ქართულ საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები განკვეთილი ან სქიზმატი ეპისკოპოსების მიერ აღსრულებული ხელთდსხმების კანონიერების შესახებ. საკითხის ირგვლივ არსებული ეჭვებისა და მცდარი აზრების გასაფანტად, წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრმა გადაწყვიტა ქართულად ეთარგმნა და აეტვირთა ანქიალონის ეპისკოპოს ვასილის მიერ 1887 წელს შესრულებული შრომა, რომელიც, ისტორიულ და კანონიკურ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ განკვეთილი და სქიზმატი ეპისკოპოსისგან ხელთდასხმული სასულიერო პირი ეკლესიაში დაუბრკოლებლად, განმეორებითი ქიროტონიის აღსრულების გარეშე მიიღება.
© წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი
გამოკვლევა
განკვეთილი და სქიზმატი ეპისკოპოსისგან ხელთდასხმული
სასულიერო პირების შესახებ
შეადგინა
ანქიალონის ეპისკოპოსმა ვასილიმ,
სმირნა 1887
„ხოლო მფლობელი ძლიერებისა ლმობიერად განსჯი და გვმართავ ჩვენ დიდი მოთმინებით, რადგან შენი ნებაა ძლიერების გამოჩენა“ (სიბრძნე სოლომონისა 12:18)
შესავალი
***
ეპისტოლე
კონსტანტინოპოლის პატრიარქის იოაკიმეს მიმართ
მივიღე მიმდინარე თვის პირველ რიცხვში, თქვენი ყოვლადუწმიდესობის მიერ 25 სექტემბერს გამოგზავნილი წერილი და ვაცნობე მასზე არქიმანდრიტ იოანეს, რათა ჩვენი მდაბალი გონებით გადმოგვეცა ეკლესიის წმინდა კანონების მიხედვით, თუ როგორ შეიძლება განკვეთილი და სქიზმატი ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმული სასულიერო პირების მიღება. ღვთივსათნო კურთხევით მიღებული კადნიერებით ვითავეთ აღნიშნული საკითხის შესწავლა და გამოკვლევა შესაძლებლობისამებრ უფლისმიერ ჩვენდამი მონიჭებულ თემებს თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე ნაშრომებად წარმოვადგენთ მათ, რათა საკითხს მეტი სიცხადე შევძინოთ. არცთუ უმნიშვნელოა, რომ ორივე ჩვენგანი საბოლოოდ ერთ დასკვნაზე შევჯერდით. ვგზავნით დღეს ჩემს ნაშრომს, თქვენი ღვთივსათნო და ფრიად კეთილგონივრული ყოვლადუწმინდესობისა და წმინდა სინოდის მიმართ და მის შეფასებაზე ვარ მინდობილი, ამასთანავე გაუწყებთ, რომ იოანე საკუთარ ნაშრომს ორ დღეში უთუოდ გამოაგზავნის. ვითხოვთ თქვენგან ღვთივსათნო ლოცვასა და კურთხევას.
ხალკი
საღვთისმეტყველო სკოლა
17 ოქტომბერი 1874
† ანქიალონის ეპისკოპოსი ვასილი
გამოკვლევა
მიმოიხილავს საკითხს იმის თაობაზე,
თუ როგორ დაუშვებენ ეკლესიის წმინდა კანონები, განკვეთილი და სქიზმატი ეპისკოპოსის მიერ ხელთდასხმული სასულიერო პირის ეკლესიაში მიღებას
***
მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა, ასევე მამათა წმინდა კანონები, გარკვევით არაფერს ამბობენ, არც ნებას რთავენ არც კრძალავენ იმ ხელდასხმების მიღების ან არმიღების შესახებ, რომლებიც განკვეთილი ეპისკოპოსის მიერ იკურთხნენ, არც იმას აღწერენ, თუ როგორ უნდა იქნენ მიღებულნი ეკლესიაში განკვეთილი ან სქიზმატი ეპისკოპოსისგან ნაკურთხი სასულიერო პირები. ცხადია, წმინდა მამებისთვის არა უჩვეულო, არამედ ფრიად ჩვეული მოვლენა იყო საეპისკოპოსო ხარისხისაგან განკვეთა. იმ შემთხვევაში თუკი, ამათუიმ ეპისკოპოსს ბრალი ედებოდა ისეთ დანაშაულში, რომელიც ხელს უშლიდა მის მსახურებას, ან მწვალებლობაში იყო ბრალდებული, განიკვეთებოდა ეპისკოპოსობისგან, როგორც ნამდვილად უღირსი ერის მწყემსმთავრობისა და მსახურებისათვის - რამდენადაც იგი პასუხისმგებელია ისეთ შეცოდებაზე, რომელიც ხელთდასხმის უფლებას აღარ აძლევს[1] და რისგანაც ვალდებულია საკუთარი თავიცა და სამწყსოც საღვთოსწავლებისამებრ დაიცვას, რათა მრევლსაც და საკუთარ თავსაც უფლისაკენ უბიწოდ უწინამძღვროს.[2] მძიმე შეცოდებანი იმ სახარებისეული დოგმატებისა[3] და ჭეშმარიტების შემბილწველიცაა, რომელთა მცველად და განმსწავლელადაცაა იგი დადგენილი.[4] თუმცა, მართლმადიდებელი ეპისკოპოსები ყოველთვის საჭიროდ არ მიიჩნევდნენ საკუთარი მღვდელთმთავრობისგან მწვალებელი ეპისკოპოსები განეყენებინათ, რადგან იმათ დიდძალი ხალხი ჰყავდათ გარშემო შემოკრებილი, ისინი ან სამეფო მხარდაჭერით სარგებლობდნენ. მაშინ ისინი, ე. ი. მწვალებლები, საკუთარ საეპისკოპოსო კათედრებზე რჩებოდნენ და მწყემსავდნენ მათ, ვინც მათ ცდომილებასა და წვალებას მიჰყვებოდა, და მესამე მსოფლიო კრების მეხუთე კანონის შესაბამისად აგრძელებდნენ მღვდელმსახურებას. საეკლესიო ისტორია კი მრავალწლეულთა მანძილზე მომხდარი ამგვარი შემთხვევებითაა აღსავსე. მაგალითისთვის გავიხსენებთ, არიოზის მიმდევარ ეპისკოპოსების (რომლებიც მეექვსე მსოფლიო კრების (680 წ.) დროსაც კი კვლავაც არსებობდნენ) და ხატმებრძოლ ეპისკოპოსების შემთხვევებს, რომელთაც კონსტანტინოპოლის საყდარი ეპყრათ ხელთ. კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ნესტორი, იმპერატორ თეოდოსისადმი წარმოთქმულ პირველ ქადაგებაში აცხადებდა: „მიბოძე მე, მეფეო, მწვალებელთაგან გაწმენდილი მიწა და მე მოგიძღვნი ზეცას. ჩემთან ერთად ებრძოლე მწვალებლებს და მე შენთან ერთად სპარსელებს შევებრძოლები“.’[5] ბასილი დიდიც აღნიშნავს შემთხვევას, როდესაც სევასტიის არიანელი ეპისკოპოსი ევსტათი და სხვები მასთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ ხუთასი ეპისკოპოსისგან განისაჯნენ, საეკლესიო მსახურებიდან მაინც არ განყენებულან და განდევნილან.’’[6]
იმის საფუძველზე რომ, წმინდა კანონები ზემოთაღნიშნული საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით არაფერს განაჩინებენ და არც განკვეთილთა მიერ აღსრულებულ ქიროტონიებზე გვაძლევენ ცნობებს, საკითხი იმის მიხედვით უნდა განიხილოს, როგორც მწვალებელთა ხელდასხმის ძალმოსილებისა და ნათლისღების შესახებაა დადგენილი, რომელიც, როგორც ეს ყველასათვისაა ცნობილი, ღვთისმოსაობის არსებითი და უმნიშვნელოვანესი საიდუმლო და უფლამდე მისასვლელი კარიბჭეა; ასევე იმ ეკლესიის პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც არის: „ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ;“[7] და ამასთანავე მღვდლობის საიდუმლოს შესახებ არსებული სწავლებებიდანაც.
