კომენტარები კონსტანტინოპოლის 1686 წლის სინოდალურ სიგელზე

ამ სიგელების მიხედვით, კონსტანტინოპოლის ეკლესიის გარკვეული უფლებები კიევზე, მოსკოვის საპატრიარქოს გადაეცემა. ისინი (სიგელები, მთარგმნ.) 1686 წელს გამოიცა. გამოქვეყნებულია ვერა ჩენცოვას მიერ. 

 

დოკუმენტში არსებობს მთელი რიგი საკვანძო სიტყვები, რომლებიც გვეხმარებიან უკეთ გავარკვიოთ მისი აზრი. კერძოდ, საკვანძოდ ითვლება ერთმანეთთან დაკავშირებული ორი სიტყვა - ποκείμενος და περκείμενος. პირველი სიტყვა დაქვემდებარებულ მდგომარეობას ნიშნავს და ტექსტში კიევის მიტროპოლიას მიემართება, ხოლო მეორე სიტყვა, ზემდგომობას, უპირატესობას ნიშნავს და მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიემართება. კონსტანტინოპოლი περκείμενος (ზემდგომი) რჩება კიევისთვისაც და მოსკოვისთვისაც. ამასთან, ტექსტში არსადაა ნათქვამი, რომ მოსკოვი გახლავთ περκειμένη (ზემდგომი) კიევთან დაკავშირებით, თუმცა ნათქვამია, რომ კიევი გახლავთ ποκείμενον (ქვემდგომი) მოსკოვთან მიმართებით. აქ, სიტყვა დაქვემდებარება არ აქარწყლებს ბერძნული სიტყვის -  ποκείμενος ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს, რომ დაქვემდებარებული სუბიექტი რჩება დაქვემდებარებულად ποκείμενον) (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან მიმართებით, გ.ლ.) ანუ არ ქრება და არ ითქვიფება იმაში, რომელსაც ექვემდებარება - ამ შემთხვევაში მოსკოვს.

      კიევის ქვემდგომობა მოსკოვთან მიმართებით, განსხვავდება მისი  ქვემდგომობისგან კონსტანტინოპოლთან მიმართებით, რაც ჩანს შემდეგი ფრაზიდან: ἡ τοῦ Κιόβου ἐπαρχία δια το εἶναι ὑποκειμένη ὑπο τον ὑψηλότατον και ἁγιώτατον οἰκουμενικον θρόνον τῆς Κωνσταντινουπόλεως, την τοῦ ἀρχιερέως αὐτῆς χειροτονίαν ὡς ἀείποτε περι τούτου ἐλάμβανε. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ზმნების დროს. კონსტანტინოპოლისგან ქიროტონიის მიღების შესახებ არსებული ტერმინი აქ წარსულ დროშია გამოყენებული, მართლაც, ეს პრაქტიკა წარსულში დარჩა. ხოლო  კონსტანტინოპოლთან მიმართებით კიევის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით, გამოყენებულია ინფინიტივი - εναι. მაშ ასე, კიევის დაქვემდებარება კონსტანტინოპოლთან მიმართებით, არ იმყოფება დროით გარემოებებში, ხოლო მოსკოვთან მიმართებით, მხოლოდ და მხოლოდ დროითი გარემოებებით არის განსაზღვრული.

    ამაზე მოწმობს შემდეგი ფრაზა: γινώσκειν ἐκεῖνον (Москву то есть) γεροντα και προεστῶτα αὐτοῦ, ὡς παρ’ἐκείνου χειροτονουμένη και οὐχι ὑπο τοῦ οἰκουμενικοῦ, ὡς ἀνωτέρω ερηται, διά τε το τοῦ τόπου ὑπερβάλλον διάστημα, και δια τας συνεχῶς συμβαινούσας ἀναμεταξυ τῶν δύο βασιλειῶν μάχας, και τρόπῳ συγκαταβατικῷ χρωμένου κατα την αὐτοῦ προπάλειον συνήθειαν και διδόντος οἰκονομικῶς ἐκείνῳ την τοιαύτην δειαν. ანუ, კიევის მიტროპოლიტებზე ქიროტონიის (ხელთდასხმის - მთარგმნ.) უფლება, დიდი მანძილისა (διάστημα) და ომების (μάχας) მიზეზთა გამო, რომლებიც ხელს უშლიდნენ კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის არსებულ კომუნიკაციებს, კონსტანტინოპოლმა გადასცა მოსკოვს.

     განსხვავება ორი სახის დაქვემდებარებულობას შორის, 1686 წლის სინოდალური დოკუმენტის ერთ-ერთ ფრაზაშიც ვლინდება: ἡ ἁγιωτάτη ἐπαρχία Κιόβου εη ὑποκειμένη ὑπο τοῦ ἁγιωτάτου πατριαρχικοῦ θρονου τῆς μεγάλης και θεοσώστου πόλεως Μοσχοβίας, χειροτονεῖσθαι δηλαδη μητροπολίτην Κιόβου. აქ საკვანძო სიტყვას, კავშირი ‘’δηλαδή – ანუ“ წარმოადგენს. ეს კავშირი საშუალებას გვძალევს გავიგოთ, თუ რას ნიშნავს ის გარემოება, რომ კიევის მიტროპოლია მოსკოვის ქვემდებარე  (ποκείμενον) გახდა სწორედ იმ გაგებით, რომ ამიერიდან მოსკოვი აღასრულებდა მისთვის მიტროპოლიტთა ხელთდასხმას და არაფერს ამაზე მეტს.

