ამერიკის მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსის მიმართვა

ამერიკის მართლმადიდებელი სამთავარეპისკოპოსოს ჩემო საყვარელო მორწმუნეებო!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

რადგანაც პავლე მოციქულის სიტყვისამებრ, ,,შორს ღათუ ვარ ჴორცითა’’, მაგრამ ძალიან ახლოს გულით, გონებითა და სულით. (1 კორ. 5:3), მსურს სოციალური მედიის მიერ ბოძებული ჩინებული საშუალებით, ეს მომენტი თქვენთან ურთიერთობისთვის გამოვიყენო, იმის გადმოსაცემად, თუ როგორ მსურს თითოეული თქვენგანი, როგორც სულიერი შვილი, გულში ისე ჩაგიკრათ და  თქვენდამი ის სიყვარული გამოვხატო, რომელიც ღმერთმა ჩემს გულს ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს ძვირფასი მრევლისათვის მომადლა.   

მომავალ დღეებსა და კვირებში ჩვენ ერთმანეთისგან განვისწავლებით. მე უკვე მივიღე და კვლავ ვიღებ ამერიკიდან მოსულ გულთბილ მოლოცვებსა და შეტყობინებებს, რომლებიც მამხნევებენ. თქვენ ჩემგან ისწავლით, მაგრამ მსურს ყველა თქვენგანმა უმთავრესად იცოდეს, რომ მე ამერიკაში მოვდივარ არა მხოლოდ როგორც თქვენი მთავარეპისკოპოსი, არამედ როგორც სულიერი მეგობარი და ძმა, უფალთან თქვენი მსახური, ქრისტეში თქვენი თანამუშაკი და მნე იმ ყველა საღვთო ნიჭისა, რაც ამერიკის მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის მებოძა. ამერიკის წმინდა სამთავარეპისკოპოსოში ჩვენ ერთად გავიაზრებთ, რომ ქრისტეს სხეული ვართ, ხოლო  თითოეული ჩვენგანი კი მისი ძვირფასი წევრია.   

თქვენ და ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს ყველა ძმას, მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის კურთხევას გადმოგცემთ. თქვენთან მოვდივარ როგორც ქრისტესმიერი ძმა და 22 ივნისს, ჩემს აღსაყდრებაზე, მოუთმენლად ველი გულში ჩავიკრა სხვა ეკლესიებსა და სარწმუნოებებში მყოფი ჩვენი მეგობრები, ისევე როგორც მთელი ამერიკის პლურალისტური საზოგადოება, რომელიც სინდისისა და ელიგიის თავისუფლებას დიდად აფასებს.

დაე ჩვენ ყველასადმი იმედისა და სასოების ჟამი დადგეს. ჩვენ ერთად ბევრი უნდა ვიღვაწოთ და ღმერთის მადლითა და მისი ძალით, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

 

აღდგომილი უფლის მიერ,

 

ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი

 

17.05.2019

 

წყარო: https://www.goarch.org 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა