თეოლოგია, როგორც ეკლესიის კრიტიკული ავტორიტეტი
მართლმადიდებლური თვალსაზრისით
I
თავისთავად ცხადია, რომ არავის შეუძლია ზემოხსენებული თემის შესწავლა თუ, პირველ რიგში, სიზუსტით არ განსაზღვრავს ეკლესიის არსსა და
სტრუქტურას მართლმადიდებლური თვალსაზრისის მიხედვით. მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის მართლმადიდებლური აკადემიური თეოლოგიის დოგმატური სახელმძღვანელოები, როგორც ჩანს, დასავლური თეოლოგიის
სქოლასტიკურ სახელმძღვანელოებს ეყრდნობა. ამის გამო, ეკლესიის განსაზღვრებაში განსაკუთრებით მის ინსტიტუციურ და გარეგნულ როლს გამოარჩევენ. ეკლესია არის საღვთო სამკვიდრებელი, სადაც მისი მთავარი
სტრუქრტურა, ორგანოთა ერთ უწყვეტ ჯაჭვზე ძალაუფლების
გადაცემა და მემკვიდრეობაა, რომლებიც მოციქულები და ეპისკოპოსები არიან, როგორც ეკლესიის დამაარსებლის-იესო ქრისტეს პირდაპირი
მემკვიდრეები. ეს წყობა, მიუხედავად იმისა, რომ სწორია, მხოლოდ ცალკეულ რეალობას უსვამს ხაზს და გარეგნული კრიტერიუმებით შემოზღუდავს სინამდვილეს. ზემოხსენებული მოსაზრების მქონე თეოლოგი
ავტორები მცდარად ირწმუნებიან, რომ აღმოსავლეთის ეკლესიის მართმადიდებელი მამები ეკლესიოლოგიით არ იყვნენ დაკავებულები. სინამდვილე ის არის, რომ მამები არ იზიარებდნენ თანამედროვე დოგმატოლოგების ასეთ
ფრაგმენტულ ეკლესიოლოგიას.
ეკლესიის ისტორიული ფაქტებით მცხოვრებმა მართლმადიდებელმა მამებმა, (რომლებიც მათ ბიბლიური ფაქტების გაგრძელებად მიაჩნდათ), ეკლესია შესაქმეს საზღვრებში განალაგეს. რაც ეხება შესაქმეს, ეხება ეკლესიასაც. ამიტომ, სწავლება ეკლესიის შესახებ არის კოსმოლოგიასა და სოტერიოლოგიაში.
არც კოსმოლოგია და არც სოტერიოლოგია წმინდა სამებისა და ქრისტეს შესახებ საწავლების მიღმა არ უნდა იქნას გაგებული.
არარსიდან სამყაროს შექმნა-რაც ნიშნავს, რომ სამყაროს შექმნა არ არის საღმრთო არსიდან, არამედ ხორციელდება საღმრთო ნებელობითი მოქმედებით, ეკლესიის პირველსაწყისებს ადგენს,რ ოგორც გონიერ და ლოგიკურ არსებათა თანაზიარებას, რომლებიც დაჯილდოებულები არიან მიმღებლობით, მადლისმიერად მიიღონ მონაწილეობა სამპიროვანი ღმერთის ზიარებაში. ეკლესიის ეს ზიარება, როგორც ამას აჩვენებს ბიბლიური და სხვა ისტორიული ფაქტები, საერთოდ არ წარმოადგენს აბსტრაქტულ იდეურ განზომილებას. საპირისპიროდ, საქმე ეხება ზიარებას, რომელიც მგრძნობელობითი და გონებრივი ელემენტის ორგანული გაერთიანებით მიმდინარეობს და სრულდება დრამატულ ისტორიულ პირობებში. შესაბამისად, სამპიროვანი ღმერთის გამოცხადება სხვაგან არსად ხდება, არამედ მხოლოდ სამყაროსა და ისტორიაში. ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესია არასდროს ყოფს ბუნებრივი და ზებუნებრივი გამოცხადების ორგანულ კავშირს. მთელ სამყაროსა და ისტორიულ მოვლენებში მარადიული საღვთო ნებელობის არსებათა მიზეზები აისახება, როგორც ამას საუკეთესოდ წარმოადგენენ დიონისე არეოპაგელი და მაქსიმე აღმსარებელი.[2]
მართლმადიდებელი მამები ასწავლიან, რომ ერთ ურღვევ ერთობაში არის ორი რამ: 1) უქმნელი (რომელიც არის სამპიროვანი ღმერთი) და 2)
ქმნილი (რომელიც არის მთელი შესაქმე), როგორც ბასილი დიდი აყალიბებს ამ აზრს მისთვის დამახასიათებელი გზით[3]. ქმნილი, როგორც არარსიდან მომდინარე, იძულებით დამოკიდებულია უქმნელზე,
სხვაგვარად არ შეიძლება არსებობდეს ან ჰქონდეს ამ არსებობის პროგრესული მსვლელობა.მარადიული საღვთო სრულყოფილებისაკენ მოძრავი სამყარო აქტიურად ვითარდება და განსრულდება, როგორც ამას ბრწყინვალედ
აყალიბებს გრიგოლ ნოსელი. რთული არ არის იმის გაგება, რომ საპირისიპირო, არასტაბილური მოძრაობა არის გადახვევა ბუნებითი განვითარებისგან და მიზეზი ხრწნილებისა, გაუცხოებისა და, აქედან გამომდინარე,
შესაქმე მიზნის გაუქმებისაკენ წარემართება, რომელსაც ეკლესია სრულყოფისათვის ანხორციელებს, როგორც გონიერ არსებათა თანაზიარება მთელ სამყაროში და, პირველყოვლისა, დრამატულ ისტორიულ მსვლელობაში.
მხოლოდ ამგვარად შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა მიზეზით ეწოდება ეკლესიას ქრისტეს, ანუ განხორციელებული სიტყვის სხეული და მხოლოდ ამგვარად ვგებულობთ ეკლესიის სამყაროსეულ და საყოველთაო ხასიათს.
როდესაც ვინმე საუბროს სწავლებისა და თეოლოგიის შესახებ ეკლესიაში, საჭიროა დაზუსტდეს მისი არსი, სტრუქტურა და დანიშნულება, როგორც ამას წარმოგვიდგენენ მართლმადიდებელი მამები. ამ
შემთხვევაში, ცხადია, რომ ეკლესია, როგორც ხალხისა და იერარქიის ერთობა, დრამატულად და დინამიkურად არსებობს ბუნებრივ და ისტორიულ განზომილებაში. ეკლესია არასდროს არ უნდა იქნას გაგებული როგორც იერარქიული ძალაუფლების სტრუქტურა, არამედ-როგორც ხალხი. აქ
მნიშვნელოვანია ორი მთავარი ფაქტორი: 1) ღვთის მყოფობა ქმნილ სამყაროსა და ისტორიაში საღმრთო საიდუმლოთა მიერ, მუდმივად განგვიცხადებს ამ დაცემულ ისტორიაში დავანებულ ღვთის გარდმაქმნელ მადლს და
2) სამყარო მონაწილეობს უქმნელ სამპიროვნული ზიარების ენერგიებში ,,არსებობისა’’ და ,,კეთილად არსებობის’’ შენარჩუნებით.
ამგვარად, ერთი მხრივ, ღმერთი შეიწყნარებს სამყაროს, ხოლო, მეორე მხრივ,სამყარო საღვთო უქმნელ ენერგიებში მონაწილეობით განსრულდება დრამატულად და დინამიკურად. ეს იმას
ნიშნავს, რომ მართლმადიდებლური თეოლოგია ასეთი ეკლესიოლოგიის წარმოჩენით არასოდეს ყოფს ერთმანეთისგან ბუნებრივსა და ზებუნებრივს, ფიზიკურსა და სულიერს, მგრძნობელობითსა და გონებრივს, ისტორიულსა და
მარადიულს, ხილულსა და უხილავს. ამიტომ, ეკლესია სიტყვითა და საიდუმლოებებით იხსნის მატერიას, ადამიანის სხეულსა და სულს. ასე ნარჩუნდება ადამიანის ეგზისტენციალური ერთობა, რომლითაც აზრი, გონება, გული,
ნება, თეორია, საქმე, სული-სხეული რაღაც ერთიანს წარმოადგენენ. ეს ეგზისტენციალური ერთობა, რომელსაც, პირველ რიგში, ძველი ბერძნული ფილოსოფია იზიარებდა, პირველად შუა საუკუნეების სქოლასტიციზმმა,შ
ემდეგში კი დასავლეთის კულტურის ფილოსოფიურმა თეორიებმა დაარღვიეს. სწორედ ამიტომ, დასავლეთში არსებულ ფილოსოფიურ მიმდინარეობათაგან თითოეულს თავისი არსებობის ფუნქციაში მონოპოლია გააჩნია, როგორებიცაა,
მაგალითად რაციონალიზმი, ემპირიზმი, ვოლუნტარიზმი, რომანტიზმი, აბსურდი და სხვ. მართლმადიდებელი ეკლესია სამყაროს, ისტორიასა და ადამიანს ერთ მთლიანობაში ხედავს, სადაც მახასიათებელ თვისებათა
დახარისხებაა (როგორც, მაგალითად მატერიალური და სულიერი) და არა წინააღმდეგობები. მთავარი სხვაობა არის სხვაობა დაუსაბამოსა და დასაბამს შორის. დასაბამს, მისი,პირდაპირი აუცილებლობით, განვითარებისა და
განსრულებისათვის, დაუსაბამო ესაჭიროება-იგი უნდა მონაწილეობდეს მასში. მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით, ეკლესიის როლი, პირველყოვლისა, არ მდგომარეობს ისტორიის განვითარებასა და რელიგიური,
