ანტიოქიის ეკლესიის სინოდის განცხადება და მამა ანდრეი კურაევის კომენტარი

  მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული სიტუაციის განხილვის შემდეგ, სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ანტიოქიის ეკლესია დიდად სწუხს იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესიის გეოგრაფიულ ცვლილებებთან მივყავართ და თვლის, რომ ისტორიის მხოლოდ ერთი კუთხით განხილვა მართლმადიდებლურ ერთობას კი არ ემსახურება, არამედ პირიქით, სიძულვილს აღვივებს და ერთი ეკლესიის შვილების განყოფისკენ მიგვიძღვის. მათ (ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპოსებმა ი.შ.) განაჩინეს, რომ ანტიოქიის ეკლესია უკუაგდებს უკვე არსებული საპატრიარქოების, ან ავტოკეფალიური ეკლესიების კანონიკური საზღვრების ფარგლებში, ახალი ეკლესიის დამტკიცების პრინციპებს, როგორც კონფლიქტებზე გამომწვევ, ან მართლმადიდებელ სამყაროში Ipso Facto- საფრთხეს. ანტიოქიის ეკლესია, მისი მამების ბაგეებით ამტკიცებს, რომ ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც კონკრეტული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას ეხება, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა და კონსესუსის პრინციპების თანახმად უნდა ხდებოდეს, რაც ადრე ყველა ეკლესიის მოქმედებით მიიღწეოდა, ანუ დედაეკლესიასთან შეთანხმებით, ან ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების თანხმობით. მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული უთანხმოებების მოგვარება საერთო მართლმადიდებლური საქმიანობით მიიღწევა, ეს მკაფიოდ მიუთითებს კონსესუსზე, როგორც მართლმადიდებლური სამყაროს ერთობის დამცველ პრინციპზე.

      ანტიოქიის ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვის საფრთხეებისა და მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოლიტიკური, რასობრივი ან ნაციონალური ფაქტორებით გამოწვეული ზიანის შესახებ გვაფრთხილებს.

    ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია სთხოვს მის უწმიდესობა-მსოფლიო პატრიარქს, რომ მან სასწრაფოდ მოიწვიოს ადგილობრივი ეკლესიების თავმჯდომარეების კრება, რათა განიხილონ ის ცვლილელებები, რომელნიც მართლმადიდებელ სამყაროში ახალი ეკლესიებისათვის ავტოკეფალიის გადაცემის შედეგად განხორციელდა და ამ საკითხის ირგვლივ საბოლოო რეზოლუციის მიღებამდე, საერთო გადაწყვეტილება შემუშავდეს.

    ანტიოქიის ეკლესია, ამ ისტორიულ პერიოდში, სულიერების ამაღლების მნიშვნელობას, ეკლესიების ერთიანობისა და მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს და სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს, რათა „პოლიტიკურ ხრამამდე“ არ დავეცეთ, რადგან ისტორია აჩვენებს, რომ ამ პოლიტიკურმა ნაღმებმა შეასუსტეს როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე  დედამიწაზე არსებული მართლმადიდებლური ერთობა.

     2018 წლის 5 ოქტომბერი.

      ბალამანდის მონასტერი

წყაროhttps://panorthodoxcemes.blogspot.com

 

დიაკონ ანდრეი კურაევის კომენტარი

 

კარგად არის ნათქვამი, თუმცა არსებობს ორი მაგრამ:

1)      არ შეიძლება მარადიულად ვუთხრათ ყველა საზღვარს: „გაჩერდი და გაშეშდი“. „საპატრიარქოების საზღვრების“ შიგნითაც, საეკლესიო ცხოვრების გარდაუვალი პროექციით,[1] შეიძლება ეთნოგენეზის პროცესები განხორციელდეს.

2)       მოწოდება:  „მოდით ყველა შევიკრიბოთ და ახალი ეკლესიებისათვის ავტოკეფალიის გადაცემის პრობლემა განვიხილოთ“, არცთუ ისე დამაჯერებელად ჟღერს იმ ეკლესიის ბაგეებიდან, რომელმაც სწორედ ამ საკითხისადმი მიძღვნილი წინარე კრება უარყო (სწორედ ანტიოქია არ წავიდა კრეტის კრებაზე).

მატარებელმა უკვე ჩაიარა. კონსტანტინოპოლის სინოდის სხდომა 9 ოქტომბერს დაიწყება. ესმის კი ყოველივე ‘’ ზემოთქმული მაგრამ“ ანტიოქიის საპატრიარქოს? ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რაღატომ წერს მაშინ ამგვარად მისი ორგანო? იმიტომ, რომ მოსკოვს დაანახოს: ჩვენ კი წარმოვდექით თქვენს სასარგებლოდ, მაგრამ არ მოგვისმინეს.

   უნდოდა ანტიოქიას ამ საკითხთან დაკავშირებით, ბერძნებს მისი მოესმინათ? არა! მას ფანარი იერუსალიმთან, კატარის ეპარქიასთან დაკავშირებით ბრძოლისთვის სჭირდება. ამიტომაც, ფანარისთვის „უკრაინული ბანკეტის“ ჩაშლა, მას არ გამოუვა. შედეგად, დეკლარაცაიის თარიღი ესოდენ გვიან შეირჩა, რათა სერიოზული გავლენა არ მომხდარიყო ფანარის სინოდზე.

    სერიოზული მხოლოდ ერთი რამაა: როდესაც მოსკოვის ლოკომოტივი სერიოზულად შეეტაკება გაძლიერებულ სტამბულურ ექსპრესს და ევქარისტიულ კავშირს გაწყვეტს მასთან, მაშინ მოსკოვის კვალს მიდევნებული რომელი ეკლესია განაცხადებს კონსტანტინოპოლთან საეკლესიო განხეთქილების შესახებ?

    აქ, კონსტანტინოპოლის მისამართით გაჟღერებული, გმობის შემცველი სიტყვაც კი არ დაეხმარება არავის. არ გაწყვიტე კავშირი? ე.ი. „პაპიზმის ერესი“ ვერ შეამჩნიე ე.ი. მხოლოდ ერთის [2]- მოსკოვური ოპერის აჩრდილი ხარ და მაშინ ვის სჭირდება მკურნალობა?  

    

დიაკონი ანდრეი კურაევი.

რუსულიდან თარგმნა იოანე (ვანო) შოშიაშვილმა

წყარო: https://www.facebook.com

 


[1]პროექცია- ფსიქოლოგიაში: საკუთარი გრძნობების, მოსაზრებებისა და განწყობების მიწერა სხვა პიროვნებისათვის.

[2] იგულისხმება პატრიარქი კირილი (მთარგმ.).