ქრისტეშობა 2019
შერიგება
ქრისტეშობა, დიდი დღესასწაული ღვთის სიტყვისა და ძის მოსვლისა ადამიანურ მოდგმასთან, ვდღესასწაულობთ მამა ღმერთის განსაცვიფრებელ ინიცატივას, რომელიც კაცობრიობასთან შერიგებას გულისხმობს. ამგავარად გამოავლიანა საკუთარი უსასრულო სიყვარული მამამ, რომ „ძე თვისი მხოლოდშობილი მოავლინა ღმერთმა სოფლად“, იმისთვის რომ დაგვაკავშიროს კაცობრიობა მამასთან, როგორც ღმერთკაცმა.
ახალი რეალობა, რომელიც შექნა მომავალმა ქრისტემ არის ერთობლიობა ანუ „ეკლესია“. ქრისტიანები არ ვართ ცალ-ცალკე მორწმუნე ინდივიდები. თითოეული ჩვენგანი ვეკუთვნით კურთხეულ კრებულს, წარმოვადგენთ სულიერი სხეულის ცოცხალ უჯრედებს, სხეულისას, რომელსაც ეკლესია ეწოდება და რომლის თავიც გახლავთ თავად იესო ქრისტე. დაპირისპირება და განხეთქილება ბუნებრივია ცოცხალ ორგანიზმებში, ღვთის მიერ მონიჭებული „თვითგანკურნება“, თანდაყოლილი კურნების ძალა ყოველი ორგანიზმისთვის შესაძლებელია, რომ იყოს შერიგება. ზოგადად, შერიგება წარმოადგენს თერაპიას ყოველი კრიზისული, მტრული თუ აზრთა სხვადასხვაობის პერიოდში, იგი აუცილებელია სოციუმის ერთიანობისათვის, ადამიანთა, კრებულთა და ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობისათვის.
ეპოქა, რომელიც აღსავსეა უთანხმოებებით, დაძაბულობებით, დაპირისპირებებით, რომლებიც ტანჯავენ ჩვენ სამყაროს, ქრისტეშობას უფრო სიღრმისეულად ვიდღესასწაულებთ მაშინ, თუ შევუერთდებით ჩვენი ძალების შეძლებისდაგვარად შერიგების მცდელობას, ჩვენს გარშემო, სამსახურში, კრებულში, საეკლესიო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. შერიგება მუდმივად უპირისპირდება ეგოცენტრულობას და მის სხვადასხვაგვარ გამოვლინებებს, სიჯიუტეს, განრისხებას, შურისმაძიებლობას. გზა, რომლითაც სიტყვა და ძე ღვთისა მოვიდა კაცობრიობის ისტორიაში, სიმდაბლითა და უბრალოებით, არის სწორედ ის საშუალებები, რითაც შეიძლება ეგოცენტრულობის დამარცხება. შერიგების მთავარ წინაპირობად რა თქმა უნდა რჩება პატიება, რომელიც არის სიყვარულის გამოხატვის უძლიერისი ფორმა. განხორციელებული სიტყვა, ქრისტე მოგვიწოდებს, რომ ვიმეოროთ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტეებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. მიტევება აძლიერებს და აცოცხლებს სოლიდარობას და ხელს უწყობს ყველანაირი კრებულის ჰარმონიულ თანაცხოვრებას.
*
იმისთვის რომ შევძლოთ შერიგება, პირველ რიგში ეს უნდა მოვახერხოთ საკუთარ თავთან, ჩვენი სინდისის და შესაძლებლობების შესაბამისად. აუცილებელია, რომ მუდმივად ვიღწვოდეთ, ღვთის მადლის დახმარებით მშვიდობიანად თანავცხოვრობდეთ „მათ თანა“ (1 თეს. 5, 13).
თუმცა, უპირველესია რომ შერიგება მოვიპოვოთ ღმერთთან, მისი ნებისა და მცნებების თანახმად, როგორც ეს განსაზღვრულია წმინდა წერილში. მაშინ, სული წმინდის ნათლით აღმოვაჩეთ, რომ „შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“ (ლკ. 18,27). პავლე მოციქული საკუთარი გამოცდილებიდან გვასწავლის: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“ (ფილ. 4,13), სხვაგან კი ამომბს: „და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსათჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ“ (2 კორ. 5,18).
*
მომავალი სიტყვა და ძე ღვთისა, განსაკუთრებით ამ სადღესასწაულო პერიოდში მოგვიწოდებს, რომ შევუერთდეთ მის საქმეს, რომელიც დაიწყო ბაგადან და განსრულდა ჯვარზე. ვეცადოთ, რომ წინ წავიწიოთ და შევძლოთ მასთან ჭეშმარიტი შერიგება, ჩვენ თავთან და გარშემო მყოფ ადამიანებთან ერთად, იმისათვის, რომ შევძლოთ თანამონაწილეობა საყოველთაო შერიგებაში, რომელის მიზანია ესქატოლოგიის ჟამს ყოველივეს თავმოყრა „ქრისტეში“ (ეფეს. 1,10).
ქრისტეშობის დღესასწაულით ვიხსენებთ რა ღმერთის მიმართ კეთილგანწყობას და მადლიერებას, ვუერთდებით „შემრიგებლურ მსახურებას“, რომელიც დაიწყო ქრისტეს ამ სამყაროშო შემოსვლით და ღირს ვიქმნებთ რომ გაცნობიერებულად ვიგალობოთ „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ბედნიერი ქრისტეშობა, მშვიდობიანი ახალი წელი, აღსავსე იმედით და დაუსრულებელი სოლიდარობით ყოველგვარი მოულოდნელი განსაცდელების ჟამს.
ქრისტესმიერი გულითადი სიყვარულით, რომ „მოგვანიჭოს მსახურება შერიგებისა“
სპციალურად საიტისთვის თარგმნა დავით ნებიერიძემ