ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის - იერონიმეს საშობაო ეპისტოლე

 

ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის - იერონიმეს

საშობაო ეპისტოლე

 

უფლის მიერ საყვარელო ჩემო ძმებო და სულიერო შვილებო: „ღმერთი ხორცით გამოჩნდა“ და ყრმა ახალი იშვა ჩვენთვის.

    ქრისტეს შობის დღესასწაული, სამყაროში ღმერთის ხორცით გამოჩენის დღესასწაულია.

  ადამიანი პოულობს თავის სისავსეს, აღწევს მას და ხორცს ისხამს მისი (ადამიანის) შექმნის მიზანი, ვინაიდან უერთდება და ხვდება ღმერთს ახალი ყრმის, ბეთლების ჩვილის პიროვნებაში.

    ეს შემაძრწუნებელი მოვლენა უზომო და უთვალავ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანს, შესაძლებლობებს, რომლებიც ადამიანური მყოფობის უკიდურეს ნაწილებში აღწევენ, სადაც სიკვდილია ჩასაფრებული.

    ქრისტეს შობა ცხოვრებისეული გამარჯვებისათვის აღებს გზას; ასე დაითრგუნება «უკანასკნელი მტერი“, ადამიანი იცოცხლებს თაყვანისცემაში, ღვთის სასუფეველში, დაუსრულებლად, „ღვთის დიდებაში“ და „დიდებიდან დიდებაში“ სახეშეცვლილი, ფერნაცვალები.

ამ მშვენიერი დღის ღვთისმსახურებით მოცულებმა თაყვანივცეთ და ამბორსვუყოფდეთ საღმრთო ჩვილის სახვევებს.

    გამოქვაბულზე დავამყაროთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი იმედები, ჩვენი სიხარული, ჩვენი იარები და ყველაფერი, რაც კი კაცობრიობის ისტორიას და ტრაგიზმს შეადგენს.

     ხშირად ისტორია ადამიანური დიდებულების შესახებ გვაწვდის ცნობებს. ახლახანს ვიხილეთ მზის ჩასვლის სურათები სხვა პლანეტიდან.

    ვადიდეთ ღმერთი, პატივი მივაგეთ ადამიანს, თუმცა ამავე დროს, საკუთარ პლანეტაზე მილიონობით ჩვენი მოყვასისათვის ჯერ კიდევ მწარედ ჩადის მზე.

    როგორც ჩანს, ტკივილი არ დასრულდება. ბოროტება და უსამართლობა მძვინვარებს და ამას ვგრძნობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვგრძნობთ სიკვდილის და კატასტროფის სურნელს ჩვენს საზოგადოებაში, მთელ მსოფლიოში და ხანდახან ჩვენს პირად ცხოვრებასა და გულებში.

     ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანური პატივმოყვარეობა და ინდივიდუალური სურვილი, როგორც მიზნისა და ეთიკური ბრძანების წყარო, ასევე ჩვენი ყოფიერების ბიოლოგიური მონაცემები, მის სახელში უარყოფილნი იქნებიან. 

ვითარდება ადამიანის მიერ შექმნილი ტექნოლოგია, ჭარბობს და დომინირებს ადამიანი-რობოტის ხილული ოცნება, მიმდინარეობს დაუცხრომელი ლტოლვა ძალაუფლებისადმი. ილახება და ზიანდება საღმრთო შესაქმე.

ამ სინამდვილეში, რომელიც კოსმოგონიის შეგრძნებას იძლევა, ბეთლემის ვარსკვლავი მძლავრად ანათებს. იგი ანათებს იქ, სადაც  არ არის „მეფე და მთავარი“, არამედ უკიდურესი გაჭირვება. „რა არის გამოქვაბულზე უფრო სამარცხვინო და სახვევბზე უფრო მეტად დამამცირებელი?“

   შესაძლოა მას ვკარგავთ და ვივიწყებთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ანათებს. ნათელი, „მისი ცოდნის ნათელი“, რომელიც მხოლოდ ორიათასწლოვანი და კიდევ უფრო ხანგრძლივი ისტორიული სიღრმიდან არ მომდინარეობს, არამედ მას (ნათელს, მთარგმნ.) ვაცოცხლებთ ჩვენი წმინდანების პიროვნებებში და ჩვენი ყველა ძმის პიროვნებაში, რომელიც აღასრულებს რა ღვთის მცნებებს, სტუმრობს ციხეში მყოფ პატიმარს, ანუგეშებს ავადმყოფს და აძლევს პურს, მშიერს.

ეს არის ხორცშესხმული ღმერთკაცის ნათელი, რომელიც საკუთარი სურვილით წარმოცალიერდება და ხდება კრავი და მწყემსი, საყოველთაო და საუკუნო და ამავდროულად საკუთარი გულის, ფიქრისა და გონების და თითოეული ადამიანის ბუნების მოზიარე, ამავდროულად თავსაკიდურ ლოდად იქმნება, რომელიც განყოფს და აერთიანებს და გვიბოძებს „ახალ ცასა და ახალ მიწას“.

  ქრისტეს მიერ საყვარელო ძმებო და შვილებო, ვისურვებ რომ წლევანდელი ქრისტეს შობის დღესასწაული - მთელი მსოფლიოს, ჩვენი საზოგადოების და პირადად თითოეული ჩვენთაგანის მოქცევის (შემობრუნების) - საწყისი ყოფილიყოს.

     განსაკუთრებით ჩვენი სამშობლოსათვის. ღმერთის კურთხევით ეტარებინოს ჩვენს ქვეყანას თავისი ტვირთი. ბაგის  კურთხევა, გამოღვიძებისა დასაწყისი გამხდარიყოს.

    დაე ავიღოთ საზოგადოებრივი და პირადად ჩვენი საკუთარი პასუხისმგებლობა, დაე ვძლიოთ სინდიდსის ქეჯნის კოლექტიურ შემოტევებს და დაე შევიქმნათ ხილული ოცნება ჩვენი მომავლისათვის, მდიდარი და ღმერთისაგან ბოძებული ჩვენი ისტორიის პატივისცემით.

 

ვადიდებდეთ ქრისტეს შობასა, ''ღმერთი იშვა, ხოლო დედა ქალწულად დარჩა, ამაზე საკვირველი რა უხილავს ქმნილებას?''

 

წყარო: https://panorthodoxcemes.blogspot.com

 

      ბერძნულიდან თარგმნა იოანე (ვანო) შოშიაშვილმა