიზაციასა და გა- მჭვირვალობასთან დაკავშირებით, ეკლესიასა და საზოგადოებაში ფართო გამოხმა- ურება ვერ ჰპოვა46.
„ტრადიციონალისტების“ ბრალდებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ „რეფორმა- ტორებს“ სურდათ მართლმადიდებლობის არსის შეცვლა, „რეფორმატორები“ პა- სუხობდნენ, რომ ისინი თავიანთი ეთნო-რელიგიური ექსკლუზიურობით იგნორირე- ბას უწევდნენ მრავალრელიგიურ და კულტურულად მრავაფლფეროვან გარემოს ქვეყანაში და ასევე უარს ამბობდნენ ტოლერანტულ-პრაგმატულ დამოკიდებულე- ბაზე სხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მიმართ47.
„ტრადიციონალისტების“ შეხედულების გამო, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო ქართული მართლმადიდებლობის ეროვნული ცნობიერების, კულტურის, ის- ტორიისა და მოსახლეობის ღირებულებითი სისტემისგან განცალკევება, გაჩაღდა ერთგვარი „კულტურული ბრძოლა“. ამრიგად, რელიგია ჩამოყალიბდა პოლიტიკური ორგანიზაციის მსგავს სისტემად, რომელსაც საკუთარი ღირებულებების საფუძ- ველზე შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ანუ მაგა- ლითად, მმართველი რეჟიმი. უფრო მეტიც, ტოტალიტარულმა მემკვიდრეობამ რე- ლიგია „იმ დონემდე მიიყვანა“, რომ მის არესებობას მხოლოდ ნაციონალიზმთან ჰარ- მონიაში ჰქონდა აზრი. ამან ეკლესიას საშუალება მისცა გავლენა მოეპოვებინა მო- სახლეობაზე, რამაც დემოკრატიულ გარდაქმნებთან დაკავშირებით პოტენციური საფრთხე გააჩინა. ვერც „ტრადიციონალისტებმა“ და ვერც „რეფორმატორებმა“ შეძლეს საკუთარი თავის ტრადიციულ ღვთისმოსაობასთან იდენტიფიკაცია. პირ- ველები ამოფარებულნი იყვნენ ტრადიციული რიტუალების დაცვას, ხოლო უკა- ნასკნელებს არ შეეძლოთ ეკლესიის ახლებური გაგების და მისთვის ახალებური სა-
45 Кобахидзе, О Современное положение Грузинской Православной Церкви (2004), 181 –
183; Crego, Religion and Nationalism in Georgia, (1994), 1 – 9; Crego, Wende zum Gottesstaat
? Religiöser Nationalismus in Georgien nach 1989, (1996).
46 მამა ზენონი, მამა ზაზა (თევზაძე), სასულიერო აკადემიის ზოგიერთი სტუდენტი, ასევე ყო- ფილი მღვდელი, მამა ბასილ კობახიძე, რომელმაც ეკლესია დატოვა 2007 წლის თებერვალში. იხ. ბექა მინდიაშვილი, ეკლესია შებრუნებული პერსპექტივით, (2008), 80-87 და 186-192.
47 Areshidze, Democracy and Autocracy in Eurasia: Georgia in Transition, (2007), 292 f.
ფუძვლის მიცემის აუცილებლობის წარმოჩენით სარწმუნოების მაძიებელთა დარ- წმუნება. ამ დილემის მოგვარება ამ მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდა.
მიუხედავად იმისა, რომ „რეფორმატორებმა“, რომლებიც რელიგიური უმცირესო- ბების უფლებების დასაცავად ეკლესიისა და სახელმწიფოს რადიკალურ გამიჯვნას მოითხოვდნენ, მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისგან48 მიიღეს მხარდაჭერა, მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა „რელიგიურ ტრადიციონა- ლისტებს“, რომლებიც მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ოფიციალური სტა- ტუსის მინიჭებას ითხოვდნენ. „ტრადიციონალისტები“ აქტიურ მორწმუნეთა დაახლოებით 15-25% შეადგენენ და ძირითადად რეგიონებში არიან გადანაწილე- ბულნი49. საზოგადოების ამგვარმა დამოკიდებულებებამ გავლენა მოახდინა ეკლე- სიაში განვითარებულ მოვლენებზეც.
მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლების პირველ ნახევარში „ტრადიციონა- ლისტებმა“ ვერ შეძლეს საეკლესიო იერარქიაში გაბატონება, 1990-იანი წლების ბო- ლოდან რადიკალური პოზიციების წარმომადგენლები უკვე ახერხებენ დომინირე- ბას. ეს ცხადი გახდა, როდესაც 1997 წლის მაისში ბერების, მღვდლებისა და ერის- კაცთა ჯგუფმა, რომლებმაც „დასავლური“ ქრისტიანული სექტების მისიონერული საქმიანობით აღძრულებმა, პატრიარქს და სინოდს მოსთხოვეს ყველა ეკუმენური ორგანიზაციიდან გამოსვლა. „გარე გავლენების“ და „შემოჭრილი“ რელიგიური თემე- ბისაგან თავდაცვითი განწყობის პირობებში, ეკლესიის ლიდერებმა განხეთქილების საშიშროების გამო უკან დაიხიეს. პატრიარქი და სინოდი იძულებულნი გახდნენ შე- ესრულებინათ ამ ჯგუფის ყველა მოთხოვნა. იმავე თვეში საქართველოს მართლ- მადიდებელი ეკლესია გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს და ევროპული ეკლე- სიების კონფერენციიდან, რომელშიც წლების განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული, წმინდა სინოდის დადგენილებით50. კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთობლივი ლოცვა უწინ საეკლესიო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. 2000 წლიდან საპატრიარქოს მონაწილეობა აღარ მიუღია სხვადასხვა აღმსარებლობების „საერთო ლოცვებში კავკასიის ხსნისთვის“. დღეს, ამ რადიკალური პოზიციების მომხრეებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესი- ასთან ერთად, რომელიც მათ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციეს, გარკვეული გავლენა აქვთ საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებასა და მის პო- ლიტიკურ ელიტაზე, რომელსაც ხშირად ისინი გარკვეულ საკითხებს და ტაბუდა- დებულ თემებს ახვევენ თავს (იხილეთ შემდეგი თავი). ამგვარი პოზიციების წარმო- მადგენელთა რადიკალიზმის, პოლიტიკური პარტიების და სახელმწიფოს სისუსტის ფონზე, შეიქმნა იმის დიდი პოტენციალი, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად ასა-
48 ესენი არიან, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების ინსტიტუტი, Human Rights Watch და კავკასიური სახლი, რომლებიც მხარს უჭერენ რელიგიურ ტოლერანტობას, სახელმწიფოს და ეკლესიის მკაფიო გამიჯვნას და რეფორმების პროცესს ეკლესიაში, ასევე რელიგიას მიიჩნე- ვენ როგორც კერძო საკითხს. ისინი „ტრადიციონალისტებს“ ეკლესიის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ.
49 Areshidze, Democracy and Autocracy in Eurasia: Georgia in Transition, (2007), 293.
50 საქართველოს ეკლესია 1962 წლიდან იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრი, ხოლო ამჟამინდელი პატრიარქი ილია მეორე იყო მისი თანაპრეზიდენტი რამდენიმე წლის გან- მავლობაში.
ხულიყო დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესზე და მოსახლეობის დამოკი- დებულებაზე, რომელიც ჯერ ვერ შეეგუა დემოკრატიულ ღირებულებებს. მაშინ როდესაც საეკლესიო ხელმძღვანელობა დაემორჩილა „ტრადიციონალისტების“ წნეხს, დაიწყო „რეფორმატორების“ მარგინალიზაცია „ტრადიციონალისტების“ მიერ ეკლესიის შიგნით და მის გარეთ და ისინი მთლიანად ჩამოაშორეს ეკლესიის ხელმძღვანელობას51. იმაზე თუ როგორ აისახა ეს საზოგადოების განწყობაზე შემ- დეგ თავში ვისაუბრებთ.
7. რელიგიური პლურალიზმისა და სახელმწიფო-ეკლესიას შორის ურთიერთობის შესახებ დაპირისპირება
1995 წლის კონსტიტუციაში მიღწეული კომპრომისი, სახელმწიფოსა და ეკ- ლესიის მკაცრ გამიჯვნასა და მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სახელმწიფო ეკლესიის სტატუსის მინიჭებას შორის, დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა ეკლე- სიის მხურვალე დამცველთათვის, ანუ „ტრადიციონალისტებითვის“. შევარდნაძის მთავრობის პოპულარობის დაცემის შედეგად, რასაც თან ახლდა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ისედაც დაბალი ნდობის დაკარგვა და ასევე
„ტრადიციონალისტური“ შეხედულებების მზარდ გავლენასთან ერთად, იზრდებოდა საზოგადოების ზეწოლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის წინ წამოწევის მიზნით. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში დამოუკიდებლობის მო- პოვების შემდეგ, ეკლესია იყო ის დაწესებულება, რომელიც უდიდესი ნდობით სარ- გებლობდა მოსახლეობაში (იხ. ცხრილი 9)52. „ქართული საზოგადოების დიდ ნაწილ- ში გარე ძალებისადმი არსებული შიში და მტრული განწყობა“53, განსაკუთრებით მისიონერული, „დასავლური“, რელიგიური თემების მიმართ54, მივიდა „არატრადიცი-
51 არეშიძე ამტკიცებს, რომ „რეფორმატორებმა“ დემოკრატიის პოსტმოდერნული გაგებით უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ ისეთი ღირებულებები, როგორიცაა მაგალითად თავისუფ- ლება, პირველად რელიგიურ გარემოში გამოიხატებოდა საუკუნეების განმავლობაში, სანამ ის გახდებოდა საყოველთაოდ აღიარებული. იგი ეკლესიის ზოგიერთ ლიდერს კარიერული მიზნების გამო რეფორმატორთა ბანაკში გაწევრიანებაში ადანაშაულებს. იხ. Areshidze, Democracy and Autocracy in Eurasia: Georgia in Transition, (2007), 292 f.