საზოგადოებრივი თუ ეთიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, არამედ სამყაროში ღვთის მყოფობის საიდუმლოებათა აღსრულებაში, სამყაროს გარდაქმნისა და გაბრწყინებისათვის საღვთო დიდების ნათელში. ჯერ ეს
დიდება შემოდის და შემდეგ სრულდება თანაზიარობა, საზოგადოებრივი ინსტიტუტები და ხალხის ქარიზმატული ხელმძღვანელობა იერარქიის მეშვეობით. არანაირი გზით არ ხდება საპირისპირო, რადგან, წინააღმდეგ
შემთხვევაში, ბუნებრივ და ზებუნებრივ ელემენტთა გახლეჩა მოხდებოდა, ან ამ გახლეჩით გაქრებოდა ზებუნებრივი და ბუნებრივი დაიკავებდა მის ,,ავტონომიას’’.
II
მართლმადიდებელი ეკლესიის კოსმოლოგიის თანახმად, შესაძლებელია საეკლესიო ცხოვრებისა და თეოლოგიური აზროვნების, როგორც კრიტიკული ავტორიტეტის, სწორი შეფასება, რომელიც ეფუძნება ეკლესიას. პირველყოვლისა,
ეკლესიას გააჩნია იგივე საზღვრები, რაც აქვს სამყაროსა და, რა თქმა უნდა, ისტორიას. თუმცა, ეკლესია როგორც ლოგიკურ არსებათა თანაზიარება, სხვა სიტყვებით-როგორც ხალხის თანაზიარება, განსაზღვრულ და
კონკრეტულ ისტორიულ მოცემულობებში ნათლად და ინტენსიურად აღასრულებს სამყაროში ღვთის მყოფობის საიდუმლოებას. ეს მოხდა ისრაელის ისტორიაში, სადაც უხორცო სიტყვა მიუძღვებოდა პატრიარქებს, მსაჯულებსა და
წინასწარმეტყველებს და ეს ხდება სულთმოფენობის ეკლესიაში ხორცშესხმული სიტყვის მყოფობით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს მთელი სამყარო და ისტორია პოტენციური ეკლესიაა, მაშინ, როცა საღვთო
განგებულების ისტორიის მსვლელობაში არსებობს ეკლესიის კონკრეტული მოწყობა, სტრუქტურა და იერარქია.ამგვარად, ამ ეკლესიის ფარგლებს მუდმივად შეუძლიათ გაფართოვდნენ მთელ სამყაროსა და
მთელ ისტორიაში. ისრაელისა და ახლა სულთმოფენობის ეკლესიის ისტორიულ ფაზაში არის საღვთო დიდების თვალსაჩინო და კონკრეტული გამოჩინება, რომელიც მთელი სამყაროს საიდუმლოებას აღასრულებს. აქ უკვე ღმერთი
ხდება, ვიტყოდით, უფრო ხილული და ადამიანის მგრძნობელობითი თვალებითაც შეუძლიათ იგი დაინახონ.[4] ხალხსა და იერარქიას, რომლებიც იმყოფებიან ამ ერთობაში,აქვთ მოვალეობა ,გახდნენ ღმერთის თანამსახურები.
ამ თანამსახურების ფარგლებში ეკლესიის თეოლოგია გაგებული უნდა იქნას როგორც კრიტიკული ავტორიტეტი.
მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ ძირითად მდგომარეობაზე .ერთის მხრივ, ისტორია და ეკლესიის ცხოვრება წარმოადგენენ
ისტორიულ ,,ბიოტოპისსა’’ და სასიცოცხლო სივრცეს, სადაც ვითარდება თეოლოგიური აზროვნება, და, მეორე მხრივ, ეს აზროვნება არის გაცნობიერება და კომენტირება, ვიტყოდით, განმარტება (ანალიზი) ამავე საეკლესიო
ცხოვრების. ამ გზით,თეოლოგია იძლევა ნორმებს (კრიტერიუმებს), რომელია ჭეშმარიტი ცხოვრება და რომელი არა ეკლესიის ხალხის დრამატულ ბრძოლაში ხრწნილების ძალებთა წინააღმდეგ.