I
მოციქულთა 68-ე კანონი, მწვალებელთა შესახებ მიემართება ამ საკითხს და განაჩინებს, შემდეგს: „თუ რომელიმე ეპისკოპოსი, ან პრესვიტერი, ან დიაკონი ხელმეორედ მიიღებს ვინმესგან მეორე ხელთდასხმას, განიკვეთოს იგიც და მისი ხელთდამსხმელიც, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზუსტად იქნება დადგენილი, რომ პირველი ხელთდასხმა მწვალებლისგან აქვს მიღებული, რამეთუ მათი მონათლული და ხელდასხმული ვერც მართლმორწმუნე იქნება და ვერც ეკლესიის მსახური“. [8]
წმიდა თეოდორე სტუდიელი, ნავკრატიოსისადმი მიწერილ მეორმოცე ეპისტოლეში ამგვარად განმარტავს დასახელებულ კანონს: „იმის თაობაზე, რაც ბრძანე, რომ კანონი არ განარჩევს, არამედ განსაზღვრავს, იმას, რომ ნაკურთხი მწვალებელთა მიერ შეუძლებელია იყოს ან სასულიერო პირი, ან მორწმუნე. დაფიქრდი ამაზე, მოციქულთა კანონი მწვალებელს უწოდებს იმათ, ვინც არ მოინათლა და არ ნათლავენ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა; და ამას გვამცნობს ბასილი დიდის საღმრთო სიტყვაც, რომელიც ამბობს, რომ „რწმენისაგან სრულად მოკვეთა და გაუცხოება, გახლავთ წვალება, ხოლო სქიზმით არიან ისინი, რომლებიც ამათუიმ საეკლესიო მიზეზის და განკურნებადი უთანხმოების გამო განეშორნენ ურთიერთს“. [9]
ნიკეის I მსოფლიო კრება (325), მერვე კანონის შესაბამისად თანხმობას აღწევს „კათარებისა“ და ნოვატიანელების სამღვდელოების შესახებ, რომ ისინი უბრალო ქიროთესიით (ხელდადებით) და ლოცვით გადმოვიდნენ კათოლიკე ეკლესიაში, მათი სამღვდელო წოდებების შესაბამისად და მხოლოდ ერთ რამეს ავალდებულებს მათ - აღიარონ ყოველთა წინაშე, რომ „დაეთანხმებიან და მისდევენ კათოლიკე ეკლესიის დოგმატებს“. წინადადება, რომელსაც ვხვდებით კანონში: „მათ უნდა მიიღონ ხელთდასხმა“ არ ნიშნავს ქიროტონიას, არამედ უბრალოდ კურთხევით ხელდადებას. კანონის შინაარსიდან და, რაც მთავარია, VII მსოფლიო კრების ავთენტური განმარტებიდან და წმიდა ტარასიოსის სიტყვიდანაც გამომდინარე დგინდება და იგი მისადაგება და გამოყენება[10] ნებისმიერი მწვალებლობიდან მოქცეულთ, და რაც მთავარია სქიზმატებს, მაგ. როგორებიც იყვნენ წმინდები („კათაროსები“) და ნოვატიანელები. ნოვატიანელთა მეთაურმა - ნოვატიოსმა „ეპისკოპოსად ხელთდასხმა, ამაო და ყალბი ხელდადებით, მემთვრალეებისაგან და თავაშვებულებისაგან მიიღო, როგორც აუწყებს ამას რომის ეპისკოპოსი კორნილიოსი (დაახ. 250) ევსევის“. იგი განიკვეთა საეკლესიო კანონის მიხედვით, რასაც უმოწმებს მას კორნილიოსი, რომელიც აღნიშნავს, რომ რომში ჩასული და ნოვატიოსის უსჯულოების დამადასტურებელ ეპისტოლეს ეპისკოპოსებისათვის შესაბამისი ნუსხაც დაერთვოდა.[11] სხვა ორმა კრებამაც დაგმო ნოვატიოსი: კვიპრიანეს დროს, 84 ეპისკოპოსის მიერ შემდგარმა კრებამ კართაგენში, და ანტიოქიაში, ეპისკოპოს დიმიტრიანეს დროს შემდგარმა კრებამ განკვეთა ნოვატიოსი, რადგან ცოდვისაკენ მიიდრიკებოდა.“ [12]
381 წლის II მსოფლიო კრების, მეშვიდე კანონის, მართლმადიდებლობასა და მწვალებლობისგან გადარჩენილ მოქცეულთა შორის პირებს ორ ნაწილად ანაწილებს. ესენია: არიანელები[13] ასევე მაკედონიანელები, სევატიანელები; ნოვატიანელები, კათარებად და მემარჯვენეებად წოდებულებს; მეთოთხმეტიანელებს და აპოლინარიელები მათ რწმენის ლიბელონის-აღიარებითს წერილის მიედვით, ყოველი მწვალებლობის შეჩვენებით და მხოლოდ მირონცხებით იღებს საეკლესიო ერთობაში.[14] ევნომიანელებს, რომლებიც ერთჯერადი შთაფლვით ინათლებიან, მონტანისტებს და ასევე საბელიანელებს, რომლებიც ძე-მამობას ასწავლიან და ყველას, რომლებიც სხვადასხვა ცნობილი მწვალებლობიდან მომდინარეობენ, შეიწყნარებს როგორც კერპთაყვანისმცემლებს, მოუწოდებს მათ კატეხიზაციისაკენ, ბოროტის განშორებისა და ეკლესიაში დიდ ხანს დასწრების შემდეგ მონათვლის ნებას რთავს. II მსოფლიო კრების ამ კანონს სიტყვა-სიტყვით იმეორებს VI მსოფლიო კრება, რომელიც შედგა (ტრულის 691) და აკანონებს მას. მისი შევსებისას კი უტყუარად განსაზღვრავს: მანიქეველები, სახელდებულნი მანისაგან, რომელიც თავის თავს ნუგეშინისმცემლად (სულიწმიდად) მიიჩნევდა, ვალენტიანელები, მარკიონელები და ვინც მსგავსი მწვალებლობიდან მომდინარეობენ, საეკლესიო ერთობაში კერპთაყვანისმცემლების მსგავსად იქნან მიღებულნი, ხოლო ნესტორიანელებმა, ევტიქიანელებმა და სევერიანელებმა მხოლოდ ლიბელონები გადმოგვცენ და ანათემას გადასცენ წვალება და მწვალებლობის მოთავეები: ნესტორი, ევტიქი, დიოსკორე, სევიროსი და ამ მწვალებლობის სხვა მიმდევრები (95 კან)’’. III მსოფლიო კრებამ (431), ნესტორის განკვეთისას და ანათემაზე გადაცემისას, განაჩინა ყველა ის ეპისკოპოსიც განკვეთა, რომლებსაც მისი უწესობისა სჯეროდათ. ამ კრებამ II და IV კანონების შესაბამისად განსაზღვრა შემდეგი: „წმიდა კრების გადაწყვეტილების თანახმად, ეს ეპისკოპოსები სასულიერო წოდებიდან უნდა განიკვეთონ და წმიდა კრების მიერ ამ ეპისკოპოსების განკვეთა სიმართლეს გამოაჩენს.’’’[15] აქედან ნათლად ჩანს, რომ ამ მწვალებლების ნათლობის ძალმოსილად აღიარებისთვის, აუცილებელია არსებობდეს იმ სამღვდელო პირების სანდოობა და ავთენტურობა, რომლებმაც აღასრულეს ნათლობა და პირიქით, სამღვდელო ხარისხის ძალმოსილებისთვის, ნათლობის ავთენტურობა და სანდოობაა აუცილებელი. [16]
III მსოფლიო კრება ამტკიცებს და ადგენს თავის დებულებას მესალიანელებისათვის, [17] ანუ მლოცველებისათვის: „მესალიანელთა, ანუ ენთუზიაზმელთა ეპარქიებში მყოფთათვის, გინდ სამღვდელო პირებისა, გინდ ერისკაცთათვის, გამოყენებულ იქნეს მეთოდი, რათა ისინი მოექცნენ ეკლესიაში, ხოლო ყოველივე, რაც აღნიშნულია ხსენებულ „სინოდიკონში“, წერილობითი სახით ანათემაზე გადაცემის შემდეგ, დადგენილი სასულიერო პირები დარჩნენ სასულიერო პირებად, ხოლო ერისკაცნი საეკლესიო ერთობაში“ (იხ. სინოდის დადგენილება).
ბასილი დიდი (+379), რომლის კანონებიც, VI მსოფლიო კრებამ დაამტკიცა, თავის პირველ კანონში, ‘’კათარების“ საკითხის გადაწყვეტას, ადგილობრივ ეკლესიებში არსებულ ჩვეულებას მიანდობს. რადგან ვინც მათთან დაკავშირებული საკითხები უკვე გამოიკვლია[18] ნათლობისათვის, სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებები მიიღო. ბასილი გმობს პეპუზიანელთა ნათლობას, რადგან მათ დაგმეს სულიწმიდა. იგი აღნიშნავს რომ: “ძველებმა სარწმუნოებაში უცდომელთა ნათლისღების მიღება განაწესეს“. განსაზღვრავს რა ქვემოთ, თუ რა არის მწვალებლობა, სქიზმა, და კიდეშესაკრებლობა და ახდენს რა რიგის მიხედვით კლასიფიკაციას მწვალებლებისა, რომლებიც სრულად არიან მოკვეთილნი და გაუცხოებულნი რწმენისაგან, ე.ი. მანიქეველები, ვალენტიანელები; მარკიონელები და პეპუზიანელები, რომლებიც უგვანოდ და უსირცხვილოდ, ნუგეშინისმცემელის სახელს, მონტანსა და პრისკილას მიაკუთვნებენ, დასკვნის სახით ამბობს: „ძველმა მამებმა გადაწყვიტეს, რომ მწვალებელთა ნათლობა სრულად უარყოფილიყო, თუმცა განხეთქილებით მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა მიერ შესრულებული ნათლობა, შეწყნარებული უნდა ყოფილიყო“. შემდეგ გადმოგვცემს თუ როგორ განაწესეს ეპისკოპოსებმა კვიპრიანემ და ფირმილიანემ „კათარები“ ერთსა და იმავე კატეგორიაში, მწვალებლებთან - მმარხველებთან და წყლისშემწირველებთან ერთად. რადგან, მათი პირით რაკი განყოფის საწყისი იყო სქიზმა და ვინაიდან განიდევნენ ეკლესიიდან, მათ არ გააჩნდათ სულიწმიდის მადლი, რადგან ისინი მოეკვეთენ კანონიკური წესრიგიდან და სამღდელო მადლიც მოაკლდათ. სქიზმატების პირველ ეპისკოპოსებს ხომ წმინდა მამებისაგან ჰქონდათ მიღებული ხელთდასხმის მადლი, ხელდადების მეშვეობით მათ მღვდლობის მადლი გააჩნდათ, მაგრამ როდესაც განიკვეთნენ, ერის ადამიანები გახდნენ და მაშასადამე არც ნათლობის, ხელთდასხმის და არც სხვებისადმი სულიწმიდის მადლის გადაცემის მადლისგან განძარცვულ იქნენ, რადგან თავად მოაკლდნენ ამ მადლს. კათარების რიგებში ჩარიცხულნიცა და სხვებიც, ზემოთ დასახელებულნი, რაკი მათ ერისკაცთაგან ნათელღებულებად მიიჩნევდნენ, კვიპრიანესა და ფირმილიანეს მიხედვით, „ეკლესიის წიაღში დაბრუნებულნი ვალდებულნი იყვნენ, რომ ეკლესიის ჭეშმარიტი ნათლისღებით მონათლულიყვნენ“.[19] წარმოადგენს რა ამ
