უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მზადების პროცესი უკვე პრაქტიკულ დონეზეა. ამან რუსეთის მართლმადიდებელი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლებში ბევრი უარყოფითი ემოცია გამოიწვია, მათ (ეკლესიებმა, ნ.ბ.), მსოფლიო საპატრიარქო და პატრიარქი ბართლომეოსი «პაპიზმის ერესში» და სხვა ადგილობრივი მართლამადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს, ამის გამო ახალი, შიდა მართლმადიდებლური სქიზმაც მწიფდება. მსგავსი აგრესიული ბრალდებები არ შეიძლება დედაეკლესიისაგან, მსოფლიო საპატრიარქოსაგან, უპასუხოდ დარჩეს. «ცერკვარიუმი» (Cerkvarium) მადლობას უხდის ტელმესუს არქიეპისკოპოს იობს (გეჩა), იმ მწვავე საკითხების განმარტებისათვის, რომელიც მორწმუნე მართლამადიდებელებს აშფოთებს.
მეუფე, მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ავტოკეფალიის მოთხოვნა მხოლოდ ეკლესიის კანონიკური პრეროგატივაა და ყველაფერი დანარჩენი “სქიზმის ლეგალიზაციაა”, მაგრამ ეკლესიათა ყველა ბოლო ავტოკეფალია კონსტანტინოპოლისგანაა მიღებული, რაც ძალინ რთული და მტკივნეული პროცესი იყო. არსებობს კი რამე აღიარებული კანონები ავტოკეფალიისათვის, ვინ ვის უნდა მიმართოს, როგორ და როდის? ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხზე ყველაზე დიდი გამოცდილება კონსტანტინოპოლშია.
თუ მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას შეისწავლით ტექსტებისა და დოკუმენტების მიხედვით და არა მითებისა და ყალბი ისტორიოგრაფიის შექმნით, აშკარა იქნება, რომ აბსოლუტურად ყველა თანამედროვე ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოს მიერაა გამოცხადებული. მაშინაც კი, თუ ავიღებთ რუსეთში მართლმადიდელური ეკლესიის ისტორიას, ვნახავთ რომ მათი ავტოკეფალიურობა 1448 წელსაა თვითგამოცხადებული, როდესაც მოსკოვმა მიტროპოლიტი იონა დამოუკიდებლად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თანხმობის გარეშე აირჩია. ამასთანავე საინტერესოა ფაქტი, რომ რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლისაგან ავტოკეფალიის “ტომოსი” არასოდეს მიუღია. 1589-1590 წლებში, მსოფლიო პატრიარქ იერმია მეორემ, სიტუაციის ნორმალიზებისათვის მოსკოვის საყდარი საპატრიარქო რანგში აიყვნა, დართო ნება მოსკოვის ეპისკოპოსს პატრიარქად მოხსენიებულიყო, იმ პირობით, რომ ის მოიხსენიებდა მსოფლიო პატრიარქს და აღიარებდა მას “როგორც მის თავსა და პროტოსს-პირველს”, როგორც ეს წერილშია აღნიშნული. მოგვიანებით, ყველა იმ ავტოკეფალიებს, რომლებიც მეცხრამეტე და მეოცე საუკენეში გამოცხადდა, ეს სტატუსი მსოფლიო საპატრიარქოსაგან მიენიჭა: საბერძნეთს (1850 წელს), სერბეთს (1879 წელს და 1922 წელს საპატრიარქოდ), რუმინეთს (1885 წელს და 1925 წელს საპატრიარქოდ), პოლონეთს (1924 წელს), ალბანეთს (1937 წელს), ბულგარეთს (1945 წელს და საპატრიარქოდ 1961წელს), საქართველოს (1990 წელს) და ჩეხეთის მიწებსა და სლოვაკეთს (1998 წელს). თითოეული ეს აღიარება დაკავშირებული იყო პოლიტიკურ ფაქტორთან და ავტოკეფალია თითოეული ქვეყნის ფარგლებში გამოცხადდა, როგორც ეკლესიის ერთობის უზრუნველსაყოფი გზა, ასევე ერთობის გამხატულება ადგილობრივ ეკლესიებს შორის. მსოფლიო საპატრიარქოს გარდა, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, არცერთ სხვა ადგილობრივ ეკლესიას არ მიუნიჭებია, არ უღიარებია ავტოკეფალია. მართალია, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიძლება ითქვას რომ მიანიჭა ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (1943 წელს), ჩეხეთ-სლოვაკეთს (1951 წელს) და ამერიკას (1970 წელს), მაგრამ ეს ავტოკეფალიები არ იყო აღიარებული მართლამადიდებლური სისავსის მიერ, რადგან რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ გაჩნია მსგავსი პრეროგატივა, უზრუნველყოს, მიანიჭოს ავტოკეფალია. დროთა განმავლობაში, მსოფლიო საპატრიარქომ დაარეგულირა ვითარება, 1990 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ხოლო 1998 წელს ჩეხეთის მიწებისათვის ავტოკეფალიის მინიჭებით.
