ქართულ საზოგადოებაში ხშირად დაისმის შეკითხვები ე.წ. კორონა ვირუსთან დაკავშირებულ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სხვადასხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მიიღეს. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაქსიმალურად მოკლე მონახაზს, რომლითაც ზემომოყვანილ შეკითხვებზე პასუხის მიღებაა შესაძლებელი.
1. მსოფლიო საპატრიარქო -
· მსოფლიო საპატრიარქოს ზოგიერთი ეპარქიაში უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, აცხადებს საეკლესიო გადაწყვეტილებას, მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელებისა შესაბამისად.
· საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და სტუმრები.[1]
2. ალექსანდრიის ეკლესია-
· ალექსანდრიის პატრიარქის (თეოდორე II) ენციკლიკის მიხედვით, მოძღვრებმა საკუთარ სამწყსოს უნდა აუხნან და ასწავლონ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის წესები და მათი მნიშვნელობა, განსაკუთრებით იქ, სადაც მოსახლეობას სუფთა წყალზე წვდომის რესურსი არ აქვთ.[2]
3. ანტიოქიის ეკლესია-
· დაცული იქნეს სახელმწიფოსა და ჯანდაცვის შესაბამისი ორგანზაციების მიერ გაცემეული ყველა ძირითადი ინსტრუქცია.
· გაუქმდეს ყველა პირადი თუ საჯარო შეხვედრა.
· გაუქმდეს ფესტივალები, ექსკურსიები, გამოფენები, შეჯიბრებები.
· მაქსიმალურად გადაიცეს პირდაპირ ეთერში საეკლესიო მსახურებები, რომელსაც მღვდელი მორწმუნეთა გარეშე აღასრულებს.
· ავადმყოფები და მოხუცები მღვდლებმა სახლებში აზიარონ.
· მიცვალებულთა მსახურებებს დაესწრონ მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.
4. იერუსალიმის ეკლესია-
· მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს, რომ დაემორჩილონ შესაბამის ორგანოთა ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს.
5. რუსეთის ეკლესია -
· ,,წირვის დროს, ყოველი ზიარების შემდეგ, კოვზი გაიწმინდება სპირტში გაჟღენთილი ტამპონით, ყოველ ჯერზე გამოყენებული იქნება ახალი ტამპონი, გამოყენებული კი ჩაიყრება წყალში, რომელსაც შემდეგ უტილიზაცია გაუკეთდება.
· შემდგომი „სასმისი“ (სიტკბოება) თითოეულ მონაწილეს მიენიჭება მხოლოდ ერთჯერადი ჭურჭლით. ასევე რეკომენდირებულია თავი შეიკავოთ ბარძიმის კოცნისგან.
· ერთჯერადი ჰიგიენის ხელთათმანები გამოყენებული იქნება ანტიდორის (პროსფორას ნაწილების) და წმინდა პურის გადაცემის დროს." [3]
6. სერბეთის ეკლესია -
· მოუწოდებს ხალხს, რომ დაემორჩილონ შესაბამისი ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რათა არც საკუთარი თავი და არც მათ გარშემო მყოფთა სიცოცხლე არ ჩააგდონ საფრთხეში.[4]
7. რუმინეთის ეკლესია-
· 1 ყველა სამრევლოში წმ. ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება საკულტო ადგილებში ამ ეკლესიის მსახურთა მიერ (მღვდლები, დიაკვნები, მგალობლები, მნათე), საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე. მსახურებები შეიძლება გადაიცეს პირდაპირ ეთერში ადგილობრივი და ეროვნული ტელევიზიების მიერ.
2. მონასტრებში მსახურება ჩატარდება მონასტრის ეკლესიებში სამონაზვნო საძმოს დასწრებით, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე. მსახურებები შეიძლება გადაიცეს პირდაპირ ეთერში ადგილობრივი და ეროვნული ტელევიზიების მიერ.
3. ყველა რუმინელ მართლმადიდებელ მორწმუნეს, რუმინეთსა თუ დიასპორაში, შეეძლებათ თვალი ადევნონ ლიტურგიას და სხვა ლიტურგიკულ მსახურებებს საპატრიარქო საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტელევიზიით Trinitas TV და Radio Trinitas საპატრიარქოს ტელე-რადიოს, ან სხვა სადგურების მეშვეობით.
4. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება ეკლესიებში საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე, ეკლესია შეიძლება გაიღოს სპეციალურ ვითარებებში (რომელიც აღნიშნულია მე-8 პუნქტში).