52 კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) მიერ 2003 წლის გაზაფხულზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 1000 რესპონდენტიდან 38,6% საქარ- თველოს მართლმადიდებელი ეკლესიას „პოზიტიურად“ აფასებს, ხოლო 38,2% „უფრო პოზი- ტიურად“ ვიდრე „ნეგატიურად“. შედარებისთვის, 1,1% აფასებს მთავრობას „პოზიტიურად“, ხოლო 4,2% „უფრო პოზიტიურად“, ვიდრე „ნეგატიურად“; Nodia and Scholtbach, The Political Landscape of Georgia – Political Parties: Achievements, Challenges and Prospects, (2007), 66. USAID-ის და International Republican Institute (IRI)-ის მიერ დაფინასებულ ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც ჩატარდა 2003 წლის მაისში, გამოკითხულთა 80% ენდობა ეკლესიას, ხოლო 17% კაბინეტს. იმავე გამოკითხვის თანახმად, 58% უარყოფითად პასუხობს კითხვას:
„ეთანხმებით თუ არა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლოა სხვადასხვა რელიგიის წარ- მომადგენლის არსებობა?“, 29% კი − დადებითად.
53 იქვე, 71.
54 ეს რელიგიური თემები, რომელებიც „სექტებად“ იწოდებიან და რომლებიც არც ისე მტკიცე ქართულ საზოგადოებაში „შეჭრას“ ცდილობდნენ, საბჭოთა კავშირში უკვე უფრო მკაცრად იდევნებოდნენ ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო შემდგომ მათში დაინახეს
ული“ რელიგიური თემების აკრძალვის მოთხოვნამდე (იხ. სურათი 6)55. პარლამენტ- ში რელიგიური ორგანიზაციების შესახებ რამდენიმე შესაბამისი კანონპროექტი, რომელთაც მხარს უჭერდა მართლმადიდებელი ეკლესია, ჩავარდა56.
ცხრილი 2. სხვადასხვა ინსტიტუტის რეიტინგი საქართველოში (2003-2004)
ინსტიტუტი |
პოზიტიური |
უფრო დადებითი, ვიდრე უარყოფითი |
უფრო უარყოფითი, ვიდრე დადებითი |
უარყოფითი |
პასუხი არ მაქვს |
|||||
|
2003 |
2004 |
2003 |
2004 |
2003 |
2004 |
2003 |
2004 |
2003 |
2004 |
პარლამენტი |
1,2 |
9,6 |
4,7 |
35,0 |
22,7 |
29,6 |
71,5 |
23,9 |
0 |
1,7 |
აღმასრულ. |
1,1 |
15,5 |
4,2 |
35,9 |
19,3 |
25,4 |
75,4 |
22,4 |
0 |
0,7 |
არას. ორგან. |
5,9 |
15,0 |
25,0 |
32,7 |
28,1 |
22,1 |
38,6 |
24,5 |
2,4 |
5,6 |
მართ. ეკლესია |
38,6 |
52,1 |
38,2 |
32,1 |
12,7 |
6,8 |
9,0 |
4,1 |
1,5 |
4,8 |
მასმედია |
25,6 |
31,7 |
41,3 |
36,6 |
18,3 |
17,0 |
14,5 |
13,6 |
0,3 |
0,8 |
პოლიცია |
2,3 |
17,5 |
5,7 |
26,1 |
16,7 |
23,1 |
75,2 |
31,3 |
0,1 |
2,0 |
პროკურატურა |
3,0 |
11,1 |
5,5 |
20,0 |
17,1 |
27,1 |
73,8 |
38,7 |
0,7 |
3,0 |
სასამართლო |
3,1 |
10,2 |
8,0 |
20,2 |
20,3 |
25,6 |
67,6 |
40,2 |
0,7 |
3,8 |
წყარო: International Centre for Conflicts and Negotiations (ICCN), საქართველოს სამ დიდ ქალაქში 1000 რესპონდენტის გამოკითხვის შედეგები (2003 წლის გაზაფხული და 2004 წლის გაზაფხული), წარმოდგენილია ნოდიასა და შოლტბახის ნაშრომში, The Political Landscape in Georgia, (2007), 66.
„სხვები“, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ „ჩვენ“-ს. უფლებადამცველი ემილ ადელხანოვი აღნიშნავს, რომ ამ რელიგიური თემების მიმართ რელიგიურად მოტივირებული ძალადობა ხდებოდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, მაგრამ მედიაში მას ადრეც და ეხლაც ადევს ტაბუ. Адельханов, Факты нарушение свободы вероисповедания в Грузии, (2004), 83
– 103.
55 2003 წლის მაისის გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ იეჰოვას მოწმეები „სერიოზული პრობლემაა ქართული საზოგადოებისთვის“; Georgian National Voter Study (May 2003), www.iri. org [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის ივლისში], დიაგრამა 1.
56 მაგალითად, 2002 წლის ივლისში იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტის წევრებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს წარუდგინა კანონპროექტი რელიგიის შესახებ. ეკლესიის სპიკერის თქმით, ეკლესია მხარს უჭერდა პროექტს მასში არსებული რამდენიმე პუნქტის მიმართ წინააღმდეგობის მიუხედავად, მაგალითად იმ პუნქტის, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს, რომელთაც, სულ მცირე, 50 წევრი ჰყავდა, დარეგისტრირების უფლებას აძლევდა; იხ. http://www.civil.ge/eng/article. php?id=2279 [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის 1 მარტს].
მართალია, 1980-იანი წლების ბოლოდან მოსახლეობაში უკვე არსებობდა ერთ- გვარი ინკვიზიტორული განწყობა57, მაგრამ 1999 წლიდან 2002 წლამდე, რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ58. თავდასხმებს აწყობდა ჯგუფი, რომელსაც მეთაურობდა განკვეთილი მართლმადი- დებელი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი და სხვა ფუნდამენტალისტური რელიგიური ჯგუფები59. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია საჯაროდ გაემიჯნა მკალავიშვილს, მას არაფორმალური მხარდაჭერა ჰქონდა ეკლესიის ზოგიერთი წევრისგან60. ხელისუფ- ლება არავითარ მექანიზმს მიმართავდა ძალადობის წინააღმდეგ61.
მთავრობის, ანუ ხელისუფლების მხრიდან მკალავიშვილის ძალადობრივი ჯგუ- ფისადმი „ტოლერანტობა“ გარკვეულწილად შეიძლება აიხსნას სახელმწიფოს სისუს- ტითა და შევარდნაძის მთავრობის მზარდი არაპოპულარულობით, რომელსაც არ სურდა დაპირისპირებოდა ისედაც დამუხტულ საზოგადოებრივ განწყობას62. ქარ-
57 ჯერ კიდევ 1989 წელს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებმა ჩაშალეს აღ- მოსავლური ეკლესიების ისტორიისა და ლიტურგიის შესანიშნავი სპეციალისტის რომის კა- თოლიკური უნივერსიტეტიდან, პროფესორი მაიკლ არანცის ლექცია. კათოლიკოს პატრიარქ-მა, რომელიც იყო მასპინძელი, არ დაგმო ეს ფაქტი. ამ მოვლენამ ხელი შეუწყო სხვა კონ-ფესიების მიმართ დევნის დაწყებას, რამაც მხარდაჭერა მოიპოვა უმაღლეს საეკლესიო წრე-ებში და უფრო და უფრო ფართო მასშტაბით გავრცელდა საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში. 1989 წლიდან მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა დაიკავეს კათოლიკური ეკლესიები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას „სახელმწიფო საკუთრებაში“ ჰქონდა შეტანილი. ამ ქმე-დებების გამართლება მოხდა ნაციონალისტურ- ფუნდამენტალისტური ლოზუნგებით. Адель-ханов, Факты нарушение свободы вероисповедания в Грузии, (2004), 83 – 103.
58 2007 წლის სექტემბერში გამოკითხულთა 42% „იეჰოვას მოწმეებს“ ჯერ კიდევ განიხი- ლავდა, როგორც რელიგიურ ჯგუფს, რომელებიც პრობლემებს უქმნიდა ქართულ საზოგა- დოებას: საქართველოს ამომრჩეველთა ეროვნული კვლევა (2007 წლის 21 აგვისტო - 10 სექ- ტემბერი), (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, [ციტირება დეკემბერი 2007]), დია- გრამა 1 [ბოლოს შემოწმებული იქნა 2008 წლის ივლისში]; Tskepladze, Case of Jehovah’s Witnesses, (2007).
59 ეკლესიიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილი, თბილისის ღარიბი უბნის, „გლდანის ცნობილი სამრევლოს“ პროტოპრესვიტერი (პირველი მღვდელი), მედიის მიხედვით მოქმედებს 1999 წლის 17 ოქტომბრიდან. მკალავიშვილი აცხადებს, რომ გააკეთა ის, რაც მართლმადიდებელი მორწმუნეების დიდ ნაწილს სურდა.
60 Nodia und Scholtbach, The Political Landscape of Georgia – Political Parties: Achievements, Challenges and Prospects, (2007), 71.
61 2003 წლის ივნისში სასამართლომ მკალავიშვილს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა იეჰოვას მოწმეებისა და ბაპტისტების მიმართ ძალადობის გამო და მათი რელიგიური ლიტერატურის დაწვაში განმეორებით მონაწილეობისთვის. პოლიციას იგი ძებნაში ჰყავდა, მაგრამ ვერ დააკავეს. 2003 წლის 14 ოქტომბერს ბასილ მკალაშვილმა დატოვა სამალავი და საჯაროდ გამოჩნდა გურამ შარაძესთან, მაშინდელ პარლამენტის წევრთან და თბილისის საარჩევნო ოლქში შევარდნაძის მთავრობის ბლოკის „ახალი საქართველოსთვის“ კანდიდატთან ერთად. მთავარ პროკურორს, ვალერი გრიგალაშვილს, სავარაუდოდ, არ ჰქონდა ინფორმაცია მკა- ლავიშვილის გამოჩენის შესახებ და პოლიციამ კვლავ ვერ შეძლო მისი დაკავება; იხ., http://www.civil.ge/eng/article.php?id=6415 [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის 5 მაისს]
62 2003 წლის მაისის გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ლიდერების შეფასებისას შევარდნაძე „არასასურველია“ და მხოლოდ 6% -ს სურს, რომ ის იყოს შემდეგი პრეზიდენტი. კითხვაზე, „ზოგადად, საქართველო რა მიმართულებით მიდის?“, გამოკითხულთა 83% -მა უპასუხა „არასწორი მიმართულებით“ და
თული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მკალავიშვილის დაჯგუფების მიმართ სიმპატიით იყო განწყობილი63. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ ეთანხმებოდა ძა- ლადობის გამოყენებას64, ისინი პრობლემის საფუძველს ხედავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომლებიც ვერ ახერხებდნენ „ეროვნული ტრადიციების დაცვას სხვადასხვა სექტის შემოღწევის საფრთხისგან“65.
გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრის განმავლობაში შევარდნაძის მთავრობის ავტორიტეტი კიდევ უფრო მეტად დაეცა, ერთი მხრივ, შიდა უთან- ხმოებებისა და კონფლიქტების, მეორე მხრივ კი, ოპოზიციის გაძლიერების გამო. 1999 წელს „მოქალაქეთა კავშირი“ გაიყო ე.წ. რეფორმისტთა ფრთად და პრეზი- დენტის ერთგულ ნაწილად. გარდა ამისა, ოპოზიციურმა ალიანსმა პირველად, ოქ- ტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღო66. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, შევარდნაძის პოპულარობის დაკარგვის გარდა, პარტიული სისტემის გაჩენაზეც მიუთითებდა, პოლიტიკური პარტიები სა- ქართველოში ჯერ კიდევ სუსტი და არასტაბილური იყო, ისინი უფრო მეტად პოლი- ტიკურ ლიდერებზე იყვნენ ფოკუსირებულნი, ვიდრე პროგრამებზე67, საზოგადო- ებასთან მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონდათ და ამიტომაც ვერ წევდნენ შესაფერის შუ- ამავლობას მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის. მმართველობის ავტორიტა-
11% -მა „სწორი მიმართულებით“. კითხვაზე, „რამდენად კმაყოფილი ხარ იმით, როგორც ხარ? ვითარდება დემოკრატია საქართველოში?“ 40% „ძალიან უკმაყოფილოა“, 29% „გარკვე- ულწილად უკმაყოფილო“. კითხვაზე, „რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე წარმატებულად და მოაგვაროს პრობლემები, რომლის წინაშეც დგას საქართვე- ლო?“ გამოკითხულთა მხოლოდ 4% დაასახელა შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“, 47% ამბობს, რომ არასდროს მისცემს ხმას შევარდნაძის პარტიის ბლოკს „ახალი საქართველო“; Georgian National Voter Study (May 2003).
63 ICCN– ის მიერ 2003 და 2004 წლის გაზაფხულზე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად (იხ. სქოლიო 52), გამოკითხულთა 45,2% მკალავიშვილის საქმიანობას „დადებითად“ ან „გარ- კვეულწილად დადებითად“ აფასებს. 2003 წლის ივლისის გამოკითხვა ჩატარდა ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და გორში მცხოვრებ მართლმადიდებელ მორწმუნეებს შორის; ცი- ტირებულია: Нижарадзе, Городское население Грузии о вопросах связанных с религией. Резулътатый Социологическоги исследованиа, (2004), 104 – 121.
64 2003 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 84% თვლიდა, რომ იეჰოვას მოწმეების პრობლემა უნდა მოგვარდეს ამ რელიგიური ჯგუფის აკრძალვით; 8% -ს სურდა, რომ მთავრობამ/ეკლესიამ უზრუნველყოს გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება საქართველოში ყველა ჯგუფისა და რელიგიისთვის - ტრადიციული და არატრადიციული; საქართველოს ამომრჩეველთა ეროვნული კვლევა (2003 წლის მაისი), [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის ივლისში].
65 Nodia und Scholtbach, The Political Landscape of Georgia – Political Parties: Achievements, Challenges and Prospects (2007), 71.
66 ადრე მაგ. 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მთლიანობაში 53 პოლიტიკური პარ- ტიიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში ხმების 39% -ით მხოლოდ სამმა მო- იპოვა საპარლამენტო სავარძლები, რადგან ფრაგმენტაციის მაღალი დონის გამო პარლა- მენტში შემოღებულ იქნა ხუთპროცენტიანი ბარიერი; Slider, Democratization in Georgia, (1997), 181 f.
67 კითხვაზე „რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემის საკითხის განხილვისას რომელია უფრო მნიშვნელოვანი: პარტიის ლიდერი თუ პარტია?“, გამოკითხულთა 69% -მა უპასუხა „პარტიის ლიდერი უფრო მნიშვნელოვანია“. Georgian National Voter Study (May 2003), [ბოლოს შე- მოწმებულ იქნა 2008 წლის ივლისში].
რულმა სტილმა თითქმის მთლიანად შეარყია მთავრობის დარჩენილი ლეგიტი- მურობა (იხ. ცხრილი 10). ამან არა მხოლოდ გააღრმავა არსებული განხეთქილებანი სამთავრობო ბანაკში, არამედ მოსახლეობა გულგრილობიდან სასოწარკვეთილე- ბამდე მიიყვანა სიღარიბის და კორუფციის იმ ფონზე, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში იყო გავრცელებული და არ იძლეოდა უსაფრთხოების განცდის შესაძ- ლებლობას68.
ცხრილი 3. საქართველოში დემოკრატიის განმსაზღვრელი კატეგორიების რეიტინგი (1999 -2008)
|
1999 |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
არჩევ. პროცესი |
4.00 |
4.50 |
5.00 |
5.25 |
5.25 |
4.75 |
4.75 |
4.50 |
4.75 |
სამ. საზოგადოება |
3.75 |
4.00 |
4.00 |
4.00 |
3.50 |
3.50 |
3.50 |
3.50 |
3.50 |
დამოუკ. მედია |
3.75 |
3.50 |
3.75 |
4.00 |
4.00 |
4.25 |
4.25 |
4.00 |
4.25 |
მთავრობა* |
4.50 |
4.75 |
5.00 |
5.50 |
5.75 |
n / a |
n / a |
n / a |
n / a |
დემოკრატიული ცენტ. ხელისუფ. |
n / a |
n / a |
n / a |
n / a |
n / a |
5.50 |
5.50 |
5.50 |
5.75 |
დემოკრატიული ადგ. ხელისუფ. |
n / a |
n / a |
n / a |
n / a |
n / a |
6.00 |
5.75 |
5.50 |
5.50 |
სამართლებრივი ჩარჩო და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა |
4.00 |
4.00 |
4.25 |
4.50 |
4.50 |
5.00 |
4.75 |
4.75 |
4.75 |
კორუფცია |
5.00 |
5.25 |
5.50 |
5.75 |
6.00 |
5.75 |
5.50 |
5.00 |
5.00 |
დემოკრატიის საშუალო |
4.17 |
4.33 |
4.58 |
4.83 |
4.83 |
4.96 |
4.86 |
4.68 |
4.79 |
* 2005 წლის გამოცემით, Freedom House-მა დანერგა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მმართველობის სრულიად განსხავავებული ანალიზის და კლასიფიკაციის მეთოდი, რათა ამგვარად მკითხველს მიაწოდოს უფრო დეტალური და დაბალანსებული ანალიზი ამ ორი უმნიშველოვანესი რგოლის შესახებ. რეიტინგებში გამოყენებულია 1-დან 7-მდე შკალა, 1-ი ყველაზე მაღალი დემოკრატი- ული პროგრესის მაჩვენებელია, ხოლო 7 ყველაზე დაბალის. დემოკრატიის საშუალო არის აღნიშნული კატეგორიების ერთი წლის განმავლობაში წარმოებული გამოკით- ხვებიდან გამოყვანილი საშუალო.