შესაძლებელია ითქვას, რომ უკრაინაში გამოყოფიდან გამომდინარე რთული მდგომარეობა, იმის გამოა, რომ ერთ დროს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, უკრაინის ეპისკოპოსთა საბჭოს, 1991 წლის ავტოკეფალიის მოთხოვნასთან დაკავშირებით უარი განუცხადა?
ჩემი აზრით დიახ! თუ ავტოკეფალია გამოცხადდებოდა მალევე, 1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა 30 წლიანი მტკივნეული და მავნე სქიზმის თავიდან აცილება, რომელიც 1989 წელს დაიწყო. ეს იყო უკრაინის მართლამდიდებელი ეკლესიის საყოველთაო საეპისკოპოსო კრების პოზიცია, დოკუმენტი რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობიდან დაუყონებლივ, მიიღეს 1991 წლის ნოემბრის კრებაზე: “კრებას სჯერა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი, ხელს შეუწობს უკრაინაში მართლამდიდებელობის ერთიანობის განმტკიცებას, ხელს შეუწყობს ავტოკეფალიური გაყოფის აღმოფხვრას, წინ აღუდგება უნიატურ და კათოლიკურ ექსპანსიებს, შემოიკრებს და მიაღწევს შეთანხმებას დაპირისპირებულ აღმსარებლობებს შორის, გააერთიანებს უკრანიაში მცხოვრებ სხვდასხვა ეროვნების მქონე მოქალაქეს, ამით კი ხელს შეუწყობს უკრანელი ხალხის ერთობასა და კონსოლიდაციას.” გადაწყვეტილებას ერთვის გამონაკლისის გარეშე ყველა იმდროინდელი ეპისკოპოსისი ხელმოწერა, რომელიც შედიოდა უკრანის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორისაა იმ დროინდელი ჩერნივტისა და ბუკოვნიის ეპისკოპოსი, ახლა კი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა ონუფრი. სხვათა შორის, ისინი ხშირად ივიწყებენ (ან შეგნებულად ფარავენ), რომ ე.წ. ”ხარკოვის საბჭომ”, რომელმაც მიტროპოლიტი ვლადიმირი (სადობანი) ფილარეტის (დენისენკო) ნაცვლად, კიევის მიტროპოლიტად აირჩია, ეს პოზიცია გაიმეორა და მოსკოვის პატრიარქ ალექსი მეორეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ავტოკეფალიის საკითხი, ღვთისა და ახალი მეთაურის შემწეობით, ახლო მომავალში წამრატებით დაგვირგვინდება, მთელი უკრაინის სამწყსოს ერთობითა და ახალი ენერგიით, ახალი დიდების კაშკაშა ნუგეშით, უკრანიის მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ ავტოკეფალიას მიიღებს.”
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, კონსტანტინოპოლს პაპიზმის ერესში მუდმივად ადანაშაულებს, მაგრამ იმავე მოსკოვის საპატრიარქოში, “მესამე რომის” დოქტრინა ძალიან პოპულარულია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მართლმადიდებლმა ეკლესიამ დიპტიხში პირველი ადგილი უნდა დაიკავოს. რა შეუძლია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსი, იმპერიალისტური გზებისა თუ მეთოდების წინააღმდეგ მოიმოქმედოს?
