“უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენი”(ინ.14:15)

რთულია სიტყვების მოძებნა როდესაც მსოფლიოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით 537017 დაინფიცერებული ყავს, საქმე კი სულაც არ ეხება მაგალითად ისეთ კატასტროფას როგორიც ბირთვული ომია, ყველაფერი, უჯრედზე მცირე ზომის ცოცხალი ორგანიზმის, ახალი “COVID-19” ვირუსის შედეგია, სამწუხაროდ ვითარება ძალიან რთულია, და ამ სირთულის ფონზე, რასაც დღეს ვირუსის გავრცელება ქვია, ჩნდება უამრავი იდეა, ვერსია ან ვარაუდი, რომელიც ეხმარება ან ხელს უშლის ქრისტიანს ამ სულიერ და ხორციელ კრიზისს გაუმკლავდეს. ქრისტეს ჭეშმარიტი საკრებულო, მისი სამწყსო, მისი ასონი დაბნეულები ვართ და ვერ ვხვდებით როგორ უნდა მოვიქცეთ, ვინაიდან არ ვადიდებთ მას ერთითა პირითა და ერთითა გულითა…

რეალობა რომელშიც აღმოვჩნდით საკმაოდ მძიმეა, 27 მარტის მონაცემებით ქვეყანაში სადაც მე ახლა ვიმყოფები 11811 ადამიანია დაინფიცირებული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვთავაზობს მხოლოდ ერთ ხერხს ამ ვირუსთან ბრძოლაში, “დავრჩეთ სახლში”.  სწორედ ამ ყველაზე უწყინარ მოწოდებას იყენებს მავანი ქრისტეს სამწყსოს წინააღმდეგ რათა დააბნიოს და დაქსაქსოს იგი. ამ კეთილი მოწედების და საზოგადოებაში არსებული საფუძვლიანი შიშის გამო, ქრისტეს სიყვარულის ვერ გამზიერებელთაგან, მათგან ვინც ქრისტეს მხოლოდ ლიტონ რიტუალებში ხედავს, ხდება ადამიანთა და ქრისტიან მართლმადიდებლთა ორ ნაწალად გაყოფა-მორწმონედ და ნაკლებად მორწმონეებად, დაეჭვებულებად. ალბათ ჯვარზე ასულ მაცხოვარს ლოცვა მათვის წარმოუთქვამს “მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან”(ლკ.23:34) თომა მოციქულის ამბავი დღეს ჩვენი ნუგეშია, თქვენთვის ვისაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ეჭვი შეგაქვთ ევქარისტიული ჭეშმარიტებაში, ამის გამო ეკლესია არ გსაყვედურობთ, ამის გამო თავად უფალი არ გაკრიტიკებთ და არ გდევნით, არ გყოფთ სხვისგან, არც სხვაზე ნაკლებ ქრისტიანად მიგიჩნევთ, მზად ვიყოთ მაცხოვარს მივმართოთ ისე როგორც ეს თომა მოციქულმა გააკეთა მას შემდეგ რაც ირწმუნა “მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხელე და გრწამს, ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე”(ინ.28-29) ახლაა ის დრო, როდესაც უნდა დავინახოთ რომ ვართ არა მონები, არამედ მეგობრები ღვთისა, ვიანიდან ვიცით მცნებანი მისნი, რომელიც მოგვცა და ვცდილობთ მათ დამარხვას “თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ. არღარა გეტყვით თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ” (ინ.15:14-15) განა მოციქულთა თავად წოდებულმა პეტრემ არ უარყო ადამიანური შიშის გამო (მათ.26:69-75), განა იგივე პეტრემ არ იწყო წყალში ჩაძირვა რწმენაში ეჭვის შეტანის გამო (მათ.14:27-33)? მაგრამ თავად მაცხოვარმა გაუწოდა მოწყალე ხელი. დღეს, მავანთაგან, ქრისტიანული თემის ქრისტეს სახელით გაყოფა ეწინააღმდეგება ქრისტეს ქმედებას, ეს არის საკლესიო განხეთქილების ჩამოგდება ქრისტეს სხეულში, მის ეკლესიაში, ეს არის ბრძოლა ქრისტეს და თავად ქრისტეს ბოროტად გამოყენება მისივე ეკლესიის წინააღმდეგ.