ყოველივეს, როგორც კვიპრიანესა და ფირმილიანეს აზრს, საღმრთო მამა ბასილი დიდი შემდეგ საკუთარ აზრს გამოთქვამს და აღნიშნავს: „რადგან აზიაში ბევრმა გადაწყვიტა, რომ მათი ნათლისღება აღიარებულ იქნეს, დაე შეწყნარებულ იყოს“. შემდგომ შენიშნავს, რომ მმარხველებმა (ენკრატიტებმა) ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად ჩაიდინეს დანაშაული ნათლობასთან დაკავშირებით. მათ გააყალბეს და დაამახინჯეს არსებული ჩვეულება. ხოლო წმიდა ბასილი აგრძელებს რა მათთან დაკავშირებით სიტყვას, აღნიშნავს: „იმის გამო რომ არაფერია მათ შესახებ ნათლად თქმული და განჩინებული, მათი ნათლისღება გაუქმებულად უნდა მივიჩნიოთ და თუ ვინმეს ნათელუღია მათგან, ეკლესიაში დაბრუნებული ხელახლა უნდა მოვნათლოთ. და თუ მაინც შეიძლება ეს დაბრკოლებად აღმოჩნდეს, ძირითადი საეკლესიო იკონომიისამებრ კვლავ მამათა დადგენილებებს მივყვეთ, მათ ხომ აღნიშნული საკითხები მოაწესრიგეს. თუკი დაჩქარებული ნათლისღებიდან გვსურს შევაკავოთ კაცი, ვერიდებით, ჩვენი მკაცრი განჩინებით, ცხოვნებისაგან რომ არ დავაბრკოლოთ. თუ ისინი დაიცავენ ჩვენს ნათლისღებას, ნუ დაგვამწუხრებს, რადგან ეს არ გვევალება, არამედ საჭიროა, პატივი ვცეთ და გულმოდგინედ მივყვეთ უცთომელ კანონს და კრძალულად დავიცვათ შემდეგი: როცა ვინმე, მწვალებელთაგან ნათელღებული კვლავ მოექცევა ეკლესიას, პირველად მას ეცხებოდეს სულიწმიდის საცხებელი მორწმუნეთა წინაშე და შემდეგ ეზიარებოდეს იგი საიდუმლოებებს. ვიცი ეს, ძმები, ზოინესა და სატორნინეს მხარდამჭერები შევიწყნარეთ ეპისკოპოსის ტახტზე, რის გამოც, მათი საზოგადოების წევრებს ეკლესიისაგან ვერ გამოვყოფთ, რადგან მათი ეპისკოპოსების შეწყნარებით, ერისკაცებიც ჩვენთან ერთობაში მივიღეთ.“ მთელი ეს მონაკვეთი, რომელშიც ნათლად აყალიბებს საღმრთო მამა თავის აზრს მეშვიდე მსოფლიო კრებამაც გამოიყენა განსაცხადებლად იმისა, რომ მწვალებელთა ქიროტონიები მისაღებია.[20]
VII მსოფლიო კრება (786) იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ხატთმებრძოლობის მწვალებლობიდან მოექცნენ[21], მწვალებელთა მიერ იყვნენ ხელთდასხმულნი და დღის წესრიგში მათი სამღვდელო ხარისხით დაბრუნების საკითხი დადგა, ძველი სინოდური და პატერიკებისეული მაგალითებისა და მტკიცებულებების ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, სიხარულით დათანხმდა მიღებაზე და მხოლოდ „ლიბელონის“ გადაცემისა და მწვალებლობის შეჩვენების შემდეგ საეპისკოპოსო კათედრებზე დაადგინა ისინი.’’რადგან ქიროტონია ღმერთისგან არის“, როგორც ეს წმიდა ტარასის მეთაურობით გადაწყვიტა კრებამ და ’’რადგან ყველგან, წმიდა მამები ეთანხმებიან ერთმანეთს და არავითარი უთანხმოება არ არსებობს მათ შორის, ხოლო მათი მოწინააღმდეგეები კი ისინი არიან, რომლებიც ვერ იგებენ მამების იკონომიასა და მიზანს“.[22] ამ საკითხის შესახებ მსჯელობაში, განკვეთილ სასულიერო პირთაგან ხელდასხმულთა მიღების შესახებ, განსხვავებული აზრი და წინააღმდეგობა არ დადასტურებულა. მხოლოდ ორი შემთხვევა იქნა გათვალისწინებული: ა) თუკი რომელიმე მართლმადიდებელი განგებ მივიდა მწვალებელთან ხელთდასხმის მისაღებად „მაშინ როცა მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც იყვნენ, რომელთაგანაც შესაძლებელი იყო ხელთდასხმის მიღება“; წმიდა ტარასიმ აღნიშნა: „თუკი არსებობს მართლმადიდებლობის წიაღში ეკლესიების სინოდური თანხმობა და ერთობა, ის მართლმადიდებელი, ვინც გაბედავს უწმინდური მწვალებლებისაგან ქიროტონიის მიღებას, განიკვეთოს. წმიდა კრებამ ასე თქვა: ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება!“. და ბ) თუ მწვალებელთაგან წამოსულ სასულიერო პირს აქვს რაიმე ცოდვა, რომელიც ხელს უშლის სამღვდელო ხარისხს. ამგვარად ცხადყვეს საღმრთო მამებმა, რომ არიან ჭეშმარიტი ღმერთის მოღვაწენი, ძლევამოსილი მეუფისა, რომელიც ადამიანურ უძლურებას იკონომიით, გულმოწყალედ განსჯის და ამგვარად მწყემსავს და ასწავლის ერს და ასწავლის მათ, რომ იგი არის სამართლიანი და კაცთმოყვარე. [23]
იმ ეპისკოპოსთა მაგალითები, რომლებსაც მწვალებელთაგან და განკვეთილ ეპისკოპოსთაგან ჰქონდათ მიღებული ქიროტონია და მიღებულ იქნენ ეკლესიაში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს, [24] ქიოსის მიტროპოლიტ გრიგოლის სომეხთა გაერთიანების სამეცნიერო ტრაქტატში. გვ. 93-104. (აქ ის რაც XIV პარაგრაფის ბოლოშია აღნიშნული განკვეთილი სამღვდელოების მიერ აღსრულებული ქიროტონიის ძალმოსილების შესახებ, სრულყოფილად არ ეთანხმება 97 გვერდზე აღწერილ ინფორმაციას).
II
ეკლესიის წესი არ არის მაგალითების გარეშე იმის მტკიცება, რომ განკვეთილი ეპისკოპოსის მიერ აღსრულებული ხელთდასხმა კანონიერია მისი სხვა სამღვდელო მსახურებების მსგავსად. ამის პირველი ნიმუში ნიკეის მსოფლიო კრებაა, რომელმაც მელეტიანელთა სქიზმა განკურნა და განაჩინა იმ სასულიერო პირთა მიღება, რომლებიც მელიტიანელთა განკვეთილი მეთაურის მიერ იყვნენ ხელთდასხმულნი. ნოვატიანელთა შესახებ არსებული დადგენილების ან ძველი ჩვეულების თანახმად, თითოეული თავის ხარისხში დააბრუნა უბრალო ლოცვითა და ხელდადებით, როგორც ამას ევსევი მერვე კანონის მიხედვით აღნიშნავს.[25] ზემოთაღნიშნული მელიტი ეგვიპტეში, ლიკოპოლისის ეპისკოპოსი იყო და მას აღმოჩნდა რა დამნაშავე უამრავ უკანონობაში, რწმენის უარყოფასა და კერპთმსახურებაში, დაახლოებით 302 წელს ხარისხი ჩამოერთვა. ის არ დაეთანხმა წოდების ჩამორთმევას, შემოიკრიბა თავის გარშემო მრავალი მიმდევარი და ჩამოაყალიბა მელიტიანელთა სქიზმა. მას შემდეგ რაც კანონიკურ ეკლესიასთან კომპრომისს მიაღწიეს, მელიტიოსმა ალექსანდრე ალექსანდრიელს გადასცა მის მიერ ხელთდასხმულ ეპისკოპოსთა სია, ასეთები კი 28 იყო.[26]
ამ მნიშვნელოვანი ძალმოსილებით გამორჩეული ქმედების გარდა, რომელსაც აღნიშნული ძალმოსილება პირველმა მსოფლიო კრებამ შესძინა, წმინდა ფოტიოსიც აღნიშნავს: ‘’პეტრე მკაწვრელმა (480) მას შემდეგ რაც წმინდა პროტერიოსის მიერ მღვდლობისაგან განიკვეთა, მონაწილეობა მიიღო ტიმოთეს მკვლელობაში, მიიტაცა ალექსანდრიის ტახტი და ყოველდღიურად ანათემას გადასცემდა ქალკედონის კრებას. ყველა მისგან ხელთდასხმული, მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო განკვეთილი, მკვლელი და მწვალებელი, როდესაც შეინანეს, მიღებულნი იქნენ შესაბამის სამღვდელო ხარისხში. კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი აკაკი (481-489) გარდაცვალებამდე განკვეთეს რომაელებმა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ, შემდგომად ანასტასიოსისა, იუსტინიანეს ზეობისას, გაუგზავნეს შუამავალი იუსტინიანეს და აკაკი დიპტიქებიდან ამოშალეს, თუმცა, ყველა მის მიერ ხელთდასხმულნი მათთან ერთად მსახურებდნენ.’’[27]
რომის ეპისკოპოსი სიმბლიკიოსი ბრალს სდებდა აკაკის, რომ იგი მფარველობდა ალექსანდრიის მონოფიზიტ ეპისკოპოსს პეტრე მკაწვრელს და ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მას კიცხავდა მისი მემკვიდრე სიმბლიკიუ ფილიკასი[28] როგორც მწვალებელს, ღირსებააყრილს, შეჩვენებულსა და ორ ეკლესიას შორის განხეთქილების მოთავეს. თუმცა, აკაკის მემკვიდრეები არ შლიდნენ მის სახელს დიპტიქიდან და დიდი გაჭირვებით, 30 წლის შემდეგ, იუსტინიანეს მეფობის დროს, დაახლოებით 519 წელს, მათ შორის მშვიდობა დამყარდა.
მილიის მიერ გამოცემული ოქმების მეორე ტომის 991-3 გვერდებზე დადასტურებულია კონსტანტინეპოლის ეპისკოპოს მიქაელის სინოდის განჩინება (1147), რომელიც აკრიტიკებს ვალვისის ეპისკოპოს ლეონიდეს, ამ მღვდელთავარმა ხელახლა მონათლა ბავშვი, რომელიც უკვე იყო მონათლული განკვეთილი მღვდლისაგან. ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ვალსამონი განმარტავს სარდიკიის კრების მე-19 კანონს და ამბობს: ‘’ამ კანონიდან შეინიშნება, რომ ისინი, ვინც მღვდლობა მიიღო განკვეთილისგან ან ანათემიზირებულისგან, არ განსჯილან.’’