68 იხ. სქოლიო 62.
წყარო: Nodia, Nations in Transit 2008: Georgia, (2008).
ზოგადი ცხოვრების პირობების დაბალი დონის მიუხედავად, შესაძლოა მისი მი- ზეზითაც, დემოკრატიზაციის პროცესის ამ ეტაპზე საჯარო დისკუსია კონცენტრი- რებული იყო რელიგიურ პლურალიზმსა და მართლმადიდებელი ეკლესიის სტა- ტუსზე. საქართველოში ურთულესი სოციალური ვითარების გათვალისწინებით, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სარწმუნოებისკენ შემობრუნების გზით შეძლებდნენ ყოველდღიური ცხოვრების მზარდ სირთულეებთან გამკლავებას. ეკლესიის კარნა- ხით ყოველდღიურ ცხოვრებაში ორიენტირებამ საქართველოში გამოიწვია მოქალა- ქეთა უნარების დაქვეითება, ხელი შეუშალა ინიციატიურობის განვითარებას, პასუ- ხისმგებლობის განცდას და დამოუკიდებლობას, როგორც სამოქალაქო ღირებუ- ლებებს. ეკლესიამ, საკუთარი ფუნდამენტალისტური მსოფლმხედველობითა და ში- ნაგანი გამჭვირვალობის ნაკლებობით, ხელი შეუწყო ამგვარ ტენდენციას, იგი მა- სობრივ გავლენას ახდენდა სახელმწიფო განათლების სისტემაზე, ხელოვნებასა და მეცნიერებაზე და მოსახლეობას მობილიზებას უწევდა უმცირესობების (რელი- გიური) წინააღმდეგ. როდესაც აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ საეკლესიო საქო- ნელი სახელმწიფო მუზეუმებში კარგავენ რელიგიურ ძალას „ურწმუნო უცხო ქვეყ- ნების“ გამოფენებში მონაწილეობის გამო, ხატების თაყვანისცემიდან კერპთაყვანის- მცემლობისკენ შორი აღარ იყო. ეკლესიის კრიტიკოსები ასკვნიდნენ, რომ მრევლს და მღვდლებს განათლება აკლდათ და სწორედ ამიტომ იყო მათი აზროვნების დი- აპაზონი ვიწრო (იხ. ზემოთ)69. საქართველოს მოსახლეობაში „ინკვიზიტორული“ გან- წყობის, რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის, სახელმწიფოს სისუსტის და მთავრობის არაპოპულარობის ფონზე 2001 წლის თებერვალში დაიდო კონს- ტიტუციური შეთანხმება პრეზიდენტ შევარდნაძეს, როგორც სახელმწიფოს მეთა- ურს და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, როგორც ეკლესიის მეთაურს, შორის, რითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიენიჭა განსაკურებული სტა- ტუსი. ამ ხელშეკრულებას, რომელიც არაფორმალურად ცნობილია როგორც „კონ- კორდატი“, არ გაუვლია პარლამენტის საკანონმდებლო პროცედურა, სადაც რე- ლიგიასთან დაკავშირებული კანონების წინა პროექტები ჩავარდა; მისი შეცვლა შე- საძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების ურთიერთშეთანხმებით. ამ კონკორდატის საშუალებით, მართლმადიდებლური ეკლესია ერთადერთი რელიგი- ური საზოგადოება გახდა, რომელიც სახელმწიფომ აღიარა და პრივილეგირებულ იქნა, როგორც საჯარო სამართლის პირი. ეს განსაკუთრებული პრივილეგიები მო- იცავდა ეკლესიის მეთაურის, კათოლიკოს-პატრიარქის იმუნიტეტს, საქართველოს
69 გელაშვილი (გამომც.), ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება. საქართველო. XXI საუკუნის დასაწყისში, (2001), 5-10; Centre, State of Freedom of Religion in Georgia since the Adoption of the Constitutional Agreement between Government and the Orthodox Church of Georgia. Religious Freedom Report, (2008); Ладария Нодар. Несколько разрозненных мыслей о месте православной церкви в обществе на фоне российско-грузинских отношений // Роль православия в государствах и обществах России и Грузии. Материалы грузино-российской конференции, Тбилиси, 23-25 января 2004.Ред. Н.Лежава. Тбилиси: Фонд им. Генриха Белля, 2004, 53 – 63.
მართლმადიდებელი ეკლესიის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულების უქმე დღეებად გამოცხადებას, მართლმადიდებლური ეკლესიის ექსკლუზიურ სახელმწიფო აღი- არებას. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, მხოლოდ მართლმადიდებელი სასული- ერო პირები თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან, მხოლოდ მართლმა- დიდებელ სამღვდელოებას მიეცა უფლება, იყვნენ წარმოდგენილნი ჯარში და ცი- ხეებში, სახელმწიფოს დაევალა ეკლესიასთან ერთად იმუშაოს საგანმანათლებლო პროგრამებზე, მართლმადიდებლური ეკლესია ექსკლუზიურად თავისუფლდება სა- ხელმწიფო გადასახადებისაგან70. რადგან 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლებას ყველა რელიგიური თემისთვის და არ ანიჭებს სახელმწიფო ეკლესიის როლს მართლმადიდებლობას, სხვა რელიგიურმა თემებმაც შეძლეს ამ სახელმწიფოებრივი აღიარების შენარჩუნება71. 2001 წლის 30 მარტს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და ზემოთხსენებული კონსტიტუციური შეთანხმება შეტანილ იქნა კონსტიტუციის ტექსტში. ზემოხსენებულ მე-9 მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომელსაც კონსტიტუციური შეთანხმება საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და ნორმებთან, უფრო ზუსტად ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თანხმობაში მოყავს.
ისტორიულად დომინანტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ურთი- ერთობა სახელმწიფოსთან, პოლიტიკურ ელიტასთან და სხვადასხვა რელიგიურ უმცირესობასთან კონსტიტუციურად კონსოლიდირებული72 დემოკრატიისთვის პირველად საფრთხის შემცველი გახდა 90-იანი წლებში, რისი მიზეზიც არადე- მოკრატიული გარემო, პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების არალიბერალური ქმედებები იყო. „ლიბერალი მორწმუნეები“, ანუ „პროგრესულები“, ან „რეფორ- მატორები“ რამდენიმე მიზეზს ასახელებდნენ, თუ რატომ თამაშობდა მართლმა- დიდებელი ეკლესია და რელიგია უარყოფით როლს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასა და დემოკრატიული, კონსტიტუციური სახელმწიფოს ჩამოყალიბე-
70 Centre, State of Freedom of Religion in Georgia since the Adoption of the Constitutional Agreement between Government and the Orthodox Church of Georgia. Religious Freedom Report (25. April 2008).
71 Abashidze, Das Recht der Religionsgemeinschaften in Georgien, (2005), 195 ff. სხვა რელიგიურ თემებს ასეთი პრივილეგიები არ მიუღიათ. ვატიკანის მცდელობა, უზრუნველყოს კათოლიკური ეკლესიისთვის უფრო მეტი სამართლებრივი უსაფრთხოება ორმხრივი ხელ- შეკრულებით სახელმწიფოსთან, დიდი წინააღმდეგობის შეხვედრის შემდეგ წარუმატებლად დასრულდა. ამის მაგალითია პაპის ვიზიტი 1999 წელს. ტელევიზიით გადაიცა, რომ სა- ეკლესიო კანონები უკრძალავს მორწმუნე მართლმადიდებლებს მის მიერ აღვლენილ წირვაში მონაწილეობის მიღებას. მოსახლეობის აშკარად უარყოფითი განწყობის გამო, პატრიარქის მოწოდების შემდეგ, პაპი იოანე პავლე II იძულებული გახდა, მსახურება ბოლო წუთს გადა- ეტანა ღია სივრციდან (რიყე) სპორტის დახურულ სასახლეში. უმცირესობების წინააღმდეგ მობილიზაციის კიდევ ერთი მაგალითია კათოლიკოს პატრიარქის განცხადება მარნეულის ეკ- ლესიის კურთხევის დროს, სადაც ძირითადად მუსლიმი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ: „სა- ქართველოს არ აქვთ უფლება ბაპტისტები, იეჰოვას მოწმეები და სხვა სექტები შეუშვას, არა- მედ მან უნდა გააძევოს ისინი“. იხ.: Orthodoxe boykottieren Papst – Handgreifliche Intoleranz, (1999), 3 – 4.
72 იხილეთ პოლიტიკური სისტემის მიმართულებები, რომლებიც წარმოდგენილია ამ ანთოლოგიის შესავალში. კონსოლიდირებულ დემოკრატიაში დემოკრატიული ღირებულე- ბები საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს დაცული.
ბაში. უპირველეს ყოვლისა, ისინი აკრიტიკებდნენ სასულიერო პირების კვალიფი- კაციის დაბალ დონეს და ეკლესიის გამჭვირვალობის ნაკლებობას73. იმის გამო, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველი ხალხისგან მაღალი ნდობით სარგებლობდა, შეეძლო გავლენა მოეხდინა მართლმა- დიდებელი მორწმუნეების შეხედულებებზე, რომლებიც ცდილობდნენ ეპოვათ ორი- ენტირი, განსაკუთრებით, სახელმწიფოს სისუსტის (რომელიც შევარდნაძის დროს სულ უფრო და უფრო კარგავდა გავლენას) და მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. მართლმადიდებელი ეკლესია ამ როლს, დოგმატურად და ეთნიკური ნიშნით ასრულებდა. ის ღირებულებები, რომლებსაც იგი იზიარებდა, ხელს უშლიდა დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის განვითარებას.