5. რადგან მორწმუნე ერისკაცებს არ შეეძლებათ ფიზიკური მონაწილეობა საეკლესიო მსახურებებში, მათ ეძლევათ რჩევა მოაწყონ სახლებში სამლოცველო ოთახი ხატებით, წმინდა წერილით, კანდელებითა და სასანთლეებით, ლოცვანით და სულიერად იღვაწონ იმ წესით, რომელსაც დაუწესებენ თავიანთი მოძღვრები.
6. სამრევლოს ყველა მორწმუნის სახელი იქნება მოხსენებული წმინდა ლიტურგიაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ წირვაში, არამედ მხოლოდ სულიერად, დისტანციურად.
7. ამ პერიოდის განმავლობაში, მორწმუნეები კავშირში იქნებიან სამრევლოს მღვდელთან, განსაკუთრებით კი მოძღვრებთან. მორწმუნის თხოვნის შემთხვევაში, მღვდელს შეეძლება მივიდეს მასთან სახლში სულიერი საუბრებისთვის, აღსარებისთვის და ზიარებისთვის, თავდაცვის ნორმების შესაბამისად, პირბადეებისა და სანიტარული ხელთათმანების ჩათვლით.
8. ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოები შეიძლება ჩატარდეს საკულტო ადგილას და მასში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ 8 ადამიანი.
9. მიცვალებულის პანაშვიდი შეიძლება ჩატარდეს ეკლესიაში, სპეციალურ სამლოცველოებში ან სასაფლაოზე; აღნიშნულ მსახურებას შეიძლება დაესწროს 8 ადამიანამდე.
10. აღსარება და ზიარება ავადმყოფი მორწმუნეებისა საავადმყოფოებში ჩატარდება საავადმყოფოს წესების შესაბამისად.
11. აღსარება და ზიარება ავადმყოფი მორწმუნეების სახლში ჩატარდება მღვდლის მიერ, შემდგომი პროცედურების დაცვით: მღვდელი შეავსებს დეკლარაციას თავისი გადაადგილების შესახებ იმ წესით, რომელსაც დაადგენს ხელისუფლება, სადაც აღნიშნავს გადაადგილების მიზეზს, როგორც დახმარებას მოხუცი ან სნეული ადამიანისა, ან ბავშვზე მზრუნველებისა. მორწმუნეთა სახლში შესვლისას მღვდელი გამოიყენებს ერთჯერად ფეხთსაცმელს, ჰიგიენურ პირბადეს, დაიბანს ხელს საპნით, წყლითა და სადეზინფექციო საშუალებით. გამოიყენებს მხოლოდ საკულტო წიგნსა და ოლარს, ლიტურგიკულ ჭურჭელს ავადმყოფის ზიარებისთვის, ნივთებს, რომლებიც მანამდეც და ზიარების შემდეგაც იქნებიან დეზინფიცირებული.
12. წმინდა ზეთისცხების მსახურება (საზოგადო) შეჩერებულია და სანაცვლოდ მღვდლებმა მოუწოდონ მორწმუნეებს ამის ნაცვლად, ოთხაბათსა და პარასკევს, წაიკითხონ მკურნალი წმინდანების დაუჯდომლები: წმ. მღ. მთავარი სპირიდონი, წმ. მღ. მთავარი ნექტარი ეგინელი, წმ. დიდმოწამე პანტელეიმონი, წმინდა ნეტარი პარასკევა, წმინდა ნეტარი დიმიტრი ახალი, წმ. მღ. მთავარი კალინიკე ჩერნიკელი და სხვა.
13. რეგულარულად ჩატარდება ეკლესიის კარიბჭეების, საეკლესიო ავეჯის და ზედაპირების, ხშირად მოხდება საკულტო ნაგებობის განიავება, მოეწყობა ჰიგიენური ზონები ყველა მათთვის, ვინც ეკლესიაში მოდის.
14. ეკლესიის საზოგადოებრივი და სამედიცინო ცენტრები გააგრძელებენ მუშაობას შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მოხუცთა თავშესაფრები, სოციალური სასადილოები, სამიდიცონო კაბინეტები, საეკლესიო ნივთებისა და წიგნების მაღაზია და სხვა)
15. მოხდება სამრევლოებისა და მონასტრების სოციალური საქმიანობის ადაპტირება ახალი სოაციალური და სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი: დახმარება იმ ადამიანებისა, ვისაც არ შეუძლია გადაადგილება, მათთვის საკვებისა და წამლების მიტანა მოხდება ყველა ჰიგიენური და დაცვის ნორმების შესაბამისად, რომელიც დადგენილია ხელისუფლების მიერ.
