„მეფემდე მიაღწია ცნობამ, რომ იმ დროის ძლევამოსილი ხელმწიფე, ქართველთა მეფე, დავითი (იგ. ტაოს მეფე, დავით III კურაპალატი, ი.შ.), რომელიც ბიზანტიასთან განსაკუთრებული სახის მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა და ამასთან ერთად, განსაკუთრებით იშვიათ გარემოებებში. მთავარეპისკოპოსმა ილარიონმა საწამლავი მიუტანა მას, რომელიც წმ. ზიარებაში იყო შერეული, რამაც დავითის მტანჯველი სიკვდილი გამოიწვია 1001 წლის, აღდგომას“ (თ. უსპენსკი, ბიზანტიის იმპერიის ისტორია. მოსკოვი, 1997, ტ. 2. გვ. 433). სხვათაშორის, ესეც ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გახლდათ.
მათე ედესელი (მათთეოს ურჰაელი) ამ დანაშაულს, დაახლოებით 985 წელს განუკუთვნებს: „რამოდენიმე წლის შემდეგ, გარკვეულმა წარჩინებულმა პიროვნებებმა, სამართლიან და ღვთისმოსავ თავად, დავითთან მიმართებით, ბოროტი საქმის გაკეთება განიზრახეს, მისი მოკვდინების ჩანაფიქრის სახით. ეს ბოროტეული ადამიანები, კაენისა და სხვა მკვლელების მსგავსნი იყვნენ. გარდა ამისა, მათ ქართველი მთავარეპისკოპოსი ილარიონი დაარწმუნეს, რომ შეერთებოდა მათ, ღვარძლიანი გეგმის აღსრულებისათვის. ილარიონმა მეორეჯერ აცვა ღმერთი ჯვარს, რადგან მან ქრისტეს ცხოველმყოფელ ხორცს და სისხლს შხამი შეურია და ამით, სიცოცხლის წყარო, სიკვდილის წყაროდ აქცია. მას შემდეგ, რაც სიკვდილის მომტანი ლიტურგია აღასრულა, მან, ტაძარში ღმერთის თანადასწრებით, ნეტარი თავადს, შხამგარეული ზიარების ნაწილი ჩაუდო პირში. ღვთისმოსავმა თავადმა დავითმა, რომელმაც უწყოდა ეს ყოველივე, არაფერი არ თქვა, მაგრამ მიიღო რა შხამსაწინააღმდეგო ნივთიერება, ბოლო მოუღო ტკივილს. თუმცა, ბოროტი მთავარეპისკოპოსი ილარიონი გაჯიუტდა თავის საეშმაკო ჩანაფიქრში და იმ დროს შევიდა თავადის ოთახში, როდესაც ღვთისმოყვარე დავითს ღრმა ძილით ეძინა. ამის შემდეგ, მისი თავის ქვეშიდან აიღო ბალიში, რომელიც პირზე მიაფარა და ძალადობრივი გზით მთავარეპისკოპოსმა უმოწყალოდ გაგუდა ნეტარი კურაპალატი“ (ქრონოგრაფია 1, 33). [1]
სომეხი ისტორიკოსი, არისტარქეს ლასტივერცი ამბობს, რომ მკვლელობა, ქართველი თავადის მებრძოლების მხრიდან განხორციელდა, რომლებმაც ზიარებისათვის განკუთვნილ ბარძიმში მოათავსეს შხამი, ხოლო შემდეგ გაგუდეს მათი მბრძანებელი. [2]
სომეხმა თავადის ასულმა ფარანძემმა მოისყიდა მღვდელი, რომელმაც წმიდა ზიარება გაუგზავნა დედოფალს (მეფე არშაკის მეუღლეს). შედეგად, ფარანძემი გახდა ახალი დედოფალი:
ფარანძემი ეჭვიანობითა და დიდი სიძულვილით აღივსო ოლიმპიისადმი და ეძებდა ხელმარჯვე შემთხვევას, რომ მოეწამლა იგი. მაგრამ მისი ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა, რადგან ის (ოლიმპია) ძალიან ფრთხილი იყო საკუთარ პიროვნებასთან მიმართებით, განსაკუთრებით საკვებთან და სასმელთან და მხოლოდ იმ საკვებს მიირთმევდა, რომელიც მისი მსახურების მიერ მზადდებოდა და სვამდა ღვინოს, რომელიც მათ მიერ იწმინდებოდა და მოწმდებოდა. როდესაც ვერანაირი საშუალებით ვერ მოხერხდა მისი მოკვდინება შხამით, მაშინ უწმინდურმა ფარანძემმა, სასახლის კარის მღვდელ, სახელად მრჯუნიკთან დაამყარა კავშირი. მან უღირსი, აქამდე არარსებული, წარუხოცელი, არდავიწყებადი და სამუტამო ტანჯვის დარი ბოროტმოქმედება ჩაიდინა, როდესაც სიცოხლის წამალს (ზიარებას ი.შ.) სიკვდილის შხამი შეურია. არსად, არასდროს, არავის მიერ არ განხორციელებულა მსგავსი ქმედება დედამიწის ზურგზე. უფლის წმიდა და საღმრთო სხეულს, ანუ ზიარებას, მან მომაკვდინებელი შხამი შეურია და მღვდელმა მრჯუნიკმა მიაწოდა ეს მომაკვდინებელი ზიარება დედოფალ ოლიმპიას ტაძარში და მოკლა იგი. ფარანძემის უკეთური წაქეზებით, ბოროტებით აღვსილმა მრჯუნიკმა შეასრულა მისი დავალება და ამ ცრუმღვდელმა, არაწმიდა ფარანძემისაგან ძრვნის სახით მიიღო სოფელი ჰომკუნგი, ტარონის ადმინისტრაციულ ერთეულში, საიდანც გახლდათ იგი წარმოშობით“ (ფავსტოს ბუზანდი, სომხეთის ისტორია. 4,15).
ანალოგიური შემთხვევა არის აღწერილი „ბიხოვცის ქრონიკაში“. 1451 წელს, ბრიანსკში მყოფმა თავადმა, „მიხოულიშკომ“ (მიხეილ სიგიზმუნდოვიჩი) „არც თუ ისე ცოტა რაოდენობის ჯარი შეკრიბა იქ და მოსკოვის დახმარებით წამოვიდა და დაიპყრო ქალაქი კიევი. დიდმა თავადმა, კაზიმირმა ლიეტუვური ძალები შეკრიბა და სასწრაფოდ გააგზავნა მისი ბიძა, ივანე ჰაშტოლდი“, რომელმაც „კიევისა და ბრიანსკის ქალაქები, დიდ სათავადოს დაუბრუნა“. „როდესაც მიხეილ სიგიზმუნდოვიჩმა გაიგო, რომ ლიეტუვური ჯარი მოემართებოდა....., დატოვა იქ არსებული ქალაქები და მოსკოვში გაიქცა და როდესაც იგი ერთ-ერთ მონასტერში იმყოფებოდა და ლიტურგიას ესწრებოდა, იღუმენმა, რომელსაც არ უყვარდა იგი, მომწამვლელი შხამი მისცა ზიარებისას. მან სწრაფად მიიღო ეს ყველაფერი, გადაყლაპა, წაიქცა და მაშინვე გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად შეშინებულმა იღუმენმა თავადაც მიიღო ეს ზიარება და იქვე გარდაიცვალა. ასეთი გახლდათ მიხეილ სიგიზმუნდოვიჩის აღსასრული“.[3]
დასავლურ სამყაროში ახსოვთ, თუ როგორ გარდაიცვალა იორკში მთავარეპისკოპოსი ვილიამ ფიც-ჰერბერტი, 1154 წლის 8 ივნისს. ხმები დადიოდა, რომ იგი მოწამლეს, ამასთან ერთად შხამი მოთავსებული იყო ბარძიმში, რომლიდანაც ეზიარებოდა მთავარეპისკოპოსი მესის აღსრულებისას.
ადრე მაქვს წაკითხული რომის პაპების მოწამვლის შესახებ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პაპი შხამით იქნა მოწამლული, რომელიც ბარძიმის კიდეზე იყო წასმული, სხვებმა ბარძიმიდან სისხლის მიღება, მოოქროვილი „საწრუპით“ დაიწყეს. თუმცა, სად მაქვს ეს წაკითხული, სამწუხაროდ არ მახსოვს. მსგავსი სახის ინფორმაცია იხ.: https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%BE%D0%BD%D1%82%D0%B8%D1%84%D0%B8%D0%BA%D0%B0%D0%BB%D1%8C%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D1%82%D0%BE%D1%80%D0%B6%D0%B5%D1%81%D1%82%D0%B2%D0%B5%D0%BD%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%BC%D0%B5%D1%81%D1%81%D0%B0
ავტორი: პროტოდიაკონი ანდრია კურაევი.