8. „ვარდების რევოლუცია“ − დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის ახალი იმპულსი? (2003 წლიდან დღემდე)
შევარდნაძის მმართველობის ქვეშ გაუსაძლისი ეკონომიკური ვითარების, პოლი- ტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან უკანონობის და სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობის − გაეწიათ მოქალაქეებისთვის შესაბამისი მომსახურებება − გამო სა- ქართველო წარუმატებელ სახელმწიფოდ იქცა74. შევარდნაძის მმართველობის უკა- ნასკნელ პერიოდში პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში მდგომარეობის უკი- დურესად გაუარესებამ (იხ. ცხრილი 10) გამოიწვია დონორი ქვეყნების მხარდაჭერის თანდათანობითი დაკარგვა75 და ბოლოს, 2003 წელს ფინანსური დახმარების შე- ჩერება76. მაგალითისთვის, ევროკავშირმა გადაწყვიტა გადაეხედა საკუთარი პოლი- ტიკისთვის საქართველოს მიმართ77. მოსახლეობის უკმაყოფილება შევარდნაძის მთავრობის მიმართ გადაიზარდა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ფართო-
73 2004 წლის შემოდგომაზე თავისუფლების ინსტიტუტმა სცადა, ზოგიერთი პარლამენტარის დახმარებით, კონფლიქტის გამოწვევა სასულიერო აკადემიაში, მართლმადიდებლური ეკ- ლესიის სასწავლო დაწესებულებაში. მათი მხარდაჭერით, ზოგიერთმა სემინარიელმა დაწერა ღია წერილი, რომელშიც ისინი აკრიტიკებდნენ დოგმატიზმს სემინარიაში და ხელმძღვა- ნელობას ადანაშაულებდნენ პლურალიზმის ნაკლებობაში. აკადემიის მენეჯმენტისა და ეკ- ლესიის მაღალი იერარქების მიმართ არაპირდაპირი კრიტიკის გამო, ისინი გაირიცხნენ სას- წავლებლიდან. პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ზეწოლამ თავისუფლების ინსტიტუტზე, შეეწყვიტა ამგვარი ქმედებები ხელი შეუშალა სიტუაციის შემ- დგომ ესკალაციას. იხ., გელაშვილი (გამომც.), ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება. საქარ- თველო. XXI საუკუნის დასაწყისში, (2001)
74 Halbach, Georgien: Staatsversagen als Folge von Korruption und territorialer Desintegra tion, (2004).
75 დემოკრატიზაციის პროცესის ანალიზი საქართველოში, გამოწვევების იდენტიფიკაციის და დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით იხ. Jawad, Conflict Resolution through Democracy Promotion ? The Role of the OSCE in Georgia, (2008), 613 – 618.
76 საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) Poverty Reduction and Growth Facility-ის ფარგ- ლებში უარი თქვა 2002 წელს 30 მილიონი აშშ დოლარის დახმარების მიცემზე; (PRGF), Commission, Country Strategy Paper 2003 – 2006. Tacis National Indicative Programme 2004 – 2006, (2003), 11.
77ვითარების გაუარესების ფონზე, ევროკომისიამ 2003 წლის სექტემბრში გადახედა თავისი სტრატეგიას ამ ქვეყნის მიმართ.
მასშტაბიან პროტესტში, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოდან ძალიან გახშირდა, მთავრობის პოპულარობის დაცემასთან ერთად, თუმცა, იმავდროულად, გახდა უფრო მეტად გამჭვირვალე საარჩევნო კოდექსიის გაუმჯობესების და საერთა- შორისო ორგანიზაციების მხრიდან არჩევნების მონიტორინგის შედეგად.
მასობრივი დემონსტრაციებისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შე- ვარდნაძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და ხელისუფლება გადაეცა 2003 წლის ნოემბერის „ვარდების რევოლუციის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც
„ახალგაზრდა რეფორმატორების“ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. სააკაშვილი 2004 წლის იანვარში საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 96%-ით იქნა არჩეული. 2004 წლის 25 იანვრის ოფოიციალურ ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მიიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო: „იბარებთ გასაჭირში მყოფ საქართველოს, რომელიც თქვენგან გაერთიანებას ელის და დარ- წმუნებული ვართ, რომ თქვენ ამას ღვთის დახმარებით შეძლებთ“78. ცერემონიალს 10 000 ადამიანი ესწრებოდა. ახალი მთავრობის ინაუგურაციის შემდეგ დაუყოვ- ნებლივ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2004 წლის იანვარს შემოღებულ იქნა ახა- ლი ეროვნული დროშა. მის ცენტრში ვერცხლისფერ ან თეთრ ფონზე გამოსახულია მართკუთხა ჯვარი, ასევე ოთხი პატარა ჯვარი კუთხეებში. არსებობს აზრი, რომ ასეთი დროშა საქართველოში გამოიყენებოდა XV საუკუნემდე. თავდაპირველად ეს იყო იერუსალიმის დროშა, სადაც ცენტრალური ჯვარი ქრისტეს სიმბოლოა, ხოლო ოთხი პატარა ჯვარი − ოთხ მახარებელს განასახიერებდა, ან ერთად − ქრისტეს ხუთ ჭრილობას. ამ ნაბიჯით და უძველესი ეკლესიების და სამონასტრო კომპლექსების აღდგენით, ისევე, როგორც ეკლესიაში პრეზიდენტის რამდენიმეჯერ გამოჩენით, ახალმა მთავრობამ მართლმადიდებლურ ეკლესიას მის მნიშვნელობაზე მიუთითა. ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ცდილობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხუთჯვრიანი დროშის შემოღების მიღწევას; 2003-2004 წლებში იგი იყო სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დროშა.
საერთაშორისო საზოგადოება, ისევე, როგორც ქართველი ხალხი დიდ იმედს ამყარებდა „ვარდების რევოლუციის“ გმირებზე, რომ ისინი ახალ იმპულსს შე- იტანდნენ დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესში. ამ მხრივ, საინტერესოა მო- სახლეობის ნდობის შედარება სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, „ვარდების რევო- ლუციის“ დაწყებამდე და მის შემდეგ (იხ. ცხრილი 9). ყველა ინსტიტუტი ერთბაშად იძენს მაღალ რეიტინგს, რაც მათ მიმართ ნდობის ზრდას ნიშნავს. ამის ახსნა ამგვარად შეიძლება, 2003 წლის მონაცემები შევარდნაძის მმართველობის დროს მი- უთითებდა მოსახლეობის უნდობლობასა და უიმედობაზე, ხოლო 2004 წლის მონა- ცემები, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ასახავენ ოპტიმიზმსა და იმედს ახალი ელიტის მიმართ.
სააკაშვილის დროს ახალმა მთავრობამ შეძლო წარმატების მიღწევა. კერძოდ, ეს ეხებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სახელმწიფო შემოსავლების გაზრდას
78 ციტირებულია RIA Novosti-ის მიხედვით, იხ. http://eng.kavkaz-uzel.ru/newstext/engnews/id/627374.html [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის ივლისში].
და სახელმწიფო ადმინისტრაციის ეფექტურობის ზრდას. მაკროეკონომიკური მონა- ცემებიც გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, სიღარიბე და უმუშევრობა კვლავ მაღა- ლი იყო79. ცხრილი 10 ასევე გვიჩვენებს საარჩევნო პროცესის შეფასების გაუმჯო- ბესებას სააკაშვილის მთვრობაში მოსვლის შემდეგ.
მისი წინამორბედისგან განსხვავებით, სააკაშვილის მთავრობამ მოახერხა რე- ლიგიური ძალადობის მოსპობა, რასაც მკალავიშვილი და მისი ზოგიერთი მიმდევარი ეწეოდა. 2004 წლის მარტში პოლიციამ იგი დიდი ძალისხმევის შემდეგ დააპატიმრა ეკლესიაში, სადაც თავის მიმდევრებთან ერთად იმყოფებოდა80. 2005 წლის ივლისში იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა რეგისტრაციები რელიგიური ჯგუფე- ბისთვის. მათ მიეცათ უფლება, დარეგისტირებულიყვნენ ასოციაციებად ან ფონ- დებად, მაგრამ არა დამოუკიდებელ რელიგიურ თემებად81. თუმცა ეს მათ არ ანი- ჭებდა საგადასახადო პრივილეგიებს და არც სახელმწიფო სუბსიდირებას და მედიას- თან წვდომას უზრუნველყოფდა. სახელმწიფოს მხრიდან მათ ეძლეოდათ მხოლოდ ორგანიზაციებად აღიარება. ახალი მთავრობა ცდილობდა შევარდნაძის მმართვე- ლობის ბოლო წლებში შემოღებული შეზღუდვების როგორმე შემსუბუქებას82.
მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური პლურალიზმის მწვავე თემა როგორღაც განიმუხტა, იგი კვლავ დაპირისპირების საგნად რჩებოდა ქართულ საზოგადო-
79 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით, 2008 წელს საქარ- თველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი (მშპ) იყო 3,880 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლე- ზე; Nodia, Nations in Transit 2008: Georgia, (2008). შედარებისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2003 წელს იყო 2,664 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი); Nodia, Nations in Transit 2003: Georgia, (2003). ამასობაში, მსოფლიო ბანკისა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის „ბიზნესის კეთების“ ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების 25-ეულშია; ესენი არიან ქვეყ- ნები, რომლებიც თავიანთი კანონმდებლობის საფუძველზე კომპანიებს უადვილებენ ბიზნეს- ის წარმოებას; Doing Business 2008, (2008).
80 იგი ადრე შეხვდა თავის მიმდევრებს და ახალი მთავრობა დაადანაშაულა რელიგიური სექ- ტების მხარდაჭერის გზით მართლმადიდებლური ქრისტიანობის განადგურების მცდელო- ბაში და საქართველოს ჯორჯ სოროსის მიერ მართულ აშშ – ს ერთ-ერთ შტატად გადაქცე- ვაში. ეს ბრალდება ეფუძნებოდა სააკაშვილის მთავრობის მჭიდრო კავშირებს შეერთებულ შტატებთან.
81 მეშვიდე დღის ადვენტისტებმა და იესო ქრისტეს უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიამ მიიღო ორგანიზაციად დარეგისტრირების უფლება. 2005 წლის განმავლობაში მთავრობამ თორმეტი ორგანიზაცია დაარეგისტრირა. International Religious Freedom Report 2007 – Georgia, (2007).
82 2002 წლის აპრილში შევარდნაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეადარა ტერორისტულ საქმიანობას და მოითხოვა ამ ინსტიტუტების უფრო მეტი ფინანსური კონ- ტროლი, რომლებიც ძირითადად გარე დონორების მიერ ფინანსდებოდა. 2003 წლის თებერ- ვალში, უშიშროების სამინისტრომ გამოაქვეყნა კანონპროექტი „ექსტრემისტული ორგანიზა- ციების მიერ კონტროლირებადი უცხოური ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერების, ლიკვი- დაციისა და აკრძალვის შესახებ“, მაგრამ უკან წაიღო იგი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების პროტესტის შემდეგ. 2003 წლის მარტში, ფინანსთა სამინისტრომ გასცა გან- კარგულება სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა შემოწირულობის კონტროლის ქვეშ აყვანის შესახებ. სამი თვის შემდეგ, ეს განკარგულება გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ. იხ. Piano, Georgia – Countries at the Crossroads 2004, (2004), 5f.
ებაში83. რელიგიური უმცირესობები იზღუდებიან თავიანთი მრწამსის გამოხატვაში. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სალოცავი ადგილების მშენებლობა სამართლებ- რივად არ იზღუდება, ადგილობრივი თემები ამას ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ, რასაც მთავრობა ვერ, ან არ ეწინააღმდეგება84. საგანმანათლებლო რეფორმა ამის მაგალითია. განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი სასწავლო პროგ- რამების მიუხედავად, რომელიც სხვადასხვა რელიგიური თემის შესახებ ცოდნის მიწოდებას არეგულირებს „რელიგიის ისტორიის“ საგნის ფარგლებში, ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოება ძირითადად ცალმხრივად ისწავლებოდა. საგანი ძირითადად ითვალისწინებდა ღვთისმსახურების სახვადასხვა რიტუალზე დაკვირვებას85.
დიაგრამა 1. ტოლერანტობა ქართულ საზოგადოებაში (2003 წლის მაისი)
წყარო: Georgian National Voter Study (May 2003), 54, 56-58, [ივლისის მონაცემები
2008]
83 Nodia und Scholtbach, The Political Landscape of Georgia – Political Parties: Achievements, Challenges and Prospects, (2007), 72. იხ. აგრეთვე 58-ე სქოლიოში მოყვანილი გამოკითხვა. 84 Nodia, Nations in Transit 2007: Georgia, (2007), 246.
85 ამი შესახებ იხ. ქართველი ფილოლოგის კომენტარები, რომელიც ასევე ჟურნალისტად მუშაობდა გაზეთ „24 საათში“ და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში სამოქალაქო უფლებების საკითხებზე. ცინცაძე, დახურული და დაუხურავი საქმეები, (2006).
„ვარდების რევოლუციით“ დამოუკიდებელ საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მას შემდეგ, რაც პირველი პრეზიდენტი გამსახურდია ძალადობრივი გადატრიალების შედეგად თანამდებობას ჩამოაშორეს. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ეს ცვლილება არ მომხდარა დემოკრატიული არ- ჩევნების გზით, რადგან არჩევნების მასობრივად გაყალბების შემდეგ საზოგადო- ებრივი პროტესტის შედეგად შევარდნაძე იძულებული გახდა გადამდგარიყო. ისევე, როგორც შევარდნაძესა და მის პარტიას ალტერნატივა არ ჰყავდა 1992 წლის ოქ- ტომბერსა და 1995 წლის ნოემბერში, არც სააკაშვილსა და მის პარტიას ჰყავდა ალ- ტერნატივა 2004 წლის იანვარში. საერთო ჯამში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რეფორმების გარკვეული წარმატების მიუხედავად, შეუძლებელია საუბარი ქვეყნის კონსოლიდაციის პროცესის გადამწყვეტ პოზიტიურ ცვლილებაზე (იხ. აგრეთვე ცხრილი 10)86. პირიქით, სააკაშვილის მთავრობამ, რომელსაც სურდა შეეცვალა არა- ეფექტური, პოსტსაბჭოთა ადმინისტრაციული სტრუქტურები, ეკონომიკის სტიმუ- ლირება, სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგ- რაცია და მისი დიდი მეზობელი რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ავტორი- ტარული სახე მიიღო87. პატარა, ერთმანეთის თანამოაზრე, ახალგაზრდულმა ელი- ტამ პრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა და სულ უფრო და უფრო ვერ იტანდა წინააღმდეგობასა და კრიტიკას. იმის ნაცვლად, რომ შეექმნა დაბალანსებული პოლიტიკური ინსტიტუტები, რაც პროცედურულ ლეგიტიმურობასა და პოლიტიკურ ბალანსს უზრუნველყოფს, სააკაშვილმა ყურად- ღება გაამახვილა თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაფართოებაზე. 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებამ გააფართოვა საპრეზიდენტო უფ- ლებამოსილებები და შეასუსტა პარლამენტის უფლებამოსილება, სადაც უკვე აღარ არსებობდნენ გავლენიანი ოპოზიციური ძალები. მმართველი პარტიის და სა- მთავრობო ბლოკის უსაზღვრო ძალაუფლება ერთ მთლიანობა იყო საქართველოს პარლამენტთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის შემოდგომაზე პოლი- ტიკური კრიზისის დროს სამთავრობო ბლოკიდან უამრავი პარლამენტარი გადავიდა ოპოზიციაში, პარლამენტის 235 წევრიდან ოპოზიციონერი მხოლოდ 50 იყო88. კვლავ იმძალავრა ნეპოტიზმმა ადმინისტრაციის მაღალ დონეზე. პოლიტიკური ვითარების ანალიტიკოსები აკრიტიკებდნენ იმ ფაქტს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა სასამართლო ხელისუფლებაზე, რაც მისი თანამშრომლების და- ბალი კვალიფიკაციის გამო ძალზედ იოლი იყო, ხოლო ეს ყოველივე, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენდა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროცესების მიმდინარე- ობაზე89.
86 Jawad, Democratic Consolidation in Georgia after the ‚Rose Revolution‘ ?, (2005).
87 Icg, Georgia: Sliding towards Authoritarianism?, (2007).
88 Nodia, Nations in Transit 2008: Georgia, (2008), 238 f.
89 Nodia, Nations in Transit 2007: Georgia, (2007), 244.
დიაგრამა 2. „რელიგიურობა“ ქართულ საზოგადოებაში (2003, 2004, 2007)
წყარო: Georgian National Voter Studies-ის აღწერის შედეგები (2003 წლის მაისი, 2004 წლის ივნისი, 2007 წლის თებერვალი და სექტემბერი).
დამოუკიდებლობისა და დემოკრატიზაციის პროცესის დაწყებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, ზოგადი მდგომარეობა არ არის უფრო მკაფიო და სტაბილური. რუსეთის მიერ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში შესაძლო ჩარევის საბაბით შე- ზღუდულმა სამოქალაქო თავისუფლებებმა გაამძაფრა არსებული შიშები90. პოლი- ტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო კონსტრუქციულად მოკიდებოდა სამოქა- ლაქო საზოგადოების და ოპოზიციის მოთხოვნებსა და კრიტიკას. მოსახლეობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ადგილობრივ, რეგიონულ ან სახემწიფო დონეზე. სახელმწი- ფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენის ნაკლებობა აძლიერებ- და უძლურებისა და გულგრილობის განცდას მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავში- რებით და მოსახლეობას მართლმადიდებელი ეკლესიისკენ უბიძგებდა (იხ. სურათი 7). ყოველივე ეს ქმნიდა იმის საშიშროებას, რომ სააკაშვილი გახდებოდა მყიფე სა- ზოგადოებრივი აზრის მსხვერპლი და თავდაპირველ პოპულარობას დაკარგავდა91. საზოგადოების შეხედულების გაუმჯობესების მიუხედავად, მთავრობას მაინც არ ჰქონდა კარგი იმიჯი. საზოგადოება მიიჩნევდა, რომ მთავრობაში ზრუნავდნენ მხო- ლოდ კარიერასა და პირად სარგებელზე. ამ მხრივ, კვლავაც მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნეოდა გამონაკლისად. ქართველთა უმეტესობა ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებდა (93%). როგორც ინსტიტუტს, მას
90 2007 წლის და 2003 წლის კვლევის შედეგების შედარებისას, 2007 წელს მთლიანობაში 89% რუსეთთან ურთიერთობებს „უარყოფითად“ აფასებს, 71% რუსეთში „უდიდეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეს“ ხედავს და მხოლოდ 22% თვლის რუსეთს „საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად“; Georgian National Voter Study (February 2007); 2003 წელს 60% ხედავდა „საფრთხეს“ რუსეთში და 42% თვლიდა მას „მნიშვნელოვან პარტნიორად"; იქვე.