ფლორენციის (1437-39) ცნობილი კრების შემდეგ, სამმა მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ფილოთეოს ალექსანდრიელმა, დოროთე ანტიოქიელმა და იოაკიმე იერუსალიმელმა იერუსალიმში კრება გამართეს (1443). ყველა, ვისაც ჰქონდა დასავლური (რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მთ.) შეხედულებები და ხელი მოაწერა განჩინებას რომაელ კათოლიკეებთან გაერთიანებაზე, დააყენეს მღვდელმოქმედებიდან, წაართვეს სამღვდელო ხარისხი, ოფიციალურად გამოაცხადეს ‘’მკრეხელებად და მწვალებლებად’’. გადაწყვიტეს რომ ყველაფერი ასე დარჩენილიყო, სანამ მსოფლიო დონეზე არ მოხდებოდა საკითხის განსჯა, განაჩინეს, რომ ისინი განკვეთილნი და გაუცხოებულნი იქნებოდნენ წმინდა სამებისგან, მათდამი დაკისრებულ განყენებას თუ არ დამორჩილებოდნენ. 1450 წელს, კონსტანტინoპოლის აია სოფიას ტაძარში ახალი სინოდი შეიკრიბა, რომელსაც ესწრებოდნენ იგივე პატრიარქები, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და თეოფანე იერუსალიმელი. ამ კრებამ დაგმო ფლორენციის კრება და გააუქმა ყველა საბუთი, რომელსაც ხელი მოეწერა და მიღებულ იყო ფლორენციის კრებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ვინც შეინანა მიუტევეს და სრულებით არ დანტერესებულან ხელთდასხმებზე, რომლებიც ამ 7 წლის შუალედში აღსრულდა (1443-1450) მათ მიერ. ხოლო მთავარეპისკოპოსი და კონსტანტინეპოლის პატრიარქი გრიგოლი, რომელმაც სიკვდილამდე არ მოინანია საკუთარი დანაშაული, განისაჯა სინოდის მიერ, როგორც ამას იერუსალიმის კრების განსაზღვრება გადმოგვცემს.[29]
III
მღვდლობის საიდუმლო ქრისტეს მართლმადიდებელი, კათოლიკე ეკლესიის შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. მისთვის აუცილებელია სულიერი მმართველობა და განგებულება, რომლის მიზანი მორწმუნეთა ქრისტესმიერი გამოხსნის განხორციელებაა. [30] საიდუმლოს ზოგადად „ეწოდება წმინდა მოქმედება, რომელიც აღესრულება ხორციელად და გრძნობით ხდება აღქმადი, რომლის მეშვეობითაც მასში რწმენით მონაწილე ღირსი ხდება საღვთო მადლისა, განიწმინდება სულიწმინდის მიერ და ცხოველიქმნება და ხდება მოქმედი წევრი ქრისტეს ეკლესიის სხეულისა“. [31] განსაკუთრებულია მღვდლობის საიდუმლო, რომლის აღსრულების დროსაც ‘’ეპისკოპოსი, როგორც სულიწმიდის ორგანო, დაასხამს ხელთ სამღვდლო კანდიდატს, მოუხმობს სულიწმინდას და ამგვარად გადასცემს მას მღვდლობის ნიჭს. სამგვარია მღვდლობის მსახურება,“[32] ანდა სხვაგავარდ რომ ვთქვათ, „მღვდლობის საიდუმლოში სულიწმინდა ეპისკოპოსის ხელდადების მეშვეობით, კანონიერად გამორჩეულ სამღვდლო კანდიდატს ანიჭებს უფლებას, აღასრულოს საიდუმლოებანი და დამწყსოს ღვთის ეკლესია. ამგვარად, ყოველი სასულიერო პირი ადამიანთაგან უნდა იყოს მიჩნეული, როგორც ქრისტესა და ღვთის საიდუმლოთა მსახური. ყურადღებით იყავით საკუთარ თავთან და საკუთარ სამწყსოსთან, რომლისთვისაც დაგადგინათ სულიწმინდამ, ღვთის ერის დასამწყსობად.“[33]
ყოველივე აღნიშნულის მიხედვით, განკვეთის დროს არც განშორდება და არც უქმდება მღვდლობის მადლი, რადგან მისი მიზეზი და წყარო გახლავთ სულიწმინდა, თუმცა კი განკვეთის დროს ხდება ამ მადლის შეჩერება, სხვაგარად ამას შეიძლება ეწოდოს ‘’პატივის აყრა“, თანახმად ბასილი დიდის 51-ე კანონისა. აგრეთვე საღვთო მოციქულის თანახმად: „უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა“. [34] იმავე აზრს გამოთქვამს მე-7 მსოფლიო კრება ტარასი კონსტანტინეპოლელის პირით: „ჭეშმარიტია ღვთის ხმა, რომ არ მოკვდებიან შვილები მამათა გულისთვის და რომ ღმერთისგან არის ხელდასხმა“[35], იმავე აზრისაა მეოთხე საუკუნის მოღვაწე წმინდა ოპტატე მილეველი (აფრიკა): „სანამ შესცოდავდა საული, ცხებულ იქნა მეფედ, თუმცა ცხების შემდეგ შესცოდა, ამის შემხედვარე ღმერთმა, სურდა რა, რომ ხელშეუხებელი დარჩენილიყო მირონცხება, მაგალითი სინანულისა აჩვენა. „შევინანე, ამბობს უფალი, მეფედ რომ ვცხე საული“.[36] რაღა თქმა უნდა შეეძლო ღმერთს, წაერთმია ის მირონცხება, რომელიც მიანიჭა, მაგრამ მას ნებავდა ესწავლებინა ამით, რომ ცოდვილისგანაც არ შეიძლება ზემოთაღნიშნული მადლის წართმევა. ამ მადლის მიმნიჭებელი სინანულისკენაც მოუწოდებს. რადგან წერილ არს: „ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინასწარმეტყველთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ“.[37] ღმერთი იცავს საკუთარ მადლს, რამდენადაც ცოდვა ადამიანისეულია, მადლი კი ეკუთვნის ღმერთს, ხოლო საკუთარი სიმართლისთვის ღმერთს განმზადებული აქვს სამსჯავრო.“[38] სქიზმატ-დონატისტ ეპისკოპოს პარმენიანოსის ძმად მოხსენება, განსაზღვრავს აშკარა განსხვავებას ემწვალებლებსა და სქიზმატებს შორის. მწვალებლებად მოიხსენებიან ისინი, ვინც საერთოდ განსხვავდებიან კათოლიკე ეკლესიის საიდუმლოთგან, ხოლო სქიზმატებად კი, რომელთაც კათოლიკე ეკლესიასთან აქვთ საერთო საიდუმლოებები. ასეთია აზრი სქიზმატების შესახებ. „ჩვენი კათოლიკე ეკლესიისთვის, და მათთვის (დონატისტებისთვის) ერთია საეკლესიო გზა, საერთოა საკითხავები, საერთოა რწმენა, და საერთოა რწმენასთან დაკავშირებული მსახურებისა და საიდუმლოებების აღსრულება“.[39] დონატისტები დაგმობილი იყვნენ ორი ადგილობრივი კრების მიერ, რომის (313 წ.) და არელატის (314 წ.) კრებების მიერ. 411 წლისთვის დონატისტელ ეპისკოპოსთა და საეროთაგან უმრავლესობა შეუერთდა კათოლიკე ეკლესიას, ხოლო სასულიერო პირებმა შეინარჩუნეს მღვდლობის ის ხარისხები, რაც მანამდე ჰქონდათ. [40]
წმინდა ბასილი დიდს იმდენად სჯეროდა, ერთხელ სწორად აღსრულებული ხელთდასხმა მეორედ რომ აღარ საჭიროებდა აღსრულებას, რომ არ ირწმუნა, როდესაც გაიგო, რომ არიანელმა სევასტიის ეპისკოპოსმა ევსტათიმ ხელმეორედ დაასხა ხელი მავანთ. ამის გამო წმინდა მამა მას განიკითხავს, რადგან მან გაბედა იმგვარი რამ, რაც ძველად არცერთ მწვალებელს არ გაუბედია, „ეს ნამდვილად რაიმე მიზეზის გამო დაუშვა, თუ ეს იყო ფანტაზია, რომელიც ეშმაკის განზრახულობით შეიქმნა“. [41]
წმინდა მამა 51-ე კანონში უზუსტესად განსაზღვრავს, თუ რა არის განკვეთა. ამგვარად: „სასულიერო პირთათვის კანონი დადგენილია განურჩევლად, რომელიც ბრძანებს დაცემულთა ე.ი. პატივაყრილთა ერთნაირი სასჯელით დასჯას, იქნებიან ისინი სამღვდელო წოდებით სრულქმნილინი, თუ ხელთდაუსხმელნი და მსახურის მოვალეობის შემსრულებელნი.“ „უნდა გახსოვდეს, რომ იტალიელი მღვდლები განკვეთილ იქნენ ყველა მამისაგან, გვამცნობს იოსებ ვრიენიოსი- მაგრამ ყოველივე, რაც მათ მიერ აღსრულდებოდა მიღებულ უნდა იყოს როგორც წმინდა და აღსრულებული საიდუმლოებანი, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ მიერ განკვეთლების შემთხვევაში ვიქცევით“. [42] ხოლო ევგენი ბულგარელი იკვლევდა რა სიღრმისეულად საკუთარი სიბრძნით ამ საკითხს, ამგვარ დასკვნამდე მივიდა: [43] განკვეთა წარმოადგენს სამღვდელო მსახურებიდან განყენებას და მხოლოდ იმით განსხვავდება დაყენებისგან, რომ მას დასასრული არ აქვს, იგი სამუდამოა (მიემართება მათ, ვისი ცოდვებიც მღვდლობისთვის დამაბრკოლებელია) და განსხვავდება უბრალო დაყენებისაგან, რომლის დროსაც დამნაშავე გარკვეული დროის შემდეგ, ბრუნდება იმ ხარისხში რომელშიც დაყენებამდე იმყოფებოდა. ხოლო განკვეთა გრძელდება მთელი ცხოვრება და მისი გაუქმება არ ხდება. თუმცა არ ხდება მთლიანად მღვდლობის საიდუმლოს გაუქმება, რადგან მღვდლობის საიდუმლო რჩება წარუხოცელი და აქვს წარუშლელი ხასიათი. მაგალითად, თუ ვინმე დასჯილია და დაყენებულია მღვდლობისგან, მაგრამ არ დაემორჩილება ამ სასჯელს და ამ სასჯელით აღასრულებს მღვდელმსახურებას, საკუთარი თავისთვის დაიმძიმებს ცოდვას, მაგრამ მის მიერ მირთმეული ძღვენი სულიწმინდის მეშვეობით, რა თქმა უნდა განიწმინდება და იკურთხება. ამგვარად, თუ განვკვეთავთ მღვდლებს და ისინი შეეწინააღმდეგებიან გადწყვეტილებას, საკუთარი თავისთვის განიმზადებენ ჯოჯოხეთს იმის გამო, რომ მონაწილეობას ღებულობენ სამღვდელო საიდუმლოში, მაგრამ ყოველივე მათ მიერ აღსრულებული, არ უნდა მივიჩნიოთ გაუქმებულად და განმწმენდელი სულიწმინდის მადლის გარეშე, რადგანაც სწორედ სულიწმინდა არის საიდუმლოებების აღმასრუებელი და სრულთმყოფელი და ყოველთა, ვინც მოწიწებით და რწმენით მიეახლებიან ამ საიდუმლოებებს, სულიწმინდა აჯილდოებს საკუთარი მადლითა და წყალობით. ვინ გაბედავს ეჭვის შეტანას ამ საიდუმლოში თუ არა ის, ვისი აზრითაც, ნიკოლაოს კავასილასის მიხედვით, „მღვდელია მთავარი ძღვენის გარდამქმნელი“ (საღმრთო ლიტურგიის განმარტება თ. 56). ამასთანავე, ყოველივე ამას უზუსტესად და ნათლად ამტკიცებს ვალვისის ეპისკოპოს ლეონტის წინააღმდეგ მიღებული სინოდალური გადაწყვეტილება. ამ განჩინების მიხედვით, სამღვდელო ხარისხში აყვანილი უნდა იყვნენ ეპისკოპოსებიცა და იმდენად სხვა კლერიკოსებიც, რომელთაც ხელდასხმა მიღებული ჰქონდათ განკვეთილი მელეტიოსისგან და პეტრე მკაწვრელისგან. გარდა ამისა, არსებობს მრავალი მაგალითი განკვეთილი ეპისკოპოსებისა, რომლებიც დაუბრუნდნენ საკუთარ კათედრებს, ან კიდევ სხვები, რომლებიც დაბრუნდნენ იგივე ხარისხში მეორედ ხელდასხმის გარეშე, ყოველივე ამის შესახებ მაგალითები მოგვეპოვება ძველ,[44] ახალ და თანამედროვე საეკლესიო ისტორიაში. [45]
სწორ შეფასებას იმის შესახებ, რომ მღვდლობის მადლს აქვს წარუხოცელი და ხელშეუხებელი ხასიათი, ვხვდებით დიმიტრი ვერნადაკის მიერ შედგენილ კატექეტურ სახელმძღვანელოში, რომელიც დამტკიცებულ იქნა 1872 წლის სინოდალური განჩინებით. იგი უნდა ყოფილიყო სულიერი საზრდო მართლმადიდებელი ახალაგაზრდებისთვის, შემდეგ ეს სახელმძღვანელო აგრეთვე მიიღო და დაამტკიცა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა. მასში ვკითხულობთ: „როგორც ერთია ნათლობა და არ მეორდება იგი, ამგვარადაც მღვდლობის საიდუმლო არის ერთი, რადგან ენიჭება ერთხელ და წარუხოცელად რჩება იმაზე, ვისაც მიენიჭა ეს მადლი, ამგვარად, ხელთდასხმა ან დადგინება ხდება ერთხელ და იგი არ განმეორდება. საკმარისია მხოლოდ, რომ შესრულებული იყოს კანონიკურად, თუნდაც არამართლმადიდებლების მხრიდან“.[46] აშკარაა, რომ ხელთდასხმა, რომელიც არ შესრულებულა კანონიკურად, თუნდაც შესრულებულიყო არამართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიერ, მიიჩნევა გაუქმებულად და არ შეიძლება ეწოდოს ხელთდასხმა. მაგალითად, თუ მავანი ხელთ დაასხამს მოუნათლავს, ან ხელდასხმის დროს მოიმოქმედებს რაიმე უპატივცემულო საქციელს, დაარღვევს სულიწმინდის მოწვევის, ეპიკლესისის ლოცვას, სხვაგვარად იტყვის მას და საკუთარი თაოსნობით ღმერთის დიდების ნაცვლად რაიმე სხვას იტყვის, ამგვარი ხელთდასხმა არ შეიძლება ჩათვლილ იყოს კანონიკურ ხელდასხმად. რაკი ეპიკლესის სიტყვები და სამღვდელო კანდიდატზე ხელთდადება, წარმოადგენს მღვდლობის საიდულოს არსს. ამგვარად, თუ გამოიტოვება ან ხელდამსხმელის უპატივცემულო საქციელით გადასხვაფერდება მღვდლობის საიდუმლოს ეს არსი, აღსრულებული საიდუმლო სრულიად გაუქმებულად მიიჩნევა. ყოველივე ის, რაც მეორეხარისხოვნად მიიჩნევა და უმნიშვნელოდ, მღვდლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით, შესაძლოა განსხვავებული იყოს, მაგალითად, ეპისკოპოსის ხელდასხმისას, არსებობს ,,კურთხევანებში’’ უძველესი მსახურების ტიპი, სადაც წერია: „სასულიერო პირთა და ეპისკოპოსთა ხმის უფლებით და გამოცდით (δοκιμασία)“, ხოლო შედარებით ახალ კურთხევანში ვხვდებით სიტყვებს „წმინდა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა ხმის უფლებითა და გამოცდით (δοκιμασία)“.
ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელთდასხმისას აღესრულება საიდუმლო, მისი აღსრულების დროსაც ღვთისგან ებოძება მღვდლობის საღვთო მადლი, ხოლო განკვეთა არ არის საიდუმლო, არამედ არის უბრალო მოქმედება, რომლის დროსაც ცხადდება, დამნაშავე სამღვდელო პირისათვის პატივის აყრა. მას უკვე პატივაყრილ სასულიერო პირს, ეკრძალება სამღვდელო მოვალეობების შესრულება, იმ მიზეზების გამო, რომელთა გამოც მოხდა ამ სასჯელის დადება.
ΙV
ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელი ხდება თუ რას ნიშნავს მწვალებლების, ბუნებრივია მათი რომლებიც მღვდლობის საიდუმლოს აღიარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად და არა პრესვიტერიანელების და სხვების, რომლებიც მას სრულიად უარყოფენ და ასევე განკვეთილი სასულიერო პირების სამღვდელო ხარისხის არაწმიდება, როგორც ამას მოციქულთა 68-ე კანონი, სხვა კანონები და წმ. მამები განაჩინებენ.[47] აღინიშნა, რომ მწვალებელი სასულიერო პირები არიან უწმიდურნი და არ გააჩნიათ სამღვდელო მადლი, იგივე ითქმის განკვეთილების შესახებაც, რადგან ისინი აღმოჩნდნენ სამღვდელო ხარისხის უღირსნი, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო დაისაჯნენ და ამგვარად განკვეთის შედეგად დაკარგეს სამღვდელო მსახურების უფლება. ხოლო მწვალებლები, მათი დოგმატური გაუკუღმართებისა და უწესობის გამო განეშორნენ ქრისტეს ეკლესიის წიაღში დაცულ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და მოსალოდნელ ცხონებას, შესაბმისად, სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიის გამომხსნელი წიაღის მიღმა დარჩნენ. არ აქვს მნიშვნელობა მოხდა თუ არა მათი პირველი წინამძღოლების განკვეთა, რადგან მწვალებლობა, განსაკუთრებით იმგვარი, რომელიც უარყოფს მაცხოვრის განკაცების საიდუმლოს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მწვალებლობა, რომელიც უგულებელყოფს წმიდა სამების უწმიდეს საიდუმლოს, იგი „შორს დგას ქრისტეს ეკლესიისგან“ . [48] ვაღიარებთ, რომ ქრისტეს ეკლესიის გარეთ არ არსებობს ხსნა, რადგან ეკლესიის წიაღში გამომხსნელი რწმენა არ არის სრული და ჭეშმარიტი, მაშინაც კი, როდესაც მწვალებლები ქრისტეს ეკლესიის მსგავსად უცვალებლად აღასრულებენ საიდუმლოებებს. [49] სწორედ ამიტომ ჭეშმარიტი მორწმუნე მწვალებელ სამღვდელოებას უწმიდურად და მადლისგან დაცლილად მიიჩნევს. მეშვიდე მსოფლიო კრებაზე წმ. ტარასი აღნიშნავს: „რწმენისგან განშორების გამო სიძულვილს განვიცდი მათგან ხელთდასხმულების მიმართ“ და ამგვარად განმარტავს ბასილი დიდის ეპისტოლეს ნიკოპოლისელი პრესვიტერების მიმართ. იგი აღნიშნავს: „არ ვაღიარებ ეპისკოპოსად და არც ქრისტეს მღვდელთა შორის შევრაცხავ მას, ვინც უწმინდური ხელებით შეურაცხყო რწმენა და ამგვარად მოიპოვა ეს ხარისხი.’’[50] სხვაგვარად საჭირო არ იქნებოდა მწვალებლებთან ზიარების და თანამლოცველობის აკრძალვა,[51] ასევე იმავე სასჯელის (ანუ ანათემისა და განკვეთის) განწესება მათთან თანაზიარებით დაკავშირებულთათვის.[52] სრულიად ზედმეტი იქნებოდა იმ დამნაშავე სამღვდელო პირის განკვეთა, ან იმისა, რომელიც ამავე სასჯელით სხვა რაიმე მიზეზის გამო უნდა დასჯილიყო, დასაშვები რომ იყოს განკვეთილთათვის, ანუ მათთვის, რომლებსაც სამართლიანად აეკრძალათ მსახურება და ზოგადად მწვალებელთათვის, განკვეთის შემდეგ, საკუთარი ხარისხის შესაბამისად ეკლესიაში, ანუ კვლავ გააგრძელონ ღვთის ეკლესიის დამოძღვრა.
ამრიგად ნათელია, რომ ეპისკოპოსის სამღვდელო ქმედებები მჭიდროდ უკავშირდებოდა მორწმუნე ერის გულმოდგინე დაცვას, რომ თუ ვინმე მათგანი ამ მსახურებას, ანუ ზედამხედველობას განეშორება, მისი სამღვდელო ხარისხი გახდება უმოქმედო. მას აღარ ექნება ადგილი სადაც შეძლებდა ამ მსახურების აღსრულებას რადგან იქ უკვე სხვა კანონიკური ეპისკოპოსი იმსახურებს. [53] სწორედ ამიტომ ფრაზები: „ეპისკოპოსობიდან, ან საყდრიდან განკვეთა, სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, სამღვდელო ხარისხიდან, ან მსახურებდან დამხობა“, როდესაც ისინი ეპისკოპოსებს და პრესვიტერებს მიემართება, ბერძნულ ენაში სინონიმებია. კონკრეტულ სამწყსოებში ეპისკოპოსების მოვალეობების დადგენილი საზღვრების გამო სამართლებრივ ძალას მოკლებულია „საზღვრებს მიღმა“ (საეპიკოპოსოს გარეთ) სამღვდელმასხურო ქმედებანი, ადგილობრივი წინამძღვრის „თანხმობის“ გარეშე .[54] სწორედ ამიტომ ტიტულოსან ეპისკოპოსებს, რომლებიც იკურთხებიან „განტევებულად“, ეპარქიის გარეშე, კანონიკურად არსად არ აქვთ უფლება იმოქმედონ საკუთარი სამღვდელო ხარისხის, ღირსებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რადგან მათ არ აქვთ საკუთარი ეკლესია და სამწყსო. თუ კანონიკური ეპისკოპოსი ეკლესიაში მათ არ მისცემს მოქმედების უფლებას, ისინი სრულიად უმოქმედონი არიან, როგორც არახელთდასხმულნი, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ პატივი და პოზიცია.[55] იგივე ითქმა შეიძლება იმ პრესვიტერების მიმართ რომლებიც სამრევლოს გარეშე არიან ნაკურთხნი.[56] მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო არცერთი ეპისკოპოსი არ იმყოფება ეკლესიაში, შეუძლიათ სხვა ეკლესიის ეპისკოპოსებს თვითუფლებრივად შევიდნენ ამ ეკლესიაში და დაუბრკოლებლად, კანონიკურად აღასრულოდ საეპისკოპოსო მოვალეობანი, რა თქმა უნდაც ერის თანხმობით.