მოსკოვის თეორია “მესამე რომის” შესახებ არ არის საეკლესიო დოქტრინა და არც კანონიკური (საეკლესიო) სამართლის სფერო. ეს მითი მეთქვსმეტე საუკუნეში ბერმა-სტარეცმა ფილათეოსმა (ფსკოველი) შექმა, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია არ ცხოვრობს მითების საფუძველზე. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიამ არ იცის “პირველი” და “მეორე” რომი, არამედ მხოლოდ ძველი ( რომი) და ახალი (კონსტანტინეპოლი). მესამე რომი არ არსებობს. მართლმადიდებლობა ცოცხლობს არ მხოლოდ წმინდა წერილის, არამედ მსოფლიო კრებათა მოძღვრებისა და კანონების საფუძველზე. ცხადი და აშკარაა, რომ ამ ორმა საყდარმა (რომმა და კონსტანტინეპოლმა) ეს განსაკუთრებული უფლებები მსოფლიო კრებების ფარგლებში მიიღეს და დღეს მართლმადიდებელთა შორის რომელს შეუძლია მსოფლიო კრებების და დადგენილებები გააუქმოს ან მათ დაუპირისპირდეს? მაშინ, როდესაც ყველა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა, ეპისკოპოსად კურთხევის წინ, რწმენის აღიარებისას, დადო პირობა რომ ის დაიცავს არა მხოლოდ საეკლესიო წესებსა და კანონებს, არამედ მსოფილიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებსაც.
ინტერვიუში, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) განაცხადა: ”განსხვავებით კათოლიკური ეკლესიისაგან, მართლამდიდებელ ეკლესიას ყოველთვის ქონდა ადგილობრივი ეკლესიების განსხვავებული სისტემა, სადაც თითოეული დამოუკიდებელია და არა დაქვემდებარებული,” ამგვარად, მსოფლიო საპატრიარქოც დანარჩენების მიმართ თანაბარია. რამდენად სწორია ადგილობრივი ეკლესიების მსგავსი გაგება? სხვა ადგილობრივი ეკლესიების საქმეებში (პრობლემებში) ჩარევისას, მსოფლიო პატრიარქის ქმედების რა საზღვრები და ლიმიტები არსებობს?
რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომ კონსტანტინოპოლი “პაპიზმის ერესში” ჩავარდა, წმინდა წერილი უნდა გავიხსენოთ, მოციქული პავლე ეკლესიას ქრისტეს სხეულს ადარებს, სადაც ქრისტე თავია და ჩვენ კი წევრები ვართ (ეფეს. 5;23:30; 1 კოლ.1;18), მაგრამ ჩვენთვის, მართლმადიდებლებისათვის, ეკლესია არ არის რაღაც აბსტრაქტული, როგორც ეს პროტესტანტებთანაა, არამედ ის არის ძალიან კონკრეტული, კუნთოვანი ორგანიზმი, რომელიც კონკრეტული ადამიანებისაგან შედგება. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მოწყობის თანახმად, ადგილობრივი ეკლესიის მეთაური კონკრეტული ადამიანი-ეპისკოპოსია. მოციქულთა 34-ე კანონის თანახმად, რეგიონალურმა ეპისკოპოსებმა უნდა აღიარონ ის ვინც არის პირველი-პროტოსი, აღიარონ ის როგორც თავი და არაფერი მოიქმედონ მასთან შეთანხმების გარეშე. ეს წესი ყოველთვის გამოიყენებოდა საყოველთაო ეკლესიაში, ამიტომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, ის არის “ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია” და არა დაყოფილი ადგილობრივი ეკლესიების კონფედარაცია, როგორც ამას პროტესტანტებთან ვხვდებით. რამდენადაც ეკლესია არის ერთობა, ერთი ქრისტეს სხეული, მას აქვს ერთი თავი. ეკლესია არ არის მრავლთავიანი მონსტრი! შესაბამისად, მოსკოვის საპატრიარქო წოდების მინეჭების წერილში აღინიშნა, რომ მოსკოვის ეპისკოპოსმა უნდა აღიაროს კონსტანტინოპოლის სამოციქულო ტახტი როგორც “მისი თავი და პროტოსი”, როგორც ამას სხვა მართლმადიდებელი პატრიარქები აღიარებენ. ამ ყველაფერზე უარის თქმა ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთის ეკლესიის იმ პრივილეგიების დაკარგვას, რომელიც მას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აქტებით მიენიჭა, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინის, ეკლესიის გადაწყვეტილებებისა და წმინდა წერილის დატოვებას.
რა განსაკუთრებული პრივილეგიების ან ფუნქციების ფარგლებში მოქმედებს მსოფლიო პატრიარქი?
მსოფლიო პატრიარიქი არ არის ერთადერთი სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებს შორის. ის არ არის მხოლოდ “პირველი თანასწორთა შორის” . სხვათა შორის, ლათინური ფორმულა, “primus inter pares”-პირველი თანსწორთა შორის, არ არის ნახსენები მართლმადიდებლური ეკლესიის არცერთ კანონში, პირიქით, ვხვდებით ფორმულას-“presbeia timês”- “seniority of honour” -რაც უფროსისადმი პატივისცემას ნიშნავს. წმინდა კანონთა თანახმად, მსოფლიო პატრიარქმა, როგორც “თავმა” და “პროტოსმა-პირველმა” მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი ეკელსიების ერთობა და მათი კოორდინაცია. ეს აშკარა იყო მეოცე საუკუნეში, მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელ და ადგილობრივი ეკლესიების შიდა დიალოგისას მიმდინარე საყოველთაო პროცესების დროს. გამომდინარე მისი როლიდან, რომ ადგილობრივი ეკლესიების ერთობა უზრუნველყოს და მათ კორდინირება გაუწიოს, მსოფლიო საპატრიარქო, როგორც ეს უკვე ავღნიშნეთ, ახალი ადგილობრივი ეკლესიების ავტოკეფალიას აცხადებს და ანიჭებს კიდეც მათ. გარდა ამისა, მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-9 და მე-17 კანონების თანახმად, მსოფლიო საპატრიარქოს აქვს უფლება საეკლესიო აპელაცია მიიღოს, საჩივარი ეპისკოპოსებისაგან, მათ შორის სხვა ადგილობრივი ეკლესიების კლერიკოსთაგან და ეპისკოპოსებისგანაც. ამის გარდა, მსოფლიო საპატრიარქოს უფლება აქვს სტავროპეგია შექმნას, მათ შორის სხვა ადგილობრივი ეკლესიების ტერიტორიაზე.
რამდენად შეიძლება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენლმა იფიქროს, რომ მას, უკრაინასთან მიმართებით გამოხატულ საკუთარ პოზიციაში, სხვა ადგილობრივი ეკლესიების პრიმატებისაგან და ეპისკოპატისაგან უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს? რამდენად შესაძლებელია, რომ სხვა ბერძნული ეკლესიების მეთაურების განმარტება ამგვარად იყოს ინტერპრეტირებული, რომ უკრაინა ექსკლუზიურად არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორია? არსებობს თუ არა საერთომართლმადიდებლური შეთანხმება ამის შესახებ?
თქვენს კითხვაში ორი საკითხი უნდა გაიმიჯნოს: პირველი არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის (მიტროპოლიტი ონუფრის მეთაურობით) აღიარების საკითხი; მეორე-უკრაინიის იურისდიცქციის საკითხია. პირველ ნაწილიში ნათელია, რომ ამ მომენტისათვის უკრაინაში არსებული სამი იურისდიქციიდან, საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესიისაგან მხოლოდ უკრანის მართლმადიდებელი ეკლესია-მოსკოვის საპატრიარქოა აღიარებული, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ თავის კანონიკურ აღიარებას იღებს მსოფლიო საპატრიარქოდან, რომელიც თავის მხრივ, ევქარისტიულ ერთობაშია დანარჩენ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკელესიებთან. დანარჩენი ორი 1989 წლიდან აღარ არიან რა ერთობაში მოსკოვის საპატრიარქოსთან, მიიჩნევა, რომ ისინი არიან სქიზმატები და დანარჩენი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისგან არ არიან აღიარებულნი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის საეკლესიო იურისდიქცია მსოფლიო საპატრიარქოს ექსკლუზიური უფლებაა. როდესაც 1589-1590 წლებში რუსეთის ეკლესიამ საპატრიარქო სტატუსი მიიღო, კიევის მიტროპოლიტი (პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოში, საყდარი კიევში) კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში დარჩა. მოგვიანებით, უკრაინის მარცხენა სანაპირო, პერეილევის კრების შემდეგ (1654 წელი), ანექსირებულ იქნა და მოსკოვის სახელმწიფოს შეუერთდა. ამავდროულად, 1967 წლიდან მიმდინარეობდა მუდმივი ომები რუსეთსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის და როდესაც 1681 წლიდან კიევის ტახტი ვაკანტური დარჩა, მოსკოვის პატრიარქმა, სამხედრო ლიდერის ივან სამოილოვიჩის მოთხოვნით 1685 წელს, უკანონოდ აკურთხა გედეონ სვიატოპოლ-ჩერვეტინსკი, შემდეგ კი 1986 წლის ბოლოს რუსეთის პატრიარქმა, მსოფლიო პატრიარქ დიონისე მეოთხესაგან მხოლოდ კიევის მიტროპოლიტის კურთხევის ნებართვაზე მიიღო წერილი, რომელიც მომავალში განაგრძობდა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებას და იქნებოდა მსოფლიო პატრიარქის ეგზარქი. ირკვევა რომ, პოლიტიკური მდგომარეობის გამო, კიევის მიტროპოლიტი აღმოჩნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, მაგრამ კიევის სამიტროპოლიტოს გადატანა მოსკოვში 1686 წელს არ მომხდარა, როგორც ეს პოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების 1924 წლის ტომოსში იყო ხაზგასმული: “იმ ძლიერი კანონიკური ხმის მოვალეობის მოსმენით, რომ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიებზე ზრუნვა ჩვენს წმინდა მსოფლიო საპატრიარქო ტახტს მიემართება; ვხედვათ, რომ ისტორიაც ამოწმებს ზემოთქმულს (რადგან გვიწერია, რომ კიევის სამიტროპოლიტოს ჩვენი კათედრისა და მასზე დამოკიდებული ლიტვისა და პოლონეთის ეკლესიების ჩამოშორება და მათი რუსეთის წმინდა ეკლესიაზე მიმაგრება, არ უთანხმდებოდა ადრიდანვე არსებულ იურიდიულ-კანონიკურ წესდებებს, ისევე როგორც ეს ქმედებები არ შეესაბამებოდა იურიდიულ-კანონიკურ ნორმებს, ვგულისხმობთ კიევის მიტროპოლიის თვითმართველობის გამოცხადებას, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ტახტის საეგზარქოსო იყო)”. აქედან გამომდინარე, როდესაც უკრაინა აღარ არის რუსეთის ნაწილი (როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს) და როდესაც ის თითქმის 30 წლის განმავლობაში საეკლესიო სქიზმას უძლებს, რომლის გამოც მრავალი მილიონობით ადამიანი კანონიკური ეკლესიის ფარგლებს გარეთ რჩება, და რომლითაც დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას არ ხელეწიფება ეს მდგომარეობა გამოასწოროს, მსოფლიო საპატრიარქო ვალდებულია მისი პრეროგატივების შესაბამისად სათანადო ზომები მიიღოს, რათა საეკლესო ერთობა უზრუნველყოს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში ჩარევა, არამედ ეს არის მსოფლიო საპატრიარქოს საკუთარ კანონიკურ ტერიტორიაზე, კიევის სამიტროპოლოს ტერიტორიაზე მოქმედება.
ევქარისტიული კავშირის მუდმივივი გაწყვევეტის საშიშროების გამოდმოსახედიდან. არის მზად მსოფლიო საპატრიარქო, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკაფალიის მინიჭების პასუხად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან წამოსულ მსგავს პროტესტს წინ აღუდგეს? წარმოიდგინეთ, უკრაინა იღებს ავტოკეფალიას და რუსეთი არ აღიარებს მას, რა იქნება შემდეგ? როგორც კალისტოს უეარმა ბრძანა, თქვენ არ შეგიძლიათ “ევქარიისტიის ბოროტად გამოყენება”, რომელიც ევქარისტიული თანაზიარების გაწყვეტით შანტაჟია. შეიძლება იმოქმედოს ევქარისტიული ერთობის გაწყვეტამ რუსეთის ეკლესიის ეკლესიოლოგიურ სინდისზე? ამ შემთხვევაში, აუცელებელია თუ არა ვიცოდეთ, თუ ვინ არის ერთობის მსგავსი გაწყვეტის ინიციატორი?
მე ვეთანხმები დიოკლეიის მიტროპოლიტ კალისტოსს “ევქარისტიის ბოროტად გამოყენებისთან” დაკავშირებით. ევქარისტიული ერთობა აუცილებელია დოგმატური მიზეზით შეწყდეს და არა გამოგონებული მიზეზებით. ხშირად გვესმის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისგან, იმ საფრთხეზე, თითქოს და შეიძლება იმაზე მეტად საშინელი სქიზმა მივიღოთ, ვიდრე 1054 წელს იყო. ესეც ძალიან დიდი მითია. ერთმანეთის ანათემატიზაცია, რომისა და კონსტანტინოპოლის მხრიდან, იყო შედეგი იმ ევქარისტიული კავშირის განახლების წარუმატებელი მცდელობისა, რომელიც ორ ეკლესიას შორის მეთერთმეტე საუკენეში, რწმენის სიმბოლოში ფილიოკვეს დამატების გამო დაიწყო. სწორედ ამ დამატების გამო, კონსტანტინოპოლმა ჩათვალა, რომ რომმა რწმენა შეიცვალა. საკითხი იყო დოგმატური. აქედან გამაომდინარე, დღეს დიალოგი მართლმადიდებელ ეკელესიასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის არის თეოლოგიური ხასიათის. ახლა კი უკრაინის საკითხთან მიმართებით, ავტოკეფალიურობისა და სქიზმის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ყველამ იცის, რომ საკითხი თეოლოგიური არაა, ერესში არავის დადანაშაულება არაა საჭირო. ამიტომაც, ევქარისტიული ერთობის გაწყვეტა იმ შემთხვევაში თუ უკრაინა მიიღებს ავტოკეფალიას არის ევქარიისტის ბოროტად გამოყენება.
მოსკოვი იმუქრება, რომ უკრანაში ავტოკეფალიის გამოცხადების შემთხვევაში მოხდება სისხლიანი ხოცვა? აქვს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გეგმა, მშვიდობიანად, ომის გარეშე შექმნას უკრაინაში ავტოკეფალია? როგორ შეიძლება აღიკვეთოს შეზღუდვა მათი რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებისა ვისაც აქვს სურვილი დარჩეს მოსკოვის იურისდიქციაში? ამასთანავე, როგორ მოხდება საეკლესიო ქონების მთლიანად გადანაწილება?
როგორც საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა ინტერვიუში უკვე აღნიშნა: ‘’კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ იმუქრება და არც მუქარას იღებს, დედაეკლესიამ აჩვენა, რომ ის დავების მოგვარებისა და მოსალოდნელი სქიზმების დაძლევისთვის ზრუნავს და ახლის (სქიზმის, ნ.ბ.) წარმოქმნა არანაირად სურს ”. მსოფლიო საპატრიარქო არ სთავაზობს უკრაინას ავტოკეფალიას, როგორც იარაღს ომისთვის, არამედ როგორც მედიკამენტს, რომ განკურნოს საეკლესიო სქიზმა, რომელმაც თითქმის უკვე 30 წელი გასტანა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საეპისკოპოსო სისრულემ შესთავაზა ეს მედიკამენტი რუსეთის პატრიარქს 1991-1992 წლებში. როგორც ვნახეთ, მეოცე საუკინის განმავლობაში, მსოფლიო პატრიარქი მისი პრეროგატივის საფუძველზე, ყოველთვის უზრუნველყოფდა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობას, აცხადებდა რა ახალ ავტოკეფალიურ ეკლესიებს, ის ამ სახით ახალი ავტოკეფალიური ეკლესიის ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესიების წიაღში შემოყვანას უზრუნველყოფდა და ასევე ყველა ადგილობრივ ეკლესიას შორის ერთიანობის მისაღწევად იღწვოდა. მსოფლიო საპატრიარქოს როლია მართლამადიდებელი ეკლესიის ერთობას ემსახუროს.
რუსეთის ეკლესია ამტკიცებს, რომ უკრაინისათვის ავტოკეფალიურობის მინიჭება საერთომართლმადიდებლურ ერობას ემუქრება. არის ეს უარი საერთომართლმადიდებლური კრების ერთობისათვისათვის ძირის გამომთხრელი?
დღეს, მართლმადიდებელ ეკლესიაში ხშირად საუბრობენ კრებსითობაზე და ივიწყებენ, რომ პრიმატის გარეშე კრებსითობა არ არსებობს. სამწუხაროდ, ბევრი მართლმადიდებელი, პაპიზმთან საბრძოლველი პროტესტანტული არგუმენტებით პრიმატს სრულად უარყოფს, მაგრამ წმინდა საეკლესიო კანონები ნათლად საუბრობენ, რომ არ შეიძლება იყოს სინოდი ან კრება პროტოსის, მეთაურის გარეშე, და არც პროტოსი, მეთაური, სინოდის ან კრების გარეშე. ეს ყოველივე ნათლადაა ჩამოყალიბებული მოციქულთა 34-ე კანონში, სადაც აღნიშნულია, რომ ეპისკოპოსებმა უნდა აღიარონ ის ვინც არის მათ შორის უპირატესი, განიხილონ ის როგორც მეთაური (თავი) და არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმექმედონ მისი თანხმობის გარეშე, მაგრამ მასაც (თავს, პირველს) არაფრის გაკეთება არ შეუძლია ყველას თანხმობის გარეშე. “ამგვარად მათ შორის თანხმობა-ჰარმონია იქმნება და ''ღმერთი იდიდება ძის მიერ სულიწმიდაში'', მაგრამ კრებსითობის ფარგლებში, საეკლესიო კანონები ხაზს უსვამს, რომ პირველს, პროტოსს, გააჩნია პასუხისმგებლობა მოიწვიოს კრება, სინოდი, ხოლო დანარჩენებს აქვთ ვალდებულება მონაწილეობა მიიღონ მასში. მაგალითად, მეოთხე მსოფლიო კრების მე-19 კანონი ნათლად აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსები, რომლებიც უარყოფენ სინოდის მოწვევას, აუცილებლად უნდა გამოსწორდენ. დღეს, მართლმადიდებელ ეკლესიაში იმ გააზრების უარყოფა, რომ მსოფლიო პატრიარქი არის პირველი თავი და მტკიცება იმისა, რომ მართმადიდებელი ეკლესია არ არის ერთი, მეტიც, ის არის გარკვეული ადგილობროვი თუ ნაციონალური ეკლესიების კონფედერაცია, მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასა და კრებსითობას ეწინააღმდეგება, რაც არცერთ შემთხვევაში ჰარმონიის მიღწევასა და სქიზმების განკურნებას არ დაეტანხმება, მეტიც, ეს ყოველივე მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებას, კონფლიქტებისა და სქიზმებს გამწვავებასა და გაღვივებას შეუწყობს ხელს.
წყარო: https://panorthodoxcemes.blogspot.com
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ნოდარ ბარათაშვილმა
ტექსტის თარგმანი შესრულებულია მისი ავტორის, მთავარეპისკოპოს იობის (გეჩა) თანხმობის საფუძველზე.