კონსტანტინოპოლის მსოფლიოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინება

            მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 2018 წლის 9 ოქტომბერს, დღის წესრიგში შემავალი საკითხების განსახილველად და განსასჯელად, წმინდა სინოდის რეგულარული სესია გაიმართა.

            წმინდა სინოდმა დაწვრილებით განიხილა უკრაინის ამჟამინდელი საეკლესიო საკითხი, რომელიც უკრაინაში საპატრიარქოს ეგზარქებმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა დანიელმა (პამფილიის ეპ.) და მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ილარიონმა (ედმონტონის ეპ.) წარმოადგინეს, რის შესახებაც განაჩინა:

1-     განახლდეს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის გაგრძელების შესახებ.

2-     აღდგეს კიევში მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია, რამდენადაც უკრაინაში ყოველთვის არსებობდა მისი (მსოფლიო საპატრიარქო, გ.ლ.) არაერთი სტავროპიგია.

3-     მსოფლიო საპატრიარქომ, მისთვის ბოძებული კანონიკური პრივილეგიების მიხედვით, (რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და სხვა სამღვდელოთაგან აპელაციები  მიიღოს), მიიღო და განიხილა ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩისა და მათი მიმდევრების პეტიციები აპელაციის თაობაზე, რომლებიც სქიზმაში არადოგმატური მიზეზებით აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ზემოთაღნიშნულ პიროვნებებს კანონიკურად აღედგინოთ მათი იერარქიული თუ სამღვდელო ხარისხი, ხოლო მათ იურისდიქციაში მყოფ მორწმუნეებს კი ეკლესიასთან კავშირი.

4-     გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის კანონიერი ძალმოსილება, რომელიც კონკრეტული დროის ვითარებებიდან გამომდინარეობდა, რომელიც (წერილი, გ.ლ.) მოსკოვის პატრიარქს იკონომიით ანიჭებდა უფლებას, რომ  ხელი დაესხა ეპარქიის (კიევის, გ.ლ.) სამღვდელო და საერო კრების მიერ არჩეული კიევის მიტროპოლიტისთვის, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი, როგორც პირველი იერარქი, ნებისმიერ მსახურებაზე უნდა მოეხსენებინა, რითაც დედაეკლესიასთან კანონიერი დამოკიდებულება წარმოჩნდებოდა და დადასტურდებოდა.

5-     მოვუწოდებთ საკითხში ჩართულ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა საკუთრებების მითვისება, ასევე სხვა სახის ძალადობრივი მოქმედებები და შურისძიება, რომ ქრისტესმიერმა მშვიდობამა და სიყვარულმა გაიმარჯვოს.

 

მსოფლიო საპატრიარქო, 11 ოქტომბერი, 2018

წმინდა სინოდის გენერალური სამდივნო

წყარ: https://www.patriarchate.org

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა გურამ ლურსმანაშვილმა