გვესმის თუ რა მიზეზითაც არ არის მამათა თეოლოგია მხოლოდ თეორია და სიტყვა, არამედ, ამავდროულად, ცხოვრება და საქმე. არ არის მხოლოდ
განმარტებითი კომენტარების დართვა ნაშრომზე, არამედ,ა მასთანავე, ქარიზმა და ენერგია, რომელიც ყოვლის გარდამქმნელ ნაშრომებს ქმნის.
ამ ადგილზე აუცილებელია მოხდეს ზოგიერთი აზრობრივი დაზუსტებები. ძველ საბერძნეთში მეცნიერებები თეორიისა და საქმის ერთ ურღვევ ერთობაში ჩამოყალიბდნენ. ამის გამო, თანაც მხოლოდ ამ ერთობაში,
სისტემატურად განვითარდა უმაღლესი მათემატიკა. მოგვიანებით, ბიზანტიაში მართლმადიდებელ მამათა თეოლოგია იგივე სამეცნიერო ფაქტებს მიჰყვა. პირველ რიგში, ორგანულად და ფუნქციონალურად დააკავშირა
მეცნიერებები და ფილოსოფია თეოლოგიასთან ისეთი მართებული გზით, რომ მეცნიერებები და ფილოსოფია აუწყებდეს ბუნების საიდუმლოებათა შესახებ, ხოლო თეოლოგია განმარტავდეს ღმერთის საიდუმლოებებს. იმავდროულად,
თეოლოგიამ მხოლოდ სამეცნიერო და ფილოსოფიური ენა მიიღო ზემოთხსენებული განმარტებისათვის. ის, რაც გასაოცარია, ეხება თეორიისა და საქმის ორგანულ შეთავსებას, რომელიც თეოლოგიაში წარმოჩნდა როგორც ემპირია,
საღვთო საიდუმლოებათა ცხოვრება და განმარტება. ამგვარად, თეოლოგიამ, როგორც ემპირიამ და ცხოვრებამ, განვითარების შორეულ საზღვრებს, ღვთის ჭვრეტას მიაღწია.
დღეს დასავლური კულტურის სივრცის უნივერსიტეტებში თეოლოგია ნამდვილი ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერებაა. შესაძლოა, ეკლესიის გამოცდილებასა და ცხოვრებასთან პირდაპირი კავშირის გარეშე მყოფი
დამოუკიდებელი მეცნიერებაც იყოს როგორც ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევა, რომელიც სავსებით მართებულია დღევანდელი მონაცემებით. სხვა მხრივ, არცერთ თეოლოგს ხელს არ უშლის ტრადიცია, რომელსაც სამეცნიერო გზით
იკვლევს, იმავდროულად, იყოს ეკლესიის მორწმუნე წევრი. თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს ეს კველვა, რათა ემსახუროს ეკლესიას.
ამასთან, მართლმადიდებელი სწავლული მამებიც ამგვარად უთავსებდნენ თეორიასა და საქმეს, თუმცა,მათი ეპოქის სამეცნიერო კვლევების ფარგლებში. ასეთი რამ მათთვის გასაგები იყო,რადგან,ყოველ მიზეზ
გარეშე,თეორიისა და საქმის ორგანული კავშირი არსებობდა,როგორც სამეცნიერო,ასევე,საეკლესიო ცხოვრების სივრცეში. ამასთანავე, ამ კავშირში უნდა ვნახოთ ქარიზმათა არნახული მრავალფეროვნება მართლმადიდებლურ
გარემოში. სწავლული მამები საოცარ თანამსახურებაში თანაარსებობენ უბრალო და წერა-კითხვის უცოდინარ აბბა ასკეტებთან. მაგალითად, სწავლულ ათანასე დიდს, რომელიც უმოწყალოდ ებრძვის არიანელებს, მაგალითად
მოჰყავს წერა-კითხვის უცოდინარი ანტონი დიდი. დაწერა მისი ბიოგრაფია,რომელმაც დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთსა და დასავლეთში და შესაძლოა,ამ ბიოგრაფიით აიხსნება ნეტარი ავგუსტინეს მოქცევა
ქრისტიანობაზე. თეორიისა და საქმის, ცოცხალი და სწავლული თეოლოგიის ამ არნახულ ორგანულ კავშირში აიხსნება ურღვევი თანაარსებობა და თანამსახურება მართლმადიდებლობის სწავლული და წერა-კითხვის
უცოდინარი აბბა მამებისა, რადგან სწავლული აუცილებლად ცხოვრობს გაუნათლებლის ცხოვრებისეული გამოცდილებით და თეოლოგიის არსით მცხოვრები გაუნათლებელი თავისუფლად შეესაბამება სწავლულ ღვთისმეტყველს.