V
ქრისტეს ეკლესიის სწმიდა მამები და მოძღვრები, რომლებიც დროდარო მნათობებივით გამოჩინდებოდნენ ხოლმე, მათ რომლებმაც საკუთარი საეპისკოპოსო ძალაუფლებით ყოველივე მოიხვეჭეს ადამიანთა სულის საცხოვნებლად სულიწმნიდის მიერ,[57] ამ მიზნის მისაღწევად დადგენილ იქნენ ეკლესიაში ეპისკოპოსებად და მოძღვრებად. როგორც ვნახეთ, წმიდა მამები უშვებდნენ ეკლესიის წიაღში სამღვდელო პირების და ერისკაცთა მიღებას იმ ხარისხში, რომელიც ერეტიკოსებად ყოფნისას ჰქონდათ; ისინი (საეკლესიო მამები) ბევრ მათგანს ხშირად საზიარებლადაც დაუშვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელდასხმულნი და ნათელღებულნი იყვნენ არაწმინდა ხელებისგან, ერეტიკოსებისაგან, რომელიც მოგვიანებით განიკვეთენ კრების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავის მხრივ სინოდური დადგენილების შესაბამისად განკვეთილ მწვალებელთაგან ჰქონდათ ხელთდასხმა მიღებული. ასე მოქმედებდნენ, იმიტომ რომ ითვალისწინებდნენ საიდუმლოთა აღსრულების სისწორესა და კანონიკურობას („არ მონათლულან გარდამოცემული წესის დარღვევით“ როგორც ამას ამბობს წმ. ბასილი დიდი).[58] სულიწმდის ამ განსაკუთრებული ნიჭების განუმეორებელ და წარუშლელ ხასიათს, მოგვიანებით ანიჭებდნენ კანონიკურ და სავალდებულო ძალას იკონომიით, ცხონების მოსაპოვებლად, რათა კათოლიკე ეკლესიაში ძალა და მოქმედება ჰქონოდა იმათ ნათლობასა და ხელდასხმას, რომლებიც მწვალებლობიდან მოდიოდნენ და ადრე უწმინდურობას ასწავლიდნენ. აღნიშნული კარგად ჩანს ასევე იქიდან, რომ ზოგიერთი მწვალებლის მიერ აღსრულებული ნათლობა და ხელდასხმა უქმდება. ხოლო მწვალებლობიდან წამოსულნი კატეხიზაციის შემდეგ ინათლებიან, როგორც წარმართნი.[59] მეორე მსოფლიო კრება მკაცრად უარყოფს ევნომიანელთა ნათლობას, რადგან ისინი მხოლოდ ერთხელ, შთაფვლით ნათლავდნენ. დიდად მნიშვნელოვანია იმ პიროვნების ნათლობის კანონიკურობა, რომელსაც ხელნი უნდა დაესხას, რადგან ნიკეის პირველი მსოფლიო კრება მე-19 კანონით პავლიანელების შესახებ განაჩინებს,[60] რომ თუ ვინმე მათგან სასულიერო ხარისხი მიიღო ისე, რომ არ მონათლულა უცოდინარობის მიზეზით, მართლმადიდებლურად უნდა მოინათლოს შემდგომ კი, თუ უმწიკვლოდ ცხოვრების წესს აირჩევს შეუძლია ხელთდასხმა მიიღოს, ისე რომ მანამდე მიღებული ხელდასხმა არ იქნება გათვალისწინებული. ზონარას თანახმად: „როგორ შეიძლება ვაღიაროთ, რომ მართლმადიდებლური წესით მოუნათლავებზე ხელთდასხმის დროს გადმოდის სულიწმინდა?“. ყოველივე ზემოთმულის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი, თუ პიროვნების ნათლობას კანონიკურად მიიჩნევს ეკლესია, კანონიკურია ასევე ხელთდასხმა. ვისი ნათლობა არაკანონიკურად მიიჩნევა, მისი ხელთდასხმაც მიუღებელია .[61]
ამასთანავე ცნობილია, რომ მათთვის, ვისაც სარეცელზე ჰქონდა მიღებული ნათლობა, მღვდლობისთვის ეს დამაბრკოლებელი იყო.
VΙ
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს დასკვნა: თუ დასტურდება ნათლობისა და შემდგომ ხელდასხმის აღსრულების სისწორე, იესო ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაში, მწვალებლებიდან წამოსულმა სასულიერო პირებმა, უბრალოდ უნდა აღიარონ სარწმუნოება და ანათემას გადასცენ მწვალებლობა, როგორც ეს მოხდა მეშვიდე მსოფლიო კრებაზე ხატმებრძოლ ეპისკოპოსებთან და სხვა სასულიერო პირებთან დაკავშირებით. აუცილებელია ასევე მირონის ცხება, თუ არ აქვთ უკვე ნაცხები,- როგორც ამას მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონი განაჩინებს. განკვეთილი ან სქიზმატი ეპისკოპოსებისგან ხელთდასხმის მიმღებელი სასულიერო პირები, რაკი ისინი ეკლესიიდან მოდიან, პირველი მსოფლიო კრების მე-8 კანონის თანახმად იმ სამღვდელო ხარისხით უნდა იქნან საეკლესიო კავშირში მიღებულნი, რომელიც მათ სქიზმაში ყოფნის დროს ჰქონდათ. [62]
დასკვნა
მელიტიანელთა განყოფის შესახებ
პირველმა მსოფლიო კრებამ სხვა საკითხებთან ერთად მოაგვარა და მოაწესრიგა ეგვიპტეში მელიტიანელების სქიზმის პრობლემა. მელიტიანელებს უწოდებდნენ მელიტის ანუ თებაიდის ლუკოპოლეოს ეპისკოპოს მელიტიოსის სახელის გამო. სქიზმა განიკურნა ამგვარად: რომ მელიტი მიღებულ იქნა თავის საეპისკოპოსში პატივით, თუმცა არ ჰქონდა მსახურების უფლება. ასევე გადაწყდა სხვა ყველა იმ პირის საკითხი, რომლებიც მისგან იყვნენ ხელდასხმულნი. იმავე შეთანხმებისამებრ და იმავე გზით უნდა მომხდარიყო, როგორც განკვეთილების, ასევე ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნების, მათი შემოერთება, როგორც პირველი მსოფლიო კრების მერვე კანონი განაჩინებს კათარების ან ნოვატიანელების შესახებ, ე.ი. თითოეულის მათი სამღვდელო ხარისხით, უბრალო ხელთდადებითა და ლოცვით მიღება. ამ მოვლენის შესახებ თავად კრებაც გვაუწყებს, როდესაც ალექსანდრიის ეკლესიის შესახებ წერს: ‘’დარჩენილი იყო მხოლოდ თავნება მელეტიოსის და მისი ხელდასხმულების საკითხი, რის შესახებაც კრებას საყვარელო ძმებო ესათნოვა, რათა მელეტიოსის შესახებ სინოდმა კაცთმოყვარებით იმოქმედოს, რადგან აკრიბიის წესით იგი არ იყო არავითარი შენდობის ღირსი და დარჩეს იგი თავის ქალაქში იგი ყოველგვარი ძალაუფლების გარეშე, არც ხელთდასხმასა და არც ხელდადებას აღასრულებდეს, არც სოფელსა და არც ქალაქში, არამედ ჰქონდეს უბრალოდ ხარისხის შესაბამისი სახელი, ხოლო ისინი, რომლებმაც მისგან მიიღეს ხელთდასხმა,[63] მიღებულ იქნან საეკლესიო წიაღში იმავე ხარისხით და ჰქონდეთ მსახურების იგივე პატივი და უფლება, რაც წინათ ჰქონდათ, მაგრამ ისინი ყველა სამრევლოსა და ეკლესიაში პატივით ყოველთვის მეორენი იყვნენ იმ სასულიერო პირებთან შედარებით, რომლებსაც ხელნი ჩვენმა თანამწირველმა ალექსანდრემ დაასხა. ეს უფლება მიეცა ყველა სხვას, მაგრამ დადგინდა მელეტიოსის შესახებ მიეღოთ სხვაგვარი გადაწყვეტილება; მისი შეუფერებელი ქმედებებისა და შეხედულებებიდან გამომდინარე, არ მიეცეს მას არავითარი ძალაუფლება, რადგან ადამიანია იგი და შეიძლება კვლავ გაიმეოროს იგივე.[64] საკითხის შესახებ სოზომენე აღნიშნავს, რომ მელეტიოსის მიერ ხელთდასხმულნი საეკლესიო ერთობაში ისე უნდა იქნენ მიღებულნი და ისე უნდა იმსახურონ, რომ სასულიერო პირთა შორის პატივით მუდამ მეორენი იყვნენ; ყველა ეპარქიასა და სამრევლოში დაიკავონ ის ადგილები, რომელთა წინამძღვრებიც გარდაიცვალენ და ისიც იმ შემთხვევაში თუ საეკლესიო სავსება მათ ამის ღირსად ჩათვლის. ეს ყოველივე მოხდეს ყოველთვის ალექსანდრიის ეპისკოპოსის თანხმობით.[65]
ჩამოქვეითდა რა მელიტიოსი, პატივაყრილმა სქიზმა წარმოშვა. ამ უეჭველი ფაქტების უტყუარი მოწმე მრავალტანჯული ათანასე დიდია, რომელიც არიოზელთა მიმართ აპოლოგეტურ სიტყვაში (§ 59) ამბობს: ‘’პეტრე ჩვენთან გახდა ეპისკოპოსი დევნამდე, დევნისას კი (311) ეწამა. დასახელებული ეპისკოპოსი მელიტიოს ეგვიპტელი, ბევრ უკანონობაში და კერპთმსახურებაში იყო დამნაშავე და იგი ეპისკოპოსთა საერთო კრების მიერ (დაახლ. 301-302) განიკვეთა, მაგრამ მელიტიოსს არ მიუმართავს სხვა კრებისთვის, არც თავის მართლების სურვილი გამოუთქვამს, არამედ სქიზმა წარმოშვა და მისი მიმდევრები ქრისტიანების ნაცვლად დღემდე მელიტიანელებად იწოდებიან და ეპისკოპოსებს ლანძღავენ. პირველად მელიტიოსმა ცილი დასწამა პეტრეს, შემდეგ აქილასს, ხოლო შემდეგ კი ალექსანდრეს. მან ეს მზაკვრობით ჩაიდინა, აბესალომის მსგავსად, რადგან რცხვენოდა განკვეთისა და ცდილობდა ცბიერებით ისინიც შეცდომაში შეეყვანა, ვინც რწმენაში იყო გამყარებული. მელეტიოსის ამ მავნებლობას არიანული მწვალებლობა მოჰყვა, ნიკეის კრებამ ეს მწვალებლობა ანათემას გადასცა და არიანელები განკვეთა, ხოლო შემდგომში კი მელიტიანელები საეკლესიო ერთობაში სრულად იქნენ მიღებულნი’’. როგორც ისტორიკოსი სოკრატე აღნიშნავს, ალექსანდრიის ეპისკოპოს პეტრესგან, რომელიც დიოკლეტიანეს დევნის ჟამს ეწამა, ვინმე მელეტიოსი, ეგვიპტის ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსი, განიკვეთა მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ დევნის დროს უარყო რწმენა და მსხვერპლი შესწირა. ამ ეპისკოპოსმა, განიკვეთა რა სისავსისგან, მრავალი მიიმხრო, გახდა მწვალებლობის მოთავე და იმ მწვალებელთა წინამძღოლი, რომლებიც დღემდე ეგვიპტეში მელიტიანელებად იწოდებიან.’’[66]
შემდეგ როდესაც ნიკეის კრების მამები საკუთარ ეპარქიებში დაბრუნდნენ, შემდეგ, ორივე მხარის მიერ შემრიგებლური ნაბიჯების გადადგმის ფარგლებში, მელიტიოსმა პირადად გადასცა ალექსანდრეს ეგვიპტეში მის მიერ ხელთდასხმული ეპისკოპოსების სია (სულ ოცდარვა ადამიანი). ეს სია ასევე მოიცავდა იმ ხუთ პრესვიტერს და სამ დიაკონს, რომლებმაც ხელთდასხმა მისგან ალექსანდრიაში მიიღეს. აღნიშნულის შესახებ მოწმობს ათანასე დიდი, რომელიც წერს: „როდესაც მელეტიოსი მიღებულ იქნა, უწყოდა რა მისი ცბიერების შესახებ აწ განსვენებულმა ალექსანდრემ,[67] მოსთხოვა მას იმ ეპისკოპოსების სია, რომლებიც ეგვიპტეში მსახურობდნენ, ასევე მოითხოვა ალექსანდრიაში მყოფი პრესვიტერების, დიაკონებისა და ირგვლივ მიდამოებში მოღვაწე სასულიერო პირთა ჩამონათვალი“. პაპი ალექსანდრე ამგვარად მოიქცა, რათა მას შემდეგ, რაც მელიტიოსი ეკლესიისგან ძალაუფლებას მიიღებდა, სხვებთანაც არ შეეკრა კავშირი და ყველა მსურველთაგანს ეპისკოპოსად არ წარმოედგინა თავი. მას შემდეგ, რაც განკვეთილი მელეტიოსის მიერ ხელდასხმულთა სახელობითი ნუსხა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მოიცავდა ეგვიპტეში ნაკურთხ ეპისკოპოსებს და ალექსანდრიაში ხელთდასხმულ მღვდლებს და დიაკვნებს, წმიდა მამამ ამას დასძინა: „სწორედ ესენი გადასცა მელეტიოსმა ეპისკოპოს ალექსანდრეს“.[68] ცხადია, რომ განკვეთილი მელეტიოსის მიერ ხელთდასმულმა ეპისკოპოსებმა, საკუთარ სამრევლოებში მრავალ მღვდელსა და დიაკონს დაასხეს ხელნი, ასე იყო დაახლოებით ოცდახუთი წლის მანძილზე, პირველი მსოფლიო კრების მოწვევამდე.