“ამით ცნან ყოველთა, ვითარცა ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთას” (ინ.13:35) თითქოს ძალიან მარტივია რომ ვიწოდოთ მოწაფეებად, მაგრამ სიყვარული  მოყვასისა არ ნიშნავს მხოლოდ მის სიტყვიერ მოწმობას, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა რომელიც სიტყვა სიყვარულს ახლავს და ორივე მხარეს გარკვიეული ტიპის პასუხისმგებლობას აკისრებს, ეს პასუხიმგებლობა კი ერთმანეთზე ზრუნვაში გამოიხატება, ანუ ახლა ზუსტად ასეთი რთული ვითარების დროს, როდესაც თითქოს დრო გაჩერდა და ყველაფერმა არსებულმა ფასი დაკარგა, თითქოს “უფალმა დაგვსაჯა”, გვეძლევა შანსი მოვიპოვოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მოწაფეობის, მოციქულეობრვი წოდება, მხოლოდ მარტივი მოწოდების დაცვით “დარჩი სახლში” რომელიც თავისთავად გამოხატავს მოყვასის სიყვარულს და ამავდროულად მასზე ზრუნვას  და ამით თავს ვწირავთ არა მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრებისათვის, არა მხოლოდ მოწრმუნისათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც ქრისტიანული თვალთახედვით სამყაროს გვირგვნია, “დარჩი სახლში” არ არის მხოლოდ სიტყვები, ის ქრისტესთანაა წილნაყარი, ის დღეს გახდა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, ვიანაიდან ის სიცოცხლის გაგრძელებაა ქრისტეში, ის დედაშვილობის დაცვაა, უმწეოთა ნუგეშია და ძლიერის გამხნევებაა, “დარჩი სახლში” ადამიანს აძლევს საშუალებას გახდეს არა მხოლოდ მორწმუნე, არა მხოლოდ ქრისტიანი არამედ ბევრად უფრო მეტი თავად უფალი იესო ქრისტეს მეგობარი, “დარჩი სახლში” მსხვერპლია თითოეული ჩვენგანისაგან გაღებული, არა ფუჭად გაღებული, არამედ მოყვასისათვის გაწვდილი სიყვარულის ხელია, მაცხოვრის ის მოწყალე ხელია რომელიც დაეჭვებისაგან წყალში დაძირულ პეტრეს გაუწოდა,  იგი მაცხოვრის სიტყვების ცხადი და ხელშესახები რეალიზაციაა “რამეთუ ესე არს მცნებაი ჩემი, რაითა იყვარებოდით ურთიერთას ვითარცა მე შეგიყუარენ თქვენ. უფროისი ამისსა სიყვარული არავის აქუს, რაითა სული დადვას მეგობართა თვისთათვის. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქვენ” (ინ.15:12-14). და რა გავამცნო მხსენლმა ჩვენმა? “მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაითა იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაითა თქუენცა იყუარებოდეთ ურთიერთას” (ინ.13:34). დარჩი სახლში ქრისტეს ეკლესიის ბუნების, მისი კათოლიკეობის, საყოველთავეობის გამოვლინებაა, როგორც თავადი მაცხოვარი ჩვენი ავიდა ჯვარზე ყველასათვის, განურჩევლად მისი კანის ფერისა და რელიგიური აღმსარებლობისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ჩვენც სახლში დარჩენით ავდივართ ჯვარზე და თავს ვწირავთ და  ჩვენს სიყვარულს ვუზიარებთ არა მხოლოდ მართლმადიდებლ ქრისტიანს, არამედ ყველა ადამიანს განურჩევლად, სწორედ აქ ვლინდება ადამიანის რწმენა ქრისტეს ეკლესიისადმი, ერთისა, წმინდისა და კათოლიკესი, ამავდროულად ვეწინააღმდეგებით რა ჩვენს ნება-სურვილებს და ვრჩებით სახლში, ერთი შეხედვით გვეზღუდება ჩვენთის ყველაზე ძვირფასი თავისუფლება, მაგრამ როგორც უფალი ბრძანებს სასუფეველი ცათა იიძულებისო, და სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც სხვისთვის ჩვენი თავისუფლებით შეზღუდვითა და საკუთარი თავის იძულებით, კვალ ჯვარზე ავდივართ და ეს ჯვარცმა, მაცხოვრისათვის და მოყვასისათვის არის ქრისტეს მიმსგვასება, ქრისტესთან ზიარება, ამ დიდი მარხვის ჟამს, გოლგოთისაკენ მიმავალ გზაზე მდგომებმა არ გამოვცადოთ მაცხოვარი, როგორც ერთერთმა ავაზაკმა, არ გავაქილიკოთ ის, არ გამოვიყენოთ მისი უზენაესი სიყვარული ბოროტად, მეტიც არც მისი დანატოვარი და კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი მონაპოვარი ევქარისტიული ერთობა გამოვცადოთ, როგორც თვით უხრწნელი ხორცი და თვითპატიოსანი სისხლი, არ გავხდეთ ჩვენი ბრმა რწმენისა თუ უნებლიე ამბიციების ტყვენი და მონები, არ გამოვიყენოთ ქრისტე და მისი ყოვლად პატიოსანი სხეული ბოროტად, არამედ პირიქით  ვთხოვოთ როგორც მარჯვენით მყოფმა ავაზაკმა “მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა” (ლკ.23:42) ამისათვის კი საჭიროა სახლში დარჩენილებმა არა მხოლოდ ლიტურგიკულ მსახურებაში, ან წესების ზედმიწევნით დაცვაში დავინახოთ ჩვენი მხსნელი, არამედ ჩვენ გულებში დავიწყოთ ცათა სასუფევლის ძიება, რათა ჯვარზე გაკრულში ამოვიცნოთ ღმერთკაცი.
შვეიცარია, მსოფლიო საპატრიარქო
27.03.2020