მხოლოდ ახალბედა თეოლოგებს,არაკეთილგანწყობილებს თეორიისა და საქმის ,,შიზოფრენული’’ დაყოფისაგან, რომელიც დასავლურ კულტურაში მოხდა, დიალექტიკურ წინააღმდეგობაში შემოჰყავთ სწავლული და
ემპირიული ტრადიცია და პირისპირ მყოფთ განალაგებენ, მაგალითად, ნიკოდიმოს მთაწმინდელსა და კოზმა ეტიოლელს. ამგვარად,თეოლოგია,როგორც ეკლესიის კრიტიკული ავტორიტეტი,ნამდვილად ცუდ გზას
ადგას,რადგანაც,თეოლოგია არ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ როგორც თეორია ან მხოლოდ როგორც საქმე. მაგრამ მართლმადიდებლობის ტრადიცია მის დღევანდელ ცხოვრებაში, აგიოგრაფიულ,პატერიკულ და ლიტურგიკულ
ტექსტებში, ბიზანტიური ხელოვნების უამრავ ძეგლში უნარიანს გვხდის, გადავლახოთ თეორიისა და საქმის შიზოფრენული გახლეჩა. ამასთან,მართლმადიდებლობა ცოცხლობს,რადგან ერთი მთლიანი კულტურაა, არც თეორიაა და
არც იაფასიანი მორალის ქადაგება. ამის გარდა, საერთოდ არ არის შემთხვევითი ფაქტი, რომ ბიზანტიაში თეოლოგიასა და ასკეტურ ცხოვრებას ფილოსოფია ეწოდა. ამ სივრცეში,როგორც ახლა ისტორიული კვლევიდან საბოლოოდ
ცნობილია,ძველი ბერძნული ცივილიზაცია კარდინალურად გარდაიქმნა რაღაც სხვაში, რაც არის მართლმადიდებლობა და სრულად შენარჩუნდა ბიზანტიური კულტურის სივრცეში.
III
თავისი ტრადიციის მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესია უპირობოდ იყენებს თეოლოგიის დღევანდელ ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერებას და,ამავდროულად,თავის ცხოვრებაში ამკვიდრებს მას. მართლმადიდებელი
ეკლესიის ცხოვრება ყოველთვის აჩვენებდა ამ ადაპტაციას. გარდა ამისა,არცერთი მეცნიერება,რაც არ უნდა განცალკევდეს და დაიშალოს,არ შეიძლება გამოყოფილი იყოს რეალობისა და ცხოვრებისაგან.ეს იმის
მსგავსი იქნებოდა გვეთქვა, რომ მედიცინის სფერო,რომელიც ეხება ორსულობასა და მეანობას,შ ეიძლება იყოს დამოუკიდებელი ცხოვრების ამ ფენომენის გარეშე. საზოგადოების ცხოვრებაში ეკლესიას აქვს
ტრადიცია,დადგენილებები(კანონები) და ქარიზმათა წყობა. თეოლოგიური აზროვნება ამ სივრცეში აღმოცენდება როგორც ცხოვრება და მეცნიერება და ამ სივრცეს ემსახურება. მართლმადიდებელი საზოგადოების
ცხოვრებაში,როგორც ამას ნათლად გვეუბნება ტრადიციის ისტორია,არსებობს ერთი სხეული რომელიც არის:-ხალხი, მოციქულები, ეპისკოპოსები, პრესვიტერები,დიაკვნები, წმინდანები. ყველა ესენი, შეკრულნი ერთ
სხეულში,რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში აქვს წარსული, აწმყო და მომავალი, წარმოადგენენ თეოლოგიურ აზროვნებას,როგორც კრიტიკულ ავტორიტეტს ეკლესიის სწორი მსვლელობისათვის.