აღნიშნული შემრიგებლური ნაბიჯიდან ხუთი თვის შემდე, გარდაიცვალა რა ალექსანდრე, მელიტიოსმა რომელიც არეულობით ტკბებოდა, ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და საკუთარი მომხრეები დარაზმა (როგორც ჩანს დაცარიელებული საეპისკოპოსო ტახტის ხელში ჩასაგდებად, რადგან ეპიფანეს თანახმად მელიტიანელებმა ალექსანდრეს მემკვიდრედ ვინმე თეონასის დასმას შეძლეს, მან მხოლოდ სამი თვე გაძლო) კიდევ ერთხელ შეაწუხა მელიტიოსმა ეგვიპტის ეკლესია, ხოლო მისი ბანაკს უკვე არიანელთა მხარდამხარ ბრძოლაში ათანასეს წინააღმდეგ, ვინმე იოანე წინამძვრობდა.[69] ათანასე დიდი წერს: „მელეტიანელები, იმის მაგივრად რომ დამშვიდებულიყვნენ და სიხარულს მისცემოდნენ ეკლესიაში მიღების გამო, ძაღლთა მსგავსად საკუთარ ნათხევარს მიუბრუნდნენ და კვლავ შფოთი წარმოქმნეს ეკლესიაში. ევსევიმ (ნიკომიდიის ეპისკოპოსი) შეიტყო რა ეს ამბავი, რადგან არიანიზმისკენ იყო გადახრილი, მაცნე გამოუგზავნა მათ და მრავალი დაპირებით მოისყიდა მელეტიანელები“.[70] ხოლო სხვაგან აღნიშნავს: „ის, რასაც ასე ლამობდა ევსევი, ახლა განახორციელა. წაგვართვა ეკლესიები, ხოლო ის ეპისკოპოსები და მღვდლები რომელთაც მათთან კავშირი არ ისურვეს გადაასახლა, რადგან ასე სურდა. ხალხი რომელიც მათ განეშორა ეკლესიებიდან გააძევა და ეს ეკლესიები არიანელებს გადასცა, რათა მელეტიანელებთან ერთად მათში ღვთისმგმობი სიტყვები იქადაგონ’’ [71]
მელიტიანელთა სქიზმამ, რომელიც მრავალწახნაგოვან არიანიზმთან ერთად ვითარდებოდა, მეშვიდე ასწლეულამდე იარსება. ვინც ამ სქიზმის უარმყოფელი კათოლიკე ეკლესიას უბრუნდებოდა, მიიღებოდა ხელახალი ნათლობის გარეშე ისე, რომ მირონიც კი არ ეცხებოდათ. აღნიშნავს თეოდორე სტუდიელი.[72] სავარაუდოდ, ამ სქიზმიდან დაბრუნებული სასულიერო პირები ხელთდადებისა და დალოცვის შემდეგ განყოფამდელ სამღვდელო ხარისხში რჩებოდნენ, პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილების უძველესი წესის თანახმად, რომელიც დაცულია კრების ეპისტოლესა და ამავე კრების მე-8 კანონში.
***
ხალკის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტი
1874 წლის 19 ოქტომბერი
[1]იხ. მოც. კან. 6; ასევე 28; ბასილი დიდი 27; მეექვსე მსოფლიო კრების 4,21,26; პირველი მსოფლიო კრების 2. აღსანიშნავია ისიც, რომ მე-6 მსოფლიო კრების 21-ე კანონი, იგივე თემას მიემართება.
[2] ეფ. 5, 4-6
[3] იხ. მე-3 მსოფლიო კრების 1,2,4-7 კანონები. გალ. 1, 8; მე-3 მსოფლიო კრების 1,2,4-7 კანონები; გალ. 1-88; συνόδ. κτλ. კორ.16, 22.
[4] მოც. კან. 58; 1 ტიმ. 6, 13-20; 2 ტიმ, 13; მოც. კანონი 58; 1 ტიმ. 6, 13-20; 2 ტიმ. 2, 13. 4, 1 εξ.
[5] სოკრატე, საეკლესიო ისტორია, II, 29
[6] ეპისტ. 211; იხ. 226 და 261; ევსები, საეკლესიო ისტორია 7, ΧΧΧ 18. «δεν καταδέχτηκαν, λέγει, να απομακρυνθούν από την διοίκηση των εκκλησιών τους, αν και τόσοι επίσκοποι συμφώνησαν για την καθαίρεσή τους» („შეწყნარებულნი არ იქნებიან თავიანთი ეკლესიის მართვისაგან, თუნდაც რომ ესოდენ მრავალრიცხოვანი ეპისკოპოსი თანხმობას აცხადებდეს მათი განკვეთის თაობაზე“).
[7] 1 ტიმ. 3, 15.
[8]იხ. მესამე მსოფლიო კრება, კანონი 2
[9] ბასილი დიდი, კანონი 1
[10] ოქმები. სინ. ტომ 2, გვ. 733, გამოცემა Μηλίου.
[11] ევსები, საეკლესიო ისტორია, 7, 13
[12] სინოდ. ოქმ. ტ I, გვ. 97
[13] I მსოფლიო კრებამდე, ალექსანდრიის ეპისკოპოსმა - ალექსანდრემ, არიოზთან ერთად მისი სხვა თანამოაზრეებიც განკვეთა, რომელთა შორისაც, პტოლემაიდოს სეკუნდოსი და თეონა მარმარიკისი იყვნენ (იხ. მათი განკვეთა კრების ოქმებში 1613 გვ). რჩებოდნენ რა მყარად არიოზის უწესობისადმი, ისინი I მს. კრების მიერაც განიკვეთნენ. „მათაც იგივე ბედი გაიზიარეს“, აღნიშნავდნენ კრების მამები (იხ. იგივე გვერდზე. კრების მამების 190-ე ეპისტოლე, ალექსანდრიის ეკლესიისადმი).
[14] ნოვატიანელბსა და წმიდებზე (კათარებზე) საუბრისას, ნეტარი თეოდორიტე ერეტიკოსთა მირონცხებით მიღების შესახებ წარმოთქვამს სიტყვას (რომლებიც I მს. კრებამ მირონცხების გარეშე მიიღო): „რომლებიც მათ მიერ მოინათლნენ, არ განეკუთვნათ წმიდა მირონცხება, ამიტომ იმათ, ვინც ამ ერესიდან, ეკლესიის სხეულს შეუერთდება, ყოვლადქებულმა მამებმა მირონცხება განუსაზღვრეს“ (Αιρετ. κακομυθ. λογ. γ, κεφ. ε’, περί Ναυάτου, βλ. MignePatrol. τομ. 100 σελ. 1317).
[15] ნესტორის განკვეთის ფორმულაში, შემორჩენილი ოქმებში, საერთოდ არ დასტურდება ტერმინი „განკვეთა“ შემდეგი არგუმენტაციით: „უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ამის გამო შეურაცხყოფილმა, აღნიშნული უწმიდესი კრების მიერ განსაზღვრა, რომ ნესტორი, სამღვდელმთავრო პატივისგან და მთელი სამღვდელო დასიდან ყოფილიყო ჩამოცილებული“ (I ტომ, 494). ქალკედონის კრების მიერ, დიოსკორე ალექსანდრიელის განკვეთის შესახებ იხ: ევაგრ. საეკლ. ისტ. Β, 18.
[16] პირველი მსოფლიო კრება, კანონი 19
[17] მომდინარეობს არაბული სიტყვიდან ‘’მუსალი’’.
[18] პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილება კათარების შესახებ.
[19] ეპისკოპოს სტეფანეს დროს რომში მოწვეულმა კრებამ ეს აზრი უგულებელყო, რადგან მათთან ძველი ჩვეულება მოქმედებდა, ნებისმიერი წვალებიდან მოქცეულთათვის, მხოლოდ ლოცვა აღვლენილიყო მათზე ხელდადებასთან ერთად, (როგორც აღნიშნავს ამას ევსევი საეკლ. ისტ. 7,2. იხ. სინოდ. I. გვ. 97). სხვა კრების გადაწყვეტილება, რომელიც 314 წელს, არლში იქნა მოწვეული ორასი, ხოლო სხვათა აზრით, ექვსასი ეპისკოპოსისაგან, ლათინური თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს: „ზოგიერთნი აფრიკაში, მათი პირადი ჩვეულების თანახმად, თავიდან ნათლავენ, კრებაზე მოწონებულ იქნა აზრი, რომ საეკლესიო წიაღში მოქცეულ მწვალებლებს სარწმუნოების სიმბოლო გამოეკითხოს და თუკი იგი შეწყნარებულ იქნება, როგორც ნათელღებული მამისა, ძისა და სულიწმიდის სახელით, მაშინ მხოლოდ ხელთდადება აღესრულოს მასზე; ხოლო თუკი გამოკითხული არ იქნება სამების სახელით მონათლული, მაშინ მართებულია, რომ მოინათლოს“ (კრების ეპისტოლე, რომის ეპისკოპოს - სილვესტრისადმი; იხ: Optati de Schism Donatist. გვ. 183 გამომც. 1702, პარიზი). ასევე პირველმა მს. კრებამაც, თავისი მერვე კანონის ძალით, გააუქმა კვიპრიანეს აზრი. იხ: იოანე დამასკელის, მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ 4,9, Migne Patrol. ტ. 94, გვ. 1147. ერისკაცისაგან აღსრულებული ნათლობის შესახებ, იხ: ფოტიოსის ეპისტოლე, კალაბრიის მთავარეპისკოპოს ლეონისადმი, Migne Patrol. ტ. 102, გვ. 776. ეპისკოპოს სტეფანეს დროს რომში მოწვეულმა კრებამ, ეს აზრი უგულებელყო, რადგან მათთან ძველი ჩვეულება მოქმედებდა, რომ მწვალებლობიდან მოქცეულთათვის მხოლოდ ლოცვა აღვლენილიყო ხელთდადებასთან ერთად, როგორც ამბობს ამას ევსევი (საეკლ. ისტ. 7,2. იხ. სინოდის აქტი - Iტ. გვ. 97). სხვა კრების გადაწყვეტილება, რომელიც 314 წელს, არლში იქნა მოწვეული ორას, ხოლო სხვათა აზრით, ექვსასი ეპისკოპოსისაგან, ლათინური თარგმანის შესაბამისად ასე ჟღერს: „ზოგიერთნი აფრიკაში, მათი პირადი ჩვეულების თანახმად, თავიდან ნათლავენ. კრებაზე მოწონებულ იქნა აზრი, რომ მწვალებელს, რომელიც ეკლესიაში მოექცევა, სარწმუნოების სიმბოლო გამოეკითხოს და თუკი იგი შეწყნარებულ იქნება, როგორც ნათელღებული მამისა, ძისა და სულიწმიდის სახელით, მაშინ მასზე მხოლოდ ხელდადება აღესრულოს; ხოლო თუკი გამოკითხული არ იქნება სამების სახელით მონათლული, მაშინ მართებულია, რომ მოინათლოს“ (კრების ეპისტოლე, რომის ეპისკოპოს - სილვესტრისადმი; იხ: S. OptatideSchism Donatist. გვ. 183, 1702). ასევე პირველმა მს. კრებამაც, თავისი მერვე კანონის ძალით, გააუქმა კვიპრიანეს აზრი. იხ: იოანე დამასკელის, მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ4,9, MignePatrol. ტ. 94, გვ. 1147 . ერისკაცისაგან აღსრულებული ნათლობის შესახებ, იხ: ფოტიოსის ეპისტოლე, კალაბრიის მთავარეპისკოპოს ლეონისადმი, Migne Patrol. ტ. 102, გვ. 776.