16. თუკი ეკლესიის მსახური გამოავლენს სიმპტომებს, ან შევა კონტაქტში ადამიანთან, რომელსაც აქვს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი, ის წერილობითი ფორმით ან ტელეფონით აუწყებს ამ სიტუაციის შესახებ მის იერარქიულ ხელმძღვანელს. ასეთი კონტაქტის შემთხვევაში მოსამსახურე გადაუდებლად აცნობებს ჯანდაცვის ორგანოებს და შეასრულებს მათ მიერ დადგენილ პროცედურებს (თვითიზოლაცია, კარანტინი და ა.შ.)
17. ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება გასცემს მოწმობებს სამრევლო მღვდლებისთვის და საეკლესიო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, სამსახურში გადაადგილების მიზნით, ხოლო სამრევლო მღვდლები და მონასტრის წინამძღვრები გასცემენ მოწმობებს მათდამი დაქვემდებარებული ეკლესიის მსახურებისთვის (თანამწირველი მღვდლები, დიაკვნები, მგალობლები, მნათეები).
18. მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, არ გამოვიდნენ სახლებიდან, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.
19. საგანგებო ვითარებაში, როგორც სასულიერო პირები, ასევე მორწმუნე ერისკაცები ვალდებულნი არიან დაიცვან ხელისუფლების დადგენილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაექვემდებარებიან კანონით გათვალისწინებულ სანქციებს.
20. ხელისუფლების მიერ მიღებული საგანგებო ზომები ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფთა ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული. სიცოცხლე და ჯანმრთელობა ღვთის საჩუქარია და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ და განვავითაროთ ისინი მუდმივი პასუხისმგებლობით [5-6]
8. ბულგარეთის ეკლესია -
· ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორწმუნეებს მოუწოდა, ეკლესიებს მოერიდონ და სახლებში ილოცონ. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ ბულგარეთის ეკლესიამ ტაძრების დახურვაზე უარი თქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომაროება გამოცხადდა, ეკლესიამ მოქალაქეებს მოუწოდა, კანონს დაემორჩილონ.[7]
9. საქართველოს ეკლესია -
· ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის – წყლიანი ღვინო, მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. [8]
10. საბერძნეთი
ა. ხელისუფლება:
· აიკრძალა ყოველგვარი რელიგიური შეკრებები. [9]
ბ. საბერძნეთის ეკლესია -
· ტაძრები არ დაიკეტება, მაგრამ კვირის წირვის და ხარები გარდა არ აღესრულება სხვა საჯარო მსახურებები.
· საიდუმლოთა აღსრულების გადაუდებელ შემთხვევებში (მაგ: ნათლობა), უნდა ესწრებოდნენ მხოლოდ ნათლიები და მშობლები.
· ტაძარში არსრულებულ წესის აგებებს მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა დაესწრონ.
· საფლავებზე გადახდილ პანაშვიდებს მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა დაესწრონ.
· მონასტრები ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ ღვთისმსახურებას, ოღონდ არავინ დაესწრება გარდა ამ მონასტრის წევრებისა.[10]
გ. ათონის მთა დაიკეტა მომლოცველთათვის [11]
11. კვიპროსის ეკლესია -
· 10-ზე მეტი ადამიანი არ დაესწროს ლიტურგიას. [12]
12. პოლონეთის ეკლესია-
ყურადღებას ამახვილებს ჰიგიენის დაცვაზე და არ აწესებს რაიმე სახის შეზღუდვას საღვთო ლიტურგიასთან დაკავშირებით.[13]
13. ჩეხეთ-სლოვაკეთის ეკლესია
· სადაც შესაძლებელია მსახურებები გაიმართოს ღია ცის ქვეშ.
· ღვთისმსახურებაზე დამსწრებ მორწმუნეთა შორის მანძილი იყოს 1,5 მეტრი.
· არ აწესებს სხვა სახის შეზღუდვას საღვთო ლიტურგიასთან დაკავშირებით. [14]
14. ალბანეთის ეკლესია -
· ლიტურგიები აღესრულება დახურულ კარს მიღმა და გადაიცემა ტელე-რადიო-ინტერნეტ საშუალებებით.[15]
15. უკრაინის ეკლესია -
· ზიარება არ მოხდება კოვზით, აღდგა უძველესი წესი.[16]
[5 -6] - https://www.facebook.com/nikoloz.nikolozishvili.7/posts/10158151717769555