მართლმადიდებელი საზოგადოებისთვს კრიტიკული ავტორიტეტი არის იგივე ცხოვრება მის ტრადიციაში,რომელიც ისტორიაში გრძელდება. ეს ავტორიტეტი არის,ის რასაც ეწოდება თეოლოგია. თეოლოგია განმარტავს
ცხოვრებას,მეცნიერულად იკვლევს მას და საბოლოოდ მისგან პატივი მიეგება. ისტორიულად მოწმდება,რომ,მიუხედავად იმისა,რომ თეოლოგია გამოიხატება მთელი სხეულისაგან,საბოლოოდ ყავს კონკრეტული
მატარებლები, როგორიცაა : -წინასწარმეტყველები, მოციქულები, ეპისკოპოსები,წმინდანები. თუმცა,არცერთი მათგანი არ შეძლება სხეულისგან განცალკევდეს და წარმოადგენდეს ძალაუფლებლივ ავტორიტეტს. თუ მსგავსი
რამ მოხდებოდა,ეს იქნებოდა მისი დაცემა და სიკვდილი.ამიტომაც,ერთი მსოფლიო კრება არასდროს არ წარმოადგენს გარეგან და ძალაუფლებრივ ავტორიტეტს ეკლესიის სხეულისგან დამოუკიდებლად.არც დოგმებსა და
კანონებს ადგენს,რომლებიც პირველად,როგორც სიახლეები,სავალდებულონი ხდებიან. ნათელს ჰფენს და განმარტავს საზოგადოების ცხოვრებას.სხვა მხრივ,მსოფლიო კრების ჩატარებას,პირველ რიგში,წინ უძღვის
პრობლემები,შემდეგ თეოლოგიური მღელვარება და ბოლოს იქნება მოწვეული კრება.საქმიანობის დასრულების შემდეგ,მას ევალება,გადაწყვეტილებები ხალხს წარუდგინოს.თუ კრების იდენტობა არ შეესაბამება საზოგადოების
ცხოვრებას,მაშინ არ შეიძლება იგი აღიარებული იქნას როგორც მსოფლიო კრება.მსოფლიო კრების მოქმედება განმარტებითია საზოგადოების ცხოვრებისა,როცა ცხოვრება ერესებისგან განადგურების საშიშროებაშია.მსოფლიო
კრება უცდომელია,რადგან მიყვება საზოგადოების უცდომელ ცხოვრებას. არსებულ შემთხვევაში საგულისხმოა აღმოსავლეთის მართლმადიდებელი პატრიარქების პასუხი პაპ პიუს IX-სადმი 1848 წელს: ,,ჩვენში ვერც
პატრიარქებმა და ვერც კრებებმა ვერ შეძლეს შემოეტანათ სიახლეები,რადგან რელიგიის დამცველი ეკლესიის სხეული, იგივე ხალხია’’[5]
IV
მსოფლიო კრება ხალხის გარეშე არ წარმოადგენს გარეგნულ და მთავარ ძალაუფლებას. სამღვდელო ძალაუფლებაზეც იგივე ვრცელდება მართლმადიდებელი ეკლესიის სივრცეში.მღვდლები არ წარმოადგენენ კასტას,რომელსაც
ძალაუფლება უპყრია ხელში,არამედ ქარიზმათა მატარებლებს ეკლესიის ერთი სხეულისთვის. ამიტომ, როცა ეპისკოპოსები ღვთისმეტყველებენ,ცალ-ცალკე თუ კრებებზე,ამ სხეულის ცხოვრებასა და მის პროგრესს
გამოხატავენ,სხვაგვარად სხეულისგან განდგებიან.ეპისკოპოსთა ქარიზმატული ძალაუფლება ეკლესიის სხეულის მთელ ფუნქციონალურობაში ერთიანდება.
ზემოხსენებული დაზუსტებების შემდეგ შეგვიძლია,ყურადღება გავამახვილოთ თეოლოგიის, როგორც კრიტიკული ავტორიტეტის სამ ძირითად მახასიათებელზე,რათა თეოლოგიის ადგილი განვსაზღვროთ ეკლესიაში.
1) თეოლოგია, როგორც ცხოვრება და თეორია, ეკლესიის ერთ ქარიზმატულ ფუნქციას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს თვითშეგნების მტკიცე წარმატებას. ეკლესიამ თეოლოგიის მეშვეობით არა მხოლოდ იცის, ვინ არის, არამედ კურნავს მის წევრებსაც და სრულყოფილი ცხოვრებისთვის ამზადებეს მათ. ნათელი და მნიშვნელოვანია თეოლოგიის მაკურნებელი ხასიათი. ცხოვრება ან შემეცნება-რომლებიც ფუნქციონალურად არიან დაკავშირებულები დამოუკიდებლად იმისა თუ რომელი მხრიდანაა წარმოდგენილი წინა პლანზე-ერთ მთლიან ქარიზმას წარმოადგენს,რომელიც ნაკლს კურნავს,ძალებს ამყარებს და ქმნის სრულყოფილ არსებებს,როგორი სრულყოფილიც ღმერთია. ეკლესიურ გარემოში წევრების განკურნება და ამაღლება ხორციელდება, რადგან ეკლესიის ერთიანობაში განსრულდეს შესაქმე. ღვთის სიბრძნე, საიდუმლოებები, სათნოებები, წვრთვნა-ეს ყოველივე არის ერთიანობაში, რომელსაც თეოლოგია წარმართავს ადამიანის განვითარებისა და განსრულებისათვის.
2)თუმცა,ეკლესიის სხეულში უარყოფით და არასტაბილურ ძალებს გაუცხოებისა და ხრწნილებისაკენ მიჰყავთ მისი წევრები. არსებულ შემთხვევაში თეოლოგია ცხოვრების სწორ წესზე მითითებით იცავს მათ. ნათელია, ასევე, თეოლოგიის თავდაცვითი მახასიათებელიც. თავდაცვა ყოველთვის ცხოვრების ბიწიერი წესის უკუგდებისთვისა და,აქედან გამომდინარე, ადამიანის განკურნებისათვის ხდება. ეს ხდებოდა ეკლესიის ბრძოლაში დამღუპველი ერესების წინააღმდეგ. რადგან,როგორც თეოლოგიის დოგმაა ცხოვრება და შემეცნება,ისე ერესი არის ბიწიერი და დამღუპველი ცხოვრება. მაგალითად,პირველი საუკუნის დოკეტიზმი საფრთხეს უქმნიდა საეკლესიო ცხოვრებას მისი მთავარი მდგომარეობით,რომელიც იყო ისტორიის,მატერიისა და სხეულის ხსნა და არა მარტო სულის,როგორც ამას მცდარად გებულობდა დოკეტიზმის ერესი. არიანიზმი,როგორც მოგვიანებით ნესტორიანიზმი, სხვა არაფერი იყო თუ არა ღმერთისა და სამყაროს კავშირის სხვა თვალსაზრისში დამკვიდრება. ამ ერესების მიხედვით ეს კავშირი ემყარება ადამიანის ეთიკურ განვითარებას ან სამართლებრივ რეგულირებას და არა მაკურნებელ და გამომხსნელ ძალას,რომელიც გამომდინარეობს დასაბამის პირდაპირი მონაწილეობით სამპიროვანი ღმერთის დაუსაბამო ენერგიებში. ადამიანის აზროვნებაში ეკლესია საფრთხეში იმყოფებოდა, არ დაეკარგა მაკურნებელი და გამომხსნელობითი როლი და არ გამხდარიყო ეთიკური და სამართლებრივი თეორია. გარდა ამისა, მონოფიზიტიზმიც საფრთხეს უქადდა ეკლესიის ცხოვრებას შეხედულებით,რომელიც ხსნას ერთ იდეურ,აბსტრაქტულ განზომილებაში ხედავს და არა დასაბამში,ისტორიაში და ადამიანის სხეულსა და სულში.საეკლესიო ცხოვრების პირველი და მეხუთე საუკუნის შემთხვევებში მამათა თეოლოგია თავდაცვითი ხასიათის გახდა, რათა მისი მაკურნებელი როლი გადაერჩინა.
3) თეოლოგია, როგორც ცხოვრება და შემეცნება, დინამიკური და საბრძოლოა, რადგან, საქმე ეხება, ეკლესიის ცხოვრებას,თეოლოგიის
მატარებლები ყოველ ჯერზე ანალოგიურ ბრძოლას გადიან ბოროტების დამღუპველ ძალთა წინააღმდეგ.
ხე ნაყოფით შეიცნობა,ხოლო ეკლესიის ცხოვრება-სულიწმინდის ნაყოფით.თეოლოგია სწორედ ამ ნაყოფს აჩვენებს და მისკენ მიმართავს ეკლესიის წევრებს. კურნავს, თავს იცავს, იბრძვის და რეალურად განსჯის
ეკლესიის ცხოვრებას. მისი ყველა მატარებელი ხალხიდან იწყება და მასში მთავრდება. თეოლოგია ისტორიის დასასრულამდე იქნება ინდიკატორი ბრძოლის სიმძაფრეში. იგი განსხვავებებში ქმნის ჰარმონიას.