91 Jawad, Democratic Consolidation in Georgia after the “Rose Revolution”?, (2005), 35.
საზოგადოებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა (მას მოსდევს ჯარი 86% და მე- დია 83%)92. ქართველების ღირებულებათა იერარქიაში იგი მესამე ადგილზე გადი- ოდა ოჯახისა და სამსახურის შემდეგ93.
რადგან ფართო მოსახლეობის ინტერესები პოლიტიკურ სისტემაში ასახვას ვერ პოულობდა, ადამიანები ცდილობდნენ თავი აერიდებინათ სახელმწიფო ორგანოების კონტროლისთვის და მიმართავდნენ არაკანონიერ გზებს საარსებო წყაროს უზრუნ- ველსაყოფად. სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის ნაკლებობა და ხალხის იმედგაცრუება სააკაშვილის მთავრობისადმი დასრულდა 2007 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში მასობრივი პოლიტიკური კრიზით94. ამ დაძაბულ ვითარებაში მართლმა- დიდებლური ეკლესიაც აქტიურად ერეოდა მმართველობის ფორმების შესახებ დისკუსიაში. საპარლამენტო ოპოზიცია კრიზისის პირობებში გაერთიანდა სააკაშ- ვილის წინააღმდეგ (თუმცა 235 დეპუტატიდან მხოლოდ 50 იყო ოპოზიციონერი) და საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა მოითხოვა95. იმავდროულად, პატრიარქმა ილია მეორემ 2007 წლის 7 ოქტომბერს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს განაცხადა, რომ უკვე დრო იყო, დაფიქრებუ- ლიყვნენ კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებაზე. 1801 წელს რუსეთის იმ- პერიის ანექსიის შემდეგ ბაგრატიონების დინასტიის გაუქმებიდან მოყოლებული ქართველი ხალხი ოცნებობდა მის აღდგენაზე. არა „სხვა სახელმწიფოებს“, არამედ
„ქართველ ხალხს და საქართველოში მცხოვრებს მოსახლეობას“ უნდა აერჩია მმართველობის სისტემა96. ეს უჩვეულოდ ღია ჩარევა პოლიტიკაში შეიძლება გა- გებულ იქნეს, როგორც სააკაშვილის მთავრობის კრიტიკა.
პოლიტიკური კრიზისის გამწვავებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის რე- იტინგის საზოგადოებაში ამაღლების ფონზე, პრეზიდენტი სააკაშვილი განსაკუთრე- ბით ცდილობდა ეკლესიასთან დაახლოებას. 2007 წლის 13 ოქტომბერს, კონს-
92 იხილე სლაიდები 6 და 67 Georgian National Voter Survey-ში (21. 08. – 10. 09. 2007) [ბოლოს
შემოწმებულ იქნა 13. 1. 2008].
93 ეს კვლევა ჩატარდა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ ჯორჯ სოროსის დაფინანსებით, OSGF, ქართული საზოგადოების ღირებულებები, (2006).
94 ამის მიზეზი გახდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პოპულისტ-ნაციონალისტი პოლიტი- კოსის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება. მან მანამდე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნ- დება საკუთარ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, დაადანაშაულა სააკაშვილი ნეპოტიზმში და ასევე საჯაროდ ეჭვქვეშ დააყენა პრემიერ-მინისტრ ჟვანიას იდუმალი გარდაცვალების ოფი- ციალური ვერსია 2005 წლის იანვარში. შემდეგ მას ბრალი დასდეს გამოძალვაში, ფულის გათეთრებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. იგი გაათა- ვისუფლეს და ეროვნული ტელევიზიით დანაშაულის აღიარების შემდეგ ქვეყნიდან გაქცევის საშუალება მისცეს. დაქუცმაცებულმა ოპოზიციამ, რომელიც გაერთიანებული იყო მხოლოდ სააკაშვილის და მისი უკონტროლო ძალაუფლების წინააღმდეგ, ახლა საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო რესპუბლიკაში გადასვლა მოითხოვა. იხ. Halbach, Die Krise in Georgien: Das Ende der „Rosenrevolution“ ?, (2007).
95 ამასთან, 2008 წლის იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ პირველად მიიღო ხმების თითქმის 25%.
96 იხ. http://www.civil.ge/eng/article.php?id=15973 [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის 1
მარტს].
ტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-ის ვიზიტის დროს97, მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მომავალი განახლებისა და გაერთია- ნების გზაზე „მანათობელ შუქურად“ და „მამოძრავებელ ძალად“ გამოაცხადა. გან- საკუთრებით შეაქო კათოლიკოს-პატრიარქი: „მისი ხელმძღვანელობით მართლმადი- დებელმა ეკლესიამ შეიძინა ძალზე მნიშვნელოვანი როლი“. 14 ოქტომბერს სვე- ტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ილია მეორისა და ბართლომე I-ის მიერ ერთობ- ლივად აღვლენილ წირვაზე იმყოფებოდა თავად პრეზიდენტი რამდენიმე მაღალჩი- ნოსანთან ერთად. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ და- მტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო მხარდაჭერა გაორმაგდა, რამაც 9.5 მილიონი ლარი შე- ადგინა, რაც მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის 0.2% იყო, ხოლო სხვა რელიგიური თემები კვლავ უგულებელყოფილნი დარჩნენ98. გარდა ამისა, მრავალი ახალი ეკლე- სიის მშენებლობა ასევე ფინანსდებოდა კერძო შემოწირულობებით. მართლმადი- დებლურ ეკლესიაში დღეს დასაქმებულია 1000-ზე მეტი სასულიერო პირი, 800-მდე ეკლესიასა და 35 ეპარქიაში99.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გადადგა 2007 წლის ნოემბერში დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, რამაც საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია100, 2008 წლის 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს, პატრიარქმა ილია მეორემ ამომრჩეველს მო- უწოდა აერჩიათ პრეზიდენტი, ვინც „პატივს სცემდა რელიგიასა და წმინდა ადგი- ლებს“101. 2008 წლის იანვარში ხელმეორედ არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის და- დების შემდეგ, ქუთაისში ბაგრატის ტაძარში გაიმართა სასულიერო ინაუგურაცია, ისევე, როგორც ეს მოხდა ოთხი წლით ადრე. სააკაშვილმა აღუთქვა, რომ ტაძარი მის მეორე ვადაში აღდგებოდა. 2007 წლის შემოდგომაზე პოლიტიკური კრიზისის დროს და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ (2008 წლის იანვარი) სააკაშვილის ქმედებებში, ისევე, როგორც, კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებებში იკვეთებოდა, რომ მართლ- მადიდებელი ეკლესია მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ფაქტორად რჩებოდა.
97 კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I ითვლება მსოფლიოში მართლ- მადიდებლური ქრისტიანობის სულიერ ლიდერად, მაგრამ მას არ აქვს პირდაპირი იურის- დიქცია სხვა პატრიარქებზე ან ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე. იხ. http://www.civil.ge/eng/article.php?id=16020 [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის 1 მარტს].
98 იხ. http://www.civil.ge/eng/article.php?id=16708 [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის 1
მარტს].
99 Survey des International Republican Institutes (IRI) vom Juni 2005, zitiert nach Areshidze, Democracy and Autocracy in Eurasia: Georgia in Transition, (2007), 292; Jiqashvili, mravaljamier, tkveni sitsotskhle ! [Auf Euer langes Leben !], (2007), 22 – 23.
100იხ.http://www.crisisgroup.org/en/regions/europe/caucasus/georgia/189-georgia-
slidingtowards-authoritarianism.aspx [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის 15 მარტს].; იხ. http://www.hrw.org/en/reports/ 2007/12/19/crossing-line [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის 15 მარტს].
101 იხ. http://www.civil.ge/eng_/article.php?id=16751 [ბოლოს შემოწმებულ იქნა 2008 წლის 1
მარტს].