რუსულიდან თარგმნა, იოანე შოშიაშვილმა
როგორც ვნახეთ, დიაკონ ანდრია კურაევს მოყავს ისტორიული ფაქტები, როდესაც წმიდა ზიარებაში შერეული საწამლავის შედეგად, კონკრეტული ადამიანების მოკვდინებას ჰქონდა ადგილი. თავისთავად ცხადია, რომ ევქარისტია არ მოაკვდინებს ადამიანებს, არამედ პირიქით, განაცხოველებს. აქ ჩვენ ვსაუბრობთ ევქარისტიაში გარეული საწამლავის შესახებ, რომლის მიღების შედეგადაც ადამიანებმა ფატალურად დაასრულეს სიცოცხლე. აქ ისმის სავსებით ლეგიტიმური კითხვა, რომ თუკი ევქარისტია ვერ ანეიტრალებს შხამს, შეუძლია მას გაანეიტრალოს სხვადასხვა სახის ვირუსები? რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ევქარისტია ანეიტრალებს სიტყვაზე Covid 19-ს და ვერ ანეიტრალებს შხამს, რადგან თუკი ანეიტრალებს ერთს, უნდა ანეიტრალებდეს მეორესაც. თუკი ვინმე იტყვის, რომ შხამის შემთხვევაში, უშუალოდ ადამიანების მოქმედებასთან გვაქვს საქმე, მაშინ ვუპასუხებთ, რომ ვირუსის ევქარისტიაში მოხვედრის შემთხვევაც, სწორედ ადამიანების ქმედებების შედეგად იქნება გამოწვეული, რადგან ქმედება, ქმედებაა და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, იგი ნებით არის სისრულეში მოყვანილი თუ უნებლიედ. გარდა ამისა, დღეს დღეობით საღვთისმსახურო პრაქტიკაში დამკვიდრებული „კოვზის ტრადიცია“ კიდევ უფრო ზრდის იმის შანსს, რომ ადამიანები სწორედ ზიარების დროს დაინფიცირდნენ. თუკი ყველა ზემოთ მოყვანილ ფაქტს უგულებელვყოფთ და ვიტყვით, რომ ევქარისტიით არ გადადის ვირუსი, მაშინ შეგვიძლია იგივე ვთქვათ საღვთისმსახურო კოვზზე? თუკი ამგვარად განვსჯით, მაშინ ჩვენ ნებით თუ უნებლიედ მოვახდენთ ფაქტის კონსტატაციას, რომ ევქარისტია და საღვთისმსახურო კოვზი იდენტურნი არიან, რაც თავისთავად ცხადია, სრული აბსურდია. ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია ამ უკანასკნელზე ყურადღების გამახვილება, რადგან არც არსობრივად და არც გარეგნული ფორმით, ევქარისტია და კოვზი არ გახლავთ იდენტური. მოგეხსენებათ, რომ დღეს დღეობით მთელ მსოფლიოს მოედო პანდემია, გამონაკლისს სამწუხაროდ არც საქართველო წარმოადგენს და ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, ეკლესიას შეუძლია იზრუნოს თავის შვილებზე, რასაც აკეთებდა კიდეც ისტორიის მანძილზე და დაუშვას იკონომია, იკონომიაზე (მოგეხსენებათ, რომ კოვზის ფენომენი სწორედაც რომ იკონომიას წარმოადგენს, რადგან საკმაოდ მოგვიანოდ, XIII საუკუნეში შემოდის საღვთისმსახურო პრაქტიკაში და ანაცვლებს მანამდე დამკვიდრებულ ზიარების მიღების ფორმას) და შეცვალოს ზიარების მიღების წესი, ხაზს ვუსვამ, ზიარების მიღების წესი და არა თავად ევქარისტია (იოანე შოშიაშვილი).
[3] A Michayłuszko usłyszał, szto woysko litowskoie idet, y on że ubojawsia y pobeżet z tych horodow k Moskwe. Y buduczy iemu u odnom monastyry y słuchaiuczy obedni, ihumen ne lublasze ieho y dast jemu welmi lutuiu otrawu jadowituiu w dore, y on skoro ukusił y zjeł, y tut że pał y zdoch. Y ihumen, boieczysia toho, szto tak wborzde umerł, y sam wkusi, y tut że umre; y tak sia konec stał Michayłuszku Żygimontowiczu (ПСРЛ т.17 стр 542).