ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი (ლამბრინიდისი) 1967 წელს თურქეთში დაიბადა. სწავლობდა თესალონიკის (საბერძნეთი) უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სამოძღვრო განყოფილებაზე, რომელიც 1991 წელს წარჩინებით დაასრულა.
1993 წელს, ბონის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიურ ფაკულტეტზე სამაგისტრო დისერტაცია წარმატებით დაიცვა (თემა ,,ძმები იოანე და ნიკოლოზ მესარიტები’’). 1994 წელს მიერ ხელი დაესხა დიაკვნად და მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდში მუშაობა დაიწყო.
1996-1997 წლებში ბალამანდის (ლიბანი) უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობდა.
2001 წელს თესალონიკის (საბერძნეთი) უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა (თემა- ,,სევერუს ანტიოქიელის პოზიცია ქალკედონის კრებაზე’’).
2004 წელს მოწვეული პროფესორის რანგში ,,ჰოლი ქროსის’’ (ბოსტონი, აშშ) საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ასწავლიდა. 2005 წელს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და სამდივნოს ხელმძღვანელად დაადგინა.
2009 წელს თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტმა სიმბოლიკის, მართლმადიდებელთაშორისი და ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების ასისტენტ-პროფესორად აირჩია.
2011 წელს გამორჩეულ იქნა პრუსის მიტროპოლიტად და ჰალკის წმინდა სამების სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვარი გახდა.
მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი მართლმადიდებელ ეკლესიასა და ლუთერული მსოფლიო ფედერაციის საერთაშორისო შერეული კომისიის გენერალურ სამდივნოში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო ევროპის ქრისტიანული ეკლესიებისა და მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში, მსოფლიო საპატრიარქო დელეგაციებისა და გენერალური ასამბლეების წევრი. მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი არის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს რწმენისა და წესრიგის კომისიის წევრი.
მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფოროსმა იცის: ბერძნული, თურქული, ინლისური, გერმანული, ფრანგული და არაბული ენები.
2019 წლის 11 მაისს, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, პრუსის მიტროპოლიტი ელპიდოფოროსი ამერიკის მთავარეპისკოპოსად გამოირჩია.
საიტზე განთავსებულია: Primus sine paribus- პრუსის მიტროპოლიტი ელპიდოფოროს ლამბრიანიდისი
მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა