“მსოფლიო საპატრიარქო არავის არ ემუქრება და არც ვინმეს მუქარას იღებს.’’

მოსკოვის პატრიარქი კირილე ფანარიდან გაემგზავრა, როგორც ჩანს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი გადაწყვეტილია. როგორც კი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით დიალოგი დასრულდა,  მოსკოვის პატრიარქი კირილე და მისი დელეგაცია მსოფლიო საპატრიარქოდან გაემგზავრა. მოსკოვის პატრიარქი ისე წავიდა ფანარიდან, რომ მასმედიასთან მცირე განცხადებაც კი არ გაუკეთებია. რუსეთის პატრიარქი ცარიელი ხელებით წავიდა. ერთადერთი, რისი წაღებაც შეძლო, არის უწყება იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს. გალიის (საფრანგეთის) მიტროპოლიტის განცხადების თანახმად, მსოფლიო პატრიარქმა განუარტა რუსეთის ეკლესიის დელეგაციას, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და რომ პროცედურები დაწყებულია. არ გვინდა კიდევ ერთი სქიზმის შექმნა, არამედ ეკლესიის განვითარება” - აღნიშნა გალიის მიტროპოლიტმა, ემმანუელმა, რომელმაც orthodoxia info- მიერ დასმულ კითხვას, რუსეთის დელეგაციის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სქიზმა მოხდება, უპასუხა, რომ მსოფლიო საპატრიარქო არავის არ ემუქრება და არც ვინმეს მუქარას იღებს.’’

წყარო: https://fanarion.blogspot.com

 

თარგმნა ვანო შოშიაშვილმა