    კონსტანტინოპოლი, რომელიც არგუმენტირებულად წარმოგვიდგენს თავის უპირატესობას მოსკოვზე და კიევზე, არსობრივად კლასიკურ ნეოპლატონისტურ სქემას აყალიბებს. ეს სქემა მოკლედ არის გადმოცემული იმავე წინადადებაში, სადაც გამოყენებულია ტერმინი - περκέιμενος. το οκουμενικο πατριάρχου, ς ντος πηγ κα ρχ κα περκειμένου πάντων τν πανταχο παροικιν τε κα παρχιν. ანუ კონსტანტინოპოლი გახლავთ წყარო, საწყისი და ზემდგომი („над-лежащее“) დანარჩენი ადგილობრივი საეკლესიო სტრუქტურებისათვის, მათ შორის მოსკოვისთვისაც და კიევისთვისაც. ამავე აზრით ნეოპლატონიკოსები, უმაღლეს ღვთაებრივ სფეროს, როგორც ცისქვეშეთის არქეტიპს ისე განიხილავდნენ. დაქვემდებარების ეს იერარქიული სტრუქტურა რომ დასრულებულიყო, წინადადებაში დამატებული იყო სიტყვა ντος, რომელიც კონსტანტინოპოლის ძალაუფლებას, ონტოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებს.

     სიგელში ორგზის არის ნათქვამი, რომ კონსტანტინოპოლის მიერ მოსკოვისათვის გადაცემული უფლებები კიევზე, კანონების არ ეყრდნობა, პირიქით. ამისათვის სხვადასხვა გამონათქვამებია გამოყენებული: შემწყნარებლობის წესით (τρόπῳ συγκαταβατικῷ) და იკონომიით (οἰκονομικῶς).

     როგორც უკვე ითქვა, 1686 წელს გამოიცა რამოდენიმე სიგელი, რომელიც უკრაინას ეხებოდა. კერძოდ, არსებობდა ეკლესიისათვის მიცემული ოფიციალური სინოდალური დოკუმენტი, ხოლო წერილი მოსკოველი თავადების სახელზე იყო. ამ წერილში ნათქვამია, რომ კიევის მიტროპოლიტების დადგინების უფლება, მაშინდელმა მოსკოვის პატრიარქმა და ასევე „მის შემდგომმა პატრიარქებმა“ მიიღეს (κα ο μετ τοτον πατριάρχαι μοίως). მაგრამ ოფიციალურ საეკლესიო დოკუმენტში ეს უკანასკნელი ფრაზა არ იყო ჩართული და ეს მჭერმეტყველური მდუმარება ხაზს უსვამს, რომ კონსტანტინოპოლის ეს „ნებართვა“ დროებით ხასიათს ატარებდა.

      კონსტანტინოპოლი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კიევისათის სწორედ იგი რჩება საპატროარქო კათედრად. ხოლო მოსკოვის პატრიარქი - „ხუცესი“ და „წინამძღვარია“ კიევისათვის (γέροντα κα προεσττα). საინტერესოა, რომ დაახლოებით ამავე დროს, კონსტანტინოპოლმა კიდევ ერთი სიგელი გამოსცა, სადაც იერუსალიმის პატრიარქსა და სინას მთის მთავარეპისკოპოსს შორის არსებული ურთიერთობა განსაზღვრა. აქ იერუსალიმის პატრიარქის როლი სინას მთის მთავარეპისკოპოსისათვის განსაზღვრული იყო, როგორც „პატრიარქი და ხუცესი“ - ანუ არა ის, რაც კიევსა და მოსკოვს შორის არსებულ ურთიერთობაში ფიქსირდება. კიევისათვის კონსტანტინოპოლი რჩებოდა პატრიარქად.

      სწორედ ამიტომ, კონსტანტინოპოლმა მკაფიოდ მოითხოვა, რომ ყოველ ლიტურგიაზე კიევის მიტროპოლიტებს გაეგრძელებინათ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება. ისე, სიგელის რუსულ თარგმანში, რომელიც მოსკოვის საგარეო საქმეთა განყოფილების ბრძანებით არის შესრულებული, ეს მოთხოვნილება შედარებით დამახინჯებულად არის ფორმულირებული. ძალიან მალე ეს პირობა დარღვეულ იქნა მოსკოვის მიერ. XXI საუკუნეში ეს გახდა მიზეზი კონსტანტინოპოლისათვის, რომ უკან გაეხმო თავისი 1686 წლის გადაწყვეტილება.

 

       ავტორი - არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი

თარგმნა იოანე (ვანო) შოშიაშვილმა

     შენიშვნა: თარგმანი შესრულებულია სტატიის ავტორის ნებართვით.

 

წყარო: https://www.linkedin.com