[20] Πρακτ. τομ. β’, გვ. 733-734.
[21]ხატთმებრძოლი ეპისკოპოსები, რომელთა აღწერაც კოპრონომოსის ზეობას აღესრულა (დაახლოებით 350 ეპისკოპოსი), სხვა ყველა ეკლესიამ ანათემას გადასცა ისინი. ასევე ანათემას გადაეცა კონსტანტინოპოლის ეკლესიაც, რადგან ხატთმებრძოლა ეპისკოპოსთა მიერ იმართებოდა (იხ. ოქმი, ტ II, გვ. 721 და.ა.შ.)
[22] იქვე
[23] სიბრძნე სოლ, 12, 18; ამგვარად, ციცერონის და ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით ‘’summa justitia, summa injuria’’, ანუ უდიდესი სამართლიანობა, უდიდესი უსამართლობა. 33 იხ. დიმოსთენე, მოწყობის შესახებ 171
[24] გამოცემულია კონსტანტინეპოლში 1871 წელს
[25] ოქმები ტ. I
[26] იხ. ნაშრომის დასასრულს
[27] იხ. ფოტიოსის ეპისტოლე, გამომცემლობა Valetta, London, გვ. 562
[28] Patrol. Migne ტომ. 120, გვ. 716
[29] იხ. მელეტ. საეკლ. ისტორია 3, გვ 300-0
[30] წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: რეალურად აშკარა სიგიჟეა, უგულვებელყოს კაცმა ისეთი დიდი ძალაუფლება, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება და სულიერ სიკეთეთა მოპოვება. მღვდლები ჩვენთვის სახეა იმ კაცთა, რომელთაც ძალუძთ ნათლობის მეშვეობით, ადამიანის მეორედ შობა. მათი მეშვეობით შევიმოსავთ ქრისტეს, დავეფლვით ღვთის ძესთან ერთად, ვხდებით ნაწილნი ეკლესიის სხეულისა“. მღვდლობის შესახებ, სიტყ. 3,5-6.
[31] υπό Δ. Βερναδάκη, Ιερ. Κατηχ. § 92.
[32] იქვე § 110.
[33] ქრისტიანული კატეხიზმო რუსულ ენაზე, ოდესა 184, 1 კორ 4,1, ოქმი 20.
[34] რომ. 11,29.
[35] სინოდ. ოქმი, ტ 2, გვ. 738-9
[36] I მეფ. 15,11.
[37] ფს.104,15
[38] Sancti Optat. De schismate Donatistarum. წიგნი ΙΙ 23. 25.
[39] Stadio, V.4, «Denique et apud nos et apud vos una est conservation, communes lectiones, eadem fides, ipsa fidei sacramenta, eadem mysteria», Πβλ. Ι.10.12. ΙΙΙ.9.
[40] Εκκλ. ιστορ. Κοντογ. τόμ. α’. კართაგენის სინოდის კანონები 77, 78, 128,129, 132.
[41] Επιστ. 130.
[42] Επιστ. β’ προς Νικήτ. Ιερέα
[43] Κριτικ. Επιστάσ. σελ. 277-280.
[44] იხ. ბასილ. დიდის ეპისტ. 263.3.
[45] ნილოს ათონელი იყო უკანასკნელი, ევგენი ქსიროპოტამელის შემდეგ, რომელიც ჩავიდა ალექსანდრიაში, ალექსანდრიის უძლური პატრიარქ ნიკანორისათვის მეურვეობის გასაწევად, იგი ხელთდასხმულ იქნა პრენდაპოლისის ეპისკოპოსად, მაგრამ ამის გამო განკვეთილ იქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის გრიგოლის და მსოფლიო საყდრის სინოდის მიერ, თუმცა კი იგი უკვე იწოდებოდა ალექსანდრიის პატრიარქის მემკვიდრედ და ჩვეულებისამებრ აღასრულებდა წირვებსა და ნათლობებს, აგრეთვე სხვადასხვა მსახურებებსაც. ნიკანორის სიკვდილის შემდეგ მან იმარჯვა ევგენიოსის მომხრეთა წინააღმდეგ და სახელმწიფოს და სულთანის ბრძანებით აღიარებულ იქნა ალექსანდრიის პატრიარქის ჭეშმარიტ მემკვიდრედ. შემდეგ კი სულთანის ბრძანებით სოფრონი განისაზღვრა ნილოსის მემკვიდრედ, ნილოსი როდესაც გათავისუფლდა. როდესაც 1872 წელს კონსტნტონოპოლის სინოდიდან ნილოსმა მიიღო შენდობის წერილი, მისი შენდობა გაასაჩივრა სოფრონ ალექსანდრიელმა, თუმცა კი განკვეთილი ნილოსის მიერ აღსრულებული მსახურებების ძალმოსილებაში ეჭვი არავის შეუტანია.
[46]აქ ცხადია საუბარი არაა არამართლმადიდებლებზე, რომლებიც არ არიან მღვდლობის საიდუმლოს ზიარებულნი. როგორც მაგალითად ჩვენი ეპოქის პროტესტანტები და პრესვიტერიანელები.
[47] ლაოდიკიის კრების 32-ე კანონი „მწვალებლებისაგან, რომლებიც იმაზე მეტად არიან უკურთხეველნი, ვიდრე კურთხეულნი, კურთხევის მიღება არ შეიძლება“.
[48] კრებების ოქმები, ტომ. II, გვ. 732-3.
[49] “Extra ecclesiam salus nulla”, Cypr. de unitateeccleae.
[50] ეპისტ. 240. შდრ. ეპისტ. 239. მამის სიტყვებს წარმოადგენენ პრესვიტერი ფრონტონესთვის, რომელსაც ხელი არიანელებმა დაასხეს სიმხეთის ნიკოპოლში.
[51] მოციქულთა 45-ე და 65-ე კანონები.
[52] მესამე მსოფლიო კრების მე-2-4 კანონები, შდრ. კრების დადგენილება.
[53] მესამე მსოფლიო კრებისმე-2-4 კანონები, შდრ. კრების დადგენილება.
[54] მესამე მსოფლიო კრების ეპისტოლე პამფილიის ეკლესიების მიმართ. იხ. პიდალიონი გვ. 100.
[55] მეოთხე მსოფლიო კრების მე-6 კანონნი. ტრულის კრების 37-ე კანონი.
[56] პირველი მსოფლიო კრების მე-15კანონი. მეოთხე მსოფლიო კრების მე-5 კანონი.
[57] „რასაც მიწაზე აღასრულებენ მღვდლები, ზეცაში ამტკიცებს ღმერთი, მონების ნებას ადასტურებს მეუფე. ზეციური ძალაუფლების მეტი სხვა რა უნდა მიეცა მათთვის?“. ოქროპირი მღვდლობის შესახებ მე-4 სიტყვა. ინ. 20, 21.
[58] ბასილი დიდის 1-ლი კანონი.
[59] იხ. ამავე ნაშრ. პირველი თავი.
[60] პავლიანისტების და პავლიკიანელების შესახებ ნეტარიავგუსტინე წერს: „Ideo corum baptismum pio illegitimo habitum, quia non baptizant in nomine Trinitatis“, ანუ „მათი ნათლობა იმიტომ არის არაკანონიკური და უმოქმედო, რომ სამების სახელით არ ნათლავენ“ » (De haeresibus 54). სწორედ ამიტომ ეწოდებოდათ „სხვა იუდეველები“ რადგან უარყოფდნენ წმიდა სამებას.
[61] შდრ. ლაოდიკიის კრების მე-7 და გრიგოლ ნოსელის ეპისტ. მე-5.
[62] ერთ-ერთ ნაშრომში, რომელიც იუსტინე ფილოსოფოსს მიეწერება, სახელწოდებით "პასუხები მართლმადიდებლების მიმართ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკაკავშირებით", შემდეგ პასუხს ვაწყდებით იმ პირთა ნათლობის კანონიკურობის შესახებ, რომლებიც მწვალებლობიდან მოექცნენ: „იმ მწვალებლის ცრუსწავლების ცდომილება, რომელიც მართლმადიდებლობაში მოდის, განიმართება გონების ცვლილებით, ნათლობა მირონის ცხებით, ხოლო ხელდასხმა- ხელდადებით“, ანუ ხელთა დასხმით და ლოცვით. თანამედროვე კრიტიკოსები ამ ნაშრომს მიაკუთვნებენ წმ. თეოდორე კვირელს.
[63] იხ. Thesaurum-Ecclesiasticum
[64] Migne, ტომი 86
[65] საეკლესიო ისტორია, 1, 24.
[66] ეკლესიის ისტორია 1, 6
[67] ლათ. brevium
[68] აპოლ. არიოზელთა წინააღმდეგ, § 75.
[69] „ნიკეის კრებისგან განსჯილმა ლიკოპოლისის ეპისკოპოსმა მელიტიოსმა, თავის სიკვდილამდე ვინმე იოანეს დაასხა ხელნი საკუთარ ადგილზე, ნიკეის კრების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ (ანუ მსახურებაში მიიღო მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ მას მსახურება შეჩერებული ჰქონდა). იოანეს თანამზრახველები ევსევის მიმდევრებს დიდ პატივში ჰყავდათ და დაარწმუნეს ისინი ათანასე დაედანაშაულებინათ თითქოსდა კანონიკურად ხელდასხმული არ იყო“, ნიკიტა. ქონიატე. Θησαυρ. ορθοδ.
[70] Λογ. απολογ. κατά Αρειανών § 75.
[71] Επιστ. προς τους επισκόπους Αιγύπτου και Λιβύης § 22.
[72] Επιστ. 10 προς Ναυκράτιον.