მართლმადიდებლური თეოლოგიის სულს ძირითადად ჰერაკლიტესეული დიალექტიკა აქვს და არა დასავლეთის მსგავსი ჰეგელის ან მარქსის. რადგან ჰერაკლიტეს დიალექტიკა, ვიდრე სამყაროს დრამა დასრულდებოდეს, არ აუქმებს
განსხვავებებსა და არ ითხოვს სინთეზს დასავლეთის დიალექტიკისგან განსხვავებით, არამედ განსხვავებებში შეაქვს ჰარმონია მანამ, სანამ სამყარო არ განიკურნება ხრწნილებისაგან. ეკლესიის თეოლოგიას, მისი
მატარებლების მეშვეობით, შესაძლოა, ეთქვა ფრაზა, რომელიც გოეთემ სატანაზე თქვა მას შემდეგ,რაც ანთავისუფლებს და წმენდს უარყოფითი არსისგან: არა ich bin der Geist der stets verneint (მე ვარ
სული, რომელიც მუდმივად უარყოფს), არამედ ich bin der Geist der stets schafft (მე ვარ სული, რომელიც მუდმივად ქმნის).
[1] მოხსენება,რომელიც წარმოდგენილი იყო გერმანულ ენაზე მე-4 თეოლოგიურ სემინარზე მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში შამბეზში(ჟენევა). ავტორი თესალონიკის
არისტოტელეს სახელობის უნივესიტეტის საპატიო დოქტორი გახლდათ(2006).
[2]Νίκου Ματσούκα,Κόσμος,άνθρωπος,κοινωνία,κατά τον Μάξιμο Ομολογητή,Αθήνα 1980
[3]Μ.βασιλείου,Κατ’ Ευνομίου 3 PG 29, 660A:<Δύο γάρ λεγομένων πραγμάρων,θεότητός τε και κτίσεως,και δεσποτείας και δουλείας,και αγιαστικής δυνάμεως και αγιαζομένης>.
[4] იოან.12,39-41;1 იოან.1,1-2.ამ მუხლებში ნათქვამია,რომ წინასწარმეტყველები და მოციქულები
მგრძნობელობითი თვალებით ხედავენ ღმერთს და გონებით ესმით საღვთო საიდუმლოებები. გამჟღავნებული საღვთო დიდების საიდუმლო ძველ აღთქმაში უხორცო სიტყვის მეშვეობით, ხოლო ახალ აღთქმაში ხორცშესხმული სიტყვის
მეშვეობით სრულდება, როგორც მამათა ერთმა ხაზმა ბრწყინვალედ გამოიკვლია ბიბლიური ფაქტები. ურღვევია ზებუნებრივისა და ბუნებრივის, თეორიისა და საქმის ერთობა. სწორედ ეს ერთობაა ბიზანტიური კულტურისა და
მართლმადიდებლური სულის კულტურული წარმოშობის მთავარი მახასიათებელი. რიგ შემთხვევებში,დასავლური კულტურა ზებუნებრივისა და ბუნებრივის, თეორიისა და საქმის ,,შიზოფრენული’’ დაყოფის დრამატული შედეგებით
ცხოვრობს. პაბლო პიკასომ, მაგალითად, როგორც დასავლეთის კულტურის წარმომადგენელმა, ერთხელ თქვა, რომ არანაირი ანგელოზი არ დაუხატავს, რადგან არ უნახავს ანგელოზები. თუმცა,დომინიკო თეოტოკოპულოსი
(El Greco გ.პ.), როგორც ბიზანტიური კულტურის წარმომადგენელი, შეიძლებოდა შედარებული ყოფილიყო პიკასოს
მსოფლმხედველობასთან-მიუხედავად იმისა, რომ არც მას უნახავს ანგელოზები, შეძლო მათი დახატვა. ამ მაგალითში შედარებულია ზემოთხსენებულ კულტურათა მსოფლმხედველობები.
[5]Βλ.Ιωάννου Καρμίρη,Τα δογματικά και συμβολικά μνημεία της Ορθοδόξου Καθολικής Εκκλησίας, τομ.2, Giaz-Austria 21968, გვ.1000.
წყარო: Δήμητρα Α.Κουκούρα,
Η ΣΜΟΥΔΗ ΣΤΗ ΘΕΟΛΟΓΙΑ,
Θεσσαλονίκη 2016. გვ.325-339
ფოტოს წყარო-Pemptousia
საიტზე ასევე განთავსებულია: ნიკო მაცუკა- ეკლესიის საიდუმლოებების რაოდენობის შესახებ
თავისუფალი თარგმანი
ბერძნულიდან თარგმნა გურამ პაპავამ