9. დასკვნა
საქართველოსთვის დემოკრატიზაციის პროცესი უკიდურესად რთული აღმოჩნ- და, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას მმართველობის დემოკრატიული ფორ- მების გამოცდილება არ გააჩნია. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 15 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ ერის და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა; პოლიტიკური ინსტიტუტები არ არიან სტაბილური, ადმი- ნისტრაცია კვლავ ავლენს სისუსტეს ეფექტურობის თვალსაზრისით, არსებობს სი- ღარიბე, უმუშევრობა და სოციალური უთანასწორობა, პოლიტიკური პარტიები სუს- ტები არიან და როგორც წესი, ლიდერის მხარდაჭერას უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე პროგრამების შემუშავებას. სამოქალაქო ორგანიზაციების უმეტესობასაც არ აქვს საკმარისი კავშირი მოსახლეობასთან, რათა ეფექტური შუამავლის ფუქცია შე- ასრულოს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის102. ამ სიტუაციაში, დემოკრატი- ზაციის პროცესი არ ყოფილა მუდამ წრფივი, არამედ მას თან ახლდა მრავალი უკან- გადადგმული ნაბიჯი და პოლიტიკური კრიზისი. საქართველოს სახელმწიფოს სი- სუსტე და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეების ნდობის ნაკლებობა განსაკუთრებულ წიააღმდეგობას უქმნის დემოკრატიზაციის პროცესს, თუ გავითვა- ლისწინებთ ტრანსფორმაციის პერიოდის კვლევის დროს გამოთქმულ აქსიომას, რომ სუვერენული სახელმწიფო დემოკრატიის ფუნქციონირების წინაპირობაა103. წინა- მდებარე ნაშროში არ ვამტკიცებთ, რომ საქართველოში დემოკრატიზაციის პრო- ცესი წარმატებული არ არის, არამედ იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ ახერხებენ შეასრულონ მათი მთავარი ამოცანები, ერთი მხრივ და ხაზს ვუსვამთ მოსახლეობის დაბალ ნდობას ამ ინსტიტუტების მიმართ, მეორე მხრივ, რაც საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილია და უზარმაზარი დაბრკოლება ტრანსფორმაციის პროცესში. ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს მოპოვებული, თუ ისინი დაიცავენ კანონის უზენაესობას და შეძლებენ მოქალაქეთა სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამასთან, საქართველოს მართლ- მადიდებელი ეკლესია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში მნიშვნელოვან სოციალურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, ნდობის მაღალი დონით სარგებლობს 1990- იანი წლებიდან.
მართლმადიდებლური ქრისტიანობა საბჭოთა პერიოდში ეროვნული იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლად იქცა და აშკარა აქტუალობა მოიპოვა ყ- ოველდღიურ ცხოვრებაში. საბჭოთა მთავრობასთან თანამშრომლობის გამო საქარ- თველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც სოციალურმა ინსტიტუტმა, დაკარგა თავისი მნიშვნელობა, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხა- დების შემდეგ მისდამი მოსახლეობის ნდობა გაიზარდა და იგი იქცა რელიგიური იდენტობის განმსაზღვრელად და ქართველი ერის ერთიანობის განსახიერებად. სწო- რედ ამგვარად მოირგო ეკლესიამ ქართულ საზოგადოებაში „ავტორიტეტული ინს-
102 Jawad, Democratic Consolidation in Georgia after the ‘Rose Revolution’?, (2005), 33 f.
103 Linz and Stepan, Problems of Democratic Transition and Consolidation: Southern Europe, South America, and Post-Communist Europe, (1996), 17.
ტიტუტის“ როლი, 70 წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ104. შესაბამისად, მას შეუძლია განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე და მნიშვნელო- ვანი როლი შეასრულოს პოლიტიკურ ცვლილებებსა და დემოკრატიული კონსოლი- დაციის პროცესში. იმავდროულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სა- ზოგადოებაში იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საქართველოში დემო- კრატიის წარმატებული კონსოლიდაცია მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილე- ობის გარეშე წარმატებული ვერ იქნება.
დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში მართლმადი- დებელმა ეკლესიამ კონსტრუქციული როლი ვერ შეასრულა. იმის ნაცვლად, რომ არეულობის პერიოდში საკუთარი პოტენციალი ქართული საზოგადოების სასარ- გებლოდ გამოიყენებინა, მან ხელი შეუწყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მწვავე კონფლიქტების ეთნიკური ნიშნით განვითარებას, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ოსების, ასევე აფხაზების ნახევარი მართლმადიდებელია. შევარდნაძის მთავრობისა და მართლმადიდებელი სასულიე- რო პირების მხრიდან „არატრადიციული“ რელიგიური თემების დისკრიმინაციამ და დევნამ იდეოლოგიისა და რელიგიის საშიში აღრევა გამოიწვია ისეთ მრავალე- თნიკურ და მრავალ რელიგიურ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობის დროს დასრულდა რელიგიური ძალადობა, მოსახლეობა კვლავ ფიქრობს, რომ რელიგიური უმცირესობების მიმართ შემწყნა- რებლური პოლიტიკა ქვეყანას უცხოური გავლენის ქვეშ მოქცევის საშოშროებას უქმნის. დაბალი დონის განათლების მქონე სასულიერო პირებს უჭირავთ მკაცრად
„ანტიდასავლური“ და „ანტიეკუმენური“ პოზიციები, ხოლო საპატრიარქო ცდილობს განხეთქილების თავიდან აცილებას. აქტიური, პლურალისტური სამოქალაქო სა- ზოგადოების მხარდაჭერა, ასევე რელიგიური უმცირესობების თავისუფლება არის დემოკრატიული კონსოლიდაციის წარმატების ფაქტორი, მაგრამ მას ხელს უშლის
„ტრადიციონალისტების“ რადიკალური ფრთა, რომელიც საეკლესიო იერარქიაში მძლავრობს.
ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი როლის გამო, არაპოპულარულობისა და ლეგიტიმურობის დაკარგვის ფონზე, შევარდნაძე იძულებული იყო, დაახლოებოდა ეკლესიას, რათა თავიდან აეცილებინა ძალა- უფლების სრული დაკარგვა, რაზეც მასსა და პატრიარქს შორის დადებული კონკორ- დატი მიუთითებს. ანალოგიური მოვლენა განმეორდა სააკაშვილთან მიმართებითაც. მან ვერ შეძლო ან არ სურდა კონსტრუქციულად გამკლავებოდა ოპოზიციას და მის კრიტიკას, არ იყო კომპრომისული და სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის დროს. პარლამენტისა და სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლი- ერების ნაცვლად, იგი ზრუნავდა საკუთარი საპრეზიდენტო უფლებამოსილების გა- ფართოებაზე, რამაც იგი თავისი წინამორბედების მსგავსად არასტაბილურ საზო- გადოებრივ განწყობაზე დამოკიდებული გახადა. ხელისუფლების ავტორიტარულმა
104 იხ. საპატრიარქოს ვებგვერდი http://www.patriarchate.ge/?action=home [ბოლოს შემოწმე- ბულ იქნა 2009 წლის მაისში].
სტილმა და დემოკრატიული კონსოლიდაციის არარსებობამ105, გამოიწვია მისი პოპულარობის დაცემა და პოლიტიკური კრიზისი, რომლის კომპენსაციაც მან მართ- ლმადიდებელ ეკლესიასთან სიახლოვის დემონსტრირებით სცადა.
ეკლესიაში გაბატონებული თეოლოგიური დოგმატიზმის გათვალისწინებით, მართლმადიდებლური ეკლესიის მონაწილეობა საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების და დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესში, შე- უძლებელი ჩანს. თუმცა, გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის გათვალისწი- ნებით, კონსერვატორულ-რელიგიური იდეების პოლიტიკური დისკურსიდან ჩამოცი- ლება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რელიგიური რიტორიკა, პოპულიზმი და დემაგოგია ძალიან მარტივად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მართლმადიდებელი მორწმუნეების მობილიზებისთვის თბილისის ინტელექტუალური და არასამთავრო- ბო ელიტის, ანუ ე.წ. “mainstream”-ის წინააღმდეგ.
მართლმადიდებელი რელიგიის მართლმადიდებელი მორწმუნეების (ქართველე- ბი, აფხაზები, ოსები და ა.შ.) და ზოგადად, საქართველოში მცხოვრები ყველა ქრის- ტიანის ინტეგრაციის ფაქტორად გამოყენების პოტენციალი ჯერჯერობით არ არის სათანადოდ შეფასებული და გამოყენებული. პირიქით, ეკლესია ცდილობს მართლ- მადიდებლური სარწმუნოების ექსკლუზიური, ეთნიკური ნიშნით ინტერპრეტაციას. ამგვარი პოზიციის და ზოგადად, აფხაზების და ოსების მიერ ქართველების მიმართ ნდობის დაკარგვის გამო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია მხარდაჭერა კონფლიქტურ რეგიონებში. ამიტომაც, აფხაზი და ოსი მართლმადი- დებელი ქრისტიანები რუსეთისკენ არიან ორიენტირებულნი. საქართველოს მო- სახლეობის უმრავლესობის ნდობა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ შეიძლება საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის რეალური საშუალება გახდეს. მომ- დევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გადაწყდება, თუ რა გზას აირჩევს საქართვე- ლო, იქნება ეს დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზა, სადაც დაცულია სამოქალაქო უფლებები, მათ შორის, რწმენის თავისუფლება და რელიგიური თანასწორობის პრინციპები, თუ ავტორიტარულ და კორუმპირებული მმართველობის ფორმას, რომელიც ეკლესიის ავტორიტეტს გამოიყენებს საკუთარი მიზნებისა და ინტერესებისათვის და გახდება მისი მოკავშირე ძალაუფლებისა და გავლენის შესანარჩუნებლად; და რა როლს ითამაშებს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველივე ამაში? როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, საქართველოსა და ქართველებს დიდი გამოწვევები ელით წინ.
105 ტერმინი „კონსოლიდაცია“ იხილეთ ამავე ანთოლოგიის შესავალში.